შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არამატერიალური ჯაჭვი


14-09-2016, 02:23
ავტორი beqaloxishvili
ნანახია 1 666

რა მძიმე ყოფილა არსებობა: ყოველი გრძნობის მოულოდნელად მიღება, შემდეგ კი მისი გაზიარება, გაზიარებისთვის მოფიქრებული სიტყვები, მუსიკის სრულყოფილად შეგრძნობა და ღმერთობა. რა ძნელი ყოფილა ჩემი ლიტერატურის მასწავლებლის, – ტკივილის მთელი ყურადღებით მოსმენა და მისი მითითებების უსიტყვოდ შესრულება. ასევე ჭეშმარიტად ურთულესია ფანჯრიდან გადახედვა და ლოდინით დაღლილი, მწუხარე მთვარის ყურება. ამ დროს მე და მთვარეს გვაერთებს რაღაც არამატერიალური, აწ უწყვეტი ჯაჭვი, რაც უკავშირდება მთლიან მრავალი ფერებით განავარდებულ სამყაროს. ურთულესია ატომებით გამოტენილი სამყაროს შეგრძნება, ვით ბაროკოს გამაგიჟებელი ჰანგების. რთულია, მაგრამ მაშინ არ ვიცოდი, როცა ჯერ კიდევ პატარა ტოზოიტი ვიყავი და როცა დედის საშო იყო უსასრულობა. არ ვარსებობდი. იყო პერიოდები, როცა არ ვარსებობდი და ყველაზე ტკბილად სწორედ ეს მაგონდება. სხვებს არ ვგავარ, სრულიად არ მეტკბილება პირველი კოცნა, რამაც გულის ფეთქვა წუთში სამასამდე გამიზარდა, დაკარგული ვაჟიშვილობა, პირველი სიყვარული, შეყვარებულთან ღამის თბილისში ხეტიალი, აბებით გაბრუება, ძმაკაცებთან ერთად გულისრევამდე სმა, ლაშქრობებში მკვდარივით გაწოლა მწვანე მოლზე, ვარსკვავებით მოჭედილი ზეცა. სამი არა: არა! არა და არა! ჩემი უმნიშვნელობა მომენატრა, დედის მუცელში ფარფატი და სიგარეტის თუ ს ბოლით გაჟღენთილ ფილტვებთან მეგობრობა. ჩემი პირველი სამყარო მინდა: გულის განუწყვეტელი ბაგა–ბუგის ხმა, ფილტვების ტანჯვა და ბრმა ნაწლავის მდუმარება. დედის სხეულში მინდა, სადაც ჩემი ნერვიული სისტემა, ისეთივე მკვდარია, როგორც თვით არაფერი.
არაფერი: რა ლამაზია არაფერი, – ეპოქა დიდ აფეთქებამდე, უსასრულო სიმკვრივე და თავადვე ვარ არაფერი, რამეთუ სწორად მისგან შევდგები და მკვდარი ვარ და ცოცხალი და ზეცა დამყურებს და ვიღაც ოხრავს და ისმის მუსიკა, გამაგიჟებლად კარგი და ვიღაცას უყვარს და სიცოცხლე ჩქეფს და სიკვდილი ტირის და მოცარტი გიჟდება და ვიღაც თავს იკლავს და ქალაქში ტრიალებს უბედურების ექო და ლექსის ავტორი უღირსად უხსნის სიყვარულს ღვთაებას, რომ მერე თავად იქცეს ღვთაებად და მე ღმერთი ვარ და ვარსკვლავი ბჟუტავს. ვარსკვლავი ვარ მე და უნებლიედ ჩემი სიმხურვალე ადნობს არამატერიალურ ჯაჭვს.
შეხედეთ! ბატონებო და ქალბატონებო, ასეთი იყო არაფერი დიდ აფეთქებამდე. შეხედეთ, შეხედეთ! ხოლო ყურებისას არ მიებაროთ სიგიჟეს, რამეთუ, ქალბატონებო და ბატონებო, სიგიჟე თავისუფლება და თავზეხელაღებულება როდი არის... მაშ, რა არის სიგიჟე?! შეხედეთ, თუ როგორი იყო არაფერი დიდ აფეთქებამდე და თავად იგემეთ დარდი და მწუხარება, სევდა და დეპრესია, – ფილოსოფიისა და ხელოვნების უმაღლესი საფეხურები. შეხედეთ! შეხედეთ, და უმალ მოიკალით თავი!
უსმინეთ:
„მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა,
ჩემს თავს ზემოთ, ზეცაში... თუმცა ჯანდაბამდე
გზა გქონია და მოგვეც ჩვენ ჩვენი პირველადი სახე,
რამეთუ პური ჩვენი არსობისა, არ არის.
დალახვროს ეშმაკმა, მამაო ჩვენო, მიუტევებთ თანამდებთა
ოღონდ მოგვეც ის, რაც გვჭირდება, – უზენაესი მოსვენება,
როგორც არ არსებობა.
ამინ“
თუმცა არსებობს სიყვარულიც: ვარსკვლავებით მოჭედილი ზეცა, მთვარის მკრთალი ნათება ჩემზე, არამატერიალური ჯაჭვი, ტკბილი ჩაი, ბაროკოს სტილის კლასიკა, ხალხური სკანდინავიური „ვეშები“, ღიმილი, თვალები, ჟრუანტელი, მჩქეფარე სიცოცხლე ვიღაცის სულში, უგზოუკლოდ გადაკარგული ტყეები, ავადმყოფები, ჩემს სახლს მიჩერებული ბორცვები, სიგარეტის კვამლით გაჟღენთილი ოთახი, თეოლოგია, ათეიზმი, სექსიზმი, კიბო, შიცი, დაუნის სინდრომი, გულის იშომური დაავადებები, „კრაკადილი“ და დედაჩემი, რომლის სხეულშიც ცხოვრება დღემდე ტკბილად მაგონდება.



№1 სტუმარი Bla

Barokos stilis klasika..
Da isev mamao chveno
romeli xar?

 


№2 სტუმარი Guest სალო

უნიკალური ვინმე ხარ

 


№3  offline წევრი kakulia

რა კარგიაააააააააა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent