შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე რომ არ ვიყო ადამიანი (კონკურსგარეშე)


19-03-2017, 22:22
ავტორი gvanc(a) 15
ნანახია 1 710

წამის უკანასნელ ამოსუნთქავამდე, უნაყოფო ანგარიშისას, რიცხვის არასასრულ მონაკვეთამდე, უსასრულობის უსასრულო ჯაჭვამდე, დღეში დაახლოებით სამსაათნახევარს, შუაღამეს გადაცდენილი ანგარიშებით, მიკერძოებული ალგორითმებისა და საძულველი განტოლებების პასუხამდე, გაღვიძებისა და დღის არსებობის დროს, შუაღამის მომქანცველი უძილობისას, არასასურველი ფიქრების თავიდან აცილების მიზნით, უუნარო თვალებდახუჭულ ყოფასა და ბევრი, დამარილებული ცრემლის მაგალითზე, გულის ერთი ფეთქვიდან-მის გახშირებულ ფეთქვამდე, ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის შეუცვლელ სინქრონზე, სუსხიანი დღის შესუნთქვისა და მორიგი წარუმატებელი გასაუბრების შემდეგ, საკუთარი უსაფუძვლო უსაქმურობისა და ქანც-გაწყვეტილი თვითგვემის გასწვრივ, მარმარილოს ცივ იატაკზე დაცემისას ანდაც კიბეებზე სამი საფეხურის აცილებით გადახტომის გამო, ფეხის აუხსნელი ტკივილისას, ლექციებზე დაუსწრები ქულებისა და მორიგი დასრულებული კოცნის დროს, წაშლილი მზერის და ხალხის უსაზღვრო ნეგატიური ,,ჩაკიდების“ მიზეზით, სწორ ხაზზე გაუსვლელობის გამო, არაფხიზელ მდგომარეობაში სიარულის დროს და სიცილი იქ,სადაც სასაცილო მხოლოდ, ჩემი უცაბედი რეაქციაა, მორიგი მომატებული კილოგრამისა ანდაც დარდის იმ ჰორიზონტამდე, სადაც საკუთარი კეთილდღეობის იქით ბევრი არაფერი იმალება, უინტერესობის საზომით ავღანელი ბავშვების, ჰომოსექსუალების, ადამიანთა უმცირესობის, უნაყოფო წყვილებისა და რასიზმზე მებრძოლი დაჯგუფებების მიმართ...

ვზივარ ხმაამოუღებლად, შეურხევლად, ალოგიკურად და ვფიქრობ მე რომ ეს ,,წყეული“ ადამიანობა გადამეგდო,რა ვიქნებოდი...
მერე კი ისევ
მუდამ შეცდომით არჩეული ადამიანის მიმართ რწმენისა, ფიქრში აცდენილი მეგობრების,დაულაგებელი საახლობლოს და მარტოსული ჯიბის გაუთავებელი ოხვრის მიუხედავად... იმის გასააზრებლად რომ მიტოვებული ხარ, მობეზრებული ხარ, მოსაწყენი ხარ, არასექსუალური ხარ, ბავშვი ხარ,ზრდასრული ბავშვი ხარ... გამუდმებით ბავშვი ხარ...
ამ უდრეკი, საზიზღარი ჯაჭვის სიმყარისა და ზოგჯერ სხეულდაცლილი, ემოციაგაფანტული, სიცარიელით შევსებული ყოველი გაწელილი საათის მერე...
ვზივარ და ვფიქრობ

მე რომ ეს .. ეს...
თვალებს ვხუჭავ და ღრმად ვისუნთქავ არსებულობას.

ვიხსენებ...
თვალები, ტუჩები, შეხება, სურნელი,საუბარი,ხმა, წინადადება,ბგერა,წამზომი,შეგრძნება,ტკივილი,სიხარული,ფეთქებადი ბედნიერება,სიყვარული.... მობილიზება, გამოფხიზლება, ჩახუტება, ცხელი სხეული,მწვავე ორგ... მოლოდინი, ბუნება,ფოთლები, გაზაფხული.
ადამიანობა- უფრო მეტად ვხუჭავ თვალებს- საოცარია.
მე ვუყურებ ვარსკვლავებს, მე ვსაუბრობ ვარსკვლავებზე, მე მჯერა ვარსკვლავების, მე აღფრთოვანებული ვარ, გაღიმებული ვარ,მოციმციმე ვარ...
მე ადამიანი ვარ.



№1  offline მოდერი bla.ell

მგონი ეს კონკურსში რო ყოფილიყო ყველაზე კარგი იქნებოდა...ვაღიარებ ჩემზეცheart_eyesდამაჟრჟოლა

 


№2  offline წევრი gvanc(a) 15

bla.ell
მგონი ეს კონკურსში რო ყოფილიყო ყველაზე კარგი იქნებოდა...ვაღიარებ ჩემზეცheart_eyesდამაჟრჟოლა



მადლობა პატარა ნიჭიერო.

 


№3  offline მოდერი bla.ell

gvanc(a) 15
bla.ell
მგონი ეს კონკურსში რო ყოფილიყო ყველაზე კარგი იქნებოდა...ვაღიარებ ჩემზეცheart_eyesდამაჟრჟოლა



მადლობა პატარა ნიჭიერო.

:hear_eyes: შევიფერებbowtieმადლობა საყვარელოheart_eyesმომწონს შენი შემოქმედება

 


№4 სტუმარი Guest maqcia

damibrunet chemi eqaunti!

mere axal profils shevqmni tqven aricit chemi gabeazeba me tamashebis specialisti var!blin!

 


№5  offline მოდერი Eleniko13

ზედმეტი იყო რაღაც
სადღაც.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№6  offline წევრი gvanc(a) 15

Eleniko13
ზედმეტი იყო რაღაც
სადღაც.



სიტყვები ალბათ.
წამიერად მოხდა,
უფრო არეული მეგონა გამოვიდოდა, ესეც რომ გადავიკითხე
მომეწონა მაინც და დავდე.

ანუ
როგორც ასეთი სიზედმეტე
მოსალოდნელიც იყო

 


№7  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ძალიან კარგი იყო, გვანც.
მომეწონა, ყველაფერი, ადამიანად ყოფნის სევდიდან, არ ყოფნის ტკივილამდე და პირიქით.
კარგია, რომ მაინც ადამაიანად გირჩევნია ყოფნა.
უდაოდ გამორჩეული ხარ, საინტერესო და სხვანაირი...
აი, "სხვაფერი"
(ყურადრებას ნუ მომაქცევ, ეს ჩემი ისტორიის გმირის სიტყვებია, შენი არაამქვეყნიური სიკარგის გამოსახატად გამოდგება)
არადა გაიმარჯვებდი, ვიცი.

 


№8  offline წევრი gvanc(a) 15

ლორელაი
ძალიან კარგი იყო, გვანც.
მომეწონა, ყველაფერი, ადამიანად ყოფნის სევდიდან, არ ყოფნის ტკივილამდე და პირიქით.
კარგია, რომ მაინც ადამაიანად გირჩევნია ყოფნა.
უდაოდ გამორჩეული ხარ, საინტერესო და სხვანაირი...
აი, "სხვაფერი"
(ყურადრებას ნუ მომაქცევ, ეს ჩემი ისტორიის გმირის სიტყვებია, შენი არაამქვეყნიური სიკარგის გამოსახატად გამოდგება)
არადა გაიმარჯვებდი, ვიცი.



ძალიან მიხარია შენგან ამის მოსმენა...
წარმატებებს ვუსურვებ ბავშვებს და ის სიხარული გამოეცადოთ, მე რომ მივიღე კონკურსში გამარჯვების შემდეგ!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent