თქვენთვის წერილია ჯემალ …
„მოგესალმებით ბატონო ჯემალ. დიდხანს ვვორჭოფობდი თქვენთვის წერილი მომეწერა თუ არა. ან საერთოდ რა უნდდა დამეწერა? თუმცა რომ დავფიქრდი საკმაოდ ვიპოვე სათქმელი. არ ვიცი საიდან დავიწყო. თუმცა მოდი სულ სულ თავიდან დავიწყებ. იცით (?) ბატონო ჯემალ, VI კლასში ვიყავი როდესაც დავალება მომცეს.უნდა მომეპოვებინა ინფორმაცია ერთე ერთ გვარზე. ეს რომ თქვა მასწავლებელმა გავიფიქე ეს აუცილებლად იმერული წარმომავლობის იქნებათქო და ძებნა დავიწყე. სად აღარ ვეძიე ვინ აღარ დავიხმარე და საბოლოოდ ერთ ძირძველ გვარს ქარჩხაძეს გადავაწყდი. მაშინ ყურადღება არ გამიმახვილებია ამ გვარზე. საწყენია ალბათ რომ ათი ქულის შემდეგ საერთოდაც კი დამაიწყდა. და ერთ დღეს როდესაც ოჯახური ექსკურსიით , დიდუბის პანთეონში მივდიოდით მე რაღაც უჩვეულო გრძნობით ავივსე. როდესაც საფლავებს შორის სიარული დავიწყე, სწორედ მაშინ წავიკითხე ერთ-ერთ საფლავზე თქვენი სახელი და გვარი .გავვოცი გავშრი. არც კი ვიცოდი ,რომ მსგავსი საზოგადო მოღვაწე ყავდათ ქართველებს. როდესაც სახლში დავბრუნდი მაშინ დავიწყე თქვენზე ინფორმაციის შეგროვება. იმ პერიოდში ვიყავი როდესაც მოზარდი გოგო ხელში წიგნს იღებს ხელში და იწყებს კითხვას. სწორედ ამ დროს ჩამივარდა ხელში თქვენი გენიალური მოთხრობების კრებული. თუმცა მინდა გისაყვედუროთ საკმაოდ რთული ენით წერთ 11-12 წლის ბავშვისთვის. პირველი რაც წავიკითხე ეს „დრო“ იყო. და სურვილი გამიჩნდა ეც ისევე მყვარებოდა ბუნება და შემძლებოდა მისი აღწერა , როგორც თქვენ. სწორედ მაშინ მივეჯაჭვე თქვენს შემოქმედებას და ხელიდან აღარ გამიშვია. თქვენი ნაწარმოებები ბატონო ჯემალ უბრალოდ გენიალურია , უბრალოდ სრულყოფაა. „გუბე“ , „სოლომონიანი“ , „იუპიტერის სინანული“. ეს ის მოთხრობებია რომლისთვისაც მე პატარა ვიყავი, თუმცა მე ხომ არასდროს არავის ვუჯერებ და მაინც ბოლმდე წავიკითხე. მაშინდელი ჩემი შეხედულება ერთი იყო : „ტა უაზრობაა“ .თუმცა როდესაც დღეს ვკითხულობ ვფიქრობ:სადამდე აღწევს ადამიანისგონება, რომ შეუძლია ეს გენიალურობა შექმნას . სწორად განავითაროს ბავშვი და თან არანაირი ზიანი არ მიაყენოს მის ფსიქიკას. მინდა გკითხო როგორ შეძელი ეს ყველაფერი ? ამდენი როგორ იმუშავე რომ ესეთი გენია გახდით? ზუსტად თქვენი წყალობით შემიყვარდა ქართველი მწერლები: ინანიშვილი, სარაჯიშვილი, ჯავახიშვილი, დუმბაძე, რჩეულიშვილი და კიდევ ვინ მოსთვლის რამდენი. მაგრამ არცერთ მოთხრობას თუ სქელტანიან წიგნს არ მოუხდენია ის გარდატეხა ჩემში , რაც თქვენმა ,ჩემთვის ყველაზე საყვარელმა მოთხრობამ „იგი“-მ მოახდინა. გეფიცებით არასოდეს მომდებია გულზე სხვისი ცხოვრება , როგორც მეტკინა იგისი. ამ ნაწარმოებში დღევანდელობა დავინახე. დღეს თუ ხარ განსხვავებული, თუ გაცვია სხვანაირად , თუ ხალხისგან გამორჩეული აზრი გაქვს , მაშინ გრიყავენ და გაკიცხვის ობიექტი ხდები. არავინ აღარ გიღებს საზოგადოებაში ისეთს როგორიც ხარ სინამდვილეში. ამიტომ გამუდმებით თამაში გვიწევს. კიდევ ერთი მსგავსება რაც ამ ეპოქას და XXI საუკუნეს აერთიანებს ეს უსამართლობაა. ვიღაცას მეტი უფლება აქვს, ვიღაცას ნაკლები. ვიღაც გამუდმებით გმართავს, და იმის შიშით ,რომ შენც „დიდი დაძინების ქარაფიდან“ არ გადაეშვა , იძულებული ხარ დაემორჩილო მას. მე მიხარია რომ თქვენი ნაწარმოების მთავარ აზრს ჩავწვდი . თქვენ ხომ ფარულად გვანახებდით სიმართლეს როგორც დანარჩენები. თუმცა ნაწარმოების ბოლოს ცრემლებმა თავისით იწყეს დენა. იგი ხომ ამას არ იმსახურებდა. იგი არ იყო სიკვდილის ღირსი. იგის ხომ ნი ყავდა და უყვარდა ყველაფერი რაც მის გარშემო იყო. თუმცა გამიხარდა რომ ბოლომდე ვერ გაწირეთ . „იგისგან სწორედ ის დარჩა, რაც იგიში იგი იყო „ . მე აღფრთოვანებული ვარ თუმა ვერ გამიგია, როგორ შეძელით ამ ნაწარმოების დაწერა? რა იყო თქვენი შთაგონების მთავარი მიზეზი? ვინ იდგა თქვენი აზრების უკან ?დღემდე ვფიქრობ რა კარგი იქნებოდა ოთხმოციან წლებში დაბადებულიყავი. მე ხომ საშვალება მექნებოდა პირადად მეთქვა ეს ყოველივე? ან თუნდაც მაშინ რომ გამომეგზავნა წერილი? დიდი ალბათობა იქნებოდა იმისა რომ მიპასუხებდით. თუმცა როგორც მე ვატან ამ წერილს ქარს , თქვენც ისე გამოატანეთ კეთილ ანგელოზს, ჩემთან პასუხი. გამიგია რომ მანდ მრავლად არიან. მხოლოდ მადლობის მოსახდელადაც კი ღირდა ამ წერილის გამოგზავნა და მინდა უღრმესი მადლობა გითხრათ. მადლობა , რომ დამეხმარეთ პიროვნებად ჩამოყალიბებაში . მადლობა რომ მასწავლეთ ცხოვრება. და მაინც მე იმედი მაქვს , იმედი რომ ეს წერილი თქვენამდე მოვა. მოვა და, ჩემზე ბედნიერიც არავინ იქნება ....“ ****** ჩაფიქრებული ვიჯექი ჩემთვის ედემის ბაღში, როდესაც კარები გაიღო და ანგელოზი შემოვიდა -თქვენთვის დედამიწიდან წერილია ჯემალ....... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.