21:12
დღეს ავტობუსში ბიჭი ვნახე. მზეს გავდა. ანგელოზს, ქრისტეს. იყო მასში რაღაც საოცრად წმინდა, საოცრად მძიმე, საოცარად ძნელი. ტკივილი? ბევრი.. ძალიან ბევრი. თვალები ცისფრად უელავდა, დაღლილი, ბრძენი, ნაწყენი.. თვალები, რომლებიც ბევრჯერ ტირიან.. ალბათ ზუსტად ასეთი იყო გოლგოთაზე ღვთისგან მიტოვებული ქრისტეს თვალები, ალბათ ზუსტად ასეთია ყველა წაქცეული, მაგრამ გაუტეხელი სულის თვალები - თვალები, რომლებიც იტანჯებიან, არსებობით იტანჯებიან! არასდროს არსად მინახავს ასეთი ლამაზი თვალები. არასდროს არსად მინახავს ასეთი ლამაზი ადამიანი. ნებას მივცემდი მოვეკალი, რომ სდომებოდა. ნებას მივცემდი.. ყველაფერის ნებას მივცემდი! შევიყვარებდი თუ არა? შევიყვარებდი.. ერთი ნახვით შევიყვარებდი.. მაგრამ... იყო ერთი მაგრამ... შენი სუნი. სუნი რომელიც ამეკვიატა! სუნი, რომელიც ქუჩებში დამსდევს! ქუჩებში სადაც ხარ ხარ! სუნი, რომელიც მაშინაც მცემს, როცა შენზე არ ვფიქრობ, სუნი რომელიც მახსენებს რომ ავადმყოფი ვარ. ავადმყოფი, შენით დაავადებული. იცი რას ნიშნავს უყურებდე ყველაზე ლამაზი სულის ყველაზე ლამაზ ხორცშესხმას და იცოდე ვერ შეიყვარებ, იმიტომ რომ პარალიზებული ხარ? სხვისით პარალიზებული! შეიძლება იცი. ბევრმა იცის. არ არსებობენ მეორე ნახევრები.. არსებობენ ადამიანები, რომლებითაც ავადდები პერიოდულად. მეც სხვისით დაავადდი. სხვა თვალებით. ბევრთა შორის მხოლოდ ის სული მოვინდომე, რომელიც მანადგურებს, იმიტომ რომ ასე მესმის. ასე მესმის სიყვარული. ასე მესმის ყველა გრძნობა იდეალური. ასე მესმის ბედნიერება. აღუწერელი ტკივილის, სიგიჟის, და სიხარულის ნაზავად. ვუყურებდი ყველაზე ლამაზ თვალებს, რომლებსაც წინ შენი დაჟინებული, იდუმალი, ერთდროულად ცივი და ცეცხლისფერი, აგრესიული და მშვიდი, თავდაჯერებული მზერა ეფარებოდა. მზერა რომელიც ერთი ნახვით შემიყვარდა. ერთი ნახვით შემიყარდა თვალები, რომლებიც გაბრაზებული მიყურება და გაბრაზებული ვუყურებდი, მაშინ არ ვიცოდი, რომ საბედისწეროდ გავები, უბრალოდ ვიცოდი, რომ ვიპოვე, ის რასაც ძალიან დიდი ხანი ვეძებდი. ჰოდა რა არის სიყვარული? აკვიატება..? ავადმყოფური მიზიდულობა..? სიყვარული ალბათ სწორედ ის არის რაც იმ ავტობუსში მოხდა. ხედავდე ქრისტეს და არჩევდე დემონს. ესაა სიყვარული ჩემეული. ავადმყოფური. სიყვარული,რომელიც მკლავს, მაგრამ მაინც მაბედნიერებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.