სიგიჟე
თეთრი,დიდი და მიმზიდველი შენობის ოთახში, ახალგაზრდა ქალი შევიდა.თეთრი ხალათი მის სახეს მეტად შვენის.მის წინ ახალგაზრდა სიმპათიური ჭაბუკი ბოლთას სცემს, სახეზე აღელვება ეტყობა. -- რა ხდება?!-- ქალის ბაგე გაიხსნა და ნაზი,ხავერდოვანი ხმა გაისმა-- მე მაინტერესებს რა ხდება ?! --რა ხდება?!... ეგ კარგი შეკითხვაა, მაგრამ გაინტერესებს კი სიმართლე?! თუ მოგატყუო?! --მე სიმართლე მინდა! -- რა ხდება?! ყველა ამ კითხვას სვამს და სხვისგან მოითხოვენ პასუხს, არადა თავადაც კარგად ხვდები რა ხდება, მხოლოდ საკუთარ თავს არ უტყდებით სიმართლეში, ისევ სხვას ელოდებით, როგორც ყოველთვის.რა ხდება?! რა მოკლე კითხვაა და რა ვრცელი პასუხი სჭირდება არა?! ხდება ის,რომ ამ ქვეყნად ყველა დაბრმავდა, გაბოროტდა და შურით შეივსეს, საკუთარ სხეულში არსებული სიცარიელე,შურით და ბოროტებით, რომელიც სენივით ყველას ედება და აავადმყოფევს. რა ხდება?! ხდება ის, რომ შავ-ბნელ სამყაროდან გამოსვლას, არავინ ფიქრობს. ხდება ის, რომ კარგად გრძნობენ თავს იქ. მაგრამ რა ეშველებათ მათ, ვინც ჯერ კიდევ არ გარეულა მათ მახეში?! რა ეშველებათ მათ ვინც, ნებით თუ უნებლიეთ, თავი დააღწია მათ?! მაგრამ დროებით.... ნუთუ შესწევთ ძალა, რომ შეეწინააღმდეგონ იმ ბრბოს, მანდას, მასას... არ ვიცი კიდევ რა ვუწოდო... შეეწინააღმდეგონ მათ და არ ჩაებნენ კომპანიაში, რომელსაც "კატების ბრბოს" დავარქმევ... და თუ მათ, ვერ მოახერხეს თავის დაძვრენა, დაიღუპებიან თავადაც და მთელი სამყაროც. ამ ქვეყნად არ დარჩება ადამიანი, რომელსაც სიკეთის, ელემენტარული რაოდენობა შერჩება, ხოლო თუ ვინმეს ექნება ის,სხვების შიშით ვერ გაბედავს მის "გამოყენებას". მეშინია!.. მართლა მეშინია, რადგან ვხედავ, რომ დღითი-დღე უარესდება ცხოვრება,მისი კანონები სულ უფრო მკაცრი, გაუსაძლისი და საშინელი გახდა. არა... არ მინდა ვუცქირო, თუ როგორ მიექანება ყველა და მათ შორის მეც უფსკრულისაკენ... გამოსავალი?!... ეჰ.. გამოსავალიარ ჩანს...მაგრამ მე დავიცდი, ვიდრე პატარა ნიშანს მაინც არ ვიპოვნი მისას...და ამ დროის განმავლობაში ამოვყოფ ალბათ თავს იქ, რაზედაც ახლა ვსაუბრობ.. მე ძალიან მაწუხებს სამყაროს ბედი;- ახალგაზრდა ყმაწვილი უფრო განერვიულდა, ხოლო ქალბატონი, მშვიდი და ჭყნარი მზერით შესცქეროდა მას და გულდასმით უსმენდა.-- მაწუხებს, რადგან მასზეა დამოკიდებული ჩემი ბედიც,,, აი მემგონი უკვე გავები მახეში..უკვე ჩემს თავზე ეგოისტურად დავიწყე ფიქრი.. რისიც მეშინოდა ის მოხდა...მაგრამ არა!!...ასე ადვილად მე, ვერ მიმიღებენ..მე ბოლომდე ვიბრძოლებ, ვიდრე ძალა შემწევს... იცით?!... ერთხელ კინაღამ გავები მახეში, მაგრამ...- ბიჭი წამიერად დადუმდა და მზერა ქალს მიაპყრო--- აი, თუნდაც თქვენ... ვითომ კეთილი თვალები გაქვთ, მაგრამ ეს ხომ მხოლოდ "სიკეთის აპკია"... მე ვიცი რა იმალება მის მიღმა... -- საიდან იცით?!-გაიჟღერა წკრიალა ხმამ- იქნებ სცდებით?! -- არა, მე არასოდე ვცდები...მაგ თვალებით გინდათ მაცდუნოთ, მაგრამ ვერა... ბერ მოგართვით... იყო ერთი, რომელიც შეეცადა... იყო მაგრამ აღარ არის.. ახლაც თვალწინ მიდგას თვალები, რომელიც სინათლეს აფრქვევდა, რომელშიც რაღაცამ წამიერად გააქრო სინათლე და გამოკრთა სიბნელე და ბოროტება... ბევრი ვეცადე ისევ მეპოვნა მათში პირვანდელი სახე, მაგრამ ამაოდ... -- იქნებ თქვენი თვალები გაბოროტდნენ?! არ გიფიქრიათ ამაზე? -- არა!!! ჩემი თვალები არასოდეს გაბოროტდება... მემგონი თქვენც მისნაირი თვალები გაქვთ...ძალიან გთხოვთ... ნუ გამამეორებინებთ იმას, რისი გახსენებაც მზარავს და არამც თუ ჩადენა... --მე წავალ...ყველაფერი გასაგებია ჩემთვის!-- ოთახში სიჩუმე ცოტა ხნით...- წასვლისას ხომ არაფერს მეტყვით?! -- გეტყვით...გეტყვით ტუ როგორი დასასრული იქნება... --აბა, როგორი?!-- ქალს სახეზე, ირონიული გამომეტყველება გამოესახა. --საბოლოოდ ყველანი იმ მახეში გავებმებით... მემგონი... აი... ხომ ვთქვი...უკვე გავები... მეშინია... სიჩუმე! კარგად ვგრძნობ თავს... არც ისე ცუდია ხომ იცით?! რა გინდა?? გაინტერესებს რახდება??? სიჩუმე!! რა ხდება!... ხდება ის, რომ... ქალმა უსიტყვოდ დატოვა ოთახი, რომელშიც საკუთარ თავთან მოსაუბრე ახალგაზრდა ყმაწვილი იყო.. კარებში ხნიერი კაცი შეეგება,, მოუთმენლობა ეტყობოდა.. --ჩვენია-- ჩაიჩურჩულა ქალმა და გზა განაგძო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.