უსახლკარო
მთელი დღე წვიმდა.. თითქოს ცდილობდა ცოდვები ჩამოერეცხა ჩვენთვის. ემოცია ცვრიანი, სიყალბე ირგვლივ. თითქოსდა არაფრით განსხვავებული საღამო იყო.ჩემი ფიქრები სულ სხვაგან იყო, სადღაც უფრო შორს, ჰორიზონტს მიღმა გადაკარგული. სწორედ ამ დროს გამახსენდა ბიჭი ან იქნებ კაცი, ზუსტად ვერ ვიტყვი. არასდროს მინახავს ასეთი ახალგაზრდა ნაოჭები.. ტკივილით დაბერებული ახალგაზრდობა.. უსახლკაროა. .საწოლად მიწა, სახურავად ცა, როგორც ხდება ხოლმე. მეგობრობასაც მხოლოდ ქუჩის ძაღლები უწევენ. გუშინ შემხვდა, ძლივს მიბარბაცებდა ნაცრისფერ ქუჩაზე, რომლისთვისაც სიძველეს ბზარები გაუჩენია და აქა-იქ დაუნაოჭებია. ცარიელ კედლებს, სიცარიელის სუნით გაჟღენთილს ბევრი უნახავს. სიხარულიცა და სევდაც ქვაში სამუდამოდ დაუმარხავს.. მთვრალი იყო.. ალბათ სამადლოდ გაცემული მოწყალება ისევ სასმელში გადაცვალა.ხელებს უგზოუკლოდ იქნევდა, ბუტბუტებდა, ჩხუბობდა, საკუთარ თავს ურტყამდა და თან ტიროდა.. მისი თითო ბგერა სულის კვნესას ჰგავდა, თვითგვემა კი კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს მის სიმარტოვეს. ამბობენ გიჟიაო, მე კი მგონია, რომ მისი ისტორია ბევრად მეტია ვიდრე სიგიჟე.. უყვარს ნიავი, ერთადერთია რაც ეხება.წვიმაც უყვარს, მისი ცრემლების მოზიარეა..პირველი თოვლის მნახველიც ისაა და პირველი მერცხლის ჭიკჭიკის მომსმენიც.. მისი თვალები ცას მიპყრობილი პოულობენ იმას, რაც უფლებას აძლევს ყოველდილით გამოიღვიძოს. იქნებ ასეთი ადამიანების ტანჯვის ხარჯზე ვართ ბედნიერები.. იქნებ ისინი ბუტბუტებენ ღმერთთან ჩვენზე..დახარკულ ცხოვრებას ზურგით ზიდავენ. ხვალ, როცა ჩაბნელებულ ოთახში მაღვიძარა ძლივს გაგვაღვიძებს , უსახლკაროს ისევ მზე ახარებს ახალ დღეს. მის თვალებში არეკლილი მზე გაათბობს სიცივისგან დაბზარულ სულს. შემოდგომის ყვითელი, გაცრეცილი, ხიდან მოწყვეტილი მოხეტიალე ფოთოლივითაა..ხან მიწაზე ხოხავს, ხანაც ჰაერში დაფარფატებს ანცი ბავშვივით. არავინ იცის როდის სად აღმოჩნდება.. ბოლო გაჩერება მიწა იქნება.. ფოთოლიცა და ადამიანიც.. ბოროტიცა და კეთილიც.. მდიდარიცა და უსახლკაროც ბოლოს მიწის ქვეშ პოულობენ თავშესაფარს..ა დ ა მ ი ა ნ ი რვა ასოსგან შემდგარი უსასრულობაა. უსასრულობას კი არც ბოლო აქვს და არც დასაწყისი.. ჩვენ ვიბადებით მაგრამ არ ვიწყებით დაბადებით.. მანამდეც ხომ არის რაღაც რაც არავინ იცის .. ჩვენ ვკვდებით მაგრამ არც ესაა ბოლო იმის იქითაც ხომ არის რაღაც რაც არავინ ვიცით.. ჩვენ ყველა ადამიანობა დაკარგული ადამიანები ვართ, რომლებმაც აღვმართეთ კედლები, ხიდები ერთმანეთს შორის..ყველაზე სამწუხარო კი არის ის, რომ ამ დაბრკოლებების ასაგებად არა ქვები, არა ლლოდები გამოვიყენეთ ადამიანები,უსახლკაროები. სიმარტოვით შემოსილი სულები. ადამიანები, რომლებიც ყოველდღე განიცდიან ემოციათა თვითმკვლელობას. ისევ გადაუღებლად წვიმს.. ფანჯრიდან გავყურებ კარგად ნაცნობ ჰორიზონტს. ხეს ისევ ერთი ფოთოლი მოწყდა.. საზოგადოებას კიდევ ერთი ადამიანი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.