შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსიცოცხლო


12-01-2017, 00:08
ავტორი ფრთიანი
ნანახია 1 423

ადრე ერთი ნახვით შეყვარებას სისულელედ ვთვლიდი.დღეს მეც სულელი ვარ.საერთოდ არაა საჭირო იცნობდე ადამიანს რომ შეგიყვარდეს.არსებობს უამრავი ადამიანი რომელსაც წლების განმავლობააში იცნობ თუმცა არ გიყვარს.არსებობენ ისეთებიც არ გინახავს და გენატრება....

ცხოვრება ისეთია რასაც უარყოფ ის მოვა .შენ ბობოქარი ქარივით მოდი ამირიე და სიოსავით მიიმალე. მე კი მას შემდეგ ყოველ დღე გეძებ ქუჩებში.წვიმა ძალიან მიყვარს და იმ იმედით ვარ შენც გეყვარება და ოდესმე შევხვდებით.ადრე ვამბობდი რომ აუცილებლად უნდა გყვარებოდა კითხვა ,მწვანე თვალების მქონე იქნებოდი თუმცა არაუშავს დღეს არ აქვს მნიშვნელობა,როცა გამოჩნდები ერთად ვისეირნებთ და იქნებ ერთადაც დავწეროთ ისტორია რომელსაც წლების შემდეგ ბუხართან ერთად წავიკითხავთ.დღეს უკვე არ აქვს მნიშვნელობა შენი თვალები რა ფერია რადგან მე მასში დავინახავ ყველაზე მნიშვნელოვანს- სითბოს.რომელიც მხოლოდ ჩვენ კიარა გარშემომყოფებსაც გაათბობს.თუ ოდესმე შენი თვალებით ვერ შეძლებ სამყაროს დანახვას მე ვიქნები შენი თვალები...

ცხოვრებაში ერთხელ გამიმართლებს და ეს იქნება ის დღე როცა დავტკბები შენი ყურებით 24 საათის განმავლობაში, ვხედავდე ჩემ თავს შენს თვალებში ვიცი აუხდენელი სურვილია.ამ დღის შემდეგ კი ისე ვიცხოვრებ თითქოს ჩემი მისია შევასრულე, ვიცხოვრებ შენი მოგონებებით რომელსაც მთელი ცხოვრება შემოვინახავ.ვივლი ქუჩა-ქუჩა და ყველას თვალებში დავიწყებ შენი საოცარი ღიმილისა და თვალების პოვნას თუმცა იმედგაცრუებული დავბრუნდები.

24საათი ცოტაა შენი თვალების დასატკბობად თუმცა საკმარისი ოცნებების ასასრულებლად.სიყვარული ჩემთვის ბედნიერებაა ორი ადამიანის გაბრწყინებული თვალებია ,ვიცი ყველაფერი ისე როდი ხდება როგორც გვინდა თუმცა შენი ბედნიერება ჩემი ბედნიერებაა.მთელი ცხოვრება მარტოსული ვარსკვლავი ვიქნები რომელიც შენი ბედნიერებით დაიწყებს კაშკაშს და თუ ოდესმე ჩაიფიქრებ ძვირფასს შენთვის ძალას არ დავიშურებ ასასრულებლად !ვიცი რთულია უიმედო სიყვარული ,მთელი გულით გისურვებ სიყვარულით ტკბობას ...



№1  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 


№2  offline წევრი ფრთიანი

kakulia
ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes


მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent