უკანასკნელი წერილი
იცი? დღეს მეგობარს შენზე ვუყვებოდი. ჩვეულებრივი, ბანალური საუბარი იყო ბიჭებზე, როგორც ხდება ხოლმე. შენზე საუბრისას მეცინებოდა, თუმცა ეს სიცილი ტირილს უფრო ჰგავდა. სული მეწვოდა, თითქოს ცრემლებით ვივსებოდი და მაინც მეღიმობადა. მოულოდნელად გავაცნოებიერე, რომ ტკივილამდე მენატრებოდი. არავიზე საუბრის დროს არ მიგრძვნია მსგავსი რამ და ალბათ ვერც ვიგრძნობ, რაც ბუნებრივიცაა, მე ხომ არავის მიმართ მქონია მსგავსი გრძნობა. მივხვდი, რომ უკეთესის ძიებაში საუკეთესო დავკარგე. ვერასდროს ვაპატიებ საკუთარ თავს შენს წასვლას. უმოქმედობით ისე დავიტანჯე, რომ ტკივილის გარდა ვეღარაფერს ვგრძნობ. ეგოისტი ვარ, ისევ ჩემს თავზე ვფიქრობ. იქნებ შენც გატკინე, იქნებ შენც დაგტანჯე, თუმცა არა ვერ გეტკინება ისე გაუსაძლისად როგორც მე. ნეტავ რა უნდა მოხდეს, რომ შენს თვალებში ჩავიხედო და არაფერი ვიგრძნო. მაგ ცისფერ თვალებს უხილავი ძაფები აკავშირებს ჩემს თვალებთან, რომლებიც არასდროს მოგვცემენ საშვალებას სხვა შევიყვაროთ. ალბათ ასე ხდება, როცა ორი ერთმანეთისთვის შექმნილი ადამიანი ხვდება ერთმანეთს. ალბათ განწირულნი ვართ სამუდამო ტკივილისთვის. თუნდაც შევძლოთ და ვიპოვოთ ვინმე, ვინც სულ მცირედით მაინც შეავსებს გულის იმ ნაწილს რომელიც ჩვენ გვეკავა, მაინც შეუძლებელი იქნება ამ ტკივილისგან გაქცევა. ამ ცეცხლს, რომელიც ასე გვწვავს და არ გვაძლევს ბედნიერების საშვალებად ვერავინ გაანელებს, ის სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში. ყოვლთვის, როცა ერთმანეთს შევხვდებით, თუნდაც ათი ან ოცი წლის შემდეგ, ისევ ისე ვიგრძნობთ იმ ტკივილს როგორც განშორების პირველ დღეს ან შეიძლება უფრო ძლიერადაც კი. ბავშვი ვიყავი, სულელი ბავშვი, რომელიც ვერ ხვდებოდა რას კარგავდა, ნუთუ ვერ ხედავდი რას ვგრძნობდი, ნუთუ ვერ ამჩნევდი რა მემართებოდა როცა გხედავდი. როგორ იფიქრე, რომ არ მიყვარდი, როგორ დაიჯერე, რომ არაფერს ვგრძნობდი, ნუთუ ეს ასე აშკარა არ იყო. დღემდე სულს მიღრღნის ეს კითხვები და ვცდილობ არ დაგადანაშაულო, რაც არცისე კარგად გამომდის. ვერ დავიჯერებ, რომ ვერ ხედავდი პატარა გოგონას თვალებში ანთებულ სხივებს, რომლებიც შენი დანახვისას ჩნდებოდნენ. აქამდე ვდუმდი, არაფერს გეუბნებოდი და ყველა ამ გრძნობას მხოლოდ ქაღალდს ვუზიარებდი. გელოდი. ისევ ამაოდ მეგონა, რომ სიამაყეს დაამარცხებდი. ახლა კი, როცა ვიცი, რომ აღარაფერი შეიცვლება, როცა შენი დაბრუნებაც ვეღარ გააქრობს ამ ტკივილს, მინდა გითხრა ეს ყელაფერი, ეს არის მიზეზი ამ წერილის უკვე მეასედ დაწერისა. გიგზავნი წერილს და მასთან ერთად ყველა იმ გრძნობას, რაც შენთან მაკავშირებდა ტკივილის გარდა. ტკივილს ვიტოვებ რადგან შეუძლებელია სულიდან მისი მოგლეჯა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.