შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუნახავი რეალობა


28-09-2017, 23:13
ავტორი CRAZY GIRL 2
ნანახია 1 598

ბურბონის სასახლის წინ გავჩერდი და თვალწინ დამიდგა ჩემს მიერ შექმნილი ტილო, რომელზეც ეს ულამაზესი ტილო იქნებოდა აღბეჭდილი.
- იქნებ შევქმნა კიდეც მომავალში,- ჩუმად წარმოვსთქვი და გზა გავაგრძელე.
- იქნებ ჩემს ცხოვრებაში პირველად შევქმნა ისეთი ნახატი,რომელზეც რეალობა იქნება აღბეჭდილი. არა, ტკბილი რეალობა არა! მე ხომ ყოველთვის ასე ვიქცევი?! ვქმნი ტილოს, რომელზეც რამე შთამბეჭდავია ასახული, რომელიც ადამიანებს უქმნის ილუზიას იმისა, რომ ირგვლივ მხოლოდ სილამაზე და ტკბილი ცხოვრებაა. ნუთუ არ არის საჭირო რეალობისთვის თვალის გასწორება?! დიახ, არამხოლოდ საჭირო, აუცილებელიცაა! - ამ ფიქრებით ვიყავი გართული, როდესაც თვალი მოვკარი კიბის კუთხეში მჯდარ ბიჭს. მივუახლოვდი, ნელ-ნელა მისი ტანისამოსიც გავარჩიე და მივხვდი რატომ იჯდა აქ მარტო. არც შემთხვევით დაკარგულ ბავშვს ჰგავდა და არც ვინმეს ან რამის მომლოდინეს. ლურჯი ჩამოფხრეწილი შარვალი და გრძელმკლავიანი, სიძველისაგან გაცრეცილი მაისური ეცვა. შემოდგომის ცივი ქარი ქროდა, ხელები მხრებზე ჰქონდა შემოხვეული და ნიკაპი მუხლზე ჩამოედო. გონებაში უეცარმა აზრმა გამიელვა. ეტლი გავაჩერე და სახლისკენ გავემართე. სახლში შევაბიჯე, იმ ოთახის კარებიც გავიარე, რომელშიც ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი მქონდა გატარებული. აქ შეიქმნა ის ტილოები, რომლებმაც სახელი და ქონება მომიტანეს, სადაც ვაპირებდი ჩემი მომავალი ნახატების შექმნასაც. საჭირო მასალა მოვამზადე და ესკიზების შექმნაც დავიწყე.
მეორე დღეს ზუსტად იმავე დროს, იმ კიბის წინ ვიდექი, სადაც ბიჭი იყო წამომჯდარი. თავს იმაშიც ვადანაშაულებდი, რომ ამ ბიჭს ასე შევყურებდი, არაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ ჭერი ჰქონოდა, მაგრამ ჩემს თავს პირობას ვაძლევდი რომ ამას გამოვასწორებდი. ერთი კვირის განმავლობაშ ასე გაგრძელდა. მივდიოდი იმ ადგილას, შევტურებდი, თუ როგორ ითხოვდა დახმარებას და შეგროვებული გროშებით ცოტაოდენ საკვებს ყიდულობდა. შემდეგ ჩამოჯდებოდა, მე კი ესკიზს ვამუშავებდი. ერთი კვირის შემდეგ ბიჭს დავეკონტაქტე.
- გამარჯობა,- მის წინ ჩავიმუხლე და ღიმილით მივესალმე. ჯერ უნდობლად შემათვალიერა, შემდეგ კი გაუბედავად მომესალმა.
- გამარჯობა,- ძლივს გასაგონად ამოილაპარაკა ჩახლეჩილი ხმით. შეგიძლია შენი სახელი მითხრა?- რამოდენიმე წამი თვალებში მიყურებდა.
- მე... მე არ მაქვს სახელი,- თქვა და თავი ჩახარა, რომ თვალებზე მომდგარი ცრემლი დაემალა.
- ჩემთან ერთად წამოხვალ?
- თქვენთან ერთად?- თვალებში მომშტერებოდა მოულოდნელობისაგან, შემდეგ კი უხმოდ დამიქნია თავი. გადავწყვიტე სახლში წამეყვანა იმ ღამით, შემდეგ კი თავშესაფარში წავიყვანდი.
მეორე დღეც დადგა და ბიჭი თავშესაფარში წავიყვანე.დავინახე მისი გაბრწყინებული თვალები სხვა ბავშვების დანახვისას, იმ ბავშვების, რომლების მის მსგავსად მიატოვეს და ახლა ერთმანეთიღა ჰყავთ. დედა მარიას ჩავაბარე ბიჭი. ვიცოდი რომ მას კარგად მოუვლიდა. ამიტომ იქიდან დამშვიდებული გამოვედი, სახლში დავბრუნდი და ტილოს დასრულებას შევუდექი. 10 თვე მოვანდომე მის დასრულებას. მთელი ამ დროის განმავლობაშ ვფიქრობდი, დააფიქრებდა თუ არა ეს ტილო ადამიანებს, რამდენად გაუზიარებდა მათ ყველა უსახლკარო ბავშვის ტკივილს.
უკვე შექმნილი ტილო გამოფენისათვის მზად იყო, შემდეგ იქნებოდა აუქციონი.
ნამუშევარი გალერეაში მივიტანე. ალბათ ჩემგან ისევ რაღაც ზღაპრულს ელოდნენ, მაგრამ ტილოს დანახვისას სახეები შეეცვალათ და უხალისოდ მოათავსეს მისთვის განკუთვნილ ადგილზე. დარბაზი საუცხოოდ იყო მოწყობილი. ნამუშევრებს მხოლოდ ერთი ტილო აკლდა. აუქციონის დაწყებას ქუჩაში დაველოდე. გალერეაში შევედი და თვალი მოვავლე შეკრებილ ხალხს. იმ ტილოს მივაშტერდი, რომელიც დაგვიანებით შემოიტანეს. მასზე ბურბონის სასახლე იყო გამოსახული, შემდეგ კი თვალში მომხვდა ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ამ ტილოს აღფრთოვანებით შეჰყურებდა. რამოდენიმე ადამიანიც შევამჩნიე, რომლებსაც ჩემი ტილოს დანახვისას სახე ეჭმუხნებოდათ და ისევ იმ ტილოს უბრუნდებოდნენ.
რა ხდებოდა ჩემს ტილოსთან? არაფერი. ჩაუვლიდნენ ადამიანები, ერთს შეხედავდნენ და ისევ უემოციო სახეებით გადავიდოდნენ სხვა ტილოებზე. შევდიანი სახე მოვავლე იქ შეკრებილ ადამიანებს, მაგრამ ჩემს თვალებში სიბრალული უფრო იკითხებოდა.
გული დამწყდა. არა იმიტომ, რომ ფული და კიდევ ერთხელ გაჭღერებული სახელი არ მომიტანა. არამე იმიტომ, რომ ადამიანები ვერ ჩაწვდნენ ჩემს სათქმელს. მინდოდა მათთვის დამენახვებინა ის რეალობა, სადაც ბავშვები ქუჩაში უპატრონოდ დადიან და ლუკმა-პური არ აქვთ. მაგრამ ამაოდ. ამისდა მიუხედავად, მაშინ ერთი წამითაც არ მინანია, რომ ასეთი გადაწყვეტილება მივიღე და ბურბონების სასახლე არ ავსახე ტილოზე. გალერიიდან ხმისამოუღებლად გამოვედი და ქუჩას გავუყევი.

სევდიანი ღიმილით შევყურებდი წინ მჯდომ ბავშვებს, რომელთა შორისაც ერთ-ერთი ის ბიჭი იყო.
ხმაამოუღებლად მიყურებდა და არაფერს ამბობდა. უკვე საკმარისად დიდი იყო იმისათვის, რომ ჩემი ნაამბობიდან აზრი გამოეტანა.
- და სად არის ახლა ის ნახატი, ბიძია ონორე!- მკითხა წითურმა გოგომ, რომელსაც სახეზე ჭორფლები ჰქონდა და საყვარლად მიღიმოდა.
- ღმერთმა უწყის,- გოგონას თმაზე გადავუსვი ხელი, თავშესაფრიდან ხმისამოუღებლად გამოვედი და კუთხეში მოვუხვიე. აუქციონიდან არავინ შემხმიანებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ არავინ შეიძინა ის. მას შემდეგ სამი წელი გავიდა.
- იქნებ არ უნდა დავნებებულიყავი ასე ადვილად, იქნებ ისევ უნდა მეცადა,- ფიქრებიდან გამოვერკვიე, მოვუხვიე და ისევ ბურბონისკენ მიმავალ ქუჩას გავუყევი.



№1 სტუმარი მოცინარი

იცი, ძალიან ცოტას თუ ძალუძს ჩაწვდეს მთელი ამ ჩანახატის აზრს. მე მაგალითად გამომივიდა (არ იფიქრო რომ ეს ტრაბახია) მაგრამ არ იმოქმედა. რატომ? იმიტომ რომ მიჩვეული ვარ. ჩემი სახლის წინ დღე და ღამ დგას ერთი ქალი. უფრო სწორედ იდგა. შველას ითხოვდა, შვილი ყავდა ავად, 2-3 წლის მარიამი. რამდენიც გვერდს ჩავუვლიდი იმდენი მთხოვდა შვილი გადამირჩინეთო. მივცემდი 1-2 ლარს როცა შემეძლო, ან უემოციოდ ჩავუვლიდი. განა მართლა უემოციოდ? ზოგჯერ ღამღამობით ვტიროდი ისე მეცოდებოდა. მაგრამ ეს არის მწარე რეალობა. ყველა ერთნაირი არა არის. უსამართლობა. შენ ეხლა ღრმად მნიშვნელოვან თემას შეეხე. რატომ მათხოვრობენ ზოგიერთები ქუჩაში, და ზოგიერთები სიცოცხლის ბოლომდე ფუფუნებაში ცხოვრობენ? უ ს ა მა რ თ ლ ო ბ ა!!! მაგრამ ეს არის რეალობა.

 


№2 სტუმარი Guest თაკო

რეაგირება არ ქონია ჩემს მიმართ შეიძლებ ჩემი ბრალია არ ვიცი მაგრამ ფაქტია

 


№3  offline წევრი CRAZY GIRL 2

ელპინი
მაპატიე,მაგრამ ჩემზე პირადად,საერთოდ არ უმოქმედია ამ ჩანახატს თუ რაც ჰქვია.
არ ვიცი,შეიძლება ჩემი ბრალია.ვერც მაგას გეტყვი.არ მოვიდა ჩემამდე ის ემოციები,რაც ამ ჩანახატის კითხვის დროს უნდა მეგრძნო და ბოდიში,მაგრამ ნერვიც არ შემტოკებია,ვერაფერი ვიგრძენი,გარდა უბრალო სიტყვებისა.
მართლწერაზე და პუნქტუაციაზე არაფერს ვამბობ,იმიტომ,რომ დიდად არ იყო ბევრი შეცდომა.
ზოგადად,მსგავსი შინაარსის ჩანახატებში მეტი ემოციები უნდა ჩართო და მეტი გრძნობები,რომ მკითხველში გააღვიძო ყველა მიჩქმალული გრძნობა.
მგონი,პრობლემა ჩემშია ან არ ვიცი.
რაც შეეხება იმ პრობლემას,რაზეც აქ გაამახვილე ყურადღება,დღესდღეობით უამრავია მსგავსი ბავშვი და მე,თუ რამით შემიძლია დახმარება,ეს უბრალო მონეტებია.დღეს სამყარო ისე,რომ იყოს მოწყობილი,რომ ყველა ყველას ეხმარებოდეს ან თუნდაც,საშუალებაც,რომ ჰქონდეს,არ იქნებოდა შური,ბოღმა და ბოროტება.
მეც არანაკლებ განვიცდი ამ ბავშვების ბედს,მაგრამ ვერ ვეხმარები.დიდი სურვილი მაქვს დავეხმარო,მაგრამ "ვერ" შემიძლია.
რავი,თუ გააგრძელებ ჩანახატების ან ისტორიების წერას,წავიკითხავ.
წარმატებები❤


ჰომ, ვიცი რომ მშრალია, მაგრამ ჩემი პირველი ნაწერია და რატომღაც არ მინდოდა შემეცვალა.
ნამდვილად არ არის შენი ბრალი relaxed

Guest თაკო
რეაგირება არ ქონია ჩემს მიმართ შეიძლებ ჩემი ბრალია არ ვიცი მაგრამ ფაქტია


არაა შენი ბრალი blush უბრალოდ პირველი ნაწერია ჩემი და რაღაცნაირად მშრალი გამოვიდა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent