შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველა წავიდა...


1-05-2017, 22:45
ავტორი L LI
ნანახია 1 324

უეცრად ყველა გაქრა. ასე უბრალოდ, ადგნენ და წავიდნენ. სულ მარტო დავრჩი და თანდათან ვგრძნობდი როგორ ამეკრა ბინდი თვალებზე, ალბათ ვტიროდი. ყველაფერს აქვს დადებითი მხარე, ვინც წასასვლელია უნდა წავიდეს. არაა ამქვეყნად ადგილი ცრუ ადამიანების, ცრუ მეგობრებისთვის, ცრუ დამოკიდებულებებისთვის. ისედაც ცოტა დრო გვაქვს, სულ რაღაც ასი წელიწადი, მის საუკეთესო ნაწილსაც ახლა გავდივარ... საუკეთესო დროა იმისთვის, რომ გავარჩიო კარგი და ცუდი ერთმანეთისგან. და ახლა, როდესაც ყველამ დამტოვა, ფიქრის დროც მომეცა. ირონიაა, როდესაც ყველაფერს ბოლოს ხვდები. ცხოვრება კი ამით ხალისობს, დაგცინის, უგულო ადამიანივით იცინის შენს ყოველ წაბორძიკებაზე... გვიან მივხვდი, რომ წვრილმანებზე ფიქრი აფუჭებს ყველაფერს. მაგრამ რა უნდა ვქნა, როდესაც მძიმე ტვირთად მაწვება მხრებზე ის სიტყვები, მიმიკები, ქმედებები სხვებისთვის რომ მნიშვნელობებს კარგავენ, ჩემთვის კი ყოველთვის ბევრის მთქმელია.

თითოეულ მცირე დეტალსაც თავისი მნიშვნელობა აქვს, მე ასე მგონია. იქნებ მე ვართულებ ყველაფერს? იქნებ არაა საჭირო ასე განვიცადო ადამიანების უბრალოდ წამოსროლილი ფრაზები, უბრალო ქმედებები? (მით უმეტეს ახლობელი ადამიანების). მაგრამ ამ სამყაროში ყველაფერი რკინის მტკიცე ჯაჭვზეა აგებული, ერთი რგოლის ამოვარდნა და მთლიანობა დაინგრევა...


იქნებ ცოტა ხნის წინ სისულელეები ვთქვი, მაგრამ დაივიწყეთ, ყურადღებას ნუ მომაქცევთ... არაუშავს, მგონი არავინ მისმენს, აქ მაინც არავინაა. ანუ ტყუილად ვისაუბრე? არა რატომ, ოთხი კედელია ჩემს გარშემო. თუ კედლებს ორ-ორი ყური აქვთ, გამოდის 8 ყური მისმენდა... ცრემლებიც აღარ მდის, იმდენად გავერთე ჩემი მონოლოგით. ჰო, რას ვამბობდი? მგონი იმას, რომ მე ბევრს ვფიქრობდი წვრილმანებზე, მათ არ მომისმინეს, მერე წავიდნენ... ახლა აღარაფერს ვგრძნობ გულის სიღრმეში, არც იმედგაცრუებას, არც წყენას, არც ტკივილს... მგონი ამ წამს მოვიტყუე. ცუდი ჩვევა მაქვს, ჩემს თავს ვატყუებ ხოლმე... ნუ დარდობთ, თქვენთან ყოველთვის გულწრფელი ვარ, მაგრამ ვინ დააფასა. რატომ ვეუბნები სისულელეებს ჩემს თავს? აქ ხომ მაინც არავინაა. ყველა წავიდა...



№1  offline მოდერი bla.ell

დაწყებიდანვე მომეწონა ეს ჩანახატი,"უეცრად ყველა გაქრა. ასე უბრალოდ, ადგნენ და წავიდნენ."ძალიან კარგი იყო❤❤

 


№2  offline წევრი L LI

bla.ell
დაწყებიდანვე მომეწონა ეს ჩანახატი,"უეცრად ყველა გაქრა. ასე უბრალოდ, ადგნენ და წავიდნენ."ძალიან კარგი იყო❤❤

გმადლობ kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent