შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე ისევ ისე


25-06-2017, 14:57
ავტორი Kristy
ნანახია 1 636

მე ისევ ისე
ძველებურად გიმზადებ ჩაის,
უშაქრობა და უშენობა მიხდება ერთობ,
შენ ფიქრობ მზეზე
და სხივები თითებში ჩაგდის,
ანუ ის დროა, დაღამდეს,
და ვუყურო ფერდობს,

რომელზეც არ ჩანს შენი კვალი
და შენი კაბა.
სარეცხის თოკზე ვეკიდები,
ნაცვლად სარეცხის.
და ზედ წუხილით
ნაიმედარ ნაფლეთებს ვაბამ.
გელოდები და თვალებს ვხუჭავ,
ანუ ღამეს ვცდი.

და მოდის შენი სილუეტი,
თეთრი კაბებით.
მე ძველებურად გაგიმზადე ჩაი
და მკერდთან
შეხსნილი ღილის დასაბნევად
რაღაც ამბებით,
ავწიე ხელი – დასამტვრევი,
დამება ენა.

და ვწევარ,
თითქოს გაყინული მდინარის ზურგზე,
ვუყურებ ცას და
ვუერთდები ვარსკვლავთა რბოლას,
მესმის ყინულის მტვრევის ხმა
და გავრბივარ არსად.

გავრბივარ არსად,
და ღილშეხსნილ პერანგზე ბოლოს
მე ისევ ისე,
ღილის ნაცვლად ვაბნებ ბაგეებს
და მავიწყდება სახე შენი
თვალებ გახელილს.

შენ ფიქრობ მზეზე,
და სხივები თითებს მაგებებს
რომ ჩაესვენოს საუკუნოდ
შენი სახელი.

ავტორი: კონსტანტინე იამანიძე



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

მე ისევ ისე
ძველებურად გიმზადებ ჩაის,
უშაქრობა და უშენობა მიხდება ერთობ,
შენ ფიქრობ მზეზე
და სხივები თითებში ჩაგდის,
ანუ ის დროა, დაღამდეს,
და ვუყურო ფერდობს,

 


№2 სტუმარი anuki

კარგად წერს მართლა. მომეწონა.ძალიან კარგია

 


№3  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

მოვითხოვ, მიაწერო მაგ ლექსს შენი სახელი, შენ უფრო გშვენის

 


№4  offline მოდერი bla.ell

კრისტი მე შენი ლექსები პირის გაშრკბამდე მენატრება...წყალი მინდა შენი ლექსების სახით...

 


№5  offline წევრი Kristy

ლაზარე 13
მოვითხოვ, მიაწერო მაგ ლექსს შენი სახელი, შენ უფრო გშვენის


ბატონო ლაზარე, კეთილი იყოს თქვენი გამოჩენა (პირველ რიგში) kissing_heart kissing_heart რაც შეეხება იდეას, მაგას ვერ ვიზამ, მაგრამ აქ მეყოლება რაც მთავარია heart_eyes

bla.ell
კრისტი მე შენი ლექსები პირის გაშრკბამდე მენატრება...წყალი მინდა შენი ლექსების სახით...


საყვარელო, დიდი მადლობა. იმედია მალე დაგარწყულებ wink

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent