შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატიება


12-01-2017, 10:25
ავტორი sonrisa
ნანახია 1 441

მიყვარს სოფელი.მე სოფელში დავიბადე და აღვიზარდე.მიყვარს სუფთა ჰაერი...ჩიტების ჟღურტული...ჭრიჭინების ხმა ღამღამობით...ტყეში ხეტიალი...ვარსკვლავებით მოჭედილი ცის საათობით ყურება...მიყვარს სიჩუმე...მიყვარს სეირნობა როცა მთვარე გზას ანათებს...საოცარი შეგრძნებაა...უყურებ ცას და იმდენად მაღლა ხარ,რომ ყველაფერი ახლოსაა...გგონია, ხელი მაღლა რომ ასწიო, ვარსკვლავს მოწყვეტ ციდან...აქ სოფელში შენ გრძნობ, რომ ბუნების შვილი ხარ...ზიხარ ეზოში, სკამზე...თვალდახუჭული ჩაისუნთქავ ღრმად ჰაერს,ამოისუნთქავ და იღიმი...აქ ყველაფერი შენია...აქ ყველაფერი ნაცნობია და ბედნიერი ხარ, რომ ეს სოფელი შენ გეკუთვნის...შენ კი მას...ასე იყო იქამდე,სანამ ის ტრაგედია მოხდებოდა...
სოფელში ვცხოვრობდით მე,ჩემი ძმა ლაშა და მამიდა.ჩვენ მშობლები არ გვყავდა.ისინი დიდმა მიწისძვრამ იმსხვერპლა.ჩვენ სასწაულებრივად გადავრჩით.მე და ჩემი ძმა სკოლაში ვსწავლობდით.მე ვამთავრებდი სკოლას,მაშინ 18 წლის ვიყავი,ლაშა კი - 15-ის.მამიდა საოცარი ადამიანი იყო.ჩვენს აღზრდაზე პასუხისმგებლობა მან აიღო.ის იყო კეთილი და ამავე დროს მკაცრი. არ გვანებივრებდა.ცდილობდა, არც მზრუნველობა მოეკლო ჩვენთვის და არც ზედმეტად ცივი ყოფილიყო.უნდოდა,ღირსეული ძმისშვილები ჰყოლოდა,ისეთები,ყველა რომ იამაყებდა...ჩვენც ვცდილობდით, არ გაგვენაწყენებინა ჩვენი მამიდა თინიკო...
ალბათ იმიტომ,რომ ჩემსა და ჩემს ძმას შორის ასაკობრივი სხვაობა მცირე იყო,ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან...არ ვჩხუბობდით...ერთმანეთს ვუთმობდით და გარდა და-ძმობისა,ვცდილობდით ერთმანეთისთვის დედაც და მამაც ვყოფილიყავით...სულ ერთად დავდიოდით ყველგან...მე უმისოდ,ხოლო ის უჩემოდ არ არსებობდა...ჩვენ ერთი შეკრული ოჯახი ვიყავით.
ასე გადიოდა წლები ერთმანეთზე ზრუნვით.ჩემი ძმა იყო ჩემი ცხოვრების აზრი.ჩემი სუნთქვა...ჩემი სულის ნაწილი...ჩემი მზე და ჩემი მთვარე...ჩემი იმედი...ჩემი ნატვრა და ჩემი ოცნება...მე მისთვის ვარსებობდი...მის გარდა ვერავის ვამჩნევდი ვერასდროს...
და ერთ დღესაც ის გაქრა...და მასთან ერთად გავქრი მეც...მე შევწყვიტე ცხოვრება და დავიწყე არსებობა...ჩემი გული უფრო ნელა ძგერდა,ვიდრე ადრე...მე გავხდი საკუთარი თავის ჩრდილი...ხანდახან ვერც კი ვამჩნევდი როგორ გადიოდა დრო...ჩემს არსებობას ვეღარ ვგრძნობდი...მე დავკარგე ჩემი სხეული და ჩემი სული...სიბნელემ მომიცვა...ყველაფერი კი ერთი ნასვამი მძღოლის გამო,რომელიც ჩემს ძმას დაეჯახა და მოკლა ადგილზე...მახსოვს,იმ დღეს წვიმდა...სახლში ვიყავი მამიდასთან ერთად.ჩაის ვსვამდით და სამომავლო გეგმებს ვაწყობდით.უცბად მეზობელი შემოვარდა კივილით -ლაშას მანქანა დაეჯახაო...მე გონება დავკარგე...გონს რომ მოვედი, ლაშა დავინახე...ის აღარ სუნთქავდა...ის აღარ მიღიმოდა და თავის გაბრწყინებულ თვალებს აღარ მანათებდა...მე ის დავკარგე სამუდამოდ და მასთან ერთად დავკარგე საკუთარი თავიც...და ყველაზე საშინელი იმის გაცნობიერება იყო,რომ ვერ შევძელი, მისთვის მეთქვა,რომ ის იყო ის,რითაც მე ვსუნთქავდი და ვსულდგმულობდი...და მე გავაცნობიერე,რომ ამის თქმის საშუალება არც არასდროს მექნებოდა...დამნაშავე გაამართლეს...მას დიდი სანაცნობო წრე ჰყავდა და მათ გადაარჩინეს...და უსაშინლესი შეგრძნება იყო,რომ...მან არც არაფერი აღიარა ...ყველამ ვიცოდით,რომ ის იყო...მაგრამ დუმდა...არც მოსულა სახლში და არც ბოდიში მოუხდია...ჩემი ძმა მიწაში იდო...ის კი უშფოთველად და უდარდელად აგრძელებდა ცხოვრებას,თითქოს არაფერი მომხდარა...
ერთ დღეს მზე კაშკაშებდა...სიცხე იყო...ზაფხული იყო...მე წავედი ჩემს საყვარელ ადგილას...ეს იყო ხიდი მდინარეზე,რომელიც მდინარიდან 20 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობდა... აქ ბევრი იღებდა სურათს...ტურისტი თუ ადგილობრივი...ლამაზი ხიდი იყო, შთამბეჭდავი ბუნებით. მაგრამ მე აქ სურათის გადასაღებად არ მოვსულვარ...გავისეირნე ხიდზე და უცბად გავჩერდი...შევხედე ცას...თითქოს ვეკითხებოდი-რატომ??? მაგრამ პასუხი არსაიდან ჩანდა...თვალებზე ცრემლები მომადგა...ქვითინი დავიწყე და...გადავხტი წყალში...ვერ ვიტყვი,რომ არ შემშინებია...გული გამალებით მიცემდა,მაგრამ ვიცოდი,რომ ჩემს ტანჯვას ბოლო მოეღებოდა...იქამდე დავკარგე გრძნობა,სანამ წყალში აღმოვჩნდებოდი...
მე გადავრჩი...იქვე ბიჭები ბანაობდნენ და გადამარჩინეს...ამ დღიდან მალევე მე და მამიდა ქალაქში გადავედით საცხოვრებლად.მამიდამ ყველაფერი მიატოვა,რომ მე იმ ადგილს მოვშორებოდი და ახალი ცხოვრება დამეწყო...მე და მამიდამ დავიწყეთ მუშაობა მაღაზიაში და ნელა-ნელა ყველაფერი კალაპოტში ჩადგა...ახალი გარემო ახდენდა ზეგავლენას...
დრო არ კურნავს...ტკივილი არ გადის...ის რჩება...დრო მხოლოდ გვასწვალის ტკივილთან ერთად ცხოვრებას...მასთან გამკლავებას და ყველაფრის მიუხედავად, ცხოვრების სურვილის ქონას...მე ვუკრძალავდი თავს ლაშაზე ფიქრს და ასე გადიოდა დრო...მე გავიზარდე...მაშინ მხოლოდ 18 წლის გოგო ვიყავი, ახლა 26-ის ვარ. 8 წელი გავიდა ტრაგედიის შემდეგ და მეც გადავწყვიტე, დავბრუნდე...დავბრუნდე სოფელში და ჩემი ძმის საფლავი მოვინახულო...
ცივა...ძალიან ცივა...ვკანკალებ...ზამთარია...ჯერ გზაში ვარ...გული ისე მიცემს,თითქოს დავრბოდე...ვიხედები ავტობუსიდან...და ყველაფერი ძველებურად არის...თითქოს დრო გაიყინა,გაჩერდა...არაფერი შეცვლილა...თითქოს არც არაფერი მომხდარა და მე არც წამოვსულვარ 8 წლის წინ სოფლიდან...ჩამოვედი ავტობუსიდან და ვნერვიულობდი...მივედი ჩემს სახლში...ჯერ შორიდან ვუყურებდი...თითქოს ვერ ვბედავდი შიგნით შესვლას...ბოლოს გამბედაობა მოვიკრიბე და შევაღე ჭიშკარი...ყველაფერი მტვრიანი იყო...სიძველის სუნი დაჰკრავდა ყველაფერს...ჩანთა დავდე ძირს და იმწამსვე გავედი გარეთ...დავკრიფე გზად ყვავილები და ავედი სასაფლაოზე...ვიპოვე ჩემი ძმის სამარე და დავწექი მეც იქვე... წარმოვიდგინე,თითქოს ის ჩემთან იყო,ძველებურად მიღიმოდა და გულში მიკრავდა... ვეფერებოდი ყველაფერს,ისე,თითქოს მას ვეხებოდი და ცოტა დავწყნარდი...ცრემლები ხელით შევიშრე და წამოვედი...
მთელმა შემდეგმა დღემ სახლისა და ეზოს დალაგებაში განვლო...ხშირად შევდიოდი ლაშას ოთახში და მას ველაპარაკებოდი...ისიც თითქოს იქ იყო და მისმენდა...მერე მომწყურდა და გადავწყვიტე წყაროზე ჩასვლა...ახლოს არ იყო...მაგრამ ვიფიქრე თან გავისეირნებმეთქი...მივდიოდი ნელა...თან მაღლა ვიყურებოდი...ვუცქერდი ხეებს,ჩიტებს... ისინიც თითქოს მიღიმოდნენ და ჩემი დაბრუნება უხაროდათ...მეზობლები თუ შემომხვდებოდნენ,ჩერდებოდნენ,ადგილზე ქვავდებოდნენ,ცრემლები წამოუვიდოდათ ხოლმე და უხმოდ გადამეხვეოდნენ...მივდიოდი ჩუმად,აუღელვებლად...და დავინახე შორიდან კვამლი...მივხვდი,რომ რაღაც იწვოდა და გავიქეცი იმ ადგილისკენ,საიდანაც ბოლი ამოდიოდა...დავინახე სახლი....თითქმის არაფერი ჩანდა...მთელი მეორე სართული კვამლში იყო გახვეული...პირველი სართული კი ჯერ მთლად არ დაეფარა ბოლს...გადავწყვიტე შევსულიყავი და დამეთვალიერებინა, ვინმე ხომ არ იყო შიგნით...შევედი,თან სახეზე ხელებს ვიფარებდი,რომ ჩამტვრეული შუშის ნატეხები თვალებში არ მომხვედროდა...კვამლი მატულობდა...საცაა მეც მშთანთქავდა...ვიხრჩობოდი...ჩემს ფილტვებს სუნთქვა უჭირდათ და ამ დროს დავინახე კაცი,რომელიც ძირს იწვა გონებამიხდილი... მივვარდი და მოსულიერება ვცადე...არაფერი გამომივიდა...არ შევეშვი და არ დავტოვე მარტო...ჩემ გარდა იქ არავინ იყო და მე რომ არა, ის კაცი მოკვდებოდა...როგორც იქნა, მოვახერხე და მოვასულიერე,მერე ფეხზე წამოდგომაში დავეხმარე... მომეყრდნო და ერთად ძლივს მოვახერხეთ გამოსვლა...გამოვედით თუ არა, აფეთქების ხმა გაისმა და მთელი სახლი მიწასთან გასწორდა...ის ძირს დაეცა და ტიროდა...ტიროდა ხმამაღლა და ვეღარ ჩერდებოდა...თავი ძირს ჰქონდა დახრილი და ხმას ვერ იღებდა...მეც მივუახლოვდი და დავიჩოქე მის წინ...თვალებში ჩავხედე და გადავეხვიე...ის კი უმატებდა ტირილს და იხრჩობოდა ცრემლებისგან...მე ამოვიღე ჯიბიდან ხელსახოცი და მას ცრემლები მოვწმინდე...ვთხოვდი და ვევედრებოდი,რომ არ ეტირა...კაი ხანს ვიყავით ასე...ვცდილობდი, დამეწყნარებინა დაბოლოს მოვახერხე მისი წამოყენება...მან თვალებში შემომხედა და მითხრა-,,ბოდიში...ბოდიშიიიი...’’ამ სიტყვას იმეორებდა და ვერ ჩერდებოდა...მან მითხრა-,,მე დავისაჯე...მე ვეღარ ვცხოვრობ...მე არ ვიცი რატომ ვარსებობ...მე მოვკვდი...დავიწყე დალევა,გავლოთდი და ყველამ მიმატოვა...მე ცოცხალი აღარ ვარ...მაპატიე...მაგრამ მე ამ დიდებული საჩუქრის ღირსი არ ვარ...’’ გული ამიჩუყდა...ამას რომ ამბობდა თან ტიროდა...ხმაში უიმედობა და სასოწარკვეთა იგრძნობოდა...ეს იყო მარტოსული,განადგურებული ადამიანის ხმა...იმ ადამიანის ხმა,რომელსაც სული მოწამლული აქვს და რომელსაც სინდისი ქენჯნის...მე მას ვუთხარი-,,მე შენ გპატიობ...’’’მან ამოიოხრა და ძირს დაეცა...მე ის წამოვაყენე და ისევ ჩავეხუტე...ეს ის ადამიანი იყო,რომელმაც მე ძმა მომიკლა 8 წლის წინ...



№1  offline წევრი stranger9

მოდი პოზიტიურით დავიწყებ, აშკარად ეტყობოდა ნაწერს რომ არ მიგიფუჩეჩებია და ეცადე კარგი გამოგსვლოდა, მაგრამ ყურადღება უნდა მიაქციო ტავტოლოგიებს. ამდენი ნაცვალსახელი არაა საჭირო. წინადადებებიც ძალიან მარტივია. არა, ამაში ცუდი არაფერი არაა, უბრალოდ დაწყებითი კლასების მოსწავლის ნაწერს ემსგავსება. ცოტა მეტი ყურადღება და უკეთესი გამოგივა
ხო და კიდევ, ცოტა მეტი რეალიზმი არ იქნება ცუდი
წარმატებები ♥

 


№2  offline წევრი sonrisa

მადლობა კომენტარისთვის. რახან დააკომენტარე, ე.ი წაიკითხე და ეს უკვე ძალიან კარგია:) მადლობა რჩევისთვის.ნელა-ნელა ვცდილობ დავიხვეწო.იმედია გამომივა. ნაცვალსახელებს რაც შეეხება, კი,მართლაც ბევრია,ეს ჩემი სტილია:)და რაც შეეხება რეალიზმს,გეთანხმები იმაში,რომ ჩემი მოთხრობები მასაზე არაა გათვლილი და ძირითადად ვერავინ იგებს რას კითხულობს,რადგან მე მოსახლეობის იმ 10 და შეიძლება 20 %ზე ვწერ,რომელიც მჯერა რომ ყველა ქვეყანაში არსებობს.ეს არის ძალიან ჭკვიანი,ბრძენი ხალხი სულიერი ასაკოვნებით,თეთრი,გამჭვირვალე ადამიანები წმინდა გულითა და წრფელი სულით.ჩემი წერის მიზანიც სწორედ ეგაა,რომ ხალხის თვალსაწიერი ამაღლდეს და მსოფლიო ცოტა მაინც უფრო თბილი და მოსიყვარულე გახდეს.ეს რამდენად გამოდის,სხვა საკითხია,მაგრამ მე მაინც ვცდილობ:) მადლობა კიდევ ერთხელ:)წარმატებები შენც ასვე <3

 


№3  offline წევრი stranger9

ბოდიში მაგრამ ნაცვალსახელებია ზედმეტი გამოყენება არანაირ სტილში არ ჯდება და ცუდად ხვდება ყურს. ვერანაირად ვერ დაგეთანხმები რომ ამ ნაწერში რამე ისეთი ღრმა აზრი დევს, რომელსაც მხოლოდ 10 ან თუნდაც 20% გაიგებს. ყველაფერი ძალიან მარტივად გასაგებია. ზედმეტი სიბრძნე არ სჭირდება არანაირად. აქ არაფერ შუაში არაა სამყაროს შეცვლა
ყველა ნაწერი მასაზეა გათვლილი, რაც არ უნდა ვთქვათ

 


№4  offline წევრი sonrisa

მადლობა აზრის გამოთქმისთვის,მაგრამ მარტივი გასაგები ნამდვილად არ არის ის,რომ შენი ძმის მკვლელს შეგიძლია ჩადენილი დანაშაული აპატიო...ამას 80 % არ გააკეთებს...

 


№5  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent