შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იყო ერთი ბიჭი


14-12-2016, 14:24
ავტორი Lex
ნანახია 1 756

იყო ერთი ბიჭი
დაბადებისთანავე მიატოვეს... ასე უთხრეს ვერ იცოცხლებსო, მაგრამ გადარჩა.
მშობლებმა მის წაყვანაზე მაინც უარი განაცხადეს, სახლში ჯანმრთელებისთვის წესიერად ვერ მოგვივლიაო და ინვალიდი ბავშვი რად გვინდა, მაგას რა მოუვლისო ....
... ძალიან უყვარდა ბურთი, თუმცა ვერც თამაშობდა, ხშირად უწევდა სხვების შეწუხება ბურთი მომაწოდეთო...
განიცდიდა, მაგრამ არც კი იმჩნევდა
ერთხელ საჩუქრები ვუყიდე. გზაში უკვე წარმოდგენილიც კი მქონდა მისი გახარებული თვალები, მაგრამ სიხარულის ნაცვლად გაკვირვება დავინახე... ტკბილეულს არ მართმევდა არ მიყვარსო, პატარა თოკით მოსაზიდი ბურთი კი მართლაც ძალიან გაუხარდა. ახლა აღარ დასჭირდებოდა ვინმეს დაძახება ბურთი გადამივარდა დამეხმარეთო.
იმ დღეს მთელი ბავშვები შემოეხვია, ყველას აინტერესებდა პატარა თოკიანი ბურთი.
ძალიან გამხიარულდა, ყველას ათხოვა, რაც მაშინ ილაპარაკა ამდენი სიტყვა ერთად მისი პატარა ცხოვრების მანძილზე არასდროს უთქვამს.
იჯდა ხოლმე ჩაფიქრებული თავის პატარა ეტლში, თავი ოდნავ დახრილი ჰქონდა თითქოს სიმძიმისგამოო, მაგრამ ამ დროს ფიქრობდა, არვიცი რას, მის გამომეტყველებაზე ჩანდა, იმ წუთებში სადღაც შორს იყო, შორს თავისი ეტლიდან ძალიან შორს...
ერთ დღესაც ჩვეულებისამებრ თავჩაქინდრული დავინახე
მერე თავი ასწია
სადღაც უსასრულობას უყურა
და მითხრა:
,,მე რომ მშობლები მყოლოდა, ისინი ხომ მინახულებდნენ, მომიტანდნენ ბევრ კამფეტებს, მართალია მე ტკბილეული არ მიყვარს, მაგრამ ხომ გამიხარდებოდაო’’...
... პატარა შვიდიოდე წლის ბიჭმა, რომელსაც ჯერ ერთი წიგნიც არ ჰქონდა წაკითხული, სიხარულის საიდუმლო ამოხსნა... რა უბრალოდ და მარტივად ასახა ცხოვრების არსი...
ჩვენ კი, ზრდასრულნი არცთუ ისე ხშირად ვცდილობთ ერთმანეთისათვის ამ მცირეოდენი სიხარულის მინიჭებას, რომელმაც შეიძლება დიდი ბედნიერება გაჩუქოს ...
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული
ალბათ იყო მონათლული
არ ვიცი...
Lех 2013 წლის 27 ივლისი



№1  offline ადმინი ano23

მართლა ამეტირა რომ წავიკითხე :-\

 


№2  offline წევრი Lex

ano23
მართლა ამეტირა რომ წავიკითხე :-\

მართლა მასე იყო, სამწუხაროდ ნამდვილი სახელი არ მახსოვს, მეტსახელს ეძახდნენ
ერთი შავტუხა ქურთის ბიჭუნა იყო, სევდიანი თვალებით :( ერთ კლიპშიც არის სხვა ბავშვებთან ერთად
--------------------
Lex

 


№3  offline წევრი ლილიანი

აუუ ძაან დამიარა ჟრუანტელმმაა ცუდია ასეთები რომ ხდება cry

 


№4  offline წევრი Lex

კი ძალიან მძიმე, მსგავსი ამბები ბევრია, ჯერ ის რომ მიტოვებული ბავშვები და მერე ამას დამატებული უნარშეზღუდული...
ძალიან ბევრი ბავშვია ასეთი საქართველოში, ცხოვრობენ მაგრამ თითქოს არ არსებობენ :(
--------------------
Lex

 


№5  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent