შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გავუღიმე მოგონებებს!

10-07-2017, 18:32
ავტორი უცნობი ქ
ნანახია 1 500

ხომ არის წუთები როდესაც ყველა ტკბილ-მწარე მოგონება ერთად გაწვება და იტირო თუ იცინო ვერ ხვდები? ამ დროს თუ მარტო არ ხარ და თავშეკავებაც შენი სტიქია არ არის მაშინ "გიჟის იარლიყი" გარანტირებული გაქვს. სწორედ ასეთი წუთი დამიდგა ახლა და არ ვიცი ეს ემოცია სად წავიღო.
პირველი რაც საკუთარ თავზე მახსენდება ეს მარტოობისადმი ჩემი უსაზღვრო სიყვარული და მიდრეკილებაა (ახლაც მიკვირს როგორ გავთხოვდი), ყოველთვის ასეთი ვიყავი და ალბათ ამას არაფერი შეცვლის. ჩემს სამყაროში ვიყავი გამოკეტილი და ფანტაზიებით ზღაპარში ვცხოვრობდი (რაღა დაგიმალოთ და ახლაც ასეა). შემდეგი მოგონება ჩემს ძმას უკავშირდება: მისი დაბადება ძალიან მტკივნეულად მახსოვს, დაიბადა თუ არა უკვე ვეჭვიანობდი და ჩემს დაზეც ვბრაზობდი თავს ასე რომ ევლებოდა "პატარა ტუტუცს". ჩემი ასეთი დამოკიდებულება მანამ გაგრძელდა, სანამ გიომ ჩემთან ყოფნის დროს შემთხვევით "კომოდის" კუთხეს თავი არ ჩამოარტყა. იცოცხე დამცეცხლა მაგრამ რა დამცეცხლა, ღმერთს ვთხოვდი ოღონდ ცოცხალი გადარჩეს და ცხოვრებაში არ ვეჩხუბები თქო... გადარჩა! თუმცა სიტყვა მთლად ბოლომდე მანამ ვერ შევასრულე, სანამ არ "გავიზარდე" ანუ გიოს სკოლაში მხოლოდ მე არ დავრჩი უფროსი და. მერე კი იცოცხლე, ყურების ნაცვლად "ლოკატორები" მქონდა გამობმული აბა ერთი ვინმე უფროსკლასელს ან მასწავლებელს (აბა პატარა ბავშვებს რას ვერჩოდი, თან სახელს ხომ არ გავუტეხდი ძმას) რამე ცუდი ეთქვა გიოზე თვალებს დავთხრიდი. უფროსი და ვიყავი და ჩემს მოვალეობას ვასრულებდი, თან მასწავლებლებთან ჩხუბის (კარგი ხო კამათის) გამოცდილება მქონდა და ამიტომ ვიყავი დიდგულზე. ხანდახან ვოცნებობდი ყველაზე მეტად რომელ ბიჭსაც ვერ ვიტანდი გიოზე რამე ცუდი ეთქვა, ოთხში ამოვიღებდი ჯერ სიტყვით(ამაში ნამდვილად ბადალი არ მყავს), მერე მოქმედებით, მაგრამ მე ხომ ბედი არ მქონდა არავის არაფერი უთქვამს და მეც იძულებული წყნარად ვიყავი. ერთხელ ჩემმა სპორტის მასწავლებელმა (ვძმაკაცობდი მასთან) ვითომ შემაპარა "ფეხბურთის გუნდისთვის ბავშვები ამოვარჩიე და შენი ძმა გუნდში ვერ მოხვდაო" თვალები ისე დავუქაჩე ვითარცა საქართველო იყო ოდესღაც გადაჭიმული ნიკოფსიიდან დარუბანდამდე, ხოდა გაბრაზებულ გულზე ვუთხარი: "იმიტომ ვერ მოიგებთ ვერასდროს თამაშს" თქო. ისე აგიხდეთ ყველაფერი, თამაშის მოგება კი არა თვითონ თამაში სანატრელი გაუხდათ, ღირსები იყვნენ (ბოღმა ვიყავი ვაღიარებ). ახლა კი არის ჩემი ძმა აშხვართული და "გადაშხლართული", ხოდა ყავდეს ოლეგის თავისი "პრონწი" ფეხბურთის გუნდი ვის რაში ჭირდება ნეტავ ვიცოდე, როცა მომავალი სამხედრო მეზრდება.
რაც შეეხება ჩემს დას ეგ სხვა განზომილებაა, რაც თავი მახსოვს სულ ვეჭვიანობდი. ჩემს გარდა სხვასთან თუ იქნებოდა ვიბოღმებოდი, არადა მარტო ყოფნაც მინდოდა და ისიც მინდოდა ლანა ჩემთან ყოფილიყო. რაც წამოვიზარდე იმის მერე ხომ საერთოდ დედიკოსთან შორს ყოფნას არ განვიცდიდი ისე როგორც ლანას მონატრებას. ეჭვიანობისგან განსათავისუფლებლად და საკუთარი თავის დამკვიდრების მიზნით ვიყავი თავგადაკლული "შკოლნიკი" (ალბათ), მაგრამ მე ხომ ბედი არ მაქვს: სკოლაში "ნერვებისმშლელი თაყვანისმცემელი" მინდოდა? არ მინდოდა! ახლაც მახსოვს ჩემს საცოდაც კლასელს თავზე კაპასი ცოლივით რომ ვადექი და მის მიერ კლასის კედელზე საღებავით "მოთითხნილ" სიყვარულის "გამოხატულებას" ანუ "ს+ი" - ს თავისი ხელით ვაშლევიებდი, მერე გერმანულის 80 წლის მასწავლებელს, რომელიც ძალიან გულშემატკივრობდა "ი"-ს საქმე გავურჩიე. მერე იყო ჩემი "იმედგაცრუება", კიდევ ერთ თაყვანისმცემელს სიყვარულის ახსნის დროს თავში ჩანთა გავუქანე, მაგრამ საბრალო ჩანთამ მიზანს ვერ მიაღწია. უნამუსომ იმის ნაცვლად რომ ჩემს მიერ მოქნეულ 5 კილოიან ჩანთას გმირულად დახვედროდა, შეშინებულმა უკან დაიხია. ერთი სიტყვით ნამდვილი მშიშარა ქათამი იყო. აბა რომ ვყვარებოდი ერთი დარტყმა ვერ უნდა აეტანა?! უნდა აეტანა, მაგრამ ხომ ვამბობ მშიშარა იყო.
და როცა ჩემი დისგან ყურადღება ოდნავ გადავიტანე, ზუსტად მაშინ "დამეცა მეხი". ერთ დღეს მასწავლებლიდან სახლის გზას დამდგარი გეგმებს ვაწყობ, მიყოლებით ორ ქორწილში როგორ ვიგრიალებ, სახლში მისულს კი საცემრად გამომეკიდნენ შენ იცოდი რომ თხოვდებოდა შენი და და არაფერი გვითხარიო. არადა არ ვიცოდი (იმას ხომ არ ვეტყოდი მე 3 თვის მერე რომ თხოვდებოდა ის ვიცოდი თქო? დამმარხავდნენ ცოცხლად), როგორც ყოველთვის ისევ არაადეკვატური გამოხატვა ემოციების და ამ დაძაბულ გარემოში ლამის სიცილი წამსკდა (კიდევ კარგი ლამის, თორემ მერე მართლა ცოცხლად დამმარხავდნენ). გამიფრინდა დაიკო და ცხრა თვეში ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა ჩემი სიცოცხლე და ცხოვრების აზრი, "პირველი შვილი" დიანა, ეს პატარა გაწრიპული მაიმუნი დედასაც კი მეძახდა, მეც ამაყად კისერმოღერებული დავდიოდი, აბა დისშვილი რომ ჩემზე გიჟდებოდა საამაყო არ იყო? რა თქმა უნდა იყო, ხოდა მეც ვამაყობდი.
რამდენი ემოცია და მოგონება დავიჭირე და კიდევ რამდენი დამრჩა ვინ იცის... თუმცა ჩემი ტკბილი მოგონებების უმეტესობა ხომ ჩემს ლამაზ ოჯახს უკავშირდება. ახლა ვფიქრობ და თურმე რამდენი მოგონებად ქცეული ემოცია ყოფილა ღიმილის ღირსი. ცხოვრება ემოციებისგან შედგება და ეს ემოციები საბოლოოდ მოგონებად იქცევა, ამიტომ კიდევ შევაგროვებ ფასეულ, ღიმილის მომგვრელ მოგონებებს, ეს ხომ ასეთი სასიამოვნო და ფასდაუდებელია.

№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

არა რას მერჩი ერთი ვერ გავიგე.ხომ ვიყავი ჩემთვის წყნარად სახლში,ვისვენებდი და უცებ დადე ,, გავუღიმე მოგონებებს"მეთქი რა უნდა იყოს,იქნებ წინა ჩანახატივით არ ინებათქო და აჰა,გამხეთქე ტირილით.
ჩემი ტკბილი გოგო,ხომ იცი სა როგორ მიყვარხარ და შენზე ნაკლებად არ გადამიტანია შენი გათხოვება.შენ ყოველი ჩემი ნაბიჯი იცოდი და იცი,იმიტომ რომ ჩემი იმედი და საყრდენი ხარ.
გიოზე კიდე თუ გახსოვს მე რა დღეში ვიყავი მაგ დროს smile რომელი დამეწყნარებიეთ არ ვიცოდი და თან დედიკოს ვეძახდი,რადგან არ ვიცოდი რა მექნა.დიდი სიამოვნებით დავბრუნდებოდი იმ წლებში.მეამაყებით ორივე და ერთ-ერთი მაცოცხლებელი ძალა ხართ ჩემი.
--------------------
ლანა

№2  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

La-Na

სიმართლე თუ გაინტერესებს შენი რეაქცია არ მახსოვს. ალბათ ისე ვიყავი შეშინებული ირგვლივ რა ხდებოდა ვერ აღვიქვამდი... ყოველ შემთხვევაში ამ შემთხვევამ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი კოშმარი და შიში დამიტოვა...

№3  offline მოდერი chica sol

სალო, ჩემო საყვარელო, მხოლოდ შენ კი არა, მეც გავუღიმე შენს მოგონებებს. რაღაცნაირი სითბოთი სავსე ჩანახატია, და იმდენ სიყვარულსა და ლამაზ მოგონებას ინახავს, ნამდვილად ღირდა ამის ჩანახატად "შენახვა", ისედაც ხომ ვიცოდი რა საყვარლები ხართ შენ და ლანა, მაგრამ ახლა ორმაგად და ოთხმაგად მესაყვარლებით. მიხარია, რომ ახლა მე მიწევს შენს ნამუშევარს " შეფასება" დავუწერო.
heart_eyes heart_eyes

№4  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

მარიამ ზაქარაშვილი

"ნამუშევარს" ცოტა ხმამაღალი ნათქვამია... მადლობა ჩემო ტკბილო გოგო...
უბრალოდ ჩემი და-ძმა იმდენად მიყვარს ხანდახან ვეღარ ვიკავებ თავს და ვცდილობ ეს ემოციები სადმე შევინახო...
მიხარიხარ მარიამო...

№5  offline აქტიური მკითხველი La-Na

უცნობი ქ

მადლობა ტკბილო.ძალიან მიყვარხართ
--------------------
ლანა

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent