შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაშვების დროა!


30-05-2017, 22:10
ავტორი Daniela
ნანახია 1 486

უბრალოდ უნდა ადგე! თვალი უნდა გაახილო და ძალები მოიკრიბო. მაშინაც კი როცა ეს არ გინდა,რადგან სხვა გზა არ გაქვს.
შენ თუ დამარცხდები იცი, რომ ამით მხოლოდ შენს მტრებს გაახარებ და ეს არა მხოლოდ დაგასუსტებს, არამედ საბოლოდ გაგანადგურებს.
იცი, რომ უნდა იბრძოლო, მაგრამ ძალისხმევის მოკრება გიჭირს, რადგან თავს დაუცველად გრძნობ. იცი, რომ მარტო ხარ და დაცემისას არავინ წამოგაყენებს. გჭირდება ვინმეს სითბო იგრძნო თუნდაც მცირე, მაგრამ რაცმთავარია იგრძნო, რომ არ ხარ მარტო და რომ ვინმეს ჭირდები. რომ ბრძოლა ამაო არ იქნება.
გინდა გულში ჩაგიკრან და ის მომაჯადოებელი სიტყვები გითხრან უკვე ნატვრად რომ გექცა. თუნდაც სიმართლე არ აღმოჩნდეს შეგიძლია წამით ესეც დაივიწყო და მხოლოდ იმას ნატრობდე ,რომ როგორღაც ეს სიტყვები გაიგონო. თუნდაც იმისთვის,რომ ცხოვრებას აზრი მიეცეს. მერე თავადაც აღარ იქნები ასეთი უიმედო და როგორღაც თავს აიძულებ გაუძლო.
ზოგჯერ ხომ სულ მცირე იმედის ნაპერწკალიც საკმარისია ცეცხლის გასაჩაღებლად და ზოგჯერ ამ პატარა ნაპერწკალს თავს ევლები,რომ არ ჩაგიქრეს, რადგან მისი დამსახურებით დგახარ დღეს ფეხზე. მხოლოდ იმედის ამ პაწაწინა ნაპერწკალს უნდა უმადლოდე, რადგან ის, რომ არა ვინ იცის სად გაჰფანტავდა ქარი შენი გახლეჩილი გულის ნაწილებს?!
შენ კი უმადურო ახლა დგახარ და იმ წარსულს მისტირი, რომელმაც მხოლოდ ტანჯვა მოგიტანა, მაგრამ მაინც უიმედოდ ებღაუჭები მოგონებებს, რომლებიც ფრთების გაშლასა და ცაში აჭრას ლამობენ. დიახ , მათაც სურთ თავისუფლება,რადგან დაიღალნენ ამდენი იმედგაცრუებით . მათაც სურთ ბედნიერება. წყვდიადმა დაღალათ და ახლა მხოლოდ ერთი რამ აკავებთ და ეს შენ ხარ!
ხო, შენ უსუსური და საცოდავი არსება,რომელიც განადგურებულია და სასურწარკვეთილი ჩაბღაუჭებია იმ ერთადერთ ლენტს, რომლის გაშვების დრო უკვე დადგა. ახლა მხოლოდ ძალა უნდა მოიკრიბო და ფრთხილად, ნელ-ნელა მოაშორო დაძაბული თითები წარსულთან დამაკავშირებელ იმ უწყვეტ ლენტს, რომელიც ახლა უნდა გაჭრა. ვიცი შენ შეძლებ ამას!
აი ხომ ხედავ შეძელი! ახლა ისღა დაგრჩენია უყურო ზეცაში აჭრილ , ლაღად მოფარფატე იმ ტკბილ მოგონებებს,რომლებსაც შენ თავისუფლება მიანიჭე. ახლა ისინი ვეღარასოდეს შეგიშლიან ხელს და შენ არ დაგწყდება გული. დარწმუნებული იყავი არ ინანებ, არასოდეს მოგენატრება ისინი, რადგან უკვე აღარ გჭირდება. შენ ის აღარ ხარ ვინც იყავი. ახლა სულს სხვა ადამიანი ხარ,რომელმაც ოქროს კალმით მოგონებათა ახალი წიგნი უნდა შეავსოს.



№1 სტუმარი mehidos achrdili

Amas ver shedzleb...mogonebebs ver gaushveb...isini ver gafrindebian...isini mudam shegaxseneben tavs..ragac nishnebit...an iqneb cariel otaxshi sicive igrdzno...roca yvelaferi chaketilia...dzalebis mokrebasac shedzleb...tvalis gaxelasac,warmatebasac miagwev magram am myvelafers im mogonebebis wyalobit romlebmac daganakuwes tavis droze magram axla dzalas gadzleven...da iqneb am mogonebis patroni stxovs upals...dae sheunde upalo,rata man ar icis ras schadis...

 


№2  offline წევრი Daniela

mehidos achrdili
Amas ver shedzleb...mogonebebs ver gaushveb...isini ver gafrindebian...isini mudam shegaxseneben tavs..ragac nishnebit...an iqneb cariel otaxshi sicive igrdzno...roca yvelaferi chaketilia...dzalebis mokrebasac shedzleb...tvalis gaxelasac,warmatebasac miagwev magram am myvelafers im mogonebebis wyalobit romlebmac daganakuwes tavis droze magram axla dzalas gadzleven...da iqneb am mogonebis patroni stxovs upals...dae sheunde upalo,rata man ar icis ras schadis...


ვერ დაგეთანხმები, რადგან ცარიელ და ბნელ ოთახში მუდამ სიცივე და სიმარტოვეა,მთავარია ხალხით სავსე განათებულ ოთახში
არ შეგცივდეს და თავს მარტოსულად არ გრძნობდე.
რაც შეეხება მოგონებებს, ზოგჯერ მათი დავიწყება არ ღირს, რადგან ამას მთელი შენი ძალა მიაქვს ასევე ის ბედნიერი წუთებიც, რომელთა დავიწყებაც არ გინდა. თუმცა როცა საქმე იმ მოგონებებს ეხება, რომლებმაც მხოლოდ ტანჯვა და იმედგაცრუება მოგიტანა მაშინ ისინი დაუფიქრებლად უნდა გაუშვა და აღარასოდეს აღარ იფიქრო მათზე. შენ თუ არა დრო გააკეთებს ამას, ადრე თუ გვიან ის ამოშლის ყველა უვარგის მოგონებას შენი გონებიდან. მთავარია არასოდეს დანებდე და ფუჭ მოგონებებს შენი განადგურების უფლება არ მისცე!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent