შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაჯისცემა


2-10-2016, 03:25
ავტორი beqaloxishvili
ნანახია 1 837

რა მნიშვნელობა აქვს გული წუთში ორმოცი–ორმოცდაათჯერ ფეთქავს, თუ სამოცი–ოთხმოცჯერ. რა მნიშვნელობა აქვს სტენოკარდია გჭირს თუ გულის ნევროზი. რა მნიშვნელობა აქვს რა მოხდება ხვალ, თუ დღეს ცოცხალი ხარ. ანგელოზთა გალობა იმდენადვეა მშვენიერი, – და უფრო მეტი, ვიდრე მშვენიერი, – რამდენადაც დამთრგუნველი და ყოველმხრივ გამანადგურებელი. ანგელოზებს რეაქტიული იარაღი აქვთ, მაგრამ ეს თავად როდი იციან. ანგელოზთა გალობაა აისის და დაისის ყურება ჩემი ფანჯრებიდან, – რაღაც არაამქვეყნიური.
არსებობდა ვინმე ვოლფგან ამადეუს მოცარტი, სიკვდილის დროს, მე ვგრძნობ რაღაც არაამქვეყნიურსო. მაშ, რას შვრები, როცა წყვეტ, რომ უკვდავი ხარ, მაგრამ რაღაც არაამქვეყნიურს, მაინც გრძნობ. სჯობს ნაყინის გემო შეიგრძნო, რამეთუ ზღვა, მღელვარეა, ზეცა, – სრულყოფილად გაცისფრებული, მიწა... მაგრამ ჩვენ მიწაზე არასდროს ვართ. ჩვენ გამუდმებით დავფრინავთ უსასრულობიდან უსასრულობაში და შემდეგ ფრენაზე ვნატრობთ. ჩვენ რეალურად ფრთები გვინდა და არა ფრენა. რა მაგრად დავფრინავთ, და როგორ იცვლის სამყარო ფერს მზის სისტემის მიღმა.

შენ უკვე დაფრინავ, მაგრამ მე ჯერ კიდევ მაჯა მიცემს. ამოიბურცება კანი, შემდეგ კი ვიგებ, რომ ძლიერი ბიძგები წუთში ასამდე აღწევს. ფსიქოლოგიურად ასი დამაკმაყოფილებლად ბევრია, ასერთი, – არც ისე.

ალბათ მაჯისცემა არათუ გაწუხებს, არამედ საერთოდაც დაგვიწყებია ადამიანის ბიოლოგიური აგებულება, როცა მტვრით სავსე ოთახში მზე იჭყიტება, უფრო გასაგებად კი, – მზის სხივები იპრყობენ შენი ოთახის ბნელით მოცულ კუთხეებს, მაგრამ შენ მაინც ღამეზე ნატრობ, ღამეზე, რომელიც ბლუზისა და ბაროკოს ნარევია. მუსიკა, როგორც ანგელოზთა გალობა, იმდენადვე სასიკვდილო და იმდენადვე ავის მომასწავლებელი შეგრძნებების შემოქმედი, რამდენადაც მაცოცხლებელი ძალების გადმომცემი. საიდან ის შეგრძნებები რასაც მუსიკა ბადებს?! სივრცეში იფანტება ბგერები, ბგერებს აგროვებს ყური, შემდეგ მონასმენს ჰარმონიულ მწყობრში ალაგებს გონება და ბოლოს, გაანალიზებისას, იმდენი გრძნობა ჩნდება, რამდენიც თვითმკვლელობისთვისააა საჭირო. მაშ, თუ სიკვდილის გზა არარა ვარდისფერ გზის გარდა, მოიკალი თავი.
მაგრამ არსებობს რაღაც, რისთვისაც გიღირს სიცოცხლე. ჩვენ ერთ დროს მოვკვდით და ახლაც ისეთივე მკვდრები ვართ. ჯოჯოხეთში ვართ. დიდება შენდა, მშვენიერო ჯოჯოხეთო, დიდება შენ!..

გამისინჯეთ მაჯისცემა, თუ შეიძლება.



№1  offline წევრი ლუკკიანეცცი

შენი ყველა ნაშრომი რაღაც ისეთ ღრმა შინაგან სამყარის გამოსახავს რომ არვიცი რა უნდა დაკომენტარდეს აქ გარდა იმისა რომ მიყვარხარ<3<3<3 ოღონდ მართლა:D:D ყველაზე მაგარი ხარ:))))))

 


№2 სტუმარი Guest ქეთო

ვგიჟდები შენზე ❤

 


№3 სტუმარი ტკბილად

შენს სიახლეებს ყოველთვის გვერდს ვუვლიდი. მეტიც , თვალების ტრიალით ავუვლიდი ხოლმე გვერდს :დ ეს იმიტომ რომ ბიჭი ხარ. მე კიდე (ვერ გეტყვი რატომ) სკეპტიკურად ვარ განწყობილი "ბიჭი მწერლების" მიმართ. საერთოდ აქ შემოსული ყველა მამრი მაღიზიანებს :დ კომენტარებსაც არ ვწერ,არ მიყვარს,რა ვიცი :/
პირველად "გავბედე" და გავხსენი შენი სიახლე. უფრო იმისთვის,მენახა კომენტარები,ნეტავ რა მოსწონდათ შენში,უფრო შენს ნაწერში?! .. შემოვედი და წავკარი თვალი ნაწერს.. წავკარი და სუნთქვაშეკრულმა,გულაჩქარებულმა, სასიამოვნოდ გაოგნებულმა წამში ჩავიკითხე.. ეს რა იყო?!

მგონი შემიყვარდი!

 


№4 სტუმარი Guest სალო

შოკში ვარ. ბრავო

 


№5  offline წევრი kakulia

რა კარგიაააააააააა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent