გემი მზადაა ჰორიზონტისკენ...
გემი მზადაა ჰორიზონტისკენ... თეთრ, სიფრიფანა კაბას ნიავი უფრიალებდა, შავი თმა ხორბლისფერ სახეზე ეფინებოდა, შოკოლადისფერი თვალები კი ლურჯ, აღელვებულ ტალღებს გაჰყურებდა. თეთრ, უზარმაზარი თევზის ნაირ გემზე მრავალი ხახლი ირეოდა... ყველა იმ ქვეყნისკენ მიემგზავრებოდა, სადაც შეეგეძლებოდა დილით, სრუტესთან ამომავალი მზის ცქერით გესიამოვნებინა თავი, გესეირინა ღარიბულ, ვიწრო ქუჩებში, თან სხვადასხვა ფერის კატებისთვის გედევნებინა თავი, როგორ ირთობენ თავს თავიანთ კნუტებთან. გოგონა გემის წინა ნაწილზე იდგა და ფიქრებს გაეტაცებინა რა მოელოდა შემდეგში, რა გზით წავიდოდა... -ეს სილურჯე გეხმარება პრობლემების გადაწყვეტილებაში?-მიუახლოვდა ყავისფერ თმიანი მამაკაცი, რომელსაც პერანგის ღილები შეეხსნა და სახელოები აეწია. გოგონამ ბუნების მელოდიის მოსმენას თავი ანება და მისკენ შეტრიალდა: -და როდესაც ამ სილურჯეს თავს დააღწევ, ავის მომასწავლებელი შტორმი დაგატყდება თავს.-თქვა და ჯიბიდან რამდენიმე შეგროვებული კენჭი ამოიღო. -ამ კენჭების ნაირად, თითქოს ერთი შეხედვით არაფერი გჭირსო, მაგრამ შიგნიდან სიცარიელეს გრძნობ...-უთხრა კაცმა და მისი ხელიდან ერთი კენჭი აიღო და ზღვაში ისროლა. -ალბათ, სიყვარულიც რაღაც ამდაგვარია, აივსები, გაიჟღენთები სიხარულით, ბედნიერებით და შემდეგ ფრთამოტეხილი ფრინველივით ძირს დაეშვები. -ღრმა ფიქრებს გაუტაციხარ...-აღნიშნა მან. -ასე იცის... ჰორიზონტს რომ უყურებ, - თითი გაიშვირა, გოგონამ - ის სივრცე გაიძულებს დაფიქრდე იმაზე, რაზეც სხვადროს ფიქრი არ გაგივლია. -ჩემი აზრით, სიყვარულის დროს მოტეხილი ფრთა დამუშავდება, შემდეგ გამთელდება და პირვანდელ სახეს დაუბრუნდება, რომელიც ადრე შეიცანი და შენი მაცოცხლებელი ყოველდღიურობა გახდა... -შენზეც იმოქმედა ჰორიზონტმა...-გაიცინა გოგონამ. -ასეთია ცხოვრება, ეს ჰორიზონტი...-ხაზი გაუსვა ბოლო სიტყვას. -ჰორიზონტი, ჰორიზონტი...-ხმადაბლა ჩაილაპარაკა, გოგონამ და იმ სილურჯეს ჩაუღრმავდა, რომელიც ჰორიზონს ქმნიდა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.