შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ველური, შავტუხა ქალი


15-10-2017, 01:16
ავტორი Eleniko13
ნანახია 3 502

ვპირდებოდი,
იტალიაში წაგიყვან მეთქი და
უცებ ასწევდა ხოლმე თავს,
იდაყვებს ეყრდნობოდა და ისეთ სიცილს
დამაყრიდა,
მთელს სოფელს ესმოდა მისი
ხმა.
მერე გაიღიმებდა,
ხელებს თავქვეშ ამოიდებდა და
თვალებდახუჭული
ოცნებას იწყებდა იტალიაზე.
ჩურჩულებდა და
ამბობდა, რომ რომი მისი ქალაქი
იყო და მაინც, ფლორენციაში უნდა
გვეცხოვრა.
საუბრობდა ძალიან, ძალიან ბევრს
და ხშირად ამბობდა, იტალია
მეძახისო.
მე ხომ ვიცოდი, რასაც ამბობდა-ყველაფერი მხოლოდ
წაკითხული ჰქონდა და
მაინც ისე საუბრობდა,
თითქოს მართლა იტალია იყო
თავისი სამშობლო.
ეს ერთხელ რომ ვუთხარი,
ეწყინა,
ნიკაპი აუკანკალდა და ტირილი დაიწყო,
დამცინიო.
რომ შემირიგდა, ხელახლა
დავპირდი, აუცილებლად ვიცხოვრებთ
ფლორენციაში და არც რომს
ვაწყენინებთ, შევუვლით
ხოლმე მეთქი და ისევ სიცილი
აუტყდა,
სულ მატყუარა მეძახა და
ნიკაპზე ისე მიკბინა,
ახლაც ვგრძნობ ტკივილს.
ხანდახან ვეუბნებოდი, იტალიელები
ცივები არიან და შეიძლება არ
მოეწონო მეთქი,
მაშინვე ბრაზდებოდა, შენ რა იცი,
ვინ როგორია,
ბევრს ნუ ლაპარაკობო და
მერე მთელი საათი იმას წუწუნებდა,
როგორ მიყვარდა ბევრი საუბარი
და რამდენს ვსაუბრობდი მთელი დღის განმავლობაში.
მე მეცინებოდა.
მეცინებოდა მაშინაც,
დიდ, ფრიალა კაბებს რომ ჩაიცვამდა,
რომლებიც მე თუ მკითხავთ,
საერთოდ არ უხდებოდა მის
გამხდარ, გველივით მოქნილ სხეულს და
ბევრს დარბოდა მინდორში.
ხელს კაბის კალთას მოკიდებდა,
ცალ ხელს გაშლიდა ხოლმე და
უშნო კაბებით და
გაშლილი თმებით ნამდვილად ჰგავდა ჩემს
პირად ღმერთს.
ჩემი აზრით, ღმერთი იყო, როცა უბრალო საგნებს
მნიშვნელობას ანიჭებდა და
მდინარის წყალში ისე ბანაობდა, თითქოს
იტალიის ხუთვარსკვლავიან
სასტუმროში იწვა და
ნებივრობდა.
ხშირად იტყოდა ხოლმე,
რომ რომში უამრავ ადამიანს იცნობდა და
მე ხშირად მეცინებოდა ამაზე.
გულში თორემ,
ხმამაღლა ვეღარ ვბედავდი,
მერე ისეთი გაბრაზება იცოდა,
შეეძლო საერთოდ არ
დაგლაპარაკებოდა ერთი კვირა
და თუ სადმე შეხვდებოდი, გვერდს ისე
აგივლიდა, ზედ არ შემოგხედავდა
და გამარჯობას არ გეტყოდა.
საოცარი ქალი იყო.
ისეთი თვალები ჰქონდა, ჩახედავდი თუ არა,
მთელს სამყაროს დაინახავდი და საერთოდ არ ამაყობდა
ამით თვითონ.
ხშირად ბუზღუნებდა რომ ადამიანებს
თვალების გამო მოსწონდათ და
იმუქრებოდა,
უნდა ამოვითხარო ეს თვალები და ვნახოთ მერე ზედ
ვინ შემომხედავსო.
თითქოს ამით ჩვენ გვაშინებდა,
თორემ თვითონ საერთოდ არ
ანაღვლებდა თავისი არც
გარეგნობა, არც ხასიათები.
ასეთი ვარ და მორჩაო,
იყვირებდა ერთს და აბა გაგებედა და გეთქვა რამე,
აუცილებლად გესვროდა თავში რაღაცას.
მე სკამი მესროლა ერთხელ და
ერთი სანტიმეტრითაც არ
აუცილებია,
პირდაპირ შუბლში დამარჭო.
მერედა,
ისე შემომხედა,
თითქოს მე თვითონ ვესროლე
სკამი ჩემს თავს,
გაიბუტა და ოთახიდან გავარდა.
ხანდახან ისეთი ველური იყო, ვერავინ და ვერაფერი
აჩერებდა.
დაჯდებოდა ხის მოაჯირებზე,
რომელიც შეიძლებოდა ნებისმიერ წამს ჩამტყდარიყო,
დაიწყებდა ფრჩხილების
კვნეტას და
როცა თითებს ბოლომდე დაიმახინჯებდა,
ჩამოხტებოდა და სირბილით
მოივლიდა მთელს ეზოს.
იქამდე დარბოდა,
სანამ არ დაეცემოდა და ერთი
ასეთი დაცემის დროს
ცხვირიც გაიტეხა.
ბევრი არ უდარდია, ბევრი კი არა,
საერთოდ არ უდარდია და
თავი დამანებეთ,
ჩემი ცხვირია, მინდა გავტეხავ,
მინდა მოვიჭრიო,
შემოგვიღრენდა ერთს,
მერე მე შემომხედავდა,
თვალებში ჩამაშტერდებოდა და უცებ
უჩვეულოდ ნაღვლიანდებოდა ხოლმე.
იცოდა ხოლმე ასე.
ერთხელ ისიც კი მითხრა,
ვღელავ შენს გამოო,
თავს ხომ მიხედავო?
მე შევშფოთდი, მიდიხარ მეთქი სადმე?
-იტალია მეძახის, ბიჭო, იტალია, არ გახსოვს?
გამიწყრებოდა უცებ და სახეში ისეთ სილას
მარტყამდა,
მთელი დღე რომ მეწვოდა ლოყა.
ისე კი,
ძალიან თბილი და საყვარელი იყო,
როცა სევდიანი იყო.
უცებ უწყლიანდებოდა თვალები, უმიზეზოდ,
და თავს ჩახრიდა.
მერე ვინც გინდა მისულიყო, ხმას არავის გასცემდა,
არავის შეხედავდა,
მხოლოდ მე მეხუტებოდა და ტიროდა,
აქ არ უნდა ვიყოო.
გვეგონა,
სოფელს თაკილობდა,
მაგრამ მაშინვე უარყოფდა-აქაურობა იტალიას
არაფრით ჩამოუვარდება,
რას მეუბნებითო.
ჩვენც გავუცინებდით, თითქოს ან ჩვენ,
ან თვითონ დიდად იცოდა,
იტალია როგორი იყო
და იმ თემას აღარ გავხსინიდით.
საერთოდ ყველას ძალიან გვიყვარდა ის,
უეცრად გამოჩენილი,
შავტუხა,
ველური და ლამაზი ქალი,
რომელსაც კრინტიც არ დაუძრავს,
საიდან მოვიდა ან ვისთან მოვიდა.
წასასვლელიც კი არსად ჰქონდა
და კაცმა რომ კითხოს,
არც მოსასვლელი,
მაგრამ ხომ მოვიდა?
ალბათ იმის იმედი მქონდა, ვინმე
შემიფარებდითო,
სიყვარულით სავსე ხმით გვეუბნებოდა,
და მართალიც იყო.
ღამეს ხან სად ათევდა, ხან სად,
მაგრამ ვალში მაინც არავის რჩებოდა.
ყველაფრის კეთება შეეძლო,
ყველაფერში გვეხმარებოდა და
არავის არაფერზე აწყენინებდა.
ერთი იყო,
ცოტა მრისხანე ბუნება ჰქონდა,
თორემ მაგისთანა კეთილი ქალი ჩვენ
სოფელში ჯერ არავინ გვყოლია.
თმები არასდროს შეუკრავს,
წელამდე სწვდებოდა უკვე,
და ისე უყვარდა ეს თავისი თმები,
იმაზე მეტად მემგონია,
არც მე ვუყვარდი.
ისე კი მეუბნებოდა ხოლმე, მიყვარხარო.
ისეთი თვალებით და ისეთი ხმით,
მჯეროდა მეც,
რა უნდა მექნა,
მაგისთანა ქალები არ იტყუებოდნენ.
ბებია დამიჯენდა და მეტყოდა,
ვხედავ როგორც გიყურებს,
მასე არავის უყურებს ამ სოფელში და გული
არ ატკინო,
ანგელოზია შვილო, ანგელოზიო.
ერთხელ ეგ რომ ვუთხარი,
მუშტები დამარტყა და მიყვიროდა,
ანგელოზი კი არა,
ეშმაკი ვარ მე,
მახინჯი და ბოროტი ეშმაკიო, და მე ხმას
არ ვიღებდი,
რა უნდა მეთქვა.
თვითონ უკეთ იცოდა, ვინ იყო,
მაგრამ კაცმა რომ თქვას,
ნეტა ყველა ისეთი ეშმაკები ვიყოთ, როგორიც ის.
ჭამით ბევრს არც ჭამდა.
აიღებდა ერთ ვაშლს,
უთუოდ მწვანეს ოღონდ,
და მთელი დღე ხელში ის ეჭირა,
იმას ჭამდა.
მერე ამბობდა, არ მშია,
დღეს ვაშლი ვჭამეო და ერთხელ ერთმა
გოგომ სიცილით კითხა,
იტალიაშიც ასე აკეთებდიო? აიღო და
იმხელა ქვა ესროლა, სულ კივილით და
ტირილით გაიქცა ის გოგო.
ქვა არ მოხვედრია,
არადა მე ხომ მაინც ვიცოდი,
მიზანი ისეთი ჰქონდა,
არასდროს აცილებდა.
მერე დაჯდა და მაგაზეც ბევრი იტირა.
მე ვამშვიდებდი, ვისი საქმეა,
ვაშლს შეჭამ თუ არა მეთქი და
ის ჩემს მკერდზე ტიროდა,
აქ არ უნდა ვიყო,
აქ არ მინდაო.
ვიცოდი, განა არ ვიცოდი? არ იყო სოფლელი გოგო.
ვერ ვეკითხებოდი,
არ მეტყოდა მაინც და მთელი სოფელი ასე
დაინტერესებული ვიყავით,
ვინ იყო და საიდან მოვიდა.
მერე შევეჩვიეთ თანდათან,
ისიც შეგვეჩვია და...
არ ვიცი.
არც მე,
არც არავინ იცის,
რატომ მოაკითხა ერთ დღეს ვიღაც
მოხუცმა ქალმა,
წელში მოხრილმა და რატომ გაიქცა
მის დანახვაზე და მე აღარ გავეკიდე.
ჩამოვუჯექით ამ ქალს და
ყველაფერი მოვაყოლინეთ.
მე ბებიამისი ვარ,
დედ-მამა იტალიაში დაეღუპაო,
15 წლის იყო რომ მომიყვანეს და
დიდი ხანი არც გაჩერებულა,
ისე გაიქცა,
ვეღარსად ვნახეთო.
ახლა ძლივს ვიპოვე და აღარ მინდა დავკარგოო.
ჩვენც რა გვექნა.
ჯერ ხმა ჩაგდებულები ვიჯექით,
ვერ ვიჯერებდით რომ ეს ველური,
შავტუქა ქალი იტალიაში ცხოვრობდა მართლა
და თან ისე შეგვიყვარდა, აღარც გვეთმობოდა.
სხვა გზა არ იყო,
ავდექით და ძებნა დავუწყეთ.
ვერ ვიპოვეთ.
არსად იყო.
ბებიამისი სახეს იხოკავდა, მაგრამ რა გვექნა?
მასზე ნაკლებად არავის გვიყვარდა.
ანეტა ერქვა თურმე,
მთელი თვე ვეძებდით.
მერე აღარ.
მე დავეხეტებოდი ხოლმე ისევ და
მინდოდა მენახა,
მაგრამ რა აზრი ჰქონდა.
ვიცოდით, თუ წავიდოდა, აღარ დაბრუნდებოდა.
ვიხსენებდით ხოლმე და ვამბობდით, ვინ იცის,
ვისთან არის ახლა და ვის შეაყვარებს თავსო,
და ყველას გვჯეროდა, რომ ჩვენგანაც ისე
გაიქცა,
როგორც ბებიამისისგან.
ვარწმუნებდით თავებს, რომ კარგად იყო და
არაფერი უჭირდა,
მაგრამ მაინც ვიცოდით გულის სიღრმეში,
რომ არ იყო ანეტა ასეთი ქალი.
ოთხი თვის თავზე მისი დაკარგვიდან,
მდინარემ გამორიყა...
ეს იყო და ეს.
ანგელოზი იყო და ანგელოზივით მოკვდა.




№1 სტუმარი თაკო98

არ მომეწონა
ვერ მომეწონა.
არ ვიცი მე მომეჩვენა თუ მეტისმეტად ხელოვნური ჩანდა, წაკითხული მაქვს შენი ისტორიებიც და ერთი ჩანახატიც, გაცილებით მეტი შეგეძლო დარწმუნებული ვარ

 


№2 სტუმარი ჟოლო

ვიჯექით არა - ვისხედით...

ჩანახატის სტილი, ეს მონაყოლი ლამაზია...
საიმტერესოდ დაიწყო კიდეც, მაგრამ...
არ ვიცი რა გითხრა... ცუდი არ იყო, მომეწონა, მაგრამ რაღაც აკლდა. რაღაც ამბავი...
მშობლების დაღუპვამ და თავქარიანობამ როგორ აქცია ანგელოზად... მით უმეტეს თუ თავი მოიკლა, ანგელოზად ნამდვილად ვერ იქცეოდა.
დასაწყისი ისეთი კარგი ჰქონდა,,ეს დასასრული ცოტა არ მესიამოვნა.
ნუ, ალბათ მე ვერ გავიგე რაღაც...
წარმატებები კონკურსში ))

 


№3 სტუმარი სტუმარი teresa

ჰოო, აი, ბოლომდე ისეთი კარგი იყო, ისეთი, რომ...
ვიცი, შინაარსს არ უნდა ვეხებოდე, მაგრამ საშინლად კმაყოფილი დავრჩებოდი, ანეტას კვალისთვის ბოლომდე რომ ვერ მიეგნოთ და უბრალოდ დამახსოვრებოდათ.
დამახსოვრებოდათ ისეთი, როგორიც იყო
შავტუხა,
ველური,
მწვანე ვაშლის მოყვარული,
კეთილი ქალი
და მორჩა,
მაგრამ ასე არ მოხდა და ახლა სიმგაწყვეტილივით ვარ.
წარმატებები!

 


№4 სტუმარი კორლეონე

ძალიან მომეწონა!
ბიჭი ყვებოდა ამ ყველაფერს. ბიჭი წერდა. თან შეყვარებული.
ყველაზე მეტად ეს მომეწონა.
და სიუჟეტი. ყველაზე ორიგინალური, განსხვავებული და რაც მთავარია, ძალიან მაგარი!
საოცარი იყო, ნამდვილად.

 


№5  offline წევრი Mtirala

არა, არ უნდა ყოფილიყო დასასრული ასეთი...
მაგრამ წერის სტილი გაქვს საოცრება, დასაწყისიც ძალიან მომეწონა...
მაგრამ შენ მიხვდები... დამაკლდა რაღაც...
წარმატებებს გისურვებ ❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№6  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ძალიან მომეწონა heart_eyes heart_eyes

 


№7  offline წევრი Kalina

მე და შენ არ გვიყვარს ჰეფი ენდები,
ჰო?
:)
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№8  offline წევრი lile-eli

თითქოს ჩარლზ ბუკოვსკის ზეგავლენა იგრძნობოდა, მაგრამ არ იფიქრო, რომ ცუდია, რადგან შენეულიც იყო და ძალიან მომეწონა, ძალიან კარგია!
წარმატებებს გისურვებ.

 


№9  offline მოდერი bibo

ჩემი ელუ
პატარა ელუ
სიგიჟის ელუ
სიყვარულის ელუ
აი ასე ისეთი ხარ სიტყვები არა
უბრალოდ სიგიჟე ხარ
ყველაზე ბრალიანი ხარ
ყველაზე სასწაულია
სიგიჟეა
ჰო ხო არ მიყვარს ცუდი ბოლო
შენ რატო გიხდება
რისთვის
უბრალოდ შენ მაგიჟებ
შენი გრძნობები
და ასე სიგიჟე
ასე რო გრძნობ
ასე რო გიხდება
ასე უბრალოდ ასე მაგიჟებ ელუ მე შენ
გყვარობ
ისე უსაზღვროდ
გიჟურად
ბევრები წარმატებები
ჩემი პატარა ელუსი
<3

 


№10 სტუმარი სტუმარი edi

ver vregistrildebi

 


№11  offline მოდერი bibo

სტუმარი edi
ver vregistrildebi

რეგისტრაცია შეჩერებულია ვერ დარეგისტრირდები

 


№13  offline მოდერი Eleniko13

ფორთოხალი
:))))))))))))
ელ.

ვწუხვარ, თეუ.
შენც ხომ იცი...
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№14 სტუმარი makusha

აღფრთოვანებული ვარ...საოცარი იყო,სიყვარულით და სიგიჟით სავსე..ისე უცებ შემომეკითხინა ვერც მივხვდი,ისე ადვილად წარმოსადგენი იყო რახდებოდა,როგორი საოცარი და ტკბილი გოგო ხარ შენ ❤❤ წარმატებებიი საყვარელო !

 


№15  offline მოდერი წითური გოგონა

უნამუსო გოგო ხარრ))
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№16 სტუმარი makusha

წითური გოგონა
უნამუსო გოგო ხარრ))

უკაცრავად და რატომ?რამე ისეთი ვთქვი?

 


№17  offline მოდერი Eleniko13

წითური გოგონა
უნამუსო გოგო ხარრ))


ვიცი, ვხვდები.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№18  offline წევრი ლუკკიანეცცი

რავქნა რო ძაან მიყვარხარ და მთელი შენი შემოქმედება უნაკლოდ მიმაჩნია.

 


№19 სტუმარი სტუმარი Lilu

ფეხი გავიქნიე ხელი- ისტორიაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent