შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკითხველს სიყვარულით! - ერკე მიდასი


30-09-2017, 21:23
ავტორი ერკე
ნანახია 1 679

გამარჯობა მკითხველო!
ვიცი არ მიცნობ, არც მე გიცნობ და მოდი ისე დავტოვოთ ყველაფერი, როგორც არის. მე შენ ის უნდა გაგიმხილო, რისი თქმაც პირისპირ გამიძნელდებოდა, შენს წინ ვიდგებოდი და შენი სილამაზის დანახვისთანავე დავიმორცხვებოდი, გავწითლდებოდი, პირი გამიშრებოდა, მუხლები კანკალს დაიწყებდა და ხმას ვერ ამოვიღებდი. ვიდგებოდი შენს წინ განაბული და შენს ხვეულ ან სწორ თმას ხელებში მოვიქცევდი. ყოველშემთხვევაში მომინდებოდა, რომ შევხებოდი შენს თმებს, ლოყებს, შენს ვარდისფერ ტუჩებს, მაგრამ გამბედაობა არ მეყოფოდა. შენს ლაპარაკს მოვუსმენდი და შენი ტუჩების ცქერით არ დავიღლებოდი, მაგრამ მე ჩუმად ვიქნებოდი შენს სმენაში გართული. იცი რა მინდა გითხრა? ისეთი შეგრძნება დამეუფლებოდა, თითქოს ჩემს წინ ანგელოზი იდგებოდა და არა შენსავით მშვენიერი და ლამაზი გოგო.
ო, როგორ მინდა ახლა შენ გიყურებდე და რასაც ვწერ იმას მე გეუბნებოდე. შენი ღაჟღაჟა ლოყებისთვის კოცნა მინდოდეს და შენი ტუჩები დავისაკუთრო. უცნაური გრძნობაა. არ გიცნოვ, მაგრამ ჩემს გრძნობებში ისევე ვარ დარწმუნებული როგორც იმაში, რომ შენ ამ წერილს, გრძნობით დაწერილს ბოლომდე ჩაიკითხავ.
ისევ კითხულობ? იმედია ჩემთან ხარ. გთხოვ არ დამტოვო. აქ ხარ?
ამ წერილს ქარს ვატან, არ ვიცი ადრესატამდე თუ მივა, არც ის როდის მივა, მაგრამ მჯერა იპოვის ვიღაც და ეს შენ იქნები, ვინც არ მიცნობს, მაგრამ სჯერა გამიცნობს და მელოდება. მინდა ეს წერილი ჩემს რჩეულს ჩაუვარდეს ხელში, ოღონდ ჯერ არ იცოდეს ვინ ვარ, როგორი ვარ და მაინც ოცნებობდეს ჩემზე. წლების შემდეგ კი, როცა ერთმანეთს შევხვდებოდით, ამ წერილს შემთხვევით მისი წიგნების თაროზე აღმოვაჩენდი მის ბინაში.
მიყვარხარ. ამას პირდაპირ გეტყვი და შორიდან არ მოვუვლი. მინდა ვიპოვო გოგო, ვინც გამიგებს და ისეთს მიმიღებს როგორიც ვარ. ცოტათი გიჟი (ვერ ვიტყვი, რომ ცოტათი), ცოტა მორცხვი, მაგრამ თავის გრძნობებში დარწმუნებული და რომანტიკოსი. შეიძლება ბევრისთვის ერთი ჭკუასუსტი, იდიოტი, შერეკილი, სასაცილო და გიჟ-პოეტა ვარ, მაგრამ მე მაინც რომანტიკოსად მივიჩნევ თავს და ვისაც რა უნდა ის დამიძახოს, არ მანაღვლებს.
თავს უფლებას მივცემ და გაგიმხელ რას გავაკეთებ შენთან ერთად, მაშინ როცა გნახავ. შენთან ერთად მინდა დედამიწა ფეხით შემოვიარო, დავლაშქრო ყველა მთა, ყველა ქალაქი, ქვეყანა თუ კუნძული. სადაც წავალ მინდა თან წაგიყვანო და წამით არ მოგაშორო თვალი. მინდა საოცრებას გაზიარო და ჩემს დედოფლად გაქციო. შენ ჩემი ცხოვრების ნაწილი იქნები, ჩემი გულის ფეთქვა, რომლის გარეშეც ვერ ვიცოცხლებ, რომლის გარეშეც ვერ გავძლებ, ვერ ვიარსებებ.
ჩემს ანგელოზს და ფერიას დაგარქმევ და არავის მივცემ უფლებას რამე გაწყენინოს ან რამე დაგიშავოს, თუნდაც შენი წართმევა სცადოს ჩემთვის. მე თუ მკითხავ, არ გიხდება ცრემლები და მინდა სულ გაღიმებულს და ბედნიერს გხედავდე. ერთმანეთით მინდა ვცოცხლობდეთ, თვალებში გიყურებდე და ვგრძნობდე, როგორ გინდა ჩემთან ყოფნა და ჩემს გამო ყველას და ყველაფრის მიტოვება.
ამ ფურცელს ვატან ჩემს გულსაც, ჩემს გრძნობებს და შენ მინდა იგრძნო ეს. გვიანი არ არის არაფერი, ჩემთვის შენ ერთადერთი მწყემსი და სანთელი ხარ, ვინც გზას გამინათებს და მიჩვენებს საით წავიდე. კი, მე შეიძლება ერთი უბრალო ბიჭი ვარ ან არ ვგავარ არავის, არ ვგავარ მათ ვინც ფეხქვეშ თელავს სიტყვა „მიყვარხარს“. მთელი ცხოვრებაა ვეძებ ადამიანს, ვინც შემიყვარებს, ვინც არ იქნება ჩემს მიმართ ცივი და რასაც აკეთებდეს მხოლოდ, თავისი საოცრად ლამაზი და თბილი თვალებით შემომციცინებდეს. მინდა ვუყვარდე ჩემი ახირებების, უცნაურობების და კაპრიზების მიუხედავად. ხო, ისიც უნდა იცოდე, რომ მე ძალიან, ძალიან ეგოისტი ვარ და მომინდება სულ ჩემთან იყო, სულ გიყვარდე და მხოლოდ მე ვიყო შენს ცხოვრებაში და სხვა - არავინ.
ჩემი პრინცესა იქნები და ყველა სურვილს შეგისრულებ, ხელის გულზე გატარებ. მინდა გულში ჩაგიკრა და მოვუსმინო შენს გულისცემას, რადგან ეს გულისცემა მაცოცხლებს მე წამიდან წამამდე, წუთიდან წუთამდე, საათიდან საათამდე, დღიდან დღემდე და სიცოცხლიდან სიცოცხლემდე. ყოველ დილით ჩემი სახელის წარმოთქმით იღვიძებდე და ფიქრობდე იმაზე თუ როდის მნახავ კიდევ ერთხელ, რომ ჩაგიკრა გულში. ყველგან წაგიყვან, სადაც მოისურვებ, მოგატარებ მსოფლიოს. ვივლით იმ ქუჩებში სადაც ერთ დროს უამრავი წყვილი დადიოდა და ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, თვალებში უყურებდნენ, ტკბებოდნენ და გიჟდებოდნენ ერთმანეთით. სეირნობისას კი ხელი მქონდეს შემოხვეული შენთვის, შენ კი თავი ჩემს მხარზე გქონდეს მოკალათებული და მოგწონდეს ასე ყოფნა. არასოდეს მიმატოვო. ეგოისტი ვარ ეს უკვე გითხარი ამიტომ თუ ჩემი დაგარქვი სხვისკენ არ უნდა გაიხედო ისეთი მზერით, როგორითაც მე მიყურებ.
მიყვარხარ იცი? მინდა რომ ყველას გავაგებინო და რაც მთავარია ირწმუნო შენ. შენდამი გრძნობები ისე მოვიდა წერის დროს, რომ არც ვუფიქრდები რას ვწერ. შენზე ფიქრის დროს სიტყვები თავისით მოდის, რომ წარმოვიდგენ ტანში სიამოვნებისგან ჟრუანტელი მივლის და მინდება, რომ მოგიახლოვდე, მაგრად მოგეხვიო და გაკოცო. რომ ვიცოდე ეს წერილი შენამდე მოვა, მაგრამ შენ ვერ მოხვალ ჩემამდე, გეტყოდი თუ რა ძლიერ მიყვარხარ და შენი ყოველი ამონასუნთქი ჰაერი მეყვარება. ალბათ, გულის სიღრმეში მგონია, რომ ვერასდროს გავიცნობ ისეთ ადამიანს როგორიც შენ ხარ. ჩემთვის იდეალურს. ისეთს, რომელიც მთელი გულით შემიყვარებს და გულს არ მატკენს.
ამით დავასრულებ ჩემო კარგო, საუბარმა გამიტაცა. რომ გიპოვი, პირდაპირ მოვალ და მოგვარდები ტუჩებში, მერე არ მითხრა არ გაგიიფრთხილებივარო, ახლა კი შეგიძლია მეორედ გადაიკითხო ეს წერილი და იფიქრო, თუ ვინ ვარ ან შენამდე როდის მოვალ... ეს ხომ მაინც მოხდება!


პ.ს. შემოვიჭყიტე მეც... კეთილი იყოს ჩემი ფეხი კვლავ სიყვარულის სამყაროში, სიყვარულის ჯადოქარი თუ გახსოვთ?
მგონი არა...



№1  offline ახალბედა მწერალი ერკე

ვოუ, არ ველოდი ნამდვილად! ანუ ეს დაწერილი მაქვს სავარაუდოდ წლების წინ, ამიტომ ახლა შეყვარებული ვარ თუ არა ამას გავლენა არ მოუხდენია. შემთხვევით ძველ უჯრებში ვიქექებოდი და ეს წერილი ვიპოვე, რომელიც ფურცელზე მეწერა და მეც რომ გადავიკითხე, ვერ გადავაგდე. ამოვიწერე კომპიუტერში, რადგან მეც მეძვირფასა ჩემ მიერ დაწერილი წერილი, რომელიც არც კი ვიცი როდის დავწერე და აქ ჩანს, რომ უმისამართოდ დაწერილია, ანუ ალბათ მის სადმე გაშვებას ვაპირებდი გადაგდებას, და ვინც ნახავდა მისი იქნებოდა. თუმცა რატომ არ დავტოვე სადმე ქუჩაში, არ ვიცი. შეიძლება დავტოვე კიდეც, ოღონდ სხვა ეგზემპლარი, რადგან ფურცელს ეტყობოდა, რომ ხელით იყო ნაწერი, მაგრამ არა ორიგინალი, არამედ გადაქსეროქსებული იყო..
დიდი მადლობა, შენც რადგან იგრძენი ეს ყველაფერი, შენც სასწაული გოგო ხარ!
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№2  offline ახალბედა მწერალი ერკე

დიდი დიდი მადლობა ყველას!
მეც რომ გადავიკითხე, მეც კი მესიამოვნა და ახლა თქვენი კომენტარები მსიამოვნებს!
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№3  offline წევრი Mtirala

კარგი იყო... წარმატებები!
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№4  offline ახალბედა მწერალი ერკე

ელპინი
უამრავი რამ წამიკითხავს,მაგრამ მსგავსი ჯერ არა,გეფიცები.
დავიცალე და ბოლომდე ვიგრძენი ყველაფერი.
შესანიშნავი იყო.
წარმატებები.

flushed heart_eyes
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent