შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქრიზანთემები


21-10-2015, 22:49
ავტორი Anna)))
ნანახია 2 640

-ყავა მომიდუღე რა.
-...
-ორი კოვზი შაქრით და შენთვის,რა თქმა უნდა, უშაქრო.
-...
-ფანჯარაზე ქრიზანთემებია , გუშინ გიყიდე , წყალი შეუცვალე თორემ მოიწყინეს.
....
გახსოვს , ჩემს წინ იჯექი , ზურგით მეყრდნობოდი . მაღალ მწვანე ბალახს მშვიდი ნიავი გველივით ასისინებდა, პატარა მთის წყარო ტკბილი სიმღერით იკვლევდა მბორგავი მდინარისაკენ მიმავალ გზას . ცა იყო ლურჯი , გაზაფხულშეპარული ფერებით გახალასებული , აქა-იქ ნაფლეთ-ნაფლეთებათ ქცეული ბამბასავით მჩატე ღრუბლებით . დღე იყო მშვიდი , აპრილისფერი , თითქოსდა აკვარელით მოხატული . შენ იჯექი ჩემს წინ და ჩვენს საყვარელ მუსიკას ღიღინებდი . რაღაც გეშლებოდა იქნებ დო , ან მი , ან იქნებ სულაც სი სჭირდებოდა იმ მონაკვეთს , არ გაღელვებდა , შენ იცოდი რომ მე ეს მომწონდა და თავდაჯერებული განაგრძობდი ფას და სის არევას . დროდადრო ჩუმდებოდი , ხელს ნაზად მომკიდებდი და იჯექი გატრუნული , ჩუმდებოდა ირგვლივ ყველაფერი , ისმოდა მხოლოდ სუნთქვა , ჩემი და შენი , ჰარმონიულად შეერთებული და ყველა ჟრუანტელისმომგვრელი. მერე ისევ განაგრძობდი ღიღინს და მეც გყვებოდი . გვერდით ქრიზანთემები მელაგა , ფეხშიშველი რომ დადიოდი და კრეფდი სწორედ ისინი. გრძელი ოქროფერი თმები წელზე გადმოგეყარა და ნიავი ჩუმად გიწეწავდა . ხელებში მოვიქციე აბრეშუმები და სისხლისფერ ქრიზანთემებს დავუწყე შენს თმაში ჩაწვნა . შენ გეღიმებოდა და ტუჩის კუთხეში გაჩენილი ღიმილი მაძლევდა გალაკტიკის მიღმა ფრენის საშუალებას . თვრამეტი ქრიზანთემა და წელამდე ნაწნავი დაუჯერებლად მომხიბვლელს გხდიდნენ . მე ყოველთვის ვიცოდი რომ შენ იყავი ქალი რომლის შიშველი სულიც იმდენად მიყვარდა რომ სხეულის გაშიშვლება არც მდომებია. შენი ხელების სითბო ჩემთვის ყველა ბედნიერ დღეზე მეტი იყო , შენი თითოეული ჩასუნთქვა - ამოსუნთქვა საყვარელი ლექსივით მქონდა გაზუთხული , "და როცა ღვინით აივსება საჩემო თასი , შენს სადღეგრძელოს ვიმეორებ მარად და მარად"...
ჩვენს წინ მთები იყო და სული ყოველგვარ თავისუფლების საზღვარს გაცილებული გზადაგზა იხვეჭდა ყველაზე მეტ და დიდ გრძნობებს . შენ მორჩი ღიღინს და ჩვენ დავიწყეთ ჩვენს ოცნებაზე საუბარი . ყოველთვის გვინდოდა რომ გვქონოდა პატარა ხის სახლი მთაში , გარეთ თოვლი პატარძალივით მოსავს ხეებს , შენ დგახარ შალში გახვეული ფანჯარასთან და მიცდი შინ დაბრუნებულს . ჩვენს ბიჭუნას სძინავს და ძილში ანგელოზებს უღიმის , შენ დგახარ მშვიდი სახით , ღიღინებ და გამობერილ მუცელს ეფერები ნაზად . ფანჯრიდან დამინახავ თოვლიან გზაზე მომავალს და გაცისკროვნებულ თვალებში მე ვკითხულობ თითოეულ ჩემს ლექსს რაც ოდესმე შენს შესახებ დამიწერია . ჩვენი ოცნება უბრალო , სადა და უმანკოა , როგოეც შენს ოქროსფერ აბრეშუმის თმებში ჩაწნული გვირილები , რომლებიც დღემდე ინახებიან ჩემს უბის წიგნაკში . გახსოვს ამბობდი ჭაღარაშეპარულიც უზომოდ მეყვარები და ალბათ, უფრო მეტადაც რადგან შენი ჭაღარები ჩემს ჭაღარებთან ერთად ჩვენს ერთად გატარებულ დღეებს გაგვახსენებსო. ახლა სულ თეთრი თმა მაქვს და ისე მინდა შენს ჭაღარა თმაში ჩაწნულ ქრიზანთემებს ვხედავდე .
ყავა მომიდუღე რა . ქრიზანთემებსაც წყალი შეუცვალე თორემ გახმებიან , ვიცი რომ არ გინდა მათი გახმობა
-....
-მერე რა რომ მესამე ბოთლი ღვინო გამოვცალე , მერე რა რომ ამდენი წელი გავლიე და შენი სიყვარული ვერ გამინელდა . ახლა გიყურებ ოცი წლისას , (ფოტოზე) ღიმილშეპარულ სახეზე და ვხვდები რომ ნახევარი საუკუნეა რაც უსასრულობას ეზიარე.
-....
-ყავა მომიდუღე რა , თუნდაც უშაქრო , ჩემი უვადო სიყვარულით დავატკბობ მაინც .
ანა ზეიკიძე



№1  offline წევრი Khaleesi

ძალიან სასიამოვნო წასაკითხი იყო

 


№2  offline წევრი Anna)))

Khaleesi
ძალიან სასიამოვნო წასაკითხი იყო

გმადლობ ♥ ^_^
--------------------
ა.ზეიკიძე

 


№3  offline წევრი kakulia

მომეწონა,კარგი იყო. heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent