შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერილი მამაჩემს მხოლოდ ჩემთვის


21-06-2016, 16:55
ავტორი beqaloxishvili
ნანახია 1 973

იცი, მე ამოვხსენი სამყაროს საიდუმლოება, მამა, და ცხადია მივხვდი თუ როგორია ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა. ადამიანი, ბუნებით ბედნიერია, მაგრამ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს ბედნიერება, უბედურობისგან მოდის. ხო, სწორად ასეა, სასოწარკვეთით ტკბობას თუ ძალუძს ჭეშმარიტი ბედნიერების ჩუქნა. ალბათ შენ წარმოგენა არ გაქვს, თუ რას გრძნობს ბეთჰოვენის სიმფონიებში გახვეული ადამიანი, რომელსაც გულზე ლოდად ადევს მწუხარება. არ იცი რას განიცდის მარტოსული ადამიანი, რომელიც მთვარეს შესცქერის და იქ მწუხარე სახეს ხატავს. არაფერი არ იცი, არც სიგიჟეზე და არც ტანჯვაზე; არც მარტოსულობაზე და არც ღამეზე, მაშასადამე, არც არაფერი გცოდნია ბედნიერებაზე. არაფერი არ იცი ბედნიერებაზე, რადგან არცერთი სულიერად ნატანჯი ადამიანის თვალები არ გინახავს. არ მოგისმენია ჰანდელი და შესაბამისად არც სასიამოვნო ჟრუანტელი გიგვრძვნია. არ იცი რას ნიშნავს იყო ღმერთი და ადამიანად ლპები სადღაც რომელიღაცა ქუჩაზე, ან რომელიმე – ცუდი აურით გაჟღენთილ – სახლში. ჩემგან განსხვავებით შენ ბევრი რამე არ იცი, მამა, და ამას შენი რელიგიური აღმსარებლობაც ადასტურებს, რომ აღარაფერი ვთქვა შენ რასუსტულ დამოკიდებულებაზე ფერადკანიანების მიმართ.
ხოდა, ახლა მამების დღეაო (ამ დღის შესახებ პირველად გავიგე) და ძალიან მომინდა შენზე დამეწერა, ამასთან კი, ჩემი სულიერი აშლილობა გამახსენდა. ამიტომაც ჩავაგდე ერთი–ორი სიტყვა ბედნიერებაზე, თუმცა, არ ვიცრუებ და ვიტყვი, რომ მხოლოდ ეს არ ყოფილა მიზეზი. მე იმდენად შევიშალე, რომ უბედურებით დავიწყე ტკბობა და ფროიდის აზრით, ჩემ ამ უბედურებაში შენც ურევიხარ, ახლა კი, ამის გამო მადლობა უნდა გითხრა თუ არა, – არ ვიცი. ალბათ სულ უნდა გეძახო. მაგრამ, ღმერთმა დამწყევლოს თუ ოდნავ მაინც მწყენოდეს შენგან რამე. ღმერთმა დამწყევლოს, თუ ოდესმე დამჭირვებოდეს შენი მზრუნველობა. ხო, ასეა, მე შენ არასოდეს მჭირდებოდი, თუმცა კარგად მახსოვს ჩემი ბავშვობა, როცა ჩემ მეგობრებთან შენზე სუპერგმირივით ვსაუბრობდი. მახსოვს, ჩემ წარმოდგენებში მებრძოლი იყავი, საიდუმლო აგენტი, ან რაიმე მაგდაგვარი. მაგრამ, შენი დედაც! რეალურად ერთი უმუშევარი, დედის ხარჯზე მცხოვრები ტიპი იყავი, რომელიც კვლავ საბჭოთა კავშირს და ქურდულ სამყაროს მისტირის. ის შენი ღმერთი თუ არსებობს, დაე მან გაპატიოს ორი შვილის მიტოვება. მე გპატიობ, მამა, ყველაფერს, დედაჩემის ხარჯზე ცხოვრებასაც და ჩემი პატარა დის მიტოვებასაც. შენი პირველი შვილი მოწყალე ღმერთია, გიხაროდეს! მაგრამ, იცი, დედაჩემს მიტოვებას ნამდვილად არ ვაპატიებდი, რადგან ის მიყვარს.
მე ვიცი როგორ გაიცანი დედაჩემი შენი დანჭყრეული „ჟიგულით“ ოთხმოცდაათიანებში. ისიც კარგად ვიცი, რომ ის არასოდეს გყვარებია და ღმერთია მოწმე, მე თუ კარგად არ მძინავს ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სიყვარულის ნაყოფი არ ვარ. და მე თუ ოდესმე გავხდები დიდი ადამიანი, მაგალითად როგორებიც იყვნენ გოეთე, ან შექსპირი, ეს მხოლოდ შენი წყალობით, მამა. სწორად ასეთად ავღვიქვამ შემოქმედის ოჯახს: გაქცეული მამა, სასოწარკვეთისგან გაგიჟებული დედა, ნაადრევად გათხოვილი და – მხოლოდ იმიტომ, რომ იმ სიმყრალიდან გაქცეულიყო რასაც ოჯახი ჰქვია – და ყველა შეშლილზე შეშლილი ვაჟი, ანუ მე. (სხვაგვარად სრული სერიოზულობით ვერ ვიფიქრებდი იმას, რომ ღმერთი ვარ.) კიდევ, შენი არასოდეს ჩარიცხული ალიმენტი მიყვარდა, ერთ ბავშვზე ოცი ლარი, მამა.
რამდენიმე წლის წინ კი, ჰარი ჰარელს მსგავსებოდი „ტრამალის მგელიდან“, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში არ ვიგრძნობდი თავს მარტოსულად; მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიტყოდი, რომ მამაჩემი დიდი ადამიანია მიუხედავად იმისა, რომ არაფერი გააჩნია, რომ მამაჩემს რაღაცით ვგავარ. ახლა კი, შეხედე შენ თავს, ნამდვილი საბჭოთა კავშირის ხარ! დარწმუნებული ვარ შენც გადაფრინდებოდ–გადმოფრინდებოდი ხოლმე რუსეთში რამდენიმე მანეთად მხოლოდ იმიტომ, რომ კურნოსა მეძავები გეხმარა შენი მამაოც ლოცვა–კურთხევით. და ბოლოს, მე მართლა შენი შვილი ვარ?
მა, იცი რა მიყვარს? მზის უკანასკნელი სხივები ღრუბლებს რომ აწითლებს.



№1  offline წევრი მოლურჯო

ვაიმე ვგიჟდები
მე შენზე
--------------------
მარიამი

 


№2 სტუმარი natiao

Beqa shen saswauli xar. Ragac sxvanairi, uzomod nichieri da ar vici sityvebi ar myofnis, rtulia Imis gadmocema rasac sheni naweris wakitxvis shemdeg vgrdznob, dzalian kargi xar. Warmatebebs gisurveb Imde maqvs odesme gaxdebi didi mwerali. Da momecema sashualeba wavikitxo wigni sheni avtorobit. Dzalian ganatlebuli da ashkarad nakitxi xar, siamovnebit vikitxavdi rchevas shengan, tu romeli wigni wavikitxo <3

 


№3  offline წევრი beqaloxishvili

გმადლობთ, მეგობრებო. ჰერმან ჰესეს "ტრამალის მგელი" წაიკითხე
--------------------
არა სიცოცხლე...
არა სიკვდილი...
არამედ რაღაც სხვა.

 


№4 სტუმარი natiao

beqaloxishvili
გმადლობთ, მეგობრებო. ჰერმან ჰესეს "ტრამალის მგელი" წაიკითხე

Madloba didi

 


№5  offline მოდერი -ნინაკა

საშინლად, საშინლად მომეწონა!
გენიალური ხარ. დახვეწილი, საინტერესო ნუ რავი.. love

 


№6  offline ახალბედა მწერალი MariamG

მართლა ძალიან საინტერესო და დახვეწილი ხარ:)

 


№7  offline მოდერი tsn

ძალიან კარგი იყო, მართლა ძალიან მომეწონა.. შეუძლებელია ემოციის გარეშე წაიკითხო ♥♥

 


№8 სტუმარი Bla

Ha ha ha ham..:)

 


№9  offline მოდერი Kira

მომეწონა, მართლა კარგი იყო. მე ვერასდროს ვაპატიებდი მამას, ადამიანს ასეთ რაიმეს რომც მიყვარდეს მაინც.არვიცოდი თუ მამების დღე იყო თუმცა ეგ დიდად არ მაინტერესებს. წარმატებები ..
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 


№10  offline მოდერი Eleniko13

იცი, რა მიყვარს მამა?
მზის უკანასკნელი
სხივები
ღრუბლებს რომ
აწითლებს.

გენიალური ხარ, ღმერთმანი
და ძალიან სუსტი,
რატომ,
ეგ მე ვიცი
მხოლოდ.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent