სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ..
მეგონა ვსწავლობდი თუ უნდა როგორ მეცხოვრა, მაგრამ მისწავლია თუ როგორ უნდა მოვმკვდარიყავი“ –ლეონარდო და ვინჩი ძალიან დავიგვიანე. ამას მაშინ ვხვდები, როდესაც ჩემ გაყინულ სხეულს მძიმე საგანი ეხება. მკვეთრი ფერის შუქი, ძლიერი გამოსხივება და წამი, გარდამავლობისა. შემდეგ, ვდგები. ოღონდ მე კი არა, ვიღაც სხვა. ვიღაც უცხო, ჩემი გრძნობებით. ჩემს ფეხებს ვაკვირდები:იმაზე გაცილებით პრიალა და სუფთაა, ვიდრე ადრე. ჩემი თითები უფრო გალამაზებულა. მკერდი უფრო დიდად და თავმომწონედ მიყურებს პერანგიდან. აღარც მუცელია უწინდებურად გამობზეკილი. თმას აქა-იქ ოქროსფერი ჭაღარები შეპარვია. სარკეში ჩაუხედავადაც ვგრძნობ, რომ ჩემი თვალები ანათებენ, ბზინავენ.. ამაზე უკეთესი ჰაერი, თამამად შემიძლია ვთქვა, ჩემ ცხოვრებაში არ ჩამისუნთქავს. თითქოს გრძნობ, ყოველი ჰაერის მოლეკულა როგორ ჩადის შენ ორგანიზმში, რა გზებს გაივლის, როგორ იმოქმედებს შენზე. და დარწმუნებული ვარ, ახლა ჩემი ბიოლოგიის მასწავლებელი რომ მხედავდეს, ჩემით ნამდვილად იამაყებდა. ვგრძნობ როგორ მოძრაობს სიხლი ჩემს ძარღვებში. პირშიც კი მის გემოს ვგრძნობ! ამ ხუთ წუთში, მგონია, უკვე მთელი წელიწადი გავიდა. არავის ხმა მესმის..მხოლოდ მათ გაოცებულ და სევდიან სახეებს ვუმზერ. შემდეგ, მეღიმება. ყოველთვის წარმომედგინა ეს მომენტი, თუმცა ვერასდროს ვბედავდი მასზე გაშლილად საუბარს. სიმართლე გითხრათ, ამ ყველაფრის გარდა ვერაფერს ვგრძნობ. ვერც – სინანულს, რომელიც ზუსტად მახსოვს, გუშინ ვიგრძენი,ვერც სითბოს, რომელიც თითქოს არასდროს მიგრძვნია. და ვერც სიყვარულს, რომელიც ჩემში ცხოვრობდა, ახლა კი არ ვიცი, სად დავკარგე. საერთოდ ვერაფერს ვგრძნობ. უბრალოდ მახსოვს, თითქოს ყველაფერი, თუმცა რეალურად – არაფერი. შემდეგ, ნელა, აუჩქარებლად მივდივარ უახლოეს ადგილას მდგომ მანქანამდე. ფეხებში რაღაც ძალას ვგრძნობ. ფრთხილად ვიხედები თითქმის დაბურულ მინაში და ჩემ თავს უკვე მეათასედ ვაკვირდები. ვხვდები: ეს მე არ ვარ! ირგვლივ ვიხედები, სხვაგან ვარ. ხალხი სადღაც მიიჩქარის, მე ყურადღებას არავინ მაქცევს. ნიავი ფეხებთან მეცემა, ფაქიზად დამდის ტანზე. თითქოს აჩქარებული ტემპით მიწეწავს ოქროსფერ თმებს და მისი გაურკვეველი ქმედებით, რაღაცას მამცნობს. უკან ვიხედები. ვგრძნობ, მარტო არ ვარ! ამის მერე, ვხედავ, ოქროსფერ თმიან მამაკაცს, რომელსაც თვალები ზუსტად ჩემნაირად უნათებს. ახლა იმასაც ვგრძნობ, რომ ჰაერი მარტო ჩემი აღარ არის. ახლა ორივეს გვიწეწავს, ისედაც აბურდულ თმებს. ისიც ფეხშველაა. მასაც თეთრი ფითქინა თითები აქვს. კანი უბზინავს, როგორც – მე. და გეფიცებით, ისიც ზუსტად ვიცი, რომ სისხლის გემოს გრძნობს. რომ, მის ვენებში ცხელი სისხლი ჩქებს, და ყველაფერს ხვდება. თვალებს ვხუჭავ. იმ იმედით, რომ სახლში დავბრუნდები. იმ ხალხთან, რომელიც აღარც კი მახსოვს. მაგრამ დავბრუნდები! უკვე ათი წუთი და ორმოცდათერთმეტი წამია გასული. წამწამებს ფრთხილად ვაშორებ ერთმანეთს და ვხედავ.. ახლა სხვაგან ვარ..იმ ადგილებიდან შორს. და ახლა, ორისგან განსხვავებით, სამნი ვართ! მამაკაცი თბილად მიღიმის. მერე, სამივე ვხუჭავთ თვალებს და.. ზუსტად ათი წუთისა და ორმოცდამეცხრამეტე წამის დროს, მე ვხედავ.. უკვე ოთხნი ვართ, ოთხი ოქროსფერთმიანი, სიცოცხლეს მოწყურებული არსება.. *** ჩემ ბლოგზეც მიდევს, აქაც მომინდა დადება.. ვიცი, რაღაცნაირია. მაგრამ მაინც მომწონს! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.