არეული ვარ...
ვზივარ და ვფიქრობ.უამრავი კითხვა მაწუხებს და არ მასვენებს, ჩემს ტვინში უკვე ისე შემოაღწიეს, მათ გაგდებას ვეღარ ვახერხებ. ეჰ პატარა აღარ ვარ, ამ ყველაფერზე რომ არ ვფიქრობდი...იმდენი პრობლემებია... ხანდახან ისე ვიღლები ყველაფრით, მინდა უბრალოდ წავიდე, სადმე, წყნარ ადგილას, ყველასგან ძალიან შორს, მუსიკას ვუსმინო, ცხელი ყავა დავლიო, წიგნი წავიკითხო ან ფანჯრიდან წვიმას ვუყურო. ვიცი იქაც არ მომასვენებენ ჩემი ფიქრები და ეჭვები, მაგრამ ხალხს მაინც დავაღწევ თავს ცოტა ხნით, ყალბ გარემოს მაინც დავაღწევ თავს. ყოველი კითხვა, ყოველ წამს ჩემს გონებაშია და მე უამრავიდან, ერთსაც ვერ ვცემ პასუხს. იქნებ ცოტა ხნით მარტოობამ, ერთ კითხვაზე მაინც მაპოვნინოს პასუხი? მაგრამ არა... არ მინდა ვიცოდე წინასწარ რა მომელის, არ მინდა ცხოვრება დაგეგმილი მქონდეს. შემთხვევითობები მინდა, ბევრი და სასიამოვნო, ისე რომ არც ვიცოდე რა მოხდება ამის მერე. რა საინტერესოა ცხოვრება?! ერთ დღეს თითქოს ყველაფერი იდეალურადაა, ყველაფერი გაბედნიერებს, მაგრამ მაშინ შეიძლება გეწვიოს სევდა როცა არ ელი, გული გატკინოს თუდაც ერთმა სიტყვამ იმ ადამიანისგან რომლისგანაც ყველაზე ნაკლებ ელოდი. მე, ბავშვს, 15 წლის ბავშვს, რომელსაც დიდი არაფერი უნახავს ცხოვრებაში, არც დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს, რატომ ფიქრობს ისეთ ცხოვრებისეულ, მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიც თუნდაც სიცოცხლე და სიკვდილია, როგორიც თუნდაც სიყვარულია?!-მაგრამ არა ის ყალბი სიყვარული, 2 თვეში რომ ივიწებენ ჩემხელები და ჩემზე პატარები, არამედ ის სიყვარული რომელიც თუდაც ჩემს მშობლებს აკავშირებთ ერთმანეთთან და რომელმაც ამდენ წელს გაუძლო. არეული ვარ! საშინლად არეული! ვერ გამიგია ჩემი თავის მე თვითონაც კი. სიგიჟის ზღვარზე ვარ თითქოს.. საკმარისია 2 უბრალო წამი, თავისუფალი წამი და მე მაშინვე ფიქრს ვიწყებ, ისეთ საკითხებზე რომელსაც ვერაფრით ვიგდებ თავიდან. წერას ვცდილობ.. ლექსებს ვწერ, ბოლო დროს ხშირად თავს ისე ვგრძნობ თუ არ დავწერე მართლა გავგიჟდები. თუ არ ვთქვი ყველაფერი, თუ არ ვაღიარე თუნდაც ჩემს თავთან ჭკუიდან შევიშლები, უბრალოდ რობოტი გავხდები, მგონია გრძნობები ისე ჩაიმარხება ჩემს გულში, რომ იქედან ვეღარასდროს გამოვუშვებ და ესე შიგნიდან, გულიდან შემჭამს, მომსპობს და გამანადგურებს. მეშინია... მეშინია თუ ამ ყველაფერს ვიტყვი ვერ გამიგებენ სხვები, ვიცი... დედას საკუთარ დედას რომელსაც არაფერს ვუმალავ, ვერ ვეუბნები რა მჭირს. თან მინდა ადამიანი რომელიც ამ მომენტში გვერდში დამიდგება და თან არ მინდა ვინმემ გაიგოს, არ მინდა მკითხონ ამ ყველაფრის მიზეზი, იმიტომ რომ პასუხი თავადაც არ მაქვს. ხომ ვთქვი? არეული ვარ საშინლად არეული... არ ვიცი თუ გაიგებთ ჩემს ნაბოდვარს, მაგრამ მინდოდა თქვენთვის, სრულიად უცხოთათვის ამ ემოციების გაზიარება, რასაც მართლა ვგრძნობდი თითოეული სიტყვის დაწერისას ძალიანაც არ გამაკრიტიკოთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.