მისტერ ჩბოსკი და მარტოსულობის უპირატესობანი
რა უპირატესობები შეიძლება ჰქონდეს მარტოსულობას? ბევრი იფიქრებს რომ არანაირი, მაგრამ მისტერ სტივენ ჩბოსკი, ჩარლი, სემი და პატრიკი ასე ნამდვილად არ ფიქრობენ. წინგში მოთხრობილი ისტორიის გარდა, თვითონ ამ წიგნის კითხვაც ერთგვარ ისტორიად იქცა ჩემთვის და სამი უსაყვარლესი პერსონაჟი შევმატე ჩემს გრძელ სიას. ამერიკაში წიგნმა დიდი აურზაური გამოიწვია, რადგან , იქაურმა მშობლებმა მასში განხილული საკითხები -ნარკომანია, სექსუალური ძალადობა, ჰომოსექსუალობა და თვითმკვლელობა დიდ საფრთხედ ჩათვალეს, თუმცა, მსგავსი მძიმე თემების გარდა როგორ შეიძლება არ მოიხიბლო ჩარლის გულწრფელი და ამავდროულად ბავშვური სიყვარულით, რომელსაც სემის მიმართ განიცდის, ასევე მისი კეთილგნაწყობით წერილის ადრესატის მიმართ, რომელსაც არც კი იცნობს და რა თქმა მისი მარტოსულობით. ჩარლი ბიჭია, რომელიც, ბევრს კითხულობს, ფიქრობს, წერს და ყველაფერს ამჩნევს, სემი - ზედმეტად თავისუფალი და არც თუ ისე კარგი რეპუტაციის მატარებელი გოგონა გახლავთ, პატრიკი კი არატრდიციული ორიენტაციის მქონეა. სამივე ადამიანთა იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდნენ რომლისთვისაც, სოციალური ადაპტაცია არც ისე ადვილი იყო და სწორედ ამიტომაც იყვნენ ისინი განუყრელი მეგობრები, იმდენად განუყრელები რომ წიგნის დასრულებისას, ეჭვიც არ შემპარვია მათი მეგობრობის სამუდამოდ გაგრძელებაში. ამ შესანიშნავი სამეულის მთავარი უპირატესობა იმაში მდგომარეობდა, რომ მათ შეეძლოთ ერთმანეთის ზუსტად ისეთებად მიღება როგორებიც იყვნენ, ყველანაირი ნაკლითა და ღირსებით . ჩემი აზრით, ნამდვილ სიამოვნებას ცხოვრებისგან და მეგობრობისგანაც სწორედ მაშინ ვიღებთ, როცა შეგვიძლია ადამიანები ისეთები გვიყვარდეს როგორებიც არიან. წიგნში კარგად ვხედავთ 90- იანი წლების ამერიკელი თინეიჯერების პრობლემებს და ყოფას. შეიძლება, თხუთმეტი წლის ასაკში სემის, პატრიკის და ჩარლისნაირად ვერ ვატარებდით დროს წვეულებებზე, არც ვინმე გვყვარებია იმ ასაკში, არც მისტერ ანდერსონივით გამგები და მზრუვნელი მასწავლებელი გვყოლია რომელიც წასაკითად საინტერესო წიგნებს მოგვცემდა , არც გვირაბში გაგვიქროლია სწრაფად მოძრავი მანქანით ისე რომ ლუკიდან ამოვმძვრალიყავით და ხელები გაგვეშალა , მაგრამ ვფიქრობ რომელიმე პერსონაჟთან, რაიმე დეტალში, მაინც ყველა შეძლებს იპოვოს საკუთარი თავი თინეიჯერობის ასაკში და მოუნდება პატრიკთან , სემთან და ჩარლისთან ერთად თავადაც იგრძნოს გულში ჩამწვდომი უსასრულობა წიგნის კითხვისას. ეს არის წიგნი იმაზე , თუ რამდენად მნიშვნელოვანია მეგობრობა, რამდენად ძვირფასია პატიების უნარის ქონა, რამდენად აუცილებელია რომ საკუთარი თავის ფასი ვიცოდეთ და ჩვენ წარსულს არ მივცეთ უფლება მომავლის გზის არჩევაში შეგვაფერხოს, ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ და უბრალოდ ვიყოთ იმ უსასრულობის ნაწილი, რომელიც ჩვენთვის, იმ მომენტში, ნებისმიერ სხვა უსასრულობაზე დიდი და ძვირფასი იქნება.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.