შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიზმრად მე სოხუმი ვნახე


8-05-2020, 16:38
ავტორი lortkia
ნანახია 884

მოსაღამოვდა,რაღაც უჩვეულოდ ადრე მომეკიდა ძილი და დასაძინებლად წავედი.მალევე ჩამეძინა,მოულოდნელად უცხო თანაც ნაცნობ ადგილას აღმოვჩნდი,აი თურმე რა არის სამოთხე,ყვავილებში ჩაფლული ადგილი,კრიალა ცისფერი ცა,თოლიების ხმაური,ზღვის ნესტიანი სუნი,საოცრება იყო მაგრამ ვერ ვხვდებოდი სად ვიყავი გაკვირვებული ვიყურებოდი ველოდი ვინმეს გამოვლას რომ გამერვია ჩემი ადგილსამყოფელი.ჯერ ძალიან ადრე იყო მზეც კი არ იყო ნორმალურად ამოსული ნახევარი სააათი გავდიგამოვდიოდი ქუჩაში და ყვავილების საოცარი არომატით ვტკბებოდი.სადღაც შორიდან წერტილივით მოჩანდა ადამიანი ნელ-ნელა მოვიდა ჩემთან ალბათ შემატყო სახეზე გაკვირვება შეკითხვაც არ დამჭირდა ისე მითხრა თუ სად ვიყავი მისი სიტყვებიდან კარგად დამამახსოვრდა შენ სოხუმში ხარ,სოხუმში?კი...კი მაგრამ როგორ აღასი კითხვა მიტრიალებდა თავში მაგრამ მოხუცის საოცრად თბილმა საუბარმა ყველა კითხვა გამიქრო,მოხუცსს ლევანი ერქვა,მე და ლევანი ზღვისკენ წავედი,სანაპიროზე ვისეირნეთნელ-ნელა მზეც ამოვიდა უკვე კარგად გათენდა ხალხი გამოვიდა გარეთ ატყდა ერთი ჟრიამული,ბედნიერება აი როგორი ყოფილა ყველა ერთმანეთს შეჰხაროდა თითქოს ვგრძნობდი რომ ეს ბედნიერება განწირული იყო არ შეიძლება ადამიანი და მით უმეტეს ადამიანები ასეთი ბედნიერები იყვნენ.მოულოდნელად ცა თითქოს დაინგარა საზარელი ხმა გაისმა ზარბაზნების,ბომბების,იარაღების ხმა ისმოდა ხალხი გარბოდა ბევრი ძირს ეცემოდა რადგან დაიჭრნენ.მე არაფერს ვაკეთებდი გაუნძრევლად ვიდექი მაგრამ მახსოვს რომ ვტიროდი ლევანი ვერსად შევნიშნე უცებ დავინახე რომ ძრს ეგდო დაჭრილი და როგორც ჩანდა გარდაიცვლალა კიდეც,კიდევ უფრო ავტირდი თოლიების სისხლით იყო არემარე მოსვრილი,ყვავილები გადაიწვა,ზღვის სუნი ტყვიის სუნმა შეცვალა.ვტიროდი,ნელ-ნელა თითქოს ვიღაცამ ხელი მომკიდა და გამომიყვანა იქედან გამომეღვიძა სულ სველი ვიყავი უკვე თენდებოდა ავდექი თვალები ნამტირალევი მქონდა.თავიდან აზრზე ვერ მოვედი ეხლა სად ვიყავი,გამოვედი ჩემი ოთახიდან მამაჩემი ცეცხლს ანთებდა შემამჩნია რომ გაკვირვებული ვიყავი მკითხა თუ რა მჭირდა თან მომიახლოვდა მე კი გაშტერებულმა ვუთხარი მე სოხუმში ვიყავი მამა,მე აფხაზეთი ვნახე მამაჩემმა წყალი დამალევინა ცოტა გამოვფხიზლი და მერე უკვე გამოფხიზლებულს მამაჩემმა მითხრა ეჰ,მეც ვიყავი სოხუმში შვილო,ორივეს აგვეტირა.ის მართლა იყო სოხუმში და შემდეგ წლების შემდეგ მონატრებულ ადგილას სიზმრითაც ყოფილა.უკვე მზე კარგა ხნის ამოსული იყო ყველა ოჯახის წევრს გაეღვიძა ისინი ვერაფერს ხვდებოდნენ,მხოლოდ მე და მამამ კი მთელი დღე აფხაზეთის გახსენებაში გავატარეთ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent