შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთავარი სათქმელი


28-02-2017, 20:08
ნანახია 2 686

არ ვიცი საიდან დავიწყო, ასე ვფიქრობ რთულ თემას შევეჯახე, რამდენიმე დღის წინ ძალიან მტკივნეული, თუმცა ამავდროულად საინტერესო ისტორია მოვისმინე, რომელიც აღვწერე და გადმოგეცით მოკლე ჩანახატში „შეჩერდეს!“ ბოლოსიტყვაობიდან გამომდინარე ალბათ მიხვდით რამდენად შემძრა ამ ამბავმა, რომ ვთქვი შემდეგი სიტყვები: „და თუ მართლა არსებობს რამე ძალა, და თუ მართლა ღმერთია სადმე ამქვეყნად, მე ქედს ვიხრი მის წინაშე, მუხლს ვიდრეკ და არაადამიანური ხმით ხმამაღლა ვყვირი...“შეჩერდეს!!!“ ძალიან ვეცადე ეს გრძნობა თქვენთვის, მკითხველისთვის გადმომეცა და ვიმედოვნებ ეს გამომივიდა. როდესაც ვინმე რაიმე ჩანახატს, ნაწარმოებს ან ა.შ ქმნის, დამწერმა ყოველთვის უნდა იფიქროს რას მოუტანს ეს მკითხველს. ამ დროს მისი ფუნქცია არის მკითხველს, მსმენელს ნათლად წარმოუჩინოს არსებული პრობლემატიკა და შემდგომ გვანახოს ხსნის გზა, რეალურად ვგულისხმობ მართლის თქმის პრინციპს, რომელიც დიდმა ილიამ დაგვიმკვიდრა. ამ შემთხვევაში მე გიამბეთ ამბავი და ვეცადე ცხოვრების უსამართლობა ნათლად დამეხატა, წარმომეჩინა სიკვდილ-სიცოცხლის პრობლემა, თუმცა ისიც ცხადია, რომ ჩვენ ამ ყველაფერს წინ ვერ აღვუდგებით. ალბათ დაგაინტერესათ სადაა გამოსავალი და რეალურად რას ნიშნავს ხსნის გზა. რადგანაც მე დავიწყე, ვფიქრობ ჩემი მხრიდან უსამართლობა იქნებოდა ჩემეული ჭეშმარიტება არ გადმომეცა თქვენთვის, ჩავატარე ასეთი ექსპერიმენტი, გადავწყვიტე მომენახულებინა ის ადგილი, სადაც ტაია იზრდებოდა, ფაქტობრივად, გადავიქეცი სოციოლოგად და დავიწყე კვლევა, თუ რამ მიგვიყვანა საბოლოო შედეგებამდე, რასაც სამწუხაროდ ტაიასა და ბებიას გარდაცვალება მოჰყვა. ვესტუმრე მათ ყოფილ საცხოვრისს, სადაც ახლა სრულიად სხვა ადამიანები ცხოვრობენ და ვეცადე მათ ირგვლივ მყოფ ხალხთაგან გამეგო რაიმე მნიშვნელოვანი, რაც ამის ახსნაში დამეხმარებოდა. სოლოლაკში, ლეონიძის ქუჩას ძალიან დამწუხრებული ავუყევი, თითქოს დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ ჩემს კვლევას ვერავინ დაეხმარებოდა, თუმცა რაღაც ძალით მაინც მივდიოდი, ბევრ ოჯახს ვესტუმრე, ერთ მასპინძელს თვალები გაუბრწყინდა ტაიას ხსენებაზე, აქ მივხვდი, რომ ხელმოსაჭიდი ნამდვილად მქონდა. ქალბატონი ასაკოვანი იყო, საბედნიეროდ ანას ძალიან ახლო მეგობარი ყოფილა და მისგან ნამდვილად საინტერესო ისტორია მოვისმინე: ტაიას ბებია იყო ანა დადიანი, ცნობილი ფილოლოგი, რომელიც სამეზობლოში ყველას უყვარდა, ლიტერატურაზე ძლიერ შეყვარებული ქალბატონი. ნამდვილად რთული ცხოვრება ჰქონია, ძალიან ახალგაზრდა იყო, როდესაც საყვარელმა მეუღლემ მიატოვა და დატოვა ანა ერთადერთ შვილთან ერთად, მარტოხელა დედამ ყველაფერი გააკეთა თავისი შვილის ბენდიერებისთვის. თუმცა რის ფასად ალბათ ხვდებით, მიუხედავად იმისა, რომ ასე ლაჩრულად მოიქცა მისი მეუღლე, მაინც უყვარდა...უყვარდა ყოველგვარი სარგებლიანობის გარეშე... უყვარდა თავისთვის, მალვით... არც კი უფიქრია რომ შეეძლო ისევ ახლიდან დაეწყო ყველაფერი და ოჯახი კიდევ შეექმნა, მისთვის ძვირფას სიყვარულს, ამ გრძნობას ვერ ღალატობდა...თუმცა დრო ყველაფრინს მკურნალიაო და მართლაც განელდა ძვირფასი გრძნობა, გაქრა... ცხადია ასეც იქნებოდა, მხოლოდ ერთის სიყვარული არაა საკმარისი ორ მხარეს შორის. მაგრამ მაინც მტკიცე უარზე იყო ხელმეორედ ოჯახის შექმნასთან დაკავშირებით, ამასთან დაკავშირებით ნიკო ლორთქიფანიძის ნაწარმოები მახსენდება „თავსაფრიანი დედაკაცი“, რომელშიც მოგეხსენებათ მთავარი პერსონაჟის მკაცრი უარი ოჯახის მეორედ შექმნაზე და მისი სიტყვები: „კერიას არ გავაციებო!“, იქნებ სწორედ აქ ცდებიან ადამიანები, იქნებ მეორე შანსი უნდა გამოვიყენოთ და პრინციპოლობისა და „ხალხი რას იტყვის“ გამო უარი არ ვთქვათ უკეთეს მომავალზე, ვფიქრობ, უნდა ვეცადოთ უკეთესი გარემო შევქმნათ, არა მარტო ჩვენთვის, არამედ ჩვენი შვილებისთვისაც, ადამიანებს ერთმანეთი გვჭირდება, რათა ერთად შევძლოთ, ერთიანი ძალებით, ერთიანი ოჯახით გადავლახოთ ცხოვრებისეული სირთულეები, სწორედ ამას ქადაგებს ნოდარ დუმბაძე „მარადისობის კანონში“: „ამიტომ ვიდრე ცოცხლები ვართ ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ, რომ ერთმანეთის გარდაცვალების შემდეგ მარტონი არ აღმოვჩნდეთ ამ ქვეყანაზე“- ესაა მარადისობის არსი, ადამიანის ამქვეყნიური დანიშნულება. ნეტავ რა ეგონა ანას? მოღალატე ქმარს ვერ უღალატებდა? თუმცა ეს ხომ ღალატი არანაირად იქნებოდა და მას უკვე ქმარი აღარ ჰყავდა! თუმცა რას ვიზამთ მისი გადაწყვეტილება ასეთი იყო, მარტოობა აირჩია. შვილისთვის ყველაფერი გააკეთა რაც შეძლო, თუმცა საბოლოოდ წინა ტექსტიდან გახსოვთ ალბათ რომ ავტოკატასტროფაში გარდაიცვალნენ ის და მისი მეუღლე, ანუ ტაიას მშობლები. ასეთი მწარე ცხოვრება ჰქონდა, თუმცა ძალიან მტკიცედ იდგა, ტაია იყო ახლა მისი ერთადერთი საზრუნავი და არა მხოლოდ ის, სკოლაში პედაგოგი იყო და ყველას უყვარდა, ისიც უამრავ სიყვარულს ურიგებდა ბავშვებს, ალბათ სწორედ ესაა ცხოვრება, ყოველგვარ ტკივილს მხოლოდ სიყვარული ფარავს!
მაქმიმალურად ვეცადე ამ ისტორიით, დამეხატა ორი რადიკალურად განსხვავებული ადამიანი. ანა, რომელიც ყველაფერის მიუხედავად იმედს არ კარგავდა და სწორედაც ამის საშუალებით ცხოვრობდა, რადგან „ცხოვრობს ის, ვინც იმედს არ კარგავს“ და ტაია, რომელსაც ისეთი ძვირფასი სიყვარული გააჩნდა, რომლის მიტოვებაც არ შეიძლებოდა, თუმცა ბუნებრივმა ეგოიზმა სიყვარული გადაფარა. იმედი მაქვს გამომოვიდა და დაგანახეთ ის, თუ რა სხვაობა იყო ანასა და ტაიას შორის, ანამ მეუღლე დაკარგა, თუმცა მაინც განაგრძო ცხოვრება. ანამ შვილი დაკარგა, თუმცა შვილიშვილისთვის სიცოცხლე გააგრძელა, ცხოვრებამ მართლაც დაჩაგრა, მაგრამ ცხოვრებას აჯობა. ჩემი აზრით, ის ჭეშმარიტი მაგალითია ფრაზისა, რომელსაც მიგელ დე უნამუნო გვთავაზობს: „იცხოვრეთ ისე, რომ სიკვდილი თქვენთვის იყოს უდიდესი უსამართლობა.“ რაც შეეხება ტაიას, მას საუკეთესო მეუღლე ჰყავდა, ალექსანდრე, რომელმაც ოჯახი უარყო და ტაიასთან ცხოვრება არჩია, ყველაფერი გააკეთა მისთვის, თუმცა ტაიამ საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა, ბუნებრივი ეგოიზმის ძალით სიკვდილამდე თავად მივიდა, სიკვდილს საკუთარი თავი შესთავაზა, ის მსხვერპლი არაა, თავად გამოიყვანა თავი სამსხვერპლო კრავად. მსხვერპლი ამ შემთხვევაში ალექსანდრე და ბებიაა, რომლებმაც, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ვიცით რაც გაიღეს და დათმეს ცხოვრებაში ტაიასთვის. თუმცა ტაიამ საკუთარი თავისთვის ცხოვრება გადაწყვიტა, ჭეშმარიტად რთულია ის ფაქტი რომ იცხოვრო ვინმესთვის და არა მხოლოდ შენი თავისთვის. ჩემო მკითხველო, მინდა გითხრათ, რომ ეს ამბავი მხოლოდ ტაიას არ შეემთხვა, ის ერთადერთი არაა, ასეთი ისტორიები სამწუხაროდ ძალიან ხშირად გვესმის, რაც ნამდვილად დასანანია. მინდა ყველამ კარგად გაიაზროთ ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იცხოვრო სხვებისთვის, იმათთვის ვისაც უყვარხარ. დავესესხები დოჩანაშვილს და ხმამაღლა ვიტყვი, რომ დედამიწას მართლაც სიყვარული ატრიალებს, მინდა ჩემი ცხოვრებისეული საზრისი დაგანახოთ და გითხრათ უმნიშვნელოვანესი სიტყვები: „სიყვარულის, როგორც გრძნობის, არსი და ღირსება იმაში მდგომარეობს, რომ იგი გვაიძულებს სხვა ადამიანს მივანიჭოთ ის ცენტრალური ღირებულება, რომელსაც ბუნებრივი ეგოზმის ძალით ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავს ვანიჭებთ“- რუსი მოაზროვნე ვლადიმერ სალავიოვი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent