შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიდა (სრულად)


3-02-2024, 22:08
ავტორი პენელოპე
ნანახია 27 517

სანამ წაიკითხავთ : ისტორია არის "ეშერას" პერსონაჟებზე, დაჩისა და სიდაზე, ამიტომ თუკი არ გაქვთ წაკითხული, ვერ გაიგებთ რა ხდება ისტორიაში. სასიამოვნო კითხვას გისურვებთ, შევხვდებით ბოლოში..


პირველი ნაწილი

ისეთი უცხო იყო თბილისი, სიდას სუნთქვა შეეკრა. განათებულ ქალაქს, ბევრი ხალხითა და მაღალი შენობებით სავსეს, უნდობლად შეხედა. სოხუმში არც ამდენი ადამიანი და არც ამდენი მანქანა დაიარებოდა, მშვიდი და წყნარი იყო ხმაურიან დედაქალაქთან შედარებით. არც ზღვა იყო აქ…
როგორ ენატრებოდა ახლა თბილი სახლი, დედა, ნათლიის ეზოში ჰამაკზე ძილი და ნეგასთან გაუთავებელი კინკლაობა. თამთას სუნი ჰქონდა თბილისს – სუფთა და მფარველი. აცეცებდა თვალებს, აკვირდებოდა ყველაფერს, გაუგებარ წარწერებში უშედეგოდ ეძებდა პასუხებს. როგორი ნაცნობი იყო ეს ყველაფერი.. ტაძრები, რომლებიც ძალიან ჰგავდა თავის სოფელში არსებულს, ხალხი, ვისი სახის მოყვანილობა ისეთივე იყო, როგორიც თავისიანების.. ამდენი ეკლესია, ასეთი ბუნება, ერთი წარმომავლობა..
ჭავჭავაძეზე რომ გაიყვანა დაჩიმ მანქანა, შეშინებულმა მოავლო „ბასლაინზე“ საპირისპიროდ წამოსულ ავტობუსს. ნამდვილი პროვინციელივით ათვალიერებდა ყველა კუთხესა და კუნჭულს ქალაქში, მსგავს აურზაურს ხომ არ იყო მიჩვეული სიდა?! ბავშვობის მერე დიდ ქალაქში არ ყოფილა და მაშინაც ძალიან პატარა იყო. მეტროც კი იქ იხილა პირველად, მოსკოვში, მაგის მერე ეშერაში დარჩა. მხოლოდ ტელეფონში თუ მოჰკრავდა თვალს, რა ხდებოდა საქართველოში.. თუმცა არც ინტერესდებოდა დიდად, არ იცოდა ამ ქალაქზე ბევრი არაფერი.
შეაყენა მანქანა დიდი კორპუსის ეზოში დაჩიმ. მისთვისაც უჩვეულო იყო საკუთარ ქალაქში მოსვლა იმ სიგიჟეების მერე. „მოტაცებულ“ ბავშვს გადაავლო თვალი. კარი გამოუღო სიდას, სულ ცოტაც გაუღიმა კიდეც. ისე ესმოდა ახლა ამ ბავშვის… საკუთარი თავი გაახსენდა, პირველად რომ წავიდა ამერიკაში. ისიც ასეთი უმწეო და დაბნეული იყო. სიდას მწვანე თვალები კაშკაშებდა იმ საღამოს, თითქოს თავისუფლების პირველ წამებს ზეიმობდა.
-ვაა, დაჩი?! მოხვედი? – მოესმა ზურგს უკან დაჩის.
-მოვედი, კობა. როგორ ხარ? – კორპუსის დაცვასა და მამის ძველ მეგობარს მიესალმა დანელია.
-რავი, ძველებურად. რას შვრები? ეს ლამაზი გოგო ვინაა? – სიდას გამოხედა კაცმა. სიტყვა ვერ გაიგო გოგონამ ამ დიალოგიდან, დამფრთხალი ამოეფარა დაჩის უკან.
-ეს.. – გამოიწია დაჩი და დაანახა კაცს.-ჩემი სტუმარია. არ იცის ქართული.-თქვა სიდასთვისაც გასაგებ ენაზე.
-აჰა.. ძალიან კარგი.
-მამა ხომ არ გინახავს? – თან ჩემოდანი გადმოიღო და თან ჰკითხა კობას.
-არა. არ მოსულა.
თავი დაუქნია კაცს და ჯერ სიდა შეატარა კარში, მერე თვითონ შეჯლაგუნდა ჩემოდნებით დახუნძლული.
ძალიან დაღლილები იყვნენ. ჯერ გამთენიას ხომ გადმოიარეს ენგურის ხიდი, სასტუმროში დაბინავდნენ და დაასვენეს გადაღლილი ორგანიზმი. საჭესთან დაჯდომას ხომ სჭირდებოდა ენერგია, ასე ვერ გაივლიდა ასობით კილომეტრს დანელია.
ბინის კარი გააღო ლიფტიდან გამოსვლის შემდეგ. ხელით ანიშნა შებრძანება სიდას. უჩვეულო იყო დაჩი. იცოდა, როგორ მოქცეულიყო მასთან ისე, რომ უხერხულობა არ ეგრძნო სტუმარს. ეღიმებოდა მის მორიდებულ, მადლიერებით სავსე თვალებზე.
თამთას ოთახი დაუთმო გოგონას – სუფთა და გაწკრიალებული. მისი ნივთები ელაგა ჯერ კიდევ მაკიაჟის მაგიდაზე. იქვე იდო თამთას ოქროსფერი თმის სავარცხელი. სიდამ ლოყაზე იკბინა შიგნიდან, როგორ უნდოდა ახლა მასთან.. იქ.. „თავის ქვეყანაში.“
იმ ღამით კარგად ხანს არ დაუძინია. ქუჩიდან წამოსული მანქანების ზუზუნი მოსვენებას არ აძლევდა. ეშერაში ან ძაღლის ყეფა ესმოდა ან ტურების ტირილი, აქ კი ამ მექანიზმების ღმუილმა კინაღამ ჭკუიდან გადაიყვანა. რა არ აძინებდათ მაინც?!
პირველად ეძინა უცხო სახლში.. კაცთან ერთად ერთ სახლში. სხვასთან, უცხოსთან.. ახლა მიხვდა, რასაც გრძნობდა ხოლმე თამთა.
.
დილას ამოალაგა ჩემოდანი. მზის სხივები აჭერდა პირდაპირ ბინას. ფარდა გადასწია და გადაავლო თვალი ხედს, თბილისს, სიცოცხლით სავსეს.. ხალხი დილიდან უკვე მიიჩქაროდა სამსახურში, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც მიიკლაკნიდა გზებს. სუფთა ჰაერმა შემოაღწია აივნიდან, სიდა შეუდგა საქმეს.
თამთას ზოგიერთი კაბა ჯერ კიდევ ეკიდა კარადაში. ახსენდებოდა ყველაფერი მის შესახებ, მისი სურნელიც ასიოდა ტანსაცმელს. არაფერი გადაუადგილებია, მიალაგა ცარიელ ადგილებში საკუთარი ნივთები და ტანზე ჩაცმული გამოვიდა ფრთხილად.
სამზარეულოდან ისმოდა რაღაც ხმები. უზარმაზარ ბინაში კინაღამ დაიკარგა სიდა. ბოლოს მიაგნო იმ ოთახსაც, საიდანაც ყავის სურნელი გამოდიოდა და კარის ჩარჩოსთან შეჩერდა.
ზედა ტანზე არაფერი ეცვა დაჩის. სიდამ უხერხულად მოარიდა თვალი ბიჭს. ეს რა უბედურებაა?! ძალიან ეუხერხულა.
-გაიღვიძე? – გაუღიმა ბიჭმა. – შემოდი.
უთხრა მხიარულად, მერე ტანზე დაიხედა და სიდას დაუბრუნდა კვლავ.
-ბოდიში, გადამავიწყდა, რომ მარტო არ ვცხოვრობ.
არაფერი უთქვამს სიდას, ჩამოჯდა იქვე და საკუთარ თითებს დააშტერდა.
-ამოიღე ხმა, რა გჭირს? – დაადგა თავზე ბიჭი.-ყავა არ გინდა?
-არა. არ ვსვამ.
-რატომ?!
-რა ვიცი. არ მიყვარს.
-ცუდია.. გაგიკეთებ მაინც. – ჩაეცინა დაჩის საკუთარ სითამამეზე. იცოდა, რომ მასთან არა. თავისი გემოვნებით ჩაყარა შაქარი, ცხელი წყალიც დაასხა და თვითონაც მოურია. მიუჯდა იმ მაგიდას, სადაც იჯდა სტუმარი. დაუდო კუთვნილი ყავა, პირველი თვითონ დააგემოვნა საკუთარი.
-სახლში საჭმელი არ გვაქვს. დღეს გავალ და ვიყიდი, მანამდე გამოვიძახებ რამეს. რას შეჭამ? – არ წყვეტდა მსგავს კითხვებს დაჩი, სიდას კი კიდევ და კიდევ ეუხერხულებოდა მსგავსი მზრუნველობა, ყურადღება..
-რასაც შენ.
-კარგი.. – უცნაურად შეხედა გოგონას. მოიმარჯვა ტელეფონი.-პიცა ვითომ?
-ჰო, არა აქვს მნიშვნელობა.
-შენ რა უპრეტენზიო ხარ, – გაიღიმა.-არ მოგერიდოს ჩემი.
-არ მერიდება. არ მშია ახლა უბრალოდ. და არც ყავა მიყვარს. – მიუთითა ჭიქაზე.
-აბა, რა გიყვარს? – ტელეფონში მორჩა საქმეს და ფეხი ფეხზე გადაიდო დაჩიმ.-ღომი?
-საიდან მოიტანე? – წარბები აზიდა სიდამ.
-იმ დღეს ხომ ჭამე.
-შენ რა იცი რა ვჭამე, თან „იმ“ დღეს. – ხელები მაგიდაზე დააწყო სიდამ. გამჭრიახი მზერა ესროლა ბიჭს. გადაიწია სკამზე დაჩი, კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ის არ იქნებოდა ერთ-ერთი იმ გოგოებთაგანი, კისერზე რომ ეკიდებოდნენ ორ სიტყვაში.
სიდა სულ სხვანაირი იყო.
-ვიცი. – არ დაუხევია მაინც უკან. ძალიან სიამოვნებდა მისი გაბრაზება.-გაკვირდებოდი.
ყავა მოსვა სიდამ საპასუხოდ. უკმაყოფილოდ დამანჭა სახე, დაჩის ჩაეცინა და წამოდგა ფეხზე. კურიერს დახვდა გარეთ, შემოიტანა ბურგერები და პიცაც. მაგიდაზე დაალაგა პარკები, ამოალაგა ყველაფერი.
მადის აღმძვრელმა სურნელმა აცდუნა სიდა, დაჩისთან ერთად მიირთვა პირველი „თანამედროვე“ საჭმელი თავის ახალ სახლში… თან თვალებს აცეცებდა აქეთ-იქით, დაჩი ხომ მამასთან ცხოვრობდა. ნეტავ, სად იყო ის კაცი?!
-მარტო ცხოვრობ? – თქვა დანაყრებულმა და „კოკა-კოლა“ მოწრუპა.
-მამასთან. მარა აღარ მოვა.
-რატომ?!
-თამთა სანამ აქ იყო, ერთად ვცხოვრობდით. და სანამ მე წავიდოდი ამერიკაში.. ცალკე ურჩევნია მაგას.
-გასაგებია..
-შენი პასპორტი, დაბადების მოწმობა და ათასი წვრილმანი დამჭირდება. ხომ მოგაქვს თან ყველაფერი?!
-კი, ჩანთაში მიდევს.
-სრულწლოვანი არ ხარ? – ჰკითხა და თან დაათვალიერა მისი წვრილი მკლავები, საზაფხულო პერანგიდან რომ უჩანდა საოცრად.
-ჯერ არა. ნოემბერში გავხდები.
-მინდობილობა უნდა გაგიკეთო.
-ანუ?!
-შენი მეურვე ვიქნები.-გაეღიმა დაჩის.-ჩემი თანხმობის გარეშე ნაბიჯს ვერ გადაადგამ..
-რაში დაგვჭირდება მინდობილობა? – ყურადღება არ მიაქცია მის მაცდუნებელ ხუმრობას.
-უნივერსიტეტისთვის.. დაფინანსებისთვის. მოკლედ, საღამოს უკეთ აგიხსნი. სამინისტროში უნდა მივიდე ჯერ.
-ძალიან საწვალებელია? – მოკუმა ტუჩები.
-არა. მოგვარებულია. – გაიწმინდა თვითონაც პირი და წამოდგა ფეხზე. ისეთი მაღალი იყო, სიდამ თვალი ააყოლა. თან ეს გარუჯული კანიც და ნავარჯიშევი მკლავებიც.. კარადებში იქექებოდა და პარალელურად ელაპარაკებოდა სიდას.-ასაღებად მივალ უბრალოდ, მზად არის თითქმის ყველაფერი. ცოტა ხნით გავდივარ, – გამოხედა წამიერად.-ხომ არ გეშინია მარტო?
დამუწა პირი სიდამ. რა იქნებოდა საშიში? თუმცა მაინც ეხამუშა ამ უზარმაზარი კორპუსის მეცამეტე სართულზე მარტო ყოფნა. თავი გააქნია უარის ნიშნად.
-წამოდი შენც, თუ გინდა.
-იყოს, აქ ვიქნები.
-გარედან ჩავკეტავ კარს.-გააგრძელა დაჩიმ და ძლივს იპოვა საკუთარი მანქანის გასაღები. ხელებში შეათამაშა.-თუმცა არავინ შეგაწუხებს მაინც.
-ვიცი.
-კარგი. რამე ხომ არ გინდა?
-არაფერი..
-ვახ, – გაეცინა ბიჭს და მისაღებში გავიდა. უნებურად გაჰყვა ფეხდაფეხ სიდა.
-მაინც რამდენ ხანში მოხვალ? – ჩუმად ჰკითხა და მოარიდა თვალები. დაჩიმ ფეხზე ამოიცვა კედები და სიდას გაუსწორდა.
-წამოდი შენც მაშინ.
-მე ეგ გკითხე?! – გადააქნია თავი გოგონამ.
-კარგად ვიცი, რაც მკითხე.
-არ მეშინია.. არ ვარ მშიშარა. – ცალი წარბი აზიდა. ხელებიც გადაიჯვარედინა მკერდზე.
-მჯერა. – კარი გამოაღო დაჩიმ.-მამაცი გოგო ხარ. მალე მოვალ.. – მაინც უთხრა ბოლოს და გადაატრიალა საკეტი გარედან.
სახლში ჩაკეტა სიდა.
სანამ დაჩი მოვიდოდა ისევ, მანამ მოასწრო საუბარი თამთასთან, ნათლიასთან და დედასთან. დილით უკვე ყველას გაუგია მისი „გარდაცვალების“ შესახებ. მოვიდა ამბები, როგორ დაიჯერა მთელმა ეშერამ ბავშვის თვითმკვლელობა.. უნებურად გაეტირა სიდას დედის ჩაცვენილი და უღონო თვალების დანახვისას. არც თვითონ იყო ბედნიერი. ისეთი უცხო იყო ეს სახლი, ეს ქალაქი და ეს ბიჭი ხომ საერთოდ.. რატომ იყო ასეთი უშუალო და თავდადებული?! ნერვები ეშლებოდა სიდას. ალბათ იმიტომ, რომ თვითონაც ასეთი იყო. თვითონაც ისე დაუფიქრებლად გაწირავდა თავს უდანაშაულო ადამიანისთვის..
სახლი მოათვალიერა. უღიმღამოდ ელაგა ტელევიზორთან ოჯახის ფოტოები. ბავშვების დედა იყო ფოტოზე, მამაც, თვითონ თამთა და დაჩის ბევრი ფოტო. დაჩი ნიუ-იორკში.. ყველაზე დიდ ხანს ამ ფოტოს უყურა სიდამ. როგორი სხვანაირი იყო იმ ფოტოზე ბიჭი, ასაკით პატარა, მაგრამ მაინც ძალიან გაზრდილი. თითქმის ყველა ოთახში შეიჭყიტა ფარულად, ცუდად გრძნობდა თავს, ამას რომ აკეთებდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. ეს ტელევიზორიც რომ გაუგებარ ენაზე მეტყველებდა?!
დაჩის ოთახს მიადგა მაინც. ჩამოსწია თუ არა ურდული, მაშინვე გადატრიალდა სახლის მთავარი კარის საკეტი. რეტიანივით მოსცილდა ოთახს, პირდაპირ მიეგება ახლად შემოსულ, პარკებით დახუნძლულ დაჩის.
ცოტა დაეხმარა და გაატანინა სამზარეულოში. თითქოს უკვე იცოდა ორივემ, საკუთარ თავებზე რომ უნდა ეზრუნათ. შეთანხმებულად გადმოალაგეს ნივთები, მაცივარში შეაწყო რაღაცები სიდამ. დაჩი უთითებდა სად რა უნდა დაედო, თვითონაც ალაგებდა ისე თითქოს ამას აკეთებდა მთელი ცხოვრება. როგორც კი მორჩნენ, მაგიდაზე დადებული ქაღალდების გროვა გადაშალა ბიჭმა. სიდას გამოხედა.
-ოფიციალურად შენი მეურვე ვარ უკვე. – უთხრა და გამომწვევად აათვალიერა სიდა. მაზოხისტივით ესიამოვნა მისი სხეულის ემოცია, ის სიბრაზე, რაც სიდას თვალებში გამოსჭვიოდა იმ წამს.-მოკლედ.. ბევრი რაღაც უნდა დაიმახსოვრო.
-მაინც რა?
-ეს ბარათები.. აქ, – დაანახა სიდას.-ყოველთვიურად დაგირიცხავს სახელმწიფო გარკევულ თანხას, როგორც აფხაზს სტუდენტს. სტიპენდიასავითაა ერთგვარი. აქ.. ნათლიაშენის გამოგზავნილი იქნება ხოლმე, უკვე არის რაღაც თანხაც.-კარგად შეხედა, როგორ შეხვდა სიდა ნათლიის ხსენებას.-აქ.. ეს ჩემია! – გაეცინა დაჩის.-აქ სახლის ქირის გადასახდელ ფულს გირიცხავს სამინისტრო. ჩემს სახელზეა, თუმცა შენია. შენთვისაა. მოკლედ, მაგარი ფულიანი გოგო ხარ!
-ქირის?!
-ხო, რომ უნდა გადამიხადო, არ მითქვამს? – ისეთი სერიოზული ხმით უთხრა, წამით ეჭვიც შეეპარა სიდას.
-ვერ გავიგე…
-ეგრე გავაფორმეთ. თითქოს ქირას იხდი. არ იქნება შენთვის ზედმეტი, – წამიერად შეავლო თვალი.-ეს.. სტუდენტური ბარათია, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გამოიყენებ ხოლმე, მაგრამ არ დაგჭირდება. მძღოლი გატარებს.
-მძღოლი?! – ქვედა ტუჩი ოდნავ დაებრიცა გოგონას.-ძალიან გაწუხებ მგონი..
-მე არაფერს მაწუხებ. არაუშავს, თუ შეწუხდებიან ისინი ასეთი კეთილი საქმისთვის.
-ეს ყველაფერი მამაშენმა..? – ვერ გაბედა მთლად სითამამე.
-ძირითადად ხო, მაგრამ დარჩა კიდევ მისი ძველი მეგობრები, მათ შორის ბიძაჩემი. ეს შენი პასპორტია, – ხელში შეაჩეჩა თავისივე ფოტოთი გამოსახული ბარათი.-ოფოციალურად საქართველოს მოქალაქე ხარ უკვე.
ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა სიდამ.
-ეს უნივერისტეტის საბუთებია.. ინგლისური რამდენად კარგად იცი? – ამოხედა გოგოს.
-ნორმალურად.
-რამდენად ნორმალურად? შეძლებ სწავლას ინგლისურად?
-ალბათ კი.
-რუსულენოვანი ფაკულტეტი არ აქვს. არც დაგჭირდება ეგ ენა, – უგულოდ წარმოთქვა დაჩიმ, თითქოს ზუსტად მაგ ენაზე არ ესაუბრებოდა ახლა სიდას.-ვერ გამოიყენებ ვერსად.-განჭვრიტა მისი სახე ღრმად, სიდამაც დაუბრუნა მსგავსი თვალები, თითქოს სარკეში იყურებოდნენ.
-ვისწავლი ინგლისურად. არ მაქვს პრობლემა.
-ქართულიც უნდა ისწავლო. – ხელი შეუშვა ქაღალდებს დაჩიმ, სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან. ო, როგორ დაეჩვია ამ მოწევას!
-მიზეზი? – არ უნდოდა, მაგრამ მაინც იკითხა მხოლოდ მის გასაღიზიანებლად. პასპორტი აუფრიალა თვალწინ დაჩიმ. -ეგ ფორმალურია.. – შეეპასუხა სიდა.
-დიდი ხანი მოგიწევს აქ ყოფნა. უნდა იცოდე იმ ქვეყნის ენა, სადაც ცხოვრობ.
-ვისწავლი, არაა პრობლემა. თუ ეს ასეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია..
-არის. მეგობრები ხომ უნდა გაიჩინო?! კომუნიკაციას გაიმარტივებ.
-როგორ ვისწავლი? – მოსწყდა მის თვალიერებას სიდა.-შენ მასწავლი?
მაშინვე ჩაეღიმა დაჩის. დააფერფლა ნამწვი, ხელით გასწია ფარდა და სუთა ჰაერი შემოუშვა ოთახში.
-გინდა, გასწავლო მე? – თვითონაც მაცდურად გააჟღერა.
-არ მინდა.
-რატომ? კარგი მასწავლებელი ვიქნები.
-არ მჯერა.-ჩუმად თქვა სიდამ. ძალიან უჭირდა საუბარი ასე მარტოს.. ასე თამამად.. ასეთ მაცდურ კაცთან. ის ხომ არ იყო დაჩვეული მსგავს რაღაცებს?!
-გეყოლება რეპეტიტორი. სახლში მოვა ხოლმე. სანამ უნივერსიტეტი დაიწყება, მანამ უკვე რაღაც დონეზე გეცოდინება, იქ რომ არ გაგიჭირდეს.
-და რომელი ანგარიშიდან გადავუხადო მასწავლებელს თანხა? – გადმოიხარა და დააშტერდა ბარათებს.
-დავაფინანსებინე ეგეც. – გაიღიმა დაჩიმ.
-რამდენი რაღაც გააკეთე?!
-არ იფიქრო შენ მაგაზე. საყიდლებზე არ გინდა წასვლა?!
-არ ვიცი?
-ან ქალაქის დათვალიერება? მოდუნდი ცოტა, რა იყო! – თვითონაც დაეყრდნო მკლავებით მაგიდას. ოო, რა მზაკვრულ მზერებს ესროდა სიდას.. ათას უბედურებას რომ უქადდა, ეგეთს.
-ნუ მიყურებ ესე. – თვალი თვალში გაუყარა სიდამ.
-როგორ?!
-რა ვიცი. ეშმაკურად.
-არ გიყურებ ეშმაკურად. ეგეთი თვალები მაქვს,-ჩაეღიმა და ამ ღიმილმა ისე გაუნათა მართლაც ის ნაცრისფერი თვალები, თითქოს მთელი ოთახი ამოავსო.
-არაფრის დათვალიერება არ მინდა. სახლში ვიქნები, კაი?
-როგორც გინდა, სიდა. – მისი სახელი წარმოთქვა გასაგები, ურყევი ტონით.-თუმცა.. იცოდე, რომ აქ საფრთხე არ გემუქრება. არანაირი.
-ვიცი.
უმნიშვნელოდ გაუღიმა ბიჭს და საკუთარ ოთახში შევიდა. ღრმად ამოისუნთქა. უჩვეულო და უცხო იყო ეს სახლი, გარეთ რომ გავიდოდა, ალბათ გააფრენდა საბოლოოდ. მის ჩაკეტილ სამყაროში სულ სხვანაირად ხდებოდა ყველაფერი..
.
დანელია კვირაში სამჯერ დარბაზში დადიოდა ხოლმე. სიდამ უკვე შეისწავლა მისი „გრაფიკი“. ტელევიზორი ჩართო მაინც, რუსიკო მასწავლებელმა ურჩია ყური შეეჩვია ქართულს ენას. საინფორმაციოზე ეყენა, აშკარად რაღაც ახალი ამბავი იყო, აყალმაყალი და ხმაური ისმოდა არხიდან. კარგად დააკვირდა სიდა კაცის სახეს. სადღაც ენახა ეს ადამიანი.. ვიღაცას ჰგავდა ძალიან. გაუნათდა გონება მაშინვე, როცა კარგად გაიგონა ჟურნალისტის მრავალი სიტყვიდან მისი სახელი და გვარი: „თემურ დანელია“.
პოლიციამ ჩასვა მანქანაში. მიკროფონიანი ჟურნალისტები ლამის სახეში ჩაუძვრნენ კაცს, ერთი ამბავი იყო. ტუჩზე იკბინა სიდამ. ნეტავ, სად იყო დაჩი?!
გვიან საღამოს მობრუნდა სახლში. სიდა აივანზე იჯდა და გადაჰყურებდა ჭავჭავაძის ხმაურიან გამზირს. როგორი ლამაზი იყო ღამით ეს ქუჩები, მაღალი შენობები, ხეები.. მოვლილი და კოხტა. მოსწონდა ქუჩის მუსიკოსებისგან გამოწვეული ხმაური, სახლში რომ აღწევდა ხმა. თავი ჩამოადო აივნის რიკულს, შემოსულ დაჩის გამოხედა ქვევიდან.
მოყინული ჰქონდა სახე, დაღლილი და გამოფიტული იყო. სიგარეტს წაეპოტინა მაშინვე ბიჭი, გააბოლა ღამის თბილისის ხედზე. სიდამ ვერ იპოვა საჭირო სიტყვები, ვერც გადაეწყვიტა რამე უნდა ეთქვა ახლა თუ არა.
-მოიწყინე? – ჰკითხა დაჩიმ, ცალი ხელით დაეყრდნო აივანს.
-არა.
-რას შვრებოდი?
-ორცხობილები გამოვაცხვე. შენ?
-მე.. – გაწელა და დააფერფლა ნამწვი.-განყოფილებაში ვიყავი. მამაჩემი დააკავეს.
-ვიცი.-დაიჩურჩულა.-ტელევიზორში ვნახე. მალე გაათავისუფლებენ?
-კი, ასე ათ-თხუთმეტ წელიწადში. – გაიცინა და სიდას გაკვირვებულ სახეს თავისი უდარდელი დაუკავშირა.
-თამთამ იცის?
-ეცოდინება. მირეკავდა წეღან.
-ხო, მეც, მარა არ ვუპასუხე.
-რატომ? – ზემოდან დახედა გოგონას.
-შენ გიკითხავდა. არ ვიცოდი, რა მეთქვა.
-კარგი გოგო ხარ. – უემოციოდ უპასუხა დაბალ ხმაზე.-დავიძინებ, ძალიან დაღლილი ვარ.
-კარგი..
-შენს ორცხობილებს დილით დავაგემოვნებ.-უთხრა მაინც, რომ არ სწყენოდა და სუსტი ღიმილით გაემართა ოთახისკენ.
ყეყეჩი. გაიფიქრა სიდამ.
სასამართლოზე მარტო წასულ დაჩის, გვერდით რომ მოუჯდა სიდას მორიდებული სხეული, სიამოვნებისგან თვალები მინაბა დანელიამ. რეალობას მოწყდა წამიერად, ანგელოზის შემოსვლას უფრო ჰგავდა სიდას მორიდებული ნაბიჯები. მეგობარივით დაუდგა გვერდით, ოჯახის წევრივით, თამთასნაირად.. მაგრამ ის არასდროს იქნებოდა ისეთი მისთვის, როგორიც თამთა იყო.
არც ერთმა იცოდა მაშინ, პირდაპირ ეთერში რომ უყურებდნენ ერთის ნათლია და რძალი, მეორის სიძე და და, მათი სხეულების საეჭვო სიახლოვეს. დაჩიმ კარგად დახედა გოგონას მორიდებულ ქმედებებს, თან რომ საჭიროდ ჩათვალა აქ ყოფნა, თან რომ ერიდებოდა მისი.
მამას უყურებდა თვალებში მთელი პროცესი. თითქოს უსიტყვოდ უსაყვედურა ყველა გაფლანგული დრო და წამი, დასძრახა უხმაუროდ თამთას ბედი უცხო მიწაზე. ყველა მისი ცრემლების პასუხს მამაში ხედავდა.
ფეხზე წამოდგა განაჩენის გამოცხადებისას. გვერდით დაუდგა სიდაც. ხელი აუწია მამამ დაჩის. გული მოეწურა მაშინვე უმცროს დანელიას, ამით აგრძნობინა, როგორ ეყვარებოდა ცხოვრების ბოლო წამამდე და როგორ იქნებოდა ის მამამისი ყოველთვის მიუხედავად ყველაფრისა. ოჯახის წევრებს ხომ არ ვირჩევთ ჩვენით?! ეს მიუღებელი მოცემულობაც კი ისეთი ნანატრი იყო ზოგიერთისთვის.. ვერ გაიმეტა ბოლომდე მამა უგულო მზერისთვის.
თვითონაც აუწია ხელი. დაემშვიდობა.
მოასწრო თემურმა სიდას დანახვა. ერთი კარგი საქმე მაინც გააკეთა ამ ცხოვრებაში.. ამ ბავშვს აჩუქა საუკეთესო მომავალი და საუკეთესო ადამიანი, ახლა რომ ედგა გვერდით ყველაზე ახლობელივით..
.
ქალბატონი რუსიკო იყო მისი ქართულის მასწავლებელი. ზოგადად მოახსენა ქართული ენის ისტორია, მისი მნიშვნელობა ქართველი ხალხისთვის და ისტორიული ექსკურსი მოუწყო სიდას. გაკვრით ახსენა აფხაზეთიც. დაჩის გაფრთხილებული ჰყავდა ისედაც, დიდად რომ არ ჩასძიებოდა ამ კონფლიქტს რუსიკო, ამიტომ მაინცდამაინც არ დაუტვირთავს სიდა. მხოლოდ უშუალოდ ენაზე იყო კონცენტრირებული.
რამდენიმე გაკვეთილი კარგად მიდიოდა თითქმის ყველაფერი, სიდაც გულმოდგინედ მეცადინეობდა. იმ დღეს ქალბატონმა რუსიკომ როგორც კი დატოვა სახლი, ღრმად ამოიოხრა სიდამ. აფხაზურ ენაში სამოცდაოთხი ასო დაიმახსოვრა და ამ ქართულში რა გახდა ეს ოცდაცამეტი ასო-ბგერა?! უგულოდ დააშტერდა წიგნს, თავის ნაწერებსაც გადაავლო თვალი და ფანქრით დაიწყო ფიგურების მიხატვა.
არ უგრძნია, როგორ დახედა დაჩიმ ზემოდან.
-გიჭირს?-ჰკითხა და დაიმსახურა სიდას თვალებიც.
-ცოტა.
-ქართულად მიპასუხე,-წინ დაუჯდა დაჩი, გამოზომილი და ნაფიქრი იყო ყველა ის მზერა, რაც სიდასთვის გაიმეტა იმ წამს.
-როგორ მკითხე?!- ხელები გადაიჯვარედინა მკერდზე სიდამ.
-გიჭირს-მეთქი?!
-კი, გიჭირს.
-არა, პირველ პირში უნდა თქვა. მიჭირს.. ასე.
-მიჭირს. – გაიმეორა და გაეღიმა.-ცოტა.-დაამატა ფრთხილად.
-სწორია. – დაუბრუნა ღიმილი დაჩიმ.-რა ისწავლე დღეს?!-განაგრძო ისევ ქართულად, სიდა ლოგიკურად ხვდებოდა რას ლაპარაკობდა დაჩი. თან ისეთი ნელი და სასიამოვნო ხმა ჰქონდა… ნეტავ, ისწავლოს მალე, მორჩება ეს ჯოჯოხეთი და დაისვენებს ტვინის ჭყლ.ეტისგან.
-პირის ნიშნები.-უპასუხა უკვე თავის ენაზე და დაჩისაც აღარ გაუგრძელებია გაკვეთილი.
-ჩამაბარე, აბა!
-ოხ! მეზარება.
-ნუ ზარმაცობ. ბევრი იმეცადინე და უცებ ისწავლი, თან აქ ყველა ქართულად დაგელაპარაკება. შეეჩვევა ყურიც.
-არ ვზარმაცობ!
-როგორ არის “მე?” – გადაიხარე მისკენ დაჩი, მომთხოვნი და ეშმაკური ჰქონდა ის მზაკვრული მზერა. სიამოვნებდა სიდას დაბნეული, ცოტათი შეშინებული და მორცხვი თვალები. მის ხელებს არ აშორებდა თვალებს, ნერვიულად რომ გაიხლართებოდა დაჩის ყოველი სიტყვისას.
-მე…
-მერე..
-შენ..
-კი..
-ჩვენ?!- წამოიძახა დაუფიქრებლად, დაჩის გაეღიმა.
-ჯერ ადრეა ეგ.
-აჰ, ჰო! ისინი?!
-ის.. მერეა ჩვენ. – და ჩახედა სიდას თვალებში.
-დღეს ვისწავლე. ჯერ არ მიმეცადინია. – თავი იმართლა უნებურად.
-ვიცი. – გაუღიმა.-არ იზარმაცო, კაი?!
-კარგი.
-საღამოს მეგობრებთან ერთად გავდივარ. წამოდი შენც, – ფეხზე წამოდგა დაჩი. უკვე ისედაც საღამო იყო.
-მე?!
-დიახ, შენ.
-ვერა..
-რატომ? – წამოვიდა ნელი, გამოზომილი ნაბიჯებით. სპეციალურად მიუჯდა ისე ახლოს.. ისეთი თვალებით.
-რა ვიცი. არ მინდა.
-აბა, ასე იჯდები სახლში ყოველთვის? – თავით ანიშნა სახლისკენ.-არადა, მითხრეს, ძალიან უყვარს წანწალი და დროის ტარებაო.
-ვინ გითხრა? – თვალები დაქაჩა სიდამ, იმას გაეღიმა მაშინვე.
-მომატყუეს?!
-კი.
-არა მგონია. – თავი გადახარა გვერდზე. იმდენად ახლოს იყო, მის სურნელს გრძნობდა სიდა. სპეციალურად აკეთებდა ასე ზუსტად იცოდა.-წამოდი, გაგაცნობ ჩემებს. მოგეწონება.
-ხელს შეგიშლი მე..
-რაში? – ვერაფრით შეიკავა თავი სიცილისგან.
-არ ვიცი. არ მინდა, ჩემი ყურადღება გქონდეს.
-არ მოვაკლებ არავის ყურადღებას.. თუნდაც შენ გამო. – აათვალიერა მისი წაბლისფერი თმა. შეხება დააპირა ლამის.-ჩაიცვი და გავიდეთ ცოტა ხანში.
-კარგი მაშინ. – გაუღიმა ოდნავ და ფეხზე ისე წამოდგა, დაუფიქრებლად დაუსრიალდა გრძელი თმა დაჩის თითებზე. გრილი და სურნელოვანი იყო ის შეხება, რაც ამან გამოიწვია. გააყოლა თვალი დაჩიმ. ნეტავ, რას აპირებდა?!
ქვედაბოლო და მაისური ჩაიცვა. ისეთი მიჩვეული იყო კაბების ჩაცმას, შარვლებს არ იყენებდა არასდროს. სკოლაში ისედაც აკრძალული იყო ფორმის გარდა ნებისმიერი სამოსი. წინ დაუდგა დაჩის გამზადებული, უარაფროდ მოავლო იმან თვალი და ლიფტში შეატარა.
ღელვდა სიდა. ნერვიულობდა ამ ქალაქთან შეგუებაზე და იმ წამს იმაზე, რომ მისი მეგობრები უნდა გაეცნო. ჯერ თავად მას არ იცნობდა ნორმალურად, მაგრამ მართალი იყო დაჩი. როდემდე დაჯდებოდა ასე სახლში?! ან როგორ მიიღებდნენ საერთოდ ისინი..
-რას გაფითრებულხარ? – კარგი ძმაკაცივით შეუძახა გოგონას.
-რატომ ვარ გაფითრებული? – სახეზე მოისვა ხელი სიდამ, მერე ტელეფონში ჩააშტერდა ანარეკლს.
-რა ვიცი. გადათეთრდი უცბად. არ დაგაძალებ წამოსვლას.
-ხომ მოვდივარ უკვე.. – სუსტად გაუღიმა.
-მოგვაკითხავენ.. – საათს დახედა ბიჭმა და ამ დროს მოადგა შლაგბაუმს ზუსტად ავტომობილი. კობამ ჯერ დაჩის აუწია ხელი სალამის ნიშნად, მერე მოსულებს გაუხსნა გზა და შემოატარა.
-ვაა, ჩემი ვაკელი ბიჭი დაუბრუნდა დედაქალაქს? – მანქანა გაჩერებული არ იყო, ისე გადმოსძახა წინ მჯდომმა.-როგორ ხარ, დაჩეეე?
-დავუბრუნდი დედაქალაქს.. – მიაძახა მსგავსი ტონით და გადმოსულები გადაკოცნა სათითაოდ.
-სად იყავი, ვაჟბატონო? – მოკლე თმიანი გოგონაც ჩამოქვეითდა და კეფაზე მოხვია ხელები ბიჭს.-მომენატრე ძალიან.
-მეც, მარიკო. როგორ ხარ?
-შენი ძმაკაცის გადამკიდე როგორ ვიქნები? – ანიშნა გვერდით მდგარი ბიჭისკენ.
-რატო უტ/რაკებ შენს გოგოს, ნიკუშ? – თვალები დაიწვრილა და ისე მიმართა ნიკოს.
-თვითონ ატ/რაკებს. უტ/რაკებელს.
-ახხ! – ხელი აუქნია მარიკომ და დაჩის ზურგსუკან აწურულ გოგონას გადახედა, ვისაც არც ერთი სიტყვა არ გაუგია ამ დიალოგიდან.
-მოდი, სიდა. – ხელი გასწია გოგონასკენ დაჩიმ, თავისთან მოიყვანა და დაანახა მეგობრებს.-ეს ნიკოა, ჩემი ძმაკაცი. მისი შეყვარებული მარიკო..
-სასიამოვნოა. – ორივეს ჩამოართვა ხელი.
-სიდამ არ იცის ქართული ჯერჯერობით.-თქვა მაინც დაჩიმ.
-არაუშავს. ყველაფერს ისწავლის, – ისე გაიღიმა მარიკომ, სახე დაეტყო როგორ იცოდა ყველაფერი მისი ამბის შესახებ. ცივმა ჟრუანტელმა გადაუარა სიდას. ისეთი პირადული იყო ეგ ყველაფერი, ძალიან ეხამუშა ვინმესთვის გასაზიარებლად.
ჩასხდნენ მანქანაში. გვერდით მიუჯდა დაჩიც. გააბეს შინაურული საუბრები სიდასთვის გაუგებარ ენაზე. შუა გზაში იყვნენ უკვე, ნიკუშას რომ დაურეკეს დანარჩენმა მეგობრებმა.
-დაეტევიან? – წამით გადმოიხედა უკან ბიჭმა, სადაც დაჩი და სიდა ისხდნენ.
-დავატიოთ როგორმე. ვინები არიან? – უკმაყოფილოდ იკითხა დაჩიმ.
-ჩვენები. რამე პრობლემაა? – გადმოხედა მინიდან ნიკომ.-შეიძლება თიკუნაც გაიჩითოს.
-ახ! – წარბები შეჭმუხნა დაჩიმ.-მაგის თავი არ მაქვს, მარა იყოს.
-რა ცუდი ბიჭი ხარ, დაჩი.-მარიკომ თითი დაუქნია.-ყველგან რომ დაატარებდი, მაშინ კარგი იყო, ხო?
-შეტრიალდი ახლა უყოყმანოდ. – აუზიდა წარბები სიცილით და თავზეც დაჰკრა ხელი.
-მაშინ სხვა დრო იყო, მარ.. – სიცილით გადახედა შეყვარებულს ნიკომ.-უგონოდ შეყვარებული იყო ჩვენი ბიჭი…
მანქანა გააჩერა ნიკუშამ, როცა ტროტუარზე დალანდა დანარჩენი მეგობრები. იმდენი იყვნენ, ვერ ჩაეტეოდნენ რეალურად. ისეთი მოულოდნელი და ფორსმაჟორული სიტუაცია შეიქმნა, ვინ სად ჯდებოდა ვერავინ გაიგო. აქეთ აკრძალულ ადგილას ჰქონდა გაჩერებული ნიკუშას მანქანა, იქით საცობები იქმნებოდა და.. ასე აღმოჩნდა სიდა დაჩის მუხლებზე.
-დამიჯექი, – წელზე უბიძგა გოგონას.
-რაა?! – შეშფოთებულმა შეხედა დაჩის. კალთაში უნდა ჩამჯდარიყო?! ლოყაზე იკბინა შიგნიდან, როგორ არ უნდოდა ახლა ეს.. ხომ არაფერი, მაგრამ მაინც.. ისეთი უკარება იყო სიდა, სიკვდილი ერჩივნა ახლა მის მუხლებზე დამჯდარიყო, თან ამდენი ადამიანის თვალწინ. ვერ შეხედა დაჩის, ვერც თქვა ვერაფერი. მოერიდა ძალიან.
-მოდი აქ, სიდა.-ოდნავ დაქაჩა და წელზე მოჰხვია ხელი. დაისვა მუხლებზე. მისი გაშლილი, წაბლისფერი თმა გადაუწია ერთ მხარეს. მანქანაც დაიძრა.. ფაქტობრივად ჰაერზე იყო ჩამოკიდებული, ისე არ უნდოდა შეხებოდა დაჩის. დაქაჩა თავისკენ ნაზად ბიჭმა. მოიწვინა გულ-მკერდზე გადატენილ მანქანაში და ხელი მოჰხვია მუცელზე, რომ არ გადავარდნილიყო სხვა მხარეს.
-არაუშავს.. – უჩურჩულა თვითონ. თითქოს ესმოდა მისი.. თვალები ევსებოდა ცრემლებით, რა უნდოდა ამ ხალხთან?! ვერ ხედავდა დაჩი მის სახეს, მაგრამ ზუსტად იცოდა, რომ არ იყო კარგად. გაშალა ფეხები და ამ ფეხებშუა მოიქცია საბოლოოდ სიდას სხეული. ახლა უფრო ახლოს ჰყავდა და უფრო კომფორტულადაც იჯდა სიდა, მხოლოდ ზურგით ეხებოდა დაჩის.
-არ ვიცოდი ამდენი თუ იყვნენ.. – ჩასჩურჩულა ყურში.-კარგად ზიხარ?
-კი. სად მივდივართ? – მოატრიალა სახე. ძალიან ახლოს იყო მასთან..
-არ ვიცი.. თუ არ მოგეწონა, წამოვიდეთ.
ვერ გაიგო სად წაეღო ხელები, უიმედოდ ეჭიდებოდა მძღოლის სავარძელს. როგორი მხიარული და ხალისიანი იყო თავის სახლში, მეგობრებთან, აქ კი ისეთი გაუცხოება იგრძნო, მხოლოდ ის ადამიანი ეგულებოდა ახლობლად, ახლა რომ ეჯდა კალთაში. სადღაც ძალიან ღრმად ღრღნიდა ეჭვები, იქნებ არასწორად იქცეოდა ახლა… რას იფიქრებდნენ იქ.. რას ეტყოდა დედა.. ნათლია..
წამწამებზე ჩამოკიდებული ცრემლები უკან შეაბრუნა. ცოტა მოდუნდა და მომართული სხეულიც დაუმშვიდდა. სარკეს ჩამოუწია დაჩიმ. იგრძნო, რაც ხდებოდა ახლა ამ პატარა გოგონას გულში და სუფთა ჰაერით დაასაჩუქრა.
-მალე მიეჩვევი.-უჩურჩულა ხმადაბლა და მოაშორა ის თმა სახიდან, მის დანახვაში რომ უშლიდა ხელს. დაინახა მისი წყლიანი თვალებიც.
რა საყვარელი იყო ეს გოგო, როგორ გაიმეტეს იმ ჯოჯოხეთში..
.
ალბათ არავინ დარჩება გაკვირვებული, თუ გაიგებს, რომ სიდა არასდროს ყოფილა ბარში. ასაკითაც ხომ პატარა იყო ჯერ, მარა თავად სოხუმშიც არ არსებობდა არაფერი მსგავსი. ვინ გაგახსნევინებდა მანდ ბარს?! ან თუ გახსნიდი, ყოველ კვირას ალბათ დასახიჩრებული სხეულების გამოტანა მოუწევდა მილიციას. იმ ჩაკეტილი სამყაროს მერე, სიდას ისეთი თავისუფალი ახალგაზრდები დაუდგა თვალწინ, თვითონ აშკარად ზედმეტად იგრძნო თავი.
ეს ხმაურიანი მუსიკა, მთვრალი გოგოები, მოცეკვავე სხეულები, ან მათი ჩაცმულობა?! თვითონ არც ერთი ზედმეტი სხეულის ნაწილი არ უჩანდა.. დაჩის მეგობრებიც მალე გაერივნენ ამ აურზაურში, მხოლოდ თვითონ მიჰყვა ბიჭს დაბნეული ბავშვივით და იქ დაჯდა, სადაც მისი „პატრონი“.
-არ დალევ რამეს? – ჰკითხა დაჩიმ და დახლს ჩამოადო ხელი.
-არა. არ ვსვამ.
-წვენსაც არა? – ოდნავ გადაიხარა და ბარმენს უთხრა ქართულად რაღაცები.
-შენ აპირებ დალევას? – თვალებში შეხედა და ისე ჰკითხა სიდამ. თითქოს არ ერიდებოდა მასთან მსგავსი საუბარი..
-დავუშვათ, კი. მერე?
-არაფერი. ისე..
-ცეკვასაც არ აპირებ? – თავით ანიშნა შეყრილი ხალხისკენ, ვინ სად რას შვრებოდა არავინ იცოდა. თვალი გადაავლო მათ სიდამ, ნეტავ თვითონაც შეეძლოს ასეთი თავისუფალი იყოს.. და ისიც დაასკვნა, რომ არასდროს იქნებოდა ეს მარტივი მისაღები.
-შენ იცეკვე ჩემ მაგივრადაც.
-მე ვიცეკვებ ისედაც. შენც მინდა, რომ გაერთო.
-ხომ გითხარი, რომ ხელს შეგიშლიდი. – სხვაგან გაიხედა სიდამ.
-ეგ ვთქვი მე? – გაიცინა და გაუნათა ღიმილმა სახე. ყველაფერი თავის ადგილას დადგა წამით.-დალიე, წვენია უბრალოდ.-მიუთითა ფორთოხლის წვენზე, სადაც უამრავი ყინული ეყარა, სულ არ შეუმჩნევია სიდას ალკოჰოლის ფარული გემო, სპეციალურად რომ გაარევინა დაჩიმ. აშავებდა.. თან ძალიან.
-მოგწონს? – ანიშნა ჭიქაზე.
თავი დაუქნია სიდამ. ამასობაში მარიკოც მოვიდა და მას გადააბარა გოგონას თავი. მარტო არ ტოვებდა წამითაც კი.
ცალ ხელში თავისი მოჰიტო ეკავა დაჩის, ცალ ხელში მობილური. ერთი ხელი ჰაერში ჰქონდა აწეული, ასე გაიარ-გამოიარა ბრბოში და თავისიანებთან მივიდა ცეკვა-ცეკვით. ისეთი მიმზიდველი იყო მისი თითოეული მოძრაობა, თვალი უნებურად გააყოლა სიდამ. როგორი… დამოუკიდებელი იყო ეს ბიჭი. ქარიზმატული.. თავისუფალი… უღიმოდა ყველას, ამ ღიმილის დროს უჩნდებოდა სახეზე ორმოები, სიდამ ყველაფერი კარგად დაინახა. ალკოჰოლით თვრებოდა, ცეკვავდა, ხუმრობდა, ძალიან მოუნდა ამ ყველაფრის ნაწილი ყოფილი, რომ თვითონაც შეძლებოდა.
მაინც, როგორი თავისუფალი იყო ყველა იმ წამს. ამდენი გოგოები ამდენ ბიჭებთან, თავისთან ეს წარმოუდგენელი იყო.
-მოგწონს? – ანიშნა მარიკომ იმ ობიექტისკენ, ვისაც თვალს არ აშორებდა სიდა.
-ვინ? – უხერხულად მოსვა „წვენი“.
-ის, ვისაც უყურებ.
-არავის ვუყურებ.
-თვითონაც მოსწონხარ? – ვერ მიხვდა სიდა, ეს კითხვა იყო თუ უბრალოდ წინადადება.
-ვერ ვხვდები, რაზე საუბრობ. – ხელები ჩამოსდო დახლს, უემოციოდ შეხედა მარიკოს. რთული იყო მისი გამოტეხვა.
-დაჩი კარგი ბიჭია ძალიან. – არც გაუგია თითქოს მარიკოს, რა უთხრა სიდამ. თავისთვის განაგრძო.-სანდოა.
დაამატა ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა. ისედაც იცოდა ეს. უბრალოდ გადაავლო თვალი თიკუნასთან მოცეკვავე დაჩის და თქვა:
-ვიცი.
-თამთა როგორ არის მანდ? – მოიკითხა მარიკომ. თვალები აევსო მონატრების ამოუცნობი გრძნობებით.
-იცნობ თამთას? – სითბო ჩაეღვარა სიდას, უნებურად გახდა მარიკო მისიანი.
-რა თქმა უნდა. ერთად გავიზარდეთ მე და დაჩი. კლასელები ვიყავით, საუკეთესო მეგობრები ვართ ახლა. თამთას როგორ არ ვიცნობ.. როგორ მენატრება. ბედნიერია მანდ?
-იქნება.-უთხრა ჩუმად.
-როგორი კაცია მისი ქმარი?! სიმპათიური რომ არის, ვნახე. უხდებიან ერთმანეთს.
-იდეალურია მისი ქმარი. – სასმელმა და მონატრება თავისი გავლენა იქონია, თვალები აევსო ცრემლებით.
-თამთაც იდეალური გოგოა. ისეთი… ამაყი იყო სულ! მიყვარდა მისი ჩაცმულობა, ხასიათი, ყოველთვის იცოდა სად როგორ მოქცეულიყო. კაბებს მაძლევდა, თუკი სადმე მივდიოდი. მიყვარდა მის გარდერობში ძრომიალი.
-ჰოო, ლამაზად ჩაცმა მართლაც უყვარს ძალიან.-გაახსენდა და მოარიდა მზერა. ისევ დაჩის გადაავლო თვალი, მოეჩვენა, რომ ძალიან ჰგავდა დას.
-ჰგავს დაჩიც. – შეაშველა მარიკომ.-განსაკუთრებით თვალებით. ხასიათით.. არ იცეკვებ? – ფეხზე წამოდგა მოულოდნელად.
-არა.
-წამოდი, რა.. – მკლავში ჩაეჭიდა გოგონას.-უცხოები ხომ აღარ ვართ უკვე..
-ვიცი, მარა არ მინდა, მარიკო..
-გინდა, გინდა.. ადექი ახლა! – დაადებინა ჭიქა დახლზე, მკლავში ამოსდო ცალი ხელი და შეიყვანა ნამთვრალევ საზოგადოებაში. მეგობრებთან როგორც კი აღმოჩნდნენ, მაშინ გაჩერდნენ მხოლოდ.
დაჩიმ მოავლო თვალი სიდას დაბნეულ, მწვანე თვალებს. კაშკაშებდა იმ საღამოს სიდა.
-აბა, არ ვიცეკვებო? – განცალკევდა ბავშვებისგან და აწურულ გოგონას წელზე ჩაავლო ხელები.
-არც ვაპირებდი..
-მაგრამ..? – უკარნახა და მისი ხელები თვითონ დაიდო თავის მხრებზე. სიდას გაეღიმა უნებურად. აღარ იყო ის უცხო.. ყველაზე ახლობელი იყო მათ შორის.
-მაგრამ მაიძულა მარიკომ.
-შენ ხომ ვერავინ გაიძულებს ხოლმე ვერაფერს… – გააგრძელა ყურში ჩურჩული და ააყოლა მუსიკას სხეულები.
-მართალი ხარ..
-მერე? რატომ მეცეკვები? – თმა მოაშორა სახიდან კვლავ, შეხედა თვალებში.
-წავიდე? – თვითონაც უმნიშვნელოდ მიადო ტუჩები ყურზე.
-სად წახვალ? – ღიმილით დახედა დაჩიმ.-ან ვინ გაგიშვებს..
-მე ხომ ვერ მაიძულებს ვერავინ…
-მე გაიძულებ, – დაატრიალა და ისევ აიკრა მკერდზე.-კანონიც ჩემ მხარესაა.
-მაგრამ არ იზამ მაგას..
-ხო.. რადგან არ მინდა ჯერ.
-შენ მე.. – თითი აუფრიალა ცხვირწინ.-ცუდად მეთამაშები.
გადაიხარხარა დაჩიმ. ისეთი მიმზიდველი იყო იმ წამს, თვალი მოარიდა გოგონამ.
-საერთოდ არ გცოდნია, როგორია ნამდვილი თამაში. – კიდევ ერთხელ დაატრიალა და ამჯერად უკნიდან აეკრო მის ფარატინა სხეულს. სურნელი ჰქონდა ზღვის, მზის ჩასვლისა და ბუნების.
ააცეკვა საბოლოოდ სიდა. რა თქმა უნდა, ეშმაკურად მირთმეულმა ალკოჰოლმაც იქონია გავლენა. მოხდენილი და ნაზი მოძრაობებით იცეკვა დანელიასთან ერთად, მარიკოც უჩვეულოდ ბედნიერი იყო, როცა დალანდა სიდას გაღიმებული სახე. ბევრჯერ დაატრიალა საკუთარ ხელებში დაჩიმ, ბევრჯერ შეისრუტა ზღვის სურნელი, გოგონას თმიდან რომ იღვრებოდა.
დაღლილები ტაქსში ჩასხდნენ საბოლოოდ. ღიმილს ვერ იშორებდა დაჩი სიდას ნასიამოვნებ სახეზე. გული ასტკივდა თითქოს სიდას. თვითონ გაერთო აქ, იქ კი დედამისი გლოვობს მის წასვლას. იქ ჯერ კიდევ თავისუფლად დაიარება თემური.. ნეტავ, თავს ასე მარტივად თუ დაანებებს საყვარელ ოჯახს.. სასმელმა, ღამის თბილისმა, „დანაშაულმა“, ამ სიამოვნებამ წამწამებზე ჩამოუგორა ცრემლები.
პატარა იყო ამ ომისთვის, გზის გაკვალვა რთული აღმოჩნდა მისთვის..
თავი მიადო ფანჯარას. იქნებ, თავს იმიტომ გრძნობდა ასე, რომ იქ.. თავისთან.. ძალიან აწვალებდნენ თამთას თავისი „ქმრის“ ოჯახის წევრები.. იქნებ, იმიტომ იყო ასეთი უცნაური და გაორებული ეს საღამო, იარაღები რომ გაისროლეს უმისამართოდ.. თითქოს, აქ ესმოდა რიწიდან წამოსული ხმაური, იქაური შურისძიების მძიმე დასასრული.
თამთას სუნი ასდიოდა დაჩის. სუფთა..
ვერაფრით ფარავდა ჰორიზონტი თბილისის ანძას და მწვანედ განათებულ ეშმაკის ბორბალს.
ჩვენი ქალაქის სიმბოლოს.

-რა სიტყვები ისწავლე დღეს? – ჩამოუჯდა მაგიდასთან დაჩი, სიდა ჩაის იმზადებდა თავისთვის. ესიამოვნა მისი ფუსფუსი საკუთარ სახლში.
-დღეს..
-ქართულად, სიდა. – გაუღიმა და მერე ხელით ანიშნა გაეგრძელებინა.
-ხვალ..
-დღეს.
-ხო, დღეს.. მეშლება ეგ ორი.- თვითონაც გაეღიმა, ისეთი აზარტული იყო ეს ყველაფერი.-ეს არის… მაგიდა.-ანიშნა დაჩის.-სკამი. ონკანი.. გაზქურა.. მაცივარი. კარადა. კაცი, – დაჩის მიუშვირა ამჯერად თითი.
-უსულო სხეულებს რატომ მიმათვალე? – ფეხზე წამოდგა და იქ ჩამოდგა, სადაც სიდა.
-სხეულის ნაწილებიც ვისწავლე..
-ჰო, მოყევი აბა!
-ფეხი, – თავის ფეხზე დაიდო გრძელი თითები. გააყოლა თვალი ბიჭმა.-წელი.. – მიიდო წვრილ წელზეც.-მუცელი…-ცოტა ხანი იფიქრა გაგრძელებაზე.
-მკერდი? – მიეშველა დაჩი.-არ დაიდო ხელი, თუ არ გინდა. ვიცი, სადაცაა.
-რა თავხედი ხარ! – წყენით გახედა სიდამ და ჩამოისხა ჩაიდნიდან ცხელი წყალი.
-სხეულის ნაწილია, რა შუაშია თავხედი ვარ? აბა.. ყელი.. რომელია? – ძალიან ერთობოდა მის მზერაზე, დააშტერდა იმ კითხვის პასუხს თვითონ.
-ვიცი რომელიცაა. – უგულოდ უპასუხა სიდამ და მოურია ჩაის.
-რომელი? ეს? – თვალით ანიშნა დაჩიმ, შეხება ჯერ ვერ გაუბედა.
-თავი დამანებე, დაჩი. – ისეთი საყვარელი იყო, როცა ეს უთხრა… კიდევ უფრო მეტად მოუნდა მისი გაბრაზება ბიჭს. მწვანე თვალები აენთებოდა ხოლმე ბრაზისგან, მიუწვდომელი და სასურველი იყო მასთან სიახლოვე.
-კარგი.. მზად ხარ შენ ხვალისთვის?
-რავი.. კი.
-კობას ექნება შენი ცხრილი. როცა მორჩები, უკვე იქ დაგხვდება. თუ ადრე მორჩები ხოლმე, დაურეკავ და ეგაა. ხვალ მე წაგიყვან მაინც.
-როცა მივეჩვევი.. ჩემით ვერ ვივლი? – ფრთხილად გამოხედა მას. დაჩიმ წარბები შეათამაშა.
-ივლი. ჯერ შეეჩვიე უბრალოდ. ახლოსაა თან, ნახევარ საათში ფეხითაც მიხვალ.
-მშვენიერი მაშინ.
-გავდივარ ცოტა ხანი. მოგიტანო რამე?!
-არა..
-ერთხელ მითხარი – კი.
-არ მინდა არაფერი, – გაეღიმა და მოსვა ჩაი. სიცილით გავიდა დაჩიც სახლიდან.
ნეტა, სად მიდიოდა ყოველთვის?!
საღამო ხანს ჩართო ტელევიზორი. საინფორმაციოს უყურებდა, სიტყვების გამოჭერას ცდილობდა. რაღაცებს ინიშნავდა ბლოკნოტში და თვითონ უწერდა მნიშვნელობებს, მერე რუსიკო მასწავლებელთან ერთად უნდა განეხილა. ცოტა ხანი მოსწყდა ეკრანს, მობილურში დაიწყო ძრომიალი, დაჩი თავის ოთახში იყო და ლექციებს უსმენდა პირდაპირ შეერთებული შტატებიდან. ისმოდა მისი გამოკვეთილი, უაქცენტო ინგლისური. აუღელვებლად საუბრობდა ისეთ საინტერესო რაღაცებს, სიდამ ლამის მიაყურადა.
ფოტოების თვალიერებისას თავის საყვარელ ხალხს რომ მოჰკრა თვალი, მაშინვე აკრიფა მონატრებული ადამიანის ნომერი და გაიპრანჭა კამერაში. ზემოდან დაჰყურებდა თამთა ტელეფონს, აშკარად რაღაცას აკეთებდა. იკითხა დაჩი.. თვითონ ნათლია მოიკითხა. დაჩიმაც შემოუსწრო საუბარს და სწორედ მაშინ გამოჩნდა თამთას სახეზეც ჭრილობის კვალი.
ააყოლა თვალი დანელიას დახორკლილ კანს სიდამ. სასოწარკვეთილი ხმა ვერ დამალა დაჩიმ, ბევრი რამ უთხრა მაშინ თამთას თავის ენაზე, სიდა ინსტინქტურად ხვდებოდა რას ლაპარაკობდა დანელია, როგორ თხოვდა თამთას, რომ გარიდებოდა იქაურობას.
ტელეფონი როგორც კი გამოირთო, უგულოდ მიაგდო დივანზე დაჩიმ. თავი იმდენად უსუსურად იგრძნო, ლამის მანდ ჩასვლის გადაწყვეტილებაც კი მიიღო გონებაში. თვითონ რომ აქ იჯდა მშვიდად, იქ კი თავისი და იტანჯებოდა.. ვერ ამხნევებდა, ვერ მოსთხოვდა დამნაშავეს პასუხს, ვერ გაიგებდა ვერასდროს, რისი გადატანა უწევდა თავის დას…
-ალბათ ჩემ გამო. – თქვა მოწყენით სიდამ, დივანზე აიკეცა ფეხები.
დაჩი უკვე მოურიდებლად ეწეოდა შიგნით.
-რა მნიშვნელობა აქვს ვის გამო? – გაღიზიანებულმა აიქნია ხელი.-რა ვერ გეთმობათ ერთი მანდ?!
-რისი თქმა გინდა? – თვალი თვალში გაუყარა სიდამ.
-შენც ისეთივე ნაიარევი გექნებოდა სახეზე, რომ არ წამოსულიყავი აქეთ, სიდა.
-ვიცი. იმ ნაძირალას გამო..
-იმ ნაძირალას გამო კი არა, – გააწყვეტინა მაშინვე.-ზოგადად ყველაფრის გამო. იქ არ არის თქვენი ადგილი. ჩემი დის მით უმეტეს. – დაადაბლა ხმა, თითქოს იხსენებდა, როგორ ცხოვრობდა აქ თამთა.
და მაინც, რომ არ შორდებოდა მისი სურნელი ამ სახლს?!
-მისი არჩევანია. უყვარს ნათლიაჩემი.
-მისი ოცნებები.. მიზნები.. ყველაფერი დათმო იმის გამო, რომ უყვარს ნათლიაშენი. შენ დათმობ შენს ოცნებებს ბიჭის გამო? – გამომცდელად გახედა სიდას.
-ბიჭი კი არა.. ქმარია მისი, ვინც უყვარს. თამთამ უკეთ იცის თავის ცხოვრების ამბავი..
-ოხ! ოხ! – უმნიშვნელოდ გაეღიმა დაჩის. წინ დაუჯდა მაგიდაზე, გადაავლო თვალი მის აწეულ ფეხებს და სახლურ ჩაცმულობას. როგორი სითბო მოდიოდა ამ გოგოსგან.-შენ არასდროს მათქმევინო ნათლიაშენზე სიტყვა..
-რას გადაეკიდე ერთი? – გულ-მკერდზე გადაიჯვარედინა ხელები.
-არაფერს. როგორ გავბედავ რამეს..
-მგონი ეჭვიანობ.
-ვისზე?! – შეჰყარა წარბები ერთად.
-შენს სიძეზე.
-ეს დასკვნა გამოიტანე?-გაეღიმა სიდას სიტყვებზე.
-გეტყობა. ვერავინ შეუცვლის შენს თავს თამთას.
-ვიცი. – უდარდელად უპასუხა, თავში დარწმუნებულმა.-ზოგადად არ მყავს კონკურენტი. არც ერთ ამბავში.
-ამბიციური ხარ, – განაგრძო მისი შემკობა სიდამ. თანდათან სწავლობდა მის ხასიათს.
-არ არის მერე მიმზიდველი ეგ? – მისი შეხება გაიფიქრა, მაგრამ ვერ გაბედა მაინც. არადა, ძალიან უნდოდა სათითაოდ დაეკოცნა ის მწვანე თვალები, ბავშვურობა და ქალურობა რომ ერთდროულად იკითხებოდა.
-რა უნდა იყოს მიმზიდველი?!
-ჩემი ამბიციურობა. – მიაშტერდა სახეზე. არ დაუხევია მზერით უკან სიდასაც.
-საერთოდ არა.
-როგორ არა.. – გაეღიმა.
-ანუ არ ეჭვიანობ..
-ჩემს სიძეზე ნამდვილად არა.-კარგ ხასიათზე დადგა მოულოდნელად.
-ხო.. ის ნამდვილად არ იმსახურებს, რომ არ ენდობოდე.
-განსაკუთრებით გიყვარს, არა? – ხელებით დაეყრდნო მუხლებს, თავისუფლად ხედავდა ახლოს მის სახესა და მიმიკებს.
-ძალიან. მამაჩემის მერე.. ის იყო სულ.
-მესმის. – თავი დაუქნია დაჩიმ.-გაკონტროლებს აქ? – მორიგ ღერს გაუკიდა.
-ეგ რა სიტყვაა? რა თქმა უნდა, არა. მკითხულობს და ინტერესდება რას ვშვრები.
-შენც ყველაფერს დეტალურად უყვები, ხო?
-რა პრობლემაა?!
-არანაირი. რას უყვები? ან რას გეკითხება?
-შენ რა გაინტერესებს? – უნებურად გადმოიწია სიდა, ასე აღმოჩნდა მასთან სანტიმეტრებით ახლოსაც კი. კარგად მიეყრდნო დივნის საზურგეს.
-მე არ მკითხულობს? – გადახარა თავი გვერდზე.-არ გეკითხება.. როგორ გექცევი?!
-მშვენივრად იცის, როგორც.
-როგორ?!
-ბარემ წამიკიდე ეს სიგარეტი სახეში! – უკმაყოფილოდ დამანჭა სახა და აიქნია ხელი.
-ნუ გაურბიხარ კითხვებს!
-თავი დამანებე! რა გინდა ვერ გამიგია! რატომ უნდა მკითხოს შენზე?! – მრისხანედ შეხედა და კიდევ ერთხელ ანიშნა მოეშორებინა ეს მავნებელი ნიკოტინი.
-მე მკითხა შენზე და იმიტომ. – სულ ცოტათი გაეხა პირი სიდას შეშფოთებულ სახეზე.
-რაო?!
-რამე ხომ არ ხდება თქვენ შორისო, – ატყუებდა და ძალიან სიამოვნებდა სიდას გააფთრებული სახე, მხოლოდ ნათლიამისის ხსენებისას რომ ჰქონდა ხოლმე.
-ეგ რატომ იკითხა?
-რა ვიცი. მაგიტომ გეკითხები, შენ ხომ არ შეიმჩნიე რამე.
-რა უნდა შემემჩნია მე? ან რა ხდება შესამჩნევი? – ისე წამოიმართა, კინაღამ კიდევ ერთხელ ჩაუჯდა კალთაში დაჩის. გააცოფა ეს გოგო იმ ერთმა უბრალო წინადადებამ.
-არ ხდება არაფერი? – თავი გადასწია გვერდზე, საბოლოოდ ჩააქრო ის ავბედითი ღერი და ასე გამოხედა ნაცრისფერი, კაშკაშა თვალებით.
გულს თითქოს გადაავიწყდა თამთას უნაკლო სახის მდგომარეობა.
-ცუდი ბიჭი ხარ. – ფეხი გაჰკრა მის მომღიმარ სახეს სიდამ, მაშინვე დაიჭირა დაჩიმ ხელით.
-მართალია. ვარ. – წამოდგა და დააბრუნა მისი ფეხი საწყის მდგომარეობაზე. გამოგლიჯა ფაქტობრივად სიდამ მისი ხელებიდან. სიცილ-სიცილით მიუჯდა გვერდით სიდას დივანზე. განზე გაიწია მაშინვე გოგონა.
-რას გამირბიხარ? – დაეკითხა და მაგიდიდან აიღო ის რვეული, წეღან რომ წერდა რაღაცებს.
-არსადაც არ გავრბივარ. შენ ნუ მეხები. – კატეგორიულად გააჟღერა ხმა.-ნუ ბედავ.
-ოხ! – თავი გადასწია სიცილისგან. მერე გადაფურცლა რვეული.
-გაუშვი ხელი!
-მაინტერესებს. უნდა შევამოწმო.
-რუსიკო მასწავლებელი ხარ? – დასცინა სიდამ.
-ჩემი მასწავლებელი იყო რუსიკო. გითხრა, საუკეთესო რომ ვიყავი?!
-არა.
-ხოო, მის ქალიშვილს მოვწონდი ძალიან და რატომ გეტყოდა.-ჩაეცინა ეშმაკურად.-ლამაზად წერ. – გამოხედა დაჩიმ. გადაფურცლა ერთით მეტი.-აქ რა სიტყვები გიწერია?
-ტელევიზორს მოუსმინე ხოლმე და ამოიწერეო. ზედსართავი სახელები..
-ვნახოთ ერთი, რა გიწერია… როგორ იქნება „მშვენიერი“?-თვალებში შეხედა, როცა ეს ჰკითხა.
-ლამაზი?!
-ეგეც. სხვა სიტყვაც თუ იცი..
-კარგი? – დამანჭა სახე.
-ეგ მდარეა და კლასიკური. სხვა..
-თვალადი?! – თავი მოიქექა გოგონამ.
-ეს საიდან მოიტანე? ოხ, რუსიკო! – გაიცინა დაჩიმ. – კარგი აქცენტი გაქვს. საუცხოო.. -ბოლო სიტყვა მშობლიურ ენაზე დაამატა და დახურა რვეული.-შენ ხარ მშვენიერი, სიდა. – განაგრძო ისევ ქართულად. ხვდებოდა სიდა, რასაც ეუბნებოდა ეს ბიჭი.-კარგიც და თვალადიც.
-მადლობა… – უპასუხა.
-ლამაზიც..
-მადლობა…
-კომპლიმენტები კარგად გესმის, ხო? – მაშინვე „გადაუტარა“ ხუმრობაში ყველაფერი, არადა ძალიან გულწრფელი იყო ყველა მისი სიტყვა.
-ხვალ შენც მოდიხარ?
-მოვდივარ. ძლივს სახლიდან გაგიყვან.
-ოო, ყოველ დღე მქონია ლექციები!
-გადავაწყოთ ეგ ჩვენ გემოზე, – თვალი ჩაუკრა სიდას. ფეხზე წამოდგა და გამოაღო აივნის კარი.
-ეგ როგორ?
-ხომ არ გავიწყდება ვინ მოგყვება? – ჩაეცინა ცალყბად.
-აა, აქაც ნეპოტიზმი, ხო?!
-მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში.
-მე ვარ განსაკუთრებული შემთხვევა?!
-ძალიან. – გადასწია ფარდა, დადგა ღამის თბილისის ფონზე. როგორ უყვარდა ეს ქალაქი დაჩის..
-კარგი, დავიძინებ მაშინ.
-ხომ არ ნერვიულობ? – სანამ მიხურავდა კარს, მანამ ჰკითხა.
-არა. არ მავიწყდება ვინ მომყვება, – ნიშნის მოგებით მიუგო და კარი ფრთხილად გაიხურა.
გაეღიმა ორივეს.
ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან. მიუხედავად იმისა, რომ გაახალისა სიდასთან დიალოგმა, მაინც არ დავიწყებია თავისი დის წაშლილი სახე. რა ლამაზი იყო თამთა, ვინ გამეტა საამისოდ?!
თვითონ დაურეკა ლევანს. შეპირებული „მერე ვილაპარაკოთ“ ახლავე უნდა შემდგარიყო. აიღო ტელეფონი ლევანმა, სიგარეტს ეწეოდა ის ეშერაში, დაჩი თბილისში. ორივე აივანზე იყვნენ გამოსულები.
ეშერაში წვიმდა საშინლად, თბილისში კარგი ამინდი იყო – ვარსკვლავები დანათოდნენ დაჩის ზევიდან.
-რა დაემართა? – ხმა ჩაიწმინდა ბიჭმა, კარგად შეხედა კამერაში გამოსახულ ადამიანს.
-გაიტაცეს.
-რატომ?!
-ჩემზე შურის საძიებლად.-უპასუხა მაშინვე. მძიმე და ნელი სიტყვებით.-თავი მოიკლა იმ ბიჭმა, დაჩი. სიდას არ უთხრა.
-სერიოზულად?! – შეშფოთებულმა დახედა კამერას.-რატომ?
-ბიძამისი მოკლა და მერე.. მოკლედ, არ უთხრა სიდას. მერე გაიგებს ისედაც, ხვალ ხელი არ შევუშალოთ.
-არ ვეტყვი, რა თქმა უნდა. ისედაც ნერვიულობს. მერე, რა ხდება ახლა?
-ახლა აღარაფერი.
-თამთა როგორაა? რამე დაუშავა იმის გარდა, რაც ვნახე?
-არ გინდა შენ მაგის ცოდნა.-ცოტა ხნის მერე უთხრა ლევანმა. ლურჯი თვალები ჩამკვდარიყო თითქოს, როცა ცოლის მდგომარეობაზე საუბრობდა.
-ისევ მანდ უნდა მერე ჩემს დას?!
-შენ არ გინდა, რომ ჩემთან იყოს? – გაეღიმა ლევანს პირველად.
-მე მინდა, ბედნიერი იყოს. მით უმეტეს შენთან. – დაამატა საოცარი გულწრფელობით. საბოლოოდ აღიარა მისი კარგი ადამიანობა.-თუ არის ეს შესაძლებელი..
-კარგად იქნება.
-გიყვარს შენ ჩემი და?! – დაუსვა ის კითხვა, მთელი ის პერიოდი რომ ღრღნიდა, რაც ცოლად გაჰყვა ლევანს. როგორ უნდოდა ახლა ეთქვა, რომ სამყაროს გადადგამდა მისი დის გამო.. როგორ უნდოდა, თამთასნაირად არეოდა მზერა ლევანს..
-იცი შენ მაგაზე პასუხი. – აუღელვებლად, მშვიდად უპასუხა. ანთებული ღერი გადმოიტანა მეორე ხელში.
დაჩიმაც, ვინ იცის, მერამდენეს გაუკიდა იმ საღამოს..
-სიდა რატომ ნერვიულობს? – არ გამორჩენია დაჩის სიტყვები ლევანს. რა თქმა უნდა, მიაქცია ყურადღება ბიჭის პირიდან წამოსულ მის სახელს..
-ხვალ იწყება უნივერსიტეტი.
-ვიცი, თქვა. მიეჩვია?
-სახლიდან არ გამოდის და სახლს მიეჩვია, კი.
-ნუ დააძალებ. – ამ წინადადებაში ჩაატია ლამის ყველა სათქმელი ლევანმა. რაღაცამ გაჰკრა გულში დაჩის. გაიაზრა ამ ადამიანის მნიშვნელობა სიდას ცხოვრებაში. თუკი რამეს დააპირებდა ოდესმე, დიდი კედლის დანგრევა მოუწევდა.. გადალახვა რაღაც ამოუცნობი ძალის. ეს თვალები რომ სწავლობდნენ მის ყველა ქცევას?! ან როგორ აკვირდებოდა, როცა ახსენებდა გოგონას?! მამასავით.. ალბათ არც დაინდობდა, თუ წამოჰკრავდა ფეხს.
-ლევან. – უნებურად წარმოთქვა მისი სახელი.
-არ თქვა არაფერი. ჯობია. – თავი გადახარა გვერდზე.-არ მინდა, რომ ახლა თქვა რამე.
-და მერე?!
-მე ვერ გაპატიებ იმას, რასაც ვერ გაპატიებდა მამამისი. ვერავის ხათრით, – დაამატა.-არ დაივიწყო ვინ არის. რამდენი წლის არის. რის გამო არის მანდ. მე არ გამიჭირდება ისე მოვაბრუნო უკან ნებისმიერ წამს, როგორც გავუშვი, ამიტომ ნუ მიეჩვევი. ნურც დააიმედებ.
ჟრუანტელმა დაუარა კაცის სიტყვებზე. მართლაც რომ ღირსეული იყო და ყველა ის გრძნობა ღირდა, რაც სიდას ჰქონდა მის მიმართ, მაგრამ ახლა იყო საოცრად გამგებიანიც და საშიშიც ერთდროულად.
-არ მომიცია შენთვის მსგავსი ფიქრების მიზეზი, – თვალს არ აშორებდა მაინც კაცს. ლევანიც ამოწმებდა თითქოს, მოარიდებდა თუ არა მზერას ბიჭი.
-ჩემი არსებობა არ დაგავიწყდეს არასდროს. – ყურადღება არ მიაქცია მის წინადადებას. თავისი სათქმელი უთხრა მხოლოდ.-როგორც მე არ დავივიწყებ შენს არსებობას თამთას ცხოვრებაში.-დაამატა და ლამის გადაუტრიალდა გული დაჩის.
ყველა სიტყვა ინანა, რაც სიდას უთხრა თამთას არჩევანზე. ეს იყო სწორი არჩევანი. ვისაც უყურებდა ახლა ეკრანზე.
-კარგი კაცი ხარ, ლევან. – დაუფიქრებლად უთხრა ის, რაც გაიფიქრა მის სიტყვებზე.
-შენ იცი ხვალ. – ხელი აუწია ბიჭს და გამოსახულებაც გაქრა.
ღრმად ამოისუნთქა. დიდი ლოდი დააწვა გულზე. თამთა იქნებოდა მისი ცხოვრების ყველაზე მტკივნეული ნაწილი ცხოვრების ბოლომდე. თავისი ძვირფასი, საყვარელი და სანატრელი და რომ ასე შორს ჰყავდა, მაგრამ ასეთ ღირსეულთან, ვერ გადაეწყვიტა სად ჯობდა მისი თავი – მასთან სახლში თუ ქმართან – „სახლში“.
მერე გაახსენდა მამა.. დედა.. ყველა, ვისი იმედიც ჰქონდა ოდესმე ცხოვრებაში. მარტოსულად იგრძნო წამიერად თავი, თავისი საყვარელი ხალხი რომ შემოეფანტა გარშემო. ეჭვიანობდა?! ალბათ სადღაც გულის სიღრმეში კი. ენატრებოდა თამთა, მისი თბილი თვალები, მისი რჩევები, მისი სხეული ამ ცარიელ სახლში.. ნეტავ, ეთქვა ახლა რამე.. ნეტავ, აქ ყოფილიყო, როცა დაიჭირეს მამამისი.. გრძნობდა მის სიახლოვეს, მის სუფთა სურნელს, მის ნაცრისფერ თვალებსაც ხედავდა ყოველთვის, იდენტური რომ ჰქონდათ ორივეს.
და ეს გოგოც რომ წაერთმია ვინმეს?! ამას რომ მიეჩვეოდა და მერე, როგორც უთხრეს რამდენიმე წუთის წინ, დაებრუნებინათ უკან, მერე რას იზამდა?! ამიტომ არ დაიწყებდა მასთან არაფერს.. ვერც დაიწყებდა. არც უნდოდა ჯერ.
დაამძიმა ყველაფერმა.
ამ ქალაქმა ხომ საერთოდ შეშალა.
ბოლოჯერ გადახედა განათებულ გამზირს, მოიტოვა ხმაური უკან და დასაძინებლად შევიდა ოთახში.
ზღვისა და მზის ჩასვლის სურნელი შემოეფარფატა გვერდითა ოთახიდან…
.
უნივერსიტეტში მისვლამდე გზად უხსნიდა ქუჩების სახელებს, აჩვენებდა ხელებით სად რა იყო, უხსნიდა ქალაქის ისტორიას, ყველა ინფორმაციას აწვდიდა, რაც შეიძლებოდა დასჭირებოდა სიდას აქ ცხოვრების პერიოდში. პარკინგზე როგორც კი მიაჩერა მანქანა, მაღალ შენობას შიშით შეხედა სიდამ.
-ორი წელი უნდა ისწავლო აქ. – უთხრა დაჩიმ. – მერე შევძლებთ საჭირო დოკუმენტაციის შევსებას და შტატებში გააგრძელებ. უბრალოდ უნდა მოინდომო, სიდა.
-ვიცი.
-შევთანხმდეთ, რომ არ იზარმაცებ. – თავი დაუქნია საპასუხოდ გოგონამ, გადავიდა მანქანიდან.
ყველა ესალმებოდა დანელიას, თითქმის მთელი უნივერსიტეტი იცნობდა. ლექტორებიც კი ჩერდებოდნენ და იკითხავდნენ ჯერ დაჩის, მერე მამამისს, მერე ზოგადად მის ცხოვრებას. სიდა ყველას გააცნო, რა საკვირველია. აქ სწორედ იმისთვის მოვიდა, რომ არავის ჩაეთვალა ის „უპატრონოდ“. საგნების ასარჩევადაც გაჰყვა, შეთანხმებისამებრ, გადაანაწილა დღეები ისე, როგორც აწყობდა სიდას. თვითონ ურჩია ლექტორებიც.
ყველაფერში ერკვეოდა, დაასკვნა სიდამ. სილაბუსები იკითხა, ლამის შეუძვრა კომპიუტერში ადმინისტრაციას. ყველას ეპრანჭებოდა. ეღიმებოდა სიდას, ისეთი ყურადღებიანი და უშუალო იყო ეს ბიჭი. თავის ფაკულტეტთან ერთად სხვა სავალდებულო საგნებიც ჰქონდა სიდას იმისათვის, რომ იმ პროექტში ჩართულიყო, რისი საშუალებითაც ამერიკაში გააგრძელებდა სწავლას.
გაცნობითი სახის ლექციები ჰქონდა სულ რამდენიმე. დაჩი მშობელივით ყველგან შემოჰყვა და დაჯდა აუდიტორიაშიც. არავინ არაფერს ეუბნებოდა, თვითონაც აქაური კურსდამთავრებული იყო და კარგი ძმაკაცივით ესალმებოდა პროფესორებს. ეღიმებოდა შიგადაშიგ დანელიას გოგონას შეშფოთებულ სახეზე. ყველაფერს აკვირდებოდა..
საღამოს გაუჩერა კორპუსთან მანქანა. დარბაზში მიდიოდა თვითონ. მადლობა მოახსენა სიდამ ყველაფრისთვის, მხიარულად მიესალმა დაცვასაც და ასე ავიდა სახლში კმაყოფილი.
რაღაც ახალი იწყებოდა.
ჩანთიდან ამოალაგა გზაში ნაყიდი რვეულები, პატარა ბავშვივით დაილაგა მაგიდაზე. ტელეფონზე ესაუბრებოდა დედას, უყვებოდა პირველი დღის შთაბეჭდილებებს. ტანსაცმლის კარადაც კი დაალაგა, ისეთი აჟიტირებული იყო. ამასობაში დაჩიც მოვიდა სახლში.
სიდას ოთახის ჩარჩოს მიეყრდნო.
-წამომყვები ამ საღამოს? – თავი გადახარა გვერდზე, შეათვალიერა.
-სად?
-ოჯახურ ვახშამზე. ბიძაჩემთან.
-მეც?
-შენც.
-აუცილებელია? რა საჭირო ვარ მე?
-ჟურნალისტებს უნდა დავენახოთ. ბიძაჩემიც თანამდებობის პირია, ამიტომ… კარგი იქნება თუ წამოხვალ, გაგაცნობ მათ.
-კარგი, წამოვალ. ახლა?
-ხო. რესტორანში მივდივართ. ლამაზად ჩაიცვი.
-აჰა, – ხელები აიკაპიწა სიდამ.-რა ჩავიცვა მაინც?
-რა გაქვს? – დაუკითხავად შემოაბიჯა ზღურბლზე. არ უყვარდა, როცა ცარიელი იყო თამთას ოთახი. სწორედ მაგიტომ შემოასახლა სიდა აქ.
-არ ვიცი, რომელი გამოდგება..
-თამთას კაბებიდან აიღე რომელიმე. – შესთავაზა დაჩიმ და უნებურად წაეფერა დის კაბებს. ზოგიერთი მისი ნაჩუქარიც იყო.-მაგალითად, ეს.. მოგიხდება.
-ამას დიდი მკერდი უნდა, – წამოროშა მოულოდნელად და გაწითლებული სახის დასამალად ლამის შეძვრა კარადაში.
-გაქვს მერე შენ. – უარესად აალდა დაჩის პასუხზე.
-გადი, ჩავიცვამ.
-ტრა.კიც უნდა მაგას.-გააგრძელა დაჩიმ.-ეგეც.. გქონია. – წამიერად შეავლო თვალი და ისე უთხრა. ისეთი დაკვირვებული თვალებით უყურებდა დანელია, ალმური მოედო სახეზე. თავისი ბრალი იყო და ვერაფერი შეეპასუხა ამჯერად, ხელი მოჰკიდა მკლავზე და ოთახიდან ძალით გააგდო. დეგენერატი! რანაირი პირდაპირია?!
„შეიძლება შენი შავი კაბა ჩავიცვა?“ – დაჩის თანხმობა არ ეყო და თამთას დაეკითხა მაინც.
„სისულელეს რატომ მეკითხები, სიდა?! ან სად მიდიხარ ასეთ დროს?“ – თვალის ჩაკვრის სმაილიც გამოაყოლა თამთამ, გაეცინა. გაახსენდა მათი ყველა საუბარი ეშერაში ყოფნისას.
„ბიძაშენთან, ვახშამზე. დაჩიმ მთხოვა წაყოლა“
„აჰ, ჟურნალისტების წინ უნდა იპოზიორონ? ბევრს ფოტოებს გადაგიღებენ და ნათლიაშენიც ნახავს, იცოდე მაინც.“ – უკვე ფართოდ ეღიმებოდა და ცრემლებით ევსებოდა თვალები, როგორ ენატრებოდა ყველა..
„მნახოს მერე. უთხარი შენ.. ეს კაბაც სადაა ძალიან“
„კაბაზე არ მითქვამს“ – ისევ თვალის ჩაკვრის სმაილი. არა, თამთას მაინც რა უნდა?!
„აბა, რაზე მითხარი?“
„ჩემი ძმა სასურველი სასიძოა ქალაქში. არავის გამორჩება, შენ რომ იქნები მის გვერდით. ბევრი რამ დაიწერება…“
„ვერ გაიგებს ქართულად ნათლია“ გულის დამშვიდება სცადა სიდამ. თან იცინოდა.
„ხომ იცი, რომ ყველაფერს გაიგებს ეგ, რაც შენ შეგეხება“
„აუ, დედაც რომ ნახავს… არ წავალ მაშინ.“
„წადი, გაიცანი ბიძაჩემი. იცი, რა კარგი ბიცოლა მყავს? რეზისაც გაიცნობ, ჩემს ბიძაშვილს“
„მადლობა, თამთა. ჩავიცვამ ახლა…“
„აბა, ბედნიერი საღამო“
თამთას ტანზე მომდგარი, მუხლს ოდნავ აცდენილი კაბა ეცვა სიდას. ფეხზე დაბალი ფეხსაცმელი მოირგო, თან სად იცოდა მაღალ ქუსლებზე სიარული?! გიტარას მიუგავდა ტანი, ჩატეხილი, წვრილი წელი და გამოთლილი ფეხები იდეალურ თანწყობას ქმნიდა. შავმა ტანსაცმელმა უფრო მეტად გამოუკვეთა სხეულის ფორმები.
დაჩის ეცვა კლასიკურად. პირველად ხედავდა ასეთს სიდა. თეთრი, კლასიკური პერანგი ოდნავ აეწია მკლავებზე. ღილიც შეეხსნა ყელთან. მოუჩანდა პრიალა, შოკოლადისფერი გულ-მკერდი. სიდა განჭვრიტა თვალებით. მის წაბლისფერ, ჩამოშლილ თმას გადაავლო მზერა. უმაკიაჟო, უნაკლო სახესაც შეხედა ბოლოს და გაუღიმა.
-აი, ეს მესმის.. პატარა პრინცესა ხარ.- დაატრიალა გოგონა. ისეთი სითბო გადმოიღვარა ბიჭის თვალებიდან, წამიერად იქცნენ ერთმანეთის ახლობლებად. ზოგჯერ დაჩის სჭირდებოდა სიდა გვერდით, ზოგჯერ სიდას. სიდას ალბათ ყოველთვის. ეს ცარიელი სახლი ივსებოდა გოგონას არსებობით, ბიჭიც ისეთი სხვანაირი ხდებოდა მასთან ურთიერთობით..
ნამდვილად განსხვავებული საღამო იყო – ორივე რომ ერთმანეთს დაახლოვა, ეგეთი.
მოისვა გვერდით მანქანაში. უხმაუროდ ჩავიდნენ მტკვრის სანაპიროზე. თან ისევ უხსნიდა რაღაცებს გზაში. ძალიან მიმზიდველი იყო, ხელებს რომ იშველიებდა საუბრისას..
შესასვლელთან უკვე ელოდნენ ჟურნალისტები, თუმცა უკანა კარიდან შეიყვანა სიდა. გამოსვლისას იტყოდა ერთ-ორ სიტყვას მამაზე და სულ ეს იქნებოდა. ბიძას ვერ გაუტეხა ხათრი, თორემ დიდად არასდროს წყალობდა ჟურნალისტებს, ყოველთვის თამთა იყო მათი „გემრიელი ლუკმა“.
მდიდრული დარბაზი იყო მდიდრების გარემოცვაში. ჭაღები.. განათებები.. კლასიკური მუსიკა საშუალო ხმაზე. კარგად ჩაცმულ-დახურული ხალხი.. ფულიანების სუნი იგრძნო სიდამ. მიიყვანა საყვარელი ხალხით სავსე მაგიდასთან დანელიამ თანმხლები გოგონა და სათითაოდ გადაკოცნა ყველა.
-ბიძაჩემი, გივი დანელია.. – ფეხზე წამოდგა კაცი. ხელზე აკოცა სიდას. საოცრად თბილი და სათნო თვალები ჰქონდა.
-კეთილი იყოს შენი ფეხი, შვილო!
-ბიცოლა… რა ლამაზი ხარ! – გაეღიმა დაჩის და ლოყაზე ხმაურიანად ეამბორა ქალს.-გაიცანი, სიდა, ეს უმშვენიერესი ქალბატონი – მაია..
-რა ანგელოზი მოგიყვანია, დაჩი. – გადაეხვია გოგონას მაია. სახლის სურნელი ჰქონდა ამ ქალს. ლოყაზე მოეფერა სიდას.
-გვიკადრე?! – ფეხზე წამოდგა ახალგაზრდა ბიჭი, დაჩის ასაკის დაახლოებით.-ვაკე კი არის ჩვენგან შორს, მარა ნუ გაგვისვეტდი ძალიან.
-როგორ ხარ, რეზი? – გადაეხვია ბიძაშვილს დაჩი. ისიც გააცნო სიდას და გვერდით მოისვა ეს უკანასკნელიც. ათასი თვალი უყურებდა ოჯახს.. ოჯახის ახალ წევრს უფრო მეტი. აინტერესებდათ, რა ესაქმებოდა დაჩისთან ერთად, ის არასდროს ჩნდებოდა თვალსაჩინო ადგილებში ქალებთან ერთად.
-ერთი არ გვინახულე! – წამოიწყო საყვედური გივიმ.
-აუფ, არ დაიწყო ახლა! – რეზიმ გააქნია თავი.-სად ეცალა?! მილიონ ტრისტა ბრუკლინელი გოგოს დაკერვა მარტივი გგონია?!
-აუ, დაიწყო ამან.. – უკმაყოფილოდ შეხედა ბიცოლას დანელიამ და მიუბრუნდა ბიძაშვილს.-როცა მოვიცალე, მოვედი აგერ.
-თუ შენი მოუცლელობის მიზეზი ეს მშვენიერი ქალიშვილია.. მაშინ ხმას არ ამოვიღებ.-სიდას გადაავლო მახვილი თვალი რეზიმ, კარგად გამოიჭირა მისი გაწითლებული სახე. გაეღიმა დაჩის. არაფერი ეშველებოდა თავის ბიძაშვილს! არაფერიც გამორჩებოდა..
-აბა, როგორ მიეჩვიე, სიდა? – მაიამ კეთილი სახით შეხედა მას.-იცი ქართული?
-ვსწავლობ. – უპასუხა ქართულად სიდამ.
დაჩიმ წარბები აზიდან გაკვირვებისგან. პირველად მოხდა ასე, მისი შეხსენების გარეშე.
-მშვენიერი! – თავი დააქნია გივიმ.-ვინ ასწავლის?
-ჩვენი რუსიკო.-გაიჯგიმა დაჩი, თან რეზის გადახედა.
-აუ, შენ რა ჩათლახი ბავშვი ხარ, დაჩი დანელია!-სიცილით გადახვია ხელი ბიძაშვილს. გვანდნენ სხეულის მოყვანილობით, პატარა ცხვირით.. ხასიათითაც.
-წესიერად, რეზი!
-ოო, კაი რა, დედა. რუსიკო ურიგებდა თავის გოგოს სკოლის პერიოდი, ესეც მაგრა ელაქუცებოდა მერე.. გინდა, გააგიჟო ის ქალი?!
-მომაშორე შენი შვილი, ბიძია. – გივის მიუტრიალდა დაჩი, წაჰკიდა ისინი ერთმანეთს და ამასობაში მორიდებულ სიდას მიუტრიალდა.-ჭამე რამე..
-არ მშია.
-ღომი ხომ არ მოვატანინო?! – დასცინა კიდევ ერთხელ. მის მრისხანე თვალებს თავისი მშვიდი დაუხვედრა.-იქნებ, ელარჯი..
-გამეშვი, დაჩი.
-შემეშვია ეგ..
-ხო, რაც არის..
-აბა, რა ხდებოდა მშობლიურ აფხაზეთში, დაჩი? – ხელები შემოაწყო ერთმანეთს კაცმა. გამოკვეთა ბგერები.-როგორ არის თამთა?
-იკითხავ საერთოდ? – რაღაცნაირი ტონი ჰქონდა დაჩის, მბრალდებლური.
-თვითონ არ სიამოვნებს ჩემი მოკითხვა.
-არ აქვს მიზეზი? – ოდნავ გადმოიწია დაჩი. სიდა დაიძაბა სულ ცოტა.
-არ გინდა ახლა შენც..
-არაფერი გაგიკეთებია, როცა გააჩუქა შენმა ძმამ ნივთივით.. ჩემთვის მაინც გეთქვა.
-დაჩი.. – ჩაერია მაია, მაგრამ არ მიუქცევია ბიჭს ყურადღება.
-არ იცი, რა გამოიარა და რას გადის ყოველ დღე, თორემ ძალიან ინანებდი შენს საქციელს, ბიძია.
-კარგი ქმარი ჰყავსო, გავიგე..
-ეგ მაინც რომ აურჩიეთ სწორად, მადლობელი ვარ.-გაეცინა საკუთარ სიტყვებზე.-ნახულობ შენ იმას?
-მამაშენს?!-დანა-ჩანგალი დააბრუნა თეფშზე კაცმა.
-ჰო, ვინც არის.
-დაჩი!
-რაო, რას ამბობს?!
-რას იტყვის. მოიხდის სასჯელს.
-შენ რას აპირებ? – გადაიწია სკამზე. რეზიმ ყური უგდო ბიძაშვილის საუბარს.
-გეყოფათ ახლა! – მაიამ თვალები დაუბრიალა ბიჭს.
-რას შვრები შენ, მაი? ლაზარე როდის ჩამოდის?
უხერხულად ჩაახველა მაიამ. უმცროსი შვილის ამბავი მოუყვა დაჩის, გივი სიდას ელაპარაკებოდა. საჭმელზე უხსნიდა რაღაცებს.. სიდა ყველაფერს დააკვირდა თითქმის. მათ კულტურულ სიახლოვესაც კი. ეს სუფრა, ეს ტრადიციები, ეს სადღეგრძელოები – იდენტური იყო იმის, რასაც უყურებდა თავისთან. მუსიკაც კი თითქმის მსგავსი ჟღერადობისა იყო..
ბოდიშის მოხდით წამოდგნენ კაცები. მოსაწევად გავიდნენ ჰაერზე. მტკვარი უხეიროდ მოედინებოდა.. მისი ხმა ესმოდა სიდას. გუმისთასავით საშიში და მავნებელი იყო ეს ხმები..
-როგორ მოგწონს თბილისი, სიდა? – პირისპირ დაუჯდა ქალი გოგონას.
-ლამაზია.
-შენც ძალიან ლამაზი ხარ.
-დიდი მადლობა.
-უკვე გისწავლია.. უნივერსიტეტში რა ხდება?!
-დღეს დაიწყო. – განაგრძო თავის ენაზე სიდამ. არ იცოდა ჯერჯერობით გამართულად სალაპარაკოდ.-თამთამ მითხრა თქვენზე, რომ ძალიან უყვარხართ. – უთხრა ბევრი ფიქრის შემდეგ, თითქოს გამოსწორებას ცდილობდა დაჩის უხეშობის.
მაიას გადაუარა ღიმილმა სახეზე.
-ვიცი. მეც მიყვარს ძალიან. გივისაც უყვარს, უბრალოდ.. ესენი სხვანაირად გამოხატავენ სიყვარულს, სიდა. მათთვის მთავარია უსაფრთხოდ იყვნენ თავიანთი ქალები, სხვა დანარჩენი დიდად არ აღელვებთ. თამთას ძალიან უჭირს იქ?! კი ვიკითხავ.. მარა მერიდება.. მრცხვენია კიდეც.
-არ უჭირს თამთას. – გაიღიმა სიდამ.-ბედნიერი იქნება. ნათლიაჩემი კარგი ქმარია.
-მჯერა, – თავი დაუქნია გოგონას.-უყვარს..?
-უყვართ ერთმანეთი. – თვალები გაევსო წყლით სიდას.
-თამთა.. ჩემი საბრალო, გოგო. ძალიან მენატრება. შენზე მომიყვა დაჩიმ რაღაცები, მარა გამიხარდება სახლში თუ მოხვალ ხოლმე. მეც მოგაკითხავ ზოგჯერ, საჭმელი ხომ გაქვთ?!
-კი, ყველაფერი გვაქვს, ქალბატონო მაია.
-ეს ქალაბტონო რა საჭიროა?! მე შენთვისაც ისეთივე ვარ, როგორიც დაჩისთვის. თან სულ მინდოდა ქალიშვილი..
-მართლა?!
-დიახ, დიახ! ლაზარე საფრანგეთშია ორი წელია, რეზი ვირია, საერთოდ არ მეფერება ხოლმე. – გაეცინათ ორივეს ერთდროულად.
-ჩემი ლანძღვის წინადადება მოვისმინე შემთხვევით, – შემოსწრებულმა რეზიმ დედას ყელზე აკოცა მაგრად და მერე დააყოლა:-მოგეფერე აგერ, დედაჩემო.. რით დავამტკიცო მეტი ჩემი შენდამი სიყვარული?
-ნუ მაიმუნობ ერთი! – გივიმ აიქნია ხელი და სიცილით დაბრუნდა ადგილს.
დაჩიმ სიგარეტის და სუნამოს სუნი ერთდროულად შემოიტანა. სიდასკენ გადააცოცა თვალები.
-რაო, სიდა? დაგპატიჟეს უკვე ელარჯებზე? – რეზი არ წყვეტდა მაიმუნობას.
-მოდი, მართლა! – შეეხვეწა მაია.-მოიყვანე, დაჩი!
-მოვიყვან.
-უნივერსიტეტი დღეს დაიწყო, ხო? – ტელეფონში იყურებოდა რეზი, ისე იკითხა.
-არ ყოფილხარ?!-ლამის დაიყვირა დედამისმა.
-პირველ დღეს რა მინდოდა, დედა? სიდაც ჩვენთან სწავლობს, ხო? – ისევ გამოხედა სიდას საოცრად თბილი თვალებით. რა კარგი ბიჭი იყო რეზი..
-მიაქციე მერე ყურადღება.
-შენი თქმა რაში მჭირდება, ბატონო გივი? თვალის ჩინივით მოვუფრთხილდები. თან უნდა ვიარო, თორემ.. დაჩივით ისე არავინ გამიშვებს მე ამერიკებში!
-დაჩიმ ყველაფერს თავისი ჭკუით და ბევრი შრომით მიაღწია.-გამოესარჩლა მაია მაშინვე.
-ასე მე არ მიცავ არასდროს, დედა!
-იმიტომ, რომ შენ ბურთის გაგორების გარდა, სხვა არაფრის აზრი არ გაქვს! – ჩაილაპარაკა გივიმ.
-და მერე მაძლევს ვინმე იმის გაკეთების უფლებას, რისი აზრიც მაქვს? – ნიშნის მოგებით იკითხა, მხიარულად მოსვა წყალი ჭიქიდან.
-ნუ მოაწყინეთ ბავშვს თავი! რამე მიირთვი, სიდა. – გივიმ ანიშნა სუფრისაკენ.
სასიამოვნო საღამო იყო, ბევრი თბილი სიტყვებით სავსე. განსაკუთრებით მაია ეფერებოდა ხან თავის შვილს, ხან სხვის შვილებს, მაგრამ მაინც თავის ნაწილებს. სიდაც კი უკვე თავისად მიიჩნია, ისე ძალიან მოეწონა მისი უბრალო საუბარი და ბრალიანი, განსხვავებული გარეგნობა..
მინისტრმა ცოლი გამოიწვია საცეკვაოდ. სიცილი ვერაფრით შეიკავა რეზიმ.
-მთლად გაუბერა მამაჩემმა, – დანანებით ჩამოაწყო ხელები მაგიდაზე და გაჰხედა დაჩის.-გაუტარე რა.. ნუ ეკიდები.
-არ ვეკიდები.
-არჩევნებია და აღელვებულია ახლა. ხელი შეუშალა ბიძიას ამბავმა. – თვალი გააყოლა მოცეკვავე მამას, შეყვარებული ქმრის როლს რომ თამაშობდა. თითქოს თვალებით გააშიშვლა მისი ყველა საქციელი.-რას უშვება ფული და ძალაუფლება ადამიანს..
-აღარ მადარდებს უკვე. რა ქენი შენ? – უცებ გადაიტანა სხვა თემაზე.-რას აპირებ? ივლი უნივერსიტეტში?
-ვივლი, ხო, თორემ შემჭამა მამაჩემმა!
-ვარჯიშებზე დადიხარ? – სასხვათაშორისოდ ჰკითხა.
-ისე რა.
-რეზი. – მიატრიალა სახე ბიჭისკენ. მერე გივის გადახედა.-აირე რა. იქ მაინც იარე.
-და აზრი?
-შენი მომავალი.
-დაჩი..
-ის მაინც გააკეთე, რაც გიყვარს. როდემდე აპირებ ასე უაზროდ ცხოვრებას?
-აუ, არ დაიწყო ახლა შენც!
-დამაცადე შენ! – დაემუქრა თითით ბიძაშვილს.-რაღაც წახვედი ხელიდან.
-არ იცეკვებ შენ? შეუერთდი ბიძაშენს, ლამისაა შალახო გაგვიმართოს.
-გარეთ ბევრი ჟურნალისტია? – მის ხუმრობაზე უბრალოდ გაეღიმა და შორს გაიხედა კარისკენ.
-აუ, ეგენი ხომ ცალკე… სიდა, დაგერხა. – თვალი ჩაუკრა გოგოს და უდარდელად მოსვა წყალი. არა, დანელიებს ეს ფეხებზე დაკიდება არაჩვეულებრივად გამოსდიოდათ.
-რატომ? – თვალებს აცეცებდა სიდა, სიამოვნებდა მათთან ყოფნა, თან აინტერესებდა ყველაფერი მათზე.
-დაჩის შეყვარებულობას მიგაწერენ!
-რატომ?!-კიდევ ერთხელ იკითხა, ოდნავ უფრო მკაცრად და გარკვევით.
-ოოო, შენ რანაირი ყოფილხარ.. – თვალები დაიწვრილა რეზიმ, წინ გადმოიწია.-როგორ ცხოვრობთ თქვენ ერთად?! – თითით ანიშნა დაჩის ერთმანეთისკენ.-ზამეკანია არ მოგივიდეთ!
-ბავშვებო, ადექით თქვენც.. – მაია ჩამოჯდა სკამზე. გაღიმებული და ნასიამოვნები. გივიც მიუჯდა სუფრას.-აცეკვეთ ეს ბავშვი..
გადმოხედა „ბავშვს“ დანელიამ. თავი გადახარა მისკენ, ელოდა მის პასუხს თითქოს.
-არ მინდა.-უთხრა ისე, რომ არც შეუთავაზებია დაჩის.
-ვიცი.
-არც ჩემთან?! – ჩაერია რეზი თვალისმომჭრელი ღიმილით.-მე მყავს უკვე რჩეული და არავინ იფიქრებს რამეს..
-ვინ რჩეული გყავს ერთი? – მაიამ ინტერესიანი მზერა მოაპყრო შვილს.
-ნუ დაიწყე ახლა, დედა.
-წავიდეთ უკვე. – ჩაერია გივი და ხელით ანიშნა მიმტანს ანგარიშის თაობაზე.
-გვიანია… წავალთ ჩვენც. – წამოიმართა დაჩი.-როგორ გავიდეთ? ერთად დავენახოთ? – თან გაეღიმა, თან ხელი ჩამოადო სიდას სკამს.
-სისულელეებს გკითხავენ.. არ მიაქციო ყურადღება.-მოიცვა პიჯაკი მხრებზე კაცმა. ფეხზე წამოდგა ისიც.
-კარგად ვიცი, რასაც მკითხავენ.
-არ უპასუხო შენებურად, – გააფრთხილა გივიმ.-გთხოვ.
-ადე, სიდა. – მხრებზე დაუტყაპუნა უმნიშვნელოდ ხელები გოგონას.
-მიდი, მიდი, ქვეყნიერებას უნდა გავაცნოთ შენი თავი! – დაიკრიჭა რეზი. თვითონაც გაუღიმა, თუმცა ნერვიულად ახლართა ხელები ერთმანეთში. თუკი მილიონი ჟურნალისტი იდგა გარეთ, ხომ აუცილებლად გავრცელდებოდა ეს კადრები ინტერნეტში?! თან თამთამაც გააფრთხილა, როგორ ნახავდა ამ ყველაფერს ნათლია.
ცოტა აღელდა.
წინ გივი გაიჭრა, მაია და რეზი. სიდა და დაჩი უკან მოდიოდნენ. როგორც კი გამოვიდნენ, მაშინვე მოაწყდა კარებს კამერებით აღჭურვილი ადამიანები. გივიმ გაუცვალა რამდენიმე სიტყვა მხოლოდ. ეჯაჯგურებოდნენ ერთმანეთს, ლამის გასვლის უფლება არ მისცეს არავის. სწორედ მაშინ მოჰხვია წელზე ხელი დაჩიმ, წინ დაიყენა და სიდასთან ერთად ნელი ნაბიჯებით დაიწყო გასვლა. ვიღაცამ თავში ამოარტყა კინაღამ მიკროფონი, ის გოგონა ყველაზე მეტად აქტიურობდა. სხვები მამამისის შესახებ უაზრო და ერთი და იგივე კითხვებს უსვამდნენ, იმ ერთმა გააჟღერა ხმამაღლა მხოლოდ:
-თქვენი და რომ აფხაზეთშია გათხოვილი, მაგაზე რამე კომენტარს არ გააკეთებთ? – უტიფრად მიუშვირა ერთ ადგილას გახევებულ დაჩის მიკროფონი. კარგად ახედ-დახედა გოგონას დაჩიმ.
-შენ ანდრო ჩადუნელის და არ ხარ?! – ისეთი გამჭოლი მზერა ესროლა ჟურნალისტს, იმან მაშინვე დაუშვა მიკროფონი. თითქოს ისეთი რაღაც უთხრეს, რის მერეც ვეღარ გაბედავდა გაგრძელებას. თავი დაუქნია უნებურად.-მომიკითხე შენი ძმა.-მშვიდად უთხრა დაჩიმ, წინ გაუშვა სიდა და ასე მიუჯდა თავის მანქანას.
მხოლოდ ოთახებში შესვლისას გაიცვალა მათ შორის მადლიერების მზერა, დროის დათმობის ფასი, გვერდში დგომისა და გათვალისწინების პირველი ეტაპი დაუდგათ ახლა.
-კარგი ოჯახი გყავს. – ენა გაექცა სიდას. ვერაფრით დამალა ამ ხალხის თბილი დამოკიდებულებისგან გამოწვეული სიამოვნება.
შუბლით მიეყრდნო კარს დაჩი. ვერ უთხრა, რომ გივი არასდროს იქნებოდა მისი ოჯახი იმის მერე, რაც გააკეთა. ვერც ის უთხრა, ვინ იყო მისი ოჯახი საერთოდ. ჰყავდა ოდესმე?! ის ერთადერთი წევრიც კილომეტრებით შორს რომ იყო ახლა, ეგეც კი ვერ დასცდა პირიდან.
-სამწუხაროა, რომ დედას არ იცნობდი. – უპასუხა ბოლოს. უჩვეულოდ დასევდიანებულმა გააღო საძინებლის კარი და გაუჩინარდა.
სამუდამოდ ჩაიბეჭდა ის სახე, რაც დანელიას ჰქონდა დედის ხსენებისას.
.
უნივერსიტეტის პირველი თვე ნორმალურად წავიდა. მიუხედავად იმისა, რომ უცხო ენოვან კურსზე იყო სიდა, ლექტორები მაინც ხმარობდნენ ქართულ სიტყვებს. ცოტა უჭირდა თავიდან.. მერე მიეჩვია ყურიც, გაიცნო ჯგუფელები, გაერია ხალხში, დაიწყო დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ სწრაფვა..
სწავლა დაიწყო – ყველაზე მთავარი. სირთულეების მიუხედავად, თავს არ ზოგავდა. მოვიდოდა თუ არა, მიუჯდებოდა თავის მაგიდას და მეცადინეობდა. სახლში ძირითადად მარტო იყო. დაჩი ხან სამსახურში დადიოდა, ხან მეგობრებთან ერთად. სიდას ხელს არ უშლიდა. ეშერას ხმაურიანი სამეზობლოს მერე სიწყნარესა და მარტო ყოფნას დაეჩვია სიდა.
სასწავლებლის ეზოში იჯდა ნატასთან ერთად. ყავას სვამდა ნატა, თვითონ ატმის წვენს. ბოლო სემინარის მერე გამოფიტულები ისხდნენ და ერთმანეთს შეჰყურებდნენ თვალებში დაღლილები. თან კობამ დაურეკა, ცოტა დამაგვიანდებაო და დროის გასაყვანად წახემსება გადაწყვიტეს.
-შუალედურები დაგვეწყება მალე. – ტრადიციულად აწუწუნდა ნატა.
-ხო, დღეს მოგვცა ციცვიძემ საკითხები.
-აუ, ნუ მახსენებ! – გაბღენძილმა მოსვა ყავა და მოავლო თვალი ეზოს.-მაგან თურმე წინა წელს შეუცვალა ბავშვებს საკითხები და დარჩნენ ისე. რას მოიფიქრებს ვინ იცის ახლა!
-კარგი, დამშვიდდი. – გაუღიმა სიდამ.
-ვაა, სიდაჩკა? – გოგონებს მოუახლოვდა რეზი. მხიარულად გადაკოცნა სიდა, მერე ნატას გადაავლო თვალი. დანელიებისთვის დამახასიათებელი ქარიზმით გაიცნო ისიც და მათთან ერთად დაჯდა მაგიდასთან.
-როგორ ხარ? – მოიკითხა სიდამ.
-პირველად მოვედი დღეს და უკვე ცუდად.
-ამდენი ხანი არ გივლია?
-არა, – მხრები აიჩეჩა უდარდელად.-არ უთხრა ახლა დაჩის, თორემ დამიწყებს ჭკუის სწავლებას!
-არ ვეტყვი, – თავი დაუქნია სიდამ. ნატა ინტერესით შეჰყურებდა მათ დიალოგს.
-რას შვრები შენ? ხომ არ გიჭირს?
-არა.. ვუმკლავდები ჯერჯერობით. გამოცდებზე რას იზამ? – ჩაეკითხა სიდა.
-დამაწერინეთ თქვენ! – მაგიდაზე შემოაწყო ხელები და ორივეს გადახედა.-ვერა?!-ნატას მიაჩერდა დიდ ხანს თვალებში.
-არ შეიძლება.-დაიჩურჩულა ნატამ. ზედმეტად დიდ ხანს უყურა რეზიმ, უხერხულად მიეყრდნო სკამის საზურგეს გოგონა. სიდამ წარბები აზიდა მაღლა.. მექალთანე!
-აბა, დავიღუპე და ეგაა! მერე არ გამოაჭენონ ტელევიზიაში, როგორ შეეტენა მილიონ ტრისტა საგანი მინისტრის შვილს.
-მოემზადე და არ შეგეტენება.-მიახალა ნატამ.
-აუ, ეს პირველკურსელები არ შემიძლიხართ,-სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან. ხელებით ანიშნა გოგოებს, თუ შეიძლება აქ მოწევაო, თუმცა არც დალოდებია პასუხს, ისე მოუკიდა.
-სიდა, „ველქამზე“ არ წამოხვალ? ახალხან დაპოსტეს. – ნატა ათვალიერებდა ტელეფონს.
-წამოვა, წამოვა! მეც მოვდივარ! – მაშინვე უპასუხა რეზიმ.
-ამ წამს დადეს და როგორ მოდიხარ შენ უკვე? – ინტერესით მიაჩერდა გოგონა.
-ვიცოდი მე წინასწარ, სანამ დადებდნენ.-კვამლი ამოუშვა პირიდან და თვალი ჩაუკრა ნატას.-ხომ წამოხვალ, სიდა?
-არ ვიცი.. ალბათ კი.
ფეხზე წამოდგა რეზი მოულოდნელად. დაემშვიდობა გოგოებს.
-ეს ბერძენი ღმერთი დაჩი დანელია არ არის? – წამოიძახა ნატამ და თავით ანიშნა სიდას.-ვისთანაა ნეტავ?
თვალი გააყოლა მის მზერას სიდამ. დაჩი იდგა ეზოს კარებთან. მზის სათვალეები მოერგო, სიგარეტს ეწეოდა და თან მანქანას იყო მიყრდნობილი. მეტი რა უნდოდათ გოგოებს დაშტერებისთვის, მას მიაჩერდა ყველა. ისედაც ხომ პოპულარული იყო ამ უნივერსიტეტში, მაგრამ რაც ამერიკაში წავიდა მაგის მერე უფრო.. რეზი მივიდა მასთან. გადაკოცნა ბიძაშვილი და გვერდით ამოუდგა.
-ჩემთანაა. – თვალები ამოატრიალა სიდამ. რატომ მოვიდა ის და არა კობა?!
-შენთან? – გამოხედა სიდას.-ანუ..
-არა. – მრისხანედ აანთო თვალები.-ეგრე არა.. – დამატა დაბნეულმა.-ნათესავები ვართ.-არ შეიმჩნია, როგორ არ მოეწონა თავისივე სიტყვები ამ წინადადების წარმოთქმისას.
-ნათესავები?!
-ხო, შორეული.
-რეზიც?-წარბაწევით ჰკითხა გოგონას.
-მოგიყვები მერე. წავალ ახლა..
-მიდი, მიდი.. ნათესავი გელოდება.-დასცინა ნატამ და წარბები აუზიდა, ნიშნად იმისა, რომ არაფერი დაუჯერებია.
დანელიებთან მივიდა სიდა. მაშინვე მოექცნენ ყურადღების ცენტრში.
-შენ რატომ მოხვედი? – ჰკითხა სალამის შემდეგ.
-არ ეცალა კობას.
თავი დაუქნია უბრალოდ. მომღიმარ რეზის მოარიდა თვალი.
-შენი კურსელია ის ნატა, სიდა?-ჰკითხა, თან ტელეფონში ჩამძვრალ ნატას გახედა შორიდან.
-ხო..
-მიჩალიჩე მერე რამე!
-რეზი. – გაეცინა დაჩის.-ამისთვის დადიხარ აქ?
-შენნაირი მოხერხებული ვერ ვარ.-გაუღიმა ბიძაშვილს.-წავედი მე. – გადაკოცნა დაჩი, სიდასაც მაგრად აკოცა ლოყაზე.-ერთად წავიდეთ მერე, მომწერე. ისიც წავიყვანოთ.. სიდა არ გამიბრაზო, დაჩ..
-სადმე მიდიხარ? – მანქანის კარი გამოუღო და ისე ჰკითხა.
-ჯერ არ ვიცი. „ველქამ ფართია“.
-რატო არ იცი მერე? არ წახვალ? – გრძელი თითები მოატარა საჭეზე და მანქანა გაიყვანა. ამ მზის სათვალეებში გამორჩეულად მიმზიდველი იყო.
-წავალ ალბათ.
-წადი.-თავი დაუქნია დაჩიმ.-ყველგან უნდა წახვიდე.
გაახსენდა, როგორ არ შეეძლო არსად წასვლა ეშერაში, აქ კი..
-დაჩი. – წარმოთქვა უცებ, როცა კორპუსთან გააჩერა მანქანა.
-გისმენ. – გადაიხარა მისკენ ოდნავ.
-დიდი მადლობა.-გულწრფელი ბგერები გაჟღერდა მანქანაში.-ყველაფრისთვის, რასაც აკეთებ.
-იმსახურებ.-ხმადაბლა უპასუხა.-გაქებენ უნივერსიტეტში.. ეგრე გააგრძელე.
-მოიკითხე ჩემი ამბები? – უკმაყოფილოდ შეხედა ბიჭს.
-მინდობილობის ამბავი ხომ არ დაგავიწყდა?! რა თქმა უნდა, ვიკითხე.
-არ მიკვირს.
-ადი ახლა.. ცოტა დამაგვიანდება დღეს. ბიჭებთან ერთად გავდივარ.
-კარგი. კარს გასაღებით ჩავკეტავ.
-შეგიძლია მეგობრები ამოიყვანო ხოლმე, – სანამ გადავიდოდა, მანამ დააწია სიტყვები.-შენი მეგობარია ის გოგო, დღეს რომ იყავი ეზოში?
-ხო, ჩემი ჯგუფელია.
-მერე? ამოიყვანე სახლში. დაპატიჟე.
-მაგას რეზი მოიყვანს მგონი მალე.-გაეცინა და ისეთი ლამაზი ეჩვენა ამ დროს დაჩის, ძალიან მოუნდა ჩაეკოცნა იქვე.
-შენ არ მოგწონს ვინმე? – არ მოუცილებია თვალი მისი გაფართოებული მწვანე თვალებისთვის, ისე ჰკითხა.
-მე?!-ანიშნა სიდამ.
-ჰო, შენ..
-არა.
-არც მოსწონხარ ვინმეს?-გააგრძელა მოურიდებლად.
-რა კითხვებია? – გაეღიმა სიდას ისე, როგორც წინაზე. დაჩიმ თავი გადააქნია. კინაღამ წაეთამაშა მის თმას..
-არ დამიმალო. თუ ვინმეა.
-კარგი, არ დაგიმალავ.
-მაგრამ ადრეა ჯერ. არ უნდა იყოს არავინ.. წესით.
-აა, შენ გადაწყვიტე ეგრე?-ხელებით დაეყრდნო ღია კარს სიდა.
-რჩევას გაძლევ. მაგრამ შენ უკვე გათხოვებაც და განშორებაც ხომ მოასწარი.. – სათვალეები მოიხსნა სახიდან.
-ცუდად ხუმრობ, დაჩი. – წყენით დაილაპარაკა სიდამ. ძალიან მშვიდი იყო მასთან საუბრისას, ალბათ ვერასდროს გამოიყვანდა მწყობრიდან დაჩი.
-ადი ახლა. გიყურებ.
თავი დაუქნია გოგონას. სიდაც ხელის აწევით დაემშვიდობა. მაინც ვერ მოუშხამა მისმა სიტყვებმა ხასიათი. ღიმილიანმა აიარა სახლის კიბეები.
ასეთი თავისუფალი ალბათ არასდროს ყოფილა..
..
დაჩი ჯერ კიდევ არ იყო სახლში მოსული, აიდას რომ წამოსცდა მაქსიმის თვითმკვლელობის ამბავი. აქამდე არავის გაუმხელია იმ ტრაგედიის შესახებ, სიდაც ჩვეულებრივად აგრძელებდა ცხოვრებას. მაშინვე მიხვდა, დაჩის რომ ეცოდინებოდა ყველაფერი და ისე ძალიან გაბრაზდა ყველაზე, დედას გაუთიშა ტელეფონი.
ვერ გაბედა დარეკვა თამთასთან.. ლევანთან მითუმეტეს. გულის სიღრმეში იცოდა, რომ ყველაფერი მის საკეთილდღეოდ დამალეს. აღდგა კადრები.. თამთას წაშლილი სახეც გაახსენდა, დაჩის ცუდ ხასიათსაც გაეცა პასუხები თავისთავად. ახლა ისე გაბრაზდა მასზე..
დაიჩხარუნა გასაღებმა საკეტში.
აწყლიანებული თვალები შეიმშრალა სიდამ. რაზე ნერვიულობდა ვეღარ გაეგო. მაქსიმის ბედზე.. თამთას მდგომარეობაზე..
სასმლის, სიგარეტის და გრილი სუნამოს სუნი შემოიტანა დაჩიმ. არც შეუმჩნევია ჩაბნელებულ ოთახში დივანზე მოკუნტული გოგონა, ისე გაიხადა ზედატანი.
-არ გძინავს? – ღიმილიანი მიუჯდა მაგიდას მის პირისპირ.
თვალი მოარიდა სიდამ მის პრიალა, უნაკლო ტანს, თვალებში შეხედა პირდაპირ.
-როდის აპირებდი თქმას? – მიახალა პირდაპირ. თავი ჩახარა დაჩიმ, ხელები მოისვა ნამთვრალევ სახეზე.
-რის თქმას?
-კარგად იცი ყველაფერი!
-არ გამიჭედო ახლა შენებურად.-არ იშორებდა ღიმილს მაინც.
-რა გაცინებს? სასაცილოა?!
-არა. ძალიან სამწუხაროა.
-ამდენი ხანი არაფერი გითქვამს.. და დღესაც ისე ახსენე ჩემი გათხოვება, ვითომ არაფერი..
-გეწყინა? – მიიწია მისკენ დაჩი. ხელიც წაიღო, მაგრამ მაინც არ შეეხო სიდას.
-გავბრაზდი.-გულწრფელად ამოიჩურჩულა.
-მეტი?
-შევცოფდი.
-გავცოფდი.. – შეუსწორა მაშინვე.
-ხო, კაი! ყველა სიტყვას ნუ მისწორებ!
-ლევანმა მითხრა იმ დღეს. მთხოვა, არ მეთქვა შენთვის. მომიტევებ ახლა?
-არა. – გაიხედა სხვაგან და გულ-მკერდზე გადაიჯვარედინა ხელები. ცოტათი მოლბა..
-რადგან ნათლიაშენმა მთხოვა, აღარ ხარ „შეცოფებული“? – მიუჯდა გვერდით და ხელიც გადადო იმ მხარეს, საითკენაც იჯდა სიდა.
-სად დალიე ერთი? – ეჭვიანი ცოლივით მოუტრიალდა, როცა ვერ გაბრაზდა მისი პასუხის გამო. ხომ იცოდა ისედაც, რატომაც დაუმალეს..
-ოხ, ნიკუშამ გაიცნო მარიკოს ოჯახი და იქ ვიყავი. მეგრელები არიან და დამესივნენ, არავინ წავა აქედან ფხიზელიო..
-მერე მანქანით მოხვედი?-ჩუმად წამოცდა ზრუნვის წინადადება. ჩაეღიმა დანელიას.
-არა, – სიფრთხილით აიღო ხელი და ნელა მიეფერა თმაზე სიდას, შეუმჩნევლად.-ტაქსით მოვედი.
-კარგი.. – წამოიწია. ადგომას აპირებდა, ისევ რომ დააბრუნა უკან დაჩიმ. ნასვამი ხელები მოჰხვია მხრებზე, დივანზე ჩამოსვა კვლავ. მოახლებულ მთვრალ სხეულს ეჭვნარევად გადახედა სიდამ, თავი გაუქნია, რა გინდაო, იმას მაშინვე მზაკვრულად გაეღიმა.
ნაცრისფერი თვალები ელავდნენ.. აშკარა იყო, რაც უნდოდა იმ წამს.. ისევ წამოდგა სიდა და ისევ დააბრუნა თავის ადგილას. ლოყაზე შეუცურა ხელები და უმნიშვნელოდ მიეფერა იქვე.
-არ გამაგონო ვინმეს მოწონება, სიდა…
ხელი გააშვებინა მაშინვე სიდამ. აღელვებული გაეცალა შიშველ სხეულს და ოთახის კარს მიეყრდნო წამით.
სულ არ უფიქრია ამ ბიჭის მოწონებაზე.. ჯერ არა.
.
მაღალ კურსელებს კარგად მოეხსენებოდათ, რის გამო დადიოდა ზოგჯერ ყოფილი პრემიერის შვილი უნივერსიტეტში. რეზი დანელიას ყურადღებაც ყველასთვის შესამჩნევი იყო. სიდა ძველებურად ხელშეუხებელი რჩებოდა, ისე როგორც სკოლაში. მაგრამ ყველამ ხომ არ იცოდა რეალურად ვინ იყო სიდა. სწორედ იმ „იშვიათი“ ადამიანებიდან დაინტერესდა ერთ-ერთი..
სიდას კარგად მოეხსენებოდა, როგორ უნდა ამოეცნო რა განზრახვები ჰქონდა ბიჭს მის მიმართ. ჯერ კიდევ სკოლაში რომ აწვალებდა მაქსიმი, თვითონ უფრო ადრე იცოდა მაგის შესახებ, ვიდრე თავად მაქსიმმა. დაუკითხავად შემოაბიჯებდა ხოლმე ფეხს სიდას კლასში და დაჯდებოდა უკანა მერხზე, მას აშტერდებოდა.
თავისი ჯგუფელი გადაეკიდა. ყველგან დაჰყვებოდა ამ ბიჭის თვალები. როცა გამოდიოდა პრეზენტაციის ჩასაბარებლად.. როცა გაივლიდა მერხებს შორის.. როცა ჭამდა ან სვამდა, როცა საუბრობდა. იმ დღესაც ლექციების დასასრულს ეზოში გამოჰყვა. უხერხულად გადაიკიდა მხარზე ჩანთა, ტელეფონში ჩაძვრა სიდა და თითქოს არ იმჩნევდა ბიჭს.
-დიდხანს გსიო კუდში? – ღიმილით მიუახლოვდა ბიჭი და წინ გადაეღობა სიდას.
-რა ხდება?! – გაჩერდა და მობეზრებით გაჰხედა ბიჭს. გარეთ იყვნენ გამოსულები, წუთი-წუთზე კობაც მოვიდოდა.
-შეიძლება შენთან საუბარი? – თავი გადახარა ბიჭმა.
-გისმენ, რა გინდა?
-პირველ რიგში, ასე რომ არ მეუხეშო, ეგ.
-მეორე რიგში? – წინ გადადგა ნაბიჯი სიდამ, ჩაუყვა გამზირს. კუდში აედევნა ისიც.
-თუ გაჩერდები, გაიგებ.
-რა გაქვს სათქმელი? – გადახედა გერდით დამდგარ ბიჭს. ერთად ჩაუყვნენ ჭავჭავაძეს, კობას ეძებდა თვალებით სიდა.
-არ გინდა ერთად გავაკეთოთ პრეზენტაცია?
-მარტო ვაკეთებ.
-დამეხმარე.. ვერ ვიზამ მე დამოუკიდებლად.
-სულელს ვგავარ?!-შეჩერდა გოგონა და მიაშტერდა თვალებში. სიმკაცრე და შეუვალობა დაანახა მაშინვე, ისედაც უკარება იყო ყველასთან.
-რომ არ ჰგავხარ, მაგიტომაც მოგყვები აგერ. დამეხმარე, თხოვნაზე უარს მეუბნები?
-კი.
-რა ცუდი გოგო ხარ.. – სიცილით აედევნა კუდში.-კარგი.. უარი უარია. კინოშიც არ წამომყვები? – გულუბრყვილოდ გადააგდო თავი, თვალებიც ჭინკებით ჰქონდა სავსე. რატომ იზიდავდა ასეთ ბიჭებს?! თავის თავს ჰკითხა სიდამ.
ჯერ არ მოუნელებია მაქსიმის ამბავი, ისედაც გულში ღრმად სჭამდა და აწუხებდა მისი ბედი. და საერთოდ, ძალიან ნოსტალგიური იყო იმ დღეებში, ახლა არ ეცალა არავისთვის, ამ თორნიკესთვის მითუმეტეს.
-არ მინდა არსად წამოსვლა. შეყვარებული მყავს, თორნიკე. – გაჩერდა და ასე უთხრა ბიჭს. ისეთი დარწმუნებით ჩაურაკრაკა, ლამის თავადაც დაიჯერა.
-ის ბიჭი.. რომ გაკითხავს ხოლმე?! – უხეშად წარმოთქვა თორნიკემ.
-დიახ.-დაუფიქრებლად უპასუხა.
-აა, ის ფულიანი?! – ცივად გაეღიმა ბიჭს.
-არ არის შენი საქმე. ან ფული რა შუაშია?
-აბა, მისი ლამაზი სახე მოგეწონა?! – ისე ეშმაკურად ჰკითხა, კინაღამ ხელი გამოსტყუა სიდას. მთლიანად მოიცვა ბრაზმა, წამოწითლდა და საკადრის პასუხსაც გასცემდა, მანქანის დასიგნალების ხმა რომ მოესმა. ორჯერ მსუბუქად დაუპიპინა ნაცნობმა მანქანამ.
კობა ისევ არ იყო.
ჩუმად დაუსისინა არ მოკარება თორნიკეს, გულცივად მიუჯდა მის თვალწინ დაჩის.
-რა ხდება? – ჩაეკითხა მაშინვე. მოიხსნა მზის სათვალე და ასე გამოხედა ფანჯრიდან თორნიკეს. თითქოს, კარგად შეისწავლა.
-არაფერი.-ჩუმად უპასუხა სიდამ.
-გაწუხებს?-თავით ანიშნა ერთ ადგილას გახევებული ბიჭისკენ. მისი სახე დაიმახსოვრა კარგად და ასე გაიყვანა მანქანა შორს. სიდას თვალწინ არ დაუწყებდა არანაირად საქმის გარჩევას, მან ისედაც ბევრი რამ იხილა თავის „ქვეყანაში“, აქაც არ დაუმატებდა სანერვიულოს.
-არა. ჩემი ჯგუფელია, ერთად ჩამოვედით უბრალოდ.
-სად მიდიოდი? კობას არ უნდა დალოდებოდი?
-შევყევით ლაპარაკში და გადამავიწყდა, მაგიტომ ჩამოვედი. – უცნაურად შეუტოკდა გული, ეგონა ახლა უსაყვედურებდა დაჩი. ეგონა, ახლა რამეს იზამდა, როგორც იქ ხდებოდა ხოლმე..
-კარგი, – უპასუხა რბილად. სითბოც იგრძნობოდა ფარულად. გულზე მოეშვა მაშინვე სიდას.
-კობა სად არის?
-ორსული ცოლი ჰყავს და მასთან. ეს დღეები მე გატარებ.
-ჩემითაც შემიძლია აწი. ავტობუსს გამოვყვები..
-არ დაიკარგები?-გაეღიმა.
-არა.. უკვე თავისუფლად კითხვაც შემიძლია. ცოტა მიჭირს, მარა.. გავუმკლავდები.
-რუსიკოს ელოდები დღეს? – მიაჩერა მანქანა კორპუსთან. ღვედიც შეიხსნა.
-აუ, კი და ძალიან მეზარება.. – დაიწუწუნა და ასე გადავიდა.-არ მისაყვედურო ახლა!
-არ ვაპირებდი. – წარბაწევით ანიშნა. ლიფტში შეატარა პირველი. ყველა დეტალში იგრძნობოდა მათი ფარული ფლირტი, დაჩის ყურადღება.-როდის გაქვს „ველქამი“?
-ხვალ საღამოს. მარა არ მინდა წასვლა..
-რატომ?
-ბევრი სამეცადინო მაქვს. სურვილიც არ მაქვს. რეზიც აღარ მოდის მგონი..
-რატომ აღარ მოდის ეგ? ან დადის საერთოდ?
-იშვიათად.
-ახ, რეზი! – გადააქნია თავი და გააღო სახლის კარი.-საჭმელი გვაქვს რამე?
-ნაბახუსევი გაქვს? – უნებურად ახსენა წინა ღამე სიდამ. უხერხულად მოარიდა თვალი ბიჭის აზიდულ წარბებს და მაცივარში შეყო თავი.
-არა. არ მახასიათებს.
-კარტოფილს შევწვავ. – გადმოიტანა ჯამში კარტოფილები და ონკანი მოუშვა. იქ ამოუდგა დაჩიც. თბილი და მყუდრო საღამო ჰქონდათ. ზედმეტად ახლობლური.
-უნდა მეთქვა შენთვის. ვიცი. – წამოიწყო დაჩიმ და თვალი გააყოლა გოგონას თითებს.
-არაუშავს.
-აღარ ხარ გაბრაზებული?!
-არა.
-არც შეფოცებული?
-დაჩი! – დანა მოუღერა მაშინვე სიცილით.
-მეორე დღეს გეწყებოდა უნივერსიტეტი. ისედაც ღელავდი და ვერ დაგიმატებდი სანერვიულოს.
-გასაგებია. დედას მაინც უნდა ეთქვა. უფრო მასზე გავბრაზდი. ძალიან დამწყდა გული,-ამოიჩურჩულა უნებურად და ხელი შეუშვა კარტოფილებს წამიერად. მერე ისევ განაგრძო.-იმდენი რაღაც მოხდა.. მასთან ერთად გავიზარდე ფაქტობრივად. არც ერთი დღე არ ყოფილა სკოლაში მის გარეშე, თითქოს მივეჩვიე კიდეც, კუდში რომ დამდევდა. მეცოდებოდა..
-არ იტირო.
-არ მემეტება სასიკვდილოდ. მითუმეტეს ასე.. – უნებურად ამოისვა ხელი თვალებზე. მიუახლოვდა დანელია, თამამად ჩამოსდა მხარზე ხელები და თავზე აკოცა ატირებულს.
-არ არის შენი ბრალი..
-ვიცი, მაგრამ თავს მაინც დამნაშავედ ვგრძნობ. მენატრება ყველაფერი.. და მეშინია მაინც. ეს ქალაქი კიდევ ცალკე.. ყველაფერი ნერვებს მიშლის. – ამოღერღა ბოლოს და ისეთი თვალებით ამოხედა დაჩის, იმან მაშინვე გადაკეტა ონკანი.
გაუღიმა. ნაზად მოსწმინდა ცრემლები უნაკლო სახიდან.
-შეეშვი ამას, მე გავაკეთებ.-ხელიდან გამოგლიჯა დანა და თვითონ ჩამოუბანა დასვრილი თითები.-რაზე გეშლება აბა ნერვები, მომიყევი.
-დაივიწყე.. – გადააქნია თავი, გასწია სახეც, მაცდურად გამოუჩნდა მაღალი ყელი. ნერწყვი გადაყლაპა დაჩიმ. ეს ზღვის სურნელიც თამამად ტრიალებდა ოთახში.
-მითხარი, – თმა გადაუწია ყურს უკან. კარგად დააკვირდა სახეზე.
-გამოცდები მეწყება..
-ნუ მატყუებ.
-რა იყო, არ შეიძლება მაგაზე ვინერვიულო?!
-მეტი?!
-სახლი მენატრება.. – მოარიდა მზერა ამ სიტყვებზე.
-ეგ ვიცი. სხვა?
-ოო, ნუ ჩამაცივდი! – გაეცინა.
-არ გინდა დარბაზში წამოხვიდე?
-დარბაზში? მე?
-ხო, რა მოხდა? ვარჯიში ყველაზე კარგი ანტიდეპრესანტია.
-არ მაქვს დეპრესია!
-დეპრესია რა შუაშია! დაძაბული ხარ სულ და ცოტა მოდუნდები.
-არ მცალია მაგისთვის. – გამოიწია და ისევ კარტოფილის თლა დაიწყო. გაეღიმა დაჩის. არ დაძრულა თვითონ ადგილიდან.
-საღამოობით ვიაროთ. ერთად. დამიჯერე, მოგეწონება.
-არა.
-არ ვუთხრათ შენებს, – სულ ცოტათი გაეხა პირი.-არ ჩაგეთვლება სასიკვდილო ცოდვად..
-მიიღებ ამას, თუ არ შეწყვეტ ჩემს გამასხარავებას.-დანა დაანახა და გაეცინა თვითონაც.
-დამთანხმდი და შევწყვეტ.
-კვირაში სამჯერ? – ცალი წარბი აზიდა სიდამ.
-ორჯერ, თუ გეზარება.
-არა!
-სასწაული ელასტიკი არ ჩაიცვა ოღონდ და კი!- მხიარულად გამოაღო აივნის კარი და მიაძახა მიმავალმა. სულ არ მიუქცევია მისი უარისთვის ყურადღება.
-უკაცრავად?!
-იყიდე ხვალ სავარჯიშო ტანსაცმელი.
-სასწაული ელასტიკიც ვიყიდო?-გამოხედა და ჯამი მიუშვირა ონკანს.-ან რას ნიშნავს საერთოდ?
-მოტკეცილს. აი, ტრ.აკს რომ უზარმაზარს აჩენს..
-არაფერი გეშველება!
-შენ რაში გჭირდება მაინც ეგ.. – მიხურა კარი და მიუახლოვდა სიდას. ტაფა დადო გაზქურაზე, ეხმარებოდა.
-ზედმეტი ხომ არ მოგდის ამ ხუმრობა-ხუმრობაში.
-გაჩუმდი, თორემ მკაცრი ტრენერი ვიქნები.
-ახ, შენ იქნები ჩემი ტრენერი?! – ძალიან ესიამოვნა დაჩის გაკვირვებული სახე მის კითხვაზე.
-აბა, ვინ უნდა იყოს?!
-იმ ბარათებში ბევრი ფული გროვდება. ავიყვან, დიდი ამბავი!
-რათ გინდა, გოგო, ტრენერი? მე არ ვარ აქ?
-შენ შენთვის ივარჯიშე.
-ხო და ვუყურო, როგორ გიფათურებენ ხელებს, არა?
-და რა, შენც მაგას აპირებ? – მრისხანედ ახედ-დახედა დაჩის.
-როგორ გავბედავ.-გაუღიმა. თვითონ დაყარა კარტოფილიც ტაფაზე.-დანას გამიყრი.
-დიახაც.
-ანუ არ გინდა?
-არა.
-ძალიან საყვარელი ხარ. – დაახურა თავსახური ტაფას და გვერდულად შეხედა გოგონას. გაუღიმა. ასე უყურა რამდენიმე წამს, მერე ტელეფონი მოიმარჯვა და მისაღებში გავიდა. სიდასაც გაეღიმა მისი გასვლის შემდეგ. იმას მაინც არ დაანახა, როგორ ესიამოვნა მისი სიტყვები, რომელიც არაფერ შუაში იყო წარმართულ დიალოგთან.
გემრიელად ივახშმეს.

სიდას მომაბეზრებელი თაყვანისმცემელი ყველგან კუდში დაჰყვებოდა. ლექციასა თუ სემინარისას ყოველთვის მის გვერდით იყო. მასთან საუბარს ცდილობდა, მაგრამ ცივად იშორებდა სიდა. რა გაუგონარი ვინმე იყო?! ხომ უთხრა, შეყვარებული მყავსო, რას გადაეკიდა?! ხშირად ხვდებოდა ყვავილები მაგიდასთან… შოკოლადები ნატას ხელით გამოგზავნილი.. ათასი უაზრო მესიჯი ტელეფონზე, რომ პაემანზე ეპატიჟებოდა.. რამდენიმე დღე გაგრძელდა ასე, მერე მოულოდნელად რომ შეწყვიტა თორნიკემ შემაწუხებელი აქტიურობა, ნატას გადახედა გაკვირვებულმა.
თავს არიდებდა ბიჭი.
-არ იცი? – ფრთხილად თქვა ნატამ და თვალი გააყოლა თორნიკეს, სალამის გარეშე რომ ჩაუარა გოგოებს.
-რა?
-თუ არ იცი.. არაფერი.
-ნატა, რა ხდება? რა უნდა ვიცოდე?
-რეზიმ შეამჩნია ალბათ, რომ გაწუხებდა.
-და?
-გვიანობამდე ვიყავი გუშინ, ხომ იცი, ხუთშაბათს შვიდზე მიმთავრდება..
-მერე?
-დაჩი ელაპარაკებოდა ეზოში.
-რას?
-ვერ გავიგე, მარა მეგობრული საუბარი არ ყოფილა ნამდვილად. დღესაც ჭორაობდნენ გოგოები.
-ჭორაობდნენ? რას ჭორაობდნენ ერთი ან იმას რა უნდოდა?
-მე რას მეჩხუბები? – გაეცინა ნატას.-არ უთქვამს შენთვის?
-არა.. ოხ!-ამოიოხრა.
-რა განერვიულებს, სიდა? ხომ გაწუხებდა ისედაც.. შეგეშვება ახლა.
-მე რაც მანერვიულებს ეგ, ჯობია არ იცოდე, დამიჯერე.. – გაეღიმა და მოგონებები ამოტივტივდა მაშინვე მის გონებაში.
გონებაში კარგად გადაიმეორა ის სიტყვები, რასაც დანელიას ეტყობა სახლში მისულს. როგორ გაბედა ჩარევა? ბრაზდებოდა, მერე სადღაც გულის სიღრმეში სიამოვნებდა კიდეც.. მაგრამ მაინც არ აძლევდა სიამაყე იმის საშუალებას, რომ მადლიერი ყოფილიყო. ის კიდევ უფრო აცოფებდა, მის დაუკითხავად რომ გადაწყვიტა მასთან მისვლა, ხომ უთხრა მეგობარიაო?! ან საიდან გაიგო საერთოდ?!
შინ იყო დაჩი. ნოუთბუქში ბეჭდავდა რაღაცებს. სათვალე მოიხსნა, როცა სიდა დალანდა განრისხებული.
-რატომ იფიქრე, რომ ჩემ გარეშე შეგეძლო გადაგეწყვიტა?-პირდაპირ შეხედა თვალებში და საკუთარ თავს შეახსენა ფარულად, ვის სახლში იყო და ზღვარი რომ არ უნდა გადაელახა.
-რა გადავწყვიტე შენ გარეშე?
-თითქმის ყველაფერი.-ხელები ჩამოსწია სიდამ, ეტყობოდა როგორ იყო ნაწყენი.
-მაინც?-წამოდგა დაჩიც.
-მესმის, რომ ჩემი დახმარება გინდა. ძალიან ბევრი რამ გააკეთე ჩემთვის, ამის გამო უზომოდ მადლიერი ვარ.-თვალები მოარიდა წამიერად.-მაგრამ ნუ ჩაერევი იქ, სადაც შენ არაფერ შუაში ხარ.
-რა გავაკეთე ასეთი?!
-რა უთხარი თორნიკეს?-ძალიან ფრთხილად წარმოსთქვა მისი სახელი.
-აჰ, ახლა გასაგებია ყველაფერი!-სიგარეტს წაუკიდა ცეცხლი.
სიდამ შიგნიდან იკბინა ლოყაზე.
-რა არის გასაგები?
-შენი სიტყვით გამოსვლის მიზეზი. მოგწონს?-ჰკითხა და გამოუშვა ბოლიც პირიდან.
-საიდან მოიტანე?!
-მაგის გამო არ მიტ.რაკებ?-თავი გადახარა გვერდზე, თითქოს სწავლობდა სიდას. ძალიან უნდოდა ამ კითხვების პასუხი ყოფილიყო “არა”…
-წესიერად მელაპარაკე.
-მოგწონს-მეთქი?
-არავინ არ მომწონს. რომც მომწონდეს, შენ რა მაგით?- უტეხად შეხედა ბიჭს.
-ძალიან ბევრი რამ მაგით, სიდა.
-მაინც?! არ შეიძლება ვინმე მომეწონოს?
-არა, – უდარდელად უპასუხა და მიხურა აივნის კარი.
-ვითომ რატომ?
-პატარა ხარ და იმიტომ.
-არ ვარ პატარა,-თითი აუქნია თვალწინ.-შენ ვერ გადაწყვეტ, მე ვისთან ვიმეგობრებ და ვისთან არა.
-მე არ გადავწყვეტ არაფერს.. მე ვიცი მას რა უნდა შენგან.
-ხოო? და რა უნდა? – უკან დაიხია ნაბიჯით, როცა ის მოუახლოვდა საეჭვო მანძილზე.
-შენი ლამაზი ტუჩები,-ჩაეღიმა სიდას ალეწილ სახეზე.
-თავხედი,-ჩაიქირქილა სიდამ დაჩის მიმართულებით.
-მე არა.. ის კი.
-შენ… – თითი ასწია ისევ, მაგრამ მოიშორა დაჩიმ. ზემოდან დახედა ცეცხლწაკიდებულ ბავშვს.
-რა იყო? რა გგონია, აბა, მაგას ის აინტერესებს, შენ რომ კარგი ადამიანი ხარ?
-რა იცი…შენ რა იცი…
-მოგწონს… თორნიკე..?-საოცარი უკმაყოფილებით წარმოთქვა ამ ბიჭის სახელი.
-მომწონს.-მოიტყუა და ნაცრისფერ გუგებს უსირცხვილოდ გაუშტერა თვალი.
-ნუთუ?-გაეღიმა დაჩის, გოგონას მოღერღილ ყელს მოავლო მზერა, ახლა ძალიან სასურველი იყო ის..
-დიახ. პრობლემაა რამე?
-კი. ძალიან დიდი თან.
-რატომ? რა არ მოგწონს?
-შენ რომ ის მოგწონს ვითომ, ეგ.
-რატომ?! შენ რა? შენც ხომ მოგწონს ის თიკუნა.. – დაისისინა და თავით ანიშნა, თითქოს იქ ყოფილიყო მართლაც თიკუნა.
-ახ, შეამჩნიე შენც?-ღიმილით უთხრა, ლამის დააჯერა, რომ მართლაც მოსწონდა. უარესად აალდა სიდა, ნერვები ეშლებოდა მის სითამამეზე.
-ანუ მართალი ვარ?-ვერაფრით დამალა სასოწარკვეთილი ხმა.-და მერე მე დამიშლი ვიღაცის მოწონებას.. მე რომ გითხრა, არ უნდა მოგწონდეს-თქო, დამიჯერებ?!
-მეტყვი?!- ხელი ჩამოსდო გაუაზრებლად მკლავზე. უფრო თითებით წაეთამაშა.
მაშინვე მოიცილა მისი ხელი სიდამ, გაღიზიანებული იყო სასტიკად.
-არა. რა ჩემი საქმეა. ისევე როგორც შენი საქმე არ არის, ვინ მომეწონება.
-აბა, ვისი საქმეა, გოგო?-უნებურად აუწია ხმას.-გინდა თუ არა, ჩემზე ხარ შენ ჩაბარებული. მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რასაც შენ გააკეთებ. რა გინდა, რომ მაგასთან ერთად კინოში თუ სადღაც დედის ტრა.კში წასვლის უფლება მოგცე?! ან საერთოდ რამდენი ხანია იცნობ?-მიუახლოვდა და ღიმილიც მოსცილდა პირიდან, ახლა თვითონ იყო გაბრაზებული.
-ნუ მიყვირი!
-არ გიყვირი!
-ძალიანაც კარგადაც მიყვირი! მე ვარ ჩემს გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი…
-ხოო? როდიდან ერთი?-ცინიკურად გაეცინა. სიდას უსიამოვნოდ დაუარა ტანზე რაღაც გამოუცნობმა.
-რას ნიშნავს როდიდან?
-როდის მიგიღია შენ დამოუკიდებლად გადაწყვეტილება? რომელი შენი არჩევანი ყოფილა შენი სურვილით?
-დაჩი..
-რა დაჩი, სიდა.. რა დაჩი.. მაინცდამაინც ჩემთან გაგახსენდა ეგ ყველაფერი?! მაშინ როცა შენც იცი, რომ არასწორია. ჩემ გასაბრაზებლად გინდა გაჰყვე მაგას? კაი, წადი, არაა პრობლემა. მერე რომ იმაზე უარეს გაგიკეთებს, რა მიზეზითაც აქ ხარ დღეს.. მერე.. ვინ გასცემს პასუხს შენებს?!
-ზედმეტი მოგდის.
-სხვა გზას არ მიტოვებ.
-კარგად ვიცი ვის უნდა ვენდო,-აიმაღლა ხმაც და ყელიც. გასწორდა წელში.-ვინ არის ამის ღირსი, ვიცი.. შენ რა გგონია, იმ ყველაფრის მერე მე ვინმეს რამის უფლებას მივცემ?! რა იფიქრე შენ, რომ მე მაგას გავყვებოდი სადმე?! ეს უბრალოდ შენ რომ გადაწყვიტე ეგრე.. მაგიტომ მხოლოდ.
-იმ დღეს კარგად მოსეირნობდი მასთან ერთად.. ეგეც ჩემ გამო? – გამომცდელად აათვალიერა მისი განრისხებული ტანი.
-შენ ცუდად იქცევი. – დასკვნა გამოიტანა სიდამ.-რა გინდა, დაგეკითხო ხოლმე, ვისთან გავისეირნებ?
-თუ ჩემ გამო გაისეირნებ იმ სირებთან, კი, დამეკითხე.
-შენ გამო რას ნიშნავს.. შენ ჩემ გამო მოგწონს ის თუკუნა?! – მაინც წაკბინა იმ გოგოს, არადა წარმოდგენაც კი არ ჰქონდა რა აკავშირებდა დაჩის მასთან. დანელიამ წარბები აზიდა მაღლა.
-არ ვიცი. ეგრე გინდა იყოს?
-საკმარისია.-ხელი აიქნია სიდამ.-თავი დამანებე.
-არსად გაყვები მაგას, იცოდე. ყველას, მარა მაგას არა..
-რასაც მინდა იმას ვიზამ!
-ხოდა მერე მეც რომ მაგას ვიზამ, რაც მინდა.. არ მოგეწონება, დამიჯერე.
-რას მემუქრები ერთი? რას იზამ? – გამომწვევად დაიწვრილა ხმა.-ან რა გინდა საერთოდ..
დაჩიმ წაიწია ნაბიჯით.
-ახლა შენი კოცნა მინდა მაგალითად.-გულწრფელად ამოიჩურჩულა და თითებით მიეფერა ყელთან, არტერიაზე.-დაგაკმაყოფილე?
მოაშორებინა თითები, გაქცევა სცადა მისგან, მარა დაიჭირა დაჩიმ. იქვე გამოამწყვდია.
-რა იყო, არ მოგეწონა ჩემი პასუხი?-ჩაეღიმა და ამჯერად ლოყაზე გადაუტარა თითი.-ნუ აღმართე კედელი ჩვენს შორის, სიდა. შენც ხომ იცი, რასაც გეუბნები..
-არასწორია შენი საქციელი.-შეათვალიერა მისი ნაცრისფერი თვალები, მოულოდნელად რომ გადაიქცა ლურჯად.
-რატომ?
-ახლა აღარ ფიქრობ, რა პასუხს გასცემ მერე ჩემებს..
-კონკრეტულად რაზე მექნება პასუხი გასაცემი? მე მზად ვარ ნებისმიერი კითხვისთვის.. – გადახარა თავი გვერდზე, ახლა ორივეს ესმოდა ერთმანეთის.
-არ გაბედო მსგავსი რაღაცის თქმა ჩემთვის.-წამოიწია და ოდნავ გაშორდა ბიჭს.-გაკეთება მით უმეტეს..
-თორემ რა მომივა? – ხელი წაიღო მისი მკლავისკენ, უკან გასხლტა სიდა.
-ნუ ერევი ჩემს ცხოვრებაში. – კატეგორიულად გამოაცხადა სიდამ. მაგიდას შემოავლო წრე, ის მტაცებელი ცხოველივით დაჰყურებდა დახლს მიყრდნობილი, სადაცაა გადადგამდა ნაბიჯს.
-არ ჩავერევი, თუ მოიქცევი ჭკვიანად.
-შენ რა გაბრაზებს, დაჩი? – ერთ ადგილას გაჩერდა სიდა.-მე რომ ჭკვიანად არ ვიქცევი თუ შენ რომ იეჭვიანე, ეგ?
წარბები აზიდა დაჩიმ მაღლა. ძალიან ხომ არ გაუთამამდა ეს პატარა გოგო?!
-ვიეჭვიანე, – აღიარა მოურიდებლად.-მერე?
სიდამ ცოტა ხანი ხმა ვერ ამოიღო, არ ელოდა მისგან ასეთ პირდაპირობას.
-რა მერე? შენ რომ იეჭვიანე მაგის გამო..
-გოგო! – ხელებით დაეყრდნო მაგიდას.-მე რომ ვიეჭვიანე კი არა.. მაგან რომ გაბედა მსგავსი რაღაც, მაგიტომ!
-რა გაბედა ასეთი? კინოში დამპატიჟა!
-და წაყევი შენც, მიდი! – ხელი აიქნია უმისამართოდ.
-რას გადაირიე, ვერ გავიგე?
-მართლა გადავირევი.. და ვიზამ იმას, რისიც გეშინია ძალიან. – პირდაპირ დაასო მზერა მის გაბერილ ტუჩებს, სიბრაზისგან რომ მოსდებოდა ალმური.
-გაბედე! – ჯიქურად დადგა ერთ ადგილას სიდა. გამოიწვია. მეტი რა უნდოდა დანელიას..-შენ მე ვინმეში ხომ არ გეშლები შემთხვევით? – ადგილზე გაჩერდა სიდა, აუწია ხმასაც.
-თიკუნას გულისხმობ? – მიაჭირა მტკივნეულ ადგილას სიდას.
-არავის ვგულისხმობ! მე იმათნაირი არ ვარ, ვისაც მოსწონხარ. – კატეგორიულად წამოიწყო.
-ვიცი.
-არ იცი მგონი კარგად! ჯობია, გაგაგებინო!
-გამაგებინე, მიდი. – ჩამოჯდა სკამზე დაჩი. თავხედურად მიმზიდველი იყო მისი ყოველი ქცევა.
-ჯერ ერთი, – მიიწია მაგიდასთან სიდა.-არ ჩაერიო ჩემს ცხოვრებაში მეორედ. ყველა ბიჭს უნდა დახვდე ეგრე, ვისაც დაველაპარაკები?! და არც აუწია ხმას ჩემთან, გასაგებია?!
-ვააახ, – გადაიხარხარა დაჩიმ.-როგორი გაბრაზება გცოდნია..
-დაჩი!
-ახლა მე მომისმინე კარგად, – ამოხედა ქვევიდან არანაკლებ ავი მზერით.-შენ ცხოვრებაში კი არ ვერევი, გაფრთხილებ. რაღაც-რაღაცები არ იცი აქაურობის შესახებ, ამიტომ ატლიკინებ ენას ცუდად. მაგას რაც შეეხება.. გულწრფელი მიზნებისთვის რომ არ უნდა შენი კინოში დაპატიჟება, ეგ ხომ ეტყობა ისედაც?
-რა გინდა შენ მერე?
-ხომ იცი რაც მინდა.
-დაჩი!
-რაც არ მინდა იმას გეტყვი.. შენი წყენინება მაგალითად. ამიტომ წადი ხვალ მშვიდად უნივერსიტეტში და მშვიდად მობრუნდი სახლში.
-ხვალ იმდენი გეგმა მაქვს.. – მიუჯდა მაგიდას. უარესად უნდოდა მისი გამწარება. თვითონ არ არტყამდა წრეს ოთახს?! ძალიან უცებ დაიბრუნა თავდაჯერებულობა, როცა დაინახა, როგორ არ ერჩოდა დანელია. თან მიეცა შანსი მწყობრიდან გამოეყვანა..
ორივე აალებადი არსებები იყვნენ. ერთმანეთს დაწვავდნენ ალბათ.
-თორნიკეც შედის მაგ გეგმებში? – ხელები დააწყო მაგიდაზე. გაეღიმა კიდეც.
-რავი.. ალბათ კი.
-აღარ ვეჭვიანობ უკვე.. – სიდას თითებს წაეთამაშა საჩვენებელი თითით, მაგიდაზე რომ დაუწყო გამომწვევად.
-არც მითხოვია..
-ხო, მარა ხომ გესიამოვნა?! – გამოჰკრა ხელზე საჩვენებელი თითი. უკან წაიღო სიდამ ხელები.-ჰმ?
-გამაღიზიანა. ეს უფრო შესაფერისი სიტყვაა.
-მატრაკვეცა ბავშვი ხარ, სიდა. – ფეხზე წამოდგა. ააყოლა მის მაღალ სხეულს თვალები სიდამ.-კარგი, წაყევი. რაც გინდა, ის ქენი.
-მშვენიერი! – ტაში შემოჰკრა ლამის.-ზუსტად მაგას ვაპირებდი ისედაც.
სიცილ-სიცილით შევიდა ოთახში. თითქოს, არაფერი მომხდარა წეღან..
.
რა თქმა უნდა, არსად არავის არ გაჰყოლია. თორნიკე ასი მეტრის რადიუსშიც კი არ მოახლოებია. არც აპირებდა მასთან რამეს, მხოლოდ დაჩიზე იყო გაბრაზებული, რომ დაუკითხავად მოიქცა ასე. არადა, არ ჩვეოდა მსგავსი ჩარევა. სიდას ისეთ და იმდენ თავისუფლებას აძლევდა, გასაკვირი იყო მისგან მსგავსი საქციელი. ნატას დასკვნები, რომ თითქოს იეჭვიანა…. ნეტავ, მართლა თუ იეჭვიანა?!
გონება არეული დაბრუნდა სახლში. არ მიაქცია აივანზე გასულ დაჩის ყურადღება, არც მიესალმა. დაიბანა და მაკიაჟის მაგიდას მიუჯდა თმის გასაშრობად.
ღია კარში ჩანდა სიდა. ჩარჩოსთან ჩამოდგა დაჩი, თვალი გააყოლა სიდას მოშიშვლებულ მხრებს, ბრეტელებიან მაისურში რომ უჩანდა მოურიდებლად. პატარ-პატარა ხალები ვარსკვლავებივით მიმოფანტულიყვნენ მის პრიალა ზურგზე. მოკლე შორტებში გრძელი ფეხებიც მიმზიდველად უცქერდნენ დანელიას. ბავშვი კი არა, უკვე ლამაზი გოგო იყო სიდა და ამის გაცნობიერებამ კიდევ უფრო მოანდომა მისი თავი დაჩის.
ლიფი არ ეცვა დასაწოლად გამზადებულს, ესეც შენიშნა დაჩიმ. გამაგრებულ ძუძუებს დააშტერა თვალი.
ხალათი მოიცვა სიდამ მაშინვე, მჭიდროდ შეიკრა და ისევ დაბრუნდა თავის ადგილას მაკიაჟის მაგიდასთან. თმას ივარცხნიდა.
-გინდოდა რამე?- სარკეში იყურებოდა მხოლოდ.
-ბარემ ლაბადა მოიხურე და ლოგინშიც ჩაწექი. – ღიმილით უთხრა და ხელები გადაიჯვარედინა მკერდზე.-იქნებ, ასე დაიმალო ჩემგან.
-არ ვიმალები. რატომ შემოდიხარ დაუკაკუნებელად ოთახში?
-შენ ნუ ხარ ასე შიშველი, როცა ჩემთან ერთად ცხოვრობ.-გააგრძელა იგივე ტემბრში და ლოგინზეც ჩამოჯდა დაუპატიჟებლად. კარგად ახედ-დახე სიდამ ამ უსირცხვილოს, თუმცა ზურგი შეაქცია და თმას ჩამოუსვა ხის სავარცხელი.
-ჯერ იქნებ გეკითხა, შეიძლებოდა თუ არა შემოსვლა.
-ჩემს სახლში?-თავი გადახარა გვერდზე, ხელებით ზურგსუკან დაეყრდნო საწოლს. ლამის გაწვა სიდას ლოგინზე.
-ქირას ხომ ვიხდი… ჩემიცაა.-თვალი ჩაუკრა დაჩის.
-სადაა მერე ქირის ფული?! მაძლევს მე ვინმე?
-ნუ მაიმუნობ, დაჩი. გადი, უნდა დავიძინო.
-იყავი დღეს კინოში?- არ მიაქცია ყურადღება, გადავიდა მისთვის საინტერესო თემაზე.
-ვიყავი. – უდარდელად მოიტყუა.
-მერე?
-რა მერე?!
-გაკოცა?-ოდნავ წამოიმართა, სიდამ სავარცხელი მოიმარჯვა ხელში, თითქოს გამოუქანებდა წუთი წუთზე.
-როგორ?!
-თუ გაკოცა-მეთქი.. თორნიკემ?..
-რატომ, შენ საკოცნელად დაგყავს გოგოები კინოში?- ფეხზე წამოდგა და მიეყრდნო მაგიდას. დაჩი ქვევიდან უყურებდა მის ლამაზ, მწვანე თვალებს. ძალიან მოუნდა თვითონ ეკოცნა ახლა მისთვის..
-მე საკოცნელად სადმე წასვლა საერთოდ არ მჭირდება, თან არც კინოში დავდივარ..
-აბა, რატომ იფიქრე?
-თორნიკეა ეგეთი ტიპი.
-რა იცი შენ?!
-ვიცი. პირველკურსელი.. დაბნეული.. რაც გაგონილი აქვს და რაც ურჩიეს, იმას იზამდა. რაო, უკანა რიგები აგირჩია?!
-ზედმეტი ხომ არ მოგდის, დაჩი?-თვალი თვალში გაუყარა ბიჭს.
ისიც წამოდგა ფეხზე.
-მაინც რაში მომდის ზედმეტი?
-ჩემთან საუბარში.
-რატომ? რამე არასწორი ვთქვი?-მიუახლოვდა წამში და ახლა თავისუფლად შეათვალიერა მისი სახე. ხალათს მთლიანად დაეფარა გარუჯული კანი, თუმცა სურნელს ვერ ფარავდა ვერაფერი იმ საღამოს.
-ძალიან ბევრი არასწორი რამ თქვი. როგორ გაგაგებინო, რომ შენ არ გეხება, მე კინოში ვივლი თუ ვინმეს ვაკოცებ..
-რას იზამ?-ჩაეღიმა და ისეთი სასტიკი იყო ეს ღიმილი, მიხვდა სიდა, რომ არ უნდა ეთქვა არაფერი.
-ეგეც გკითხო? ვის ვაკოცებ..
-არის ვინმე.. ვისაც გინდა, რომ აკოცო?-თითი გამოჰკრა მჭიდროდ შეკრულ ხალათს, სულ, სულ ოდნავ შეუხსნა.
-დავუშვათ.. კი.
-ხოო?!-ახლა უფრო მეტარ გამოხსნა ქამარი, ლამის მხრებზე გადაუწია.
-ხელი გამიშვი.-წაეჯაჯგურა მის ხელებს და გადადგა ნაბიჯი, მარა დაიჭირა.
-რატომ მეურჩები?-გაეღიმა დანელიას. ლოყაზე მიეფერა ხელის ზურგით.-ასე ძალიან მოგწონს, რომ ვეჭვიანობ?
-შენ ხომ არ ხარ ეჭვიანი ბიჭი..
-სამაგიეროდ შენ ხარ ცუდი გოგო,-მიაახლოვა სახე, სხვაგან გაიხედა სიდამ მაშინვე. არ მოუშვებდა ამ თავხედს ახლოს, არ მოიკარებდა, არ დანებდებოდა მასთან..
-ახლა იცი რას ვაპირებ?-ნიკაპზე ამოსდო ხელი, სიდამ დაუჭირა თავისი სუსტი თითებით, თუმცა ღიმილით გააშვებინა.
-დამანებე თავი!
-იცი რას ვაპირებ, სიდა?- გადაინაცვლა თითებმა გამობერილ ტუჩებზე. ცერით დაუშორა ერთმანეთს ბაგეები და, მისი წინააღმდეგების მიუხედავად, კუთხესთან აკოცა, კანზე.
ჟრუანტელმა დაუარა სიდას. რაღაც უცხოც იგრძნო მუცელში. ცრემლებით აევსო უნებურად თვალები, ასე ახლოს რომ მოვიდა დაჩი. წამიერად გაუელვა გონებაში იმ ღამემ, როცა მოიტაცეს და მაქსიმის ოთახში ელოდა განაჩენს. მაშინ გაიფიქრა, რომ რაღაც დაემართებოდა ისეთი, რაც სამუდამოდ შეცვლიდა მის ცხოვრებას, ახლაც მსგავსი რამ იგრძნო.
უნდობლობა და შიში.
თვალი მოარიდა დაჩის. იმან დაიჭირა გოგონას თვალებში არსებული ომი, გაასწორებინა სახე და კიდევ ერთხელ აკოცა, ამჯერად შუბლზე. აგრძნობინა, როგორ უნდა ჰქონოდა მისი იმედი ყველა სიტუაციაში და როგორ არ იყო ის ადამიანი, ვინც გულს ატკენდა ოდესმე. თუმცა მარტივი არ ყოფილა ამ აფხაზური სიამაყის დამორჩილება..
მიიღო დამსახურებული მარჯვენა ლოყაზე. მრისხანე, მეამბოხე მზერას შეეცვალა წეღანდელი აწყლიანებული თვალების ანარეკლი. თვალებში ჩააშტერდა დანელიას, იმან თითქოს უსიტყვოდ მოუხადა ბოდიში უწყინარი კოცნის გამო, რომელიც არც კი ყოფილა ტუჩებზე, მაგრამ მაინც სადღაც იქ იყო.. ახლოს..
-არაფერი შეგეშალოს, დაჩი.-დაიჩურჩულა მისივე ტუჩებთან და მსუბუქად გაჰკრა მხარი. ცოტა გაეღიმა მაინც დაჩის. მოეწონა კიდეც ეს წინააღმდეგობა, მისი ბრძოლა და უარი. მარტო დატოვა ოთახში.
უნდა გადაელახა ერთხელაც სიდას. უნდა ეთქვა თავისი თავისთვის, რომ აქ სხვა ცხოვრება იყო, იქ კი სხვა. დაჩი სულ სხვა იყო..




სიდა – ნაწილი მეორე


ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. ნოემბრის მიწურულს ამინდი საგრძნობლად გაუარესდა. ხეებს ფოთლები დასცვივდა, ცას ღრუბელი გადაეფარა და თბილისიც მედგრად დაუხვდა ზამთრის დასაწყისს.
ნატას დაუახლოვდა სიდა.
იმდენად, რომ თანდათან გაუმხილა თავის თავზე რაღაცები. ნატამ ისედაც იცოდა ჭორები მასზე, დანელიაზე, ამ ოჯახზე. უბრალო და საყვარელი გოგონა იყო, ოჯახის გამორჩეული შვილი. ფრთხილად შეაპარა თავისი გათხოვების ამბავი, „ქმრის“ თვითმკვლელობა, მაგრამ თამთას საიდუმლო ბოლომდე კბილებით დაიცვა და მაინც არავისთვის გაიმეტა გასაზიარებლად. ეს მას არ ეხებოდა. თან არც მოსწონდა, როცა ეჭვის თვალით უყურებდნენ ნათლიამისის გრძნობებს…
ფალიაშვილზე ადიოდა ფეხით. ნატა სახლში გაისტუმრა და თვითონ გვიანდელ ლექციას უნდა დასწრებოდა. როგორ ეზარებოდა ახლა.. თავსხმა წვიმაც მაშინ წამოვიდა მაინცდამაინც?! ისედაც მოშლილი ჰქონდა ხასიათი სიდას. თანდათან ბინდებოდა, შავი ღრუბელი ეფარა ცასაც, ახლა თბილ ლოგინში ჩაწოლაზე ნამდვილად არ იტყოდა უარს.
შეაბიჯა თუ არა უნივერსიტეტის ეზოში, წვიმამაც გადაიღო. ამოიყარა თმა ქურთუკიდან, დამძიმებული სახით გაემართა დიდი კარების გასაღებად, თუმცა მხარზე გაჰკრეს სპეციალურად უცხო ხელი.. ნერწყვი გადაყლაპა ხმაურიანად, თორნიკე როცა ამოიცნო.
-გამარჯობა. – მიესალმა ნაუცბათევად და გაქცევაც სცადა, მაგრამ დაიჭირა ბიჭმა.
-სად გარბიხარ, სიდა? არ შეგჭამ. – გაიღიმა ოდნავ. ფრთხილად დააბრუნა უკან და სითბოთი სავსე თვალებით შეხედა სახეზე.
როგორ შეიძლებოდა მისთვის სხვანაირად შეეხედა ვინმეს, სათნოება და სინაზე იკვეთებოდა მწვანე, ბრღვიალა თვალებიდან.
-ლექციაზე მაგვიანდება. – თავი იმართლა მაშინვე.
-ნუთუ?-ჩაეღიმა ბიჭს.-არ ყოფილა შენი შეყვარებული ის ბიჭი. რატომ მომატყუე?! – განაგრძო ისევ ღიმილით.
-თვითონ გითხრა? – დაჭყიტა მაშინვე თვალები. სირცხვილისგან კინაღამ დაიწვა, როცა წარმოიდგინა, რას იფიქრებდა დაჩი ამ ნათქვამზე.
-მე ვკითხე. მაგრამ ისე მიპასუხა, სიმართლე გითხრა, საერთოდ ვერ გავიგე, ვინ ხართ ერთმანეთისთვის.
-მაგას რა მნიშვნელობა აქვს…
-ძალიან დიდი. თუ არავინაა შენთვის, მაშინ..
-არის.-მკაცრად შეაწყვეტინა.-და თუ ვამბობ, რომ მნიშვნელობა აქვს, ასეცაა. ამით არაფერი იცვლება. შენს მოსაშორებლად გითხარი უბრალოდ. არ მინდა, საჩუქრებს მიგზავნიდე ყოველ დღე, როცა ხედავ, რომ აზრი არ აქვს, თორნიკე..
-მაგიტომ მომიქსიე ის? – გაიცინა კვლავ.
-გეჩხუბა?-ჩააშტერდა თვალებში. თითქოს, განზრახ ეძებდა მიზეზს საჩხუბრად დაჩისთან.
-არა. ამიხსნა უბრალოდ.
-აა, – თავი დააქნია სიდამ.-გაიგე მერე ყველაფერი?-გაეღიმა თვითონაც პირველად.
-გავიგე. – თავი დააქნია ბიჭმა.-კარგი, არ დაგაგვიანდეს, ადი. როცა შემხვდები, ნუ გამექცევი, მომესალმე. ჯგუფელები ხომ მაინც ვართ?!
-აუცილებლად. – დაუქნია თავი თვითონაც ღიმილით და კიბეების ავლას აპირებდა, ისევ რომ შეაჩერა ვიღაცის ხმამ.
-კიდევ ამას ეჩალიჩები, ? – მხიარულად ჩამოსდო თორნიკეს უცნობმა ხელი. ეს ბიჭი ნანახი ჰყავდა ლექციებზე, თავი დიდი ვინმე ეგონა ხოლმე და იშვიათად დადიოდა. მაგარი დეგენერატი ვინმე იყო. ვერ იტანდნენ ნატა და სიდა.
-წესიერად, საბა. – უხეშად მოიშორა მისი ხელი თორნიკემ და სიდას თვალებით ანიშნა, ბოდიშიო. უხერხულად გაიღიმა სიდამ.
-რა გქვია შენ? – თავით ანიშნა სიდას, მას რომ ელაპარაკებოდა. ძალიან ამაზრზენი საუბარის მანერა ჰქონდა.
-შენი საქმე არ არის. – უკმეხად მიუგდო და გასვლას აპირებდა, მკლავში რომ ჩაავლო ხელი.
-როგორ, როგორ?
-როგორც გაიგონე.
-დანელიას გოგო არ ხარ.. იმ დაჩის.. იმის რუსი ნაშა ხოა ეს?-ამჯერად თორნიკეს დაეკითხა ბიჭი და კვლავ სიდას დაუბრუნდა მზერით. ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა სიდამ. ბრაზი და სიველურე ერთად იკითხებოდა მის თვალებში, შეურაცხყოფა ვერ აიტანა ასე უპასუხოდ.
-წადი აქედან, საბა. მერე დავილაპარაკოთ.-ხელი მიადო მკლავზე თორნიკემ და მისი მოცილება სცადა, მაგრამ სიდას არ აშორებდა ავ მზერას.
სიდამ უბრალოდ ვერ გაიგო რა უნდა ეპასუხა ამ სამარცხვინოსთვის. იმდენად აუწვა სახე ამ წინადადებამ, ჯერ კარგად გადახარშა თავში, მერე დაუფიქრებლად გაიწია წინადადების პატრონისკენ. დაინტერესებული ბავშვებით გაჩერდნენ მტრულად შეკრებილებთან, ისედაც ყველას ინტერესის სფერო იყო სიდას წარმომავლობა და მისი საეჭვო კავშირი ცნობილი გვარის ოჯახთან. ამას რექტორის შვილიც, საბაც რომ დაემატა, ასმაგად უფრო დამაინტრიგებელი გახდა ყველაფერი.
-ჯერ ერთი, რუსი საერთოდ არ ვარ! – ამოიყვირა გამწარებულმა და სახეში მიახალა სათქმელი.-და მით უმეტეს…
-ერთი და იგივეა მაინც.-ცივად გააწყვეტინა გოგონას.-უყვართ ქართველებს რუსის ქალები..
-რას ბოდიალობ?! – ხელი აიქნია ჰაერში სიდამ.-ვის ელაპარაკები იცი საერთოდ?
-ვის, მეც მაინტერესებს? – ჩამოწია ოდნავ საბა, სიდას გაუსწორდა სიმაღლეში და სახეში ჩააშტერდა.-შენი ბიჭით უნდა დამემუქრო ახლა?
-საბა, გამოდი აქეთ.. – ჩაეჭიდა თორნიკე, მაგრამ მას აუქნია ხელი საბამ და უხეშად მოიშორა. ახლა მხოლოდ სიდაზე იყო კონცენტრირებული. ამ სტუდენტებს კიდევ საქმე არ ჰქონდათ? რას მიაჩერდა ყველა ერთად?!
-რაო, პატარავ, კალოშების მერე კაია ვაკეში ცხოვრება? – სიდას თმა დაიხვია ცერა თითზე და ირონიულად გაუღიმა. ის ავბედითი ღიმილი სახეში შეახმა საბას, სიდა რომ გაიწია მისკენ. რეტიანივით წამოხდა და გასწორდა წელში, მისთვის ზიანის მისაყენებლად იყო თითქოს მზად, მაგრამ თორნიკემ დაიჭირა ბიჭისკენ გაქცეული და ხელებში გამოიმწყვდია.
-კარგი, დამშვიდდი! – მოატრიალა თორნიკემ მკლავებში მოქცეული ბავშვი.
-არ დავმშვიდდები! ვის უბედავს!
-დამშვიდდი, სიდა! ყველა ჩვენ გვიყურებს!
-როგორ ბედავს? – შეშლილივით შეხედა თორნიკეს, უხეშად მოიშორა მისი ხელი და უგულოდ გადაავლო თვალი შეკრებილ საზოგადოებას. არ უყვარდა სიდას ზედმეტი რაღაცები, ბიჭებისგან მით უმეტეს ვერ აიტანდა გადაცდენილ საქციელს. ამ უცნობმა იდიოტმა კი რა უთხრა საერთოდ?! ეგეთი რამ არავის უკადრებია მისთვის ეშერაში. ან მას ვინ გაუბედავდა რამეს? სახეში შემოხედვისაც კი ეშინოდა ხალხს, აქ კი.. აქ კი.. ხან კოცნიდნენ, ხან რას ეძახდნენ და აბრალებდნენ!
ისედაც ხომ საშინელ გუნებაზე იყო? ახლა ასმაგად. სიდას მოულოდნელი თავდასხმით შეშინებული საბა ლამის წამოიწია ბავშვისკენ. თორნიკე გადაეფარა მის სხეულს.
-წადი, საბა. წადი, სანამ დაგიმატე. – დაუმარცვლა სახეში და მკერდზე მიარტყა ხელი.
-რა ხდება აქ?! – თავზე წაადგათ ერთ-ერთი პროფესორი მოჩხუბარ ბავშვებს და ასე აღმოჩნდა სიდაც დეკანატში…
ფეხებს აბაკუნებდა სკამზე ჩამოსკუპებული. ცოტა ზედმეტი მოუვიდა, მართალია. საკუთარ თავთან აღიარა, მაგრამ ვერ მოზომა თავი და ვერც განადგურებულ ნერვებს მოსთხოვდა ბევრს. თავდაცვა იყო მისგან ეს თავდასხმა. შერცხვა კურსელების თვალწინ მსგავსი საქციელის, პროფესორების თვალში კი რეპუტაცია რომ დაიმდაბლა, ახლა ამაზე განერვიულდა. ყველამ იცოდა უნივერსიტეტში ვინ იყო, ვისთან იყო ჩამოსული, რომელ ოჯახის სარკე იყო.. მის უკან ბევრი ადამიანი იდგა.
წინ და უკან დადიოდა ქალბატონი ნათია. ხან სიდას დააჩერდებოდა თავზე, ხან ფანჯრიდან გადაიხედებოდა. რას აყურყუტებდნენ დასჯილი ბავშვივით ამდენს?! პირველად იყო „დირექტორის“ კაბინეტში სიდა. სკოლაშიც არ დასცდენია ფეხი არასდროს, რაღა აქ გაიგიჟა თავი?! კითხვა ვერ შეჰბედა ქალს. აინტერესებდა, როდემდე გაგრძელდებოდა ეს უსაშველო დუმილი და მისი წვალება.
თითქოს თავში რაღაც წამოარტყეს, ისე მოულოდნელად ამოიხედა და მიაშტერდა კარებს. ეგონა, მოეჩვენა ნაცნობი სუნამოს სურნელი და ფეხების ნაბიჯების მონოტონური გადაადგილება. ახლა ნამდვილად გასაქცევად გაუხდება საქმე!
კარი შემოაღო დანელიამ.
რა თქმა უნდა. სხვას ვის დაურეკავდნენ? ის ხომ მისი მეურვე იყო, მისი „მშობელი!“
მაშინვე ჩახარა თავი, როგორც კი შემოაბიჯა ოთახში დაჩიმ. იგრძნო, როგორ დაუთვალიერა ტანი ბიჭმა, ისიც იგრძნო, რა განცვიფრებული სახე ექნებოდა ახლა. იატაკს გაუშტერა თვალი, უნებურად გაევსო წყლითა და დანაშაულის გრძნობით, რომ ვიღაც შეარცხვინა.
-გამარჯობა, დაჩი. – ჩახლეჩილი ხმით, უხასიათოდ მიესალმა ქალბატონი ნათია.
-სალამი.-სიდასთვის თვალი არ მოუშორებია, ისე ჩამოართვა ქალს ხელი.-რა ხდება?
-არ ვიცი მეც. – მხრები აიჩეჩა ქალმა და სავარძელში ჩამოჯდა. სათვალე გაისწორა ცხვირზე.-დაერივნენ ერთმანეთს შუა ეზოში მეხუთე კლასელებივით! გაგვაგებინე, სიდა, რა ხდება.
ვერ ამოიხედა სიდამ. ვერც ხმა ამოიღო. ლოყაზე იკბინა შიგნიდან, რომ არ ეტირა ახლა მათ თვალწინ და კიდევ უფრო მეტად არ შერცხვენილიყო ისედაც დამცირებული.
-სიდა. – თქვა ცოტა ხანში დაჩიმაც. დაელოდნენ კიდევ რამდენიმე წამს, თუმცა მოულოდნელად წამოიჭრა ფეხზე და გაქცევას აპირებდა, წინ რომ გადაეღობა მაღალი სხეული.
-ბავშვივით ნუ მოიქცევი.-ხმადაბლა დაუჩურჩულა. ნაზად ჩამოსვა ისევ.-და თქვი რა ხდება.
-შეურაცხყოფა მომაყენა. – აღიარა ბუტბუტით.
-ვინ?! – ქალბატონ ნათიას გადახედა დაჩიმ.
-საბა. საბა ნიჟარაძემ. ჩვენი რექტორის შვილმა.-ნიშნის მოგებით თქვა ქალმა.
-და რამე მნიშვნელობა აქვს ვისი შვილია მაგას? – თვითონაც მსგავსი კილოთი შეეპასუხა დაჩი.-რა უნდოდა? იცნობ შენ? – ისევ სიდას მიუბრუნდა.
-არა. არ მაქვს კონტაქტი.
-შენი ჯგუფელია, სიდა. – ხმა გაიმკაცრა ქალმა.
-ყველა ჯგუფელს არ ვიცნობ. – ამოიხედა საბოლოოდ და კაშკაშა, ამღვრეული თვალებით შეხედა ქალს მრისხანედ.-მით უმეტეს იმ საბას. არაფერი დამიშავებია..
-ხოო, თმაში ჩააფრინდი ლამის ამხელა ბიჭს. სკოლაში ხომ არ ხარ? – ვერ აკონტროლებდა სასოწარკვეთილ ხმას ქალი.-უნივერსიტეტია ეს. მესმის, რომ პატარა ხარ, მაგრამ ეს რა საქციელია, სიდა? აუცილებლად ბოდიში უნდა მოიხადო.
-რაა?! – ამოიყვირა ლამის.-აქეთ მომიხადოს იმან ბოდიში თავისი თავხედური სიტყვების გამო. არანაირი ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ.
-იცი ვინ არის ის ბიჭი? – სათვალე მოიხსნა ქალმა და მკაცრად შეხედა ფეხზე ამდგარ სიდას.-იცი რა შეუძლია მამამისს?
-და თქვენ თუ იცით, მე ვინ ვარ, ქალბატონო ნათია?-ფეხზე წამოდგა დაჩიც. სიდას დაუდგა გვერდით.
-დაჩი..
-ალბათ ისიც კარგად გახსოვთ, ვინაა მამაჩემი.. თუ ეგრე წყდება აქ მსგავსი ამბები, ჩამოგითვლით ჩემი ოჯახის წევრების თანამდებობებს. დარწმუნებული ვარ, თქვენი წეღანდელი საუბარი სასაცილოდ მოგეჩვენებათ. წამოდი, სიდა. – კარი გამოაღო და პირველი სიდა გაატარა. მერე ისევ ქალს მიუბრუნდა.-ამ ბავშვს თავი დაანებეთ, თორემ უკანასკნელი იქნება ეს დღე თქვენთვის ამ შენობაში. გასაგებია, ქალბატონო ნათია?
-ცუდად იქცევი, დაჩი. ასეთი არ იყავი.
-არც თქვენ იყავით ასეთი.-გაეღიმა მაინც.-გაბოროტებული და უსამართლო.
-ცილს ნუ მწამებ!
-ჩვიდმეტი წლის ბავშვის დაჩაგვრით?! არა. – თავი გააქნია. – თქვენ ხომ აგიხსნეს ყველაფერი თავის დროზე, ვისთვის უნდა მიგექციათ ყურადღება. მამამ ხომ ჩაგაბარა ეს ბავშვი?! ესაა სიტყვის შესრულება? – ვერ მოზომა ტემბრი.-ვერ იყო ის ფული საკმარისი? – გადახარა თავი გვერდზე და ნაბიჯი გადადგა გასასვლელისკენ. ამრეზით გამოხედა ქალის დაფეთებულ სახეს და კარიც ხმაურიანად გაიჯახუნა.
წინ მიმავალს უკან აედევნა სიდა. მკაცრად შეავლო შეკრებილ ბავშვებს თვალი და მათ თვალწინ ჩაჯდა იმ ბიჭის მანქანაში, ყველა ჭორის მიზეზი რომ გახდა.
უსიტყვოდ დაქოქა დაჩიმ მანქანა. ისედაც დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა მასთან, ახლა უფრო მეტად აერია თავგზა სიდას. არ უნდოდა პოზიციების დათმობა, არც ამ სამარცხვინო საქციელის განხილვა უნდოდა დაჩისთან, ვერც აუხსნიდა, საერთოდ რაზე გაუბრაზდა იმ საბას, ვერც მოატყუებდა..
ნეტავ, არაფერი ეკითხა..
ლიფტით ასვლაც საუკუნესავით გაიწელა. ან ეს ბიჭი რამდენ სუნამოს ისხამს?! სული ეხუთებოდა სიდას. გემრიელად ტირილი და დაძინება უნდოდა. არანაირი საუბარი..
თავისი ოთახისკენ გასწია მაშინვე, მაგრამ ვინ მისცა უფლება.
-მოდი ერთი შენ აქ. – ხმადაბლა, გამოზომილი ხმით წამოიყვანა დაჩიმ გოგონა. მისაღებში დაჯდა დივანზე, ხელი დაატყაპუნა გვერდზე, თუმცა მეორე ბოლოში ჩამოჯდა სიდა, მისგან მოშორებით.
-რა იყო. – ჩუმად თქვა მაინც. თავისთვის.
-რა იყო? – ხელი გადაადო დივნის საზურგეს. განსჭვრიტა ბავშვის აღელვებული სხეული.-შენ უნდა მითხრა, რაც იყო ეგ.
-ხომ გაიგონე რაც.
-სიდა!
-რა?! – ამოხედა და ჩაჰხედა პირდაპირ დაჩის. ყველაფერი აგრძნობინა.
-სიმართლე მითხარი. დეტალურად.
-რომ მერე თორნიკესავით ადგე და დაეკითხო?
-და მერე რა?! რა გავაკეთე ეგეთი დაუშვებელი, შენ რომ მაგის წინააღმდეგი ხარ? ვცემე? – ლამის დაიყვირა დაჩიმ.-საქმეები გავურჩიე თუ რა? დაველაპარაკე უბრალოდ. შენ ალბათ არ იცი, როგორ აგვარებენ ცივილურად ადამიანები მსგავს რაღაცებს, გინდა აგიხსნა?
-მამცირებ ახლა? – ფეხზე წამოდგა სიდა. დაჩიც მაშინვე დაუდგა წინ.
-გიხსნი.
-არა. არ მიხსნი არაფერს. მიდიხარ და შენით აკეთებ..
-შენ რატომ არ მითხარი, თუ გაწუხებდა? – თავი გადახარა გვერდზე.-რომ გიგზავნიდა რაღაცებს? კუდში დაგდევდა…
-უნდა მეთქვა?
-არა?! – მიაშტერდა მის მწვანე თვალებს. აგრძნობინა, რომ ვალდებული იყო.-არ უნდა ვიცოდე მე შენი ამბები? არ მაქვს უფლება?
-სხვა რაღაცას გეუბნები საერთოდ..
-რა მოხდა წეღან-მეთქი, გკითხე.-გადაიტანა სხვა თემაზე მაშინვე. ჩამოჯდა და „ხელს გააყოლა“ სიდაც. წინ დაისვა დივანზე, საოცრად აღელვებული..-რა უნდოდა საბას შენთან..
-იცნობ შენ?
-ვიცნობ, კი. რა გითხრა ეგეთი, მისკენ რომ წაიწიე?
-კაიაო ვაკეში ცხოვრება.. – დაიდუდღუნა და ის მთავარი სიტყვები მაინც ვერ გაიმეორა.
-ანუო.. – სველი თმა გადაუწია ყურს უკან სიდას, ააწევინა სახე და ანიშნა, რომ ვერ გამოუვიდა ტყუილების დამალვა.
-შენზე მითხრა.
-რაო ჩემზე? – ხელები დაილაგა მუხლებზე. თავისუფლად შეისრუტა მისი ზღვის სურნელი..
-შენი შეყვარებულობა მომაწერა.
-და მაგიტომ გინდოდა სახალხოდ გეცემა?
-არ ვაპირებდი! – მაშინვე გააპროტესტა.-ეგეთი არ ვარ.
-ხო, შენს ხელს მარტო მე ვიმსახურებ.-გაუღიმა ძალიან სუსტად და სიდას ლოყებიც წითლად შეეფაკლა.
-შენც ხომ არ გინდა ბოდიში მოგიხადო? – ცალი წარბი აუწია ბიჭს.
-რა არ მოგეწონა მერე, ამიხსენი აბა. იმ შენი თორნიკესთვის კარგად კი გითქვამს, ერთად ვართო. – ამ სიტყვებზე უარესად შერცხვა სიდას, სად წასულიყო ვეღარ გაეგო. ლამის ცეცხლი წაეკიდა, დაჩიც არ წყვეტდა მის შერცხვენას. მეტისმეტი იყო ერთი დღისთვის..
-ეგ ისე ვუთხარი.. უბრალოდ!
-იმ გამოს.ირებულმა რა გითხრა ასეთი გამაგებინე და გაგიშვებ.-მიიწია მისკენ და მიუტანა სახეც ახლოს. თავი აარიდა სიდამ. წამოიწია, ადგომას აპირებდა თავისმა ტელეფონმა რომ დაიზუზუნა და ეკრანზე ამოკითხული სახელის გაჟღერებისას დაფეთებულმა გამოხედა დაჩის.
-უთხარი?! – წამოიკივლა და ეკრანი დაანახა ბიჭს. ნათლია ურეკავდა.
-მეღადავები? – შეურაცხყოფილმა დახედა მობილურს.-ისე გირეკავს ალბათ.
-ვერ ვუპასუხებ! – შეშინებულმა დააგდო დივანზე.-დამეტყობა!
-რა დაგეტყობა?
-გაგიჟებული რომ ვარ. მიხვდება!
-დიდი, დიდი მე დამაბრალოს! დაელაპარაკე. – გაეცინა დაჩის და ფეხზე წამოდგა.
-ვერა..
-მე ავიღებ. ბოდიში ხომ მაქვს მოსახდელი?
-რისთვის? – გაკვირვებულმა შეჰკრა წარბები სიდამ.
-მის ნათლულს რომ გავუბედე კოცნა. – თვალი ჩაუკრა და სიგარეტი ამოიღო კოლოფიდან. პირში ჩაიდო და ისე მიმზიდველად გაუკიდა, სიდამ თვალი ვერ მოაცილა წამით.
-ბედავ და ახსენებ, ხო? არ იყო ეგ კოცნა!
-მცემე, არაა პრობლემა. არ შეგეწინააღმდეგები.
-დამცინი შენ მე. – თავისებურად დაასკვნა. გამოტოვებულ ზარს წყენით დაჰხედა და მესიჯი მისწერა მაინც. ისე ვერ დატოვებდა.
„ლექციაზე ვარ“
„ასე გვიან?“ – მოვიდა მაშინვე პასუხიც. ტუჩზე იკბინა.
-რაო, დღის წესრიგი ჩამაბარეო?! – აივნიდან გადმოსძახა დაჩიმ. პირველად გაეღიმა იმ დღეს გულწრფელად გოგონას.
-დაჩი ხომ არ გაწვალებსო.
-უთხარი მერე. მივლის და მეფერება-თქო..
-რაო, რაო? – მაშინვე აესვეტა აივნის კარებთან. მომღიმარ დანელიას თვალი თვალში გაუყარა და ამჯერად სამზარეულოს მაგიდას მიუჯდა. ადგილს ვერ პოულობდა იმ დღეს..
-აბა, მკოცნისო ხომ ვერ ეტყვი პირდაპირ.. – თვალიც ჩაუკრა გოგონას თავხედურად.
-დაჩი! გეყოფა!
-მეტყვი იმას თუ გავიგო ჩემით? – დაუჯდა წინ და ხელებიც დაალაგა მაგიდაზე.
-რაც გინდა ის ქენი. თავხედი!
-შენ ძალიან დაეჩვიე ჩემს გალანძღვას.. რას გწერს ის? ჩაუსელფე და დამშვიდდება!
-ნეტავ, აქ იყოს.. – წამოსცდა უნებურად და ტელეფონის ეკრანს დახედა. ნოსტალგიებში გადავარდა. სახეზეც დაეტყო უსაზღვრო მონატრება და ტკივილი.-ან იქ ვიყო.. ალბათ იქ უკეთესი იქნებოდა, მშვიდად ცხოვრება რომ შემეძლოს. იცი, რა კარგია ჩვენთან? – გამოხედა დაჩის და მაშინვე იმ სიდად გადაიქცა, ნეგას რომ არ აძლევდა მოსვენების უფლებას ეშერაში. სმენად იქცა დანელია. მასაც მსგავსი სიდა მოაგონდა.
-ვიცი.
-არაფერი არ იცი. აქ ყველას მაგარი ტიპი ჰგონია თავი.. ჰგონიათ, რომ რაღაცას წარმოადგენენ. იქ.. იქ ყველაფერს სხვა ფასი აქვს. მიწას.. წყალს… სახლს.. ხალხს ყველაზე მეტად ალბათ. იქ უფრო.. არ ვიცი, ალბათ, უფრო იციან იმის ფასი, რაც აქვთ? ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რაღაცები არსებობს, ვიდრე, მაგალითად, ეს ყველაფერი.. – სახლისკენ ანიშნა დაჩის.
გაეღიმა დანელიას.
ოჯახს ჰგავდა სიდა. არასდროს რომ არ ჰყავდა, ისეთს. პატარას, მყუდროს, მაგრამ საკმარისს. ბედნიერების მიზეზი გახდებოდა ალბათ. არასდროს რომ არ უფიქრია ისეთ რაღაცებზე დააფიქრებდა ეს გოგო. თუკი მოუნდებოდა ოდესმე ოჯახის შექმნა, სიდა აუცილებლად იქნებოდა იმ ოჯახის ნაწილი.
-არ მოგწონს თბილისი? – ჩუმად ჰკითხა. ფარულად მოათვალიერა ყველა მისი ხალი, რაც მოშიშვლებული მხრებიდან უჩანდა. სიამოვნებით დაუკოცნიდა ახლა ყველა ნაწილს, ისეთი საყვარელი და ლამაზი იყო ქარიშხალგამოვლილი.
-როგორ არა.- თავი გადააქნია ღიმილით. უნებურად წაჰკრა ხელი თმასაც. სურნელს გაჰყვა თან დანელიას გონება.-ყველაფერი მომწონს. თავისუფლება პირველ რიგში..
-რომელიც იქ არასდროს გქონია.
-მართალია. – დაეთანხმა თავის დაქნევით.-მაგრამ შებოჭილი არც იქ ვყოფილვარ. უბრალოდ, საყვარელი ადამიანები სადაც არიან, იქ გინდა, რომ იყო შენც. შენ არ გენატრება თამთა?
-როგორ არა.-აღმოხდა მაშინვე დაუფიქრებლად.
-მეც. ყველა მენატრება. რა იქნება, რომ შეგვეძლოს ყველას ერთად.. რა იქნება, რომ არ არსებობდეს ეს ყველაფერი.. ამდენი მტრები, ამდენი სისხლისღვრა, ხომ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა ახლა?
-გინდა შენ ჩვენი ერთად ცხოვრება? – ჩაეღიმა დაჩის. მაგიდას დაეყრდნო იდაყვებით.-რომ შეგვეძლოს უპრობლემოდ წასვლა? დედას რომ შეეძლოს აქ მოსვლა და შენი მონახულება.. გინდა ეგრე?
-მე მინდა, რომ არ არსებობდეს ის მიზეზები, რის გამოც აქ მიწევს ცხოვრების გაგრძელება. იცი.. დღევანდელი ამბავი საერთოდ რა მოსატანია იმასთან, რაც მე იქ გადამიტანია.. ალბათ ფიქრობ, რომ არც კი უნდა მენერვიულა. – თვალს არ აცილებდა დაჩის. ის მას.-იმდენი რაღაც მოხდა.. იმდენი რაღაც ვნახე და გამოვცადე. რისი უნდა შემეშინდეს აწი? იმ დეგენერატი საბასი? არა. ვერა. ჩემთვის ის არაფერს წარმოადგენს. მისი სიტყვებიც არაფერს ნიშნავს. თვითონ ის ადამიანი არ მადარდებს. უბრალოდ.. მე უპატივცემულობა არ მიყვარს, გესმის? – ჟრუანტელმა დაუარა დაჩის გოგონას სიტყვებზე.
პირველად იყო ის ასეთი გულახდილი მასთან.
-რომელიც მე გამოვიჩინე შენთან რამდენიმე დღის წინ?-გააგრძელა თვითონ და ტუჩზე იკბინა. განა სპეციალურად, უნებურად.-არადა, ეგ ყველაზე კარგი რამ იყო, რაც კი გამიკეთებია საერთოდ..
-არ მინდა, შენთან უხერხულობა ვიგრძნო. შენთან განსაკუთრებით არა, დაჩი. შენ ხარ ის ერთადერთი, ვისი იმედიც აქ მაქვს. – თავი ჩამოსწია, საკუთარ თითებს დააშტერდა.-და დღესაც პირველი შენზე გავიფიქრე, შენი მომერიდა.
-არაფერი დაგიშავებია..
-ჩემ გამო შეგაწუხეს დღეს. ცუდად მოვიქეცი, ქვეყანა რომ შეიყარა სისულელის გამო. ბოდიში, რა…
-კარგი, რა, სიდა.. – ამას ვეღარ გაუძლებდა ნამდვილად დაჩი. შეშლიდა ეს ბავშვი და მისი გულწრფელობა.
-ეს მინდა იცოდე, რომ უპასუხისმგებლო არ ვარ. არც უზრდელი. ვიცი, რომ ყველა ჩემი ქცევა შენზე აისახება ავტომატურად. არ მინდა პრობლემები გქონდეს იმ ხალხთან ჩემ გამო.. და არც შენ შეგაწუხონ იმის გამო, რასაც მე გავაკეთებ.
-მე ყოველთვის მეცოდინება, შენ რასაც გააკეთებ. და ყოველთვის დავინტერესდები. მირჩევნია შენ მითხრა ხოლმე, თუ პრობლემა გაქვს. შევთანხმდით?!
-შევთანხმდით. თუ მორჩა ჩემი დაკითხვა, წავალ, დავიძინებ. ხვალ შაბათია და ვისვენებ.
-სადმე მიდიხარ? რა გეგმები გაქვს? მაიკოსთან ავდივარ და წამოდი, თუ გინდა.
-კარგი.. წამოვალ.. რეზიც იქნება?
-დაგვხვდება ვაჟბატონი..
-ეგ გეუბნება ჩემზე ინფორმაციებს, ხო? – სიცილ-სიცილით გააღო საძინებლის კარი. მოულოდნელად გამოუკეთა ხასიათი დაჩისთან საუბარმა.
-ეგეც. – თვალი ჩაუკრა და თვითონ გემრიელად მოკალათდა დივანზე.
ამან უფრო დაახლოვათ. თითქოს ერთმანეთის გაცნობა დაიწყეს.
„დაგირეკო ახლა? სახლში ვარ.“
„რას შვრები?“ – ცხოვრებაში პირველად მოიწერა მსგავსი რამ ლევანმა. წარბები აწკიპა სიდამ. რას ეტყვის, თუ გაიგებს.. რას ეტყვის, რომ გადაუშალოს გული.. რას ეტყვი, რომ მოხდეს რამე..
„მენატრები“ – დაუფიქრებლად აკრიფა და გადმოსცვივდა ცრემლები. „თქვენ რას შვრებით? ნეგამ შეყვარებულის მერე საერთოდ დამივიწყა“
„არადა, გუშინ ამბობდა, სიდას უგემური ყავაც კი მომენატრაო.“ – ამ მესიჯზე ტირილი და სიცილი ერთდროულად აუვარდა სიდას. „კარგად ხარ, სიდა? ხომ არ გჭირდება რამე?“
„ყველაფერი კარგადაა“
„ნუ მომერიდები.“ – აქ ხმაც კი იგრძნო მისი სიდამ. „მე ყველაფრის მოსმენა შემიძლია, თუ შენ გინდა მომიყვე რამე“
„კარგია აქ.. მივეჩვიე. მეგობრებიც გავიჩინე. იცი, რა კარგად ვსწავლობ? კარგი ნიშნები მყავს. ინგლისურიც უკეთ ვიცი ახლა.“
„ყველაფერი ვიცი“
„ზოგჯერ მარტო დავდივარ. ქუჩები ვისწავლე, მათ ენაზეც მეტ-ნაკლებად ვსაუბრობ. თამთას ბიძა და ბიცოლა გავიცანი.. კარგი ხალხია, რაღაც.. ჩვენებურები არიან.“
„ვნახე ფოტოები“ – პირი გამოუშრა ამის წაკითხვისას. ნახავდა! ხომ გააფრთხილეს!
„მერე?“ მისწერა და გული გადაუტრიალდა ლამის, სანამ მოვიდოდა პასუხი.
„ლამაზი იყავი ძალიან.“
„მადლობა“

დილით როცა გაიღვიძა, ლამის ცეცხლი წაჰკიდებოდა საწოლს. ისე ეწვოდა ლოყა და შუბლი, ძლივს გაახილა თვალები. არა, რა იფიქრა?! რა თქმა უნდა, შუა ნოემბერში სველი თმითა და თხელი პალტოთი რომ დასეირნობდა, გაცივდებოდა. ეს წვიმაც მაინცდამაინც გუშინდელ დღეს დაემთხვა.
იმის ძალაც არ ჰქონდა დაჩისთვის დაეძახა. ძლივს წამოსწია თავი, ფეხშიშველმა გაიხედ-გამოიხედა სახლში, მაგრამ არავინ იყო. სხვა რა გზა ჰქონდა, ნატას სთხოვა მოსვლა. თავი უსკდებოდა. ისევ ლოგინში შეწვა და მხოლოდ კარის გასაღებად გალასლასდა ისევ.
-რა დაგემართა? – შეშფოთებულმა შემოაბიჯა აფთიაქის პარკით ხელდამშვენებული ნატა.-ვაა, რა გემოვნებიანი ბიჭი გვყოლია.. – სახლი მოათვალიერა ნატამ.
-ახ, ნატა! რა მოიტანე?
-ყველაფერი, რაც დაგჭირდება. რამდენი გაქვს სიცხე?
-არ ვიცი.
-სადაა გრადუსი?
-მე რა ვიცი!
-აბა, ვინ იცის? სადაა პატრონი ამ სახლის ეგეც არ იცი?
-არა!
-დაურეკე და მოგხედოს, პრეტენზიები რომ აქვს მერე! – მრისხანედ დააგდო პარკი ლოგინზე და იქვე ჩამოჯდა.-რა ლამაზი ოთახია..
-თამთასია.-ძლივს თქვა სიტყვები და მუცელზე გადაწვა.-თითქოს დუღს ყველაფერი.. ცუდად ვარ ძალიან..
-იყავი შენ, მოვძებნი გრადუსს მე.
მართლაც მოტრიალდა ორ წუთში და თვითონ ამოსდო იღლიაში გრადუსი. სიდას ლამის მიეძინა იქვე, რომ არა ნატას ბოლო ხმაზე ჩართული „ტიკ-ტოკი“.
-ვაიმეე! – დაიყვირა მოულოდნელად გოგონამ.-ოცდაცხრამეტი და ორი ხაზი! დაგვერხა, სიდა!
-აუუ… რა ამბავია..
-ყელიც გტკივა?!
-ცოტა.
-უფრო გაგირთულდება. „კოვიდი“ არ გქონდეს? – შეიცხადა ნატამ.-არ გადამდო, თორე მერე მართლა დაგერხა!
-რა დროს „კოვიდია..“ დამწევი დამალევინე და დავიძინებ.
-დაიძინე და მალე გამოკეთდი, თორემ დაგსჯის ის, ლექციების გაცდენა რომ მოგიწევს..
-რატომ გადაეკიდე..
-მევასება, რომ გეუფროსება ხოლმე.-გადაიკისკისა მხიარულად და ასე მიაწოდა წამალი წყლით.
-არ მეუფროსება!-ძლივს დაუბრუნა პასუხი.-რეზისთან უნდა წავსულიყავით დღეს..
-ოჰ…
-არ იცის აქ რომ ხარ, თორემ თვითონ მოვა.-დასცინა მაინც სიდამ და საბანი გადაიფარა თავზე.-იქით ამღერე ეს „ტიკ-ტოკი“. დარჩი ცოტა ხანი, კაი?
-დაიძინე შენ. რამეს მოვამზადებ და შეჭამე მერე. დაჩის არ დაურეკავ?
-არა.. მოვა საღამომდე.
-კაი, მიდი.. არ დავიკარგო ამ ლაბირინთებში…
….
-ვაა, ნატა? – პარკები დაალაგა სამზარეულოს მაგიდაზე დაჩიმ და ღიმილით მიესალმა გოგონას. ერთი ორჯერ გადაიკვეთნენ სიდას წყალობით.
-გამარჯობა, – უხერხულად გაიღიმა ნატამ და მის სახლში მოფუსფუსემ ხელები შეიმშრალა.
-გაგიმარჯოს. როგორ ხარ?
-მე კარგად. სიდას აქვს სიცხე, – მაშინვე აზიდა წარბები დაჩიმ.-სძინავს ახლა და საჭმელს ვუკეთებ.
-რატომ არ დამირეკა?
-არ ვიცი.-მხრები აიჩეჩა.-მე ამოვედი და არ იყო სასწრაფო არაფერი..
-დავხედავ.-უთხრა და ნელა გააღო საძინებლის კარი. შეფუთული იწვა ლოგინში სიდა. ოდნავ ჩამოუწია მხრებზე, კეფაში შეუსრიალა თითები და თავი ამოაწევინა.
-დაიხრჩობი ასე.-ხელი მიადო შუბლზე და ცივი ხელები ოდნავ დაუსვა სახეზე.
-გამანებე თავი..
-გაიღვიძე.. ჩამოვიბანოთ სახე.
-ნატა წავიდა?
-აქ ვარ, – ღიმილით შემოვიდა ნატაც. რამდენი ხანია ამ სახლში ამდენი ადამიანი არ ყოფილა. უნებურად მოაგონდა დაჩის ის შორეული დღეები, თამთას მეგობრები რომ მოდიოდნენ ხოლმე ასე, ძალით წაათრევდნენ სადმე თავის დას.. უცნაურად ახედა ნატას. მერე სიდასაც. გაუცხოება იგრძნო თითქოს სახლის კედლებმა. უცხო ხმა არასდროს გაჟღერებულა ამ ოთახებში აქამდე. თითქოს დაძაბული და მუდამ მოღრეცილი გარემო ერთიანად გამოცოცხლდა. ეგონა, რომ აქ არსებობას აზრი მიეცა.
სიდას მკურნალობა საღამომდე გაგრძელდა. შესაბამისად, დანელიებთან ვიზიტიც გადაიდო. ღრმად ჩასთვლიმა სიდას კიდევ ერთხელ საჭმლის ძალით მირთმევის შემდეგ. ნატას ემშვიდობებოდა დაჩი, ტაქსი გამოუძახა და მისი მიცილება უნდოდა მანქანამდე, თუმცა კარებთან შემოხვდათ ამომავალი რეზი.
უხერხული დუმილი ჩამოწვა წამიერად, მერე ეშმაკურად გაუნათდა თვალები ბიჭს, თვალი ჩაუკრა ბიძაშვილს.
-სად მიდიხარ? – სალამის შემდეგ დახედა ნატას.
-სახლში მიდის.. – დაჩიმ უპასუხა.-მიაცილებ?
-ტაქსი მელოდება.-თვალები დაუბრიალა დაჩის გოგონამ. სუსტად გაეღიმათ ბიძაშვილებს.
-აღარ დაგელოდოს. წამოდი, – ოდნავ გამოიწია რეზი.
-არაა საჭირო..
-საჭიროა და აუცილებელიც. წამო. – დაემორჩილა და მზაკვრულად გამოხედა მომღიმარ დაჩის, ვინც უდარდელად დაჰყურებდა ორივეს კიბეებიდან. თითიც კი დაუქნია ბიჭს, ვიმახსოვრებო. გამხიარულებული შევიდა სახლში. ნატამ თითქმის ყველაფერი მოუმზადა სიდას. მედიკამენტებიც მაგიდაზე დაულაგა, დაჩი დაარიგა, რა შემთხვევაში როგორ მოქცეულიყო.
ცოტა აკლდა შუაღამეს, პიჟამოებში გამოწყობილი რომ გამოლასლასდა ოთახიდან. გაბურძგნული, მოჩაჩული და მოწყენილი მიუჯდა დაჩის გვერდით. ფეხები აიკეცა და თავი მუხლებზე დაიდო. გვერდიდან გამოხედა ბიჭს.
-ოცდა ჩვიდმეტი და ხუთი ხაზი მაქვს. – დაიბურტყუნა ჩაფხრეწილი ხმით.
-დაგიკლებს ცოტა ხანში. თავს ცუდად გრძნობ?
-ისე რა. ნატა წავიდა, ხო?
-წავიდა.
-ორშაბათს ვერ წავალ ალბათ ლექციებზე… – წამოიწყო თავისი გასაჭირი სიდამ. ორშაბათი დღე ყველაზე მეტად ეზიზღებოდა კვირის დღეებს შორის, კაპასი ლექტორების დღეს ეძახდა. მაინც შეაპარა დაჩის, მერე საყვედური რომ არ ეთქვა, თან ჯანმრთელობაც ხელს შეუწყობდა.
-გაგივლის ორშაბათამდე. – უდარდელად გადაიდო ფეხი ფეხზე და კომპიუტერის ეკრანს არ აცილებდა თვალს. მაინც, რას ჩაჰკირკიტებს ამ ლეპტოპს სულ?
-დიდი ამბავი ერთხელ თუ გავაცდინე!
-ეგ თუ გინდა, პირდაპირ თქვი. რათ უნდა მომიზეზება!
-შენ ძალიან ფრიადოსანი იყავი? – მკერდთან გადაიჯვარედინა ხელები სიდამ.
-ძალიან არა, მარა ვიყავი. ისე ვიცოდი მე რაღაცები, დიდად არ მჭირდებოდა სწავლა. თავს არ ვაკლავდი.
-რუსიკო უნდა მოვიდეს ხვალ. ასე როგორ დავხვდე? რამე რომ გადავდო?
-კარგი, სიდა, გააცდინე ეს კვირა.- გაეღიმა დაჩის უნებურად.
-ნებართვა არ მითხოვია. – არ დარჩა ვალში.-ორი-სამი დღე არ დააქცევს ქვეყანას.
-როგორ გაქვს საქმე რუსიკოსთან? ლიტერატურიდან გაკითხებს რამეს? – დახურა როგორც იქნა ლეპტოპი და გვერდით მიუჯდა სიდას.
-არაა, ახლა სხვა წიგნი ავიღეთ. ლიტერატურას ცოტა ხანში დავიწყებთო. წლის ბოლომდე უკვე კარგად მეცოდინება.
-ახლაც იცი. არ ველოდი, – აათვალიერა პიჟამოებში გამოწყობილი სიდა. გაბურძგნული, წაბლისფერი თმა ჩამოჰყროდა მხრებზე. ძალიან ბავშვური იყო და ძალიან ქალური ერთდროულად.
-ნატასთან საუბარი მეხმარება. – არ მიაქცია ყურადღება მის სიახლოვეს, ვითომ არაფერი ისე განაგრძო ლაპარაკი.
-ჩემთან არა? – ჩაეღიმა ეშმაკურად. სპეციალურად გადადო ხელი იმ მხარეს, საითკენაც იჯდა მისი სიცხიანი მდგმური. რატომ აწვალებს? რა უნდა? ეს სახლი ამდენ მოგონებას როგორ დაიტევს, როგორ დამალავს, როგორ შეინარჩუნებს..
-რა შენთან? – წაილუღლუღა სიცხისგან წართმეული ხმით მის სახესთან.
-ჩემთან საუბარი არ გეხმარება… არაფერში?
-ნერვების წაშლაში – კი, დაჩი.
-მოშლაში.. ნერვების მოშლაში.-შეუსწორა ღიმილით. სიდასაც კი გაეღიმა, ისეთი ბუნებრივი იყო დაჩის შესწორება.-ნერვებს გიშლი?
-ძალიან.
-რატომ? რას ვაკეთებ ისეთს? – თმაზე მიეფერა უნებურად. ისეთი დაღლილი და მოდუნებული იყო სიდა, არაფრის თავი ჰქონდა, მასთან შეჯიბრების მით უმეტეს. დივნის საზურგეს მიეყრდნო და ასე აღმოჩნდა მის მკლავში გამომწყვდეული. თვალებიც ეხუჭებოდა ნელ-ნელა.
-ყველაფერს.. არასწორად იქცევი.. – იფანტებოდა მისი ხმა ოთახში. ფეხები დაალაგა ჟურნალის მაგიდაზე, მაგრამ კომფორტულად ჩაადებინეს კალთაში. ბალიშიც გაუსწორა ზურგს უკან და ლამის დაიწვინა ფეხებზე დაჩიმ.
-დაისვენე, გეძინება.
-ოთახში დამაწვენ? – დაიჩურჩულა და გადატრიალდა მეორე მხარეს. უფრო მეტად მისწია თავისკენ დაჩიმ, გაასწორა და თავი დაადებინა საკუთარ ფეხებზე. ბალიშიც ამოუდო ქვეშ. ნაზად მიეფერა მის გახურებულ, აწითლებულ და სიცხიან სახეს. ახლა რომ შეეძლოს.. რამდენი ხანია ასე არავისთვის შეუხედავს.
-დაგაწვენ. დაიძინე შენ.
-არ მომეკარო, თორემ…
-არ შემეშინდა, – მისწია სახე და ზევიდან დააცქერდა.-კიდევ დამემუქრე, აბა.
-თამთას ვეტყვი, როგორ მაწვალებ… – ღიმილი გაეპარა ხმაში სიდას. დაჩის ჟრუანტელმა დაუარა, მძინარე ბავშვი რომ ებუტბუტებოდა გულწრფელად რაღაცებს. სულ სხვანაირი იყო მაშინ, ძველებური, ლაღი, როგორიც ეშერაში იხილა პირველად.
-რას ეტყვი?
-ჩემ შებმას რომ ცდილობ. – დაუფარავად გაუღიმა ქვევიდან და ისედაც წამოწითლებულს მეტად აღარ დასტყობია.
-აგიწია სიცხემ. – გადააქნია თავი. ხელებში აიტაცა მისი ფარატინა სხეული და ღიმილით შეიყვანა ოთახში. სიცხიანსაც კი ზაფხულის სურნელი ჰქონდა, მისი თმიდან იღვენთებოდა ხმელი წიფლისა და ნაძვის სურნელი. შებმას კი არა.. შეყვარებას ვერ აუვლიდა ალბათ გვერდს, ისეთი უნაკლო არსება ეწვინა ახლა ხელებში.
-დაჩი..
-რაო, სიდა..
-ამიწია მგონი.. მცხელა.
-გავიხადოთ? – ხელი ჩაავლო ზედატანის ბოლოებს და ერთი ხელის მოსმით გადახადა ტანზე. არც კი შეუმოწმებია ეცვა თუ არა რამე შიგნით. ბრეტელებიანი მაისური ეცვა სიდას, მაშინვე ამოავსო ოთახი მისმა თაფლისფერმა ხალებმა, შოკოლადისფერმა კანმა, მიმზიდველმა ლავიწებმა. ცივი წყლით დაასველა პატარა პირსახოცი. პროფესიონალივით დაუსვა ცივი ქსოვილი კანზე. ნაზად, რბილად ეხებოდა, არ უნდოდა რამე ევნო მისი სუფთა კანისთვის. ფრთხილად აუწია მაისური, მუცელზეც მოსწმინდა დაღვრილი ოფლი, ზურგზეც შეძლებისდაგვარად გაუსუფთავა. საბოლოოდ, სუფთა ნაჭერი მიადო შუბლზე, სახეც მოწმინდა და მის ნასიამოვნებ გამოხედვაზე თვითონაც კმაყოფილს გაეღიმა.
ვალდებულება – რომ უნდა ეზრუნა მასზე, რომ უნდა მოფრთხილებოდა, ახლა უფრო მეტად იგრძნო. ერთმანეთის გარდა ახლობლები არ ჰყავდათ ამ სახლში, ერთმანეთისთვის უნდა გაეზიარებინათ ლხინი თუ ჭირი. მათი სახეები დაეჩვივნენ ყოველდღე ერთმანეთის ყურებას და დამოუკიდებლად გადაწყვიტეს სამუდამოდ დაკავშირება.
იმედი, ნდობა, დარწმუნება – რომ მოუვლიდა დაჩი.. რომ არ დატოვებდა მარტოს, სიცხიანს.. იქნებოდა ის ერთადერთი, ვინც ღამეს გაუთევდა საშინლად დაცლილსა და ავადმყოფს.. ცრემლებით აევსო თვალები. ალბათ ემოციებისგანაც, უფრო მეტად ტემპერატურისგან. მაგრამ მაინც იმის გამო, რომ დედა გაახსენდა, როგორ უვლიდა ხოლმე ასეთ დღეებში.
-არ იტირო.-ააწევინა სახე. ხელისშემშლელი თმა ერთ მუჭში მოიქცია და ლამაზად შეუკრა კოსად თავზე. ახლა უფრო მეტად გაგრილდა სიდა. დამშვიდდა.. მოსწმინდა თითო-ოროლა ცრემლი თვალებიდან დაჩიმ.
-არ ვტირი. მიწევს ტემპერატურა..
-დაგიწია პირიქით.-გრადუს დახედა ბიჭმა.-გცხელა ისევ?
-არა. უკეთ ვარ. მწყურია..
-მოდი, – მიაწოდა ჭიქა და დაალევინა თვითონ.-ფანჯარა გავაღო?
-არა. დავიძინებ. წადი შენ..
-ვიქნები.
-მაშინ შუქი ჩააქრე. – დაიჩურჩულა.-თუ აქ იქნები.
შეასრულა დანაბარები. ტანსაცმლიანად გადაწვა ზევიდან საწოლზე. სიდა საბანში გამოეხვია და ერთხელაც არ გადმოტრიალებულა მისკენ. ესმოდათ ერთმანეთის მშვიდი სუნთქვა, მათი მეგობრობის ყველა ეტაპის მნიშვნელობა.. ამ ურთიერთობის ფასის გაგება.

მარიკო და ნიკო ქორწინდებოდნენ. დაჩი დანელია მეჯვარედ დაიყენა ნიკუშამ, რა საკვირველია. დილიდან ფუსფუსებდა ოთახში. სიდა მიეხმარა პერანგის დაუთოებაში, ლამაზად გადაკეცა სკამზე და ყავაც კი მოუდუღა საქმიან მეჯვარეს. მიუხედავად იმისა, რომ „იმ“ დღის მერე ცოტათი დისტანციური ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ, მაინც ემეგობრებოდნენ ერთმანეთს. თითქოს, ყველაფერი გასაგები იყო და სიდას „გაფრთხილებას“ ზედმიწევნით ასრულებდა დანელია.
სიდას რეზი წაიყვანდა. დაჩი ადრე იყო გასასვლელი, ჯვრისწერამდე უნდა მოეგვარებინა წვრილმანი რაღაცები.
-შენ რას იცვამ? – მოსვა მისი მოდუღებული ყავა და გააყოლა თვალი ოთახში მოსიარულეს.
-ნახავ.
-მითხარი ახლა..
-არა… საიდუმლოა..
-იმედია, ყველაფერს არ გიფარავს. ანაფორით არ გამოცხადდე მანდ.
-აუ, შენ ვინ გეკითხება, რა!
-ნუ წაიგრძელე ენა!
-დაიმსახურე! არ დაგაგვიანდეს..
-მაჩვენე და წავალ.
-არა-მეთქი, ხომ ნახავ, ნუ ხარ მოუთმენელი!
-თქვენ არ დააგვიანოთ ჯვრისწერაზე. რეზი არ არის ძალიან მოწესრიგებული მაგ ამბავში. – გაიღიმა და ყავის ჭიქა ჩადო ნიჟარაში.-ისე.. მოსწონს ის შენი დაქალი?
-ორჯერ იყო უნივერსიტეტში და ორჯერ ნახა ალბათ სულ. რეზის ეგრე ყველა მოეწონება.
-მაინც არ მაჩვენებ, ხო?
-არა. წადი.
-დაგირეკავთ, როდის უნდა გადმოხვიდეთ. ძაძებით არ მოხვიდე..
-წ-ა-დ-ი.
-გეუბნები, სიდა, გეუბნები! რაც ლამაზია, უნდა გამოჩნდეს..
ძლივს მოიშორა. დაჩის ბრალდება თავისივე ბიძაშვილის მიმართ წმინდა წყლის ცილისწამება აღმოჩნდა. რეზი დათქმულ დროზე ადრე მოადგა დანელიებს სახლს და სამზარეულოში თავად გაიმზადა ყავა. თან სიდას არჩევინებდა ტანსაცმელს. ხან რა გამოატანინა, ხან რა.. ნეგა გაახსენდა მაშინვე სიდას, თან რაღაცით წააგავდა კიდეც ბიჭი მას. ალბათ უფრო ხასიათით.
-მოაკელი სიგრძე, გოგო, რა იყო! სამოცი წლის ქალივით ჩაცმულს არსად წაგიყვან..
-შენ და შენს ბიძაშვილს რატომ გიყვართ ეს აღვირჩახსნილობები..
-ჩახსნილობები არაა ეგ, ახსნილობებია.. ვინ გასწავლა ეს სიტყვა? – გულიანად გაეცინა რეზის.
-შენმა ნატამ!
-აჰ, ჩემმა? როდიდან?
-რა ვიცი, კი ეკეკლუცებოდი იმ დღეს..
-გოგო, საიდან მოიტანე ეს სიტყვები? ნაღდი ქართველივით საუბრობ უკვე! – ცხვირზე დაჰკრა ხელი.-გიხდება ეს.. ლავიწები გიჩანს, მკერდი გიჩანს.. ფეხებიც კარგადაა.. სუპერ გოგო ხარ!
-მადლობა! – გაუღიმა.
-რაო, ვის ვეკეკლუცებოდი?
-ნატას-მეთქი.
-როგორი გოგოა ისე? – სასხვათაშორისოდ იკითხა და აივნის კარი გამოღო.
-მშვენიერი.
-ჰა? გამოდგება რძლად? – გაეცინა.-შეგვეფერება დანელიებს?
-რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს?
-აა, გაინტერესებს შენც, ხო?
-რეზი! – თითი დაუქნია.
-დებილი არ ვარ, ვიცი რომ მოგწონთ ერთმანეთი.-თვალებში უყურებდა ამ წინადადების თქმისას.
-არ გცოდნია.
-იმას მოსწონხარ მაინც. ეგ აშკარაა.
-რა ვქნა მერე, – ხელი აიქნია სიდამ. რეზის არჩეული კაბა შემოდო დასაუთოებელ მაგიდაზე და მზადებას შეუდგა.
-არაფერიც არ უნდა ქნა. გამოგიტყდეს ჯერ. ეგ მაგარი ეშმაკია, – შემოუჯდა მაგიდას და სერიოზული სახით გამოხედა სიდას.-მაგრამ შენ მაინც სხვანაირად მოეწონე, ასე მგონია..
-რეზი, სისულელეა..
-ეგ თავისუფალ ურთიერთობებსაა დაჩვეული. ლამაზი გოგოები უყვარს. შენ რომ აქ ჰყავხარ სახლში და ვერ გექცევა, ისე როგორც მიჩვეულია, ასმაგად უფრო საინტერესო ხდები მისთვის. თან არ ხარ ისეთი, როგორიც სხვები.. და არც ისაა ისეთი, როგორიც შენ გინახავს ოდესმე, სიდა.
-ვერ ვხვდები ეს საუბარი რა საჭიროა. – ხელი შეუშვა უთოს სიდამ.
-ახალი წლის მერე ამერიკაში მიდის.-თქვა უბრალოდ, მაგრამ მაინც ისე, ძალიან რომ ენანებოდა რეზის.
-ხოო? არ ვიცოდი. – პასუხიც მსგავსი იყო, ცოტათი აღელვებული.
-გაუგრძელდა ისედაც დარჩენა. მეტს ვეღარ გაწელავს. თვითონაც სწავლობს.
-მე შევუშალე ხელი..
-ეგ არ ვიცი, მარა წავა მალე. ზაფხულამდე იქ იქნება.-მაშინვე გადათვალა გონებაში ნახევარი წელიწადი რომ ვეღარ ნახავდა დაჩის, სახე მოეშალა წამიერად, მერე მაინც არ გაიფუჭა განწყობა და არაფერი უპასუხა რეზის.
-რატომ არ მითხრა? – დაიდუდღუნა თავისთვის.
-ხასიათი არ გაგიფუჭა ალბათ.. არ გამოგიტყდეს წასვლის წინ, სიდა! – დასცინა.
-ერთ ადამიანს მაგონებ.-დოინჯი შემოირტყა სიდამ.
-ვის?
-ჩემს საუკეთესო მეგობარს. ნეგას.
-ნეგას? იქაურია?!
-ლევანი ხომ იცი?
-ლევანი როგორ არ ვიცი. ჩემი თამთუს ქმარი და შენი ნათლია.
-კი… ნეგა მისი ძმაა.
-აჰ, ისაა, დაჩის რომ ოცლიტრიანი დააცლევინა?
-დიახ, დიახ!
-ევასება ჩვენს ბიჭს ღვინო და ქალები, რა გინდა? – გაიკრიჭა და დაჩის მიერ ამღერებულ ტელეფონს მხიარულად უპასუხა.
მაშინვე ჩაიცვა ტანზე სიდამ არჩეული მოკლე, მხრებზე გადაშლილი კაბა. გამოკვეთილი ლავიწები ეტყობოდა კანზე, მკერდის ღარი იდეალურად მოუჩანდა კაბაში. ტანზე მომდგარი, შავი კაბა ეცვა. მაღალი ქუსლები მოირგო ფეხზე… წითელი პომადა წაისვა ტუჩზე..
-წითელი პომადა დაგაკვდა, ჩემო სიდაჩკა!
-ჩემი ტარება მოგიწევს.. – ფეხსაცმელზე მიუთითა სიდამ შეწუხებული სახით.
-არ იდარდო მაგაზე.. თმას ხომ არ აიწევდი? – უთხრა და თან თავისივე ხელებით აუწია თმა, სარკეში ჩაახედა.
-ჰო, მგონი ასე უკეთესია, არა?
-გადაირევა ის.-თავით ანიშნა ვინც.
-ოოო, გეყოფა, რეზი!
-რას მემორცხვები, გოგო, არ გავცემ შენს საიდუმლოს!
-რა საიდუმლოს ერთი?!
-ჩემი ბიძაშვილი რომ გევასება მაგას.
-ასე კაია? – დაიმაგრა თმაც და ბოლოჯერ შეავლო საკუთარ თავს თვალი.
-იდეალური. წავედით?
-წავედით.
-ხოდა, რას ვამბობდი…
-გააჩუმე პირი, გააჩუმე…
..
ჯვრისწერიდან გამოსულმა შეაჩერა თვალები სასურველ სხეულზე. მხრებზე გადაწეული შავი ქსოვილი კმაყოფილმა შეათვალიერა დანელიამ. ამობურცულმა ლავიწებმა და გამოჩენილმა მკერდმა სრულ აგონიაში ჩააგდო. გაიღიმა წითელი პომადის შემჩნევისას, გაშლილი ხელებით მიუახლოვდა სიდას.
გადაკოცნა.
რეზის მიუგდო ორი სიტყვა, კარგად გამოიყურებიო, და დაიმარტოხელა ლამის სიდა. არ ეუბნებოდა არაფერს.. არც ის იმეტებდა სიტყვებს, არადა ძალიან მოეწონა შავ კლასიკურ სამოში გამოწყობილი ბიჭი. თეთრი პერანგი უხდებოდა დაჩის ნათელ სახეს, მისი ნაცრისფერი თვალებიც მზის შუქზე ელავდნენ მაცდურად.
მხარბეჭიანი, ყელმოღერებული და მედიდური იყო იმ დღეს. სიდას ერეოდა თავში ფიქრები. რეზის სიტყვები დაფრინავდნენ ირგვლივ. რა იქნებოდა, როცა წავიდოდა..
-დაგიჯერებია. – ჩამოყრილი თმა დაიხვია თითებზე და დაუფარავად შეისრუტა მისი სურნელი.-გაგითვალისწინებია…
-ნუ აურევ ახლა..
-არ გაკოცებ. ნუ გეშინია.
-ეს შენ გეშინოდეს, დაჩი. – ცალი წარბი ასწია სიდამ. თავი გადაწია გვერდზე.-და ნუ ახსენებ..
-მაგრამ ხომ არ მიკოცნია? – ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა და მაშინვე შეავსო სიდას მიერ გამოწვეული დისტანცია. -ახლა ასე მექცევი, ეგ რომ გავაკეთო, მერე რას იზამ?
-მერე – როდის?
-მართლა რომ გაკოცებ.-ჩაეღიმა ავად.
-ეკლესიის წინ რას ბოდიალობ! – ანიშნა სიდამ ტაძრისკენ. ლამის გადაიხარხარა დაჩიმ.
-ამ შენმა სიპატიოსნემ ხომ შემშალა! – დასცინა და თავიც გადახარა უკან სიცილით.
-რას ერჩი ჩემ „სიპატიოსნეს?“ – მის ტონში გაიმეორა სიდამ. ამრეზით ახედ-დახედა უკიდეგანოდ სასურველ დანელიას. სიდაც კი ვერ აუვლიდა გვერდს იმ დღეს, ისეთი მიმზიდველი იყო ყველა მისი გადადგმული ნაბიჯი.
-არ ვერჩი. პირიქით.. ძალიან მიზიდავს.
-ურჯულო, ურწმუნო, დეგენერატი ხარ!
-ახლა აღარ გეშინია ტაძრის? – თავით ანიშნა დაჩიმ.-რას იწყევლები? ლევანის ბებიამ გასწავლა?
-შენ საიდან იცი?
-თამთამ მითხრა. ევასება წყევლაო. მან გასწავლა?
-არ ვიწყევლები. და არც ესმა ბებია ამბობს სხვაზე ცუდს უმიზეზოდ. თავი დამანებე, რას მახსნევინებ!
ძალიან სიამოვნებდა მისი შეშლილი სახე. ეშერას თითოეულ მაცხოვრებელს კბილებით იცავდა სიდა, დაჩი კი განზრახ ხან რას მოიგონებდა, ხან რას, ოღონდ ეს სახე დაენახა, რაც სიდას ჰქონდა იმ წამს. მაშინ ისეთი ქალური იყო.. მეამბოხე.
ფოტოების გადაღება გვიანობამდე გაგრძელდა. ყველა წესი თუ ტრადიცია იდენტური იყო იმის, რაც ეშერაში ხდებოდა. არაფერი არ ყოფილა ახალი სიდასთვის. რეზის მანქანაში მის გვერდით დასკუპებული ყველა კამერას უღიმოდა, რომელიც მათკენ იყო მოშვერილი. აქეზებდა რეზის გაესწრო იმ მანქანისთვის, რომელშიც დაჩი იჯდა საჭესთან. ხარხარებდნენ გზაში, მღეროდნენ, ერთობოდნენ და მაინც იქ უნდოდა.. ნეგასთან.. მაგრამ უკვე აქაურობაც უყვარდებოდა. განუყოფელი ხდებოდა მისთვის ეს ადგილი, ეს ხალხი, აღარ არსებობდა მხარეები მისთვის.. მათი გაერთიანება მოუნდა წამიერად.
რესტორანშიც, რა საკვირველია, რეზის გვერდით აღმოჩნდა. პირს არ აჩერებდა უმცროსი დანელია. ლამის ყველაფერი გადმოულაგა თეფშზე სიდას. თავისი ჭკუით იმ სამზარეულოს აცნობდა, რომელიც სიდასთვის ზედმიწევნით ცნობილი იყო.
გაჰკრა წამიერად რაღაცამ.
ეჭვიანობა.. ალბათ სწორი სიტყვა იყო ეს, თუმცა იცოდა, რომ არ ჰქონდა მიზეზი.
-ნუ უყურებ ეგრე, აღარ არიან ერთად! – დასცინა რეზიმ კვლავ. თვალებს აპარებდა სიძე-პატარძლის მაგიდისკენ, მეჯვარეების მხარეს. ერთ მხარეს დაჩი იყო, მეორეგან თიკუნა..
-შენ შემეშვები ამ საღამოს თუ არა? რა გადამეკიდე!
-აუ, ბოდიში, ქალბატონო! – შეიცხადა რეზიმ.-დაგტოვებ ახლა მარტო და მოგიწევს დაჩის დებილი კლასელების მოგერიება.
-ნატა მწერს, რას შვრებიო.. – გადააგორა საუბარი და მესიჯი დაანახა რეზის.
-მიდი, ჩავუსლეფოთ..
-მოდი..
-ეგაა.. ადექი, ახლა, ვიცეკვოთ!
-მოიცა ჯერ. – თავი გააქნია სიდამ.
-შენ მაგარი მოგულავე ხარ, როგორც ვატყობ..
-იცი, რამდენი ხანია არ მიცეკვია? – ნოსტალგიებში გადავარდა სიდა.-ჩემი ბანკეტის დღე იყო ბოლოს. მაგის მერე აირია ყველაფერი..
-დაივიწყე, რა.. მოდუნდი ცოტა.
-თქმა მარტივია.-თბილად გაუღიმა რეზის. მისი ჩახუტება მოუნდა თითქოს. რამდენი ხანია საერთოდ არავისთან ულაპარაკია რას გრძნობდა, როგორ უმკლავდებოდა.. ვერ შველოდა თამთასთან დისტანციური საუბარი, მასთან უნდოდა ახლა ყველაზე მეტად.
სახლი იყო ის თავშესაფარი, სადაც დიდი სიამოვნებით გაიქცეოდა იმ რესტორნიდან. დილას ხომ კარგ ხასიათზე იყო?! ახლა რაღა დაემართა?! რაღა დღეს უთხრა რეზიმაც დაჩის წასვლის ამბავი? ალბათ ამიტომ იყო ყველაზე მეტად გაღიზიანებული.
-ხომ არ დაგველია, ჰა? – მხარი გაჰკრა ისევ რეზიმ. ვეღარ ითმენდა მის მოღუშულ სახეს.
-არასრულწლოვანი ვარ!
-კაი ერთი! – ხელი აიქნია და პირდაპირ არაყი დაასხა ჭიქაში.-ღვინო ხომ არ გირჩევნია?
-რომელი უფრო გამომიკეთებს ხასიათს?
-დანელიების დაყენებული არაყი, რა თქმა უნდა! ჩვენს შეკრებას გაუმარჯოს!
-ჯერ უფლის სადიდებელს ამბობენ, რეზი!
-დალიე ეგ და ნუ ატლიკინებ ენას! გხედავს შენი პატრონი იქიდან, იყურება მკვლელი მზერით!
-მიყუროს რამდენიც უნდა! ჩერჩეტი. – დაცალა ჭიქა და პირი ფრთხილად მოიწმინდა. რეზიმ თვალი ააყოლა სიდას, ლოყები გაწითლებოდა უკვე.
-დიდი ხნით არ წავა, სიდა.. – უთხრა მაინც და ისევ დაასხა სასმელი.
-რა შუაშია ახლა..
-ეს და გავიდეთ საცეკვაოდ. მოვა ის უეჭველი!
-თქვენ.. მე.. გამაფუჭებთ! – თითი დაუქნია რეზის.
-ადე, ადე.. – მკლავში ჩაავლო ხელი და ის იყო უნდა დაძრულიყვნენ სცენაზე, ლამაზი აჭარული რომ გაისმა დარბზში. ისეთი სასიამოვნო იყო ეს ხმა, სიდას ჟრუანტელმა დაუარა მთელ ტანზე. რეზი გაიჭრა გიჟივით სცენისკენ. იმდენი ქნა, რომ ბოლოს აფხაზურიც ჩაირთო..
სიდას საყვარელმა ხმებმა მოიცვა დარბაზი. ერთ ადგილას გახევებულმა მორცხვად შეხედა რეზის, რომელიც უშედეგოდ სთხოვდა სიდას სცენაზე გამოსვლას. თვალები აევსო ცრემლებით, მთელი ცხოვრება ცეკვავდა თითქმის.. ყველა პაუზა, ყველა ილეთი ზეპირად იცოდა. მერე დაჩი დაინახა..
როგორ ჩამოიარა საპატარძლო მაგიდის კიბეები.. თამთა და ლევანი გაახსენდა მაშინვე სიდას. დააკავშირა მათი თავები საკუთართან, მათი დასასრული ამ ამბავთან.. იყო ამ ბიჭში რაღაც ინტიმური, სექსუალური, მამაკაცური.. ღმერთო, რა მიმზიდველი იყო ყველა მისი ქცევა, სიტყვა, მზერა!
თვალებით შეჭამა სიდა. უსიტყვოდ ანიშნა, მეცეკვეო.. ჩემთან მოდიო.. მომიახლოვდიო..
რეზის შეძახილებიც კი არ ესმოდა, იმდენად გადაიკარგა იმ ნაცრისფერ თვალებში. ისეთი ამაყი იყო სიდა.. დაჩი კი ისეთი ლაღი და თავისუფალი. აფხაზური მუსიკის დასასრულს ჩამოუშვა ხელები ორივემ. შუბლზე აკოცა თავის მეწყვილეს დაჩიმ.
-მეტი აღარ დალიო. – დაიჩურჩულა ხმადაბლა და რეზისკენ მისწია მისი სხეული.
-მაკონტროლებ?!
-ამ ერთხელ, კი. – გაუღიმა სიდას.
-შენც არ დალიო მაშინ.
-მე რომ ვსვამ, მაგიტომ გეუბნები.. ერთი ხომ უნდა იყოს ფხიზელი დღეს? მირჩევნია შენ იყო ის ერთი.
-რას დგახარ, იცეკვეთ! – შემოუძახა რეზიმ ორივეს და ძალით დაატრიალა სიდა. დაჩიმ თავი დაუქნია ბავშვებს, მოსაწევად გავიდა გარეთ.. თვალი გააყოლა სიდამ. რას ემკაცრება ერთი დღეს?! თვითონ უნდა იყოს გაბრაზებული!
გაერია სტუმრებს შორის სიდა. ყველა და ყველაფერი გადაავიწყდა წამით. რეზის აჟიტირებულ სახეს ნასიამოვნები შესცქეროდა, უმისამართოდ ტრიალებდა მის მკლავებში. ასე ბოლოს როდის მოილხინა?! ყოველთვის ის ადარდებდა, ვინმე ხომ არ უყურებდა.. ვინმე ხომ არ ამჩნევდა.. მისი ერთი გადაცდენილი ნაბიჯიც კი ოჯახის ყურამდე მიდიოდა, აქ კი თითქოს ყველა ნაბიჯი სწორი იყო. არც ერთ გაღიმებას დანაშაული არ ეთქმოდა. დაჩის ყველა კლასელს ეცეკვა ლამის. ბევრის ყურადღებაც დაიმსახურა. მშვიდად მოაცილებდა ხოლმე რეზი, ისევ თავისკენ დაიბრუნებდა, ვერც ერთი ამჩნევდა, როგორ უყურებდნენ აივნიდან ნაცრისფერი, თბილისური თვალები ორივეს..
უყურებდა სიდას მოხდენილ მოძრაობებს, მისი ტანის მოყვანილობას, ყველაფერს ყურადღებას აქცევდა დანელია. რწმუნდებოდა მის სისუფთავეში. გიჟდებოდა იმის წარმოდგენისას, რომ პირველი იყო, ვინც ასე ბედავდა მის ყურებას.
რეზისთან კიდევ უამრავი ჭიქის მერე გავიდა აივანზე.. გაწითლებული ლოყებით გამოვიდა ცივი ნოემბრის ღამეს. სასმელმა სულ აუშალა საღერღელიც, ემოციებიც, ნოსტალგიებიც..
-დათვერი, სიდა? – რა თქმა უნდა, იქვე იყო. თვითონაც სპეციალურად გავიდა იმ კარით, საითკენაც ეგულებოდა ბიჭი.
მთაწმინდის ღამე და მთაწმინდის მთვარე დაჰყურებდათ ბავშვებს. მის შვილებს. ხელისგულზე მოსჩანდა თბილისი, სამების განათებული ტაძარი, მფარველი და მოსაფრთხილებელი. მტკვარი ზუზუნებდა ახლოს. გუმისთასავით ჩქარი და ამღვრეული იყო იმ ღამით. ყინავდა თითქოს..
-ცოტა.
-ცუდად ხომ არ ხარ?
-არა. – თავი გააქნია თან ბევრჯერ.-მართლა ბავშვი კი არ ვარ. შემიძლია სასმლის ატანა.
-ხო, შეგიძლია.-ღიმილი გაერია ხმაში.
-უბედურის ერთი ხარ, დაჩი დანელია! – თითის დაქნევაღა აკლდა მხოლოდ. მწვანე თვალებში უსირცხვილოდ ირეკლებოდა მომავალი მონატრების მწარე ფერები. დაჩიმ დაინახა ყველაფერი. იგრძნო კიდეც, რამდენს ნიშნავდა მისი ყოფნა აქ, მის გვერდით.
-რით ვერ მაპატიე ის უწყინარი კოცნა? ლოყაზე.. – წამოიწყო და მიიწია მისკენ.
-ეგ რომ გაბედე.. ჩემი ბრალია ალბათ. -უჩვეულოდ გულწრფელი იყო იმ საღამოს. თან გათამამებული.. და ძალიან მიჩვეული ამ ბიჭზე.
-რატომ?
-იფიქრე, რომ შეგეძლო. რატომ?
-არ მიფიქრია, რომ შემეძლო. მინდოდა უბრალოდ.. ბევრად მეტი მინდოდა, მაგრამ..
-არა, დაჩი. გთხოვ, არა..
-რატომ? რა გიშლის ხელს? – ჩააქრო სიგარეტი და მოიქცია მისი სახე ცივ ხელებში. სიამოვნებისგან თვალები მიხუჭა სიდამ.
-ყველაფერი.
-მაინც?
-არ ვიცი. -ჩამოსდო მის ხელებს თავისი.-რატომ არ მითხარი.. ამერიკაში რომ ბრუნდები.
-ისედაც არ იცოდი?
-მაგრამ ახალი წლის მერე.. არ ვიცოდი ეგრე.
-რა შეიცვალა მერე? რა მნიშვენლობა ჰქონდა როდის? – გადაუწია თმა ყურზე. მისი სურნელით დათვრა ლამის დაჩი.. ეს ზღვის სურნელი საიდან მოჰქონდათ ამ ბავშვს..
-მარტო ვიცხოვრო უნდა? – გაფიქრებამაც კი შეზარა.
-მაიასთან იქნები ჩემ ჩამოსვლამდე.
-მაიას ვერ შევაწუხებ.-მაშინვე იუარა.-ვიქნები მარტო. რეზიც მომაკითხავს.. შენ როდის დაბრუნდები?
-არ ვიცი.
-აბა, რა იცი? – დაიწუწუნა. გაიცინა დაჩიმ.
-შენ ვინ გითხრა? – მოაშორა ხელები სახეზე, ზურგით მიეყრდნო მოაჯირს და ჯიბეებში ჩაიწყო ხელები. ნასვამი და მიმზიდველი კაცი ერთდროულად პირველად იხილა სიდამ.
-რეზიმ ახსენა დილას.
-ხომ მიეჩვიე უკვე ყველაფერს.. – დაიწყო სერიოზული ხმით.-თან შენ ხო დამოუკიდებელი გოგო ხარ.. გაუმკლავდები.
-ვერ გავუმკლავდები, – მოარიდა მზერა. იმდენად აშკარა იყო მარტოობასთან მოულოდნელი დაჯახება, ძლიერი გოგონას იმიჯი ცოტა ხანი გვერდით გადადო სიდამ.-უნივერსიტეტში პატარა შელაპარაკებაზეც კი შენ სახელს მეუბნებიან.. შენ რომ არა, ალბათ გამსრესდნენ ისინი! როცა გაიგებენ, რომ აქ აღარ იქნები..
-სიდა. – გააწყვეტინა უჩვეულო ტონით.-რისი გეშინია შენ? გგონია, მოგაკლდება რაიმე სახის ყურადღება? ჩემს ადგილმდებარეობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს..
-უნდა გეთქვა ადრე! – ცოტა ხნის მერე დაილაპარაკა გაჯიუტებით.
-რა მნიშვნელობა ჰქონდა?
-დიდი მნიშვნელობა ჰქონდა!
-მაინც?! – ჩააცივდა და ცალი ხელით მოსწია თავისკენ.-არ მომეჩვეოდი, ხო?
-ეს რა შუაშია..
-მე მოგეჩვიე ძალიან.-გადაუწია ჩამოყრილი თმა უკან. მის მოგიზგიზე ტუჩებს გადაუტარა ცერა თითი.-წასვლა მინდა. მაგრამ შენი დატოვება არა.-მიადო შუბლი შუბლზე. მის ტუჩებთან დაილაპარაკა.
-არ შეიძლება ეს ყველაფერი..
-ჯერ არაფერი მომხდარა.-ლოყაზე აკოცა ფრთხილად. წინააღმდეგობის, გაფრთხილების, ისტერიკების გარეშე. უნდოდა და შეეხო კიდევ ერთხელ, ზუსტად იქ, სადაც მაშინ, მილიონი საყვედურის მიზეზი რომ გახდა. იქვე გაეღიმა დაჩის.
-მარტო ვერ ვიცხოვრებ.. – თავი გასწია სხვა მხარეს სიდამ. დედაქალაქს გადახედა ზევიდან აცრემლიანებული თვალებით.
-არ იქნებო მარტო.
-გამოცდებს ვერ ჩავაბარებ. გაფანტული და უყურადღებო გავხდები..
-სულ ჩემზე აპირებ ფიქრს?! – ახლა უკვე მეორე ლოყაზე მიაწება ტუჩები.
-შენ რომ არ იქნები, მაგრად ვიზარმაცებ. – არახუნებდა სიტყვებს სიდა, თითქოს ამით შეაჩერებდა მის წასვლას შტატებში. გულში ძალიან ეცინებოდა დაჩის, ერთობოდა, მაგრამ.. მაგრამ ისეთი ბავშვური და გულახდილი იყო მის თვალწინ გაჟღერებული გულნატკენი წინადადებები, ყველაფერს გაიღებდა დასარჩენად. ალბათ დათმობდა კიდეც თავის კარიერას, ადრე პირველ ადგილას რომ ეყენა.
-მეტი? მეტი რას იზამ?
-თორნიკეს და საბას დავუახლოვდები. – ყველაზე სასტიკი ვარაუდი დააბრეხვა სიდამ. ხმაურიანად გადაიხარხარა დაჩიმ, ლამის მთელმა ქალაქმა გაიგო მისი.
-არ გადამრიო, – სიცილით ააწევინა მოღუშული სახე და პირდაპირ შეხედა თვალებში.-კინოშიც წაყვები, ხო?
-არ ვყოფილვარ მაშინ კინოში.
-ვიცი. – მიეფერა თმაზე. როგორი დამყოლი იყო ნასვამი სიდა, როგორი გულახდილი..-ჩემს გასაბრაზებლად გამოდიოდი ხოლმე სიტყვით მაშინაც. იმ დაყ.ლევებულ საბასაც ხომ მაგიტომ გადააფარე ხელი..
-თორნიკესნაირი კიდევ ბევრია.. რომელიმეს ხომ გავყვები ერთ დღესაც. თან შენც არ იქნები და ხელს ვერ შემიშლი. – განაგრძო სიდამ თავისი წამოწყებული თამაში.
-ხო, ჩემი კლასელებიც მიემატნენ სიას. – ნიშნისმოგებით თქვა დაჩიმ. აგრძნობინა, რომ უყურებდა და იცოდა ყველაფერი.
-ყველგან გაქვს თვალები?! – ბრაზით გახედა სიდამ.
-ყოველთვის ეგრე იქნება. შენი გამოცდების შედეგებიც მეცოდინება.. ვის დაყვები კინოში ეგეც.. როდის მოგენატრები ეგეც.. – გაეღიმა მზაკვრულად. წელზე ჩაავლო ორივე ხელი. გამოიმწყვდია თავისთან. წინ გახედვა აიძულა, უკნიდან თვითონ აეკრო მათრობელა სურნელთან ერთად.
მწვანე ფერებში განათებული ეშმაკის ბორბალი ირეკლავდა სიდას ჭაობისფერს. დაჩის ნაცრისფერი უშედეგოდ ებრძოდა ორივეს ერთდროულად. თანდათან მიდიოდნენ იმ გზის საწყისისკენ, ორივეს რომ რაღაც მიმართულებით გაუშვებდა ცხოვრება. ცალ-ცალკე, მაგრამ მაინც.. მაინც გადაიკვეთებოდნენ სადღაც უსასრულობაში.
-დაბადების დღეს გილოცავ, სიდა. – უჩურჩულა ყურთან. თმაზე ჩამოუსვა ხელი. ნოემბრის გრილ საღამოს გახდა სრულწლოვანი სიდა. მთაწმინდის მთვარემ წამიერად გაანათა გარემო, აირეკლა სინათლემ დაჩის ნაცრისფერი თვალები, სიდას სისხლისფერი ტუჩები.
-გახსოვდა?… – დაიფანტა ცივ სივრცეში სიდას ხმა.
-საჩუქარი ოთახში დაგიტოვე. ისეთი ვერაფერი მოვიფიქრე, სუნამოა.. შენს სურნელთან ყველაზე მიახლოებული. TOM FORD – private blend soleil blanc eau de parfum..
-მადლობა..
-არ ვიცი, რა გიყვარს.. რა გაგახარებს.. – თან ეფერებოდა თმაზე, თან ესაუბრებოდა.
-ყველაფერი მახარებს.. როგორია ჩემი სურნელი, შენ რა იცი..
-როგორ არ ვიცი, – მის სახესთან გაეღიმა დაჩის.-როგორ არ ვიცი, სიდა.. მაკოცნინე.. – ღიმილით ააწევინა სახე დაჩიმ. დაუკითხავად წაეტანა ტუჩებზე და რბილად, ნაზად შეაერთა მატი ბაგეები.
პირველი კოცნაც აჩუქა თბილისის ხედზე. ჩვენი ქალაქის სიმბოლო ამაყად იდგა მთაზე. აფხაზური და კოლხური სულის მორიგი შეერთება იხილა დედაქალაქმა. ორივე ხომ ერთი ცის შვილები იყვნენ..
აცრემლიანებულ თვალებს თავად მოსწმინდა ცრემლები დაჩიმ. შუბლით მიეყრდნო შუბლზე. ასეთი სასიამოვნო არც ერთი სურვილის ასრულება არ ყოფილა მისთვის. მაინც რამდენი დაუჯდა ამ უწყინარი კოცნის დამსახურება?! ძალიან ბევრი მცდელობა. ღიმილით გადაუტარა თითები მის გამობურცულ, მარწყვისფერ ტუჩებს და სახეზე შეპარული შიშები ლამის ერთი ხელის მოსმით გადაწმინდა მისი სახიდან.
.
ანგელოზის ფიგურა დაკიდა ნაძვის ხეზე. პარალელურად ელაპარაკებოდა თამთას მობილურიდან. თამთამ მიასწავლა სად ინახავდნენ ვეება ნაძვის ხეს დანელიები, თორემ დაჩისთან ქორწილის მერე ნორმალურად არც კი ულაპარაკია. ორივე ისე იქცეოდა, თითქოს არაფერი მომხდარა მათ შორის. არც არსებულა ის ღამე თითქოს.. ალბათ უფრო სიდა იყო თავშეკავებული, მორიდებული, დაბნეული და არეული.
-ჩემი ძმა რატომ არ გეხმარება? – ჩასძახა თამთამ. თვითონაც აწყობდა ნაძვს ეშერაში. აქედანვე იგრძნო სიდამ ნეგას დანთებული ცეცხლის სუნი ბუხრიდან გამომავალი.
-არ არის სახლში. შენ არ გეხმარება არავინ? – ღიმილით მიუტრიალდა მომღიმარ ქალს სიდა.
-ნეგა უნდა დამხმარებოდა წესით, მაგრამ არ ამდგარა ჯერ. პახმელია აქვს.
-ოხ! სულ სად ქეიფობს ის?
-რა ვიცი. ბიჭებმა მიაკითხეს სამსახურში და იქ გაუშლიათ პირდაპირ სუფრა.
-ნათლია რას შვრება? – ნათურა შეაერთა დენზე, კმაყოფილმა მოავლო თვალი ოქროსფრად გაბრჭყვიალებულ ნაძვის ხეს და დივანზე გადაწვა კომფორტულად.
-გაბრაზებული ვარ მაგაზე. – დაიდუდღუნა თამთამ და თვითონაც შეწყვიტა მორთვა.
-რატომ?
-არ დამეხმარა აწყობაში..
-ააა, – გაეცინა სიდას.-სერიოზული მიზეზია!
-იცინე, იცინე! შენ არ გაბრაზებს ის? – მიადგა მისთვის საინტერესო თემას თამთა.
-მაბრაზებს, კი.
-მერე? კაია?
-კაი რა, თამთა.. ნათლიაჩემს სად ეკადრება ნაძვის ხის აწყობა! – სიცილით დაილაპარაკა და თამთას გამეხებულ სახეზე უფრო მეტად გადაიხარხარა.
-დღეს ტესტი გავიკეთე. – მოულოდნელად შეეცვალა სახე თამთას. სიდა სმენად იქცა.
-მერე?
-უარყოფითია. არ მითქვამს მისთვის, არ მინდა უაზრო იმედი გაუჩნდეს. არ მინდა ჯერ ბავშვი, სიდა.-წამოსცდა ოდნავ კანკალით. თავისი შიშები და მოლოდინები სახეზე გამოესახა.
-რატო ნერვიულობ მერე? ხომ იცი, რომ მთავარი შენ ხარ. ის არასდროს მოგთხოვს ბავშვის ყოლას, თუ არ გენდომება. – დასერიოზულდა სიდაც. ახლა მაგრად ჩაეხუტებოდა თავის რძალს, იქ რომ იყოს.
-მე მინდა.. მაგრამ ჯერ არა.-დაიჩურჩულა.-ნეტავ, აქ იყო, სიდა..
-მართლაც..
-რომ ჩამოხვალ, ნაყინის საჭმელად წავიდეთ. ახალი კაფე გახსნეს სოხუმში, პირდაპირ იქ წავიდეთ. მეტი რა ხდება? მომიყევი რამე..
-რომ მიდის.. იცოდი? – ცივად თქვა სიდამ. აშკარა იყო დამოკიდებულება მის წასვლასთან დაკავშირებით.
-ვიცოდი.-ხმა დაადაბლა თამთამ.-ყოველთვის ეგრე მენატრებოდა ხოლმე. არასდროს იყო საკმარისი ის დრო, რასაც ერთად ვატარებდით. ის სულ სადღაც იყო, მეც სულ სადღაც. უაზრობა იყო ეგ ყველაფერი..
-მაიასთან უნდა დარჩეო.
-არ გინდა, ხო, შენ?
-არა. მერიდება.
-მარტოც არ გინდა?
-მარტო მირჩევნია. ნატაც მოვა ხოლმე და რეზიც მომაკითხავს.
-რეზის მეტი რა საქმე აქვს, იქ გაგიჩერდეს! – გაეცინა თამთას.
-რატო ერჩით ამ რეზის და-ძმა?
-რაო, რაო?! – გაისმა ზურგს უკან კარის ჩხარუნი და რეზიც გამოჩნდა. ხელი გადახვია სიდას, კამერაში ჩაიჭყიტა და მილიონი კოცნა გაუგზავნა თავის ბიძაშვილს ახლობელ სამეზობლოში.-რაო, თამთუ?
-როგორ ხარ, რეზი? – უმნიშვნელოდ გაევსო თვალი წყლით. სიდამ იგრძნო მხოლოდ.
-შენი ძმის ხელში, ხომ იცი, როგორც. მუდმივად რეჟიმში!
-ახ, შენი! – თავზე წამოარტყა ხელი დაჩიმ და სიდას აართვა ტელეფონი. ღიმილით შეხედა თავის დას – ყველაზე ლამაზს, განსაკუთრებულს, საიმედოსა და მონატრებულს. მის ოქროსფერ თმას თვალებით მიეფერა შორიდან, მისი სურნელით გაივსო ოთახი.
-ჩამო რა, ახალ წელს, თამთა.. – ხვეწნა უფრო იყო, ვიდრე წინადადება.
-ახალ წელს აქ ვიქნები. – გადაჭრით თქვა თამთამ.-მერე მოვალ.
-როდის დადგება ეს „მერე?“
-როდის გაქვს ფრენა შენ? – ამ კითხვაზე სიდამ სხვაგან გაიხედა. რეზი გამხიარულებული მიუჯდა გვერდით და მხარი გაჰკრა შეუმჩნევლად.
-ხუთ იანვარს.
-კარგი. ახალ წელს რას აპირებთ? სიდა არ მოაწყინოთ მანდ.
-როგორ გეკადრება! – დაიძახა რეზიმ.-ეს აქეთ არ მოგვაწყენს. უნდა გენახა ნიკუშას ქორწილში, არც ერთი სიმღერა არ გამოუტოვებია!
-არც შენ! – ვალში არ დარჩა სიდა.
-აუ, მე ჩემს სკოლელებში გავერიე, ვისთან ვიყავი ბოლოს და რას ვშვრებოდი, კაცმა არ იცის…
-მე მიგათრიე ბოლოს სახლში, ეგ ხო გახსოვს? – ღიმილით გადააბარა ტელეფონი დაჩიმ სიდას, მერე ნაძვის ხეს შეავლო თვალი და რომელიღაცა სათამაშო შეასწორა.
-ვიცი, ვიცი. ვინ დამავიწყებს. რა ლამაზად აგიწყვია, სიდა. როგორც ვაკელებს შეეფერება..
-ახ… – თავი გადააქნია დაჩიმ.
-ხო, რა იყო, აბა დიღმელებს ჩვეულებრივი გვაქვს, სადა. თქვენთან უნდა ბრდღვიალებდეს..
-წავედი, თამთა. – ხელი დაუქნია რძალს სიდამ. თვალი გააყოლა მის მონატრებულ მზერას, სურვილს, რომ აქ ყოფილიყო ისიც და გულში ღრმად ჩაიმარხა ქალის სახე – სამშობლოსგან მოწყვეტილის.
წამიერმა დუმილმა მოიცვა სამივე. დანაკლისმა და სიმძიმე დაისადგურა სახლში თითქოს. მერე ისევ რეზიმ განმუხტა სიტუაცია და სიდას შეახსნა, ახალი წლის სუფრაზე რომ იქნებოდა პასუხისმგებელი.
-ჩემთან შევხვდეთ, – სამზარეულოში გამოჰყვა გოგონას რეზი.
-არ აქვს მნიშვნელობა. – დასთან საუბარმა ხასიათი წაუხდინა დაჩის.
-კაი, შე ჩემა, რა იყო?! სად გირჩევნია შენ, სიდაჩკა? – მხარი გადახვია გოგონას რეზიმ.
-სადაც იტყვით.
-ხოდა, ვიძახი აგერ. ვიგუგუნოთ სახლში, ამოვლენ ბიჭებიც, დავლიოთ, ესა ისა..
-ნატა დაპატიჟეო, მაგას გეუბნება ერთი სიტყვით. – ღიმილით აზიდა წარბები მაღლა დაჩიმ.
-თვითონ დავპატიჟე უკვე, მარა არაო. – დაუბრუნა ღიმილი და ფეხი ფეხზე გადაიდო.-სიდა, შენ თუ ეტყვი..
-ძმა ჰყავს ნატას. უფროსი, – კუთვნილი ყავა დაუდო რეზის მაგიდასთან.-ცოტა მკაცრი მშობლები.
-გიცნობს შენ მისი ძმა?
-ისე რა. ვეტყვი, მარა ვერ შეგპირდები.
-არ გამოუშვებენ? – სახე დამანჭა რეზიმ.
-არა მგონია..
-ესე იგი, ძმა.. – ჩაფიქრდა რეზი.-აუ, დაჩი……
-ახლა თავი დამანებე! – ხელი აიქნია დაჩიმ.
-აუ, დაჩეე…
-დაახვიე-მეთქი!
-გაიგე ვინ არის, რას წარმოადგენს და მერე მივხედოთ მაგ ამბავს უფრო სერიოზულად..
-ნუ ხარ მაიმუნი.-სიდაც მიუჯდა მაგიდას და მათთან ერთად დაიწყო ყავის დალევა. ამას მაინც შეაჩვიეს.. გააფუჭეს ამ ბიჭებმა.
-როდიდან წრუპავ შენ ყავას? – არ მოეშვა რეზი.-აა, ვაკე და ამბები, ხო?
-რატო გადაეკიდე ამ ვაკეს?!
-სვეტია ჩემი ბიძაშვილი და გაგასვეტა შენც. წავედი ახლა მე, რამდენი საფიქრალი მქონია თურმე. ახალ წელს გელოდებით სახლში, გელოდებათ მაია და გივი. მობრძანდი, დაჩი ბატონო, და მოაბრძანე ეს მშვენიერი ქალიშვილიც. და ძალიან გთხოვ, მამაჩემთან არ დაიწყო შენებური გატრა.კება, თორემ..
-წადი. – გააწყვეტინა უნებურად დანელიამ.
-მივდივარ, ხო. სიდა..
-გავიგე, რეზი, გავიგე!
-ერთნაირები ხართ ორივე, ზუსტად ერთნაირები!
რეზის წასვლასთან ერთად დაისადგურა ოთახში დაძაბულობამ. მსუბუქმა, მაგრამ მაინც. გაურკვეველი ურთიერთობის გამო ვერ უყურებდა თვალებში დაჩის, ვერც დააბრალებდა რამეს, თავისივე სურვილით მოხდა ყველაფერი. ასეთ დროს როგორ იქცევიან ადამიანები?
-წავიდეთ რეზისთან ახალ წელს? – დაჩიმ დაარღვია სიჩუმე.
-წავიდეთ. საჭმელი არ გავაკეთოთ?
-ვიყიდე ყველაფერს, არ გაწვალდე შენ. როდის გაქვს გამოცდები?
-შენი წასვლის დღეს მექნება პირველი. ხუთში.-დაადაბლა ხმა.
-მზად ხარ მერე?
-რისთვის? – ორაზროვნად დაუბრუნდა თვითონაც პასუხი.
-გამოცდისთვის. -სკამიანად მოსწია თავისკენ ბავშვი, უკვე სრულწლოვანი, უკვე ჩამოყალიბებული, უკვე თავისი..
-მზად ვარ.
-არ ხარ…
-ვარ.. – გასწია თავი.
-რატომ იძაბები? – ღიმილით გადაუწია ჩამოყრილი თმა სახიდან.
-არ ვარ დაძაბული. ვნერვიულობ გამოცდებზე.
რაღაცის თქმას აპირებდა, თუმცა ტელეფონი აზუზუნდა უსაშველოდ. მაიამ კატეგორიულად გამოუცხადა, რომ ახალ წელს ელოდებოდნენ და არავითარ შემთხვევაში არ განიხილებოდა სხვა ვარიანტი. პირველი ახალი წელი საოცრად სასიამოვნო ადმიანებთან..
დანელიებთან სტუმრობამ ბევრი ემოცია გამოიწვია მასში. დიდი სუფრა იყო გაშლილი, ბევრი ახალი სახე დახვდათ მისულებს. ტორტით ხელდამშვენებული სიდა ლამაზ შინდისფერ კაბაში გამოწყობილიყო. მორიდებით გადაკოცნა ყველა, მისმა ღიმილმა დააგვირგვინა ისედაც განსაკუთრებული და ფერადი დღე.
გაზრდილი იყო. ემოციურად, ფიზიკურად, სულიერად – თითქოს უფრო მეტი ესმოდა ახლა, ვიდრე ოდესმე. მისთვის ასეთი სიმშვიდე ხომ სანატრელი იყო?! თბილისი იყო მისთვის სიმშვიდე, უსაფრთხოების გარანტია, ბედნიერების უფლება და ეს ხალხი.. ვისაც ახლა უყურებდა.. ვინც ლოცავდა გულმოდგინედ.. ეს ხალხი იყო მისთვის მეორე ოჯახი.
რეზის გაუთავებელი მცდელობის მერე დარცხვენილი მოიყვანეს ნატა. როგორღაც მოახერხა დაჩიმ მისი დაყოლიება, სიდაზე უფრო მეტად თვითონ თხოვა და ასე ამოიყვანა სახლში გოგონა. გივიმ ალმაცერად გადახედა ვაჟს, მერე მაიას ანიშნა რაღაც და ასე მიუსვეს რეზის გვერდით საახალწლო სუფრასთან.
დანელიებში გაერია სიდა. ნათესავები, მეგობრები, რეზისა და დაჩის ძმაკაცები.. ერთი ამბავი იყო. თორმეტი საათი სანამ სრულდებოდა, მაშინ გამოცვივდა ყველა აივანთან. რეზის ეკავა ხელში უშველებელი ფეირვერკი და დაჩის ემუქრებოდა, პირდაპირ შენ დაგიმიზნებო.
სიცილის ვერაფრით იკავებდნენ გოგოები, უჩვეულოდ ბედნიერი იყო რეზი..
-მოდი ჩემთან, – მკლავში ჩაავლო სიდას ხელი და გადაჭედილ აივანზე გვერდით დაიყენა. კაცები შიგნით იყვნენ, მხოლოდ ახალგაზრდები გამოვიდნენ სანახაობის საყურებლად.
-რა ხდება? – შეავლო თვალი უკვე კარგად ნასვამ ბიჭს.
-მომხედავ დღეს? – სიგარეტს წაუკიდა თან.
-აქ არ დავრჩებით?!
-მერე ნატა სად წავიყვანოთ.. ჯერ ადრე არ არის?-ჩაიქირქილა.
-მესმის, დაჩი, მესმის.. – მუჯლუგუნი გაჰკრა ბიჭს ნატამ.
-მოდი აქ შენც, – საოცრად მოსიყვარულე იყო ნასვამი. მეორე მხარეს მიიხუტა ნატა.-გაქვს ჩვენთან დარჩენის კურთხევა თუ მაგაზეც ხვეწნა-მუდარა მომიწევს?!
-არა, არ მაქვს.. სახლში უნდა დამაბრუნო..
-დაგაბრუნებ… მაინც აქაა შენი ბოლო, – ჩაეცინა და თავზე აკოცა ბავშვს, მერე სიდასაც. შემდეგ რეზის აუწია ორი თითი, რომელიც გაკრეჭილი უყურებდათ.
-ათი….. – დაიწყო რეზიმ ხმამაღლა ყვირილი.
-ცხრა.. – აჰყვა მისი რომელიღაცა ძმაკაცი.
-სამი.. – ნატა გაათავისუფლა თავისი ხელისგან დაჩიმ, რეზის გადაულოცა ლამაზად. თვითონ სიდა გამოიმწყვდია მკლავებში და ფეიერვერკის გასროლასთან ერთად აკოცა მაგრად ლოყაზე, ყელზე უფრო მეტად, მის სურნელში გაეხვია მთლიანად.
აყალმაყალი, ჭიქების ერთმანეთზე მიჯახუნება..
-მე რომ წავალ.. და მერე რომ მოვალ.. – ყურთან ეჩურჩულებოდა ამ ალიაქოთში.-შენ ისევ ასე უნდა აღელდე ჩემს შეხებაზე, კაი?
-ახალ წელს გილოცავ. – ვერაფერი თქვა სხვა. ვერც შეპირდა.
-არ მპირდები მაგას, ხო? არავის რომ არ გაიჩენ, ეგ ვიცი ისედაც.
-ვითომ რატომ?!
-კაი რა, სიდა. – გაეცინა და ხელი დაუქნია გივის, რომელიც სუფრასთან დაბრუნებას სთხოვდა.-ახალი იცი როგორი ნასვამი ვარ? აიი, შენ წინააღმდეგობებსაც რომ დავიჯერებ, ეგეთი. ნუ მებრძვი, როცა ხედავ, როგორ მოვდივარ შენკენ.. მე ნებისმიერი საუბრისთვის მზად ვარ. ნებისმიერ ადამიანთან.. ნებისმიერ თემაზე. – ყურზე გადაუწია თმა.-მინდა, იცოდე ეს ყველაფერი, როცა აქ აღარ ვიქნები და როცა შენ შენს სახლში დაბრუნდები. მინდა, იცოდე, რომ ჩემთვის უბრალო ახირება არ ხარ.. და იქ რომ არავინ მელოდება, მაგაშიც ეჭვი ნუ შეგეპარება. მე აქ შენი დატოვება მიწევს. ხვდები, რას გეუბნები?
-ვერა.-თავი გააქნია გაწყლიანებული თვალებით. რაღაცის თქმას აპირებდა კიდევ, მის ტელეფონზე რომ გამოჩნდა ფართედ „ნეგა“.
-ნეგააა!!! – ისე ჩაჰყვირა, ლამის სუფრის წევრებმაც გამოიხედეს.
-გავიგონე აქაც, გავიგონე! გილოცავ ახალ წელს, ჩემო პატარავ! – ჩაჰყვირა მობილურში და სუფრას მიუშვირა მობილური. ყველა ერთად ისხდა მაგიდასთან. დედა, ნათლია, თამთა, დემნა და ქეთი.. სხვა დანარჩენები.. ეშერელები.. გული მოუკვდა კინაღამ.
-დედა, – ამოიტირა და მიაშტერდა კამერას.-ნათლია..
-არ სვამ, გოგო? – ნეგამ დაიბრუნა ისევ მობილური.
-მე ვსვამ, მე.. – ჩაიხედა კამერაში დაჩიმ.-როგორ ხარ, ნეგა?
-ააა, რა კაცი, რა კაცი!!! – ღვინის ჭიქა ასწია ჰაერში ნეგამ.-ეს ის ღვინოა, შენ რომ გაგანადგურა..
-იმან გამანადგურა, ჩემი გასიამოვნებს. ჩამოგიტან..
-„აბაროტი“ უნდა ამიღო? – გადაიხარხარა ნასვამმა.-რას შვრებით? სიდა ხომ იქცევა მანდ ჭკვიანად?
-შენ რას შვრები ერთი? – გაგულისდა სიდა.-შენი შეყვარებული სადაა?
-აქაა.-დაანახა ნეგამ.-რაო, ხომ არ ეჭვიანობ?
-სულაც არა.-მკერდზე გადაიჯვარედინა ხელები და ყურადღება არ მიაქცია იმ გოგოს. რა თქმა უნდა, იეჭვიანა! ყველაზე მეტად მაინც ის აწუხებდა, ნათლიამ რომ არ გაიმეტა არც ერთი სიტყვა მათთვის.
-ბიცოლასთან ხართ, დაჩი?-თამთა ჩაერია.
ყველაფერი თავის ადგილას დადგა უცებ მისი გამოჩენით.
-თამთა… – ისე გაწელა დანელიამ, ხელიდან აართვა სიდას მობილური.
-რაო, დაჩი..
-მენატრები, სხვა რა იქნება..
-მეც ძალიან.. რა ხდება მანდ? დაპატიჟა გივიმ მთელი ქალაქი?!
-გივიმ არა და მისმა ვაჟიშვილმა კი.
-შემოხვალთ ახლა თუ დაგპატიჟოთ?-კარში გამოიხედა რეზიმ.-თამთა, ვერ ვასწავლე ამ შენს ძმას სუფრასთან მოქცევის წესები!
სიცილმა გადაუარა ყველას.
-შევიდეთ ახლა შიგნით. – გამოუღო კარი სიდას.-დაქალი არ გაგითხოვდეს, მიაქციე ყურადღება.
-შენს კისერზე იქნება.
-ხო, ყველაფერი ჩემი ბრალია ყოველთვის…
-იმიტომ, რომ შენი ბრალია, დაჩი.
სიტყვა შეასრულა დაჩიმ. ნატა მიუსვა რეზის მანქანაში, თვითონ სიდასთან ერთად დაჯდა უკან. არ დაულევია რეზის, ისეთი აჟიტირებული იყო იმ ფაქტით, რომ სახლში უნდა მიეყვანა გოგონა. არაჩვეულებრივად მოილხინეს, არაჩვეულებრივი საჭმელი მიირთვეს და დანელიების სანაქებო ღვინოც გამოცალეს.
-პირველად ვაკეში წავიდეთ, ხო, დაჩ? – გამოიხედა უკან რეზიმ.
-წინ იყურე!
-ჯერ მე მიმიყვანე. – უხერხულად შეიშმუშნა ნატა.
-ჯერ ისინი, მერე შენ.
-დიღმიდან გლდანში გადასვლას რა უნდა?! ჯერ ვაკეში აპირებ ახვიდე და მერე ისევ უკან დაბრუნდე?!
-სწორად გამოიცანი!
-ტაქსით წავალთ ჩვენ, – წამოიწია დაჩი.
-არა, მე წავალ ტაქსით..
-კაი, გოგო, კაი, -სიცილით უთხრა დაჩიმ.-ნუ ნერვიულობ, არაფერს გეტყვიან სახლში, უთხარი, რომ მე მოგიყვანე.
-იცის ჩემმა ძმამ, რომელია შენი მანქანა..
-უთხარი, რომ ეს ახალია.. – დაიფრუტუნა დაჩიმ და გადაწვა სავარძელზე.
-ხო, რა პრობლემაა, გაგვიჭირდება თუ რა?! – ფარ-ხმალს არ ყრიდა რეზი.
-შენი ბრალია, რეზი! – აუწია ხმას ნატამ.
-გახეული მთვრალი იქნება შენი ძმა! – დააბრეხვა რეზიმ და სიცილით გადაუხვია ფალიაშვილზე.-აი, ჩვენი ვაკეც.. დაიწყეთ თქვენ უკან სუნთქვა?! – გამოხედა ბავშვებს.
-წავედით ჩვენ და არ დახოცოთ თქვენ ერთმანეთი.-გადავიდა მანქანიდან სიდა და დაჩიც გადმოვიდა დინჯი ნაბიჯებით.-ნატა, მომწერე რომ მიხვალ..
-თუ მივედი და ცოცხალი დავრჩი, კი..
-რეზი, – ხელით ანიშნა სარკის ჩამოწევა დაჩიმ. თვალი თვალში გაუყარა ბიჭს.
-ვიცი. – უპასუხა მაშინვე.
-ჩემთვისაა ეს ბავშვი ჩაბარებული.-ნატაზე ანიშნა დანელიამ.-შენ იცი.
უხმოდ აიარეს სახლისკენ ამავალი გზა. შემთვრალი დაჩი ალმაცერად დაჰყურებდა სიდას, ეღიმებოდა, თვალებით ეფერებოდა. თავიანთი ოთახებისკენ წავიდნენ. ორივეს ეტყობოდა, როგორ არ უნდოდათ ახლა ცალ-ცალკე დაძინება.. ალბათ ჯადოსნურმა ახალმა წელმა მათ შორისაც დაისადგურა.
კარი გამოიხურა სიდამ. იმ კართან გაიყინა თითქოს. ნეტავ, უთხრას რამე.. მისცეს რამე მიზეზი, რომ აქ დარჩენას, ამ მარტოობას ჰქონდეს რამე აზრი.
ფრთხილად გამოაღო კარი დაჩიმ. მაშინვე დაეძაბა სხეული სიდას, იმას აეირია ნასვამი გონება. კარის ჩარჩოსთან ჩამოდგა ცოტა ხანი. ნაძვის ხის განათება, მთვარის შუქი და სამზარეულოდან გამომავალი სინათლე ბჟუტავდა მხოლოდ. მათი თვალები ელავდნენ საახალწლო შუშხუნებივით, სურვილი აშკარა იყო ორივე სახეზე.
ნაზად მოათავსა გაყინული ხელის თითები მის კეფაზე. სიამოვნებისგან მიხუჭა თვალები დაჩიმ, როცა თავად აკოცა ლოყაზე, ნიკაპთან ახლოს. მზის ჩასვლას სუნს ღამეული მთვარე ებრძოდა..
-მოდი ჩემთან. – ყელთან მიაწება ტუჩები. კარი თავისით დაიხურა უკან..
-მიდიხარ შენ..
-ვერ წავალ ისე.. შენ რომ არ მოგცე ჩემი დალოდების მიზეზი.-ჩაეღიმა მის ყელთან. ცალი ხელით გადაუწია მხარზე მისი მოხდენილი კაბა და ის ნანატრი ხალები დაუკოცნა მხრებზე, მათი პირველი შეხვედრისას რომ შეამჩნია.
-დაჩი..
-ნუ გეშინია.. – ნელ-ნელა მისწვდა მის ტუჩებზე და თითი გადაუტარა მაცდურად.-არაფერი მოხდება..
-ნასვამი ხარ. – ხელით სცადა მისი გაწევა, მაგრამ საბოლოოდ დანელიას კეფაზე აღმოჩნდა გადაჯვარედინებული ორივე.
-ნასვამი ვარ. მერე?
-ხუთ დღეში წახვალ.
-ხომ მოვალ?
-მარა როდის?!-ამოხედა საოცარი თვალებით. ორივე დაუკოცნა დაჩიმ.-ჩემ პირველ გამოცდას რატომ დაამთხვიე.. მაინცდამაინც მაგას, რატომ!!!
-ჩემო პატარა,-გაეცინა და მოწყვეტით აკოცა ქვედა ტუჩზე. გაეღიმა მაშინვე. სიდამ, ჯერ კიდევ მიუჩვეველმა, სახე მოარიდა. შემოტრიალდა მის მკლავებში და ვეღარ შეხედა..-ჩააბარებ მაგ გამოცდებს. ვერ ჩააბარებ და ჩაგაბარებინებ.-ჩაეცინა ეშმაკურად. ნასვამი იყო, თორემ არასდროს ეტყოდა პრივილეგიებით რომ სარგებლობდა სიდა.
-ანუ?!-მაშინვე შემოტრიალდა გოგონა.
-ჯობია, ჩააბარო, თორემ არ ვიცი, როგორ ხასიათზე ვიქნები იქით..
-დაჩი დანელია!!
-გისმენ, გისმენ.. – გადააწევინა სახე სიდას. ნატიფ თითებზე დაასვენა მისი უნაკლო სახე.
-ყველა ლექციას გავაცდენ… ყველა გამოცდას ცუდად დავწერ.. ყველას გავეპრანჭები უნივერსიტეტში..
-ყველაფერს გავიგებ.-შეაშველა დაჩიმ.-ხომ იცი.
-დიახაც, გაიგე!
-და რა გინდა მერე? – ნელა წაიყვანა საწოლისკენ. ტანსაცმლიანად გადაწვა ორივე, სითბო და ჯადოსნური ახალი წელი დაიარებოდა ოთახში. უკნიდან მიეხუტა გოგონას და გემრიელად ჩაესვენა მის თმაში.-სიდა..
-ხო.. – ხმა გაუტყდა სიდას.
-ტირი ახლა?
-არა!
-რა გატირებს, გოგო, – მის თმაში გახვეულმა ამოიბურდღუნა.-ჯარში ხომ არ მივდივარ..
-არ ვტირი და არც შენი წასვლა მაწუხებს დიდად.
-რა გაწუხებს აბა? ან ვინ?
-ზაფხულის არდადეგებზე ეშერაში ვბრუნდები. – დაიჩურჩულა ხმადაბლა. ცოტა ხანი არაფერი თქვა დაჩიმ.-იქ უკვე ყველაფერი მოგვარებულია. არაფერი მემუქრება. თუ დედამ მთხოვა, რომ დავრჩე, უნდა დავრჩე.
-ტყუილად იწვალე აქ? ტყუილად ისწავლე ამდენი? რომ ისევ იქ დარჩე. – გადაუყარა სახიდან თმა. ნასვამს უკვე ეხუჭებოდა თვალები.-შენ რა გგონია, ეგრე გაგიშვებ..
-შენ რა უფლ..
-გოგო.. მე მაქვს უფლება.. ყველაფრის.. რაც შენ გეხება. – უკვე ვეღარავინ დაითვლის რამდენჯერ მიეფერა მკლავებზე. რამდენჯერ შეეხო ამ უკარებას, მეტიჩარას, რამდენჯერ დაარღვია მისი სიმშვიდე და გულის ცემა.-მე რომ მივდივარ, ეგეც იმიტომ, რომ მერე ისევ აქ დავბრუნდე. დანარჩენზე მერე დავილაპარაკოთ, როცა ისევ შევხვდებით.. ხომ ვიცი, მილიონი ადამიანი მექნება გადასალახი.
-რაზე უნდა დავილაპარაკოთ ერთი? – შემოტრიალდა და შეხედა თვალებში.
-ჩვენზე.
-ჩვენზე?! და რა უნდა თქვა?!
-გეყვარები უკვე, როცა მოვალ.-დარწმუნებულმა ამოიდო ხელი თავქვეშ. სიდამ შეშფოთებულმა ამოხედა.
-არა. – გადაჭრით თქვა სიდამ.
-მაკოცნინებ? – გადმოიწია ოდნავ. ზევიდან დახედა ბავშვს.-თუ არ გიყვარვარ და ვერა?!
-რატომ მკოცნი.. რა გინდა, დაჩი. წადი და დავისვენებ.-ასე რომ ლაპარაკობდა თვითონ, მაშინ გაიაზრა რამდენად ენდობოდა თუნდაც ნასვამ დანელიას, საწოლში ეწვა გვერდით და… მართლა შეუყვარდებოდა ასე.
-შენ რატომ მაძლევ უფლებას.. – შეასრულა მაშინვე მისი სიტყვა.-შენ რატომ არ მეუბნები, რომ არ გინდა.. მაგიტომაც, სიდა.. მაგიტომაც გკოცნი მეც.. ეგ მინდა მეც ზუსტად.
ხუთი იანვარის დადგომა კი არა, იმ ღამის გათენებაც კი შეეზარა სიდას. ძლივს დაიძინა ხმაურიანმა დედაქალაქმა. დაჩის დაუძახეს მეორე ნახევარსფეროდან, სიდას ელოდნენ ახლოს, თავის სახლში.
რამდენი რაღაც უნდა მომხდარიყო ჯერ კიდევ, სანამ ისევ შეხვდებოდა ადამიანს, ვინც დაეხმარა გაეგო საერთოდ, რას ნიშნავდა ნამდვილი თავისუფალი ცხოვრება. ალბათ, ესეც გაკვეთილი იყო. ალბათ, ესეც უნდა გადაელახა..


ნაწილი მესამე - დასასრული

სიდა – დასასრული
ხუთი რიცხვის გამოცდიდან დამძიმებული, დაღვრემილი და იმედგაცრუებული გამოვიდა. მისი ფიქრები ახლა თვითმფრინავში მყოფ დანელიასთან იყო. მკერდთან გადაჯვარედინებული ხელებით დახვდა რეზი დერეფანში. ეჭვნარევად აათვალიერა სიდას აღელვებული სახე და მაშინვე მიიხუტა გვერდულად.
-რას ჩამოგტირის სახე? რა მოხდა?
-ცუდად ვწერე.-დაიჭყანა.
-ხოო?! – თვითონაც მსგავსი სახე მიიღო რეზიმ.-დაგვერხა, არ დაბრუნდეს ის.
-შენ როდის გაქვს გამოცდები? – მასთან ერთად ჩაიარა კიბეები და მანქანაშიც მოთავსდა მგზავრის ადგილას.-გაქვს საერთოდ გამოცდაზე გასასვლელი ქულა?
-აუ, ის ხო წავიდა, მაგრამ დამიტოვა აქ მეთვალყურე! არაა ეს უნივერსიტეტი საჩემო!
-აბა, რაც საშენოა, იმას რატომ არ აკეთებ?! – შეუტია სიდამ.
-დავბრუნდები მარტში ვარჯიშებზე. თამაშს გავაგრძელებ.. – წაილუღლუღა რეზიმ, მეტისმეტად მტკივნეული იყო თავისი კარიერის ამბები. სიდას ახსოვდა დაჩის ნათქვამი, მაიასგანაც გაუგია, როგორ ნერვიულობდა შვილის ბედზე. ერთი შეხედვით მოუსვენარი და ცანცარა ტიპი ჩანდა რეზი დანელია, თუმცა მასაც ჰქონდა თავისი წილი სადარდებელი.
-გააგრძელე, – დაარიგა სიდამ.-მაიამ თქვა, რომ ერთ-ერთი საუკეთესი იყავი გუნდში. რატომ დაანებე თავი?
-გივის არასდროს მოსწონდა ჩემი ბურთის თამაში. ეგ იყო მაგის ოცნება, რომ უნივერსიტეტში მესწავლა.. ხო იცი, მსგავსი სისულელეები… მეც დავუჯერესავით. მაინც არ დავდივარ, არც არაფერში მჭირდება. ვერ მომცემს ეს ადგილი იმ ცოდნას, რაც ოდესმე რამეში გამომადგება. რაც საკმარისია, ისედაც ვიცი. არაა სავალდებულო დიპლომი მქონდეს მაინცდამაინც! ვიყიდი თუ საჭიროა, – ჩაეცინა ბოლოს.
-ყველაფერს ფულით ვერ მოაგვარებ, რეზი.
-კაი ერთი, – გადმოხედა სიცილით. – აბა, რითი მოვაგვარებ? ვისწავლი, დავსაქმდები, დიდი ბიჭი გავხდები?!
-თუ ეგრე იზამ, მხოლოდ მამაშენი დარჩება მაგით კმაყოფილი. შენ სად ხედავ საკუთარ თავს?
-მე? – აუყვა მელიქიშვილის გამზირს რეზი.-მე „სანტიაგო ბერნაბეუზე..“
-ნუთუ?-პირველად გაეღიმა სიდას.-ნატა რომ „ბარსელონას“ ფანია…
-უგემოვნოა, ვიცი.-თავი გააქნია.-ამ ამბავში.
-მერე მანდ რომ აღმოჩნდე მაგისთვის, უნდა გადადგა ნაბიჯები.
-დაგავალა, ხო, აკონტროლეო? – მოსწყვიტა გზას თვალი და მთელი სხეულით მიბრუნდა სიდასკენ.
-ისედაც გაგაკონტროლებს.-დაუბრუნა პასუხი და ანიშნა გზისთვის ეყურებინა.
-როგორ დაშორდით თქვენ? რაო, არ გამოგიტყდა?
-რეზი!
-რა იყო, მომიყევი, ხომ ვარ შენი დაქალის როლის შემსრულებელი?
-არ ხარ.
-ვარ.
-არაფერი.. დავემშვიდობე და ეგაა სულ. აეროპორტშიც არ გამიყოლა, ხომ გესმოდა.
-არ უყვარს მაგას სენტიმენტები. ვერ ნახე, როგორ გაგიჟდა, თამთა რომ ჩამოვიდა?!
-როგორ ენატრებოდა თამთას.. – გაახსენდა მათი შეხვედრა, მათი თვალები ერთმანეთის დანახვისას. ახლაც ისეთი სასიამოვნო გრძნობა ეუფლებოდა, როცა იცოდა, რომ სახლში ასვლისას დახვდებოდა სახლის პატრონი – თავისი თამთა..
-მართლა ცუდად დაწერე ის გამოცდა თუ არ დავარეკვინო გივის განათლების სამინისტროში?! – ცხვირზე დაჰკრა ხელი და ასე შეუშვა პირველი ლიფტში.
-იმედია, არ მოგიწევს არსად დარეკვა.. – უპასუხა ღიმილით და შეაღო სახლის კარი, იმ სახლის, თამთას ღვთაებრივ სურნელს რომ მოეცვა იქაურობა.
დაჩის გასაცილებლად წინა დღეს უკვე თბილისში იყო თამთა. რა გული გაუძლებდა ძმის ისე გაშვებას?! რა გული უნდა ჰქონოდა, იქ რომ დარჩენილიყო და აქ ასე უპატრონოდ დაეტოვებინა თავისი ერთადერთი დედმამიშვილი. მაშინვე დასვეს ენგურის ხიდზე ეშერელებმა, იქიდან კი მალევე აღმოჩნდა საკუთარი სახლის კარებთან.
თბილისთან შეხვედრას შეხვდა ისე, როგორც სამშობლოსგან მოწყვეტილი ადამიანები ხვდებიან ხოლმე – სამშობლოს. ყველაფერი გენატრება მაგ დროს ადამიანს, ჩამოსვლისას კი ინაზღაურებ. ბევრი ტკბილი თუ მწარე მოგონება ჰქონდა ამ ადგილებთან თამთას. უყვარდა ქალაქის ვიწრო ქუჩები, ძველი უბნები, თავისი სახლი ხომ ყველაზე მეტად ალბათ. სახლი, სადაც დედა ცხოვრობდა.
სიდასა და დაჩის ყველა ერთმანეთისთვის ნათქვამი სიტყვა გაანალიზა გონებაში, მათი სხეულების სიახლოვესაც კი ეჭვნარევად უყურებდა. თითქოს, ყველაფერს მიხვდა. ეღიმებოდა დაჩის გაქცეულ მზერაზე, სიდას დარცხვენილ და უკვე მონატრებით სავსე თვალებზე, მან ხომ ყველაზე უკეთ იცოდა, რას ნიშნავდა დაგეთმო ადამიანი, ვინც გეიმედება.
ცოტა ხანი სახლში გაუჩერდა თამთა. აინაზღაურა აქ არ გატარებული დღეები. დაიარა სანათესაო, ძველი მეგობრები, მაიასა და გივისთან ხომ თითქმის ყოველდღე აჰყავდა რეზის. მიადგა რკინის კარებსაც..
ალბათ, ძალიან ბევრი იფიქრა, საერთოდ მივიდოდა თუ არა მანდ – იმ ადამიანთან, რომელმაც გაწირა, დათმო, მამობა ვერ გაუწია..
ვერ შეჰბედა არ ნახვა. ვერც დაჩიმ.
წასვლამდე ერთად ინახულეს მამა. მამა, რომელიც არ იყო ღირსი ჰყოლოდა მსგავსი შვილები.
თამთამ თავი ვერ შეიკავა მის ნახვაზე. ცრემლები თავისთავად წამოვიდა მისი თვალებიდან. დაჩის ჰქონდა მოყინული, გულგრილი და ნატკენი სახე. თამთა სამყაროში ყველაზე მეტად უყვარდა და მისთვის გამოტანილი განაჩენი მამას ვერ აპატია ვერაფრით. ის რომ არა… ხომ აქ ეყოლებოდა თავისი და?! ის რომ არა, ხომ არ ეტკინებოდა თამთას ამდენი?!
ვერაფერი მოუხერხა გრძნობას მამის მიმართ, რასაც გრძნობენ ზოგადად ბიჭი შვილები მშობლის მიმართ. რიდს, პატივისცემას, სიყვარულს – გულში ღრმად მიჩქმალულ გრძნობებს ვერ გამოხატავდა აშკარად. ასე ერთ ოჯახად შეკრებილნი ბოლოს არც ახსოვს როდის იყვნენ. ნეტავ, არ ყოფილიყო ყველაფერი ასე..
ნეტავ, ბედნიერი ოჯახი ჰქონოდა დაჩის..
მამას დაუბარა წასვლის ამბავი. გაკვრით ახსენა იმ ბავშვის ბედი, ვისაც დაეხმარა თვითონ.. უფროს დანელიას ციხემ დაატყო თავისი კვალი. სამი წყვილი ნაცრისფერი თვალებიდან ყველაზე ჩამქრალი თვითონ ჰქონდა. ყველაზე უარაფრო და მტკივნეული.
გადაეხვივნენ მამას ბავშვები. მიატოვეს ციხის ცივ კედლებში გამომწყვდეული და ხელიხელ ჩაკიდებულები გავიდნენ საპყრობილედან. თვალი გააყოლა შვილებს კაცმა. მიუხედავად ყველაფრისა, იცოდა, რომ კარგები გაიზარდნენ, იცოდა, რომ ბედნიერება ფეხდაფეხ მიჰყვებოდა თავის დატანჯულ შვილებს. მაღალი ღმერთი მათ მაინც უბოძებდა საუკეთესო მომავალს..
.
როგორც კი წავიდა თამთა თავის სახლში, სიდასთვის ყველაზე სასტიკი დღეები დაიწყო. თავიდან ვერ მიეჩვია მარტოობას, ვერც რეზი უვსებდა იმ დანაკლის, რასაც დაჩის გარეშე ცხოვრება ერქვა. ცდილობდა არ ეფიქრა, ცდილობდა, დაევიწყებინა ის დღე, როცა მათ შორის აშკარა გრძნობები გაჟღერდა.
დაჩი იშვიათად რეკავდა. ძირითადად, რეზისგან იცოდა, რას შვრებოდა სიდა, რა ხდებოდა მის ცხოვრებაში, თუმცა სიდას ათასში ერთხელ მაინც მოიკითხავდა. ხედავდა მის ფოტოებს სოციალ ქსელებში, მაიასთან რომ დადიოდა, ისიც იცოდა.. ზოგჯერ რომ იქ რჩებოდა, ეგეც. რეზისთან ერთად როცა ცხოვრობდა სიდა, უკვე ყველაფრის საქმის კურსში იყო. როცა რეზის არ ეცალა, ნატა მოდიოდა ხოლმე დასარჩენად.
რეზი დაუბრუნდა კლუბს, დაუბრუნდა იმ ცხოვრებას, რომლის დიდი ხათრი ჰქონდა ერთ დროს. დადიოდა ვარჯიშებზე, თამაშებზე, წარმატებული სეზონიც ჩაატარა.
ნაკრებში გამოიძახეს.
მაშინ პირველად იყო სიდა საქართველოს ნაკრების თამაშზე. პირველად იხილა ამდენი ქართველი, ასე ერთ მუშტად შეკრული, ერთად. დამნაშავესავით აედევნა კუდში ნატას, ნიკუშასა და მარიკოს, დანელიების დანარჩენ მეგობრებს და ასე აღმოჩნდა დინამო არენაზე.
ხალხის ემოციები, ქვეყნის მსგავსი სიყვარული, ერთიანობა – არასდროს გამოუცდია სიდას. აცრემლებული ახალგაზრდები, ხელში აღმართული დროშები და გულწრფელი ოვაციები კიდევ უფრო მეტად არწმუნებდა მას, რომ სანდო ხელებში იყო.
უსაფრთხო ქვეყანაში იყო.
ამ ხალხმა მიიღო გასაჭირისას.
ქალაქის ყველა კუთხე კუნჭული მოატარა რეზიმ. თითქმის ყველაფერი ასწავლა, რისი სწავლება დაჩის გადაავიწყდა ან ვერ მოასწრო. ვერავინ იფიქრებდა, რომ ამ ქალაქში ადრე არ უცხოვრია, იმდენად გაერია ხალხში. უკვე კარგ ხინკალზეც კი ეწუწუნებოდა მეგობრებს..
გამოცდები ჩააბარა. ერთადერთ ლექტორს დავიწყებია ქულის შეტანა და სისტემაში ავტომატურად მოინიშნა ჩაუბარებლად. მხოლოდ მაშინ ინება კეთილი ბატონმა დაჩიმ და სიდასთან დარეკა.
-იდიოტი! – ლანძღავდა ნატასთან ბიჭს.-ერთხელ დარეკა და ისიც რის გამო?!
გაზაფხულზეც წარმატებით დახურა სემესტრი. პირველი კურსი უკან მოიტოვა. დაემშვიდობა თავის მეგობრებს, საყვარელ ოჯახს, ვისაც მშობლების როლი შეეთავსებინა მისთვის და ასე მოთავსდა რეზის მანქანაში, რომელიც ენგურის ხიდისკენ მიისწრაფვოდა.
-გენატრება, არა? – გააჩერა მანქანა ბიჭმა და უსასრულო ხიდს თვალი გააყოლა.
-ერთი სული მაქვს..
-დაგხვდები, როცა მობრუნდები.. მალე მოდი, რა.
-სექტემბერში იწყება, ხო? – თავი მიადო ფანჯარას სიდამ. თითქოს, სახლში დაბრუნების ეშინოდა.
ალბათ თვალებში ჩახედვის უფრო.
-რა იყო? გეშინია? – გადაიწია მისკენ ოდნავ რეზი. მისი ხელი მოითავსა თავისაში და ნაზად მოეფერა ბავშვს.-სიდაჩკა…
-ხო, რეზიკო.. – ჩაეცინა სიდასაც.
-ნუ მეძახი ეგრე.
-შენც ნუ მეძახი სიდაჩკას.
-აუ, მეც მომენატრები ძალიან.. – გადაიწია სავარძელზე რეზი. ორივე ძალით აჭიანურებდა განშორებას. მიეჩვია თვითონაც ამ ბავშვს.
-სექტემბერში მოვალ და მანამდე კარგი სახინკლე დამახვედრე..
-მე გავხსნი თვითონ, – ჩაიცინა რეზიმ.-ამერიკული ბურგერი ხომ არ გირჩევნია?
-ნუ მიხსენებ! – კატეგორიულად გამოაცხადა და წაუხდა სახე.
-ძალიან გემრიელია არადა.. მიმზიდველია, ნოყიერი, აუუ..
-არ მაინტერესებს!
-ბურგერზე არ მითქვამს…
-მითუმეტეს..
-წადი, მომშორდი, – გახსნა კარები რეზიმ.-ხიდზე გავლა არ შეიძლება, მაგრამ მე ისეთი ხალხი მიმაგრებს ზურგს.. გინდ აქედან, გინდ იქიდან, – ხელებს იქნევდა სიცილით.-არაფრის მეშინია. წამოდი!
-ახლა მკითხავენ ათას რაღაცას.. – მიდუდღუნებდა გზაში. უხასიათოდ უყურებდა, როგორ მიათრევდა ჩემოდნებს რეზი.
-გკითხავენ და უპასუხე შენც! რა უნდა გკითხონ ისეთი?
-რა ვიცი!
-დამშვიდდი, სიდა.-გაჩერდა წამიერად რეზი.
შორიდან უკვე კარგად ჩანდა ადამიანის სილუეტი – სიდას მომლოდინე.
-რა განერვიულებს? – განაგრძო ისევ ბიჭმა.-არ გკითხავს შენ არავინ დაჩიზე.
-დაჩი რა შუაშია?
-ეგ ხომ გადარდებს რეალურად? რომ არ გამოგიჭირონ შენს გრძნობებში? რა იყო, დესპოტი ოჯახის წევრები გყავს? – ღიმილით გადახვია ხელი ბავშვს.-ცუდი ბიჭია ჩემი ბიძაშვილი? დაუდგება ნებისმიერს!
-აუ, ნეტავ, შენი წაყვანა შემეძლოს.. ნეგას გაგაცნობდი…
-წამიყვანეთ მერე, დაჩი რომ დადის წარა-მარა..
-ეგრე მარტივი არაა. მარა გპირდები, წაგიყვან ერთ დღეს.
-ან იქნებ თვითონ მოვიდნენ ერთ დღეს. – გადაულაგა ჩემოდნები. იქვე მოდარაჯე ალანს ხელი აუწია რამდენიმე მეტრიდან, მეტს ვეღარ გაივლიდა რეზი.
მეტის უფლება უკვე მასაც კი არ ჰქონდა.
დაუბრუნა სალამი ალანმა. ღიმილით ჩაიკრა გამოქცეული ბავშვი გულში, დაუკოცნა ლოყები. გაწყლიანებული თვალების გადამალვას ტყუილად შეეცადა სიდა.
რეზიკოსკენ მიბრუნდა ბოლოს მაინც. მაგრად მოჰხვია ხელები კისერში შეძენილ ერთგულ მეგობარს. თავზე აკოცა ბევრჯერ რეზიკომ, რაღაცები ჩასჩურჩულა ყურში და შეატრიალა სახლისკენ მიმავალი გზისკენ.
ნეტავ, შეეძლოს მისი წაყვანა..
ბევრი „ნეტავ“ გაჟღერდა იმ დღეს მის გონებაში.
საწყლად გამოხედა რეზის. რისი ეშინოდა მაინც ასე ძალიან?!
თითქმის ყველაფრის.
უკან დაბრუნების უფლებას თუ აუკრძალავდნენ, ეგ იქნებოდა ალბათ ყველაზე დიდი სასჯელი.
.
ეშერას გატეხილ ასფალტზე მიდიოდა ალანის მანქანა. გადმოსვლის წამიდან შეიცვალა გარემო, შეიცვალა ხალხი. სხვანაირი გახდა ჰაერიც, უფრო მძიმე და სუსხიანი. აღარ იყო მანქანების ხმაური, არც სიცოცხლით სავსე ქალაქის ხმა. აქ ციტრუსისა და ფიჭვის მწარე სუნი დაჰყვებოდა ფეხდაფეხ ადამიანს.
ცრემლები ვერ შეიკავა, როგორც კი გამოჩნდა ჰორიზონტზე ეშერას შესახვევი და თავისი სახლის ჭიშკარი. დაინახა ჭიშკართან აყუდებული დედა, ირმა, თამთა და ნეგარი. ლევანი ეზოს ხის სკამზე იჯდა ყველასთვის კარგად ნაცნობ მაგიდასთან.
ამოტივტივდა ბევრი მოგონება სიდას თავში. ახლა ყველაზე მეტად გაუჭირდა მათთან მისვლა ერთი წლის მერე. გაჩერებული არ ჰქონდა ალანს მანქანა, მაშინვე გადმოხტა და დედას დაეკრა გულ-მკერდზე.
დედა..
დედაზე მეტად არავინ უყვარდა სიდას.
მისი გულის ტკენის მეტი არაფრის ეშინოდა. ისე გაზარდა აიდამ, რომ არც ერთი მისი ნაბიჯი გადაცდენილი არ უნდა ყოფილიყო.
ეგონა, რომ იცოდნენ უკვე ყველაფერი – როგორ შეეხო დაჩი ყელზე, ლოყაზე, ტუჩებზე.. ღმერთო, მოკლავდნენ, ალბათ! მისთვის რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ამ ყველაფერს?! – მის ავტორიტეტს ოჯახის წევრების წინაშე..
-რამხელა გაზრდილხარ, ჩემო პატარა! – ნეგამ გაუწელა ორივე ლოყა და ხელში დააბზრიალა ბავშვი.-რა ლამაზი ხარ, გოგო…
-სიდა… – გაეტირა თამთასაც.
პირველად მუცელზე მიადო ხელი სიდამ.
უკვე ორსულად იყო.
გაეღიმა და მერე გადაეხვია თამთას.
თბილისში როცა ჰყავდა, მაშინაც ბევრი ილაპარაკეს ბავშვზე ზოგადად, მაგრამ ახლა ასე ცხადად ხდებოდა ყველაფერი.
-თამთა.. – როგორ მოენატრა ამ სახელის წარმოთქმა.
-კეთილი იყოს შენი დაბრუნება. – ნაცრისფერი თვალებით ჩაიხედა სიდას სულში თითქოს თამთამ მაშინ, როცა ლევანი წამოდგა ფეხზე და ნელი ნაბიჯებით გამოვიდა ჭიშკრის მიღმა.
-სიდა?! – ორივე ხელი გაშალა ღიმილით.
მოუდუნდა სხეული სიდას.
ახლა უკვე ერქვა ამ ყველაფერს სახლი. სიმშვიდე. ოჯახი.
მერამდენედ წასკდა თვალებიდან ცრემლები.
აიტაცა ხელში ბავშვი ლევამ. მაგრად მიიკრა გულზე ატირებული და ხმაურიანად აკოცა ლოყაზე თავის ნათლულს.
ლამის მთელმა ეშერამ გაიგო, რომ ცოცხალი იყო ის ბავშვი, ვისაც დღემდე მისტიროდნენ.
-ნათლია.. – დაიჩურჩულა სიდამ. ბედნიერებისგან აღარ იცოდა უკვე ვის მოხვეოდა. ბოლოს მაინც ნეგას ეყრდნობოდა ცალი ხელით და სათითაოდ შესციცინებდა თვალებში დანარჩენებს.
ბაღის მაგიდასთან მოთავსდა შეკრებილი ოჯახი. ირმა სახლში გაიქცა, სიდასთვის ჰქონდა გამზადებული საჭმელი. ერთ დაძახებაზე იქ უნდა გაჩენილიყო ყველა!
-აბა, მოყევი, რა ხდებოდა მეზობლად.. – წამოიწყო ნეგამ და სიცილით აუჩეჩა თმა ბავშვს.
-შენ რა გაინტერესებს? – თან დედას ეხუტებოდა, თან ლაპარაკობდა.
-ყველაფერი მაინტერესებს! რა გასწავლეს მანდ, ჩამაბარე ერთი!
-შენღა მაკლი.-დაიდუდღუნა სიდამ.-რა ჩაგაბარო შენ? უმაღლესი მათემატიკა?
-ვითომ რატომ არა? გგონია, ვერ გავიგებ? – შეშფოთებულმა მოავლო ყველას თვალი.-ჰკითხე ლევას, როგორი ნიჭიერი ვიყავი მათემატიკაში.. – მიაჩერდა ლევანს თვალებში.
-მე გაწერინებდი.-სიგარეტს ამოიღო კოლოფიდან, სუსტად გაეღიმა ძმის გაჯიუტებულ სახეზე.
-რთულებს კი.
-დანარჩენს ალისასგან იწერდი.-განაგრძო მისი შერცხვენა ლევანმა.
-მოდი და მომკალი ბარემ!
-ხოდა, ნუ ლაპარაკობ ბევრს.-თვალი ჩაუკრა ძმას. თითებით ანიშნა სანთებელას თხოვება. ყველა დეტალს აკვირდებოდა სიდა. მათ ჩამოყალიბებულ ურთიერთობას, ერთმანეთის მიმართ გამეტებულ სითბოს, თამთას სულ ოდნავ გამობერილ მუცელს..
ლევანის მოქმედებას გააყოლა თვალი, როგორ არ გაუკიდა სიგარეტს ორსული ცოლის გვერდით. ლამის ჭიშკრიდანაც კი გავიდა, არ უნდოდა შეეწუხებინა მეუღლე.
-თამთა, შენი გარეთ ყოფნის დრო არ იწურება? – საათზე დაიხედა ნეგამ.
-რას სულელობ? – გაეცინა სიდას მაშინვე.
-ახლა როცა ბავშვს ელოდება, ყველანაირი უსაფრთოხების ზომები უნდა მივიღოთ.-განაგრძო ტყუილ-მართალის საუბარი ნეგამ.-ვაიდა გაცივდეს!
-უსაფრთხოების ზომები,-დასცინა ხმით სიდამ.-სადაა შენი „რაში?“
-მაგით მინდოდა დახვედრა ! – გაახსენდა ნეგას უეცრად.
-მაგრამ ვინ მოგცა უფლება… – ჩაურთო თამთამ სიცილით და ჭიშკართან მოგებებულ მეუღლეს ხელკავი გაუყარა.
აკოცა თავზე თავის ცოლს.
გული გადაუქანდა სიდას მათ მსგავს სიახლოვეზე, იმ დიდ სიყვარულზე, რასაც გრძნობდნენ ზოგადად ერთმანეთის მიმართ.
-დედა, არ ამოხვალ შენ? – მიუტრიალდა დედას.
-დაგეწევით, მიდი.. – მთელი სხეულით მიეფერა შვილს აიდა.
-სადაა მართლა? – დაუბრუნდა ძველ თემას სიდა. თვითონ ნეგას გაუყარა მკლავი.
ასე აიარეს სახლისკენ მიმავალი გზა ტარბებმა.
-ეზოშია, დასტოინურად. – ანიშნა მანქანისკენ ნეგამ.
-მუშაობს, ხო, ისევ?
-რა თქმა უნდა.
-შენი შეყვარებული სად გყავს? – უგულოდ იკითხა სიდამ.
სიცილ-სიცილით გაუღო სახლის კარი ბავშვს, მის საყვარელ ადგილას შედგა ფეხი თუ არა, შვებით ამოისუნთქა.
-არ მოგწონს ჩემი გოგო? – ფოტო აუფრიალა ცხვირწინ სიდას.
-არა. – არც დაუხედავს ისე უპასუხა.
-ვითომ რატომ?
-იმიტომ.
-ეჭვიანობ.
-კვირაში ერთხელ მირეკავდი, რაც ის გაიცანი.-გულ-მკერდზე გადაიჯვარედინა ხელები სიდამ.
წინ მიმავალმა თამთამ გადაიკისკისა მის სიტყვებზე. ამოავსო მისმა ხმამ სიდას ნატკენი გული..
-ეგეც ზედმეტი ყოფილა შენთვის.
-სიდა, შენ რომ გიყვარს ისინი გავაკეთე სულ… – ირმას ნარნარა ხმა გამოვიდა სამზარეულოდან. მხიარულად შეაღო სამზარეულოს კარები და ნასიამოვნებმა გააყოლა თვალი ყველაფერს.
-რა უყვარს ამას? – იცინოდა ნეგა.-ღომი და ყველი.
-აუ, ყველა რატომ დამცინით? – სასაცილოდ დაიმანჭა.
-მეტი ვინ დაგცინის? – ამოიღო ხმა ლევანმა.
პირველად მაშინ დაეძაბა სხეული სიდას.
თამთას გადაავლო მზერა წამიერად, თითქოს შველას სთხოვდა.
-რა ვიცი, მეგობრები, იქ.. – მობოდა მაშინვე. წარბები აწკიპა კაცმა, გასაგებიაო, თითქოს მართლა დაიჯერა.
ხომ იცოდა, რომ ვერსად გაექცეოდა „იმ“ საუბარს „ამ“ კაცთან.
ისადილეს.
ისე როგორც ადრე. ისაუბრეს ყველაფერზე, რაც კი მოაგონდა სიდას. მოჰყვა ყველას ამბავი. რეზის წარმატება ახსენა მაშინვე, მაიკო და გივისთან გატარებული დრო თავისთავად აღნიშნა. თქვა, როგორი მადლიერი იყო მათი, როგორ უგზავნიდა მაიკო ცხელ საჭმელებს რეზის ხელით. როგორ ეხმარებოდა რეზი ყველაფერში, ნატა, ნიკუშა, მარიკო, ბოლოს დაჩი..
-არ ჰყავს დაჩის შეყვარებული? – იკითხა ნეგამ უდარდელად.-არაა დრო ცოლის მოყვანის? – ღომს ილუკმებოდა ბედნიერი, თითქოს თვითონ არ უყვარდა საერთოდ.
-შენ ვის ეუბნები? – ღიმილით სცადა სიდას უხერხული სახის გადაფარვა თამთამ.
-რატომ არ მოგყავს მართლა? – მუჯგლუგუნი გაჰკრა გვერდით მჯდარს სიდამ.
-სად წავიყვანო მერე? – ჩაეცინა ნეგას.
-სად უნდა წაიყვანო?-ჩაერია ლევა.-აქ უნდა მოიყვანო.
-მე ჩემი გეგმები მაქვს, ჩემო ძვირფასებო, – ჩანგლიანი ხელი ასწია ჰაერში.-იმდენი ამბავი უნდა მაგ ყველაფერს.. ჯერ ადრეა. ჩვენი პატარა პრინცესაც უნდა დაესწროს ჩემს ქორწილს, თან უნდა დადიოდეს და ლაპარაკობდეს!
-რა იცი, რომ პრინცესაა? – არ მოეშვა სიდა.
-ვიცი!
-რა უნდა დაარქვათ? – აჟიტირდა მაშინვე სიდა.
-არ ვიცით ჯერ.
-ეგ რომ ვკითხე ბოლოს, დახოცეს ერთმანეთი და არ გირჩევ, სიდა.-ნეგა არ აჩერებდა პირს.
-ბებია სადაა? როგორაა?
-რა უჭირს იმას. – უპასუხა კვლავ ნეგამ.
-შენ ჭამე შენი საჭმელი და იქნებ, დააცადო სხვასაც..
-იქითაა, მოდის ხოლმე. წინა შაბათ-კვირას გვყავდა.-თამთამ უპასუხა ამჯერად.
-მოდის და აზანზარებს ქვეყნიერებას..
-ნეგა!-წარბების აწევით გააჩუმა უმცროსი ძმა ლევანმა.
-ხმა, კრინტი.. – პირზე კლიტე დაიდო ბიჭმა და სიდას ნახევრად შეჭმული ღომი გადაიდგა თავისთან.
-მეტი რა ხდებოდა, სიდა? – იდაყვებით დაეყრდნო მაგიდას თამთა.-რეზის ვინ მოსწონს ერთი..
-ოოო, – გადაწვა სკამზე სიდა.-სერიოზულად არის დაინტერესებული!
-ნუთუ?!
-დიახ, დიახ. უყურე თამაშს?
-ვუყურე. რა ნიჭი აქვს და რა დეგენერატია ხოლმე!
-დალაგდება ახლა თანდათან. ნატაც ამხნევებს..
-ყელას ეშველა შენ გარდა, ჩემო სიდაჩკ?-შემოდო ორი თეფში ერთმანეთზე და ხელი გადახვია ბავშვს.-არ მოეწონე ქართველ ბიჭებს? რაო, რას გეუბნებოდნენ?
-რა ვიცი.. – თმა გადაიყარა უკან სიდამ მეტიჩრულად. საერთოდ გადაავიწყდა სუფრის წევრების ვინაობა..
-ოხ, – თვალებს ვერ დაუჯერა ნეგამ.-მოყევი, მოყევი, ძალიან საინტერესოა..
-მე არავინ მომწონებია მაინც, – შეიჭრა როლებში გოგონა.
-ხო, ჩვენ ფონზე, ვინ მოგეწონებოდა..
-კაი, გეყოფა, -ფხუკუნებდა თამთა.-რა გჭირს დღეს?
-რა ვიცი, ბევრს მოვწონდიო და მეცინება. ვის მიიკარებდა ეს? – ანიშნა სიდასკენ ნეგამ. ჟრუანტელმა დაუარა უნებურად ტანზე.
ნეტავ, ვის..
-რატომ უნდა მიიკაროს ვინმე? – ამოიღო ხმა ლევანმა და პირი მოისუფთავა. მთლიანად წამოწითლდა სახეზე სიდა, თამთასკენ მიიწია მზერით მაშინვე. ყველაფერი აგრძნობინა. ძველებური თვალებით ახედ-დახედა ბავშვს ლევამ:
-მომიყევი ერთი, ვის მოსწონდი და რა ხდებოდა..
ახლა გაქრობა მოუნდა ნამდვილად. რას ეკითხება ეს კაცი?! ან რანაირი მზერა აქვს? თითქოს, ცდის. თითქოს, იცის..
-ისეთს არავის. – ამოილუღლუღა ბოლოს.
-საერთოდ არავის?-ჩაეღიმა ლევანს.
-აუ, კაი რა, ნათლია, ხო იცი, რომ მრცხვენია..
-წეღან არ გრცხვენოდა, რომ იპრანჭებოდი..
-აუ, გაჩუმდით! – თვალებზე აიფარა ხელები.
-მოდი აქ, მოდი, – მიუახლოვდა დამჯდარს უკნიდან ლევანი. ჩამოიწია და აკოცა თავზე. ხელები ამოსდო ნიკაპზე, იქვე მიეფერა.-როგორ მომენატრე..
.
ზაფხული ყველაზე საყვარელია სეზონია ეშერაში, როცა ყველაფერი მწვანე და ხასხასაა. ლევანის ეზო და ბაღი ხომ რეალობისგან გაქცევის საუკეთესო საშუალებაა. ჰამაკში იყო ჩასკუპებული სიდა ნეგასთან ერთად. ფოტოებს ათვალიერებდნენ სიდას მობილურში, მერე ნეგას მობილურში, ყველა დაკარგული დროის ამოვსებას ცდილობდნენ.
-უყურე, უყურე, – ტელეფონს აფრიალებდა ჰაერში ნეგა.-ვინაა, გოგო, ეს შიშველ-ტიტველი ხალხი? – სიდას “ინსტაგრამს” ათვალიერებდა ამჯერად. თვალებგაფართოებულმა გახსნა ერთ-ერთი ბიჭის ფოტო.
-დაანებე თავი!- წაეჯაჯგურა სიდა, მაგრამ სულ ტყუილად.
-საკანდელიძე ვაკო ვინღააა? ერთი ჩაცმული ფოტო არ უდევს!-რამდენიმე სურათი გახსნა ნეგამ, მისი გვარი კი ძლივსღა წაიკითხა.
-ტიკ-ტოკერია.-უდარდელად აიჩეჩა მხრები სიდამ.
-ტიკ-ტოკი მაგარი რაღაცაა ისე, – თავი დააქნია ნეგამ.-ჩემი მანქანის ვიდეო დავდე გუშინ და ოცი ათასი ნახვა აქვს.
-და ხუთი ლაიქი? – შეეპასუხა სიცილით სიდა.-როდიდან გაქვს შენ ტიკ-ტოკი?!
-იცინე, იცინე. – მიუტრიალდა ისევ „ინსტაგრამს“ ნეგა. მოულოდნელად ამოხტა დაჩის ფანჯარა. ახალი „სთორი“ ჰქონდა დამატებული.
ნერწყვი ძლივს გადაყლაპა სიდამ, როგორ აინტერესებდა..
-ეს დაჩი არაა? – სანამ მოასწრებდა სიდა ხელის შეშლას, მანამ უკვე გახსნილი ჰქონდა ფოტო ნეგას.
-რატომ გახსენი!
-რა იყო? არ შეიძლება? – უცნაურად აათვალიერა ბავშვი. ეკრანზე გამოჩნდა დაჩის ღიმილიანი სახე არყის ბოთლით ხელში, ვიღაც ტიპებთან ერთად.
-ოხხ!-ვერაფრით შეიკავა ემოცია სიდამ.
-გულაობს კაცი, რა გინდა! – გაეცინა ნეგას.-მივწერ ახლა რამეს..
-არ მიწერო… – დაეჯაჯგურა ტელეფონს. ყველა მესიჯს უფრთხილდებოდა, რასაც სწერდა ხოლმე, ახლა კი ასე..
-რა გჭირს შენ?- მოტრიალდა მისკენ ნეგა.
-შენიდან მიწერე, თუ გინდა.
-მივწერ, დიახაც! – მოიმარჯვა ხელში ტელეფონი.-როგორ აწერია?- ჩაწერა და „დააფოლოვა“ კიდეც. მერე გახსნა მისი ფოტო და ტექსტი აკრიფა:
„ჩამოდი და მე ვიცი მერე “
გულის ფანცქალით დაელოდა მის პასუხს სიდა. თან ეცინებოდა ნეგა რომ წერდა წერილებს და არა თვითონ. მაშინვე დაუდასტურა დანელიამ მეგობრობის მოთხოვნა ნეგას, ტექსტიც წაიკითხა და მოიწერა კიდევაც:
„ბურბონი უნდა ჩამოგიტანო“ მოაყოლა მეორეც: „როგორ ხარ?“
„მომივიდა სიდა და როგორ ვიქნები, გეცოდინება“
-რატო წერ სისულელეებს? – გაბრაზდა სიდა.
-შენ… შენ.. – თავი რამდენჯერმე დააქნია ნეგამ.-რას გაწითლებულხარ?
-არ ვარ წითელი.
-ანუ ჭორები.. მართალი ყოფილა!
-რა ჭორები?!
„მალე გამოუშვი უკან“ – წაიკითხა თუ არა, ტუჩზე იკბინა უნებურად. თავხედი, დეგენერატი! ნეგას მზერას ვერ გაექცა ვერსად.
-გეპრანჭება ესა? – ანიშნა დაჩისკენ სიდას.
-საიდან მოიტანე.
-სიდა. – ახლა არაფრით განსხვავებოდა ძმისგან, ისეთი მომთხოვნი და მკაცრი ხმა ჰქონდა.
-რა გინდა?! – გაჯიუტებულმა მიატრიალა მეორე მხარეს სახე, თვალებში ჩახედვას ვერ უბედავდა ნეგას.
-სიმართლე. – ნიკაპზე ჩაავლო თითები და შემოატრიალა გაწითლებული ბავშვი.-რა ხდება?
-არაფერი.
-კარგი. – თავი გადააქნია ნეგამ.-ვკითხავ ახლა ამას და მერე..
-არა!-აართვა მაშინვე ტელეფონი.-გთხოვ.
-შენ.. საერთოდ არ მომწონხარ! – გაკვირვებულმა ჩაიხედა ბავშვის თვალებში. მასთან ერთად გაიზარდა ნეგა, ვერ გამოაპარებდა ვერაფერს და ვერც ის შეკავებული ცრემლები გამორჩენია თავისთავად.
-მომისმინე, – ამოიოხრა ნეგამ და ფრთხილად გამოართვა თავისი ტელეფონი.-მე ლევანი არ ვარ. საერთოდ სხვანაირი რომ ვარ, ხო იცი შენც, სიდა?! – დაათბო ტონი, თბილად ჩაავლო აღელვებულს თითებზე ხელი.-როდის მითქვამს მე შენთვის საყვედური? ხომ იცი, როგორც შეგიძლია ჩემი ნდობა.
-არაფერია სათქმელი, – მხარზე ჩამოადო თავი. გაეხვია მის მკლავებში.-უბრალოდ..
-მოსწონხარ?
-რაღაც მსგავსი.
-ხო, – კარგად ამოისუნთქა ნეგამ.-რატომ არ მოეწონებოდი. შენ?
-მე..
-ხო შენ.-თითქოს გაეღიმა ბიჭს.-შენც რატომ არ მოგეწონებოდა.
-ვითომ რატომ?! – წამოიმართა მაშინვე სიდა.
-სიმპათიურია, განათლებული, ჭკვიანი. რა აქვს შენი დასაწუნი?
-არავის მოეწონება ეს ამბავი, – ჩამოყარა ყურები სიდამ. ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა რას ლაპარაკობდა ასე ხმამაღლა და ვისთან.-თან არც არაფერია.. საერთოდ რა ურთიერთობა გვაქვს ეგეც არ ვიცი.
-ბავშვი ხარ შენ ჯერ. – თმა აუჩეჩა ბავშვს. ისე შეხედა, სახეზე დაეტყო, როგორ გაიხსენა მისი დაბადებიდან დღემდე ყველა მომენტი. ალბათ ძალიან დაენანებოდა ნეგას.. ალბათ ახლა გააცნობიერა, მართლაც, როგორი გაზრდილი იყო, რომ ერთხელაც წაიყვანდნენ აქედან.
-როგორ უნდა მიხვდე, რომ ადამიანი გიყვარს? – ჩაფიქრდა სიდა.-შენ როგორ მიხვდი?
-დიდი ფილოსოფია არ სჭირდება. ერთი წუთით გაგიშვი და დაგაშტერეს, ხო? – ხელი აიქნია ნეგამ. ამოვიდა ჰამაკიდან გულდაწყვეტილი. სიგარეტს მოუკიდა მაშინვე. განერვიულდა. ახლა თავადაც გრძნობა იმ ყველაფერს, რასაც სიდა განიცდიდა მასთან მიმართებაში. აღარ იქნებოდა ის ბავშვი, თმას რომ აუჩეჩავდა ხოლმე.
-არავის უთხრა, ნეგა. – ლამის შეევედრა სიდა.
-ვის უნდა ვუთხრა, გოგო? – შეშფოთებულმა დახედა ზემოდან. ნერვიულად მოქაჩა სიგარეტიც.-დედაშენი გაგიჟდება. ბებიას ვეტყვი თუ გინდა!
-ნეგა!!!
-კაი, ხო, რა იყო.. რა ამბავი გავიგე.. მოვიდეს ეგ აქ. ნახე, რა ვუყო, – თითი გაიშვირა ნეგამ. სიდას ჩაეღიმა, ფეხზე წამოდგა და მოჰხვია ხელები ნეგას.
-ხომ არავის ეტყვი..
-გამეცალე აქედან, სიდა..
-გთხოვ, ნეგა..
-ლევაა! – დაიწყო ყვირილი, როგორც კი ეზოში შემომავალი ლევანი დაინახა. გამოსძახეს პასუხი, სიდას გადაფითრებულ სახეს კი ნასიამოვნებმა დახედა.-მოდი აქ, რაღაც უნდა გითხრა..
-მოგკლავ, გეფიცები! რას აკეთებ?!
-მე ჩემს ძმას არაფერს ვუმალავ. – უდარდელად უპასუხა და წავიდა ძმისკენ. ფეხდაფეხ მიჰყვა სიდაც.
-შენ, რა, სერიოზულად აპირებ….? ნეგა!!!
-რა ხდება? – ჯერ ერთს მიაჩერდა ლევანი, მერე მეორეს.
-რა და… – ხელი გადახვია სიდას , თან ძმას არ აშორებდა თვალებს.
-რა?! – ხელები გადაიჯვარედინა მკერდთან ლევანმა. ეს თუ ნეგას მორიგი სისულელე იქნებოდა, ნამდვილად მიიღებდა საკადრისს. უკვე თავი აატკივა.
-სიდა, შენ უთხარი. – განაგრძო ნეგამ.
-არ უსმინო, ნათლია. რაღაც მოიგონა..
-დედაშენი გეძებდა წეღან, რატომ არ უბარებ, სახლიდან რომ გადიხარ? – მიაჩერდა ბავშვს, სახლისკენ წავიდა ნელი ნაბიჯებით. საერთოდ არ მიუქცევია ძმის სულელური ოინებისთვის ყურადღება.
-რა ვიცი.. ვერ ვისწავლე ჭკუა. – მიჰყვა სიდაც ფეხდაფეხ. ნეგას სიცილის ხმა კი გმირულად დააიგნორა.
-რა უნდოდა იმას? რა მოიგონა ახლა? – სამზარეულოში შევიდა და ყავის გაკეთება დაიწყო თავისთვის.
სახლში არავინ იყო იმ დღეს. თამთა სამსახურში იყო წასული, ირმა ბოსტანში მუშაობდა.
-მე გავაკეთებ. მეც მინდა. – ყავაზე ანიშნა კაცს.
-შენც გინდა? როდიდან?
-არ უთხრა დედას.
ჩაეღიმა ლევანს.
-რატომ? გაგიბრაზდება?
-ხო. არ მასმევდა აქ არასდროს.
-და იქ რომ ვეღარ გხედავდა, მაგიტომ დაიწყე? – განზე გაიწია ლევანი. ყველა დეტალს აკვირდებოდა. უფლება მისცა, თავად გაეკეთებინა, თან ელაპარაკებოდა.-სხვას რას შვრებოდი ხოლმე, რასაც აქ ვერ უბედავდი დედას?
-ახლა შენ მიბრაზდები? – წამიერად გამოხედა სიდამ. მადუღარას უყურებდა მხოლოდ.
-არა. – წამოიწია მისკენ ლევანი.-როდის გიბრაზდებოდი?
-მაგრამ არც.. არასდროს ვიცოდი, რას ფიქრობდი ხოლმე.
-რა გიკითხავს ჩემთვის და რაზე არ გამიცია პასუხი? – თავად გამორთო მადუღარა. აღელვებული სიდა ენიშნა საკმაოდ, თვითონ ჩამოასხა ჭიქებში სითხე.-ტკბილი გიყვარს?
-ხო. – ხელი მოჰხვია ყავას სიდამ. თითქოს არც გაუგია წეღანდელი წინადადება.
-მეც.-გაუღიმა ლევამ.
-არაფერი დამიშავებია.. – წამოიწყო მოულოდნელად სიდამ. ვერ უძლებდა იმ გამომცდელ მზერას, იმ ეჭვნარევს..-არ გჯერა ჩემი, ნათლია?
-შენ არ გჯერა ჩემი, სიდა.-ხელი შეუშვა ჭიქას ლევანმა, პირისპირ დაუდგა ბავშვს.-გგონია, რომ ქვეყანას დავაქცევ.. რომ გაგიბრაზდები..
-მაშინ რატომ მიყურებ ასე? თითქოს, ეჭვი გეპარება..
-რაში უნდა მეპარებოდეს ეჭვი? – კვლავ გაიღიმა კაცმა. – მე ისედაც ვიცი, რატომ ვერ მიყურებ თვალებში.
-რაა?! – ახლა ნამდვილად შეხედა მის ლურჯ თვალებს სიდამ.
-ჩემო პატარავ, – თბილმა ტონმა გული ნაწილებად დაუშალა სიდას. სითბომ ამოავსო ყველაფერი მასში.-მე რომ არ გენდობოდე, არც გაგიშვებდი თავის დროზე. ჩემს ხელში ხარ შენ გაზრდილი, როგორ უნდა მეპარებოდეს შენში ეჭვი? რა უნდა გააკეთო ისეთი, რომ შეგვარცხვინო შენ? არაფერი. და თუ მაინც.. -დააყოლა უნებურად.-თუ შეგეშალა რამე.. იმედია, გამოუსწორებელი არა. და თუ ესეც… არაფერი შეცვლის იმას, ვინც ხარ შენ ჩემთვის. მე მონსტრი არ ვარ, რომ დაგსაჯო, და არც დედაშენი, რომ არ გაგითვალისწინო.-ყველაფერი აგრძნობინა ბოლო წინადადებით ლევანმა.-გესმის, სიდა?!
-მესმის. – ამოიოხრა სიდამ.-დედას არ უნდა, რომ უკან დავბრუნდე.. შენც ასე გინდა?
-შენ რა გინდა? – მიუბრუნდა თავის ყავას ლევა.
-მინდა სწავლის გაგრძელება. აბა, რატომ წავედი საერთოდ? თუ ამ წელსაც კარგად ვისწავლი და მსგავსი შედეგები მექნება, შანსი მექნება, რომ ამერიკაში წავიდე.
-მარტო? – წარბები აზიდა მაღლა.
-დაჩისთან ერთად.
-დაჩი, – თავი დააქნია ლევანმა.-ვიცი, თქვა.
-დედამ მითხრა, აქ გააგრძელეო.. აწი არანაირი საფრთხე არ არსებობსო.. მეტი აღარ შემიძლიაო.. – უნებურად გაეტირა სიდას.-მეც მიჭირს მის გარეშე, მაგრამ რა ვქნა?
-დედას როგორი გაზრდილი ჰყავხარ, ხო იცი? – მოსწმინდა თვალებიდან ცრემლები.-უჭირს. გაუგე.
-ეტყვი შენ რამეს? – ამოულუღლუღა სევდიანად.-ეტყვი, რომ გამიშვას?…
-რატომ გგონია, რომ მე დამიჯერებს?
-შენ ყველა გიჯერებს.-ჩაიფრუტუნა სიდამ.-შენს სიტყვას ენდობა დედაჩემი.
გაეღიმა ლევანს.
-მაინცდამაინც ამერიკა რატომ გინდა? ევროპაში რომ წახვიდე, არა? – გამომცდელად აათვალიერა ბავშვი.
-მაგალითად, სად?
-საფრანგეთში.. ბევრი ნაცნობი მყავს, უფრო უკეთ მეცოდინები ხოლმე. – სპეციალურად ეუბნებოდა მსგავს რაღაცებს, მისი აჭარხლებული სახე არ მოსწონდა დიდად, ახლაც რომ უარყოფა გამოესახა სახეზე, მაშინვე დარწმუნდა ყველაფერში ლევანი.
-არ მიფიქრია..
-არ გიფიქრია?! თუ არ გეყოლება იქ დაჩი. – ჭიქები ჩაალაგა ნიჟარაში და ასე უპასუხა ნათლულს. რაღაც მძიმედ დააწვა სიდას გულზე. რას ნიშნავს ეს სიტყვები?! ვერაფერი უპასუხა. არ გაუგრძელებია ლევანს, აგრძნობინა, რომ თბილისშიც „ყოველთვის ეცოდინებოდა“ რას აკეთებდა ხოლმე.
-ვეტყვი დედას, – ისევ თავად გააგრძელა ლევანმა.-არ ინერვიულო არაფერზე.-დაამატა მოსიყვარულე ტონით.-საერთოდ.
-მადლობა. – შვებით ამოისუნთქა სიდამ.-დიდი მადლობა.
თვალი გააყოლა კარიდან გამავალ სიდას ლევანმა. თვითონაც ხომ ეყოლებოდა მალე მსგავსი. ნეტავ, მასაც ისე ეყვარებოდა, როგორც სიდას?! ნეტავ, ისიც ასე დახრიდა თვალებს, როცა რამეს ჰკითხავდა?! არადა, ხომ აძლევდა თავისუფლებას.. ხომ აძლევდა არჩევანის უფლებას.. რატომ ხდებოდა ასე?! ალბათ ქალიშვილები ასე არიან ხოლმე მამების წინაშე. აი, მაგიტომ. თავისი ქალიშვილიც დაუმალავდა მალე რამეს, მასაც ექნებოდა რამე ისეთი ამბავი, რაც „მამის ყურამდე არ უნდა მისულიყო“ მაშინ რას იზამდა?… გააჟრიალა.
როგორია მაინც ეს მამობა!
სიდა სხვა იყო.
სიდა იყო ყველაზე მოსაფრთხილებელი. მასთან ვერ გაბედავდა იმდენს, რამდენსაც ეტყოდა თავისას. სიდაც ხომ თავისი იყო, მაგრამ მაინც.. მაინც ყველა სიტყვას არჩევდა ბავშვთან. უმამოდ გაზრდილს ცხოვრებამ იმდენ დაბრკოლებას შეახვედრა, რა უფლება ჰქონდა ლევანს, თვითონაც დაბრკოლება ყოფილიყო მისთვის?! იმედი იყო. და იქნებოდა ცხოვრების ბოლო წუთამდე ყველაზე დასაყრდენი მშობელი მისთვის.
.
კარის ჩარჩოს მიეყრდნო. თამამად უყურებდა ცოლის სულ, სულ ოდნავ გამობერილ მუცელს. სარკესთან იდგა თამთა, ოქროსფერ თმაზე ისვამდა სავარცხელს. თეთრი მაისური აწეული ჰქონდა მუცელთან, ჯინსის შორტის ღილიც გახსნილი. თავის მუცელს ამოწმებდა ყოველ დღე, ეტყობოდა თუ არა. ახლაც შეუშვა ხელი სავარცხელს და შეტრიალდა.
-ცოტა გაიზარდა, ხო? – დაისვა ხელი და მიაჩერდა კართან გაჩერებულ ლევანს.
-არ ვიცი. – მიხურა კარი კაცმა. მივიდა და ნელა გადაუტარა ხელის ზურგი მუცელზე.-გვახვეწნინებს?! დედას ჰგავხარ, მა?
-ვითომ რატომ? – თვითონაც დაადო ქმრის თითებს თავისი.
-შენნაირი მეტიჩარა იქნება.. – კისერში ჩაუცურა ტუჩები და ძალიან ღრმად აკოცა.-კაპასი..
-ეგეთი ვარ? – მოჰხვია ხელები კისერზე, ამჯერად თავად აკოცა.
-ხარ.
-და ბიჭი თუ იქნება..
-არ იქნება ბიჭი.-გაეღიმა ლევანს ცოლის სახესთან.
-და თუ მაინც..
-ჩემი ასლი იქნება და გაგვიძლებ მერე შენ? – გადააწევინა სახე, ნაზად დაიმორჩილა მისი სხეული და მოისვა ფეხებშუა დივანზე. ჩამოვარცხნა თმა.
-შენნაირი ორი? ახ.. – გადასწია თავი.-მეტისმეტია.
-ხომ არ გტკივა რამე? – ეკითხებოდა და თან ეფერებოდა.
-არა. პირველი თვეებია ცოტა მოსაფრთხილებელიაო. შენი აზრით კარგი დედა ვიქნები? – შეტრიალდა მოულოდნელად, ლევანმაც ხელი შეუშვა ხის სავარცხელს.
-შესანიშნავი. – ხელებზე აკოცა.
-მეშინია.. საერთოდ.. ჯერ მისი გაჩენის, მერე გაზრდის. როგორ შევძლებ, არ ვიცი, ლევა.
-როგორ ვერ შეძლებ.. შენ რა უნდა ვერ შეძლო, თამთა.-მოიხუტა მკერდზე და ახლა მთლიანად გადაისვა მუხლებზე. აგიჟებდა ქალის სურნელი, ორსულობამ კიდევ უფრო დაამშვენა ისედაც ულამაზესი მეუღლე.
-შენ უფრო მეტად ეყვარები.-დაიჩურჩულა მის ყელთან.-შენ უკეთ გაზრდი.
-ვერა.-გაეცინა ლევანს.
-კი.. არ უთხრა, რომ თავიდან უარს ვამბობდი..
-არ ვეტყვი, – აუწია მაისური და საჩვენებელი თითით დაუწყო წრეები მოხაზვა მუცელზე.-მაშინ მზად არ იყავი, თამთა. რისი გეშინია?! ჩემთან ერთად რამის უნდა გეშინოდეს შენ?
-ნეტა, მართლა გოგო თუა.. – დაიხედა თამთამ.-რამდენი შვილი გინდა შენ? – გამოხედა გაბადრულ ქმარს, პირველად ჰკითხა მსგავსი რამ.
-ერთზე იმდენი ხვეწნა მომიწია.. აღარ უნდა მინდოდეს მეტი წესით.
-დარწმუნებული ვარ, მინიმუმ ხუთი შვილი გენდომება..
-ხუთი ბევრია, თამთა.-გადააწვინა დივანზე და ფრთხილად დააცქერდა ზევიდან.
-არც იფიქრო მაგდენი..
-ბიჭი ხომ გვინდა..
-მინდა ძალიან, – ამოიჩურჩულა საოცრად გულწრფელად.-შენნაირი.. – შეუცურა თმაში ხელი კაცს.-ლურჯი თვალებით..
-ლურჯი ამას ექნება.. ოქროსფერი თმაც.. საშინელი ხასიათიც, – ხმაურიანად აკოცა ლოყაზე. ნელ-ნელა მიეწება ყელზე მის გამაგიჟებელ სურნელს და სულ ოდნავ გაუხსნა ფეხები შუაში.
-ლევან, ექიმმა თქვა..
-მოფერება კიო.-გაეცინა და განაგრძო თავისი საქმე.-კარგად მოქმედებსო.
-გეყოფა.. – სიცილით ააწევინა სახე.
-მენატრები…
-მიყვარხარ.. – დაიჩურჩულა თამთამ.-ასეთი რომ ხარ.. კიდევ უფრო.
-როგორი? – მიუწვა თვითონაც გვერდით. მხოლოდ ეფერებოდა – დაპირებისა და ექიმის რეკომედაციისამებრ.
-არ ვიცი.. სხვანაირი ხარ.-ბევრი სიყვარული გადმოიღვარა თამთას თვალებიდან.-ჩემთან რომ ხარ ისეთი, არავისთან ხარ. მე რომ შემიძლია შენი დანახვა, ისე ვერავინ გხედავს, ლევა. შენ მართლა იმსახურებ ხუთ შვილს, ისეთი კარგი ხარ.
-რა გჭირს? – ეცინებოდა ლევანს.-რა სენტიმენტალური გახდი? ადრე არ ვიმსახურებდი საერთოდ შვილს, გახსოვს?!- დაახრჩო იმდენჯერ აკოცა. ეს ხომ მაინც შეიძლებოდა?
-ორსულობამ იცის…
-ხოდა, გამიჩინე მერე.. ხუთი.. შვიდი..
-აბა, აბა! მეორეზე დაფიქრება შეიძლება..
-მეორე უეჭველი გვინდა, თამთა.-ხმაურიანად გაეცინა ლევანს.-მაგრამ ჯერ ამას დაველოდოთ.
-ხომ არ გართულდება?-დაიჩურჩულა ნერვიულად.-რამე რომ..
-არაფერი. არა.-გადაუწია თმა ერთ მხარეს, ზურგით მიიკრა ტანზე.
-მაინც რომ..
-ხომ იცი, რომ შენ ტანჯვად მე არაფერი მიღირს.-ჩასჩურჩულა ყურში.-ამის გეშინია? რომ მაინც..?
-ვიცი. უბრალოდ ყველაფერზე მეფიქრება.. ქეთოს იდეალური ორსულობა ჰქონდა და ხომ ნახე..
-ნუ მახსენებ მაგას. – წაეშალა სახე ლევანს.-იმ კადრების ამოშლა მინდა ჩემი გონებიდან. კინაღამ გავგიჟდი.
-დემნა მეხუმრებოდა წეღან, მე უნდა დავესწრო შენსას და იმას არ შემოვუშვებო.
-შევიდეს, არაა პრობლემა.
-რაა?! შენ, რა, არ აპირებ დასწრებას? ჩემ გვერდით არ იქნები?!
-კაი, გოგო, კაი, – სიცილით დაამშვიდა ცოლი.-აბა, სად ვიქნები.. აბა, რას ვიზამ..
-დაჩი ჩამოდის მალე, – გაახსენდა თამთას.-ამ დღეებში აქვს ფრენა, ზუსტად არ მახსოვს. მოიყვან?
-მოვიყვან.-ჩუმად თქვა.
-თბილისში იქნება ალბათ ერთ-ორი დღე. ორსულად რომ ვარ.. ვაინტერესებ.-ამოისუნთქა თამთამ, ენატრებოდა ძალიან ძმა.
-მხოლოდ შენ არ აინტერესებ. – თენ ტელეფონს დახედა, თან ცოტა გაერია მის ხმაში უკმაყოფილო ნოტები.
-არ დაიწყო..
-არაფერს ვამბობ. – წამოდგა ღიმილით.-ჯერ.
-არაფერი უთხრა იცოდე. არც ერთს.
-მაგიტოა ის დაღვრემილი, ხო? იცი შენ რამე, თამთა?
-შენ ხო იცი ყველაფერი. – გულმოსული გადატრიალდა მეორე მხარეს თამთა.
-რატო ბრაზდები ყველაფერზე, – შემოატრიალა მაშინვე.-არ მაქვს უფლება, რომ არ მომწონდეს ის, რაც ხდება?!
-რა ხდება?! მე არაფერი ვიცი.
-ჩვენი ქალიშვილი თვალებს უნდა მისწორებდეს, როცა დამელაპარაკება. -საერთოდ შეეცვალა ხმა ლევანს.-როცა ვეღარ გამისწორებს.. ეგ ჩათვალე, შენი ბრალი იქნება. მე მას ისე არ გავზრდი, რომ დამიმალოს რაღაცები.
-ლევან, სიდა..
-ვიცი. – გააწყვეტინა.-ვიცი. გგონია არ ვიცი?!
-მაშინ..
-უნდა ვიცოდე. დროულად.-თვალებში ჩახედა ცოლს.-ისეთი კაცი არ ვარ, სიმართლეს არ ვიმსახურებდე.
-ხომ მოვა, თუ რამეა, გეტყვის.
-საქმეც ეგაა.. – გადააქნია თავი.-რომ არაფერია.. არ იცის სიდამ, რა არის. მაგიტომაა ეგეთი დაღვრემილი, გაბრაზებული.. ღმერთმა არ ქნას, რომ ნაწყენი.-გაერია მაინც ღიმილი. თამთა მიხვდა, რომ მამობის მოლოდინს სულ სხვანაირად გადაექცია ეს კაცი.
-კარგი ბიჭია ჩემი ძმა.- დარწმუნებით წარმოთქვა თამთამ.-საუკეთესო ადამიანია.
-მე ვარ ცუდი ბიჭი.-გადაიწია და ბოლოჯერ აკოცა ტუჩზე.
-საშინელი..
-სოხუმში ჩავდივარ, პროდუქტებს ამოვიყოლებ. გინდა რამე?
-ის შოკოლადი..
-მოვიტანე ის უკვე.
-ვჭამეთ მე და სიდამ.
-ყველა?! – წარბები აზიდა ლევანმა. თავი დაუქნია.-მეტი?
-მმ…
-მოიფიქრე და მომწერე.
-აუ, ლევა.. – მოულოდნელად წამოხტა დივნიდან თამთა.
-სუში?!
-არა. იმ რესტორანში ხომ გახსოვს..
-პასტა?!
-აუ, ცხელი მინდა..
-კარგი, – გაეცინა ლევანს.-წამოდი თუ გინდა და ვჭამოთ.
-მეზარება.. ცხელი მინდა იცოდე.
-გავიგე, თამთა, გავიგე..
კარი გაიხურა ღიმილით, თამთამ კი ბედნიერმა უპასუხა ძმის ზარს. სადაა ეს ერთი?! როდის მოდის?!
.
აიდას როცა უყურებდა სიდა, მასში ძლიერ ქალს ხედავდა, თუმცა დედას უფრო მეტად, ვისაც ქმარი მოუკლეს, შვილი წაართვეს, მარტოობისთვის გაიმეტეს. მარტოობას სულ სხვანაირად ექცია მისი ცხოვრების წესი და ნერვული სისტემა. ყველაფერზე ბრაზდებოდა, ელემენტარულზეც კი. სიდას ყველა სიტყვაში გამოეკიდებოდა ხოლმე, ერთი სიტყვით – მისი გაშვება არსად უნდოდა.
ძილის წინ რომ ყველამ ვიცით ჩვენი თავი, სწორედ მაშინ გადმოუგორდებოდა სიდას თვალებიდან ცრემლები. ვაითუ, არ გაეშვა დედას აქედან?! დარჩენა მართლა მთელი გულით უნდოდა. ცხოვრების აქ გაგრძელების უფლებაც რომ ჰქონოდა, აუცილებლად დათანხმდებოდა ყველაფერს, მაგრამ იქ.. იქ უკეთესი იყო. მომავლის საუკეთესო ვარიანტს სხვაგან ხედავდა სიდა.
ხშირად ათვალიერებდა მობილურში ფოტოებს. ურეკავდა რეზის, მაიკოს, ნატას ხომ თითქმის ყოველდღე ელაპარაკებოდა. თამთასთან საუბარი შველოდა ერთი, ისიც ცოტა ერიდებოდა. ორსულად იყო თამთა, მისი ხასიათის გაფუჭება არ უნდოდა. სამზარეულოში ჩამოუდგებოდა ხოლმე, იქ ეჭორავებოდა.
-ნეგას შეყვარებული კაი გოგოა? – ბოსტნიდან მოპარული მარწყვი დააგემოვნა და სასხვათაშორისოდ ჰკითხა თამთას.
-ახალ წელს გვყავდა, მაშინ გაგვაცნო. ასაიდუმლოებს თითქოს, – ჩაიფხუკუნა თამთამ.-არ უნდა ჯერ ცოლი.
-ხო, რათ უნდა ჯერ!
-სახლის აშენება უნდა. – დასერიოზულდა თამთა.
-იქ?
-ხო.
-ვაა, – შორს გაიხედა სიდამ.-არასდროს აინტერესებდა მსგავსი რაღაცები. მით უმეტეს, იმ ნანგრევებზე თუ დააპირებდა სახლის აშენებას, არ ვიფიქრებდი.
-შეიცვალა, ხომ ხედავ. ახალი ცხოვრების დაწყება უნდა. კარგად მისდის საქმეები, ფულს აგროვებს, ააშენებს და ალბათ მერე..
-ლევა იცნობს იმ გოგოს? – მაინც არ ეშვებოდა სიდა ამ ამბავს. გულის სიღრმეში ძალიან უნდოდა წინააღმდეგი ყოფილიყო ლევა, ისე ძალიან არ მოსწონდა ნეგას „დათმობის“ ამბავი, მაგრამ მაინც ეცოდებოდა უარისთვის.
-კარგი გოგოა, სიდა. – თავისკენ მისწია მარწყვით სავსე ჯამი თამთამ.-ტრადიციული ოჯახი ჰყავს. უნდა გაიცნოს ისინიც მალე.
-ალისას როგორ უყვარდა.. – დანანებით ჩაილაპარაკა. სიდამ ალისას ყველა მზერა და ყველა სიყვარული იცოდა ნეგას მიმართ გამიზნული.
-ალისა თხოვდებაო… – წაიმღერა თამთამ.
-მართლა?!
-დიახ, მოვიდა ამბები.
-იცის მერე? რაო?
-რას იტყოდა? დაურეკა და ჰკითხა, მართალიაო?
-ვაიმე, – გადაიკისკისა სიდამ. ამოავსო ოთახი მისმა ხმამ. ცივი კედლები ერთიანად გაათბო მონატრებულმა გოგონამ.-რა დეგენერატია!
-ხოდა, კიო.. დაპატიჟებულები ხართო.. მალე იქნებაო.
-ნახავ, თუ არ წავიდა იმ ქორწილში ნეგა… – ყურებს არ უჯერებდა სიდა.
-დაჰპირდა, მოვალო. – ჩაეცინა თამთას.
-კაია ქორწილი.. – იდაყვი ჩამოსდო მაგიდას.-ნიკუშასა და მარიკოს ქორწილში მაგრად გავერთეთ მე და რეზი.
-დაჩი რას შვრებოდა? – უბრალოდ იკითხა თამთამ. პირველად ახსენა მარტო ყოფნისას სიდასთან.
-რა ვიცი. – მოარიდა თვალები.-ერთობოდა.
-მოვა ამ დღეებში, – თქვა თამთა. თვალი არ მოუცილებია სიდასთვის.-ჩამოვიდა.
-ხოო?! – დაეტყო მაშინვე სახეზე ემოცია.-არ ვიცოდი.
-არ გელაპარაკება?
-როგორ არა, – გაიღიმა სიდამ.-უბრალოდ არ ვიცოდი.
-ხომ არ გაწყენინა რამე, სიდა?
-არა.-უარყო მაშინვე.-ნეგას.. ნეგამ გამომტყუა რაღაც. ჰგონია, რომ ერთმანეთი მოგვწონს. კინაღამ უთხრა ლევანს..
-ლევანმა ისედაც იცის.-თავი გააქნია თამთამ.-მოვიდეს ერთი..
-ოო, შენ მაინც არ გინდა, თამთა!
-მე არაფერი არ მინდა. თქვენ თუ ერთმანეთი მოგწონს, ამის წინააღმდეგი არავინ იქნება. პირველი რიგში ლევანი.-დარწმუნებით ლაპარაკობდა თამთა, იცოდა ქმრის ამბავი.-ვიცი, ახლა ჭირვეულობს.. მაგრამ იცის. ხვდება. ისედაც იცოდა, სანამ გაგიშვებდა მანამდე. გგონია, სულელია?! ვის არ მოეწონებოდი? – გაეღიმა.-მით უმეტეს, ჩემს ძმას. სახლში ჰყავდი ამდენი ხანი და გგონია სხვა თვალით არ შემოგხედავდა? ადე ახლა, საზამთრო მოუტანე შენს რძალს.
-ოოო, მოვატანინოთ ნეგას, მეზარება!
-ვერაფერსაც ვერ მომატანინებთ. – შემოჯლაგუნდა სამზარეულოში და გახეული პირით მიუჯდა გოგონებს მაგიდასთან.
-აუ, მიდი რა. ორსულადაა და შენს ძმისშვილს სათანადო მოვლა ხომ უნდა?!
-ჩემს ძმისშვილს მივხედავ მე სათანადოდ, არ იდარდოთ თქვენ. რატო ხარ შენ კარგ ხასიათზე? – გამომცდელად აათვალიერა სიდა.-მოდის შენი პრინცი?
-ნეგა!
-ხო, რა იყო? მე გკიდივართ, ვიცი, მეჭორავეთ, არაფერს ვიტყვი.
-არ .-თქვა მორიდებით სიდამ. სხვაგან გაიხედა. მაშინვე გასწვდა მისი თვალები ეზოში დინასთან ერთად მოსეირნე ლევანს.
-ხოდა, რომ გამოაბამენ შენს დაჩის იმ ცხენის კუდზე… – აგრძელებდა ნეგა თავისთვის, საერთოდ არ იმჩნევდა დაღვრემილ სიდას.
-იცოდე, ვეტყვი ლევანს ვინ გააფუჭა მისი წინა ორი მანქანა. – დააბრიალა თვალები სიდამ. ნეგას შეეცვალა გამომეტყველება.
-საზამთრო გინდოდათ, ხო? – არც გაუგიაო, ისე წამოდგა ფეხზე.-მეტი ხომ არაფერი?
სიცილ-სიცილით გაიხურა კარი.
კარგად დაინახეს გოგოებმა, როგორ გადაჰხვია დინასთან მდგარ ლევანს ხელი მხიარულად, როგორ შეხედა გაკვირვებულმა ლევანმა, როგორ გააქნია თავი, თვალი გააყოლა ძმას..
კაცად გაზარდა. თითქოს ამაში დარწმუნდა იმ მზერით.
.
უკვე მეორედ დადგა ფეხი აფხაზეთის მიწაზე დაჩი დანელიამ. კვლავინდებური გამომცდელი მზერა არ მოშორებია მის სახეს, ისე მოათვალიერა უკვე თავისი დის კარ-მიდამო. არაფერი შეცვლილა ამ ერთ წელიწადსა და რამდენიმე თვეში. ძველებურად ბრწყინავდა ლევანის რეზიდენცია ეშერას გზაზე, ნაძვებსა და აკაციებში ჩაფლული. სიდას სახლი კოხტა იყო მის გვერდით აშენებული, ზღვა და დაისი მოჩანდა ახლო-მახლო, სუნი კი კარგად ნაცნობი, თავისი საყვარელი იფრქვეოდა ცაში.
ქართული სისხლის არომატს გრძნობდა თითქოს დედა ბუნება. მანქანიდან როგორც კი გადმოვიდა, შემოეხვია ორსული დის მკლავები ყელზე, მისი გამაგიჟებელი და მონატრებული სურნელი გაეღიტინა ცხვირში. გემრიელად ჩაკოცნა ერთადერთი ოჯახის წევრი, ვისთან ყოფნასაც არასდროს ერქმეოდა საკმარისი.
დიდი პატივით მიიღეს, რა საკვირველია. სუფრა უკვე გაშლილი ჰქონდათ ირმას და თამთას. სიდა არ ჩანდა დღის შუქზე. აიდაც შემოვიდა სახლში, ათასი მადლობა, ათასი ბოდიში უთხრა დაჩის ქალიშვილის მოვლა-პატრონობის გამო.
მაშინვე იკითხა სიდა. თვითონ აიდას ჰკითხა პირდაპირ. სძინავსო, უპასუხეს. ზუსტად იცოდა, როგორ ერიდებოდა ახლა მის ნახვას, ლამის ყველა მიხვდა რაშიც იყო საქმე, მაგრამ არავის დასცდენია პირიდან. ჩაეცინა დანელიას. ვითომ დაიჯერა მისი „ძილის“ ამბავი.
მიუჯდა სუფრას. ამოიღო პარკიდან შეპირებული „ბურბონი“ და ნეგას გადაულოცა მაშინვე. სიცილმა, ბედნიერმა სახეებმა მოიარეს მაგიდა. ყველაზე მეტად თამთას ჰქონდა გაცისკროვნებული სახე.
ნეგამ თავისთავად დაუდგა გვერდით ათლიტრიანი, იქიდან ავსებდა დოქებს მალიმალ. უნდა დაეთრო ეს ბიჭი… ინტერესი ჰქონდა ახლა ყველაზე უფრო.
-რას მიპირებ? – თვალი თვალში გაუყარა კაცს სიცილით დაჩიმ.
-რომლით დავიწყოთ? – კითხვით უპასუხა ნეგამ, ანიშნა ჯერ თავის ღვინოზე, მერე დაჩის მოტანილ ბოთლზე.
-დავიწყოთ ამით, – მიუთითა საჩუქარზე და არყის ჭიქებში ჩამოასხა.
-შენ არ დალევ? – მიუტრიალდა ლევანს დაჩი.
ჩაეცინა კაცს.
-რატომ არ დავლევ. – გაუწოდა ჭიქა თავის ძმას და მოისვა გვერდით ცოლი.
-ოჰო, – წარბები აზიდა ნეგამ.-ეს უკვე სხვა ამბავია…
რა და რა თემას არ შეეხნენ. ყველაფერზე ისაუბრეს ლამის. კარგადაც დათვრნენ. ერთიანად გაისუსნენ ჟრიამულებაში მყოფნი, როცა შემოდგა სახლში სიდამ ფეხი.
დაჩის გახეული პირი კიდევ უფრო მეტად გაეწელა, როცა დალანდა მისი მონატრებული, სიყვარულით სავსე მწვანე თვალები. გააყოლა თვალი მის მოძრაობას, გადახლართულ თითებს, მაგრამ მაინც.. მაინც მკაცრ, სიამაყით სავსე მზერას შეეჩეხა.
წამოდგა ფეხზე დანელია. წამოსულ სიდას მიეშველა ერთი ნაბიჯით და გადაკოცნა. მოასწრო სურნელის აღქმა, გამოაშკარავებული ემოციების დაჭერა, მისი მოფერებაც კი ლოყაზე.
-გამარჯობა. – გაუღიმა სიდამ.
-გაგიმარჯოს.-თვითონაც დაუბრუნა ღიმილი. თავით ანიშნა მაგიდისკენ, უხერხულად ჩაახველა და სუფრის გაგრძელება სთხოვა ბიჭებს.
ნამთვრალევი ლევანის თვალები ახლა უფრო მეტად ამჩნევდა მათ ამოუცნობ, გაურკვეველ კავშირს. ვერ უსწორებდა სიდა თვალებს ვერავის, არ უნდოდა დამჩნეოდა კმაყოფილება, მონატრება, პირველი სიყვარული..
ნეგას ყოველ პირის დაღებაზე, უსიამოვნოდ გაჰკრავდა ხოლმე გულში. რომ ჩაეშვა?! რომ მოეროშა რამე? კარგად ერთობოდა ნეგა. თვალებით ანიშნებდა ხოლმე თამთას, სიდას, ლამის დაჩისაც კი. სასიამოვნო ემოციებით დატვირთულები აიშალნენ მაგიდიდან, ლევანიც საკმაოდ კარგად იყო მოთენთილი.
სიგარეტის მოსაწევად გამოსულმა ძლივს შეიკავა თავი ახლა რომ არ ეთქვა არაფერი. ახლა რომ არ დასცდენოდა მის პირს რამე ისეთი, რაც ახალგაზრდებს შეუშლიდა ხელს თვითონ გარკვეულიყვნენ ყველაფერში. ვერ მიაჯახებდა ასე პირდაპირ ახალხან მოსულს ვერაფერს. დაჩის თვითონ უნდა ეთქვა. ამას კი პატივს სცემდა ძალიან. თანაც, ეცინებოდა კიდეც მათ მოქცევებზე, მაზოხისტივით სიამოვნებდა მათი რიდი, ეს გათვალისწინება, ეს საიდუმლო, რაც იცოდა ისედაც კარგად.
მაგიდის ალაგებაში მიეხმარა ირმას სიდა. თამთა ოთახის მოსამზადებლად გაუშვეს. არაფერს აკეთებინებდნენ გოგონას, თუმცა არც არაფერს აკეთებდა დიდად, ნეგას თქმის არ იყოს. ბოლო თეფშიც როგორც კი ჩაალაგა ნიჟარაში, მაშინვე მოიმიზეზა დედასთან წასვლა სიდამ. უკვე ყველა დასაძინებლად იყო წასული, ყველაზე ბოლოს გამოიხურა ლევანმა კარი.
სიდა უკანა კარიდან გაიპარა ჩუმად. მიადგა თავის ღობეს, ხელიც წაიღო კარის გამოსაღებად, თუმცა მკლავში ნაზად ჩაუსრიალეს თითები. შემოატრიალეს.
-სად მიიპარები? – ნამთვრალევი მზერა მოავლო კმაყოფილმა.
-არ მივიპარები. სახლში მივდივარ.
-მიიპარები აშკარად. – გაეღიმა. ნაზად გადაუწია თმა ყურს უკან და მონატრებულმა მოიქცია ცალ ხელში მისი ლოყა.
-გამიშვი ხელი, – მიტრიალდა მაშინვე , მაგრამ ზურგსუკან აეკრო დაჩი.
-მომენატრე. – დაიჩურჩულა მის ყურთან, თუმცა გამოიხსნა სიდამ საკუთარი თავი.
-ხოო?! – მიაშტერდა, ახლა ყველა გაბრაზება დაეტყო სახეზე.
-გიკვირს? – ჩაეცინა. სიამოვნებით დათხრიდა მაგ კმაყოფილ თვალებს.
-კი, ნამდვილად გასაკვირია. წადი დაიძინე, – გამოაღო ღობის კარი და ნაბიჯი გადადგა.
-გაბრაზებული ხარ ჩემზე? – მიიწია მისკენ დაჩი. ღობის კარს ჩამოადო ხელები და ასე გადაიხედა სიდას ეზოში.
-არა, რატომ? რამე ისეთი გააკეთე, გაბრაზებული რომ ვიყო?
-ხო, რავი, მეც მაგიტომ გეკითხები.
-ძილი ნებისა.
-მოიცადე, – გამოაღო კარი და კვლავ ჩაავლო იდაყვში ხელი.-რატომ მირბიხარ?
-გაიღვიძებენ დანარჩენები, შემეშვი.
-ვინ დანარჩენები? შენ ვისზეც დარდობ, ეგ არ გაიღვიძებს დილამდე, დამიჯერე. – ფრთხილად მიიწია გაავებული გოგოსკენ, ხეს ამოეფარნენ, სადაც ყველაზე ნაკლებად აღწევდა ლამპიონის სინათლე.
-არავისზე ვდარდობ. შენთან საუბარი არ მინდა უბრალოდ.
-გოგო, რა იყო? – გაიცინა და გადაეფინა მის სახეს ყველა მიზეზი.-რატომ მეურჩები? საერთოდ არ მოგენატრე?
-სულ ხომ მირეკავდი და ვერ მომენატრებოდი ფიზიკურად.-მიახალა პირში და უხეშად გამოგლიჯა მკლავი. სწორედ მაშინ გამოვიდა თავისი სახლიდან კარგად ნაცნობი კავკასიური ნაგაზი, დაჩის ფეხებთან მისრიალდა ცხოველი, იქვე ჩამოუჯდა ბავშვებს. სიდას ამაზეც ნერვები ეშლებოდა, რომ საკუთარ ძაღლს ეს უცხო სტუმარი უფრო უყვარდა, ვიდრე თავად პატრონი.
თავზე წაეფერა დაჩი. მერე ამოხედა სიდას გადაღლილმა.
-ნუ მეუხეშები. ნუ მიბრაზდები. ნუ მებუტები ახლა უაზროდ.
-უაზროდ შენ მოიქეცი. – უპასუხა ჩუმად ნაწყენი ხმით.-მხოლოდ იმიტომ მირეკავდი, რომ გაგეგო გამოცდები ჩავაბარე თუ არა. ერთხელაც არ დაგირეკავს შენი ინიციატივით, არ გაინტერესებდა, როგორ ვიყავი.
-ვიცოდი, როგორც იყავი.
-ეგ რა შუაშია?! – წამოიყვირა მოთმინებაგამოლეულმა.
-შენ რატომ არ დამირეკე? – გასწორდა წელში, გაუთანაბრდა.
-აა, მე?
-დიახ. თუ ეგრე ძალიან გინდოდა ჩემთან საუბარი.
-დაჩი. – თავი გადააქნია სიდამ.-ხომ იცი, რასაც გეუბნები.
-რას მეუბნები? – მიუახლოვდა და ახლა თამამად შეეხო ლოყაზე. არც აინტერესებდა ვინმე თუ უსმენდა, ვინმე თუ დაინახავდა.-რა გამეკეთებინა? დრო არ მომეცა შენთვის?
-ამდენი ხანი? – თვალები გაევსო წყენით სიდას.-ეგრე მოქცევა საერთოდ შეიძლება?!
-რაო, სიდა?-ჩაეღიმა.-შეგიყვარდი?!
მიიღო საპასუხო მუჯლუგუნი მხარზე. წასასვლელად გაემზადა უკვე მერამდენედ, თუმცა ძველებურად არ მისცეს უფლება.
-მითხარი კი და გაგიშვებ.
-რამდენჯერ გითხრა, ნუ გერევი სხვებში.-შემოტრიალდა მის მკლავებში და შეხედა კარგად.-აქ… ჩემი ტერიტორიაა. შენი წესები აღარ მოქმედებს. მარტოც აღარ ვარ. ძალიან ნუ დააჯერებ შენს თავს იმ სისულელეს, რაც წეღან მოროშე.
-მარტოც აღარ ხარ? – ხელი შეუშვა. წარბები აზიდა მაღლა. პირი გააღო სიდამ საპასუხოდ, მაგრამ მესამე ხმა გაისმა მათ შორის.
-ხელს ხომ არ გიშლით, გვრიტებო? – მეორე სართულის ფანჯარასთან იდგა ნეგა სიგარეტით ხელში. სერიოზული სახით დახედა წყვილს.
-ნეგა? – დაიჩურჩულა სიდამ.
-მიბრძანდი შენ სახლში, მოდი შენ აქ.-დაჩის მიუთითა თავით.
-აუ, ნეგა..
-შენ რა მაიმუნი ბავშვი ყოფილხარ.. დროზე მოშორდი.
დარცხვენილმა გაიარა სახლის ბილიკები. დაჩის ეღიმებოდა. ამოიხედა ნეგასკენ, მასაც ღიმილი შეჰპარვოდა ტუჩებში.
-ჭკვიანად მოიქეცი. – თითი დაუქნია ზევიდან. მაინც არ დაანახა თავისი ღიმილი, ფანჯრები გადაკეტა და რაღაცნაირი სიმსუბუქით დაუბრუნდა თავის ლოგინს.
სანდოობაში დარწმუნდა.
.
არ უნდოდა შესამჩნევი ყოფილიყო ვინმესთვის ხშირი სტუმრობა. დღეში ერთი-ორჯერ შეივლიდა მხოლოდ, თუ ადრე დილიდან საღამომდე იქ იჯდა. სული ელეოდა, ისე ძალიან უნდოდა დღის ყველა წამის ტარბების სახლში გატარება, ახლა მით უმეტეს. საკუთარი ოთახის ფანჯრიდან პირდაპირ გადაჰყურებდა მათ ეზოს. დაინახა, როგორ ჩამოიარა წელზევით შიშველმა დანელიამ კიბეები, გზადაგზა იცვამდა მაისურს. მოაგონა თბილისური დღეები სიდას, როგორ უყვარდა ასე შიშველს სამზარეულოში ბოდიალი. სიგარეტით ხელში შეუერთდა ნეგას ბაღის მაგიდასთან და შეჭმუხნული სახით მოათვალიერა არე-მარე.
პახმელია ჰქონდა ორივეს.
ვეღარ მოითმინა სიდამ.
ჯინსის შორტი და თეთრი მაისური ჩაიცვა, ყოველი შემთხვევისთვის გადაათვალიერა საკუთარი თავი სარკეში და საყვარელი სახლის ჭიშკარიც ხმაურიანად გააჭრაჭუნა.
ხელი დაუქნია ბიჭებს, უდარდელად შევიდა სამზარეულოში. თვალი გააყოლა დაჩიმ მის გრძელ ფეხებს, იდეალურად მოუჩანდა მოკლე შორტიდან. შოკოლადისფერი, გარუჯული კანი მზეზე რომ ბრწყინავდა, მაგის შემჩნევაც არ გამორჩენია. ტელეფონში მოლაპარაკე ნეგა მიატოვა ეზოში, პირდაპირ გაჰყვა სიდას ნაბიჯებს.
-მომიდუღე მეც. – ანიშნა ყავაზე და კარის ჩარჩოსთან ჩამოდგა.
თავი დაუქნია უბრალოდ სიდამ.
-არ მელაპარაკები? – ისევ თავად განაგრძო დაჩიმ.
-რისი მოსმენა გინდა?
-რატომ ხარ გაბრაზებული, მაგის.
-არ ვარ გაბრაზებული, – გაიცინა უადგილოდ და გულმოსულმა ჩაყარა ჭიქაში შაქარი.-ჩემი ბრალია, რომ დიდი მნიშვნელობა მივანიჭე ყველაფერს.
-მაინც რას? – გადმოდგა ერთი ნაბიჯი მისკენ დაჩიმ.
-ყველაფერს. შენ.
-და რას მიანიჭე დიდი მნიშვნელობა? რა გავაკეთე ისეთი? – სუსტად გაეღიმა, გვერდით დაუდგა. ახლა თამამად შეათვალიერა ყველგან.
გაზრდილი იყო სიდა ფიზიკურად, შინაგანადაც ახლა უფრო მტკიცე იყო, ვიდრე ოდესმე. დაჩის მეტად გაუჭირდებოდა მოგერიება მისივე ტერიტორიაზე. აგიჟებდა ეს ბავშვი.
-არ ვიცი. არ მახსოვს. რამე გააკეთე?! – მსგავსი ტონით უპასუხა სიდამ.
-გაგახსენო? – გადახარა თავი გვერდზე, ნელა წაიღო თითები და დაუსვა მოშიშვლებულ მხრებზე. ხალები ვარსკვლავებივით კაშკაშებდნენ პრიალა კანზე.-კი?!-ოდნავ შეარხია მისი სხეული. სანამ მოასწრებდა სიდა გამოძრავებას, მანამ მიაწება მხარზე ტუჩები.
-იცი მაინც როგორ მომენატრე?! – ამოხედა იქვე და თამადად შეისრუტა მისი სურნელი. არ ადარდებდა არავის არსებობა იმ სახლში.-შენ კი სისულელეებს მეუბნები.. იმის ნაცვლად, რომ აღიარო.. – გადაინაცვლა ნელ-ნელა კისრისკენ, მაგრამ გასხლტა სიდა. დანა მოიმარჯვა ხელში და მრისხანედ დახედა დაჩის.
გადაიხარხარა.
-რას აკეთებ? – მიეყრდნო დახლს და ვითომ არაფერი, ისე გაუცინა სიდას.
-მოგკლავ, თუ მომეკარები კიდევ. საერთოდ გადაირიე?
-რა ჩემი ბრალი, არ მახსოვსო და მინდოდა გაგხსენებოდა ყველაფერი.
-მაინც რა უნდა გამხსენებოდა?!
-რომ მოგწონვარ. – გაიღიმა დაჩიმ.-რომ გინდა ჩემთან.. ეგ ყველაფერი.
-არაფერი არ მინდა. არც მომწონხარ. საერთოდ ფეხებზე .
-ნუთუ? – უფრო ფართოდ გაიღიმა დაჩიმ.-მაშინ საერთოდ რატომ ხარ გაბრაზებული?
-რა გინდა, ადამიანო? – მიუახლოვდა ნაბიჯით და ავად გააქნია ხელში მოქცეული ცივი იარაღი. სულ არ ახსოვდა, რომ მომართული ჰქონდა.
-რა ხდება? – მათ შორის მესამე ხმა გაისმა თუ არა, რეტიანივით მოსცილდა დაჩის სიდა. ჯერ დანელიას ცინიკურ მზერას შეავლო თვალი, მერე ნათლიის გაკვირვებულ თვალებს, ბოლოს დაიხედა საკუთარ ხელებზე.
-მოკვლას მიპირებს შენი ნათლული. – ღიმილი გაერია ხმაში დაჩის.
-ხოო?! – ორაზროვნად იკითხა ლევანმა, თვითონ აართვა ხელიდან გალესილი, პრიალა დანა სიდას და თავის ადგილას დააბრუნა.-რატო? დააშავე რამე?
-არ ვიცი, არ მეუბნება. – მხრები აიჩეჩა დაჩიმ.
ახედ-დახედა ლევანმა.
-მოხდა რამე? – მიაჩერდა სიდას ლევანი.-მითხარი და აღარ დაგჭირდება შენ დანა.
-დიახაც, მოხდა.-გამოსცრა კბილებს შორის სიდამ. ჯიქურად მიაშტერდა დაჩის აზიდულ წარბებს.-გამაბრაზა. ცუდად მოიქცა.
-აბა, გისმენ. – ჩამოდგა მათ შორის ლევანი, დაჩის გადახედა ირიბად.
-მეც მაინტერესებს.-სმენად იქცა დანელიაც.
კარგად ხანს უყურა ლევანის მომლოდინე თვალებს, მერე დაჩის გადახედა მზაკვრულად. ეს ვის უბედავს დაპირისპირებას?! ძალიან მოუნდა მისი გამწარება იმ წამს.
-თბილისში…. -წამოიწყო სიდამ. წარბები შეეხრა დაჩის, რის თქმას აპირებს?-თბილისში რომ ვიყავით, მაშინდელი ამბავია… ისეთი არაფერი..
-დანას უშვერ და ისეთი არაფერი?-ეჭვნარევად შეხედა ბავშვს. ენიშნა მათი სახიფათო თვალების თამაში.
-ღირსია და იმიტომ!
-რა დავაშავე ასეთი?-გაიღიმა დაჩიმ.-მე ვეტყვი, თუ გინდა.
ფერი გადაუვიდა სიდას ბიჭის სიტყვებზე. ლევანს ნამდვილად ყელში ამოუვიდა ახლა. შუაში ჩაუდგა წყვილს და ხან ერთის ბრალდებას ისმენდა, ხანაც მეორის.
-მიდი, უთხარი, რას ეტყვი მაინტერესებს!-არ დააკლო სიდამ.
-შენი გრძნობებით დავიწყო?- დაიწყო ქართულად საუბარი. მოურიდებლად. ლევანი აცდიდა ჯერ კიდევ გაუგებარ ენაზე მოსაუბრე წყვილს.
-რომელი გრძნობებით?!
პირველად მოისმინა ლევანმა სიდას სრულყოფილი ქართული ბგერები.
-ჩემ მიმართ რომ გაქვს, მაგით. თუ პირდაპირ კოცნის ამბავი მოვყვე?- ხელები გადაიჯვარედინა მკერდთან, სიდას ნამდვილად წაუვიდოდა გული.
-ნუ სულელობ, დაჩი!
-შენ დაიწყე,-თვალი ჩაუკრა.-მაგიტომ არ ხარ გაბრაზებული? მე რომ დაგაიმედე და მერე.. გაიძულე, დამლოდებოდი. ჩემზე გეფიქრა.. მოგნატრებოდი..
-არ მენატრებოდი!
-როგორ არა,-გადახარა თავი გვერდზე. დაეტყო, როგორ მოსწონდა ეს ბავშვი, ისე შეხედა მის აღელვებულ სხეულს. ლევანს ჟრუანტელმა დაუარა.. მის თვალწინ არავის გაუბედავს მსგავსი მზერა.
თითქოს, სამაგიერო გადაუხადა დაჩიმ. ის ხომ ეხებოდა თავის დას მოურიდებლად…
-ხოდა, ჩემო სიდა,- გადადო ყავის ჭიქა გვერდზე.-ნუ წამეთამაშები. ათასჯერ გითხარი, მზად ვარ მსგავსი საუბრებისთვის-მეთქი.
-საშინელი ბიჭი ხარ.-წყენით ამოილაპარაკა სიდამ.
-ხელს ხომ არ გიშლით?-ჩაახველა ლევანმა.
-არა.-უპასუხა დაჩიმ, სიდასთვის არ მოუცილებია თვალი. ამ უკანასკნელს გაევსო თვალები წყლით, ასეთ პირდაპირობას არ ელოდა მისგან, მით უმეტეს ლევანის თვალწინ. კინაღამ გააფრინა! სახეზეც ისე წამოწითლდა, ალბათ ყველაფერი დაეტყო ზედ.
-ასწიე თავი მაღლა,- აფხაზურად დაიწყო ლევანმა.
ახლა დაჩის დაუარა რაღაცამ ტანზე.
მორიდებამ ყველაზე მეტად.
სიდამ მაშინვე ასწია თავი.
-ეგრე არ შემომხედო. შეშინებულივით..-თვალებში ჩახედა და ისე უთხრა.-წადი ახლა სახლში. და ეს რაღაც…-ანიშნა ჯინსის შორტისკენ.-არავის ყურადღების მისაქცევად არ ჩაიცვა. გესმის?! – ისეთი უხეში სითბოთი ნათქვამი იყო ეს ყველაფერი, დანელიამაც კი გაიგო ლამის შინაარსი.
სიდას უფრო აერია თვალები. დარცხვენილი გავიდა სახლიდან. არასდროს უთქვამს ლევანს შენიშვნა ჩაცმულობის გამო, ახლა კი დაჩის გამო რომ მიიღო საყვედური, გული ეტკინა ძალიან. გულდაწყვეტილმა გაიარა ეზო, არასდროს შემოვიდოდა აქ, სანამ არ წავიდოდა ეს იდიოტი. ცრემლები დაუკითხავად ჩამოუგორდა თვალებზე…
გული გაუტეხა დაჩის სიტყვებმა, მისმა დამოკიდებულებამ, ლევანის შენიშვნამ ხომ საერთოდ.
იმ დღეს ოთახიდან არ გამოსულა.
ასე დაიწყო მისმა გრძნობებმა ზედაპირზე გამოჩენაც.
.
მეორე დილასაც არ შეუწუხებია დიდად თავი. სახლიდან გამოსვლა და არავის დანახვა არ სურდა. აიდამ ახსენა მხოლოდ, რა კარგი ბიჭი ყოფილაო დაჩი. სიდა ამაზეც ბრაზდებოდა. ნერვები ეშლებოდა, რომ ყველას მოსაწონი იყო ეს დანელია. მანერები ისეთი ჰქონდა, ნებისმიერს შეაყვარებდა თავს. თავმომწონე და გალანტური იყო, უფროსებს რომ მოსწონთ ხოლმე ეგეთი – სასურველი.
ძალიან უნდოდა ზღავზე წასვლა, პლაჟზე წამოწოლა და რუჯი. ყოველი ზაფხული ასეთი იყო მისთვის ეშერაში, ახლა კი უნებართვოდ ნაბიჯს ვერ გაადგამდა. აიდა თავის ყვავილების მაღაზიაში იყო წასული, საღამომდე არ დაბრუნდებოდა. რა ეკეთებინა სახლში?!
ფეხს ითრევდა, თუმცა მაინც გაიარა უკანა ღობიდან მიმავალი გზა და შეაღო ტარბების ეზოს კარი.
ლევანი იდგა თავის მანქანასთან, ის იყო უნდა ჩამჯდარიყო, სიდა დალანდა და შეჩერდა.
-სალამი.- გაუღიმა დარცხვენილმა, ცალი თვალით კი პერიმეტრი მოათვალიერა.
-სად ხარ მთელი დღეა?- ჰკითხა ჩვეული ხმით. აგრძნობინა ლამის ყველაფერი.
-მეძინა. სადმე მიდიხარ?
-თამთას მოსაყვანად. შედი სახლში, ნეგაც მალე მოვა.
-ვინმეა შინ?- გაიხედა უკან სიდამ.
-დაჩი და ირმა. მიდი, მიაქციე ყურადღება და მოვალთ ჩვენც.
-აუუ, წამიყვანე მეც, – წამოიძახა მაშინვე, როგორც კი გამობრძანდა დანელია ეზოში.
-სად წაგიყვანო? – გაეღიმა ლევანს.
-თამთას მოსაყვანად. რამდენი ხანია აქ ვარ, არც ზღვაზე ვყოფილვარ, არც ქალაქში.. გამიყვანე სადმე, გთხოვ…-ხელები მიტყუპა კისერთან და ასე შეეხვეწა ნათლიას.
-მე წავიყვან.-ჩაერია დაჩი. გვერდით დაუდგა სიდას.-თუ შეიძლება.
ლევანმა წარბები აწკიპა.
-შენ რა იცი გზები?-მიუტრიალდა სიდა.
-შენ მაჩვენე. – გაუღიმა, მერე ლევანს მიაჩერდა მომლოდინედ.
-რითი წამიყვან? არ მინდა მე შენთან ერთად წამოსვლა.
-მეც ვნახავდი ქალაქს. ზღვას.. – განაგრძო დაჩიმ.-მაინც ვაპირებდით საღამოს გასვლას, ბარემ ახლა წავიდეთ, თამთა და დანარჩენებიც შემოგვიერთდებიან მერე.
-გინდა შენ?!-მიაჩერდა ლევანი სიდას. სახეზე ეტყობოდა, რომ კი, უნდოდა, მაგრამ ვერ იტყოდა ისე ხმამაღლა.
-არა. თქვენთან ერთად მირჩევნია.
-რამე პრობლემა გაქვთ თქვენ ორს?-გაუმკაცრდა ხმა ლევანს.-რამე მოუგვარებელი?! გადაუჭრელი?
-არა!-შესძახა ორივემ ერთდროულად.
-წაიყვანე ჩემი მანქანა,-ხელში ჩაუდო დაჩის გასაღები.-თუ გაგაჩერა ვინმემ, უთხარი საიდან მოდიხარ. ჭკვიანად იყავით. დაათვალიერებინე დაჩის ქალაქი.-სიდას მიეფერა ლოყაზე და თვითონ ალანის მანქანას მიუჯდა.
გაოგნებულებმა გააყოლეს თვალი ეზოდან გამავალ ლევანს.
-ესეც კი დათმობაზე წამოვიდა და შენ რა გემართება?- სიცილით აათამაშა ხელში გასაღები დაჩიმ.
-არსად არ მოვდივარ. მარტო გაისეირნე.
-ხომ გინდოდა წამოსვლა? ჩაიცვი და გავიდეთ. ესე გექცეოდი მე თბილისში?!-გაიმკაცრა ხმა დაჩიმ.
-კარგად ვიცი, როგორადაც მექცეოდი.
-რა იყო, სიდა?-დაათბო ტონი.-ნაწყენი ხარ ჩემზე?
-ვარ.-არ დაუმალავს არაფერი.-გაბრაზებული..
-შეცოფებულიც?
-დიახაც!
-ცუდად მქონია საქმე.-მიუჯდა საჭეს. სიდასაც ანიშნა თვალით.-არ აპირებ წამოსვლას?!
-სად უნდა წავიდეთ? – მკერდზე გადაიჯვარედინა ხელები.
-რა ვიცი, მაჩვენე ქალაქი, რომ მპირდებოდი ყველაფერს დაგათვალიერებინებო. იმ ჯინსის შორტს არ ჩაიცვამ?-სიცილით გადახედა გვერდით მჯდარს დაჩიმ.
-დეგენერატი ხარ.
-რატო? ჩემთვის არ ჩაიცვი?
-საიდან მოიტანე?-გულწრფელად გაეცინა სიდას.
-ჩემთან კაბა ვერ დაგიმოკლე და აქ გაფუჭებული დამხვდი.. რატო მაწვალებ?-ისე მზაკვრულად გაეღიმა, სიდამ უჩვეულო რაღაც იგრძნო მუცელში.
-გაწვალებ?!
-ხო. იცი, რომ ვერ შეგეხები და მაშინ მიწვევ… რომ სურვილისგან გავგიჟდე.
-გეჩვენება, – გაიხედა ფანჯრიდან და სახლს გააყოლა თვალი. ნელ-ნელა ჩადიოდნენ გზაზე.
-არადა, მე ყოველთვის ვიპოვი შესაფერის მომენტს…- ცალი ხელის ზურგი გადაუტარა მუხლზე მოულოდნელად.-მოფერებისთვის..
-ნუ მეხები.-გადააჯვარედინა ფეხები ერთ მხარეს. ამით თავისი საყვარელი სარაფანი უფრო დამოკლდა და აფრიალდა, მეტად აცდუნა დანელია.
-საით წავიდე?
-მარჯვნივ.
-მარჯვნივ.. – გაიმეორა ჩუმად.-სად წავიდეთ?!
-სანაპიროზე ყოფილხარ?
-არა. საღამოს ვაპირებდით ყველა ერთად, მაგრამ რახან შენ ნება იბოძე.. – ნიშნის მოგებით გადახედა სიდას.
-ნუ გგონია, რომ დამავიწყდა გუშინდელი. – გულმოსული მიტრიალდა მეორე მხარეს.
-რას გულისხმობ?
-რანაირად დამელაპარაკე ლევანის თვალწინ? – გახსენებამაც კი შეზარა სიდას.
-შენ ხომ დაიწყე.
-ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ეგრე საუბრის უფლება გაქვს! რაზე ფიქრობდი? რა გინდოდა? – გაერია გატეხილი ბგერები ხმაში.
დაჩიმ შიგნიდან იკბინა ლოყაზე, ისე ძალიან მოვიდა ახლოს სიდას მსგავსი, უჩვეულო ხმა. ეშერაში ყოფნას უფრო დაესევდიანებინა მისი ნარნარა, წკრიალა ხმა.
-მაპატიე, – თქვა ჩუმად, მოსიყვარულე ხმით.-საერთოდ ყველაფერი. კაი?
თავი მიატრიალა სიდამ. არ უპასუხა არაფერი. ისევ დაჩიმ გააგრძელა საუბარი.
-რაო ლევამ? რაღაც რომ გითხრა, რას გეუბნებოდა?
-მისაყვედურა. – თავი დახარა დაბლა, გააჟრიალა, მოაგონდა თუ არა.-არადა, არასდროს უთქვამს სიტყვა ჩემს ჩაცმულობაზე. საერთოდ არ აქცევს ეგეთ რაღაცებს ყურადღებას. უბრალოდ… უბრალოდ მიხვდა, რომ რაღაც ხდება ჩვენ შორის და..
ჩაეღიმა დაჩის.
-შენ გეშინია რამის, სიდა?
-რისი უნდა მეშინოდეს?
-მინდა ვიცოდე, რამდენის უფლება მაქვს შენს ოჯახთან. შენთან. მაგან რომ ახლა გამაყოლა შენი თავი, ეგ უკვე იცი რამდენს ნიშნავს? თან მამოწმებს, თან მენდობა ძალიან.-გადააქნია თავი.-უნდა მითხრა, შენ რა გინდა, რომ სწორად მოვიქცე.
-მარტო ეგ არ არის პრობლემა.
-გიყვარვარ?! – ისე მოულოდნელად ჰკითხა, სიდას შეაშრა სახეზე ყველაფერი.
-ეს რა კითხვაა?
-არა?!
-არა!
-მე რომ შემიყვარდი?-ღიმილით უთხრა. ვერ გაიგებდა ვერავინ, ნამდვილი იყო თუ არა ეს სიტყვები. ეშმაკივით უელავდნენ ნაცრისფერი თვალები, ეშერას მზე პირდაპირ მის თვალებზე იყო მიმართული განზრახ.
რაღაცის თქმას აპირებდა სიდა, მანქანამ რომ დაუპიპინათ მოპირდაპირედ. მძღოლის მხარეს შეაჩერა ნეგამ თავისი კარგად ნაცნობი ავტომობილი და მზაკვრული მზერით შეათვალიერა ორივე. ცალი ხელი გადმოსწია ფანჯრიდან და ხელით ანიშნა დაჩის, საით გაგიწევიაო.
-ამ მანქანაზე დგას ოჯახი, – ანიშნა დაჩის.-არ გადაიჩეხოთ სადმე, თორემ დაგვერხა ყველას. სად მიბრძანდებით?
-საღამოს ვიკრიბებით, ხომ მოხვალ? – ძმაკაცურად მიუშვირა ნეგას სიგარეტს სანთებელა დაჩიმ. სიდას გაეღიმა მათ ურთიერთდამოკიდებულებაზე.
-საღამოს თუ იკრიბებით, თქვენ ორი სად მიდიხართ?
-გავისეირნებთ. – თვითონაც მოუკიდა სიგარეტს.
-იმან მოგცა გასაღები? – ანიშნა თავით ნეგამ „იმისკენ“.-მაგრა დაევასე მემგონი.
-შენს შეყვარებულს არ წამოიყვან? – გადმოიხარა სიდა ფანჯრისკენ.
-მეშინია ზღვაში არ გადააგდო და არა.
-აუუუ, როდის გამაცნობ?!
-აბა, არ მაინტერესებსო?!
-რა ვიცი, ვნახავ, ერთი ვინაა და რას წარმოადგენს!
-ჭკვიანად იყავი, თორემ ხო იცი, ჩემს ხელში ხარ.. – დაიმუქრა თვალებით ნეგა. დაჩის ჩაეღიმა და დაქოქა მანქანა. სიდას გამოყოფილი ენის ფონზე დაემშვიდობა ნეგას, მერე სიცილით გადმოხედა გაბრაზებულ სიდას.
-ყველა შენს წინააღმდეგაა? – წარბაწევით ანიშნა. როგორი საყვარელი იყო გაბრაზებული..
-შენც დაემატები? – თვითონაც ასწია წარბები სიდამ.-მეორე გზაჯვარედინზე მარცხნივ და სანაპიროზე გავალთ.
-მე შენ წინააღმდეგ კი არა, შენ გვერდით ვარ. დაგავიწყდა?! – მაცდურად მოატარა საჭეზე ხელები და ძლივს შეიკავა თავი, იმ ფრიალა სარაფანზე არ დაესვენებინა თითები.-ამაზე მიყვებოდი? – გადახედა ზღვას და გააჩერა მანქანა.
ღრმად ჩაისუნთქა უცხო ქალაქის ნაცნობი სურნელი და სიდასთან ერთად გაიარა პირველად სანაპიროზე.
-ნაყინი ვჭამოთ.. – მაშინვე მივარდა პირველივე ჯიხურს სიდა და სიცილ-სიცილით უყიდა დაჩის ნაყინი. მოსწონდა ის ფაქტი, თვითონ რომ იცოდა ქალაქში ყველაფერი და დაჩიმ არა. თვითონ რომ ასწავლიდა ახლა, ეგ ფაქტი სიამოვნებდა ძალიან..
სანაპიროზე მისეირნობდნენ გვერდიგვერდ. ფერად სარაფანში გამოწყობილი სიდა, თავისი გრძელი, წაბლისფერი თმითა და ბრდღვიალა, კაშკაშა თვალებით გამვლელების ყურადღებას იქცევდა. დაჩი.. ლამის ერთმანეთის ტოლად და სწორად შეექმნა ეს ბავშები ღმერთს. ვერ სწყვეტდა დანელია სიდას თვალებს, თვალს აყოლებდა ყველა მის მოძრაობას, სიტყვებს უსმენდა ყურადღებით, ათვალიერებდა ქალაქს, რომელზეც ამდენი სმენია..
გაუგო კიდეც სიდას, ლევანს, თამთას, ყველას – ვისაც უჭირდა აქედან წასვლა.
გალავანზე ჩამოსხდნენ, ფეხები ზღვას მიუშვირეს და შორს გაიხედეს, ზღვის მიღმა.
-თბილისში არ წამომყვები? – წამოიწყო დაჩიმ და გვერდულად გადახედა სიდას.
-როდის მიდიხარ?
-ერთ კვირაში..
-მიბრძანდი.-დაისისინა და უგულოდ განაგრძო ნაყინის ჭამა.
-არ წამომყვები შენ? – განმეორდა უფრო მკაცრად.
-არ ვიცი, ვნახოთ.
-სიდა.. – გაიღიმა დაჩიმ.-მოგიტაცო გინდა ისევ?
-როდის მომიტაცე ერთი?
-როდის არ?! – გადაიხარა მისკენ.-მეორედ აღარ გამიჭირდება. ვიცი გზები და ხერხებიც..
-ვინ დაგიტოვებს ჩემ თავს, – ფეხი ფეხზე გადაიდო სიდამ. ხელისგულით დაეყრდნო მოაჯირს, ნაყინის ჭამა განაგრძო არხეინად.
-ვის ვკითხავ? – მსგავსი ტონი ჰქონდა დაჩისაც.
-ვერ ვიტან, ეგეთი თავდაჯერებული რომ ხარ.
-სისულელეს მეუბნები, აბა. თითქოს არ გინდოდეს შენ.. მახვეწნინო გინდა?
-თავი დამანებე, დაჩი. – საოცრად დაღლილი ხმით უთხრა სიდამ.-არ ვიცი თვითონაც რა მინდა.
-რაო დედამ?!
-არ უნდა ჩემი გაშვება. ლევანს ვუთხარი და იმედია დაელაპარაკება. მეც არ მინდა მის გარეშე, – თვალებში ჩახედა დაჩის. თავი ძლივს შეიკავა სახალხოდ რომ არ მოფერებოდა.-მაგრამ რა ვქნა.. თბილისში არასდროს გამომყვება დედაჩემი. მამაჩემის საფლავს არ დატოვებს.
-შენ საით გინდა?-ჩუმად ჰკითხა.
-საერთოდ არ მინდა, რომ რამე მხარის არჩევა მიწევდეს. არ შეიძლება ორივეგან ვიყო? – ცივად გაეღიმა.-რომ შეიძლებოდეს უპრობლემოდ ჩამოსვლა.. ნატას მოყვანა რომ შემეძლოს სახლში, ხომ შეიძლება? – ისე სევდიანად გადაიხედა ზღვაზე, დაჩის ჟრუანტელმა დაუარა.-რეზისაც მოვიყვანდი..
-აქ მაკლია ეგ.
-აუ, რეზი რა კარგი ადამიანია.. იცი, როგორ მედგა გვერდით, შენ რომ არ იყავი? – წამოსცა უნებურად. დაჩის ფართოდ გაეღიმა.
-რას გეუბნებოდა?
-რა ვიცი, ყველგან დავყავით მე და ნატა. მერე მამოწმებდა ხოლმე ვმეცადინეობდი თუ არა, – გაეცინა გახსენებაზე.-ძალიან სასაცილო იყო, ვითომ მკაცრ მზერას დაიყენებდა..
-მე არ დამივალებია არაფერი, თუ ეგ გაინტერესებს.
-ვიცი.-კბილებში გამოსცა ლამის.-შენ… ნუ მახსენებ!
-როგორ გამიბრაზებიხარ, – მხარზე აკოცა ფარულად.-გამიგიჟებიხარ და არ მცოდნია.
-ნუ მეხები სახალხოდ.
-ისეც ვერ გეხები, – თქვა ჩუმად და კვლავ აკოცა მხარზე.-ამიტომ რა მნიშვნელობა აქვს..
-ლევანმა გკითხა რამე? – გაინაბა უნებურად. უფლება მისცა.. და უკვე ისე ძალიან მოენატრა კიდეც… ვეღარ მოითმინა სიდამ.
-მკითხავს,-ყელში შეუძვრა და შეისრუტა მისი სურნელი.-და ვუპასუხებ. კაი?
-დაჩი..
-ყველა პირობა შეგისრულებია.. – გააგრძელა ისევ ჩურჩულით.-ისევ ეგრე ღელავ, როგორც ადრე.. როგორც შემპირდი..
-არაფერს შეგპირებივარ..
-მაგრამ ხომ შეასრულე?-ლოყაზე მიაწება ბოლოს ტუჩები.
ახალგაზრდებს შორიდან დაჰყურებდნენ მოხუცები, ტურისტები, სოხუმელები. ამ ზღვაზე გადახტა მაშინ სიდა, ამ ზღვაზე დაიხრჩო მაშინ, ამ ზღვამ გამორიყა მისი საქორწინო ფატა და ფეხსაცმელები.
ნეტავ, რა მოხდებოდა სხვანაირად რომ ყოფილიყო ყველაფერი..
ნეტავ, შეხვდებოდა დაჩის?!
-გიყვარვარ?… – ღიმილით ჰკითხა ისევ დანელიამ, სიდამაც ვერ შეიკავა თავი.-მითხარი კი, რა იქნება..
-შენ?!-მიუტრიალდა.-შენ გიყვარვარ?
-კი.-უდარდელად აიჩეჩა მხრები.
-ეგრე მარტივად?
-აბა, რა გავაკეთო? არ მეტყობა, რომ კი?! – აენთო მრისხანედ თვალები. თითქოს, სისულელეს ეკითხებოდა სიდა.
-პატარა ვარ, – ამოიბურტყუნა სიდამ. ფეხები დაატყაპუნა ზღვაში, ლამის გადავარდა შიგ.-შენთვის..
-ჩემთვის?
-ხო. ეგრე არ მითხარი? ყველანაირი ურთიერთობისთვის..
გაეცინა ორივეს. ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან დაჩიმ. მოულოდნელად გადაუღო რამდენიმე ფოტო. სახეზე დაეტყო ყველა ნათქვამი „კი“, სიდას კი ყველა „მიყვარხარ“.
….
სამზარეულოში გამართულ საუბარს თავის ახსნა სჭირდებოდა. იცოდა, დრო იყო უკვე. ვალდებული იყო ლევანისთვის ყველაფერი აეხსნა. მის მზერასაც, სიტყვასაც, ქცევასაც დიდ მნიშვნელობას მიანიჭებდნენ, ამიტომ აღარ აპირებდა მეტად გაჭიანურებას. ძმებისკენ გასწია თავდაჯერებული ნაბიჯებით.
მაინც, როგორ მოსწონდა ამ ძმების ურთიერობა.. სმენია მათზე სიდისგან, თამთასგან უფრო მეტი, მაგრამ თვალით ნანახი მაინც სხვა იყო. თითქოს, ღრმა და იდუმალი კავშირი ჰქონდათ ერთმანეთთან.
-სალაპარაკო მაქვს. – წამოიწყო დინჯი, ნაფიქრი ხმით. ორივე ძმას ცალ-ცალკე შეხედა. ვერც გაიაზრა ლევანმა, ისე ძალიან ესიამოვნა ნეგას გათვალისწინებაც, უკვე ნათელი იყო ყველაფერი – რა დონის კაცთანაც ჰქონდა საქმე. ინტერესიანი მზერა მიაპყრო ნეგამ დაჩის, ხელით ანიშნა დაიწყეო და მერე ძმას გადაავლო მაინც თვალი, მის სიმშვიდეს ზომავდა თითქოს.
-რა გაქვს სათქმელი?! – ჩაიწმინდა ლევანმა ხმა. აათვალიერა ბიჭი.
-ის, რის გამოც მიყურებ ასე გამომცდელად ახლა.-სუსტად გაეღიმა დაჩის.
-ეს ყველას ასე უყურებს.-ჩაურთო ნეგამ. არ დაუნახავს ძმის სახე, მაგრამ მიხვდა, ახლა რომ არ იყო ღლიცინის დრო, მიჩუმდა მაშინვე თავისთვის.
-რამდენი წლის ხარ, დაჩი? – წამოიწყო ლევანმა. სერიოზული, უტეხი ბგერები გააჟღერა.
-ოცდაორის გავხდები მალე..
-ჯერ ძალიან პატარა ხარ, ახლა რომ დამიწყო საუბარი იმაზე, როგორ გიყვარს ჩემი ნათლული. გააზრებული თუ გაქვს, რას უნდა დამპირდე? რა სიტყვის შესრულება მოგიწევს, იცი ეგ? – ცივი წყალი გადაავლეს თითქოს, ისე პირდაპირ დაიწყო ლევანმა სიყვარულზე ლაპარაკი.
-ვიცი.
-არ იცი. ხედავ მასში შენს ცოლს? მომავალი შვილების დედას? ადამიანს, ვინც მთელი ცხოვრება უნდა გიყვარდეს? გიფიქრია ასეთ რაღაცებზე? ჯერ არც უნდა იფიქრო მაგაზე. სიდამ მითუმეტეს. – დაამატა საკმაოდ გარკვევით.-ეს რომ ბავშვური გატაცება აღმოჩნდეს ორივესთვის, მერე როგორ შემომხედავ თვალებში? ან ის, როგორ მეტყვის, რომ ერთად აღარ ხართ.. არა, – ხელი აიწია უნებურად. სალაპარაკოდ მომზადებული დაჩი გააჩერა მაშინვე.-ახლა არ მითხრა, რომ სამუდამოა.. რომ იცი, რასაც აკეთებ. არ იცი შენ ჯერ, რას ნიშნავს სიყვარული.-თვალებში შეხედა ბიჭს.
-მარტო დაგტოვებთ, – ფეხზე წამოდგა ნეგა. მხარზე დაადო დაჩის ხელი.-ჩემგან ერთი კი გაქვს.-გაუღიმა და მხიარულად გაშორდა ბიჭებს. მას რა ენაღვლებოდა..
ვერაფერი მოუხერხა დაჩიმ რიდს, რომელიც მის მიმართ ჰქონდა. ვერც გადააბიჯა მის სიტყვებს, ვერ შეეკამათა, იცოდა ჰქონდა ამის უფლება კაცს და ისიც იცოდა, რომ მართალი იყო ყველაფერში.
-უმამოა.-დაამატა ლევანმა.-თვრამეტი წლისაა. პატარაა.
-ვიცი. ყველაფერი კარგად ვიცი.
-მეც ვიცი, რომ მისი გულის ტკენა არ გინდა.-თავი გადახარა გვერდზე, ბიჭის გაკვირვებული მზერა უყურადღებოდ დატოვა.-იმასაც ვხვდები, რა შეიძლება მომხდარიყო თქვენს შორის თბილისში.-თვალებით განჭვრიტა პირდაპირ დანელია. მზერა არ მოუშორებია დაჩის. აგრძნობინა, რომ „ისეთი არაფერი“.
-მისთვის თითი არ დამიკარებია.
-რა თქმა უნდა, ასეც იქნებოდა.
-მე ვიცი შენი ფასი მის თვალში. ამიტომ მინდა იცოდე, რომ მასთან ყოფნა მინდა.-დაამატა დიდი სიფრთხილით.-სიმართლეს გეტყვი, წინააღმდეგი რომც იყო, ეგ არაფერს შეცვლის.
-არც უნდა შეცვალოს ჩემმა უარმა არაფერი.-გაეღიმა ლევანს ამ დიალოგის განმავლობაში პირველად.-მაშინ ჩავთვლი, რომ „ჩემი უარი“ სწორი ყოფილა.
-ანუ მაინც უარს მეუბნები? – უნებურად გაიღიმა დაჩიმაც. ფარული მღელვარება შენიღბა ამით.
-დავუშვათ კი, მერე?
-მერე ის, რომ ისედაც დაკომპლექსებულ სიდას კიდევ უფრო მეტად შებოჭავს შენი უარი. მისთვის მამასავით ხარ. შენ სიტყვას არასდროს გადაუხვევს.
-გადაუხვევს, – დაილაპარაკა დაბალ ხმაზე.-თუ უყვარხარ.
-ოხ, ლევან.. ვიცი. და მართალი ხარ. მაგრამ..
-არანაირი მაგრამ. შენ რომ ჩემი თავი გაგეთვალისწინებინა, არ იქნებოდა სიდა ისეთი მოწყენილი, როგორიც აქ ჩამოსვლისას იყო. რა მოხდა თქვენ შორის, დაჩი? – ღრმად ჩახედა თვალებში. ლამის სახეზე ამოიკითხა ყველაფერი. დაჩიმ ვერ დაუკავშირა ერთმანეთს სიტყვები, ვერ გაიაზრა, რამდენი რაღაც უთხრეს ერთდროულად.
-აწყენინე? – ჩუმად ჰკითხა, როცა ვერაფერი მიიღო პასუხად.
-მგონი.
-უკვე? – თითქოს გაეღიმა კიდეც.-რას იძაბები, შენ ცემას კი არ ვაპირებ.
-ეგეთი აურა გაქვს და რა ვქნა..
-მოეშვი.. არასდროს გისაუბრია შეყვარებულის მამასთან?!
-როგორ არა.. მარა შენნაირთან არა.
-ჩემნაირში რას გულისხმობ?
-მართალს. – გულწრფელად ამოილაპარაკა და ჩაამთავრა სიგარეტი.-არ შეუშალო ხელი, ისევ დაბრუნდეს თბილისში. ამერიკაში უნდა სწავლის გაგრძელება. კარგი შედეგები აქვს, ერთ-ერთი საუკეთესოა. უპრობლემოდ ჩააბარებს გამოცდებს.
-არაფერი მითქვამს ჯერ,-მოისმინა მისი საუბარი და თავისთვის გააგრძელა.-შენ გამო თავსაც კი მარიდებს.-შეხედა დაჩის და გაეღიმა.-ჰგონია, რომ რამეს ვკითხავ..
-არ იქნება ეგრე?
-როგორ არა. იმასაც გავიგებ, რატომ გააბრაზე. – მოულოდნელად ხელი დაადო მხარზე.-პირდაპირ არაფერს გეტყვი, არც ჰოს, არც არას. შენ თვითონ მიხვდები, მე რაზე ვარ თანახმა. ჩემს თვალწინ ზედმეტად არც კი შეხედო ხოლმე, როცა ჯერჯერობით გაურკვეველ ურთიერთობაში ხართ. არც ღამით გამოიყვანო სახლიდან.. – აგრძნობინა, როგორ იცოდა ყველაფერი. დაჩიმ მოარიდა თვალი.-არ უნდა მეშინოდეს თქვენი მარტო ყოფნის იქ, სადაც ჩემი თვალები ვერ დაინახავს სიდას. ხომ ხვდები, მე რას და ვის განდობ, დაჩი?!
-ვხვდები.
-შვილივითაა. შვილია. ჩაბარებული. ჩემს ხელებში გაზრდილი. რა გგონია, რომ დავუშლი რამეს? არა. ან რა უფლება მაქვს ჩავერიო, თუ უყვარხარ.. მე იმ ვალდებულებას ვასრულებ, რაც მის წინაშე მაქვს. მის გამო არავინ გამითვალისწინებია არასდროს, მამამისიც კი ზოგჯერ.-ხაზი გაუსვა ამ წინადადებით ყველაფერს.-წარმოგიდგენია, რას ვიზამ, შენ რომ რამე შეგეშალოს?! ამერიკიდან კი არა.. სადაც არ უნდა იყოს, უკან დავაბრუნებ, ჩემთან. – ამოისუნთქა რამდენიმე წამით. ძალიან უჭირდა თავადაც ლაპარაკი ამ თემაზე.-მაგას სულ ეგონა, რომ მე წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდოდა ამ ცხოვრებაში.. რა ოცნებები ჰქონდა, რა უყვარდა.. ყველაფერი ვიცი მასზე. – გაეღიმა.-მაგრამ თვითონ ჰგონია, რომ არ მესმის, ვერ ვხედავ.. თუ ეს ყველაფერი უბრალოდ ინტერესია.. ჟინი.. რომ ის ასეთი მიუწვდომელია შენთვის.. ახლავე დანებდე, ჯობია, დამიჯერე.
-არ არის მასე.
-ნუ მაწყვეტინებ.-უთხრა უცბად და გასაგებად.-შენზე იცი რამდენი რაღაც ვიცი? – დააკვირდა სახეზე დანელიას. მასში კაცის შტრიხებს ჩაეჭიდა ლევანი.-ყველაფერი ჩათვალე. მაგიტომაც ვარ ახლა ასეთი მშვიდი.
-მშვიდი? ნებისმიერ წამს ველოდები სახეში გალაწუნებას.
-არ დაგარტყამ-მეთქი, რა ვერ გაიგე!
-კარგი, მჯერა, -დანებდა დაჩი.
-მე რა უფლება მაქვს მაგის შენთან.. – უთხრა და ეზოში ტელეფონში მოლაპარაკე ნეგას გადახედა მტკივნეულად.
თითქოს რაღაცამ გაიელვა თვალწინ. დაჩიმ სიცივე იგრძნო, გამყინავი და მტკივნეული. ძმის ყოლა რასაც ნიშნავდა, ეგ დაინახა ლევანის თვალებში.
-მაგრამ არ მოგერიდები, ხომ იცი..
-ვიცი. თუკი დავაშავებ.
-არ უნდა დააშავო. – გვერდულად გამოხედა.-ვერ ხედავ, როგორია?! მაგასთან როგორ უნდა შეგეშალოს, ბიჭო?
-დაგპირდე? – თავად ამოიღო სიგარეტი ჯიბიდან.
ჩაეღიმა კაცს. ისევ დაჩიმ გააგრძელა:
-მიყვარს, ლევან.. რა გავაკეთო..
ისე ღრმად გაეღიმა ლევანს, დაჩიმ ეჭვნარევად შეხედა.
-გიყვარდეს.. ყოველთვის.-დასერიოზულდა მაშინვე.-ერთადერთი თხოვნა მექნება მხოლოდ. აქაურობა არ მოანატრო.
-თავს წამაცლის თქვენ გამო.. ასე რომ..
-შედი, არ გშია?!
-შენ არ შემოხვალ? – გაუღიმა დაჩიმ. მარტო შესვლა არ უნდოდა..
-წამოდი, – მხარზე გაჰკრა ხელი და ნეგას დაკრეჭილ პირს მკაცრად შეეგება.-რას დაგიღია ეს პირი სულ?
-ნუ მიტ.რაკებ ხოლმე, ლევა, რა იყო? – წყენით ამოიბურტყუნა ნეგამ.-რა ქენით თქვენ? მიიღე თანხმობა დიდი ხელმწიფისგან? – მიუტრიალდა დაჩის.
-ახლა გაგიტ.რაკებ ნამდვილად.-მკლავში მოიქცია მისი თავი ლევანმა და მკერდზე მიიწვინა ტანით.
-გამიშვი ხელი, უსამართლო ბრძოლაა!
-ვითომ რატომ? – მოუჭირა მკლავი და ოდნავ ასწია ჰაერში უმცროსი ძმა.
-უკნიდან მომეპარა და იმიტომ! ეგრე უნდა ძმის დამცირება?
-რას აკეთებთ? – ახედ-დახედა ბიჭებს თამთამ.
-შენი ქმარი ჩემზე ძალადობს, თამთა.. – ხელი გაიშვირა ნეგამ.
-შემოდით, მზადაა საჭმელი..
-საჭმელი კი არა, გამოუშვას ირმამ ქათმები, ყველას თავი უნდა წავაცალო.. უნდა ვიქეიფოთ დღეს!
-ოხ, რატომ? რას აღნიშნავთ? – გაეცინა თამთას ნეგას აჟიტირებულ სახეზე.
-გამითხოვდა გოგოები! – თავი გადააქნია ნეგამ.-ირმაც ხომ არ გავათხოვო ვინმე ქართველ ბიზნესმენზე, ფული და გულავი არ მომაკლდება მთელი ცხოვრება!
-წესიერად.-წარბები აუზიდა ძმას ლევანმა.
-კაი ხო.. ვიცი, რომ ირმაზე არ გაგდის.
-სანამ მოგხვედრია სახეში, შებრძანდი სახლში.
-როგორც ჩემი უფრო ძმა მიბრძანებს..
-რა იყო? – ჩუმად გაჰკრა მხარი ძმას თამთამ.
-არაფერი. – ამოისუნთქა თითქოს დაჩიმ.
-თქვი ახლა.
თავით ანიშნა მიმავალი ლევანისკენ დაჩიმ.
-შენთან.. შენთანაც..
-მბრძანებლური?!
-ხო. რომ ვეღარ გადაუხვევ.. ისეთი..
-ზოგჯერ. მარა ჩემთან.. ჩემთან სხვანაირია საერთოდ.
-ძალიან მენატრები და მაკლიხარ ხოლმე, თამთა..
-უფრო ხშირად მოდი.
-შენც.
-აუცილებლად.. მოდი ახლა.. მოვა სიდაც საღამოს.
-არ ველაპარაკები იმას.
-რატომ?!
-ტრ.აკს ათამაშებს. პატარა მეტიჩარა.
-წესიერად ილაპარაკე!
-ვინ რას გაიგებს! – გაეცინა და ნეგას მართალაც რომ დაღებულ პირს თვალი მოარიდა.-ეს მაგარი ტიპია..
-რა თქვა ჩემზე, თამთა? არ წამაღებინოს ძლივს გადაწყვეტილი „კი“ უკან..
-ძლივს გადაწყვეტილი? – ჩაეღიმა ლევას.-არც კი გიფიქრია.
-რათ უნდა ფიქრი და ბევრი ლაი-ლაი.
-რომც უნდოდეს ფიქრი, შენ მაინც არ დაფიქრდები, ნეგა.
-რატო გადამეკიდე? – გაეცინა ნეგას.-მაცადე ცხოვრებით ტკბობა..
….
ფანჯრის ჭრაჭუნმა გამოაღვიძა სიდა. ძლივს გამოფხიზლდა, თვალები მოიფშვნიტა და ტუმბოზე დადებული სანათით ოდნავ გაანათა ოთახი. მსუბუქად წამოიკივლა, როცა ფანჯარასთან მდგარი დანელია დალანდა თვითკმაყოფილი ღიმილით.
-შენ რა გაგიჟდი? – დაუყვირა ჩუმად და ოთახის კარისკენ გაიხედა. კიდევ კარგი, რომ გადაკეტა დაძინებისას.
-ძალიან ლამაზი ხარ. – თქვა ჩუმად დაჩიმ. ფანჯარა ღია დატოვა და ფრთხილად წამოვიდა სიდასკენ. შეიშმუშნა ლოგინზე სიდა, მოკლე შორტი და ბრეტელებიანი მაისური ეცვა მხოლოდ. ყველგან დაათვალიერა დაჩიმ.
-აქ რა გინდა? – დაიჩურჩულა სიდამ. შეშინებული აეკრო საწოლის საზურგეს, იქვე მიუჯდა დაჩი. ნელა ჩამოაწევინა მომართული ფეხები და თვალებში ჩახედა.
იქ ამოიკითხა პასუხი – რაც უნდოდა.
-შენი აზრით? – თვითონაც იგივე ტონით ჰკითხა, უფრო მეტად მიიწია მისკენ.-რა უნდა მინდოდეს, სიდა?
-წადი აქედან. როგორ ამოხვედი?
-არ კეტავ ღამე ფანჯარას?
-არა.
-რატომ? ვინმემ რომ მოგიტაცოს? – გაეღიმა. – შენ ხომ ისეთი სასურველი ხარ ყველასთვის..
-ნასვამი ხარ? – კარგად მოათვალიერა სიდამ. როდის მოასწრეს ამან და ნეგამ?!
-ცოტა,-მიიწია მისკენ და გვერდით მიუწვა. ვერ ინძრეოდა სიდა . ეგონა, რომ წუთი წუთზე აიდა შემოაღებდა კარებს.
-დედაჩემი შემოვა.
-არ შემოვა.
-შემოვა, ადექი. რამდენის უფლებას აძლევ შენ თავს?
-არ შემოვა არავინ, – თმაში შეუსრიალა ხელი და ფაქტობრივად, იძულებით მიიწვინა გულმკერდზე.-კიდევ მიბრაზდები?
-დაჩი..
-რა გავაკეთო, – გაეღიმა დაჩის. ნელა გადაუტარა ხელი ზურგზე.-რა გავაკეთო, რომ დაგაჯერო.. რომ არ შეგეშინდეს არაფრის.. რა გაწუხებს ეგრე ძალიან? რა ვერ გეთმობა?
-ხომ იცი რაც.
-ერთხელ ხომ მოგიწევს მაინც აქედან წასვლა. დედაშენისგან გათავისუფლება, გადაწყვეტილების მიღება. შენ რა გირჩევნია? – გადატრიალდა მისკენ და გვერდულად შეხედა ახლა. პირდაპირ უყურებდნენ ერთმანეთს თვალებში.-გინდა ჩემთან?
-დაჩი..
-მე მინდა ძალიან.-ფრთხილად აკოცა ერთ ლოყაზე.-შენ რომ მხვდებოდე დილით გაღვიძებისას.. შენი ხმა რომ ისმოდეს სახლში.. შენი სურნელი რომ იყოს ჩემს საწოლზე.-მეორეზეც მიაწება ტუჩები.-ჩემთან მინდა იყო.. ჩემ გვერდით.
-ნასვამი ხარ..
-მერე რა, – ხმით გაეცინა დაჩის. მაშინვე პირზე ააფარა სიდამ ხელები.-რას ვიზამ გგონია?!
-სისულელეებს.
-მაინც? – ცალი ხელი შეუცურა მოულოდნელად მაისურში. კინაღამ გადმოსცვივდა თვალები სიდას, დაეჯაჯგურა ხელზე.
-გამიშვი ხელი.
-რატო მიწვევ.. ხო იცი, ნასვამი კაცის გამოწვევა არ შეიძლება..
-აბრძანდი აქედან! – წამოიმართა სიდა და ზევიდან დახე განაბულ დაჩის.
-აუ, რა კაი სურნელი აქვს.. – ბალიშზე გაიტრუნა დანელია.-სად მიდიხარ? მომიწექი.
-გადი აქედან!!!
-ხოო?! – წამოიმართა თვითონაც უეცრად. ისე მიუახლოვდა, სხვაგან ვერ გაიწეოდა სიდა.-წავიდე? – კისერში აკოცა ხმაურიანად.-გინდა შენ ეგ მერე? მე რომ წავიდე..
-ხომ მიდიხარ ისედაც..
-არ მომყვები?-ჩაეღიმა მის ყელთან. ახლა თავისუფლად ამოსდო თითები კეფაზე და თავისკენ დაექაჩა.-არ გამაცილებ მაინც?
-როდის მიდიხარ?-ჩუმად იკითხა, გამწყდარი ხმით.
-ეგრე ნუ მეკითხები,-ჩაეცინა და ფრთხილად აკოცა ტუჩის კუთხესთან.-თორემ..
-დედაჩემს არ გაეღვიძოს, დაჩი..
-არ ვიხმაურებ.-პირობა აღუთქვა მაშინვე.-დაიძინე და მერე წავალ.
-როდის მიდიხარ-მეთქი? და აქ არ დაიძინებ.
-რავი, როდის წავიდე? – უდარდელად ამოიდო ცალი ხელი კეფაზე და გემრიელად გადაწვა სიდას ლოგინზე.-როდის გამიშვებ?
-არ გელოდება ვინმე თბილისში? – ოდნავ მოშორებით მიუწვა თვითონაც სიდა. ცალი ხელი ამოიდო თავზე და ზევიდან აკვირდებოდა დაჩის მშვიდ სუნთქვას, დახუჭულ თვალებს.-თიკუნამ არ გინახულა?
-კი, სახლში მყავდა.
თვალები დაჭყიტა სიდამ ამაზე. იმ სახლში, სადაც სიდა ცხოვრობდა?!
-ჰოო?! მერე?!
-რა მერე? რა გაინტერესებს?
-არაფერი. არ მაინტერესებს.
-შენს ოთახში არ შემიშვია.. – დაუჩურჩულა და გვერდულად გადმოხედა.
-კაი..
-არც ჩემსაში.. – დაამატა და ნელა აუტარა ხელი მკლავზე.
-არ მაინტერესებს..
-შენთან რომ მინდა მარტო, ეგ ხომ გაინტერესებს? – გაეცინა და გამოიმწყვდია სიდა მკლავებში.-რა ვქნათ ახლა ჩვენ?
-რა უნდა ვქნათ?-ოდნავ შეიშმუშნა სიდა, თუმცა მისცა უფლება ახლოს ყოფნის, მისცა უფლება მოფერებოდა..
-როდემდე ვიყოთ ასე?-ყელში შეუძვრა. და აკოცა ბოლოს და ბოლოს მონატრებულ ტუჩებზე.-როდის წაგიყვანო?
-სად უნდა წამიყვანო? – გაეღიმა სიდას უნებურად.
-ჩემს ოთახში..
-დაჩი!
-მე ხომ ვარ შენსაში, – იმართლა თავი მაშინვე.-ხო ხედავ, რა ჭკვიანად ვიქცევი?
-აბა, აბა!
-დაიძინე და წავალ, გეფიცები. ვერავინ დამინახავს..
-ვიცი.-თვითონ წაიღო ხელები უნებურად. თმაზე მიეფერა დაჩის. მაშინვე მინაბა თვალები დაჩიმ, ლამის თავად დაეძინა.-მჯერა.

სიდას ჩამოსვლა არავის გამორჩენია თვალთახედვიდან, განსაკუთრებით მის მეგობრებს. ამცნეს მაშინვე, რომ სახლში უპირებდნენ სტუმრობას. აიდა დაფაცურდა იმ წამსვე, მოამზადა ყველაფერი ზაფხულის თბილი საღამოსთვის და ეზოში ბრძანა სუფრის გაშლა. ლამაზად ჩამოაკიდებინა ნეგას ლამპიონები ხეებზე, მრგვალ ხის მაგიდას გადააფარა თეთრი გადასაფარებელი და გააწყო სუფრა ძველი მეგობრების დასახვედრი.
ბანკეტის მერე არც შეჰხვედრია არავის. არ ჰქონდა უფლება. იმ ბანკეტიდან დაიწყო მისი კარჩაკეტილი, აკრძალული ცხოვრება.
დაჩიმაც ჩამოიარა სიდას ჭიშკართა. პირველად შემოაღო სახლის კარი, მიუხედავად იმისა, რომ აიდამ მილიონჯერ დაპატიჟა თავისთან. ნეგას მიეხმარა ლამპიონების დამაგრებაში, სკამების გამოტანაშიც შეაშველა ხელი სიდას და ბოლოს იქვე ჩამოსხდნენ ყველანი.
-თამადობა მიწევს, ხო? – ვითომ უკმაყოფილოდ გადახედა დანარჩენებს ნეგამ.
-ვინ გითხრა? – წარბაწევით გადმოხედა სიდამ და დაჩის წინ ხმაურიანად დადო თეფშები.
-აბა, ნათლიაშენი ორი წლის ბავშვების სუფრასთან საერთოდ არ დაჯდება.
-გეგონოს, – დაეჭყანა სასაცილოდ, დაჩიმ ღიმილი ვერაფრით შეიკავა.
ასეთი სიდა მხოლოდ ეშერაში ჰყავდა ნანახი და ზოგჯერ თბილისში, რეზისთან პაექრობისას.
-აგერ, ჩვენი დაჩის დაგვილევს ცოტას, მაინც ერთი ასაკის ხართ თქვენ!
-შენც არ მყავდე… – წაისისინა სიდამ.
-რატომ იგესლები შენ? ვინები მოდიან ერთი, ის დეგენერატი სლადიც იქნება? – უღიმღამოდ იკითხა ნეგამ.
-ვინაა სლადი?!
-აი, მაქსიმი არა და მეორე. – ჩაეცინა ნეგას. მაქსიმის ხსენებაზე გაჰკრა რაღაცამ გულში სიდას. უნებურად გადაიხედა ჰორიზონტზე გადაშლილი სასაფლაოებისკენ და გაწყლიანებული თვალები დამალა გმირულად.
-სლადი კი არა ვლადია ეგ! – მაინც დაუბრუნა პასუხი.-და დიახ, ალბათ მოვა..
-კარგად ბრძანდებოდეთ, მე წავედი, – ფეხზე წამოდგა მოულოდნელად.
-სად მიდიხარ?
-გოგო, რა მაყურებინეს მაგ დებილი სიფათისთვის? შენ რომ წამოგელაქუცება, ეგ გინდა მოვითმინო?
-აუფ, დიდი ამბავი ახლა, ეგრე მილიონს ვუყვარდი სკოლაში! – დაჩის გასაგონად თქვა მაინც, თუმცა სიმართლე იყო ძირითადად.
ნეგას ჩაეცინა და გამხიარულებული დაუბრუნდა თავის ადგილს.
-ვინ მოდისო?! – სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან დაჩიმ. ნეგას გაუწოდა ღიმილშეპარულმა, იმანაც ჩაუკრა თვალი და ორივემ ერთდროულად დაიწყეს მოწევა სიდას ეზოში.
სიდამ ვერაფრით შეძლო მზერის გაკონტროლება, ვერც გრძნობების დამალვა სახეზე, ვერც ის სიამოვნება, დანელიას ტონმა რომ გამოიწვია.
-ამისი შვიდასმეერთე თაყვანისმცემელი. – ჩაიფრუტუნა ნეგამ.
-არ არის ეგ ჩემი თაყვანისმცემელი! – ყელი მოიღერა სიდამ. დაელოდა, როდის შებრუნდებოდა აიდა სახლში და განაგრძო მერე.-წესიერად მოიქეცით დღეს. ერთხელ მაინც ჩაიაროს ამ სახლში რამემ მშვიდად…
-რა უნდა მოხდეს, სიდა? – ისე თბილად ჰკითხა დაჩიმ, ნეგამაც კი გამოიხედა.
-რა ვიცი. ვერ ხედავ რა დღეშია?
-ვღადაობ, გოგო, თორემ სულ არ მაინტერესებს ეგ შენი სლადი თუ ვლადი.
-თამთა არ ჩამოვა?
-ლუკას მოსანახულებლად წავიდნენ და თუ ცოცხალი გამოუშვეს ლევანი მანდედან, შემოგვიერთდება, კი.
-აუუ, დიდი იქნება უკვე.. – გაინაბა სიდა.-ჩვენი როდის დაიბადება!
-ჩვენი პრინცესა? – მთელი სხეულით გაიღიმა ნეგამ.-ბიძიები ეყოლება მაღალი კლასის…
-მაგრები ხართ თქვენ ორი, – დასცინა სიდამ და მეტიჩრულად გადაიწია თმა ზურგზე. თვალი გააყოლა დაჩიმ მის მიხვრა-მოხვრას, აუცილებლად დაელაპარაკებოდა ამ ირონიაზე.
სიდას სტუმრები კარს მოადგნენ მაშინ, როცა მზე უკვე ჩასული იყო. ნაწვალებად დაკიდებული ლამპიონები ისე უხდებოდა სუფრას, როგორც ზაფხულის ცხელ ღამეებს უხდება შეკრება და საოცნებო დღეები. ყველას სათითაოდ ჩაეხუტა სიდა, ყველა მოიკითხა და გადაკოცნა. მიიპატიჟა ნეგამ ბავშვები მაგიდასთან, გვერდით მოისვა დაჩი და გააცნო შეკრებილ საზოგადოებას. აიდა ვერ პოულობდა ადგილს, ამ ბავშვებს მიჩვეული იყო ისედაც, ნამყოფი იყვნენ სახლში, მაგრამ დაჩის… განსაკუთრებით უნდოდა დიდი პატივი ეცა დაჩისთვის.
ჩამოუდგებოდა დანელიას, მხარზე დაადებდა ხელს, ეკითხებოდა უნდოდა თუ არა რამე, სიდას ნერვები ეშლებოდა. რატომ მოსწონდა აიდას ასე ძალიან?! რა ჰქონდა ასეთი მაგნიტური ამ ადამიანს?! თვალებით ეთამაშებოდა სიდას მთელი საღამო. არც ვლადის შემჩნევა დავიწყებია დანელიას. ნეგას გადამკიდე ღვიძლი დაეშლებოდა მალე, იმდენი ჭიქა გამოიცალა იმ დღეს.
სიდამაც კი დალია.
ბოლოს როცა მთვრალი იყო, კარგად ახსოვს, რაც გააკეთა. რაც გააკეთებინეს. რა უნდოდა… ახლა… ვერც ახლა მოზომეს ერთმანეთში მზერები.
მუსიკა რომ ჩაირთო რომელიღაცის ინიციატივით, ყველას გაეხა პირი. აქ არასდროს გაჟღერებულა სიმღერა სიდას მამის გარდაცვალების მერე. ისე სასიამოვნოდ დაუარა ტანზე ყველას მუსიკის ხმამ, უნებურად წამოდგნენ ფეხზე. ნეგა პირველი გაიჭრა სცენისკენ.. აკაციების და წიწვის სურნელი დაიარებოდა მათ შორის.. ზღვიდან წამოსული მარილიანი სითხე იფრქვეოდა ჰაერში. სიყვარული დადიოდა რიგ-რიგობით ადამიანებთან.. ბედნიერმა სახეებმა დაამშვენეს ის საღამო.
-მოდი ჩემთან შენ, – ჩასჭიდა იდაყვში ხელი და დაისაკუთრა. ნელი სიმღერა სწორ დროს, სწორ მომენტში გაჟღერდა.
ნასვამი თვალებით შეხედეს ერთმანეთს.
-რა გინდა? – ჩუმად ჰკითხა და დაალაგა ხელები მის კეფაზე. არავინ აინტერესებდა, საერთოდ არავინ ამ ქვეყნად სიდას. ცხოვრებაში პირველად კაცის გამო.
-რა მინდა?-ავად გაეცინა დაჩის.-ეგრე პირდაპირ გითხრა?-დაიჩურჩულა მის ყურებთან და ნაზად დაატრიალა ხელებში.-თუ პირდაპირ გავაკეთო ის, რაც მინდა..
-არ გაბედო..
-გავბედავ, – შუბლი მიადო შუბლზე.-მაგრამ აქ არა.
სახლიდან გამოსული აიდა ჩახუტებით შეაჩერა ნეგამ და მის სიმთვრალეს გადააბრალა ეს საქციელი ქალმა. სიცილ-სიცილით შეიყვანა სახლში გაუგებრად მოსაუბრე ნასვამი ბიჭი.
-მენატრებოდი.. – ჩაუსრიალა ხელები წელზე.-და მიყვარდებოდი..
-დაჩი…
-და შენც რომ გიყვარვარ, ეგეც ვიცი. გეტყობა ძალიან, – მთლიანად შეხედა სახეზე, როცა ეს სიტყვები უთხრა.-აქ მინდა გითხრა.. ასე ღიად და თამამად. ახლა ვინც არ უნდა გვიყურებდეს, არ მაინტერესებს, ისე ძალიან მინდა შენთან. რატომ უნდა მეშინოდეს შენი შეხების? – ფრთხილად მიაწება ტუჩები ლოყაზე. – რატომ უნდა იყოს დანაშაული ის, რომ მიყვარხარ?!
-გიყვარვარ?!-გაიმეორა ჩურჩულით.
-მერამდენედ გითხრა? რომელ ნათქვამზე დაიჯერებ? – თვალისმომჭრელად გაუღიმა და ამჯერად საფეთქელთან აკოცა მილიმეტრებით დაშორებულს.
-ეგრე არ უნდა გამქრალიყავი.. თითქოს არაფერი მომხდარა..
-ვერ შეგიყვარდებოდი ისე, – გაიცინა დაჩიმ. – ვერ მიხვდებოდი სხვანაირად.. ისე იყავი დაჩვეული ჩემს ყურადღებას..
-საშინელი ბიჭი ხარ!
-ერთხელ დაგაკლა ჩემი სიახლოვე და ჭკუიდან შეიშალე, – მის კისერში გაეცინა. მუსიკაც სხვა გაგრძელდა.. ზაფხულის თბილი ჰაერი ცხელმა ჩაანაცვლა. ალმური ასდიოდათ ერთმანეთის სიახლოვისგან.
-რატომ მიმაჩვიე მერე..
-რა ვიცი, – გადახარა თავი ეშმაკურად.-ეგრე მინდოდა.
-შენთან მინდა წამოსვლა.. – დასცდა სიდას ტუჩებს ეს სიტყვები. თვითკმაყოფილი ღიმილი გაუკრთდა დაჩის სახეზე.-აქ არ დამტოვო.
-არ დაგტოვებ.-მხარზე აკოცა ბოლოს. მისი ტელეფონიც სწორედ იმ წამს ამღერდა. ახლა ნამდვილად გაუნათდა სახე! ისე ბედნიერმა აიღო ტელეფონი, თითქოს ყველაზე ძვირფასი ადამიანი ურეკავდა. სიდა არსად გაუშვა, მხარი გადაჰხვია და მას შეუშვირა პირდაპირ ტელეფონი.
-ამას ვის ვხედავ! – გაწელა სასიამოვნოდ რეზიმ.-სიდაჩკა!
-რეზიკო!
-რაო, მოხეტიალე რაინდმა ჩამოგაკითხა?!
-დროზე წაიყვანე, უკვე ნერვები მომიშალა..
-რას ეტმასნები მერე, საერთოდ არ გეტყობა ნერვებმოშლილის არაფერი, ძალიან განაბული ხარ!
-აუ, დეგენერატი ხარ! – გულსმოსულმა გამოუყო ენა. მერე მის გვერდით დასკუპებულ ნატას გადაავლო მახვილი თვალი.-ოხ, ქალბატონო?!
-აუ, რაღაცის სათქმელად დავრეკე…
-გაგვანდე, – მთვრალი თვალებით მოესიყვარულა ბიძაშვილს დაჩი.
-„ვალენსიას“ უნდა ჩემი ყიდვა.-თქვა ჩუმად. დაჩიმ წარბები აზიდა მაღლა.
-ღადაობ?!
-არა. დაჩი..
-სერიიოზულად?! – ჩააფრინდა ტელეფონს დაჩი.-გილოცავ, რეზი, გილოცავ. ხომ შეგძლებია?!
-და კიდევ ერთი..
-მეტი რა? ამაზე მეტი რა?!
-ბარემ ცოლიც ხომ არ მომეყვანა, ა, დაჩ? – ნატას გადახედა ირიბად.
-აუ, მართლა ღადააააობ? – გაიწელა დაჩი და უფრო მეტად ჩაეჭიდა სიდას.-როდის, სად და როგორ? მოვიტაცოთ?
-რატო უნდა მოვიტაცო, , აგერ მიზის გვერდით?
-დიდი ხანია მისი ძმის არ გეშინია? -დასცინა დაჩიმ. ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა ბედნიერების შოკისგან.
-დღეს ერთად ვიყავით ფეხბურთის სათამაშოდ. – კმაყოფილი გადაწვა სავარძელზე.-ჰა, რას იზამთ ახლა, ჩამოხვალთ საქორწილოთ თუ იქით გადმომიყვანს ჩემი ყველაფრისშემძლე სიძე?!
-მოვალთ, მოვალთ, აბა რას ვიზამ, ბიჭო… – ძალიან ბედნიერი იყო დაჩი.
-სიდაჩკა მეჯვარე იქნები…
-რა თქმა უნდა, ვიქნები…. შენი ვინ იქნება?
-ნუ გეშინია, არ იქნება დაჩი, რელიგიურ პრობლემსაც ვერ დაგიმატებთ, გეყოფათ სხვა დანარჩენიც! – ჩაეცინა რეზის.-ა, თუ, ისედაც გაწუხებთ ეგ პრობლემა?
-აახვიე, რა!
-ხოდა, კიდევ..
-რაღა? – შეღონდა დაჩი.
-ჩემი უმცროსი და ნერვების მომშლელი ძმა ჩამოდის. – თმაზე გადაისვა ხელი.
-ახლა თავი დამანებე.. – ხელი აუწია დამშვიდობების ნიშნად დაჩიმ.
-აუ, დაჩეე….
-ბიჭო, დახვდი შენ, რა იყო?!
-კონტრაქტის გამო გაფრენა მიწევს და ფიზიკურად ვერ ვიქნები აქ.
-კარგი, დავხვდები. როდის მოეთრევა?
-მართლა ჩამოსათრევი ეგა! ქორწილი მანამდე მინდა გადავიხადო, არ ჩამიშალოს, მეშინია!
-ვეტყვი იცოდე. – საბოლოოდ აუქნია ხელი დაჩიმ და ბედნიერმა გათიშა მობილური.
მაგრად მოეხვია სიდა.
მისი დამსახურება იყო რეზის გადადგმული ნაბიჯები, წარმატება ფეხბურთში, ცხოვრების აწყობის სურვილი. საერთოდ ყველაფერი.
არავის უგრძნია ლევანის მანქანის ფარები. პირდაპირ წყვილი გაანათა მაინცდამაინც. ფრთხილად გადმოხედა გასუსულ თამთას ნასვამმა ლევანმა. რამდენჯერმე დააქნია თავი. ლარივით დაეჭიმა სხეული, მის ტერიტორიაზე რომ ეფერებოდნენ სიდას… ვერ უყურა დიდხანს. ვერც გადმოვიდა.
-ლევან.-ჩუმად თქვა თამთამ.
-ძალიან ბედნიერია.-მხოლოდ თამთას უყურებდა თვალებში.-მე მეტი არაფერი მინდა, თამთა.
-გადმოდი და შეუერთდი მაშინ.
-ჩავუშლი და არ მინდა. – სუსტად გაეღიმა.-მიდი შენ.
-წამოდი, რა..
-ეს რას აკეთებს?!-თვალები გაუფართოვდა ნეგას დანახვაზე ლევანს. სიდას რომელიღაც კლასელის საზაფხულო ქუდიდან სვამდა განსხვავებულს.-გამოუყვანე, სანამ გადმოვედი!
-შენც არ დაგილევია ნაკლებით დღეს. – არ დარჩა ვალში თამთა. გამოაღო მანქანის კარი.
მაინც გადმოვიდა ლევანი.
მაშინ მოსცილდა სიდასაც ხელები წელზე, სურნელი გარშემო. განზე გადადგა რამდენიმე ნაბიჯი. უხერხული ღიმილით დაუხვდა ნათლიას.
-ხომ გითხარი.-ჩუმად უჩურჩულა მეუღლეს, მასთან ერთად შეაღო სახლის კარი. ბავშვებმა მაშინვე ჩაუწიეს სიმღერას, ლევანს მიესალმნენ თავის დაკვრით.
-განაგრძეთ, ბავშვებო, რატომ გამორთეთ? – ღიმილით უთხრა ახალგაზრდებს და არხეინად მიუჯდა მაგიდას.
-ვაა, ჩემი ძმა! – ნეგა წამოვიდა ღვინით დასვრილი მაისურით და მხარზე ჩამოადო ხელი. მერე დაჩის და სიდას გადმოხედა.-აიდას ავუფარე თვალები, მარა ამისას რა ძალა დაფარავს, არ ვიცი, ბავშვებო!
-ნუ სულელობ.-კბილებში გამოსცა სიდამ.
-ყოველდღე რატომ სვამ? – ამოხედა ლევანმა და თავი გაუქნია უმცროს ძმას.
-შენც ნასვამი ხარ? – მხიარულად მიუჯდა გვერდით.-დააგდე დემნა?!
-ბევრი არ დამილევია, საჭესთან ვიყავი. – თქვა ჩუმად. ორსულ ცოლს ამოხედა ზევიდან. დაჩის მიეხუტა თამთას სხეული, მუცელზე ეფერებოდა დას. სიდა იდგა ძეგლივით.
თვალებით ანიშნა ლევანმა, რა იყოო.. ისე გაუღიმა სიდას, როგორც მამები უღიმიან ხოლმე დანაშაულზე წასწრებისას. დანაშაულზე, რომელიც ყველასთვის აშკარაა.
-არ მეცეკვები? – წამოდგა ფეხზე და თავისკენ წამოიყვანა ბავშვი.
თამთას ჟრუანტელმა დაუარა.
სიდას ქორწილი მოაგონდა მაშინვე.
ალბათ ყველას ეგ გაახსენდა ისედაც.
-გახსოვს რა მითხარი მაშინ? – დაატრიალა და ჩამოადო წელზე ხელები.
-რა?!
-ქართველს გავყვებიო…
-ეგრე ვთქვი?!
-რა რეაქცია გექნებაო, მეკითხებოდი..
-ხო, მახსოვს.. – თავი დახარა სიდამ.
-თავიდან მკითხე.-დაიჩურჩულა ლევანმა.-თუ მიყვები ისევ, მკითხე თავიდან.
-ნათლია..
-ჩემთვის მნიშვნელობა მხოლოდ იმას აქვს, შენ ბედნიერი იქნები თუ არა. ქართველს გაჰყვები თუ აფხაზს, მაგას რა აზრი აქვს, სიდა?! – გადაუწია წაბლისფერი თმა ზურგზე.-თუ შენ ასეთი ლაღი და თავისუფალი ხარ მის გვერდით.. – თავით ანიშნა დაჩისკენ.-და ასეთი ბედნიერი…
-ვარ.. ვიქნები..
-დავრწმუნდი მაგაში უკვე. – გაუელვა სითბომ სახეზე.-დედაშენზე არ იდარდო. სათქმელი უკვე ვუთხარი.
-ლევა…..- მთელი გული ამოაყოლა ამ სიტყვებს სიდამ.
-რაო, სიდა..
-საუკეთესო ხარ.- მაგრად მოჰხვია ხელები და მილიონჯერ აკოცა ლოყაზე კაცს.
-რამდენი დაგილევია,-ნაზად მოიშორა ბავშვი.-ამათ ვინ წაიყვანს სახლებში?
-ზოგს მოაკითხავენ, ზოგსაც დავიტოვებ..
-ეგ არ დაიტოვო.-ვლადისკენ ანიშნა სიდას.
-რატომ?! – გაკვირვებისგან გაუფართოვდა თვალები გოგონას. ეს მაინც საიდან იცოდა?
-საერთოდ რატომ არის ეს აქ? – ისე წამოიმართა ლევანი, ეგონა რომ მივარდებოდა ახლა.
-რას გადაეკიდეთ ამ საწყალს?! ან საიდან იცოდი..
ჩაეცინა ლევანს.
რა არ იცოდა?! ან ვინ არ იცოდა?! რას გამოაპარებდი.
თვალი ჩაუკრა სიდას.
საუკეთესო მამა იქნებოდა – თამთამ ბოლო წერტილი დასვა.

-არ დავაგვიანოთ! – ჩქარა გამოვიდა ეზოში შავ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი ნეგა. გულთან ჰქონდა თეთრი ყვავილი დამაგრებული, თეთრი პერანგიდან ლამაზად მოუჩანდა შოკოლადისფერი გულ-მკერდი, გარუჯული ტანი. დაბალზე დაყენებული წვერი და მოლურჯო თვალები ზაფხულის დღეებივით კაშკაშა იყო. თვალი მოავლო ეზოში შეკრებილ ოჯახის წევრებს, თავის პატარძალს პირველ რიგში.
ჯვრის დასაწერად მიდიოდნენ. მალე შუა დღე დადგებოდა.
მიუახლოვდა ეზოში გაწყობილ მაგიდას, ალაფურშეტივით დაელაგებინათ გოგოებს ყველაფერი. რესტორანი ელოდებოდათ წინ..
-ერთი მეტრით მაღალი მაინც რომ იყო, შენ იქნებოდი ჩემი მეჯვარე! – დიდი კაცივით ჩამოადო მხარზე ხელი ლუკას, რომელსაც იდენტური ტანსაცმელი ეცვა, როგორიც ნეგას. ის თეთრი ყვავილიც დაემაგრებინა დედამისს გულმკერდზე.
-მცხელა, რა უბედურებაა?! – დაიჭმუხნა შეწუხებული და კიდევ ერთი პერანგის ღილი გაიხსნა ექვსი წლის ლუკამ.
-კაცი ხარ, აიტანე რა! დაგერევიან დღეს გოგოები. – თმა აუჩეჩა ბავშვს, იმან კი მაშინვე შეისწორა. ისედაც გაუფუჭა ხასიათი ამ ჩაცმულობამ.
-იმას დაერევიან დღეს ბიჭები, – ანიშნა თავით ევასკენ ბავშვმა.
ევა.
ევას ეცვა ბრჭყვიალა, ვარდისფერი კაბა. პატარა ხელებში მოექცია პატარა თაიგული, სპეციალურად მისთვის რომ მოიტანა მამამ. პატარძალთან იდგა ბრდღვიალა ცისფერი თვალებით, ქერა თმა ლამაზად დაეწნა და ჩამოეყარა ზურგზე. დემნა ჩამუხლულიყო მასთან. ეს ბავშვი იყო მისთვის გულის მალამო, ეს უვსებდა ქალიშვილის არ ყოლის სიცარიელეს.
ევა ერთადერთი გოგო იყო ჯერჯერობით ამ სამეგობროში. სწორედ ამიტომ ატარებდნენ ხელის გულზე ბიჭები, გოგოები, მოხუცები თუ ყველა დანარჩენი. ლუკა განსაკუთრებით ზრუნავდა მასზე. ჯაჯღანით მიუახლოვდა და ჩამოუწია კაბა, ყურადღებას რომ არ აქცევდა საერთოდ თვითონ პატრონი საით მიდიოდა ქსოვილი. ღიმილით გადახედა ლუკას საქციელს მამამისმა, კარგი კაცი დადგებოდა, ეტყობოდა უკვე.
-სადაა შენი ძმა, ლუკას? – ნეგას მიერ აბურდული თმა გაუსწორა შვილს, თან ევას აკოცა მის თეთრ ხელებზე.
-შიგნით შეიყვანა დედამ, ტიროდა. სულ რა ატირებს?!
-ბავშვია, მამა, ორი წლისაა.- გაეცინა დემნას.-ხო იცი, დღეს ევა შენზეა ჩაბარებული. – დაიწყო სერიოზული ხმით, თან ეღიმებოდა სუსტად. გიჟდებოდა, ასე რომ უსმენდა შვილი.
-როდის არ არის, რო? – ჩაიბურტყუნა. ევამ ენა გამოუყო, თუმცა თვითონ არაფერი უპასუხა.
-დღეს განსაკუთრებით. ვერ ხედავ რა ლამაზია? – დაატრიალა ბავშვი ჩამუხლულმა დემნამ.-არ მოგვტაცონ.
-სულ ვერ გადავარჩენ.-მხრები აიჩეჩა ლუკამ.-დაგესვრება პირი, ნუ ჭამ ეგრე შოკოლადს.-შეაშველა ხელი და თვითონ მოსწმინდა პირი ხელსახოცით.
-ვერ ვითმენ და რა ვქნა, – დაიჭყიპინა ევამ და ლურჯი თვალებით საწყლად ახედა მამა-შვილს.-არ უთხრა დედას… კბილებს გაგიფუჭებსო. ნეგამ მომცა ჩუმად.
-რას შვრები, დე? – თავზე წაადგა თამთა. მოხდენილი, გრძელი წითელი კაბა ეცვა. მისი გამოყვანილი წელი და გრძელი ფეხები ძველებურად უმშვენებდა სხეულს. მაშინვე დაეშვა მის წელზე ქმრის ხელები, ასე ზემოდან დააცქერდნენ შოკოლადში ამოსვრილ ქალიშვილს.
-რა არის, მამა, ეს, რა?! – ხელში აიტაცა შვილი ლევანმა.
-უნდა მისაყვედუროთ? – გააგრძელა ისევ ქართულად. ხანდახან ავიწყდებოდა ვის რა ენაზე უნდა დალაპარაკებოდა.
-შენ ვინ უნდა გისაყვედუროს, გოგო. – დემნამ აკოცა გაშლილ მკლავზე, გიჟდებოდა მის ქათქათა კანზე, ოქროსფერ თმაზე, საერთოდ ეს ბავშვი ყველაზე მეტად უყვარდა.
-ძია დემნა, შენ გიყვარვარ ყველაზე უფრო? – ხელები გაშალა ევამ, მამის მკლავებიდან მალევე აღმოჩნდა ძია დემნასთან.
-ყველაზე, ყველაზე..
-ლუკასაც ყველაზე უფრო მე ვუყვარვარ,-ამოილუღლუღა კაცის კისერში.-ხო, ლუკას?
-კი, ევა. – გაეღიმა ლუკას. ვერასდროს უბრაზდებოდა ევას, მასაც ისე ძალიან უნდოდა ჰყოლოდა და.. თუმცა ევას არსებობა თითქოს საკმარისიც კი იყო.
-დემეტრეს არ ვუყვარვარ, – ამოიჩურჩულა მოწყენილი ხმით. თან თითებში ჩარჩენილი შოკოლადები გაილოკა.
-როგორ არა, – მაშინვე იუარა ცრუ ბრალდება დემნამ. დემეტრე მისი მეორე შვილი იყო.
-როცა მოფერება მინდა, სულ ტირილს იწყებს. ლუკა კი მეხუტება..
-პატარაა, მამი, დემეტრე, – გაეცინა ლევანს. თავისი სიმღერა გააგრძელა ევამ მაშინვე. ლევანმა თავით ანიშნა მოახლოება ნათლულს.
ო, როგორ უყვარდა ნათლია ლევანი ლუკას.
მისი თითოეული სიტყვა სწორი გაკვეთილივით, სასიამოვნო მუსიკასავით, ცხოვრების გზამკვლევივით ეჩვენებოდა. მორჩილად მიუახლოვდა მის სიმაღლეზე ჩამუხლულ კაცს. ყელთან გაკვანძული ჰალსტუხი მოაშორა ბავშვს.
-რათ გინდა ეს? – სიცილით მოხსნა ყელსახვევი. რამდენიმე ღილი გაუხსნა და გამოუჩინა გულ-მკერდი.
-დედამ არ გაიგოს. ერთი საათი მიკეთებდა.
-დედას მე დაველაპარაკები, – თვალი ჩაუკრა ბავშვს.-გაიხადე ეს კოსტუმიც.
-ვერა,- ხელზე ჩაეჭიდა კაცს ლუკა.
-გცხელა, ბიჭო, დაიხრჩობი. ნუ უსმენ შენ ნეგას, – წაეპოტინა ისევ მკლავზე, თუმცა არ დაანება ბავშვმა.
-დედას ვერ ვაწყენინებ. – დაიდუდღუნა თავდახრილმა, ვერ გაუსწორა მზერა ნათლიას. თავი გადააქნია ლევანმა, უჩვეულო კმაყოფილებით აღსავსემ შეხედა ბავშვს.
-მართალი ხარ.-ჩუმად დაეთანხმა ნათლია.-დედა არ უნდა აწყენინო. ევას მიმიქციე დღეს ყურადღება, არ დაერიოს ვინმეს ძველებურად.
-რა საყვარელია ევა, – გახედა ირაკლისა და დათოსთან თავმომწონედ მდგარ ევას ლუკამ.-რა იქნება, მეც რომ მყავდეს და..
-ლუკა, – დიდი კაცივით დაადო კეფაზე ხელი ლევამ.-ხომ იცი, ქეთოს ამბავი..
-ვიცი. მარა შენთან მაინც ვიწუწუნებ. მე და ევას ზღვაზე წაგვიყვან ეს დღეები?! – გადაუხვია მაშინვე ლუკამ.
-ეს ქორწილი დამამთავრებინე მშვიდობიანად და კი.
-აუუ, – უსიამოვნოდ გახედა ევას ბავშვმა.-მგონი, კაბა დაესვარა..
-რა არის, მამა, რა გჭირს?! – შეწუხებული წავიდა შვილისკენ ლევანი, სანამ დედამისი დაინახავდა, მანამდე უნდა გამოეცვალა.
-არ მეჩხუბო, მამი, გთხოვ, – მაშინვე დაბრიცა ტუჩები სატირლად ევამ.
-როდის გეჩხუბები,-დაუკოცნა თვალები შვილს. ხელში აიტაცა და შოკოლადიანი ვარდისფერი კაბა შეათვალიერა.-ან შენ როგორ გეჩხუბები, ჩემო პატარა.. რას ჰგავხარ, მამა.. რა ლამაზი ხარ..
-ყველა რატომ მკოცნით.. ყველა მეფერებით..
-არ მოგწონს?-გაეღიმა და ჩუმად აიყვანა მეორე სართულის აბაზანაში.
-თქვენ რომ მკოცნით კი.
-მეტი ვინმე გკოცნის? სხვა? – წარბები აზიდა მაღლა, სულ არ ეცინებოდა ახლა.
-ახ.. – თავი გადააქნია მეტიჩრულად.-ახალი კაბა მინდა! ეს აღარ გამოდგება!
-მოდი აქ შენ, – უკან დაითრია წინ წასული ქალიშვილი.-მიპასუხე ჯერ, რაც გკითხე იმაზე.
-რა გინდა, მამი? – გაეღიმა ევას.-ვერ გავიგონე, რა მკითხე.
-ვერ გაიგონე? – კისერში დაეკონა მაშინვე.-რა მეტიჩარა ხარ, გოგო, რა მატრაკვეცა! ვისი კოცნა არ მომწონსო, რას ამბობდი?
-ოო, ლუკასავით ნუ მიბრაზდები.
-აჰა, ესე იგი ლუკამ იცის. – თავი დააქნია რამდენჯერმე ლევამ. ევას ყველა საიდუმლო ლუკასთან ინახებოდა.
-ლუკამ ყველაფერი იცის. იცი, რა მითხრა? შენნაირი დაიკო მინდაო. ძალიან მიყვარხარო. როცა რამე გჭირდება, სულ მე მითხარიო. სხვას არაო. მე უნდა ვიცოდე პირველ რიგშიო. ასეა, მა?
-ასეა, ევა.-გაეღიმა შვილის ანთებულ თვალებზე.
-დემეტრეს რატომ არ ვუყვარვარ?!
-უყვარხარ დემეტრესაც, უბრალოდ პატარაა.
-მეც მინდა ძამიკო, მარა დემეტრესნაირი მტირალა არა. ლუკასნაირი მინდა.
-კაი რა, მამა. – გაეცინა ლევანს.-შენს გაჩენაზე იცი რამდენი ხვეწნა-მუდარა მომიწია?! – თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა, თუმცა ყველაფერი გაიგონა ევამ. ნამდვილად დააბეზღებდნენ ლევანს თამთასთან.
-არ მეყოლება ძამიკო? დაიკო არ მინდა. – ხელები გადაიჯვარედინა მკერდთან. არ მიიკარა სველი ხელებით წამოსული მამა.
-ვითომ რატომ?!
-მერე ის უფრო გეყვარებათ. მე აღარ ვიქნები თქვენი პრინცესა.
-შენ იქნები ჩვენი პრინცესა, – ფრთხილად მიიწია შვილისკენ და ქსოვილის ერთმანეთზე გასმით სცადა ლაქების ამოყვანა.-სულ შენ იქნები.
-არ ვიქნები.. ისიც რომ ტირილებს დაიწყებს, მერე ყველა მაგას მოეფერებით.
-ტირილებს დაიწყებს? – ჩაეცინა ლევას.-შენც ტიროდი, მარა ხომ დიდი ხარ უკვე.
-ახლაც ვტირი მე. – გული აუჩუყდა ევას მაშინვე, ლევანს გული გაუჩერდა თითქოს, ისეთი გულწრფელი იყო ევას ცრემლები.
-რა გატირებს, მა? – მაშინვე შეუშვა ხელი ყველაფერს, კალთაში ჩაისვა ბავშვი.-აი, რაზე ტირი, მითხარი?!
-სულ მე ხომ გეყვარები, მამა?
-კი, ევა, სულ შენ.
-დაიკო და ძამიკოც რომ მეყოლოს, მაინც მე გეყვარები?
-კი, მა..
-დედიკოსაც?!
-გოგო, ნუ გამაგიჟე.-დაუკოცნა ლოყები და ცოტა მოუღიტინა წელზე. კისკისი აუვარდა ევას მაშინვე. სულ გადაავიწყდათ მამა-შვილს ქორწილი და დასვრილი კაბა..

ქალბატონმა ესმამ მოათვალიერა ახალგაზრდებით სავსე არე-მარე. დაჩის გაუყარა თვალი თვალში, თითქოს უფლება მისცა ეგრე ახლოს მდგარიყო სიდასთან. ისედაც ყველაფერი დღესავით ნათელი იყო, თუმცა მაინც უყვარდა ამ ქალს ყველაფრის საქმის კურსში ყოფნა. ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა თავის შვილიშვილებს, მათ შორის მოფარფატე პატარძალს კი ამაყად შეავლო თვალი.
გამოიხედა ნეგამ ქალისკენ.
თამთაც იქვე იდგა, რძლის გვერდით.
აღელდა ნეგა. როგორ არ უნდოდა, ძველებურად ამოეღო ხმა ქალს. არ უნდოდა, თავისი ცოლი თამთას გვერდით სხვანაირად შეემჩნია ბებიას, რომ დაეჩაგრა, ყურადღება არ მიექცია. ალბათ ეს იქნებოდა ყველაზე დიდი შეურაცხყოფა მისთვის.
ლინდას ქათქათა ხელები მოიქცია თავის დამჭკნარ ხელებში ქალმა. არათითზე დაუმაგრა მისივე ბეჭედი, მაჯაზე გაუკეთა ოქროს სამაჯური და ლოყაზე მოუთათუნა ხელი.
-კეთილი იყოს შენი მობრძანება, შვილო. – გაუღიმა კიდეც. ლევანმა ზუსტად იცოდა ასეც რომ იქნებოდა. იცოდა, ბებიას არ ეშლებოდა მსგავსი რაღაცები. თამთას გაეღიმა ბედნიერებისგან, უფრო მეტად ნეგას განცვიფრებული სახე იყო ამის მიზეზი. მხარი გაჰკრა შეუმჩნევლად გვერდით მდგარ ლინდას, თითქოს მხარი დაუჭირა.
სამგლოვიარო თავშალი მოხსნილი ჰქონდა მოხუცს. გლოვა იმ ერთ დღე გადაივიწყა. ლამაზი, ლურჯი კაბა ეცვა და მზად იყო ქორწილში წასასვლელად. ეშერელები გაოგნებულები იყვნენ მისი საქციელით.
მერე თამთაზე გადმოინაცვლა ქალმა. აკოცა ორივე ლოყაზე თავის რძალს, აგრძნობინა, რომ მის ადგილს ვერავინ შეცვლიდა ამ სახლში, რომ თამთა პირველი იყო..
-საუკეთესო გოგო მოგიყვანია, ნეგა. – უთხრა ნეგას ქალმა. რამდენჯერმე დაუქნია თავი შვილიშვილს და ახალგაზრდებს უფლება მისცა მომზადებულიყვნენ ქორწილისთვის. ამ ეზოში პანაშვიდების გარდა მსგავსი ქორწილები უნდა ყოფილიყო სულ, ლხინი უფრო უხდებოდა, ვიდრე უბედურება.
-შენ უფრო ძვირფასი გაჩუქა, არა?-გადაუჩურჩულა თამთას ნეგამ.
-რა თქმა უნდა. მე უფრო ვუყვარვარ.-თვალი ჩაუკრა ბიჭს და მოფარფატე ევას ჩაეჭიდა მკლავში.
-ესეც შენ გგავს. – ნაწნავში ჩაავლო ხელი ევას ბიძამ.-ალი-კვალი დედამისია!
-მეტკინა, ძია! – დაემუქრა თვალებით პატარა ევა.
-შენ უნდა დაიჭირო დღეს ყვავილი, ევაკო? – ჩაიმუხლა მასთან ნეგა. ყველგან აკოცა ბედნიერმა.
-ლუკამ თქვა დიდი გოგოები დგებიანო ყვავილის დასაჭერად.
-ლუკამ ის თქვა.. ლუკამ ეს თქვა.. მე რას ვამბობ მაგას რატომ არ უსმენ?! – წარბები შეჰყარა ნეგამ. გადაიკისკისა ევამ და ყელზე მოეხვია მაშინვე.
-რა სასაცილო ბიჭი ხარ, ძია..
-კაბა დაისვარე, დედი?! – დახედა ოდნავ სველ ნაწილს თამთამ. უკმაყოფილოდ გააქნია თავი.
-არავის უთხრა. მამიკოს და ჩემი საიდუმლოა.-ჩუმად უჩურჩულა დედას ყურში.
-აა, არავის ვუთხრა?!
-ხო. არავის. მამიკომ ასე თქვა.
-იქნებ, მამიკოს იმაზეც ეზრუნა..
-რა ხდება, გოგოებო?! – ხელი გადაჰხვია ცოლს, მეორე ხელით კი ევა აიტაცა ჰაერში.
-მამა, დედიკოს ვუთხარი ჩვენი საიდუმლო.
-ოხ, ევა, ოხ.. – შუბლი მიადო შუბლზე.-გრძელი ენა გაქვს.
-ნათლია, როდის წავალთ? – შეწუხებულმა ამოჰხედა ლევანს ლუკამ.
-წავალთ უკვე, სადაა მამაშენი?
-აქ ვარ, აქ.. – შეუერთდა მათ დემნაც.-დაიღალე, მა?
-ეს აუცილებელია?! – გულთან დამაგრებულ ყვავილზე მიუთითა მამას.
-გიხდება, – თამთამ გაუღიმა ბავშვს. თამთას ყველაზე მეტად ლუკა ეიმედებოდა მაინც. მას ავალებდა ევასთან ქართულ საუბარს, მის დარიგებას, გაფრთხილებას. ძალიან უყვარდა ლუკას ეშერაში დარჩენა, ხშირად რჩებოდა თამთასთან და სამზარეულოში მარტო დარჩენილს ეხმარებოდა ევას ამოუწურავი კითხვების მოგერიებაში.
-გაიღიმე ბიჭო, რას იბღვირები! – ლოყაზე მიუთათუნა ხელი უფროს შვილს დემნამ.
-მოწყენილი ხარ, ლუკა? – დაიწრიპინა მამის მკლავებიდან ევამ.-დემნა ძია, იცი, ლუკას ვინ მოსწონს?
-ევა! – მაშინვე აენთო დემნასნაირი შავი თვალები ლუკას.
-მასეთი რაღაცების თქმა რომ არ შეიძლება, ხომ გასწავლე, დედი?!
-მამიკო, მიბრაზდება დედა. – დაიჩივლა მამასთან პატარამ.
-ლუკა ხომ არასდროს ამბობს შენს საიდუმლოებებს? – ჩასჩურჩულა ბავშვს ყურში.-შენც ასე უნდა მოიქცე.
-რაო, რაო?! – ჩაეკითხა ევას სერიოზული სახით დემნა.
-მამა! – ამჯერად მას შესჩივლა ლუკამ.-შენ კიდევ გააჩუმე ეგ ენა..
-ნუ ეჩხუბები,-თავი გაუქნია შვილს დემნამ.-შენ არ მოგწონს ვინმე, ევაკო?
-მოსწონს.-მკაცრად თქვა ლუკამ. ლევანმა წარბები აზიდა.
-დიახ, მომწონს.-ოქროსფერი თმა დაიხვია თითზე ბავშვმა.
-როგორ?!-ხმა დაუბოხდა ლევანს.
-დეგენერატი ვიღაც.-ჩაილაპარაკა ლუკამ.
-ცუდი ბიჭი ხარ, ლუკი.. – მოწყენილი ჩამოვიდა მამის ხელებიდან. ერთმანეთის გვერდით დადგნენ გაბუტულები. სულმა წასძლია კინაღამ ლევანს, ისე ძალიან უნდოდა გაეგო, ვინ მოსწონდა თავის ქალიშვილს. ამის დრო იყო ახლა?!
-არ მინდა მე ლუკასნაირი ძამიკო… – გააგრძელა გაბუტული საუბარი ევამ. ყველას ეცინებოდა ჩუმად მის მომუშტულ ხელებზე, მკერდთან რომ ჰქონდა გადაჯვარედინებული.
-ევა.. – ჩაიმუხლა თამთა.
-მამიკომ მითხრა, სულ შენ მეყვარებიო.. ლუკასნაირი ძამიკო რომ გყავდეს, მაინც შენო.. შენც, დედი? – მიეხუტა ატირებული დედას.
-ტირის?!-თვალებს ვერ უჯერებდა ლუკა. დემნას ჩაეცინა მის გაფართოებულ თვალებზე.
ევას ცრემლები ყველას სისუსტე იყო.
-ევა. – დაადო ხელი მკლავზე თავის მეგობარს ლუკამ.
-დამანებე თავი.
-კაი, რა გჭირს, მაპატიე. – დაიჩურჩულა და გამოიხსნა დედისგან. დაიყენა პირისპირ და ლურჯი თვალებიდან გადმოღვრილი ცრემლები ხელებით შეუმშრალა.-რა გატირებს? კაბას გაიფუჭებ.
-შენი ბრალია ყველაფერი..
-არ იტირო, რა… – ჩაიკრა გულში და ლოყაზე აკოცა საყვარლად. ყველას ეკრძალებოდა მისი გაბრაზება, თვითონ მასაც კი.
დაჰყურებდნენ მშობლები ზემოდან ბავშვებს. მხარი გაჰკრა დემნამ გვერდით მდგარ ძმაკაცს. ქეთომ თავზე ხელი გადაუსვა თავის ვაჟიშვილს. მამამისის ასლი როგორ იყო ყველა ნაბიჯში?!..
-რა გვეშველება, – დაიჩურჩულა თამთამ.-ძალიან მეტიჩარაა.
-დედას ჰგავს. – ვერაფრით შეიკავა თავი შემოსწრებულმა დაჩიმ. ყველას გაეცინა.
-ისიც რომ ვერ საყვედურობს, – ლუკასკენ მიუთითა დემნამ.-განსაკუთრებულად უყვარს.
თვალი გააყოლეს ბიჭებმა წინ მიმავალ ცოლებს. მანქანებში გადანაწილდებოდნენ ახლა. შვილები მიჰყავდათ, მათ აწესრიგებდნენ. შამპანურის ბოთლი შეეჩეჩებინა ნეგას ამჯერად ლუკასთვის, ძლივს მიათრევდა მხარზე გადაკიდებულს.
-რას გადაეკიდე ჩემს შვილს?! – ეცინებოდა დემნას.
-მეჯვარის ასისტენტია. – დავითი გამოეპასუხა შორიდან. სიძესთან ჩასვეს ლუკა, რა საკვირველია. დათო იყო ნეგარის მეჯვარე. მიუჯდა მანქანას და მანდ ჩაისვა სიძე-პატარძალი.
-მე და ჩემი მოტოციკლი რომ არა… – დუდღუნებდა დავითი სიცილით, მთელი გზა შეჭამა ლამის ნეგა.
წამოეწია მეუღლეს ლევანი. მკლავში ჩაავლო ნაზად ხელი და ევას მანქანაში გასტუმრების შემდეგ ფრთხილად აკოცა ლოყაზე. ბრწყინავდა..
-მეც მინდა ბიჭი.-თავი გადახარა ცოლისკენ ლევანმა.-მე და ევას გვინდა.
-შენ და ევას?! – გაეცინა თამთას.
-ხო, ეგრე გადავწყვიტეთ. – მთელი გულით გაიღიმა. ალბათ ამ ღიმილს ერქვა ბედნიერება.
-თქვენ თუ გადაწყვიტეთ…- დააქნია თავი დამჯერი ცოლივით. ევამ ისევ სიმღერა დაიწყო ბოლო ხმაზე.
-ძამიკო მინდაო.-მიადო შუბლი შუბზე.
-აღარ ჭრის უკვე ესეთები.-ტკბებოდა მისი წვალებით თამთა.
-ხო, ჯობია პირდაპირ მოქმედებაზე..
-გეყოფა.. – გააწევინა სახე სიცილით.
-რა იყო? დაჩისი ხომ არ გრცხვენია ისევ?
-არავისი მრცხვენია. – უნებურად შემოიჭირა მუცელზე ხელები. მის მოძრაობას გააყოლა თვალი ლევანმა.-იცი, ლევა..
-რა?! – დაიჩურჩულა და მიაწება ხელები მუცელთან.-არ მჯერა..
-მეც ახალხან..
-სერიოზულად?!-ამოიხედა და ფერიც გადაუვიდა თითქოს სახიდან.
-დედიკო და მამიკო, – ფანჯრიდან გადმოყო თავი ევამ.-არ წავიდეთ?!
-მამი.. იცი, დედიკოს პატარა ეყოლება..
-ვიცი. – უდარდელად ჩაილაპარაკა ევამ.
-რაა?! საიდან?!
-დედიკოს და ჩემი საიდუმლო იყო.-ჩუმად უთხრა მამას.-ხომ არავის ეტყვი, მა?
-ახლა გასაგებია! – გონს მოვიდა ლევანი.-შე, მაიმუნო…
-ხომ მაინც მე გეყვარები ყველაზე უფრო, მამა…
-ყველაზე, ყველაზე..
ეს იყო ოჯახი. ბედნიერება.
.

-რაზე ფიქრობ? – მხართან ჩამოადო ნიკაპი გოგონას. ეზოში გამართულ წინა საქორწილო ჟრიამულს უხმაუროდ შეჰყურებდა სიდა. მთელი ბავშვობა დაუდგა თითქოს თვალწინ.
-აქ გავატარე ჩემი მთელი ცხოვრება. ამაზე ვფიქრობ.
-მაგიტომ ხარ სევდიანი? – შემოატრიალა მკლავებში დაჩიმ.-გეტირება?
-არა. – გადააქნია თავი.-მენატრება. არასდროს არ არის საკმარისი.
-ცოლად როდის გამომყვები? – მიადო შუბლი შუბლზე.-დიდი გოგო ხარ უკვე.
-რა შუაში იყო ახლა?!
-ქორწილში გთხოვ ხელს და მერე ნეგა შეგჭამს მთელი ცხოვრება, მე რომ არა, ისე დარჩებოდიო.
-მართლა მაგას მეტყვის და არ მთხოვო, იცოდე!
-ხოდა, ახლა გთხოვ.. – გაეღიმა დაჩის. ნაცრისფერი თვალებით ათიათასი სიყვარული აჩუქა სიდას.-იქ, სადაც გაგიცანი.. სადაც პირველად დავილაპარაკეთ. გახსოვს?! – სიდას ეზოსკენ გაიხედა დაჩიმ. კავკასიურმა ნაგაზმა გაიარ-გამოიარა ეზოში.
-როგორ არ მახსოვს.
-მეც მინდა შვილი.. – ჩუმად დაიწყო დაჩიმ.-ცოლი.. ოჯახი.. შენ.
-ოცდასამი წლის ვარ უკვე. – ჩაეცინა სიდას.-ჩვიდმეტის ვიყავი.
-ბავშვი იყავი, აქედან რომ წავედით. შეშინებული, გულნატკენი ბავშვი. არ გინდა ჩემი ცოლობა?!
-დაჩი, – გაეღიმა სიდას.-ისედაც ხომ ვარ. მეტი რა გინდა?
-ოფიციალურობა. ლევანმა ეგრე რომ არ მიყუროს, როცა გეხები, ეგ მინდა. – ანიშნა ლევანისკენ, ევა ეჭირა ხელში, თუმცა ყველასთვის ანაწილებდა თავის მზერას.
-ის სულ ასე იქნება.-ღიმილით დაუქნია ხელი მოჭყიპინე ევას და ნათლიას გაუსწორა წამიერად თვალები.-როგორი მამაა.. როგორი.. ღირსეული! მახსოვს, მამაჩემი ხშირად ეუბნებოდა. თუკი რამე დაემართებოდა, ჩემზე უნდა ეზრუნა. მისი იმედი ჰქონდა ყველაზე მეტად, სხვა არავისი. სიტყვა შეუსრულა.
-ახლა ჩემი ჯერია, – აკოცა მხარზე მომავალ მეუღლეს დაჩიმ.-ვთხოვო შენი ხელი?!
-დღეს?
-ამ წამს.
-მე ისეთი ქორწილი არ მინდა, სადაც ეს ხალხი არ იქნება, დაჩი.
-ორი ქორწილი გვექნება..
-რანაირი ხარ, – ამ სევდას ვერაფერს უხერხებდა სიდა. თამამად მოესიყვარულა თავის საყვარელ ადამიანს თავის საყვარელ ადგილას.-გამგებიანი..
-კიო, მაგას მეუბნები? გავამზადო რეზი?
-ჯერ იქით?
-ხო, ჩემებთან. ბოლოს აქ, ტკბილი ლუკმა.-თვალი ჩაუკრა და ხელიხელ ჩაკიდებული წაიყვანა ხალხისკენ. უკვე სხდებოდნენ მანქანებში, ტაძარში მიდიოდნენ.
-მაინც რანარია ეს ეშერა, – თქვა სიდამ.
-ყველას სახლია თითქოს. – დაამატა დაჩიმ.
-აი, აქ რომ ხარ, მერე აღარ გინდა არსად წასვლა. და როცა სხვაგან ხარ, ისე გინდა, რომ აქ იყო. სახლი კი არა.. თავშესაფარია. ყველაზე კარგი ადამიანების სამყოფელი.
-თბილისის გარდა ვერსად ვიცხოვრებ, თუ ეგ გინდა, რომ შემომაპარო. – მიუჯდა მანქანას. აიდაც ჩაისვეს უკანა სავარძელზე, არც ერთი ქართული სიტყვა არ გაუგია ქალს, რაც წყვილს შორის ითქვა იმ დღეს. მხოლოდ უსმენდა.
ალბათ გრძნობდა კიდეც, რა ხდებოდა ამ გაზრდილი ბავშვების გულში.
ჰქონდა უფლება ბედნიერი ყოფილიყო სიდას. მით უმეტეს, ასეთ ადამიანთან.
-ვიცი, რომ ვერსად იცხოვრებ. თბილისი სახლია, დაჩი. – უმნიშვნელოდ გამოხედა დედას. დედის აცრემლებული თვალები აკავებდა მხოლოდ, სხვა არაფერი.
თუმცა დრო იყო, თავისი ცხოვრების გზა ეპოვა სიდას.
თავისი ცხოვრების მთავარ ადამიანთან ერთად ევლო იმ სახლისკენ, რომელიც ელოდებოდა ახლა მეზობლად.
ეშერას სუნი სულ თან დაჰყვებოდა მაინც. ვერსად გაექცეოდა. ზღვის შხეფები მუდამ იპოვიდნენ თავიანთ ადგილს სიდას სხეულზე, მწარე ციტრუსის გემოსაც გაიყოლებდა იქ, თბილისში, ეშერა კი სამუდამოდ დაიკავებდა ღრმა და მყარ ადგილს ორივეს გულში.



.....


მიხარია, თუ აქ ხართ. ეს ისტორია მათი ამბავია, მსუბუქი, მხიარული, საყვარელი და რაღაცნაირად თავისებური <3 ვერ დავტოვებდი ისე, უთქმელად... არ მინდა, რომ რაღაც სერიოზულს ელოდოთ, რაღაც სასწაულს. აქ არ არის ის სიმძიმეები, რაც მის წინამორბედში იყო, არც იმდენადაა გაშლილი. მჭირდებოდა და საჭირო იყო, ამიტომაც დაიწერა. მიყვარს ყველა პერსონაჟი და იმედია, რომ თქვენც... <3 მიყვარხართ <3



№1  offline წევრი Margo Tokyo

მიყვაააააააააააააარს!

 


№2  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

Margo Tokyo
მიყვაააააააააააააარს!

გიჟეეეეეეეეეე

 


№3 სტუმარი სტუმარი მაო

სითბო და სიყვარული რომ იღვრება ამათ ურთიერთობაში ????❤️ მათბობენ მეც

 


№4  offline წევრი Crazy dreamer

რაღაცნაირი იყო თბილი მსუბუქი და სასიამოვნო, ბევრს ვფიქრობდი სიდას და დაჩის ურთიერთობაზე, თუმცა ასეთი ლამაზი გაგრძელება ნამდვილად არ მომსვლია თავში.
მიხარია დემნას და ქეთოს ამბავი, ყველაფრის საწყისები არიან.
დაჩი ის კაცია სიდას იმედს რომ არ გაუცრუებს, ლევანისათვის თვალებში შეხედვა არ მოერიდება.
ყოველთვის მახარებს და განსხვავებულ გრძნობას იწვევს აფხაზეთში ამ ისტორიების დახმარებით მოგზაურობა, თუმცა უნდა ვთქვა რომ ძალიანნ დიდი სიმძიმეც მოსდევს ხოლმე ამ ყველაფერს. ❤️❤️❤️❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი ხათუნა

ორივე ისტორია სიამოვნებით წავიკითხე და კიდევ მო.ინდება წაკითხვა. მადლობა❤❤

 


№6 სტუმარი ნი-კე

,,ეშერა"ხომ გავიზეპირე ლამის და ახლა ამის ჯერია..ძალიან,ძალიან კარგი იყო..თითქოს მეც მათი ნაწილი ვიყავი და საკუთარი თვალით ვუყურედი ყველაფერს..კინო კადრივით მიდიოდა კითხვის დროს ყველაფერი...უამრავი წარმატება♥️♥️სულ უნდა წერდე და წერდე...,...და მახსოვს ,,სახიფათო ლავალება"-ერქვა მგონი გედო აქ და ვეღარ ვნახულობ..ასევე ირაკლის და დემნას დილოგი ცალკე..

 


№7 სტუმარი მკითხველი

ხო, ის ნამდვილად არ იყო რაც ეშერა, თუმცა ჩვენ მთავარ გმირებს რომ შევხვედროდით კიდევ ერთხელ, მაგისთვის ღირდა წაკითხვა. რატომღაც ნეგაზე მომინდა ცალკე ისტორიის წაკითხვა, გაზრდილზე და დაღვინებულზე, "ეშერას" ატმოსფეროთი და სტილით, რამე სერიოზული სიუჟეტით. თუმცა ბოლოში რომ ჩავედი აგერ დაგიოჯახებია მანამდე:დ

 


№8 სტუმარი სტუმარი მარი

არასდროს არ მყოფნის შენი ისტორიები.ძალიან კარგად წერ და ისეთებს რო ერთი ამოსუნთქვით იკითხება.

 


№9  offline ახალბედა მწერალი nestandarejan

მიყვარს!!!!!!!!!!!!!! უკიდეგანოდ, დაჩეეეეეე

 


№10 სტუმარი ეკა

იმედია აფხაზებიც წაიკითხავენ ამ ლამაზ და სიყვარულით სავსე ამბავს იქნებ დაბრუნდეს ძველი ნამდვილი ურთიერთობა აფხაზის და ქართველის

 


№11 სტუმარი სტუმარი იაკო

როგორ მიყვარს შენი ისტორიები,
ვისიამოვნე.... ყველა პერსონაჟი მიყვარს, ყველა ინდივიდუალურია და დასამახსოვრებელი, გააგრძელე გთხოვ
წარმატებები ☺️

 


№12  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

სტუმარი მაო
სითბო და სიყვარული რომ იღვრება ამათ ურთიერთობაში ????❤️ მათბობენ მეც


მიხარია <3 ^_^

Crazy dreamer
რაღაცნაირი იყო თბილი მსუბუქი და სასიამოვნო, ბევრს ვფიქრობდი სიდას და დაჩის ურთიერთობაზე, თუმცა ასეთი ლამაზი გაგრძელება ნამდვილად არ მომსვლია თავში.
მიხარია დემნას და ქეთოს ამბავი, ყველაფრის საწყისები არიან.
დაჩი ის კაცია სიდას იმედს რომ არ გაუცრუებს, ლევანისათვის თვალებში შეხედვა არ მოერიდება.
ყოველთვის მახარებს და განსხვავებულ გრძნობას იწვევს აფხაზეთში ამ ისტორიების დახმარებით მოგზაურობა, თუმცა უნდა ვთქვა რომ ძალიანნ დიდი სიმძიმეც მოსდევს ხოლმე ამ ყველაფერს. ❤️❤️❤️❤️


ძალიან ბედნიერი ვარ თუკი ასეა <3

სტუმარი ხათუნა
ორივე ისტორია სიამოვნებით წავიკითხე და კიდევ მო.ინდება წაკითხვა. მადლობა❤❤


მადლობა შენ <3

ნი-კე
,,ეშერა"ხომ გავიზეპირე ლამის და ახლა ამის ჯერია..ძალიან,ძალიან კარგი იყო..თითქოს მეც მათი ნაწილი ვიყავი და საკუთარი თვალით ვუყურედი ყველაფერს..კინო კადრივით მიდიოდა კითხვის დროს ყველაფერი...უამრავი წარმატება♥️♥️სულ უნდა წერდე და წერდე...,...და მახსოვს ,,სახიფათო ლავალება"-ერქვა მგონი გედო აქ და ვეღარ ვნახულობ..ასევე ირაკლის და დემნას დილოგი ცალკე..


დიდიო მადლობა! <3

მკითხველი
ხო, ის ნამდვილად არ იყო რაც ეშერა, თუმცა ჩვენ მთავარ გმირებს რომ შევხვედროდით კიდევ ერთხელ, მაგისთვის ღირდა წაკითხვა. რატომღაც ნეგაზე მომინდა ცალკე ისტორიის წაკითხვა, გაზრდილზე და დაღვინებულზე, "ეშერას" ატმოსფეროთი და სტილით, რამე სერიოზული სიუჟეტით. თუმცა ბოლოში რომ ჩავედი აგერ დაგიოჯახებია მანამდე:დ


ნეგას ამბავი ისედაც ნათელია, მეც სიამოვნებით დავწერდი მასზე, თუმცა ვერა... უკვე ზედმეტი იქნება ;დ <3 მთავარია, რომ ვიცით, როგორაა..სადაა.. და რომ ბედნიერია <3 დიდი მადლობა! <3

სტუმარი მარი
არასდროს არ მყოფნის შენი ისტორიები.ძალიან კარგად წერ და ისეთებს რო ერთი ამოსუნთქვით იკითხება.


მადლობა!!!! <3

nestandarejan
მიყვარს!!!!!!!!!!!!!! უკიდეგანოდ, დაჩეეეეეე


მე კი - შენ...

ეკა
იმედია აფხაზებიც წაიკითხავენ ამ ლამაზ და სიყვარულით სავსე ამბავს იქნებ დაბრუნდეს ძველი ნამდვილი ურთიერთობა აფხაზის და ქართველის


<3 <3 <3

სტუმარი იაკო
როგორ მიყვარს შენი ისტორიები,
ვისიამოვნე.... ყველა პერსონაჟი მიყვარს, ყველა ინდივიდუალურია და დასამახსოვრებელი, გააგრძელე გთხოვ
წარმატებები ☺️


მადლობა!!! <3 <3 <3

 


№13 სტუმარი სტუმარი მაკა

ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე მადლობაააა❤️❤️❤️❤️

 


№14  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

სტუმარი მაკა
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე მადლობაააა❤️❤️❤️❤️


❤️❤️❤️❤️

 


№15 სტუმარი სტუმარი მირანდა

ეშრა რომ წავიკითხე და დავამთავრე კითხვა გავიფიქრე ნეტარ მათზე დაწერდეს და როცა ვნახე დადებული გამიხარდა ძალიან ლამაზი და თბილი იყო ეს ყველაფერი წარმატებები თქვენ

 


№16 სტუმარი Ia ia

გამარჯობა
ვეძებ ისტორიას,იქაც დემნა ფიგურირებს,ქართველი ჟურნალისტი გადავა ათხაზეთში ,პრეზიდენტზე ინფორმაცია უნდა მოიპოვოს და მის შვილს შეუყვარდება,,,,დემნა არის ჩარეული რომ გადმოიყვანონ საზღვარზე,,,,ვერ ვპოულობ,იქნებ დამერხმაროთ,,მადლობა

 


№17  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

სტუმარი მირანდა
ეშრა რომ წავიკითხე და დავამთავრე კითხვა გავიფიქრე ნეტარ მათზე დაწერდეს და როცა ვნახე დადებული გამიხარდა ძალიან ლამაზი და თბილი იყო ეს ყველაფერი წარმატებები თქვენ



მიხარია ❤️❤️

Ia ia
გამარჯობა
ვეძებ ისტორიას,იქაც დემნა ფიგურირებს,ქართველი ჟურნალისტი გადავა ათხაზეთში ,პრეზიდენტზე ინფორმაცია უნდა მოიპოვოს და მის შვილს შეუყვარდება,,,,დემნა არის ჩარეული რომ გადმოიყვანონ საზღვარზე,,,,ვერ ვპოულობ,იქნებ დამერხმაროთ,,მადლობა


სალამი, ფეისბუქზე მომწერეთ და ჩაგიგდებთ ლინკს ❤️

 


№18 სტუმარი Sali

სუპერ გოგო ხარრ ქეთ დიდი შერიგება ეშერა და. ახლა უკვე სიდა ნომერ პირველი. ისტორიები ჩემთვის ვისურვებდი წიგნად. გამოსულიყო. და ჩემ ბიბლიოთეკას ამშვენებდეს უსაზღვროდ ნიჭიერი ხარ. მიყვარხარ და იმედია მალე ისევ ვიხილავ შენ ახალ. ისტორიას ????????????

 


№19 სტუმარი Ia ia

პენელოპე
სტუმარი მირანდა
ეშრა რომ წავიკითხე და დავამთავრე კითხვა გავიფიქრე ნეტარ მათზე დაწერდეს და როცა ვნახე დადებული გამიხარდა ძალიან ლამაზი და თბილი იყო ეს ყველაფერი წარმატებები თქვენ



მიხარია ❤️❤️

Ia ia
გამარჯობა
ვეძებ ისტორიას,იქაც დემნა ფიგურირებს,ქართველი ჟურნალისტი გადავა ათხაზეთში ,პრეზიდენტზე ინფორმაცია უნდა მოიპოვოს და მის შვილს შეუყვარდება,,,,დემნა არის ჩარეული რომ გადმოიყვანონ საზღვარზე,,,,ვერ ვპოულობ,იქნებ დამერხმაროთ,,მადლობა


სალამი, ფეისბუქზე მომწერეთ და ჩაგიგდებთ ლინკს ❤️

როგორ უნდა გიპოვოთ ფბ?

 


№20 სტუმარი ნია

აქაც დადეთ ლინკი ჩვენც წავიკითხავთ

 


№21  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

Sali
სუპერ გოგო ხარრ ქეთ დიდი შერიგება ეშერა და. ახლა უკვე სიდა ნომერ პირველი. ისტორიები ჩემთვის ვისურვებდი წიგნად. გამოსულიყო. და ჩემ ბიბლიოთეკას ამშვენებდეს უსაზღვროდ ნიჭიერი ხარ. მიყვარხარ და იმედია მალე ისევ ვიხილავ შენ ახალ. ისტორიას ????????????

დიდი მადლობა <3

Ia ia
პენელოპე
სტუმარი მირანდა
ეშრა რომ წავიკითხე და დავამთავრე კითხვა გავიფიქრე ნეტარ მათზე დაწერდეს და როცა ვნახე დადებული გამიხარდა ძალიან ლამაზი და თბილი იყო ეს ყველაფერი წარმატებები თქვენ



მიხარია ❤️❤️

Ia ia
გამარჯობა
ვეძებ ისტორიას,იქაც დემნა ფიგურირებს,ქართველი ჟურნალისტი გადავა ათხაზეთში ,პრეზიდენტზე ინფორმაცია უნდა მოიპოვოს და მის შვილს შეუყვარდება,,,,დემნა არის ჩარეული რომ გადმოიყვანონ საზღვარზე,,,,ვერ ვპოულობ,იქნებ დამერხმაროთ,,მადლობა


სალამი, ფეისბუქზე მომწერეთ და ჩაგიგდებთ ლინკს ❤️

როგორ უნდა გიპოვოთ ფბ?

Kate dadiani მაწერია, თვალებზე საღებავი აქვს გადასმული ეგეთი ფოტო მიდევს ;დ <3

ნია
აქაც დადეთ ლინკი ჩვენც წავიკითხავთ

აქ ლინკს ვერ ვდებ, ცოტა ზემოთ ადით და მანდ არის ლინკი ფეისბუქის, კომენტარების პანელში, ან მომწერეთ ფეისბუქზე - Kate dadiani მაწერია <3

 


№22 სტუმარი Natia

Sityvebi ubralod zedmetia ise cert????

 


№23  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

Natia
Sityvebi ubralod zedmetia ise cert????

დიდი მადლობა ❤️

 


№24  offline წევრი Nicoletti

მადლობა ამ ემოციებისთვის ????????????

მადლობა ამ ემოციებისთვის ????????????

 


№25  offline წევრი სოფოკო

ეშერა რომ წავიკითხე, სულ მაინტერესებდა პატარა სიდას ამბავი. ძალიან გამიხარდა, რომ მისი გზა დაჩის დაუკავშირდა. ლევანის პერსონაჟზე კი უბრალოდ შეყვარებული ვარ! smiley heart_eyes

 


№26  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

Nicoletti
მადლობა ამ ემოციებისთვის ????????????

მადლობა ამ ემოციებისთვის ????????????


❤️❤️❤️❤️❤️

სოფოკო
ეშერა რომ წავიკითხე, სულ მაინტერესებდა პატარა სიდას ამბავი. ძალიან გამიხარდა, რომ მისი გზა დაჩის დაუკავშირდა. ლევანის პერსონაჟზე კი უბრალოდ შეყვარებული ვარ! smiley heart_eyes

მიხარია❤️❤️❤️

 


№27 სტუმარი სტუმარი რუსუდანი

საოცრებაა თითოეული ნაწარმოები,ველოდები სულმოუთქმელად ახალს❤

 


№28 სტუმარი შო აბბბ

მიხარია ❤️❤️

[quote=Ia ia]გამარჯობა
ვეძებ ისტორიას,იქაც დემნა ფიგურირებს,ქართველი ჟურნალისტი გადავა ათხაზეთში ,პრეზიდენტზე ინფორმაცია უნდა მოიპოვოს და მის შვილს შეუყვარდება,,,,დემნა არის ჩარეული რომ გადმოიყვანონ საზღვარზე,,,,ვერ ვპოულობ,იქნებ დამერხმაროთ,,მადლობა[/quote]

სალამი, ფეისბუქზე მომწერეთ და ჩაგიგდებთ ლინკს ❤️[/quote]
როგორ უნდა გიპოვოთ ფბ?[/quote]
Kate dadiani მაწერია, თვალებზე საღებავი აქვს გადასმული ეგეთი ფოტო მიდევს ;დ <3

[quote=ნია]აქაც დადეთ ლინკი ჩვენც წავიკითხავთ[/quote]
აქ ლინკს ვერ ვდებ, ცოტა ზემოთ ადით და მანდ არის ლინკი ფეისბუქის, კომენტარების პანელში, ან მომწერეთ ფეისბუქზე - Kate dadiani მაწერია <3[/quote]



აუ, მეც მინდა

 


№29  offline ახალბედა მწერალი პენელოპე

სტუმარი რუსუდანი
საოცრებაა თითოეული ნაწარმოები,ველოდები სულმოუთქმელად ახალს❤


მადლობა ❤️

[quote=შო აბბბ]მიხარია ❤️❤️

[quote=Ia ia]გამარჯობა
ვეძებ ისტორიას,იქაც დემნა ფიგურირებს,ქართველი ჟურნალისტი გადავა ათხაზეთში ,პრეზიდენტზე ინფორმაცია უნდა მოიპოვოს და მის შვილს შეუყვარდება,,,,დემნა არის ჩარეული რომ გადმოიყვანონ საზღვარზე,,,,ვერ ვპოულობ,იქნებ დამერხმაროთ,,მადლობა[/quote]

სალამი, ფეისბუქზე მომწერეთ და ჩაგიგდებთ ლინკს ❤️[/quote]
როგორ უნდა გიპოვოთ ფბ?[/quote]
Kate dadiani მაწერია, თვალებზე საღებავი აქვს გადასმული ეგეთი ფოტო მიდევს ;დ <3

[quote=ნია]აქაც დადეთ ლინკი ჩვენც წავიკითხავთ[/quote]
აქ ლინკს ვერ ვდებ, ცოტა ზემოთ ადით და მანდ არის ლინკი ფეისბუქის, კომენტარების პანელში, ან მომწერეთ ფეისბუქზე - Kate dadiani მაწერია <3[/quote]



აუ, მეც მინდა[/quote]
მომწერეთ თქვენც ❤️ Kate dadiani მაწერია

 


№30 სტუმარი anuka

შენი თითოეული ისტორია ძალიან მიყვარს! ეშერა განსაკუთრებით, რადგან "ყველაზე კარგი ადამიანების სამყოფელი"ა. ეს ისტორია იყო, ძალიან საინტერესო და მსუბუქი, თუმცა რაღაცებზე რომ დაგაფიქრებს ისეთი. თითოეულ პერსონაჟს ეტყობა როგორი ნაფიქრი გაქვს heart_eyes საოცარი ემოციების აღმძვრელი დიალოგები გაქვს. კიდევ ერთხელ გეტყვი, რომ ძალიან საინტერესოდ, ინტრიგნულად და ლამაზად წერ. ისეთ სიტყვებს იყენებ, რომლებიც გადაკითხვას მუდმივად ითხოვენ! ძალიან მაინტერესებდა სიდას ამბები ეშერა რომ დავასრულე, მალევე გავიგე რომ წერდი მასზე, თუმცა სანამ ბოლომდე არ დასრულდა ვერ მივაღწიე. ამ ბოლო ოთხ დღეში სამივე წავიკითხე(დიდი შერიგება, ეშერა და სიდა :დდ) და ემოციებით ვარ დახუნძლული, უდიდესი მადლობა შენ ამისთვის!!! heart_eyes ლეევა კვლაავ მიყვარსს :დდ

და კიდევ, თითქმის მავიწყდებოდა, ანდრო ჩადუნელის და და ვაკო საკანდელიძის ტიკ-ტოკერობა ალბათ საუკეთესო მიგნება იყო მკითხველისთვის ღიმილის მოსაგვრელად heart_eyes

მადლობა შენ ამ ყველაფრისთვის! ველით ახალ ისტორიას და წერა არ შეწყვიტო არასდროოს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent