შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტოსული


5-10-2017, 16:01
ავტორი უცნობი13
ნანახია 2 134

ვერ გაუძლოო იტყვიან..
ადგებიან..
თავში დაიშენენ ხელებს..
გულთან მიიჭერენ თითებს..
ტვინში მოწოლილ სისხლს შეაჩერებენ..
თოვლზე ნაკვალევს დაელოდებიან..
მოჩვენებებს დაიჯერებენ..
ჩემს ნაწერებს დაიჩემებენ..
ეცდებიან ხუთი უშაქრო ყავის დალევას..
წვიმის დროს
თხლად ჩაცმულები ივლიან..
შეგნებულად თუ უნებლიედ მომბაძავენ ოდესღაც..
შეეშინდებათ ზღვის..
იოცნებებენ ფიჭვის სუნით გაჟღენთილ ხის სახლზე მთაში..
ან
დიდ აივანზე ზღვის ხედით..
დაჯდებიან ჩემი კაფის კუთხეში
მარტოსულები..
გადმოიღებენ დამტვერილი თაროდან გაცრეცილ "ნოემბრისეულს" ".. ჩემს წიგნს სხვისი ავტორობით..
წვიმის, ყვითელი ფოთლების,
ფორთოხლისა და შენი არომატით შეზავებულს..
დალევენ ორ ჭიქა წითელ ღვინოს..
ალბათ ოდესმე იგრძნობენ წვიმას ჩემსავით..
მერე ნელ-ნელა დავავიწყდები ყველას..
ან მარტო კაფე გაახსენებს ხალხს ოდესღაც მიტოვებულ "მწერალს" ...
ოდესღაც ვიღაც ჩემს ჩანაწერებს წაიკითხავს..
გაეღიმება
ან
აეტირება კიდეც..

.....

როცა ერთ დღესაც გაიღვიძებენ და ჩემს ლანდსაც ვეღარ იპოვიან..
იყვირებენ ვერ გაუძლოო..
აივნიდანაც გაფრინდებიან..
ჩემს ღიმილს აკანკალებულ თითებს გადაატარებენ..
ჩემს გიტარას დაამტვრევენ..
დავაკლდები..
იტირებენ..
დამკარგავენ
და
მაშინაც კი ვერ მიხვდებიან..
რომ მე ვუძლებდი..
ეს.. თვითონ ვერ გამაძლებინეს..



№1  offline მოდერი წითური გოგონა

ერთხელ-მებანძა
ორზე-მესამეჯერ გადავიკითხე და კიდევ...
ალაგ-ალაგ, მაგრამ მერე
მივხვდი.
თუმცა, არც ერთ ვარიანტში არ დაუშვა ამით გამარჯვება, აი, თუნდაც იმიტომ, რომ მესამეჯერ გადავიკითხე.
ისეთი იყო, მარილის მოყრამდეც რომ მოსამზადებელია )) (ანუ, მარილიც არ უშველის-მეთქი ;))
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№2 სტუმარი Guest teresa

როგორ მომწონდი წინა კონკურსში (თუ წინის წინაში, აღარ მახსოვს) და აქაც იმავეს ველოდი... იქნებ ახლაც მიეცეს გამარჯვების შანსი_მეთქი, მაგრამ რაღა დაგიმალო და იმედი გამიცრუვდა.
მიზეზს ვერ გეტყვი.
ბევრი რამე დამაკლდა უბრალოდ.
წარმატებები
და
ველი შენგან უფრო პომპეზურ და ბრწყინვალე გამონათებებს!

 


№3  offline წევრი უცნობი13

Guest teresa
როგორ მომწონდი წინა კონკურსში (თუ წინის წინაში, აღარ მახსოვს) და აქაც იმავეს ველოდი... იქნებ ახლაც მიეცეს გამარჯვების შანსი_მეთქი, მაგრამ რაღა დაგიმალო და იმედი გამიცრუვდა.
მიზეზს ვერ გეტყვი.
ბევრი რამე დამაკლდა უბრალოდ.
წარმატებები
და
ველი შენგან უფრო პომპეზურ და ბრწყინვალე გამონათებებს!



გპირდები იმედებს აღარ გაგიცრუებ

 


№4  offline წევრი Mtirala

"წვიმის დროს
თხლად ჩაცმულები ივლიან..."
ხო არაფერი, მაგრამ თვალში მომხდა...
ჩემს გაციებულ ყელს დააკვდა ^-^
წარმატებები
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№5 სტუმარი კორლეონე

როგორც ჩანახატს, არაუშავს.
მაგრამ როგორც საკონკურსო ჩანახატს, ძალიან ბევრი რამე აკლია.
არასაკმარისია იმისთვის, რომ მომეწონოს.

 


№6 სტუმარი ჟოლო

როგორ გითხრა...
მომენტებში იყო რაღაც კარგი... მაგრამ ცოტა და ისეთი, რომ მთლიანობაში ვერ გადაწონა.
მართლაია, ჩანახატი კარგია, კონკურსისთვის სუსტი.

 


№7  offline წევრი ადრასტეია

მე მომეწონა, არვიცი სხვებს რა დააკლდათ მაგრამ იმაზე რაც შენ დაწერე ალბათ ყველას უფიქრია, კარგი თემა აირჩიე,რაღაცნაირად მტკივნეული...

 


№8  offline წევრი უცნობი13

ლუნი.
არ ვიცი რისი ბრალია ამდენი ნეგატივი. შენი წინა საკონკურსო სიახლე არ წამიკითხავს, მაგრამ ეს მომეწონა. რა თქმა უნდა დიდი იქნება კონკურენცია. წარმატებებს გისურვებ ❤❤❤❤


ნეგატივი ყოველთვის იყო და იქნება.
მიხარია რომ მოგეწონა ❤️
ჩემი ჩანაწერები დევს აქ და წაკითხვა შეგიძლია

 


№9 სტუმარი შავი ორქიდეა

უკვე გითხრეს რომ კონკურსისთვის სუსტი ჩანახატია, ისე კი სიამოვნებით წავიკითხე, გქონდა გამონათებები, რამდენიმე წინადადების სახით. ჩანს რომ ცდილობდი ორიგინალურობას, ნაწილობრივ გამოგივიდა.
მარილი აკლდა.

ხო, კიდევ ერთი, კაფის არა კაფეს არის სწორი.

 


№10  offline წევრი უცნობი13

წითური გოგონა
ერთხელ-მებანძა
ორზე-მესამეჯერ გადავიკითხე და კიდევ...
ალაგ-ალაგ, მაგრამ მერე
მივხვდი.
თუმცა, არც ერთ ვარიანტში არ დაუშვა ამით გამარჯვება, აი, თუნდაც იმიტომ, რომ მესამეჯერ გადავიკითხე.
ისეთი იყო, მარილის მოყრამდეც რომ მოსამზადებელია )) (ანუ, მარილიც არ უშველის-მეთქი ;))




არადა შენ არც ისე კარგად წერ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent