შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორი ძმა და ერთი გზა


10-08-2016, 01:30
ავტორი si-xa
ნანახია 1 868

დღეს ორი ბიჭი დაიღუპა ჩემს ქალაქში. ძმები იყვნენ. ერთი მეორის სშველად შევიდა წყალში და უკან ვერცერთი გამოვიდა. ალბათ ასეც იყო სჭირო,ცურვა არ სცოდნია, მაგრამ უნდა ეცადა, ძმას აღელვებულ, გაუმაძღარ მდინარეს ვერ დაუთმობდა. წარმოდგენაც არ მინდა რა დღეში შეიძლება იყოს მათი დედა, ნათესავები და მეგობრები. ჯანდაბა... უფროსი 21 წლის იყო უნცროსი 18-ის . მე იმდენად ხარბი ვარ,ალბათ ორივეს ცხოვრება არ მეყოფა ერთად. საცოდავი 49 წელი. მათი სურათები დადეს ბევრი წუხს ისევე გულწრფელად როგორც მე, ბევრი ჩემზე მეტადაც განიცდის . თუმცა ყველას გიწევს თვალი გავუსწოროთ საზარელ რეალობას და ვაღიაროთ, რომ ვერავინ ვუშველით,ვერაფრით დავეხმარებით.ერთადერთი რაც შეგვიძლია ისაა რომ ვიოცნებოთ სამოთხეზე რათა მათი დაკარგვით გამოწვეული ტკივილი შევიმსუბუქოთ, თავი უსუსურ არაფრის მაქნის არსებებად არ ვიგრძნოთ.
საინტერესოა რამდენჯერ შემხვედრია თითოეული მათგანი, ცალ-ცალკე ან ერთად. ჩემი ქალაქი ხომ არც ისე დიდია. ალბათ რა უემოციო სახით ჩავუარე და ასეთივე თვალებით ვუყურებდი მათ სახეებს. ნუ გამკიცხავთ მე ხომ მათ არც კი ვიცნობდი. დღეს კი მათმა ფოტომ სულიერად შემძრა და ძილი დამიფრთხო. მე არაფერი ვივი მათზე, არ ვიცი რა ჰქონდათ გამოვლილი იქნებ რამდენ ტკივილს იტევდნენ გულში და ეკლიან გზებს ერთმანეთს უკაფავდნენ რომ ერთმანეთის ტკივილს შეხიდებოდნენ. ან იქნებ უხაროდათ ცხოვრება იყვნენ იმაზე ბედნიერები ვიდრე მე შემიძლია ამის წარმოდგენა,იქნებ ვერც ვერასდროს შევძლო ვიყო ისეთი ბედნიერეი როგორიც ისინი, იქნებ ვერასდროს შევძლო და ისე გავიხარო სხვა ადამიანის სიხარულითა და ბედნიერებით როგორც მათ უხაროდათ, ერთმანეთის ლხინი. მათ ყველაფერი წინ ქონდათ, კიდევ ძალიან,ძალიან დიდხანს უნდა ეცხოვრათ. ოცნებები რეალობად უნდა ექციათ. არ შეიძლებოდა მათი სიკვდილი.ასე არა. ჯერ ძალიან ადრე იყო.
ერთი რამ ზუსტად ვიცი არცერთი მემეტება იმ მიწისთვის, რომელიც გუშინდელმა წვიმამ გაჟღინთა, ზუსტად იმ წვიმამ რომელმაც აღელვა მდინარე და წაგვართვა ორი მზესავით ბიჭი. ჩემთვის საოცარია მათი ისტორია. მათი სულიერი კავშირი. ორი ძმა და ერთი გზა. ორი განსხვავებული ადამიანი, განსხვავებული იმედებით და ოცნებებით. ორი ადამიანი რომლებთანაც მხოლოდ გუშინდელი დღე გვაკავშირებს. ორი დაკარგული ხვალინდელი. დღეს არ უწვიმია მაგრამ მგონია რომ ისევ იწვიმებს მგონია ცაც დაიტირებს და მოგვიბოდიშებს ალბათ ისიც ნანობს ისევე როგორც მათი ახლობლები უთქმელ სიტყვებს.
დღეიდან არაფერი იქნება ისე, როგორც აქამდე.
დღეს ომა ძმამ ერთი გზა გაიარა. ვასო და თემო. ერთად. სამუდამოდ.

09.08.16



№1  offline წევრი ბაბუაწვერა

ყოველი ასეთი ამბის გაგებისას, თითქოს რაღაც მძიმედ მწყდება გულში. მაგრამ განსაკუთრებით მძიმეა, როდესაც ეს ჩვენს ქალაქში ხდება. recourse ღმერთმა გაანათლოს მათი სულები.

 


№2  offline წევრი kakulia

cold_sweat ვაიმეეე რა უბედურებაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent