შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

5:53 pm


13-11-2017, 01:33
ავტორი Another gurl
ნანახია 1 008

იწვა, რამდენი საათი გაატარა ამ პოზიციაში მხოლოდ ღმერთმა იცოდა ან მასაც არ ეცალა გოგონასთვის.
იწვა, გაუნძრევლად იწვა.
მხოლოდ მაშინ აკეთებდა, ნელ და მშვიდ მოძრაობებს როცა ხალათის ჯიბიდან სიგარეტს იღებდა.
ისეთი მშვიდი იყო თითქოს არსად ეჩქარებოდა, მაგრამ უმრავი საქმე ჰქონდა.
სიგარეტს იღებდა, ჯერ აკვირდებოდა თითქოს პირველად ენახა და შემდეგ ნელი მოძრაობით უკიდებდა იასამნისფერი სანთებელით. ოთახში ბუღს აყენებდა, ისედაც იდგა, მაგრამ უფრო ამწვავებდა.
ბოლიც გოგონას თავზე სწრაფად დასტრიალებდა და ზევით მიიწევდა ცოტახნის უკან გამოშვებულ ბოლს უერთდებოდა.
შემდეგ ისევ იგივე
მერამდენე ღერს ეწეოდა უკვე ვინ დათვლის…
ეწეოდა, მშვიდად და წყნარად.
გარეთ წვიმდა, წვიმდა საათების განმავლობაში გაუჩერებლად. ცა ტიროდა თუ თვითონ გოგონას ცრემლები იყო არავინ იცის. არც მან იცოდა, ის ხომ უბრალოდ ეწეოდა და ცრემლის ერთი წვეთიც კი არ ჩამოვარდნია გაუხეშებულ სახეზე.
არა და ვინ იცის იქნებ როგორ უნდოდა ტირილი, ემოციებისგან დაცლა, მაგრამ ის ისევ იწვა და ფიქრობდა, ფიქრობდა და შიგადაშიგ ირხეოდა ისე, რომ ხმაურსაც არ იწვევდა.
დასცქეროდა ტელეფონს და დუმდა. დუმდა ისევე როგორც მისი ტელეფონი…
ტელეფონი რომელიც მხოლოდ მაშინ იქცევდა ყურადღებას როცა ვინმე დარეკავდა.
დარეკავდა ათასში ერთხელ და დაამსხვრევდა იმ სიმყუდროვეს რომელიც იქ, იმ წუთებში სუფევდა, მაგრამ ესეც წამები გრძელდებოდა და ისევ იგივე მეორდებოდა.
ისევ სიგარეტი, ახალი ღერი.
ახალი კვამლი ოთახში.
ნელა ეხებოდა სიგარეტს და ასევე ნელა არტყამდა ნაპასს..
მთელი ეს შხამი ფილტვებში ჩაჰქონდა, ღრმად ისუნთქავდა. ხანდახან ისე ღრმადაც, რომ სუნთქვა ეკვროდა.
ახალი კვამლიც ნელნელა ძველი ხდებოდა, უერთდებოდა ძველებს და ნელა და მშვიდად ღია ფანჯრიდან გაპარვას ლამობდა.
ოთახი ყარდა, ყარდა ნიკოტინის და სიცარიელის სუნად.
ნიკოტინს კიდე აიტანდა კაცი, ისეთი სიცარიელე იყო ვერც იგრძნობით იქვე სადმე გოგონა თუ იყო წამოწოლილი.
გოგონა წაბლისფერი თმით და ლამაზი თვალებით.
არაფერი მოსწონდა საკუთარი. მხოლოდ თვალის ფერი და უკანალი იმასაც დაიწუნებდა ხოლმე, მაგრამ ეს მაშინ როცა არ იწვა. არ მოსწონდა საკუთარი თავი და თავის ნაკლოვანებებზე თვითონვე იცინოდა. საკუთარ თავს დასცინოდა, იმის მაგივრად განწყობა აემაღლებინა. არ უყვარდა საკუთარი თავი, მაგრამ სხვისთვის სიცოცხეს დათმობდა. დათმობდა აბა რას იზავდა, მთელი ცხოვრება ის პატარა მონაკვეთებიც ხომ ზუსტად ამისთვის იცხოვრა, რომ სხვას როცა დასჭირდებოდა უმალვე გაჩენილიყო იქ.
კეთილი იყო, მაგრამ ეშმაკი ცხოვრობდა მასში. მისი დემონი-სახელი ვერ მოუფიქრა და ზუსტად ასე იხსენიებდა გონებაში როცა თავის თავს ელაპარაკებოდა. თავს რომელიც სადღაც გაქრა და ისტორიაც არ დატოვა.
თუ დატოვა იმისთვის მაინც არ კმარა, რომ 2წლის მერე ახლობლების ან საკუთარი თავის გარდა ვინმეს გაახსენდეს. გოგონა ლამაზი მწვანე თვალებით, უფრო დაზუსტებით მუქი მწვანე თვალებით. არც ასეა, როცა ბრაზდებოდა თაფლისფერი უხდებოდა და ცეცხლივით უელავდა, როცა მშვიდად იყო ღიავდებოდა და ნამდვილად ლამაზი სანახავი იყო.
ეს არ უნდოდა და ზუსტად ამის ეშინოდა, დავიწყების.
შემდეგ ახალი ბოლი, ისევ
უკვე მერამდენედ…
ნიკოტინით აყროლებული ცერა და საჩვენებელი თითები…
რა უნდოდა თვითონაც არ იცოდა, მაგრამ მაინც განაგრძობდა ძიებას თავისივე ტკივილის ხარჯზე. მგონი მაზოხისტი იყო…
ბოლო ღერიც ჩააქრო, მაგრამ ამჯერად აღელვებულმა. კვამლთან ერთად გაქრა. სად წავიდა არავინ იცის… ისიც გაიპარა ღია ფანჯრიდან.
გარეთ ისევ წვიმდა, იმ ტემპით და ისევ უემოციოდ ან პირიქით ემოციების ზღვასავით, მაგრამ მწოლიარე გოგონა გაქრა…
ძველი ბოლები მის ლოგინს მშვიდად და აუღელვებლად დასთამაშებდნენ თავზე… იქნებ ციოდათ და საბანში შეძრომას ლამობდნენ, იქნებ ეშინოდათ, იქნებ სითბო სურდათ როგოროც გოგონას, მაგრამ მალე ისინიც გაქრნენ
და გარეთ ისევ წვიმდა, ოთახში ისევ ნიკოტინისა და სიცარიელის სუნი იდგა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent