შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დეპრესიული აფეთქება


28-09-2016, 03:51
ავტორი beqaloxishvili
ნანახია 1 828

არ მესმის რატომ უნდა გაუძლო, როცა შეგიძლია ყველაფერს ბოლო მოუღო; ამ ღამეს, ამ წუთას, ამ წამს.
დაცარიელებულ ქუჩებში მიდიხარ და გრძნობ რაღაც არაამქვეყნიურს. თან გსდევს აწ გასტაფილოსფერებული ცოცხალი ლამპიონები და ფეხაკრეფით მოგდევს გაფერკმრთალებული, წელში მოხრილი სიგიჟე, რომელსაც ნარწყევის სუნი ასდის და მისი თვალები იმდენადვეა სრულყოფილად შავი, რაოდენ სისხლი, – წითელი. ასე ტანჯავს სიგიჟეს ინსომნია, მაგრამ მაინც ღიღინებს პინკ ფლოიდის მელოდიებს. ხრწნილებაა ის, და უფრო დემონი, ვიდრე ხრწნილება, და გვამია, რომელსაც არასდროს უგემია ჩქეფარე სიცოცხლის გემო. და ხარ გვამი, რამეთუ სიგიჟეს ეცა შენი სუნი და თან გსდევს მიყრუებულ ქუჩებში, რამეთუ საუკეთესოდ შეიგრძნო დეპრესიის კანალიზაციის სუნის მსგავსი, ჯოჯოხეთის უზენაესი სურნელება და სამარადისოდ დაემგზავრო ფათერაკებით აღსავსე მდინარეს, რომელიც სათავეს სამყაროს ყველაზე ბნელი ადგილიდან იღებს. შენ და სიგიჟე უყურებთ მთვარეს და მალევე აცნობიერებთ, რომ ზეცაზე ამ შუა ღამეს, ორი ციური სხეული გორავს. ამრიგად, მთვარე მარსი უფროა, ვიდრე მთვარე.
სასოწარკვეთილი ებღაუჭები ლოგინს და გინდა, რომ უსასრულო სიმკვრივედ იქცე. გსურს ჩაიპრესო არარაობაში, რამეთუ იქცე არარაობად და დეპრესია, გაფიქრებს სუიციდზე, სუიციდის განუხორციელება კი, შედარებით მძიმე დერპრესიაში გაგდებს და ასე უსასრულოდ, სიკვდილამდე, სიკვდილიდან კი, უსასრულობამდე, უსასრულობიდან უსასრულობაში და ბოლოს იჭრი ყურს, იწყებ ხატვას და ხარ ვან გოგი; ფიდა კალოს შენში ეძებ, მაგრამ ეს ისეთივე ამაოა, როგორც მზის სისტემის კანონზომიერება.
სად მიდიხარ?... მხრებს იჩეჩავ, არ იცი, მაგრამ მაინც მიდიხარ და გზა, ძალიან გრძელია. გზაზე კარგი არაფერი ხდება, მაგრამ საბედნიეროდ, დეპრესიას ფეხები არ აქვს და შენც მირბიხარ; მირბიხარ და ირბენ იქამდე, სანამ ფეხები არ აგტკივდება, სანამ მყესები გაგიძლებს, და სანამ ცოცხალი ორგანიზმი გქვია.
შეხედე! შეხედე მათ სახეებს, რა ბედნიერები არიან და შენ მათ ადგილზე ყოფნის სურვილს, გავარვარებული, მწარე ცრემლებით ავლენ. შენ ხარ გამოვლინება თვით მწუხარების! უკიდურესად აუტანელი მწუხარების–მეთქი და შეხედე! შეხედე ხალხს, გულისიღრმეში რა ბედნიერები არიან, და როგორ მალავენ ამ უკანასკნელს. ალბათ მოგინდება, რომ ყველა ერთიანად მოსპო უსწრაფესი სიკვდილით, რამეთუ არ შეეპაროთ მათ ის, რაც შენში დრამატურგიის, ფილოსოფიის და ხელოვნების უმაღლეს საფეხურებს აღწევს. გლოვა! ეს არის უზენაესი გლოვა! გლოვა არა სიკვდილზე, არამედ ბნელი ფერებით განავარდებულ სიცოცხლეზე.
ღამე, – მშვიდი, ბუნების მშვენიერებით გაჟღენთილი, ვარსკვლავების ზეცით მოხატული, ჟრუანტელის გამომწვევი სიო, მთელი ბაროკო და მკვლელი! ბუნებას არ ახსოვს ღამეზე დინჯი, ღამეზე მელანქოლიკი, ღამეზე სიღრმისეული, ღამეზე ელეგანტური, ღამზე ჭკვიანი, ღამეზე სასტიკი სერიული მკვლელი. ამ მშვენიერებაში, ყველაზე დიდი სიბინძურე იმალება, რაც ფანჯრიდან გადახტომას, გამოსამშვიდობებელი წერილის გარეშე გვაიძულებს.
გლოვა! ვიღაცას კრძალავენ! ვიღაცა სიცოცხლით ტკბება! გალაქტიკები მწყობრში შავი ხვრელების დახმარებით ლაგდებიან! შენ იქ ხარ! მაჩვენე შენი სახე! თუ გაქვს ის, მაჩვენე! მაჩვენე სხვა უსასრულობა, – თვალები. შენ თვალებზე წარმოუდგენელი სიმკვრივე სუფევს! და შენ ვერ მოიკლავ თავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაძლევდი დეპრესიას, და სწორედ ეს, ჩაგაგდებს უდიდეს დეპრესიაში, რაც, ხალათის შემოხვევა და წუწუნი როდი არის...
თავიდან იყო არაფერი, საერთოდ არაფერი. მან მოიწყინა და თქვა, დაე იქმნას ხელოვნება, ფილოსოფია და უსასრულობაო. ბუმ! იქმნა ნათელი და იქმნა უსასრულობა, უსასრულობა მწუხარების.



№1  offline წევრი Salo me

Wow! და ჩემი ჩამოვარდნილი ყბა. ბრავო
--------------------
Sally

 


№2  offline წევრი kakulia

რა კარგიაააააააააა heart_eyes

 


№3 სტუმარი Ok

ძალიან კარგია ბრავო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent