შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეტრო


7-03-2017, 23:27
ავტორი tiiik258
ნანახია 1 334

უცნაურია მაგრამ მხოლოდ ახლაღა მომინდა ამის თქმა, მომენტის რომელიც რამდენიმე წილს უკან მოხდა, სულ რაღაც ორმა წუთმა დამამახსოვრა ის დღე თუმცაღა აღარ მახსოვს სეზონის რომელი პერიოდი იყო, ან რომელი წელი, მაგრამ მახსოვს ემოცია, რომელიც შემზარავი იყო. ვიგრძენი სინანული, ეს არ იყო ვინმეს ან რამის დაკარგივს, არა ეს განვლილი დღეების სინანაულია რომელიც შეიძლება ისე გავიდა რომ ვერც ვიგრძენი. ვფიქრობთ, რომ ის რაც ჩვენს გარშემოა არასოდეს შეიცველება, გვგონია რომ სულ ასე დარჩება, არ ვაფასებთ იმას რაც გვაქვს! მივყვებით დინებას და მხედველობიდან გვრჩება დეტალები, სწორედ ის დეტალები რომელიც ჩვენს ცხოვრებას საინტერესოს ხდის. ყოველთვის ესეა ვაფასებთ მაშინ როდესაც ვკარგავთ და ესე მხოლოდ ახლა არა, საუკუეებია რაც ასე ხდება. ჯაჭვურად აწყობილ ცხოვრებას მხოლოდ ერთი დეტალი აკლდება და ხვდები რომ ყველაფერი თავდაყირაა, სწორედ ეს დეტალი იყო რომელიც უნდა დაგენახა, დაგეფასებინა, მაგრამ ვერც კი შენიშნე აქამდე. ახლა კი უბრალოდ აღარაა გაქრა. ბევრი დანაკარგი არსებობს. ზოგს მალევე ვივიწყებთ, ზოგის გარეშე ცხოვრებას ვსწავლობთ ან ზოგჯელ სულ გვამახსოვრდება და ბევრ რაღაცას გვასწავლის. თუმდაც მხოლოდ ცივი და წვიმიანი ამინდის დროს ვაფასებთ, თბილ და მზიან დღეს. სწორედ ომის შემდგომ აფასებ მშვიდობას.
არ ვიცი ალბად თქვენც გქონიათ მსგავსი შეგრძნება რომ თითქოს სადღაც გეჩქარებათ, გვინდა მალე გავიდეს ზამთარი და დადგეს გაზაფხული შემდეგ ზაფული და ასე განუსაზგვრელად მაგრამ, გვრჩება უყურადღებოდ დღეები რომელიც გავუშვით. მარტივად ვამბობთ „გუშინ“ მაგრამ რა „გუშინ?“ რა შევცვალეთ ან როგორ გავლიეთ, ნუთუ სიცოცხლის ბოლო დღე რომყოფილიყო კმაყოფილი ვიქნებოდი ასეთი დღით?
ალბათ გაზაფხული იყო როგორც ახლა, არაფრით გამორჩეული მშვიდი დღე, მახსოვს შევხაროდი ზამთრის შემდგომ მოფენილ მზის სხივებს. როგორც უკვე გითხარით ბევრი არაფერი მახსოვს ამ დღიდან თუმცა მახსოვს, როგორ მქონდა მიყრდნობილი ვაგონის მინაზე თავი და ვხედავდი სახლებს, ყურსაც წვდებოდა ხმა. –„შემდეგი სადგური დიდუბე“. მაგრამ უფრო უცნაური ის ხმა იყო მემანქანესგან რომ ისმოდა.
–„გესმით ჩემი ხმა?! უკვე ვუახლოვდები“.
მის მკაცრ და აღშფოთებულ ხმაზე სრულად გამოვფხიზლდი და დაძაბულმა, უფრო მეტის გაგების სურვილით შებყრობილმა, დავიწყე სიტყვების გარჩევა.
-კვლავ ხანძარია? ვუახლოვდები გესმით?
შეშინებული გავირინდე და ადგილძე გავქავდი მზერა ერთ ადგილს მივაპყარი და მხოლდ ამ ერთ წერტიში ვარჩევდი სანებს და ახლა უკვე ადამიანებსაც. - „დიდუბე“ . მატარებელიც გაჩერდა. -ჩადი! ჩემ თვას შემოვუძახე მაგრამ არა ადგილზე ვრჩები. კარი იკეტება და ვხედავ გოგოს, რომელსაც შავი მასიური აცვია და ზედ თეთრი წარწერა აქვს. “Try again! “ თეთრით შავზე, უცნაურია არა? აქამდე მხოლოდ გამიგია ფრაზა „შავით თეთრზე“. თუმცაღა ახლა გავაცნობიერე რას ნიშნავდა ასოთა წყობა. „ისევ სცადე“. ისევ მემანქანის ხმა! უფრო მაღალი და უფრო მკაცრი.
-გამაგებინეთ ნახევარ წუთში იქ ვიქნები, ხალხია ვაგონებში და გვირაბიც მალეა უკვე!
ნუთუ მატო მე მესმის, მხოლოდ მე ვიცი რომ საფრთხეში ვართ? როგორც ყოველთვის სხვადასხვა ასაკის ადამიანები, წიგნებით, ყურსასმენებით, ზოგი მიძინებული და წამიერად გამოფხიზლებული ვაიდა ჩემ გაჩერებას არ გავცდეო, მეგობრებით და რაღაც სახალისო ისტორიაზე სიცილით. გავბრაზდი მარტო მე რატომ გავიგე, სულ არაფერი გამეგო ხომ ჯობდა! ახლა აზრი აქვს პანიკაში ჩავარდნას? არანაირი! როგორ მშურს ახლა მათი ვინც ასე უდარდელადაა ვაგონში და გონიათ რომ ასე უდარდელად განაგრძობენ სიცოცხლეს, თუმცა რამოდენიმე წამი და მორჩა. ბუმ! ისევ იმ გოგოს მაისური. რაში გავლიე ჩემი დღეები? რისთვის დავხარჯე?! აი ეს არის ყველაზე დიდი სინანული რამაც დამწყვიტა გული! რამდენი რამე დამრჩა დასამთვრებელი, რამდენი რამ სათქმელი. ნუთუ ესეთი უნდა იყოს ბოლო დღე. გამახსენდა ყველა ფილმი სადაც მატარებელს ცეხლი უჩნდება, მატარებლები რომლებიც ხიდებიან ბრუნდებიან, წამოვიდგინე ხვალინდელი დღე და ისტორიები როლემიც ამ წამებს გადმოსცემს. როგორ ამბობენ, საიმფორმაციო გამოშვებებში თუ რამდენი ადამინი გარდაიცვალა და რამდენი სასწაულად გადაურჩა ძლიერ აფეთქებას! მე რომელთა შორის ვიქნები, ნუთუ მომეცემა კიდევ ერთი შანსი იმისა რომ გამოვასწორო ყველა შეცდომა, ბოლომდე მივიყვანო ის რაც დავიწყე და უფრო მეტად ჩავეხუტო მათ ვინც მიყვარს. უცნაურია არა? სწორედ ამ დროს გამოჩნდა გოგო წარწერით. თუმცა მე ვერაფერს ვეღარ ვცდიდი. გავიგე გამაყრუებელი „სიგნალი“. წამიერად ავზიდე მხრები მაღლა და ვიგრძენი როგორ დამიარა ადრენალინმა. აი მუქი შავი ბოლი რომლისკენაც მივექანებით. ბოლოჯელღა გადავხედე მგზავრებს, თითქოსდა გამოვემშვიდობე. გარემო სიბნელემ მოიცვა. სუნთვა შემეკრა. არც ერთი ასო და სიტყვა არ იყო გონებაში მხოლოდ სიბნელე მინების მიღმა...
ხმა რომელიც უამრავჯელ გამიგია, ახლა ყველაზე მეტად მესიამოვნა.
-ღრმაღელე.. შემდეგი სადგური გურამიშვილი.
მხოლოდ ორი ნაბიჯი გადავდგი და მე უკვე მატარებლის მიღმა ვიყავი. ისიც დაიძრა და უსწრაფესად გაუჩინარდა. ახლა კი ისევ ორმა სიტყვამ გაირბინა გონებაში და ეს უკვე სტიმულის მომცემი იყო! „კიდევ სცადე“ ენერგიით და ძალებით ავსებულმა „ექსკლატორისკენ“ ავიღე გეზი. და ეს მაინც რა იყო! პატარა ხმელ ბალახზე წაკიდებული ცეცხლის გამო ამხელა პანიკა? კარგით რა! გამეღიმა და თავ აწეულმა ავდგი კიბეზე ფეხი. თითქოს ახლა მივხვდი თითოეული დღის ძალას და მნიშვნელობას, ეს ის დღეებია რომლებიც ქმნიან წარსულაც ასწმყოსაც და მომავალსაც და საბოლოოდ ჩვენ გვქმნიან. გარეთ გავედი და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე ახლა უკვე ვიცი როგორი უნდა იყოს ჩემი მომავალი და მერე უკვე წარსულიც!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent