შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ადამიანი ყველაფერს ეჩვევა?!!


31-05-2017, 21:45
ავტორი Daniela
ნანახია 1 504

და მერე რა თუ ადამიანები ერთმანეთს ივიწყებენ ? ეს სულაც არ არის ტრაგედია, რადგან მართლა, რომ ყვარებოდათ ერთმანეთი მაშინ დავიწყებას ვერ შეძლებდნენ!

თუმცა ამაში არავინაა დამნაშავე, არავის არაფერი არ უნდა დააბრალოთ, რადგან რაც არ უნდა გინდოდეთ როგორც არ უნდა ეცადოთ მნიშვნელობა არ აქვს, არ აქვს მნიშვნელობა იმას თუ რამდენად მტკიცეა ურთიერთობა, რადგან განშორებას გვერდს ვერავინ აუვლის. რაც არ უნდა ეცადოთ ერთ დღესაც დადგება დღე, როცა აღმოაჩენთ, რომ ადამიანს რომელსაც აღმერთებდით ისე აღარ უყვარხართ. ისე აღარ გიყურებთ, როგორც ადრე გიყურებდათ. უფრო მეტიც თქვენი დანახვისას მისი სახე აღარც კი შეიცვლის ფერს აღარ იქნება იგი ისეთი როგორიც უწინ , უწინდებურად მორცხვი, მეტად ვეღარ იხილავთ მის სიმორცხვისგან აწითლებული სახეს რაც ძალიან დაგაკლდებათ, ამის მაგივრად კი მხოლოდ ნაძალადევი ღიმილი შეგრჩებათ ხელში. როცა გვერდით უცხოსავით ჩაგივლით და არც კი შემოგხედავთ სწორედ მაშინ ინანებთ განშორებას, ინანებთ, რადგან მისი უემოციო სახე თავისთავად იმოქმედებს თქვენზე იგი მიგახვედრებთ, რომ არ ღირდა გაშვება! რომ უნდა გეცადათ ბრძოლა იქნებ კიდევ გქონდათ შანსი? მაგრამ არა, ახლა გვიანია ჰო, გვიანია სინანული. მაინც აღარაფერი შეიცვლება ძველებურად აღარაფერი იქნება.

იცით რა არის ნამდვილი ტრაგედია?
ის, რომ ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, საერთოდ ყველაფერს! არ აქვს მნიშვნელობა რა სიტუაციაში აღმოჩნდება იგი, რადგან დიდი ბრძოლისა და წინააღმდეგობის მიუხედავად საბოლოოდ მაინც ემორჩილება ბედს. აბა დაფიქრდით, თავიდან ძალიან გვიჭირს ვინმეს დავუახლოვდეთ რთულია ვენდოთ, მერე კი ისე იოლად გვიყვარდება, რომ უიმისობა გვიძნელდება ეს კი ყველაფერს ართულებს. საბოლოოდ ნებდები და აღარ ცდილობ საკუთარ თავს ებრძოლო პირიქით იქცევი აღიარებ, რომ შეგიყვარდა. ამის შემდეგ, კი ისევ იბრძვი, ოღონდ ახლა საკუთარ თავს კი არა არამედ იბრძვი იმისთვის, რომ ეს გრძნობა დაიცვა, რომ არ დაკარგო იგი. და ბოლოს? მაინც კარგავ . შენც აღარაფერი დაგრჩენია იმის გარდა, რომ დაემშვიდობო, ხელი დაუქნიო და გაუშვა. და ის? წავა, უკან არც კი მოიხედავს ისე წავა ვითომც არაფერი. მნიშვნელობა არ აქვს რაც არ უნდა უიმედო და მარტოსული იყო მაინც იბრძვი, ოღონდ ახლა იმისთვის, რომ დაივიწყო. იმისთვის, რომ ცხოვრება განაგრძო და იმისთვის, რომ ამან არარაობად არ გაქციოს. საბოლოოდ ისე ხდება, რომ ეჩვევი. ჰო, როგორც ბედნიერებას მიეჩვიე ისევე ეჩვევი სიმარტოვეს. ესაა ტრაგედია, რომელსაც ვერსად გავექცევით!

დიახ, ასე იცის განშორებამ, რადგან დრო ყველაფერს ააშკარავებს ნებისმიერ დაფარულ გრძნობას ხდის ფარდას. არავინ გიშლით გიყვარდეთ, რადგან ცხოვრება მართლაც წარმოუდგენელია სიყვარულის გარეშე, მაგრამ გთხოვთ, ნუ გადააქცევთ მას ბუნებრივ მოთხოვნილებად და ნუ მიეჯაჭვებით მას ვინც უთქვენოდაც შეძლებს არსებობას. მხოლოდ ღირსეულებს შესწირეთ მთელი თქვენი ცხოვრება, იმას ვინც ნამდვილად გიმსახურებთ. დანარჩენს კი საერთოდ ნურაფერს შეჰპირდებით დაე თავ-თავიანთი გზებით იარონ, ნურავის შეაჩერებთ! ვისაც წასვლა უნდა წავიდეს, დასარჩენი კი მუდამ დარჩება.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent