ახალი წლის არომატი
რამდენი არომატი არსებობს ამ უკიდეგანო საზღვრებში, ალბათ მილიონი ან იქნებ მილიარდი? რომელია თქვენთვის განსაკუთრებული არომატი? იქნებ თქვენთვის ახლად შეძენილი პარფიუმის, ან კი თქვენი ახლადგამომცხვარი ნამცხვრის? არა, ყველას აქვს თავისი განსაკუთრებული და ამოჩემებული არომატი, ჩემთვის განსაკუთრებული არომატი კი ეს ახალი წლის არომატია. მასში ირევა ზუსტად თქვენთვის ყველასთვის განსაკუთრებული სხვადასხვა არომატი. თოვლის, ხილის, ტკბილეულის, საყვარელი ადამიანსგან ნაჩუქარი სუნამოსი და რა მოთვლის... ახალი წლის არომატი, საყვარელი ადამიანები გვერდით ყოფნა, ცაში მოფარფატე ქათქათა ფიფქები, ფერად-ფერადი და ნათელი მაშხალების გაუჩერებელი სანახაობა, ახალი წლის დადგომამდე ათი წამის ათვლა, დიდი ბრწყინვალე ნაძვის ხე, რომელიც შემკულია ათასნაირი ბურთულებითა და ანგელოზებით,ახალი წლის პირველი წამი, წუთი და საათი, აი ჩემი საყვარელი არომატი, ახალი წლის არომატი. არომატი რომელიც გაჯერებულია სიხარულით, სიყვარულით, ბედნიერებით და უამრავი მოუთოკავი გრძნობებით. ახალი წლის არომატი, ახალი ფიქრები, ოცნებები, ახალი თავგადასავლები ან თუნდაც ახალი სიყვარული, ახალი იმედი და ახალი ცხოვრება, სიცოცხლე. და მაინც როგორია ახალი წლის არომატი? უნიკალური და განსხვავებული, ალბათ. 31 დეკემბრის ღამეს ეს არომატი ჯადოსნურად დატრიალდება ყველა იმ სახლში სადაც სინათლე ანთია და მხიარული გამოძახილები ისმის. არომატი, რომელიც ყველასგან გამორჩეულია, მაგიურად მოიცავს ჩვენს სხეულს და გაგვიტაცებს სადღაც შორს, ზღაპრულ სამყაროში და ჩვენ მივხვდებით თუ რაოდენ ძვირფასია სიცოცხლის თითოეული წამი. ჩვენ დავფიქრდებით ცხოვრებაზე და მის არომატზე, რომელიც ჯადოსნურია, როგორც ახალი წლის ღამე. ეს საოცარი არომატი შემოაღწევს ჩვენს სხეულში და აგვავსებს სიკეთით, გაგვაღიმებს და თავიდან შეგვაყვრებს და სიყვარულით აგვავსებს ერთმანეთისადმი, გაგვაცოცხლებს, თავიდან შეგვქმნის და გაგვასაოცრებს. ჩვენს ირგვლის საოცრებებს მოახდენს, ისეთ საოცრებებს, როგორსაც ვერასდროს წარმოიგნედით, და იცით რაატომ? ეს ახალი წლის, ზუსტადაც ახალი წლის არომატია. ჩვენი მისწრაფება, სურვილები და მიზნები, ახალი წლის დადგომისთანავე ახდება თუ ჩვენ ის ნამდვილად შევიგრძენით. და მისი შეგრძნება მარტივი გგონიათ? სულაც არ არის ასე! თუ თქვენ ამის ძალა არ გაქვთ, სჯობია ამაზე არც იფიქროთ! და თუ თქვენ განსაკუთრებული ბრძანდებით, და თუ თქვენ ის ხართ ვინც უნდა იყოთ, თქვენ აუცილებლად შეიგრძნობთ ამ არომატს, ახალი წლის არომატს. არომატი, ჩემი არომატი, უხილავი არომატი, რომელიც ყველაზე ძლიერია, ყველა შტამბეჭდავია და განუმეორებელია ის ჩემია და მე ამ არომატს ყველას გჩუქნით. ახალი წელია, მაგიური ღამე. ეს ღამეა, როცა ყველა ოცნება, ჩვენი ყველას ოცნება სრულყოფილი ხდება. ეს ღამეა, ყველაზე გამორჩეული ღამე, როცა ყველაფერი ანათებს, ქუჩაში მარტოდმარტოდ მიმავალი ადამიანი რომლის სახესაც მბუჟტავი ნათურები ანათებენ ისიც კი ბედნიერია და ამაში მარტოობა ხელს არ უშლის, ის ბედნიერია, რადგან იცის თუ მის ცხოვრებაში ახალი წლის პირველი დღე დადგა, ის დღეც მოვა, რომ მის ბედნიერებას სხვასაც გაუზიარებს, ზუსტად ეს ადამიანია იმ მაგიური არომატით შეპყრობილი. ამ მაგიური არომატით არიან შეპყრობილნი ასევე, პალატაში საწოლზე თბილად მოკალათებული დედა-შვილი, რომლებიც საახალწლო სიმღერის ფონზე ხმამაღლა და მხიარულად ხარხარებენ. ახლა მოდი ქუჩას ჩავუაროთ და ფანჯარას შევხედოთ, საიდანაც ხელს გვიქნევენ ბედნიერი წყვილი, რომელებიც ახალ წელთან ერთად ამ არომატით გაბრუებულები მათი ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ. მათ მოპირდაპირე სახლში კი ახლადშეუღლებული წყვილი, მათ მომავალ შვილს ეფერებიან და ერთმანეთს სიყვარულით შესცქერიან. თოვს, თოვს, თოვს... ახალი წელი.. საითაც არ უნდა გავიხედოთ, ყველგან ბედნიერ ადამიანებს ვიხილავთ. და ჩვენ ვინც, მოვჯადოვდით ამ განსაკუთრებული არომატით, ვიცინოთ ბევრი ვიცინოთ! რადგან, ახალი წელია! ჯადოსნური და მაგიური! საოცარი და ბედნიერი! ეს ის დროა, როცა ყველაფერი აუცილებლად უნდა დავივწყოთ და სიხარულით შევეგებოთ ახალი წლის პირველ წამებს! უნდა ვიმღეროთ, ხმის ჩახლეჩვამდე და უნდა ვიცეკვოთ იქამდე სანამ არ მოგვბეზრდება.უნდა მოვძებნოთ თითოეულ წვრილმანში სილამაზე და ამ სილამაზით უნდა გავაფერადოთ შავი ცხოვრება, რომელიც მშვენიერია! ცხოვრება მშვენიერია! ზუსტად ეს არის ჩემი ახალი წლის არომატი, რომელიც ყველაზე ტკბილი და ჭეშმარიტია! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.