ბოლო წერილი
წამებში ჩატეულან სიტყვები...არაფრის მთქმელი,ვერ გაგებულნი ,მაგრამ ვიღაცისთვის სამყაროს შინაარსივით გაშიფრულნი.თვითმკვლელის დღიურს ვკითხულობდი და შემზარა ჩემმა ცნობისმოყვარეობამ მეფათურებინა ჩემი ბინძური მზერა მის ცხოვრებაში,მაგრამ მე კი ტავად ვაძლევ სხვა ადამაინებს იკითხონ ჩემი გაშიშვლებული გრძნობები.დაკვირვებული ვარ წერას ,როდესაც ვიწყებ არასოდეს ვსაუბრობ ისე,როგორც წესია.მე მხოლოდ შენ გესაუბრები სხვათა თანსწრებით და საუბარიც გამოგვდის მხოლოდ ასე,მგონია ,რომ თუ ხალხი გაიგებს შენც მიმიხვდები ,შენც ჩაწვდები. თვითმკვლელები თავისუფლებას ცისარტყელაში იპოვიან...ვწერ უკვე მეათასედ და ასე მგონია ეს სიტყვები აქამდეც ბევრჯერ მსმენია.ვინ იცის იქნებ მეც ერთი ჩვეულებრივი პლაგიატი ვარ და ღმერთო ოო როგორ მძულს მიმბაძველობა.დაგელოდებიო,რომ იძახიან და მერე ათას ადამიანს შეხვდებიან ,გაიქცევიან,წავლენ ,გასინჯავენ,ყველა გასაღებს ,რომ ერგებიან და ამბობენ სიყვარულით აი ის ერთი მიყვარდა და ველოდებიო მასეთს ბედნიერება არ უნდა დაანახო თვალით.რამდენი წელია გელოდები და კაცთა მოდგმა იმაზე მეტად მძულდება დღითიდღე ვიდრე სიკვდილი.ისინი შენ არაფრით გგვანან ,მაგრამ გულს ნუ გაიხარებ კარგო ეს მხოლოდ ჩემთვისაა ასე,სინამდვილეში გულის სიღრმეში ორივემ კარგად ვიცით ,რომ არავისგან არაფრით განსხვავდები ,მაგრამ ფაქტია განსხვავდება ჩემი გრძნობები შენდამი სხვა ყველა არსებული მიწიური გრძნობებისგან.მე სადღაც ყველაზე ზევით მიუწვდომელ წერტილში შევსვი შენი ხატად გცეული სიყვარული და ვეღარასდროს მოგწვდი.სასაცილოა არა?მე ხომ ეს თავად გავაკეთე,თავად გაგხადე კერპი და შენ ეს იმდენად კარგად იცი,იმდენად კარგად გაითავისე თავი მართლა კერპი გგონია.როგორ გაგამტყუვნო? როგორ გითხრა,რომ სტყუი? მე პატარა ბავშვივით გაგათამამე.მაგრამ კერპი არასოდეს ყოფილა ნამდვილი,არასოდეს უარსებია და ისევე მალე ჩამოუგდიათ,დაუვიწყებიათ ,როგორც არმაზი.ბედნიერი ადამიანი ხარ თამამად გეტყვი ისე,რომ არავისი არ შემრცხვება და თვალს არ დავახამხამებ ისე შემოგცქერი ამ სიტყვების თქმისას თვალებში..დანამდვილებით გეტყოდი ,რომ მთელი ცოხვრება უფლის მადლიერი ვიქნებოდი ვიღაცას მსგავსი გრძნობა ,რომ ეჩუქებინა ჩემთვის.ოდესმე საკუთარი თავისთვის თუ დაგისვამს კითხვა რატომ და რისთის დაიმსახურე ? ახლა ისეთი განცდა მაქვს თითქოს სიცოცხლის ბოლო წუთები მაქვს ,ღრმად მოხუცებული დანაოჭებული ხელების კანკალით ვწერ შენზე,მტელი ცოხვრების სიყვარულზე და მეშინია,რომ ვერ მოვასწრებ თქმას იმის რისიც მინდა.მე ასე ღრმად მოხუცებული ცხოვრებაში,რომ სხვას არ გაკარებია და შენიც არასოდეს მრქმია ვზვივარ სარწეველა სკამზე და ცრემლნარევი ,ალბათ სინანულის ფიქრებს ვაფრქვევს.საოცარია არა ? ადამიანს 22 წლის ასაკშიც შეუძლია ჩაქრეს და პირიქით 80 წლის ასაკშიც კი გრძნობდეს ,რომ ცოცხალია.მე ახლა ჩამქრალი ვარ ,ცარიელი ვარ სიცოცხლის წყურვილით და მშურს ყველა რომანტიკოსი თვითმკვლელის,რომელმაც ხორცის წყალობით სული გაითავისუფლა მე კი პრიქით ვარ ჩემო ერთადერთო ხორცის წყალობით ვატყვევებ სულს და ახლა ისეთი თავისუფლება ჩამორთმეული ვარ ,როგორც ნაპოლეონი წმინდა ელენეს კუნძულზე,როცა ღმერთი აღნოაჩინა სიკვდილის წინ ყველასაგან მივიწყებულმა.და ღმერთო როგორ არ მინდა ვგავდე მოხუცებული მას, ვინც ყველამ დაივიწყა.მე მინდა უბრალოდ ვიყო ქალი,ქალი ვისი სიყვარულიც შეუძლიათ.და აი დღეს მეც ქალი ვარ ,პირველი ქალი ანუ ევა ,ევა ვისაც მთელი ცხოვრება ერთი მამაკაცი უალტერნატივო ადამი უყვარდა და ისე მისთვის აზრი,რომ არავის უკითავს ,არჩევანის საშუალება ,რომ არ მიუციათ .რატომღაც მგონია,რომ ევა იყო პირველი ძალადობის მსხვერპლი ქალი მიუხედავად ყველაფრისა,მაგრამ ამ მილიარდიან სამყაროში ,რომ მე მხოლოდ შენ გიწამე ეგ მიკვირს მარტო.თავად გამკვირვებია საკუთარი თავის და დროდადრო კანიდან გამოვდივარ უსახო ნაწილაკებად ვიქცევი, გონების თავლებით ვაჩერდები სკაუთარ ქმედებებს,გრძნობებს,ფიქრებს და ვხვდები რაოდენ მეამიტია ქალი.არამარტო მე არამედ ყველა რომანტიკოსი ქალი.მგონია,რომ ევას სამუდამოდ ეყვარებოდა ადამი,ადამი,რომელსაც არასოდეს უღალატია მისთვის,ადამი,რომლისთვისაც მუდამ სასურველი იყო ევა და ევა რომელიც იყო სამყაროს ერთადერთი ქალი,პირველი დედა.როგორ მშურს ევა შენი სამყაროს ერთადერთო ღალატს გადარჩენილო ქალო,ხორციელ გრძნობებში ვერ გაყიდულო,ვერ გაცვლილო.მსგავსი შანსი არცერთ ქალს არ მიეცემა აღარასდროს და ტყულია ,რომ ამბობენ სიყვარულისთვსი ბევრი რამაა საჭიროო.სისულელეა სიყვარულისთვის მხოლოდ ორი ადამიანია საჭირო და მეტი არავინ და არაფერი და ამ ბალანსისი დაცვა,სიყვარულის ღალატისგან დაცვა ,შენარჩუნება.ესაა ნამდვილი,ესა გულწრფელი.ჩვენ ვერ შევძელით...მგონი პატიება მეც უნდა გთხოვო ამისათვის...ჩემი ბოლო წერილია შენთვის დაწერილი...შენ არ ხარ ჩემი ადამი და არც მე ვარ 80 წელს მიღწეული ხელმოცარული ქალი.მე ვცხოვრობ,მე ვსუნთქავს და ვარსებობ და შევძლებ უშენობას... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.