შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხმა წარსულიდან, ანუ წერილი მომავალ მეს


22-09-2016, 00:35
ავტორი Eleniko13
ნანახია 3 023

ახლა 2025 წელია.

შენ, ჩემო თავო, დარწმუნებული ვარ, აღარ ხარ ცოცხალი. მხოლოდ იმით შემიძლია განუგეშო, რომ შენი ხორცი არ ლპება და არც ყარს ცივ მიწაში. არც მატლები და ათასგვარი მიწის საზიზღრობები დაცოცავენ შენს სახეზე, შენს ცხვირში, ტუჩებში, ცარიელ თვალის გუგებში და ყურებში... შენი სხეული არ დევს კუბოში, რომელსაც სასახლეს უწოდებენ, მაგრამ მაინც კუბოა. საბედნიეროდ, შენს სახელზე არ გაშლილა სუფრა, არ მჯდარან სუფრაზე კბილებში ხორცგაჩხერილი "მგლოვიარენი" და არ უჭამათ ღილის გასკდომამდე შენი სულის სახელზე. შენ იპოვე გამოსავალი. შენ ყოველთვის შეგეძლო, გადაგერჩინა საკუთარი თავი. იპოვე ადამიანი, რომელიც დაგთანხმდა კრემაციაზე და შეგიძლია ბედნიერი იყო. სრულფასოვნად. შენი ფერფლი ახლა მასთანაა, შენი სიკვდილი არ ყოფილა ისეთი, როგორიც სხვების სიკვდილი იყო. შეიძლება ბევრს ვერაფერს წყვეტდი სიცოცხლეში, მაგრამ სიკვდილის მერე როგორღაც მოახერხე მიგეღო ის, რაც ნამდვილად გინდოდა.

დათუნია ვის დაუტოვე? საბრალო კიკი. განიცდიდა ალბათ შენს სიკვდილს, იტირებდა ბევრს და მერე დაიმალებოდა საწოლქვეშ, როგორც იცოდი შენ. ნუ მეტყვი, რომ მარტო დატოვე. ვერ გადაიტანს, ნამდვილად ვერ გადაიტანს უშენობას. ვერც უცრემლობას და დაძინებას ცივი ხელების მოხვევის გარეშე. უსულო არსებებს უფრო ესმით, ვიდრე ადამიანებს. აბა, ვინმესთვის გეთქვა ის, რასაც კიკის უყვებოდი... ფსიქოლოგს აღარ, ამჯერად უკვე ფსიქიატრიულში ამოყოფდი თავს და მიიღებდი დღეში ორ აბს. ალბათ. ისეთებს, დედაშენი რომ ინახავს საკეტიან უჯრაში. მას შემდეგ გაუკეთა საკეტი, რაც შენ მიაგენი. დარწმუნებული ვარ, შენი სიკვდილის შემდეგ ყველა გადაყარა. მაინც არაფერში სჭირდებოდა. არსებობს ადამიანებზე გამოუსადეგარი რაღაცეებიც. ასეთი იყო ის ტაბლეტებიც, დედაშენის უჯრაში ანბანის მიხედვით რომ ეწყო. სასაცილოა, დარწმუნებული ვარ, მათი გასინჯვა მაინც მოასწარი. აფთიაქები საკმაოდ გულუხვები არიან ამ მხრივ. ხანდახან მოგინდება მაგრად უთავაზო ფეხებშუა, შენნაირ ბავშვებს რომ მისცეს უფლება... ან შენ რატომ მიეცი საკუთარ თავს ამის უფლება?

პარიზში წასვლას მოასწრებდი. შენი მაღალი, წითელი წკაპუნებით მიწკაპუნდებოდი cafe de flore-ში. მოიხსნიდი თვალებიდან მოდურ, ძვირფას სათვალეს და დადებდი ხის მაგიდაზე. მიუჯდებოდი, ფეხს ფეხზე გადაიდებდი და ლოდინის გარეშე, შენთან ოფიციანტი გაჩნდებოდა. შენ ღიმილით მიესალმებოდი და ფინჯან ესპრესოს შეუკვეთავდი. სულ რაღაც ოთხი ევრო. სიგარეტს მოწევდი, სასიამოვნო ღიმილით და შესაშური მზერით გადახედავდი ყველას, ბოლოს ესპრესოს უკანასკნელ ყლუპს მოსვამდი და ისევ შენი წითელი წკაპუნების წკაპუნით და Jar Parfums Bolt of Lightning-ის სურნელით, ( რომელსაც როგორც იქნა მიაგენი პარიზის ორიდან ერთ-ერთ მაღაზიაში) დაბრუნდებოდი. ამჯერად სად, არ გიფიქრია. პარიზი ისეთი ქალაქია, შენ უბრალოდ იარე, თავად მიხვალ სადმე. ცხოვრებაც ასეა, ოღონდ წითელი წკაპუნების გარეშე. ან უნდა მიყვე, ან ჩამორჩე. შენ გაასწარი.

მეგობრებს რა უქენი? თუმცა, ვიცი. უცნაური ხასიათის გამო, თითოეულმა შეწყვიტა შენთან ურთიერთობა. ყ*ლეზე დაიკიდე, მთავარია საკუთარი თავი არასდროს დაგიკარგავს. ადამიანები მიდიან და მოდიან, მაგათ რა გააჩერებთ. ავტობუსს გვანან, უბრალოდ ცოტა მოიცადე და სხვა მოვა. არ ღირს იდარდო მათზე, რას გაუგებ? ყველა სხვადასხვანაირადაა მოწყობილი, ხომ იცი. ვიცი, რომ იცი. შენ ყოველთვის გესმოდა მსგავსი თემები. და როგორ გიყვარდა საკუთარი თავი... უკანასკნელ წუთამდე, ყველაზე მეტად გიყვარდა. უკანასკნელი წუთის შემდეგაც, ვიცი. რა არის ამაში გაუგებარი? ზედმეტად არაფერს არ უნდა ჩაუღრმავდე. გვეყო, რასაც ცხოვრება გვიხლართავს. არამგონია, შენნაირს მეორედ დაბადების უფლება მისცეს და თუ მისცემს, ალბათ ენას ჩაუგდებს და ხელ-ფეხს წააცლის. შენ ხომ ნახავდი, როგორ შვება ღმერთი ფისებს და როგორ უშვებს ასე წვიმას. ალბათ მანდ ყოფნის დროს შენც ცდიდი, მაგრამ შენ არ ხარ ღმერთი. ნუ გადაეკიდე ამ ღმერთს, ყველგან გიყვარდა მისი ხსენება, მახსოვს. ეგ სხვა დროს იყოს.... სუფთა თემაა შენთვის ღმერთი და არ გვინდა.

ფერადი წინდები. რა ასაკშიც არ უნდა ყოფილიყავი, შემიძლია მაზიანი დავდო, რომ ყველგან ცალ-ცალი, ჭრელი წინდით დადიოდი. მახსოვს ერთხელ, მასწავლებელმა რომ დაგცინა და როგორ მწარედ დაუჯდა. ვერ იტანდი როცა შენს წინდებს ეხებოდნენ. და შენს თმებს. თმებზე მხოლოდ (-) გეხებოდა ღამე, ძილის წინ. როგორ გეძინებოდა. მის გრძელ თითებს შენს თმებში ხლართავდა და შენ სხვა არავინ და არაფერი გჭირდებოდა. თვალებდახუჭული ხანმოკლე სიკვდილს სტუმრებოდი. ძილს უწოდებენ ამას, იმედია გახსოვს.

რამდენი რამ მაქვს სათქმელი, ჩემო თავო. ერთ წერილში ყველაფერს ვერ ჩაატევ. რამდენი ვიღაც მინდა რომ მომიკითხო. შენ თვითონაც მიხვდები. ზედმეტი არაფერი უთხრა, გადაეცი რომ ყოველთვის. დანარჩენს მაშინვე მიხვდება, თავისით. გაიღიმებს, აუცილებლად დააკვირდი და ნახავ, როგორ გაეღიმება. მერე ჩემს მაგივრად გადაუსვი ცერა თითი მარცხენა, ჩაჩხვლეტილ ლოყაზე და თვალები დახუჭე. გიყვარდა ასე ყოფნა. შენ დახუჭული თვალებით უფრო მეტს გრძნობდი და მეტს ხედავდი ყოველთვის.

თუ გეტყვიან, რომ გიჟი ხარ, არ დაუჯერო. ისინი უბრალოდ ვერ ხვდებიან, რომ შენი და მათი სამყარო ერთმანეთისგან განსხვავდება. სულ ეს არის, რა საჭიროა ბევრი ფიქრი იმის შესახებ, რატომ ვერ შეგეჩვია შენი მეზობლის ძაღლი, რომელიც ყველას ეთამაშება. შენ არასდროს გქონია ფრთები, ნამდვილი, ჭეშმარიტი ფრთები და არც გაფრენა გიცდია ოდესმე. სამაგიეროდ კალამი გქონდა, ან კიდევ ვორდის უამრავი ფაილი... და წერდი ბევრს. არ არის საჭირო გააფრინო რეალურად, შენ შეგიძლია შენს ნაწერებში იყო ის, ვინც გინდა იყო. მეცხრამეტე საუკინის პრინცესა, ან იქნებ დედოფალი... ბონღუღ, თუ გსურს ფუშფუშებიანი, უზარმაზარი კაბა ჩაიცვი და საფრანგეთში იცხოვრე, უზარმაზარ სასახლეში. თუ სტერეოტიპული ბიჭის გოგოობა გირჩევნია, არც ამას დაგიშლის ვინმე. შენი ცხოვრებისგან განსხვავებით, შენი ნაწარმოებები და პერსონაჟები შენს ხელშია.

სიმართლე გითხრა, არ ვიცი ახლა კიდევ წერ, თუ არა. ყველაფერი ვიცი, მაგრამ ეს-არა. წერა, ( და არა სიყვარული ), ვერტიკალურია და ბრუნვადი. შენ ყოველთვის იცოდი, რომ ერთ დღეს, უბრალოდ ვეღარ შეძლებდი საკმარისად შეშლას და ვეღარ დაწერდი ვეღარცერთ სიტყვას. ყალბი არაფერი გიყვარდა და თუ ერთხელ მაინც ეჭვი შეგეპარებოდა საკუთარ თავში... ალბათ დიდი ხანია კალამი დადე. ვინ იცის, იქნებ პირიქით, გარდაცვალებამდე შენი ნაწარმოებების, რომელსაც ალბათ შემოქმედება უწოდე'ს ( და ოცნებაც აიხდინე ) დაბეჭდვაც მოასწარი... მაგრამ ვერ გაიმეტებდი. მე ხომ გიცნობ, საკუთარო თავო და ვიცი, რომ მალე შეწყვიტე ნაწერების გამოქვეყნება. ეს ნაგავი შენ ყველაზე და ყველაფერზე მეტად გიყვარდა და რაც უფრო მეტს ეცოდინებოდა, მით უფრო ნაკლები იყო მათი დიდხანს სიცოცხლის შანსი.

ერთი რამ, რაც დანამდვილებით ვიცი, ის არის რომ, უკანასკნელად ლუდვიგ ვანის "ზაზუნას" უსმინე. პირველად და უკანასკნელად. არ არსებობდა არაფერი, რაც წინასწარ არ გქონდა დაგეგმილი და შენ გეზიზღებოდა სპონტანური ქცევევი. სპონტანურად მხოლოდ შეცდომებს უშვებენ, დიდ და გამოუსწორებელ შეცდომებს და შენნაირი იდეალისტებისთვის ფრთების დაჭრაა შეცდომები. ფრთების, რომელიც არ გქონია და რომელზეც ყოველთვის ოცნებობდი.

როგორ ფიქრობ, ჩემო თავო, გვაპატიებენ ადამიანები ამდენ ეგოიზმს? რამდენჯერ დაგღუპა მაგ ეგოიზმმა...

ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, შენ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ხარ დედამიწაზე, იმიტომ რომ შენზე ბედნიერი ყველაა და მაინც არავინაა შენზე ბედნიერი. ბედნიერება დროითი და სივრცითი ფენომენია, აი ისეთი, როგორიც შაქარყინულები. თანდათან დნება, გემოს კარგავს და შენს ყელში სრიალდება. მათი ჭამის შემდეგ ყოველთვის სვამდი წყალს... ასე ხდებოდა ადამიანებშიც. შენ ისრუტავდი მათ, შეიჩვევდი, მთელს არსებას გაუნადგურებდი და მერე შთანთქავდი მათ ბედნიერებას, სიხარულს, სიყვარულს, ზიზღს... შაქარყინულივით, რომელსაც პირში დიდხანს აჩერებდი. მერე ახალ ადამიანს მოძებნიდი და თამაშობდი მათი გრძნობებით, იკვლევდი მათ სიცოცხლეს და თავს ბედნიერად რომ აგრძნობინებდი და ზენიტში აიყვანდი, ანადგურებდი. ორგაზმს გავს, რომელიც არ გქონია. უზარმაზარი აფეთქება, რომელსაც მოაწყობ მაშინ, როცა სული გაიმარჯვებს ხორცზე.

ჰარი პოტერი... ვიცი, რომ როულინგის ვერცერთი წიგნი ვერ გაიმეტე გასაჩუქებლად და დაწვი. ყველაზე მეტად გიყვარდა, მისი ყველა ნაწილი ნგრევა იყო შენთვის და ამ წიგნებში იმდენი შენი ემოცია და სიყვარულია, ვერავის გადაულოცავდი. დევს ალბათ შენს ოთახში, თაროზე და იმტვერება... იქნებ, დედაშენი გადაყრის და შენს ოთახში ყველაფერს გადაადგილებს. იქნებ. მოვა სხვა, ვინც დაიკავებს შენს საწოლს, შენს ნაცრისფერ კედლებს გადაღებავს მწვანედ, თაროებზე დააწყობს საკუთარ წიგნებს და შენს წიგნებს ადგილს მაკულატურაში მიუჩენს. კარადიდან გადმოყრის ტანსაცმელს, რომელიც დღეების მიხედვით გქონდა დახარისხებული და დაიკავებს ადგილს, რომელმაც შენ ვერ, მაგრამ იქნებ მას მოუტანოს ბედნიერება.

ახლა უნდა წავიდე. ცხელი შოკოლადი და ფუნჯი მელოდება. ოთახის კედლები უნდა მოვხატო, სანამ ამ წერილს მივიღებდე და მინდა, მოვასწრო ყველაფერი. შენ, ჩემო თავო, წარმოდგენაც არ გაქვს, კიდევ რამდენი რამის გაკეთებას ვაპირებ. მოდუნდი, მოუკიდე მაგ ერთ ღერ კენტს. ( როგორც ყოველთვის, ახლაც მხოლოდ მაგის ფული გაქვს ) და იარე. წინ იარე, უკან თუ მოიხედები, ბევრს დაკარგავ. წინ იარე და ნიკაპი ასწიე. შენ საუკეთესო ხარ.

2016 წელი.
წარსულიდან


პს: პეპლების დაჭერაზე და ქილაში გამოკეტვაზე დამავიწყდა მეთქვა. სხვა დროს იყოს.



№1  offline ადმინი უნდა ვწერო

ისევ შენ გახსენი სენოზი. ნიჭიერთან ერთად მამაციც ყოფილხარ. იმედები ისევ გაამართლე.ისევ შენეული შექმენი და არა შაბლონური. არ დაგიმალავ და საშინლად მოხიბლული დავრჩი. დიდი ემოცია გამოიწვია შენმა წერილმა ჩემში, როგორც წინაზე. დიდი ნიჭია-მკითხველში იწვევდე რაღაც საოცარ ემოციას, მძაფრსა და ჩამთრევს. არ მინდა მიკერძოებული ვიყო, თუმცა ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემს გულში იყავი.

შენმა გულში ჩამყოლმა ფრაზებმა მონუსხული დამტოვა. შენზე ვარ შეყვარებული. წინაზეც გულში ჩამყვა თითოეული შენი სიტყვა და გასაოცარი ზემოქმედება მოახდინა ჩემზე. შენი სტილი განუმეორებელია, როგორც ხის ფოთოლი, ვერავინ დაგემსგავსება შენ. რამდენიმა ფრაზას, რომლებიც განსაუთრებით მომეწონა, ვამუქებ.


თუ გეტყვიან, რომ გიჟი ხარ, უბრალოდ არ დაუჯერო.ისინი ვერ ხვდებიან, რომ შენი და მათი სამყარო ერთმანეთისგან განსხვავდება


ზედმეტად არაფერს არ უნდა ჩაუღრმავდე, გვეყო, რასაც ცხოვრება გვიხლართავს.

მთავარი, საკუთარი თავი არასდროს დაგიკარგავს. ადამიანები მიდიან და მოდიან მაგათ რა გააჩერებთ.

ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, შენ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ხარ ამქვეყანაზე იმიტომ, რომ შენზე ბედნიერი ყველაა და თან არავინაა.

წინ იარე და ნიკაპი ასწია. შენ საუკეთესო ხარ

მთელი გულით გისურვებ წარმატებას!

 


№2  offline მოდერი ლილიანა

საოცრად დამასევდიანე
წარმატებები
heart_eyes kissing_heart
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№3  offline წევრი gvanc(a) 15

შეიძლება ბევრი რამის დაციტირება...რაღაც მონაკვეთები შთამბეჭდავია და ორიგინალური.
უბრალოდ მე ვფიქრობ რომ ნაწერმა ან ბოლომდე უნდა ჩაგითრიოს, ან საერთოდ ვერ ჩაგითრიოს.
ისეთი ვერაფერი დავინახე, ყოველი სიტყვა რომ შემესრუტა.

ნიჭიერი ხარ უდაოდ, უბრალოდ ეს ჩემი აზრია...

 


№4  offline წევრი Shokoladi :D

ერთ პლიუსს იმიტომ გიწერ რომ მეც ელენე მქვია.. :D ეს რათქმაუნდა ხუმრობით..:D არ ვიცი რა ვთქვა . ძალიან კარგი,ძალიან ნიჭიერი და უზადოდ დიდი მომავლის მქონე მოზარდი ხარ :* წარმატებები შენ :* <3 <3

 


№5  offline ახალბედა მწერალი ერკე

2025 წელს ველოდეთ შენს სიკვდილს? :დ მიყვარს საფრანგეთი. ეს წერილი კი ზედმეტად მძიმე იყო ალბათ შენთვის...
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№6  offline წევრი N7

ელენიკო, შენ ხარ ელენიკო და ეს მომწონს ასე უსაზღვროდ შენში.
პირველი წავიკითხე და ზუსტად ვიცი, მის პირველობას ვეღარაფერი შეცვლის.
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№7  offline მოდერი gonegirl

რაღაც სხვას ვეძებდი და შემთხვევით ეს ამომიგდო,ჩემი კომენტარებიდან მახსოვდი ჰოდა წავიკითხე...ჰოდა ძალიანაც კარგი რომ წავიკითხე.შე განსხვავებულო და რაღაცნაირად ახლოვ, ზედმეტად კარგიც კი იყო მოკლედ
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№8  offline წევრი kakulia

რა კარგიაააააააააა heart_eyes

 


№9 სტუმარი Alba Neuhaus

Hello


I had visited your store last month, and I saw a nice item i wanne buy.
But I have a question, today I wanted to order it, but can not find the item anymore in your store.
it looks like the first picture on this site http://bit.ly/Lightingitem2635
Mail me if you are going to sell it again.
I hope soon so that I can place an order.
I'll wait.

Yours truly

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent