რევულუცია!
ჩე. ალბათ არც დაბადებულა და არც დაიბადება ყოველ მხრივ შეშლილი ჩე, რომელიც რაღაც არასწორი აღზრდის, ან უამრავი ტრამვის გადატანის გამო, – ან სულაც ფროიდისეულად დავაგვირგვინებ და ვიტყვი, სექსუალური ცხოვრების არ ქონის გამო, – იდეალურ შიზოფრენიკად ჩამოყალიბდებოდა და რაღაც ტაილერ დერდენისეული პროტესტის გრძნობა გაუჩნდებოდა, ამაზე კი, მისი მეამბოხე სული, არათუ დაითრგუნებოდა, არამედ პირიქით, შეიქმნებოდა რაღაც ახალი ცხოვრებისეული აზრი, რაც უსათუოდ გვავიწყებს ცნობიერებისთვის დამანგრევლად საშიშ თემებსა თუ ინტერესებს და ჩე, გამარჯვებამდე გაიმარჯვებდა! ჩე! ჩე–მეთქი! წარმოვიდგენ ერთ დიდ, შესახედათ დამთრგუნველ ფსიქიატრიულ კლინიკას, სადაც ჩეს ტვინის ამორეცხვას უპირებენ, ის კი წამიერად ივსება რაღაც არაამქვეყნიური ძალით და მისი ამ სიძლიერის წყალობით გაწყვეტილ ტყავზე, მახსენდება კინგ–კონგის ჩვეულებრივზე მძიმე ჯაჭვების გაწყვეტა. ჩე ამჟამად ცხოველია და ცხოველზე მეტად სასტიკი, სასტიკებს შორის უსასტიკესი, მისი ალტერ ეგოა, რომელიც არათუ ეჭვობს, რომ არ არსებობს, არამედ სრულად დარწმუნებულია იმაში, რომ ყოველ მხრივ წარმატებული პიროვნებაა. ჩეს ეგო დემონია, რომელიც არასოდეს ერევა ღმერთისა და ეშმაკის ბრძოლაში და სწორედ ამ მიზეზის გამო, ის თავადაა ღმერთი, ეს კი, რეალობა რეალობა იმიტომაა, რომ ჩე ყველა შეშლილზე შეშლილია. ხოდა, ამ უკანასკნელ პიროვნებაში დამალული ცოფიანი, უკიდურესად მოშიებული მგელი, – რომლის თვალებიც თვით ჯოჯოხეთის ცეცხლს ირეკლავს, – ამჟამად სრულიად ფხიზელია და რაღაც მარტივი მოძრაობით, ჰალსტუხიან, კარგად გაპარსულ ფსიქიატრის დამხმარე სტაჟიორს, ყური ძვრება, უფრო სწორად კი, ეხევა და ჩე! ო, ჩეს პირის ღრუ სრულყოფილად წითელი სისხლით აქვს სავსე. ჩე ფიქრობს, ამ უტრაკოს სისხლით გაჟღენთოს თუ არა თავისი სითხისაგან დამშრალი ორგანიზმი. ჩე ჭკვიანია და სისხლს, ფსიქიატრს პირდაპირ სახეში ასხავს. სტაჟიორი ყვირის, ვით ბავშვი საშოდან გამოღწევისას და ფსიქიატრი, – რომელიც ყველაფერია ფსიქიატრის გარდა, – გაბრუებულია, ვინაიდან ვერა და ვერ უსაბამებს აწმყოს ფაქტებს. ხოდა, ჩე პალატის კარებს კეტავს. ჰა–ჰა–ჰა. ჩე ჩეა, მისი ალტერ ეგო ჯოჯოხეთის მგელი, რომელსაც სულ ცალ ფეხზე კიდია ეშმაკთან დადებული ხელშეკრულება, ფსიქიატრი ყელ გამოფატრული ლეში და სტაჟიორი ტვინ გამორეცხილი მტირალა ბავშვი, რომლის გონებაც ჩვილის გონებას დაემსგავსა და ცნობიერება აზრზე არ არის, თუ სად არის, დალახვროს ეშმაკმა. მეფე მკვდარია! პრეზიდენტი მკვდარია! დიქტატორი მკვდარია! ჩე ტახტზე ადის და თითს იმ ღილაკს აჭერს, რომელიც აღებს გისოსებს და აი! ფსიქოპატები ხელებგაშლილი ბრუნავენ ფსიქიატრიული კლინიკის მთავარ დერეფანში. მათ შორის ერთი გამალებით დაეძებს როიალს, რომ ის ჯერ აატიროს, მერე კი მოკლას. მეორე დაეძებს ცოლს, რომელიც წლების წინ მოკლა. მესამე, ერთდროულადაა აინშტაინი, ტესლა და ჰოკინგი, ვით ნიცშე ზარატუსტრა, ვით პალანიკი ტაილერი, ვით კონანდოილი ჰოლმსი, ვით ღმერთი ადამიანი და ვით ჩე ჩე! და მათ შორის მეოთხე, დიდ და მისტიკურ დერეფანში ტანგოს ცეკვავს თავის სუპერ ჰალუცინაციასთან ერთად. მეხუთეს უნდა ბიბლიის წაკითხვა, უფრო სწორად კი, ნაზარეველის სიტყვებიც, რომელიც წარმოთქვა ჯვარზე: „ელი, ელი, ლამასაბათქანი?!“ (ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რატომ მიმატოვე მე?!) მეექვსემ კარგად იცის, რომ სულ მალე სასაცილოდ მოგვეჩვენება ელექტრო ენერგია და კაცობრიობა ისწავლის გრავიტაციული ტალღების მართვას. მეშვიდე, მეშვიდე თავად ჰალუცინაციაა და ღრმად სწამს, რომ არ არსებობს. მერვე უსასრულობაა. მეცხრე, ქრისტეს მეცხრე მოციქულია. მეათე საერთოდაც მაგდალინელია და ერთ დროს მოვლენილი მესია, სულ სხვაგვარად უყვარს. მეთერთმეტეს სურს, რომ დრო გააჩეროს და ამ დროის გაჩერებით წარმოქმნილი ჰარმონიით, – ბაოკოს სტილის მუსიკის თანმხლებით, – დატკბეს. ეს უკანასკნელი გიჟი კი, უფრო მოცარტს ირჩევს, ვიდრე სხვა რომელიმე არაამქვეყნიური მუსიკის შემქნელს. მეთორმეტეს სადღაც აქვს ნანახი, რომ სამყაროს მოდელი, ტვინის ნეირონებს გავს და აქედან გამომდინარე დარწმუნებულია, რომ სამყარო უსასრულოა და უსასრულობა დასტურია იმისა, რომ უსასრულოა მიკროსკოპული თუ უზარმაზარი სამყაროები. ხოდა, დერეფანში ისმის ყვირილი: – აბა, შეხედეთ ჩემ ხელის გულს! აქ უამრავი სამყაროა და მე მათ შორის ერთ–ერთ სამყაროსთან, კონტაკტი დავამყარე! სადღაც სიშორეზე არსებობს გალაქტიკა ირმის ნახტომი და ამ ირმის ნახტომში, პლანეტა დედამიწა. რა, ჩემი არ გჯერათ?! გეუბნებით, დედამიწაზე ერთი კაცია სადღაც ფსიქიატრიულ კლინიკაში და ახლა ის ყვირის, რომ მის ხელის გულზე, ერთ–ერთ მიკროსკოპულ სამყაროსთან კონტაკტი დაამყარა და მის აღმოჩენილ მიკროსკოპულ სამყაროში, არსებობს პლანეტა დედამიწა, სადაც ცხოვრობს ერთი კაცი და რომელმაც თავის ხელის გულზე მიკროსკოპულ სამყაროსთან კონტაკტი დაამყარა. მეცამეტე გიჟი, იუდაა და სახრჩობელას ეძებს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ვირის თავი, უკვე აქვს. მეთოთხმეტე ამბობს: – მოდი! მოდი! მოდი! მოდი! მოდი! მოდი! მოდი! მოდი! და, ჩემ გაიმარჯვა! ჩე გამარჯვებულია და ყველა ფსიქიატრიული კლინიკა, თავისუფალი! ფსიქიატრიულ კლინიკებში მხოლოდ ჯანსაღი ფსიქიკის მქონე პირები რჩებიან და ქალაქებში, მუშაობენ გიჟები. როგორც იქნა გლობალიზაცია მუშაობს, მსოფლიოს კი, ჩე მართავს. აღარ არსებობს კრიმინალი, ვინაიდან და რადგანაც ეს უკანასკნელი ამჯერად სრულიად ნორმალურად ითვლება და ისევე იმატა წმინდა ხელოვნების შემოქმედებმა, როგორც მწუხარებით გაჯღენთილ სერიულმა მკვლელებმა. წარმოვიდგენ, თუ როგორ ლეწავენ თავიანთ კომპანიას შეშლილი ბროკერები. სიგიჟემ გაიმარჯვა! წარმოვიდგენ, თუ როგორ მეფდება ანარქია. სიგიჟემ გაიმარჯვა! წარმოვიდგენ დამპალი თოკით ხიდზე ჩამოკიდებულ დამპალ ხალხს. სიგიჟემ გაიმარჯვა! წარმოვიდგენ მილიარდი გიჟიდან ერთს, რომელიც რობინ ჰუდი უფროა, ვიდრე გიჟი და აღფრთოვანებული ვარ მისი მკვლელობების სერიით, მისი ქველმოქმედებითა და სასტიკი ბუნებით, რისი მეშვეობითაც თავის ბინაში გროვდება ასეულობით მილიონრის მოჭრილი თავი. სიგიჟემ გაიმარჯვა! წარმოვიდგენ ათი ათასობით თვითმკვლელს, რომლებიც თავს ერთად იკლავენ და ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებენ, რომ სიცოცხლის უკანასკნელი წამებით ისიამოვნონ, როგორც ნარკომანი, მაგალითად კოკაინით. სიგიჟემ გაიმარჯვა! წარმოვიდგენ იმ ადამიანების არ არსებობას, რომლებიც რაღაც სექსუალური ლტოლვის, ან ფიზიკური სიმფათიის გამო, ერთმანეთს ერთ ვიწრო ხვრელში უძვრებიან რათა სამარადისოდ იქ დარჩნენ და ცხოვრებისგან, მხოლოდ განავალი მიიღონ. ეს მე წარმოვიდგინე. ამის წარმოდგენა, უთუოდ სასიამოვნო ჟრუანტელს გავს. სიგიჟემ გაიმარჯვა! წარმოვიდგენ გიჟების სიყვარულს და სასაცილოდ მეჩვენება ერთმანეთის სხეულზე შეყვარებული სირები, რომლებიც, უკვე ავღნიშნე, არათუ სახლში ცხოვრობენ, არამედ ერთმანეთის უკანალებში და ვგონებ ეს მათ რაღაც არაამქვეყნიურ სიამოვნებას ანიჭებთ. სიგიჟემ გაიმარჯვა! დედამიწაზე მხიარულებაა, იმიტომ, რომ სიგიჟემ გაიმარჯვა და სიგიჟეს არ ადარდებს თუ რა ხდება ცის მიღმა, ვინ შექმნა სამყარო და მარსის მიზიდულობის ძალა, რამდენად განსხვავდება დედამიწის მიზიდულობის ძალისგან. სიგიჟემ გაიმარჯვა! შეჩერდი! შეჩერდით–მეთქი! ეს ბახია! ეს მოცარტია! ღმერთო, ეს ქაოსია! არავის ესმის რას გრძნობს მელანქოლიაში გახვეული, ლიტერატურაში გახლართული, სულით ავადმყოფი, მარტოსული, აღფრთოვანებული ამ სამყაროს აგებულობით, მწუხარე გიჟი, რომელიც არათუ თვლის, რომ მისი სიგიჟე რამით მშვენიერია, ან რაიმე მსგავსი, არამედ უყურებს ყველას, და უნდა იყოს ყველა, უნდა იყოს საზოგადოების ნაწილი, უნდა ერგებოდეს სხვებს. არავინ იცის რას გრძნობს ადამიანი, –კაცი იქნება ის თუ ქალი, – რომელიც ბაროკოში ხედავს მშვენიერებას. არავინ იცის რას გრძნობს მაღალი შენობის სახურავზე დამდგარი პიროვნება, რომელიც გადმოხტომას აპირებს, რათა ის, შეუერთდეს სამყაროს და თავისივე ატომებით. არავინ იცის რას გრძნობს ის შეშლილი, რომელიც შვებას არ არსებობაში ხედავს და ეს უკანასკნელი პიროვნება ღმერთი რომ იყოს, უსასრულო სივრცეს, უსასრულო სიმკვრივედ გარდაქმნიდა. ყველა მებრალება და საბრალოცაა ის, ვინც ვერანაირად უკავშირდება ავადმყოფ სულს, რამეთუ მათ არ იციან როგორ გამოიყურება მთვარე, რომლის ზედაპირზეც, დასაბამიდან ილანდება მწუხარე სახე. მე მიბარებული ვიქნები სიგიჟეს იქამდე, სანამ იარსებებს მწუხარება და მიზანმიმართული ვიქნები საღად მოაზროვნე ადამიანების გაბედნიერებისკენ, – თუ რა თქმა უნდა ეს მათ სჭირდებათ. დიახ! ასეა, მათ მე არასოდეს გავუმხელ თუ რას გრძნობს შეშლილი და რა არის სხეულის გამყინავი, სულის ასაფორიაქებელი დრამატურგია. ღმერთო, ეს შუბერტია! შუბერტი–მეთქი! სიგიჟემ ვერ გაიმარჯვა! ჩე არ არსებობს! მაგრამ აუცილებლად მოხდება რაღაც გადატრიალება, რასაც ვუწოდებთ ჩვენ რევულუციას და ბოლოს, ყველა ერთად მოვიკლავთ თავს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ გავიმარჯვოთ; გავიმარჯვოთ სამყაროს საიდუმლოებასთან! გავიმარჯვოთ ეშმაკთან! გავიმარჯვოთ ღმერთთან! ეს... ეს უფრო ანგელოზების გალობაა, ვიდრე ადამიანის შექმნილი ემბიენტი! არ არსებობს ჩე, არ არსებობს მისი ალტერ ეგო, რომელიც დამშეული მგელი უფროა, ვიდრე ეგო, დასწყევლოს ეშმაკმა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.