შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი ადამიანი^^


29-04-2017, 18:04
ავტორი pekhshvela
ნანახია 1 617

მახსოვს ცრიდა..^^
მერე მატულობდა ფიფქი და ათოვდა თბილისს^^ ათოვდა წყნარად..მთელი გამეტებით.. თითქოს ფიფქები სიყვარულს ლამობდნენ...სიყვარულს წინასწარმეტყველებდნენ...ერთმანეთისკნ ილტვოდნენ და ცის უკიდეგანო სივრცეში იკარგებოდნენ...რაღაც მათ აშორებდათ. რაღაც უხილავი.. არც ჩვენ ვიყავით ერთად..თუმცა ერთმანეთს ვგრძნობდით.. ვგრძნობდით მთელი გამეტებით... მისი თვალები ჩემს სიყვარულს მეუბნებოდნენ..მისი ადამიანი მხიბლავდა მასში..ზუსტად ის იყო ჩემი ადამიანი.. ჩემიი..მე მას ვგრძნობდი... არასდროს დამავიწყდება მისი ღრმა და ყველაფრისმთქმელი ცისფერი თვალები...მასში ვკითხულობდი ყველაფერს.... იაფფასიანი სიტყვების ნაცვლად ლაპარაკობდნენ....მისი ნასურვები"მშვიდობიანი ღამე " მილიონჯერ ნათქვამ მიყვარხარს ჯობდა და წონიდა....უნივერსიტეტისკენ მივდიოდით...როგორც ყოველთვის ლექტორს ვუცდიდით მანამდე კი ფანჯრიდან ვიყურებოდით..მხოლოდ ჩვენ ორნი..არცერთი სხვა სტუდენტი არ ჩანდა..თითქოს განგებ დაგვტოვესო მარტო..ჩვენს საყვარელ ზამთრის ამი ნდში...ორივეს ნათქვამი სიტყვები..სახლი..ფანჯარა..და ცხელი ჩაი.. მე კი გავიფიქრე მხოლოდ "ჩვენ ორნი"...ამ ფიქრებიდან ლექტორის ხმამ გამოგვიყვანა ორივე...მალე ლექციაც დამთავრდა და მარტომ დაბლა ჩავირბინე.. ჯიხურში წიგნებზე... ის კი სხვა ლექციაზე გავუშვი სხვებთან ერთად.. ვუცდიდი გამყიდველს...დეკემბრის სიცივე კანში მატანდა და ცხვირს მიწითლებდა ზუსტად ამ დროს იგრძნო ჩემმა კანმა ჭიანჭველები.. როდესაც მისი გაყინული ცხვირი ჩემს კისერს შეეხო და თავი ჩემს ლამაზ კულულებში ჩარგო ....თვალები დამეხუჭა ...კანი ამეხორკლა...მერე მისი სუნთქვაც ვიგრძენი ყურთან..ცხელი სუნთქვა..შემდეგ იყო რაღაც უხილავი..აი რომ აივლის ჩაივლის,მთელს სხეულს მოივლის , შეეხება ყველა კუნჭულს,გააღვიძებს ბედნიერების ჰორმონს და ბოლოს გულს მიადგება,მაგრად გაგწიწკნის და აქეთ იქით მიმოიფანტება უმოწყალოდ..შენში გააღვივებს აღუწერელ გრძნობებს...ამ დრკს შეცბები და მის ყურთან მოტანილ ხელებს ცივდ მოიშორებ რადგან არ შეგიძლია გაშალო ხელი.. მოეხვიო მის ნატიფ სხეულს...ყველაზე სანატრელს.. ყველაზე საიმედოს და ყველაზე მიმზიდველს...მას უკვირს იბნევა..გინდა გაიქცე თუმცა თავს იკატუნებ არაფერიაო.. მერე ცაში გამოკიდებული საქანელიდან ეშვები და რეალობაში ხტები.. მერეყველაფერი სადღაც ქრება.. იფანტება.. იკარგება...ქრება..უფროსწორად აქრობენ....ცხოვრების უხილავი ძაფები გაშორებენ ერთმანეთს და ეს არ დაწყებული სიყვარულიც მთავრდება....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent