გამარჯობა ბავშვობავ
ძვირფასო ბავშვობავ მოგესალმები 2016 წლიდან.ახლა შემოდგომის წვიმიანი საღამოა და ფიქრებმა შორს გამიტაცეს,ძალიან შორს,შენთან,ანუ ჩემთან,ჩემს ბავშვობაში და შენს აწმყოში.მე შენი მომავალი ვარ,შენი დატყვევებული აწმყო,რომელიც უნდა გამათავისუფლო,ფრთები შემასხვა,რომ შენამდე მოვიდე. მთავარია არ შეშინდე..... მე შენ ვარ ,ოღონდ 18 წლის შემდეგ.... ჩემო ქაჯანა,ვიცი,ვიცი,რომ ამ სახელზე ბრაზობ,მაგრამ ახლა,რომ მახსენდება მეღიმება,ყველა ის სიგიჟეები,რაც ჩავიდინე ფილმის კადრებივით ჩამიქროლებს და პირიქით,მიყვარს ეს სახელი.საოცარ,ლამაზ მოგონებებს გადამიშლის გონებაში.აი ნახავ ასაკთან ერთად ბევრი,რამ შეგიყვარდება,რაც ახლა გძულს ან გაღიზიანებს,ბევრი რამ. მე შენ ვარ,შენ კი მე...ჩვენ ერთნი ვართ ერთი მთლიანობა ,უბრალოდ შენ ახლა 15 წლის ხარ მე კი 33. მინდა რამოდენიმე კეთილი რჩევა მოგცე,რაც ჩვენი მომავლის კეთილდღეობას ,მიზანდასახულობას და ადამიანობას წაადგება. ვიცი შენი ხასიათი ფიცხი და სულსწრაფი ხარ,აჰ წარმოგიდგენია ? ახლაც კი იგივე ვართ არ შევცვლილვართ. ჩემო გოგო,ჩემო მევ,იცი რამდენი ოცნება აგისრულდება?მაგრამ ერთი დიდი მინუსი გაქვს,საშინლად გიყვარს ძილი.ამიტომ თუ გინდა რამეს მიაღწიო ჩემი რჩევა ყურად იღე. სწავლისას ძილს უთხარი-არა ! თუ დაიძინებ ის დაგესიზმრება ,რაზეც ოცნებობ,მაგრამ თუ სწავლას აირჩევ იცოდე ოცნებები რეალობად იქცევა. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას მოუფრთხილდი,გააღრმავე და იზრუნე ყოველთვის იმაზე თუ რამდენად ბევრ, კარგ და თბილ სიტყვას დახარჯავ მათთვის. ჩვენი საყვარელი ბაბუა,ჩვენი ტკბილი ბაბუ.... ხშირად უთხარი,რომ გიყვარს,ხშირად დაუკოცნე დანაოჭებული ლოყები,თითოეულ დღეს მოუფრთილდი მის გვერდით გატარებულს,რადგან მხოლოდ 4 წელი დაგრჩა მისთვის. იცი?მალე მამა პატარა კნუტს მოგვიყვანს,მოცუცქნულს და ფუმფულას,ჩვენი ბავშვობის ოცნება ასრულდება,მოემზადე. მენატრები..... საოცრად მენატრები.... იცი,როგორ მენატრები?მინდა,რომ მყოფნიდე... ზოგჯერ თვალებს ვხუჭავ და ვბრუნდები წარსულში,შენთან,მინდა ჩაგეხუტო,მინდა ისევ შენი თვალებით ვუყურებდე სამყაროს,ხალხს მომავალს.ნეტა შეიძლებოდეს,იცი სიცოცხლის წლებს გავიღებდი ამისათვის. ჩემო ჭორფლიანო ქაჯანა.უფრო გაგაბრაზე ხო? ვიცი,მახსოვს ,ათას საშუალებას ვითხიპნიდით სახეზე,რომ ეგ ლამაზი ყავისფერი წერტილები გაგვექრო.მოეშვვი,მოდუნდი.დამიჯერე მე უკვე მომწონს,მელამაზება კიდეც.ასე,რომ მეტად აღარ ინერვიულო. წინ საოცარი სტუდენტობის წლები გელოდება.ლამაზი ,ნათელი დღეები.თუმცა,სანამ ჩემამდე მოხვალ მინდა წინასწარ შეგამზადო,მოტეხილი ხელისთვის,ცეცხლისგან დამწვარი თმებისთვის,ხიდან ჩამოვარდნისთვის,ქვევრში ჩავარდნისთვის, ოთხი სხვადასხვა ძაღლის ნაკბენისთვის.რა ვქნა ასაკი გვემატებოდა ,მაგრამ ჭკუა არა.როგორც მამიკო გვეტყოდა ხოლმე.არ იდარდო ახლაც ასე გვეუბნება.მამიკოზე გამახსენდა,იცი მისი სანუკვარი ოცნება ასრულდება. რომელი?აი ის - გვირაბს იქით უნდა გაგათხოვო,რომ მერე ავაფეთქო გვირაბი უკან,რომ არ მობრუნდეო. შეუძლია მშვიდად იყოს ისიც და შენც,თუმცა გვირაბი ისევ ფუნქციონირებს და მამა ყოველ კვირაში მხოლოდ ერთი თხოვნით რეკავს-როდის ჩამოხვალ? მამა და დედა..... დამიჯერე ,წლებთან ერთად კიდევ უფრო შეგიყვარდება,გეძვირფასება და დაგენანება სიბერისთვის.ჩაეხუტე ხოლმე ორივეს,ხშირად აუხსენი სიყვარული....ჰო ჩვენს ძამიკოსაც,კი გაწვალებს ,მაგრამ ის შენი ყველაზე დიდი მეგობარი გახდება...ახლაც ასე ვართ. ვიცი ახლა ამ წერილის კითხვისას ერთი ფიქრი მოსვენებას გიკარგავს. ჰო,ჰო და ჰო შეხვდები. როდის? მოდი ეს სიურპრიზად დავტოვოთ.მიხვდები,იგრძნობ. მხოლოდ ერთ წინადადებას გეტყვი, მისეულს-მიყვარს შენი სიცილი ამ დროს შენს შიშველ სულს ვხედავ. კიდევ ერთს გეტყვი,ბედნიერი ვარ,ჩემამდე,რომ მოხვალ ქალის ყველაზე ტკბილი სახელი გერქმევა - დედა. პრობლემები ნუ შეგაშინებს.მზე იმიტომ ჩადის ხოლმე ,რომ მეორე დღეს ისევ ამოვიდეს.თუ ფეხი წაგიბორძიკდება არ დაეცე,თუ პრობლემები გშთანთქავს ნუ გაიტეხავ გულს.გჯეროდეს,შენ მზე ხარ,რომელიც ცოტახნით ჩავიდა,მაგრამ დილით ისევ ამოანათებს. ყოველთვის ძლიერი იყავი სულით და არა ძალით,იმიტომ,რომ ძლიერება ის კი არაა სუსტი დაჩაგრო,არამედ ის,რომ სუსტს დაეხმარო გაძლიერებაში. ეცადე ისეთი ადამიანები შემოიკრიბო შენს ირგვლივ,რომლებიც შენს სულს გამოკვებავენ და არა შენს ეგოს. ყოველთვის გახსოვდეს,რომ ყველა წოდებაზე,ტიტულზე ან სახელზე აღმატებული კეთილი გულია.არასოდეს დაკარგო ადამიანობა. მიენდე უფალს,მხოლოდ მასთანაა ჭეშმარიტი ბედნიერება და სიმშვიდე.პრობლემის დროს ყოველთვის გაიხსენე მისი სიტყვები: -„ ხომ გიბრძანე,გამბედაობა მოიკრიბე და გამაგრდი-მეთქი!ნუ შეძრწუნდები და ნუ შეშინდები რადგან,სადაც არ უნდა წახვიდე ყველგან შენთან იქნება შენი უფალი,შენი ღმერთი!“ მიყვარხარ ჩემო ქაჯანა მე გელი.... შენი მე.. 2016 წლის 22 სექტემბერი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.