თქვენთვის წერილია, ბატონო გურამ!
გამარჯობა! მართალი გითხრათ არადროს მომაფიქრდებოდა თქვენთვის მომეწერა,რომ არა კონკურსი,რომელიც ,,4love.ge”ზე ტარდება.მხოლოდ ახლაღა დავფიქრდი და მივხვდი,რომ აქამდეც შემეძლო თქვენთან დაკავშირება,მაგრამ არ მოვინდომე.ჰოდა ახლა ძალიან მადლობელი ვარ ამ საიტის! იქნებ როდესმე მართლა წაიკითხოთ კიდეც... იცით ბატონო გურამ! მრცხვენია მაგრამ თქვენი მოთხრობა მხოლოდ წინა ზაფხულს წავიკითხე,როცა ჩემს ქალაქში სწორედ მისი დაყრდნობით ახალი სპექტაკლი დადგეს: ,,კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“. ამის გამო ვერ ვიტყვი,რომ ,,ნაფუფუნებარ ვიგინდარად“ მივიჩნევ თავს მაგრამ,როგორც კი კითხვა დავასრულე მაშინვე გავიფიქრე,რამდენი მკლებია მეთქი ლიტერატურის ბოლომდე შესაცნობათ.ჰოდა მეც ავდექი და კიდევ რამდენჯერმე გადავიკითხე.არ გატყუებთ! იმდენად შემიყვარდა ღამეებს ვათენებდი.ტელეფონით ვკითხულობდი და სულ არ მადარდებდა თვალები ასე,რომ მეწვოდა პატარა შრიფტის გამო.ყოველი წაკითხვისას კი ვასიკო კეჟერაძე თავიდან იწვევდა ჩემში აღტაცებას. სპექტაკლში ბატონი ზურაბ ცინცქილაძე თამაშობდა ფოტოხელოვანის როლს.იმდენად მოუხდა, წამით ვიფიქრე საერთოდაც მასზე შექმენით ვასიკოს პერსონაჟი.მახსოვს მეთორმეტე კლასში,სულ ახლახანს სანამ სკოლას დავასრულებდი ,,კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ უნდა შეგვესწავლა.მე ხომ თითქმის ზეპირად ვიცოდი.ემოციები ვერ დავმალე და აღტაცებულმა დავიწყე ვასიკო კეჟერაძეზე ლაპარაკი.ჰოდა,მთელი ნაწარმოები თითქმის ზეპირად მოვყევი. ყოველთვის ვფიქრობდი,რომ არასდროს ვინატრებდი თამაზის ადგილზე ყოფნას.ალბათ სირცხვილით თავს მოვიკლავდი ან ჯანდაბაში გადავიხვეწებოდი,ასე რომ შევრცხვენილიყავი იმ კაცის წინაშე,რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა.მასთან მეორედ მისვლაზე ხომ არაფერს ვამბობ.მეშინია,რომ როდესმე მეც, თამაზის მსგავსად შევხვდები კაცს,რომელიც მომილოცავს პირველად წაკითხვის ბედნიერებას.მიყვარს წიგნები მაგრამ ზოგჯერ ისეთი კლასიკოსების ნაწარმოებებს ავითვალწუნებ მრცხვენია და ჩემს თავზე საშინლად ვბაზდები.ბოლოს ისევ ,,ბესტსელერს“ გადმოვიღებ და ისე ადვილად ცავიკითხავ გეგონება ფილმს ვუყურეო.ზუსტად ეს არის ოცდამეერთე საუკუნის პრობლემა! ახლა ისე ადვილად,ყოველგვარი დასაფიქრებელი გამონათქვამებისა და აზრის გარეშე წერენე,რომ მერე გენიოსების ძნელად გასაგები შესანიშნავი ნაწარმოებები რთულად წასაკითხი გგონია,სიზარმაცე გიპყრობს და ნელ-ნელა უბადრუკ უვიც ადამიანს ემსგავსები,რომელიც არ შეიძლება ერთ მთლიან კაცად ჩაითვალოს. იცით,ბატონო გურამ!ბავშვობიდან მწერლობაზე ვოცნებობდი.მეექვსე კლასში,რომ ვიყავი წიგნის დაწერა გადავწყვიტე.სერიოზულად გეუბნებით.მაშინ გრამატიკაც არ ვიცოდი ნორმალურად.მთელი ას გვერდიანი რვეული გავავსე და ჩემი თავით ვამაყობდი.მაგრამ ახლა,როცა ვკითხულობ ხოლმე მეცინება,რა უვიცი და ამბიციური ვყოფილვარ. ზოგი ამბობს:მთავარი სურვილია,სულერთია როგორ წერო,მაგრამ არ ვეთანხმები.ახლაც ვჯღაბნი და ჩემს თავს იმით ვიკმაყოფილებ,რომ ზემოთ ხსენებულ საიტზე ვაქვეყნებ ხალხმა,რომ შეაფასოს.აქ მოვრჩები ჩემს უნიჭოობაზე ლაპარაკს და ისევ თქვენ გენიალურ მოთქხრობაზე გადავალ... ყოველთვის მინდოდა გამეგო,რას ფიქრობდით უვიც ადამიანებზე,რომლებიც მუშაობენ და სრულებითაც არ არიან უსაქმურები? იმათაც ,,კარცერ ლუქსში“ ჯდომა დაემუქრებოდათ? თუ ასე არ იქნებოდა,მაშინ ხომ მთელი მსოფლიო კლიმისნაირი ადამიანებით ვერ გაივსებოდა.იქნებ ეს არის დედამიწის ხვედრი. განათლებული, ლიტერატურის მოყვარული ადამიანები თითზე ჩამოსათვლელი თუ არა,უვიცებზე ნაკლები იყვნენ. სამწუხაროა! იცით ზოგჯერ იმაზეც მიფიქრია,ზოგიერთი უცოდინარი,სრულიად გაუნათლებელი-ბევრ განათლებულს ჯობიამეთქი. ეს კი გარშემომყოფებთან ურთიერთობით ,,დავადგინე“. უვიციც და განათლებულიც საკმაოდ ბლომად მოიძებნება ჩემს ნაცნობებში.განათლებულები თითქოს ჩაგრავენ და ამცირებენ უცოდინრებს,იქნებ სრულიად დაუფიქრებლად მაგრამ მაინც ამდაბლებენ,რაც საერთოდაც არ მიმაჩნია სწორად.შეიძლება ვასიკოსაც ცოტა არ იყოს ცუდათ გამოსდიოდა თამაზთან და ხელმძღვანელთან ურთიერთობა,მაგრამ ასე თუ ისე მაინც იცავდა ზრდილობისა და ადამიანურობის ნორმებს. ახლა გწერთ და თავი სულელი მგონია.არც კი ვიცი,როგორ ვბედავ ამ წერილის გამოგზავნას.ხომ შეიძლება,როგორღაც გახსნათ და მთელი ეს ბოდვა ბოლომდე წაიკითხოთ.მე ხომ ასე დაუდევრად ვადგენ წინადადებებს, უამრავი გრამატიკული შეცდომით ვწერ და ვცდილობ წერილი ისე განვავრცო,რომ ხუთასი სიტყვისგან შედგებოდეს.არ გეგონოთ,რომ ეს წერილი მხოლოდ კონკურსის გამო ან იძულებით დავწერე.არა! უბრალოდ ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს. თქვენი მოთხრობა შესანიშნავია და მისი პირველი წაკითხვიდან დღემდე,როცა ალბათ ორმოცდაათჯერ მაინც მექნება დამთავრებული, მხოლოდ კითხვების ის მცირე რაოდენობა დამიგროვდა,რაც ზემოთ მოგახსენეთ. არ ვიცი ყოველგვარი მაღალფარდოვნების გარეშე,როგორ აგიხსნათ ჩემი სიყვარული ვასიკოსადმი,კლიმისა და თავად თამაზისადმიც... მერე რაა,რომ ასეთი გაუნათლებელი იყო,მერე რაა,თუ არ ჰქონდა წაკითხული მხატვრული ლიტერატურის არცერთი ნაწარმოები,მან ხომ შეძლო და ვასიკო კეჟერაძის წყალობით გახდა ,,კლიმი“ ისეთივე ადამიანი,რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარს! ადამიანი,რომელიც შვიდ მილიარდ კაცზე,რომ გავამრავლოთ,დედამიწას სრულიად უნაკლოს გახდიდა! მადლობა ასეთი ბედნიერება,რომ მომანიჭეთ! სამუდამოდ გემშვიდობებით. ა.შ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.