შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მზის მკრთალი ნათება


7-11-2016, 00:31
ავტორი beqaloxishvili
ნანახია 1 983

სოფელში რა უფრო მშვენიერია, უზენაესი სიჩუმე, ვარსკვლავებით მოჭედილი ზეცა, თუ ჩემი გოთიკური ხედვებით აღქმული დილის სუსხი და ამ სუსხში გაჟღენთილი ნისლი?!
ბებიაჩემს რომ კითხოთ, რომ არა სოფელი, დედაქალაქიც არ იარსებებდა. ის ფილოსოფოსია... რაღაც სხვაგვარი ფილოსოფოსი, ამის რომ საერთოდ არაფერი გაეგება.
კიდევ, მას სხვა რაღაცეებსაც ვეკითხები ხოლმე, მაგალითად წუხელ ამგვარი კითხვა დავსვი, რა იქნებოდა ცხრამეტი წლის რომ იყო–მეთქი.
ვიმუშავებდიო. – მაინც როგორ დაუმახინჯა კომუნიზმმა გონება, არა?
ღმერთმანი, ერთი სული მაქვს შვილიშვილმა მკითხოს, რას იზამდი ახალგაზრდა რომ იყოო, დაუფიქრებლად ვუპასუხებდი და ამ ჩემი პასუხის გაცემა საათობით გასტანდა. ყველაფერს ვეტყოდი, იმასაც, ფურგონით გალაქტიკის შემოვლა რომ მინდოდა მობისა და ჯონი ქეშის თანმხლებით. ვეტყოდი, რომ უდაბნოში დავსახლდებოდი, რომ მე და ჩემი თანამგზავრი წლების განმავლობაში მდუმარედ ვიხეტიალებდით.
რამდენ რამეს ვეტყოდი...
მაგრამ არა! მე ვიმუშავებდიო. ალბათ კვლავ ჩაის ფაბრიკა იგულისხმა, რაც ასეულობით კომუნისტისთვის ნაღდად საუკეთესო მოგონებაა: როგორ მუშაობდნენ წელში გაწყვეტამდე.
თუმცა საქმე სულ სხვა რაღაცაშია...
ცოტაოდენი რომანტიკის გარეშე არც სიკვდილი მინდა და არც სიცოცხლე, – მითუმეტეს.
რომანტიკა კი არაფერია თუ არა საუკეთესო ხედვები...
მაგალითად ბებიაჩემისთვის ნისლი ნისლია, ჩემთვის კი იმაზე მეტი, ვიდრე ეს უბრალოდ ნისლია.
ბეთჰოვენის მთვარის სონატა მოვასმენინე და ეს რა არისო.
მან არ იცის, რომ ბეთჰოვენი ჩემი ღამის მეგობარია. მან არაფერი იცის.
კიდევ, ვკითხე, მოსაწევი თუ მოგიწევია–მეთქი. რაღაც გურულური აღშფოთებით შემეპასუხა, რას კადრულობო.
იმას, ბებო, რაც შენ არ გესმის–მეთქი.
იმას, რომ სრულ უაზრობაში ცხოვრობ–მეთქი.
იმას, რომ ახლა უკვე ნაღდად გვიანია–მეთქი.
იმას, ბებო, რომ ახალგაზრდობაში ცოტა რომანტიკული უნდა ყოფილიყავი–მეთქი.
იმას, რაც მშვენიერია ამ დაწყევლილ მსოფლიოში–მეთქი.
მაგნაირებს არ ვეკარებოდიო.
რაინაირებს ბებო, ეს ხომ უბედურისთვის ჩინური ბედნიერებაა–მეთქი.
რეებს ბოდიალობო.
იმას, რისიც არასდროს გესმოდა–მეთქი. არადა, კი გავიფიქრე, ეს კარგია?! ჩემი ხედვები რის მომტანია?!
მეთქი, ბებოჯან, ერთი გოგო მიყვარს!
ყველაზე ლამაზია–მეთქი. ოღონდ მართლა ზე ლამაზი! აი ეს სიტყვა, სრულიად არ გამოხატავს იმას, რასაც ვგულისხმობ–მეთქი.
ბებიაჩემს გაუხარდა, ასეთი მშვენიერება რომ შემიყვარდა, მან ისიც კი არ იცოდა, რომ ამ ჩემ სატრფოს არათუ ყოველდღე ვხედავდი, არამედ საერთოდაც არ ვიცნობდი.
ხოდა ისეთებიც არსებობენ, მათი სურათის შეხედვაში ყოველთვიურ ქირასაც კი გადავიხდიდით.
ხოდა ბებო, ამაში მეხმარება–მეთქი.
გრძნობებს მიღვივებს–მეთქი.
მას ჩემი არ ესმოდა, თუმცა ამას მიჩვეული ვარ.
ხოდა ბებოჯან, რეჟისორი გამოვალ–მეთქი.
რეჟისორი ვიქნები და იმ გოგოს მოკლე მეტრაჟიან ფილმში გადავიღებ!
ეგ რა არისო, ბებიაჩემმა მკითხა.
– და ბებოჯან, ეს ფილმი გაგრძელდება უსასრულოდ.
ის ოთახში იდგება–მეთქი, მკრთალად განათებულ ოთახში. ოთახი იქნება ყვითელი. მზეც ყვითელი–მეთქი.
იმ გოგოს, ავადმყოფურად თეთრი კანი აქვს–მეთქი.
მზის მკრთალი ნათება ყოველივე ამას ენით აღუწერლად მოუხდებოდა–მეთქი.
ხოდა ბებო, ს ვეწევი, ვუყურებ ამ გოგოს ფოტოს და ამას წარმოვიდგენ–მეთქი.
ეხ, რა გესმის შენ?!
რა იცი რას ნიშნავს, მზის მკრთალი ნათება–მეთქი.
სამყარო ბებოჯან, ჩვენშია–მეთქი, ჩვენშიც!...
თუმცა შენ რა გესმის...



№1  offline ახალბედა მწერალი Keke27

რისი თქმა გინდა ვერ გავიგე წესიერად.
მომეჩვენა, რომ ბებოს აკნინებ.. რამაც ჩემი გაღიზიანება გამოიწვია.
ბებომ ყველაფერი იცის..
მისი პასუხი ძალიან მომეწონა. იმუშავებდა, აბა რა. თუნდაც ჩაის ფაბრიკაში. კომუნიზმი რა შუაშია.
ქალმაც უნდა იმუშავოს, გავიდეს სახლიდან და საზოგადოების ნაწილი გახდეს.
ეს გიპასუხა ბებომ. )))
შენს პასუხებს კი საერთოდ არ მოისმენდა შენი შვილიშვილი. :))
მაგრამ როცა ბებოს ასაკამდე მიხვალ, დამიჯერე მხოლოდ ერთი სიტყვით აღწერ შენს ნამდვილს ოცნებას. )))

პ.ს. ნაწერი კარგი გაქვს.
წარმატებები.
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№2 სტუმარი bla..

Vaime..rogor shecvlila sheni azrovneba..fiqrebi..weris stilic kii..

 


№3  offline წევრი იგი

სალამი ბექა
ერთადერთი რამ რასაც ვნატრობი ის არის
რომ ჩემი სული ისე არ გაიხვრიტოს რომ
ერთადერთი რამ რასაც წარმოვიდგენ
რეალობა იყოს !
ოთახში შემოსული მკრთალი ნათება
სხივები რომლებიც გარდამავალია
წყვეტილი და გარდამავალი
ერთადერთი ნივთი
ჩემს წარმოსახვაში
მწიფე ვაშლები
მწყობრად
თანმიმდევრულად
დარკალული იატაკზე
მზის სიხივები
და ფერ დაკარგული სახე
ჯადოქრობაა
ძალიან მომეწონა
ძალიან გულწფელი
და ლამაზი იყო
მე ყოველთვის გხედავ
მეტი რწმენა
შენ ფილმს გადაიღებ
მზის სხივები კი
ხელებს გაგაინათებს .
წარმატებას გისურვებ
მთელი გულით
ისა და შენ გვარს ვერ ვიმახსოვრებდი
დღეს კიდე გამართულად ჩავწერე
4love.ge/user/beqaloxishvili
არასოდეს დაგეკარგოს
ის იდენტობა
რაც ჩემს თვალში გაქვს ..
მაინც ეგოისტურად ჩემს თვალშითქო :დ
ჰო და
მეტი უკეთესად ვერც ვიტყვი
ძან მაგარი ხარ
ყოველი წინადადება
1გრამიაა , რონელიც 21 ცილდება
❤️
--------------------
ლო

 


№4  offline წევრი kakulia

ძალიან ძალიან საყვარლობაა heart_eyes kissing_heart

 


№5  offline წევრი ქეთი:)

ძალიან მაგარიაა.. არასდროს მბეზრდებაა კითხვაა.. ვნანობბ აქამდწ რომ არ ვიცოდი ეს საიტიი.. დროოს კიი რაში ვკარგავდი :(
--------------------
ITEQ..!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent