ჩემი გალაქტიკა-*დურმიშხანი
"ჩემი გალაქტიკა ძალიან დიდი იყო,დასაწყისი და დასასრული არ ჰქონდა,მართალია არსებობის ბევრ წელს არ ითვლიდა მაგრამ იმ წლებში მან უამრავი რამ გამოიარა,ცუდიც და კარგიც,ბევრი პლანეტა უნახავს საკუთარი ციური თვალით.იყვნენ პლანეტები რომლებსაც დარდისთვის ვერ გაუძლიათ და აპოცენტრიდან გალაქტიკაში წვრილ ნაწილებად გაბნეულან,გაფანტულან სამუდამოდ,ჩემს ორბიტაზე ბევრი პლანეტა იყო,მაგრამ ჩემთვის მხოლოდ ერთი იყო გამორჩეული-გემინი.მას გაორება სჭირდა,მისი ხასიათი ნიავს ჰგავდა.თავს არასდროს იტირთავდა სხვა პლანეტის პრობლემებით და საზრუნავით,შორიდან ყველაზე მიუწვდომელი ჩანდა.გემინის არსებობა ყოველგვარი ძალ-ღონის გარეშე იგრძნობოდა,ის თავად ჰქმნიდა ორბიტაზე 'ამინდს' : ) გამოჩენის დღიდან რაღაცნაირი იყო,ვფიქრობდი,რომ მთელს ორბიტაზე ყველაზე განსხვავენული ის იყო,ჯერ ასპარეზი ორბიტაზე აიღო,შემდეგ გაიზარდა და მთელს გალაქტიკას მოედო მისი სახელი-გემინი.ყველასგან განსაკუთრებულ ყურადღებას იღებდა,ყველას სურდა მასთან ახლოს ყოფნა,მაგრამ მადლობა შემქმნელს,ამას ყველა ვერ ახერხებდა.ეს ხომ გალაქტიკა იყო.გემინში გაერთიანებული ხალისი და ცოტა სიცივე ერთმანეთს საუკეთესოდ ერწყმოდა,ასეთი სრულყოფილი პლანეტა არასდროს მიხილავს გალაქტიკის ჰორიზონტზე. აპოცენტრში და არამარტო,ყოველ პლანეტას საკუთარი გალაქტიკური მისია ჰქონდა,მარტივად რომ ვთქვათ-დევიზი,ძირითად შემთხვევაში ყველას მსგავსი,გემინის ჰერალდიკა კი 'თავისუფლებას' წარმოადგენდა.შემქმნელიც კი დამიდასტურებდა იმას,რომ ასეთი განსხვავებული ციური სხეული მეორე არ მოძრაობდა მთელს გალაქტიკაში. ზედმეტად ახლოს არავის უშვებდა,მეგონა რომ-არც მე.პეტამეტრები გადიოდა და მასთან მიახლოებაც უფრო ხშირად მიწევდა,არ მიკვირდა ის,რომ კონტაკტს ჩემთანაც ამყარებდა,მაგრამ ვატყობდი,რომ ყველაზე მეტ წელიწადს,პეტამეტრს სწორედ ჩემთან ატარებდა,საბოლოო ჯამში გალაქტიკის იმ ნაკადმა შეძლო ჩვენი ზედმეტად დაახლოება.გამოგვხედავდა თუ არა მზე მისი ცხელი და ნათელი თვალებით,პირველივე ციური p გაეშურებოდა,როგორც კი ყველა პლანეტის ერთადერთ გულში ბნელი ჩამოწვებოდა,მაშინვე უფრო სიღრმისეული და სავსე საუბარი იწყებოდა ჩემსა და გემინს შორის.სიხარულისგან რომელ ორბიტაზე დავმალულიყავი არ ვიცოდი,როდესაც მისგან ვიგებდი,რომ მისი ხასიათის გაფუჭებისა და გამოსწორების მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ მე ვიყავი,სიამოვნებისგან ტრიალის სიჩქარე ავტომატურად მემატებოდა როდესაც მისი არსებობის რთულ მომენტებში ჩემთან მოდიოდა,იმისთვის რომ ხალისი დაბრუნებოდა.არ არსებობდა შუალედი როდესაც ჩვენს შორის სიწყნარე ისადგურებდა.მაგრამ,იყო მომენტები როდესაც მე გაუაზრდებლად 'ვღალატობდი' გემინს სხვა ციურ სხეულთან,წლიურ,დროებით სიამოვნებასაც გავუტაცებივარ,კაშკაშა ვარსკვლავები გამოჩენილან,მათთან გადამინაცვლებია და გემინი არ გამხსენებია,იმიტომ რომ,მე ვიყავი ასეთი,ყველა პლანეტას მორგებული ციური სხეული.გადიოდა წელიწადი და საუკეთესო არსებობა მხოლოდ გემინთან მქონია,ბოლოს ორბიტის ყველა წრეს მაინც გემინთან მივყავდი,ის კი ისევ ისე მიღებდა და აგრძელებდა ჩვენს ჩუმ,განსხვავებულ ღამის საუბარს,შიგადაშიგ კი მაფრთხილებდა,რომ ერთ წელიწადს ჩემი სიჩქარე და გაუაზრებელი პეტამერული მოქმედებები ბოლოს მომიღებდა და გემინის სხეულსაც დამაკარგვინებდა,მე კი ვაგრძელებდი ისევ ისე,რამოდენიმე წელიწადში ერთხელ ისევ გავაფუჭებდი ჩემსა და გემინს შორის აპოცენტრს,შემდეგ ისევ ვუბრუნდებოდით ჩვენს ორბიტას,ის კი ისევ მაფრთხილებლებდა და მაფრთხილებდა,რომ მის თავს დამაკარგვინებდა. იყვნენ პლანეტები,რომელთაც ჩემი და გემინის "ერთად ყოფნა" თავიანთ პატარა,ბოროტ გულებს არ უხარებდათ და ყველა საშუალებით ცდილობდნენ ჩვენი ორბიტის გაყოფას.საერთო ჯამში კი მათ შეძლეს ის,რომ მე და გემინი ერთმანეთს მხოლოდ მზის სხვა მხარეს გაბრუნების შემდეგ 'ვიცნობდით',შეიძლება ამის თავიდან აცილებაც იყო შესაძლებელი მაგრამ გემინი ცდილობდა დავემალე ყველასგან,რადგან მე ბევრი მინუსი მქონდა,მას კი მისი ორბიტის გაფუჭება არ სურდა,ალბათ,ესეც მისი ერთ-ერთი მინუსი იყო.მაგრამ მე ის ყველა თავისი მინუსით მიზიდავდა თავის ორბიტაზე,ძალიან ახლოს,ისიც,მიძლებდა ჩემი ყველა აუტანელი თვისებით,და მპატიობდა ყველაფერ უპატიებელს,იმას რასაც ალბათ მე ვერ ვაპატიებდი მას,და ეს მუდამ მიკვირდა. ჩემი ეგოისტობით გამოწვეული მოულოდნელი გადაწყვეტილებები არა და არ ილეოდა,ერთ წელიწადს,როდესაც მზემ მისი ცეცხლივით გული ჩვენი ორბიტისკენ შემოატრიალა და გალაქტიკის "ჩვენს" ნაწილს ნათელი მოჰფინა,გემინი ვეღარ ვიპოვნე,ის არ იყო ჩემს გვერდით,არც ჩვენი ციური სხეულების გვერდით,და მივხვდი,რომ მან ჩვენს ორბიტაზე არსებობას წერტილი დაუსვა.ის არ განადგურებულა,არც დარდის გამო გაფანტულა,ის თავისით წავიდა,დატოვა ჩვენი ორბიტა.და მე დავრჩი ისევ მარტო,ჩვეულებრივ,უბრალო ციურ სხეულებთან ერთად,რომელშიც არცერთი არ იყო გემინის მსგავსი.ბევრი წელიწადის შემდეგ აღმოვაჩინე,რომ მეზობელ გალაქტიკაში ყველაზე ნათელი პლანეტა მივიდა,წარმოიდგინეთ,იმდენად ნათელი, რომ ჩემი გალაქტიკიდანაც კი ჩანდა.მისი სახელი იყო usuk-d30d,მასაც ისევ ეხვეოდნენ გარს,როგორც გემინს პეტამეტრების უკან.და ზოგჯერ,როდესაც მზე ზურგს მაქცევდა და აპოცენტრში სრულიად მარტო ვიყავი,ვხვდებოდი,რომ სხეულს სხვა პლანეტის სავსე მზერა მიწვავდა.მეზობელი პლანეტიდან, usuk-d30d . ალბათ გემინი..." |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.