დრო განა კურნავს? - უბრალოდ გვაჩვევს!
გიო: გთხოვ ნუ იქნები უკან მხედველი, რა მოხდა თუკი გადაგიარეს. არაფერია შეუძლებელი, დრო მართლა კურნავს ჩვენში იარებს. პოეტესა: დრო განა კურნავს? - უბრალოდ გვაჩვევს, გვაჩვევს ცხოვრების უკუღმართ წესებს. ხვალ თუ დარია ნუ გაიხარებ, რადგან დღეს მაინც წვიმა ხეთქს კედლებს. გიო : ნუ შეგაშინებს უამინდობა, შენთვისაც მალე გამოიდარებს. ადრე ცხოვრება თუ არ გინდობდა, ხვალ მოგიშუშებს თავად იარებს. პოეტესა: მე მაინც ვფიქრობ - დრო ვერ აშუშებს, რადგან ჭრილობებს წარსული გვიხსნის. თვით ცხოვრება კი დღეს თუ არ გვინდობს, ხვალ ირონიულს დაგვაყრის სიცილს... გიო : მინდა გჯეროდეს ჩემი სიტყვების, გთხოვ ნუ მოუსმენ მთრგუნავ სონეტებს. თუ დაფიქრდები უმალ მიხვდები, წინ რომ სამოთხე გველის ,,პოეტებს". პოეტესა: თავს ვერ ვუწოდებთ ვერცერთი პოეტს, უბრალოდ ლექსს ვწერთ სიყვარულ აღვსილს. როცა ჩვენს ლექსებს გროშებად "ვყიდით", "ჩვენ" იმ წამიდან სამოთხეს ავცდით. გიო: და მაინც ასე მგონია ჩემო, დრო თავად გვეტყვის რა გველის მერე. ჩვენ ისღა დაგვრჩა მხოლოდ რომ ვწეროთ, ან მე წავალ და მხოლოდ შენ წერე. პოეტესა: განა ჩვენ ვწვიტავთ ვინ რჩება ბოლოს და ან უფლის კარს ვინ ვერ შეაღებს? არა ძვირფასო!.. ასე ვერ წახვალ, რადგან შენს ადგილს სხვა ვერ შეავსებს !.. ჩუმი 'პოეტესა' & გიო ჩერქეზია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.