შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იდუმალი ფერი


22-08-2016, 04:39
ავტორი beqaloxishvili
ნანახია 1 647

უეჭველად. უეჭველად დადგება დღე მოსვენების და ამას ქნება ფერი – იდუმალი, რომელიც, ვგონებ ჯერ კიდევ ელავს ირმის ნახტომზე და ეს ელვარება ნაზად ეხება მთვარესაც, რასაც მე ყოველ ღამით ვუყურებ; ვუყურებ სასიამოვნო ჟრუანტელის, ბაროკოს სტილის მუსიკის და მწუხარების თანმხლებით. არაფერი, არაფერი მინახავს მთვარეზე მშვენიერი და ეს რეალობა რეალობა იმიტომაა, რომ მის ზედაპირზე, იხატება მწუხარე სახე, რომელსაც ლამაზად ერთვის ის იდუმალი ფერი, რომელიც შექმნა და დახვეწა ჩემმა სიგიჟემ. სიგიჟეც მშვენიერია, ოღონდ არა ჩემში და როცა ვუსმენ ამაღელვებელ მუსიკას, ვგრძნობ დედამიწის პულსაციას. დედამიწის გული, წუთში ოთხმოცი, ოთხმოცდაათჯერ ცემს, რას სრულიად ნორმალურია ამას მოჭერითი ხასიათის ტკივილი თან რომ არ სდევდეს. კიდევ, დედამიწა მარტოა მიუხედავად იმისა, რომ მთვარეა მისი თანამგზავრი და როცა მიზიდულობის ძალა გადაწყვეტს, ეს უკანასკნელი აუცილებლად ჩაალაგებს ბარგს და კოსმოსში, ელვის სისწრაფით გაფრინდება, თუ რა თქმა უნდა, უფრო სწრაფად არა. მთვარე, კოსმოსში გადაკარგული, მგავს მე, რამეთუ მასაც ჩემსავით აწუხებს ზურგზე წვის შეგრძნება, რაც უთუოდ სტენოკარდიის ერთ–ერთი სიმპტომია. მთვარე მგავს მე და მის ზედაპირზე იხატება მწუხარე სახე, რამეთუ მე ვარ მწუხარე და დედამიწის გულის ნაცვლად, ჩემი გული ცემს ასე ძლიერად სიცოცხლის მოლოდინში, რომელიც მეწვევა მე სიკვდილის შემდეგ.
დამელოდეთ! ხართ ვინმე ამ სამყაროში?! მაშ, დამელოდეთ!
უეჭველად, უეჭველად დადგება დღე მოსვენების–მეთქი, ხომ ვამბობ, მაგრამ ჩემი დანაწევრებული ცნობიერება, სულ სხვა რამეს ქადაგებს, რომ მე ვარ სიკვდილი, რომ მე ვარ მწუხარება და საერთოდაც იმისთვის დავიბადე, რომ რაღაც ბალანსის დაცვის მიზნით ვიტანჯო.
ეგო: აბა, როგორ მოგწონს ცხოვრება?!
„ტრაკში გაიკეთე ეგ შენი ირონია და თავიდან მომწყდი“ – ის ნაცვლად, – მხოლოდ იმიტომ, რომ მელანქოლიურ განწყობაზე ვარ, – სულ სხვა რამეს ვეუბნები.
მე: ალბათ ცხოვრება კარგი იქნებოდა, ჩემო მეორე მევ, ახლა დანჭყრეულ მუსტანგში ჯონი ქეშსს რომ ვუსმენდე და გვერდზე, მაღალი, უაზროდ გამხდარი შავგვრემანი გოგო რომ მეჯდეს, რომელსაც აუცილებლად ღია ფერის, დაორთქლილი მზის სათვალეები ეკეთებოდა და შუა ზაფხულში, მისი შავი ტანისამოსი, ჩემი ზამთრის ჩექმებივით მტვრიანი იქნებოდა.
ეგო: ოხ, ჩემო პაწაწინა გონების ჩრდილო, რას მეუბნებოდი, შენ და შენი მაგ დანჭყრეული მუსტანგით, სად წახვიდოდით?
მე: ვერსად. დანჭყრეულ მუსტანგს მატორი შუა გულ უდაბნოში გაუჩერდებოდა და ვერსადაც ვერ წავიდოდით.
ეგო: ხოდა, ჩემი გონების ჩრდილო, წყურვილით მოკვდებოდით?
მე: მანამდე ქვიშაში ჩავწვებოდით და უდაბნოდან დანახული კოსმოსით დავტკებოდით.
ეგო: და მერე ჩაძაღლდებოდით?
მე: ოღონდ წყურვილით არა.
ეგო: აბა აამუშავე შენი არაფრის მაქნისი გონება და მომიყევი, თუ როგორ ამოგხდებოდათ შენ და იმ ბოზსს სული.
მე: ემბიენტის თანმხლებით...
ეგო: ეგ რაღა ჯანდაბაა?!
მე: ანგელოზთა გალობა.
ეგო: ხო, ანგელოზთა გალობის თანმხლებით... მერე?!
მე: ანგელოზთა გალობის თანმხლებით, რევოლვერით თავს მოვიკლავდით, მანამდე კი გამოსამშვიდობებელ წერილს დავწერდით.
ეგო: რა ეწერებოდა მაგ მაგოსამშვიდებებლ წერილში?
მე: „მშვიდობით“.
ეგო: არის! მაგრამ სამწუხაროა.
მე: რა, რა არის სამწუხარო ჩემი გონების ბნელო მხარო?!
ეგო: ასეთი გრანდიოზული სიკვდილი არ გელის.
მე: საერთოდაც, შენ რა ჯანდაბა იცი მე როგორი სიკვდილი მელის?!
ეგო: ლოგიკა, მეგობარო, დედუქცია და საღი გონება, ამას კი, ბევრი წინასწარმეტყველებას ეძახის. შენ ჩაძაღლდები შენივე დამპალი სხეულით აყროლებულ ლოგინში, ერთი უაზრო სატელევიზიო შოუს ყურებისას. სტენოკარდია, ან ბუნებრივი აირი ჩაგაძაღლებს.
მე: ან იქნებ ზამთარში მოვკვდე მატარებლით მგზავრობისას?! იქნებ წინ გრანდიოზული სიკვდილი მელის, სადაც გარშემო არაფერია უმშვენიერესი ტყის გარდა?! და იქნებ მატარებლის ამოტრიალების მომენტში დავინახო იმ გოგოს ღიმილი, ვინც წესით დანჭყრეულ მუსტანგში უნდა მჯდარიყო?!
ეგო: არა! მარტო მოკვდები–მეთქი! და შენ დაკრძალვაზე არავინ მოვა. შენი სიკვდილით არათუ სამყაროს, არამედ მიწის პატარა მონაკვეთს შეუერთდები და შენი ყოვლად გახრწნილი სხეული, იქამდე გაიხრწნება, სანამ არ გაქრება. ხოდა, უკვე ხრწნილება ხარ; მარტოხელა ლეში, რომელიც ფურთხის ღირსია. შენი საფლავი, უფრო სწორად კი შენი გვამი, – ვინაიდან სულ მცირედ თანხას შენი კუბოსთვის და საფლავისთვის არავინ გაიღებს, – იქნება მოშორებული ადამიანებისგან... ღმერთო! რა მაგარია, უსასრულობაშიც მარტოობა გელის, ვით შენ დამპალ სიცოცხლეში.
მე: ან იქნებ, ჩემო გახლეჩილო გონებავ, დავსახლდე ინდოეთის ყველაზე ნესტიან ადგილას და იქ ბუდიზმის წყალობით ვიპოვნო სულის სიმშვიდე?!
ეგო: არა–მეთქი! შენში ისევე ჩაიპრესა ქაოსი, როგორც არაფერში, – სამყარო.
მე: ჩემო ძმაო, ნუ მკლავ, მე მკვდარს. მითხარი, რომ ჩემი სული იგემებს მოსვენებას. მითხარი, მითხარი რამე, ოღონდ სასიკვდილო, – არაფერი.
ეგო: გეუბნები, ვივალდის მოუსმინე, იფიქრე სამყაროს საიდუმლოებაზე და გაიხლართე ლიტერატურაში, რომ მერე ტავი მოიკლა და შეუერთდე შენ იმ იდუმალ ფერს.
მწუხარება! მწუხარება! მწუხარება! ჰეი, თქვენ, ამ სიბნელიდან რატომ გაიქეცით და რატომ დამტოვეთ მარტო?! აღარ თენდება და მეც, პლანეტიდან პლანეტამდე, სამყაროდან სამყარომდე, გზას ვეღარ ვპოულობ და ვარ ასე, ვით დანტე, უსერ ტევრში, დასწყევლოს ეშმაკმა.
მე: ან, ჩემო ეგოვ, იქნებ მატყუებ და წინ მელის ყვავილებით განავარდებული მოლი, სადაც გოგონა დარბის, მე კი მის სახეს ვერ ვხედავ?!
მაჩვენე! მაჩვენე შენი სახე! მაჩვენე შენი სახე, რომ მეტი აღარ შევიშალო.
ეგო: ჯანდაბა, შენც ხომ კარგად იცი, რომ მსგავსი არაფერი მოხდება.
მე: ხომ შეიძლება წვიმა წამოვიდეს და მე გავიღიმო?!
ეგო: არ შეიძლება.
მე: დავიღალე.
ეგო: მოიკალი თავი!
მე: და იქ, ვინმე დამხვდება?! მაგალითად ღმერთი.
ეგო: ის შენ ხარ. მოიკალი თავი!
ამ ღამეს ქაოსური სიმშვიდე სუფევს და ეს მე მაგონებს ჩემი ეგოს უჩვეულოდ მშვიდ ხმას: მოიკალი თავი. ნება მომეცი ძილინებისა გისურვო, ნება მომეცი მოვშორდე შენ დაწყევლილ გონებას.
შენ რა იცი, როგორ გამოიყურება მთვარის ზედაპირი, სადაც იდუმალი ფერი ელვარებს–მეთქი.
ვიციო.
ჩემმა ეგომ ყველაფერი იცის, ვით მე, – არაფერი.
და რა იცი, იქნებ დიდი აფეთქება ვინმე მწუხარებით დატანჯული თვითმკვლელის თვითმკვლელობამ გამოიწვიაო?!
მე ვიციო.
ხოდა, ბუმ!
თავიდან იყო არაფერი, შემდეგ მოხდა
რაღაც და იქმნა – არაფერი.



№1  offline წევრი Salo me

სხვა პლანეტიდან ხარ შენ მეგობარო ;) არავის არ გავს შენი ნაწერები.
--------------------
Sally

 


№2  offline წევრი kakulia

საყვარლობააააააა kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent