დეტალები .. ისე ..
რამდენად დეტალურია სამყარო.. თითქოს ერთი, უზარმაზარი მთლიანობა და ამ დროს უთვალავი პაწაწინა დეტალი .. რა უცნაურია ადამიანი.. ბუმბერაზ საქმეებს შეეჭიდება და უმცირეს ნაწილაკებს ვერ ამჩნევს.. შემოდგომა მთავრდება .. ახლა განსაკუთრებული სიმძაფრით შევიგრძნობ ციტრუსების სურნელს.. მანდარინები, ლიმნები, ფორთოხლები.. მმ რა სურნელი აქვთ.. გამაცოცხლებელი.. ახლა, როცა შემოდგომა მიილია და ბუნებაც დიდი სიახლისთვის ემზადება, განსაკუთრებული სიმძაფრით ვგრძნობ უშენობას.. თვალს გავახელ და უშენობას ვხედავ ოთახში.. სიცარიელე - ეს ერთი სიტყვაღა ყოფნის ჩემს ცხოვრებას გამოსახატად.. დავდივარ უშენო ოთახებში, ჩაისაც უშენოდ ვსვამ, ტელევიზორსაც უშენოდ ვუყურებ .. ადრე არ ვიცოდი როგორი უნდა ყოფილიყო ჩემი სახლი.. ახლა ვიცი.. ჩემს სახლში უნდა იყოს ბევრი ფანჯარა, მზის სხივები რომ უხვად შემოიჭრას ხოლმე..ჩემს სახლში უნდა იყოს ბევრი ყვავილი .. ჩემს სახლში უნდა იყოს ცოტა და მარტივი კონსტრუქციებით აწყობილი ავეჯი.. მყუდრო კუთხეები.. ჩემს სახლში უნდა იყო შენ .. აბა, უშენოდ რა ხიბლი აქვთ თაროზე ობლად დატოვებულ ჩვენს ფოტოებს ? აბა , უშენოდ რა ხიბლი აქვს კარადაში დატოვებულ ცარიელ ადგილს შენი ტანსაცმლისთვის? აბა, უშენოდ რა ხიბლი აქვს მუდამ გამზადებულ საწოლს იმისთვის რომ მოხვიდე და შენი თბილი ხელები მომხვიო წელზე .. უშენოდ ვერაფერს ვგრძნობ და არაფერს განვიცდი, თითქოს ყინულის ქანდაკებად ვიქეცი.. ხანდახან თითქოს კლდესავით გავძლიერდები და გავმაგრდები და თითქოს ვერევი უშენობის მრავალგზის ტკივილებს..(შენ ხო მასწავლიდი ძლიერი ქალი იყავიო) მერე კიდე მახსენდება რომ სიკვდილივით მენატრები .. ხანდახან ისე მტკივა, მგონია სულს ამ უშენო ოთახში გავაბნევთქო.. მაგ დროს ვტირი ოღონდ ჩუმად.. აბა ხმამაღლა ტკივილებს ვინ გამოხატავს ? ამას ხომ აღიარებების მთელი ნუსხა უნდა მოყვეს .. ვის აქვს ამდენი აღიარებების და აღსარებების ენერგია ? ამიტომ ჩუმად ვტირი .. ჩემთვის.. უცრემლოდაც კი .. მერე გიხსენებ.. ღმერთო, შენს თვალებს.. შენს ღიმილს.. შენს თითებს.. (გახსოვს სულ შენი ხელები მეჭირა ხელში და ვკოცნიდი.. უჩემობისთვის ვერ ვიმეტებდი შენს თითებს) შენს წყვილ ხალებს შენსავე ყელზე .. ვიხსენებ ყველა გამოხედვას.. ყველა ჩახუტებას.. შენს სუნთქვასაც .. მერე ჩვენს ფოტოებს ვიკრავ გულში და წარმოსახვაში ვაგრძელებ ზუსტად იქედან სადაც გავჩერდით, სადაც დამტოვე, სადაც წახვედი.. ჩემს წარმოდგენებში ჩვენ ისევ ერთად ვართ, ჩვენთან ისევ შემოდგომაა.. მე კიდევ მოვირბენ ხოლმე ხიდზე სადაც შენ მელოდები და მიხარია.. იქ ისევ შენი ჩახუტება მელის ვიცი და მეც მოვქრივარ კიბეებზე სწრაფად რომ არ გალოდინო .. შენ კი მხვდები ღიმილიტ, გაშლილი ხელებით და ჩახუტებისას ყურში ისევ მეუბნები "მომენატრე საყვარელო" |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.