შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

''დეპრესიამ საბოლოოდ შემჭამა''


24-12-2017, 02:18
ავტორი Avianna
ნანახია 1 329

‘’შინაგანად განადგურებული ვარ.
დეპრესიამ, რომელიც ნელა მჭამდა, საბოლოოდ გადამყლაპა.
და მე მისი დამარცხება ვერ შევძელი.
მე საკუთარი თავი შევიძულე.
ყველა უბედური მოგონება შევკრიბე და დავუყვირე , რომ მომშორებოდნენ.
მაგრამ უპასუხოდ დავრჩი.
თუ ნორმალურად ვერ ვსუნთქავ, უკეთესი იქნება საერთოდ შევწყვიტო სუნთქვა.
საკუთარ თავს ვკითხე, ვის შეეძლო ჩემი მოვლა.
მხოლოდ მე.
მე ვიყავი უსასრულოდ მარტო.
დასასრულზე საუბარი ადვილია.
რთულია მისი რეალურად შესრულება.
აქამდე, ამ წინააღმდეგობის გამო ვიცხოვრე.
ჩემს თავს ვუთხარი, რომ გაქცევა მინდოდა.
დიახ, მინდოდა გავქცეულიყავი.
საკუთარი თავისგან.
შენგან.
ვიკითხე, ვინ იყო აქ.
მე ვიყავი.
ისევ მე ვიყავი.
და ისევ, მე ვიყავი.
ვიკითხე რატომ ვკარგავდი მოგონებებს.
ისინი ამბობენ: ჩემი ხასიათის გამო.
ვხედავ.
ანუ, საბოლოოდ ეს მხოლოდ ჩემი ბრალია.
მინდოდა , ვინმეს შეემჩნია, მაგრამ არავინ შემამჩნია.
არავინ შემხვდა. ამიტომ რა თქმა უნდა ჩემი არსებობის შესახებაც არ იციან.
ვიკითხე, რატომ ცხოვრობენ ადამიანები.
უბრალოდ.
უბრალოდ.
ისინი უბრალოდ ცხოვრობენ.
ალბათ, რომ ვიკითხო, რატომ იხოცებიან, ისინი იტყვიან რომ უბრალოდ დაიღალნენ.
ვიტანჯებოდი და ვწუხდი.
არასდროს მისწავლია, როგორ შემეცვალა ეს დამღლელი ტკივილი ბედნიერებით.
ტკივილი უბრალოდ ტკივილია.
მათ მითხრეს, რომ ასეთი არ ვყოფილიყავი.
რატომ?
არ შემიძლია ისე მაინც დავამთავრო ყველაფერი, როგორც მინდა?
მათ მითხრეს, რომ გამეგო , რატომ მტკივა.
ისედაც კარგად ვიცი.
მტკივა, ჩემ გამო.
ყველაფერი ჩემი ბრალია, რადგან მე ცუდი ვარ.
ექიმო, ეს არის ის, რისი მოსმენაც გინდოდა?
არა, ცუდი არაფერი ჩამიდენია.
როცა ექიმი ნაზი ხმით მადანაშაულებდა ჩემი ხასიათის გამო, ვფიქრობდი ‘’ ჯანდაბა, ექიმად ყოფნა ადვილია.’’
გასაოცარია, რამდენად ძლიერად მტკივა.
ისინი, ვისაც ჩემზე მეტად სტკივა, მშვენივრად ცხოვრობენ.
ჩემზე სუსტები მშვენივრად ცხოვრობენ.
მაგრამ, ალბათ არა.
ტყუილია.
ყველა ცოცხალ არსებას შორის, არ არსებობს ისეთი, ვინც ჩემზე სუსტია .
მაგრამ მათ მითხრეს , რომ ყველა შემთხვევაში უნდა გავაგრძელო ცხოვრება.
საკუთარ თავს ასჯერ ვეკითხებოდი : რატომ? მე ხომ ეს არაფერში მადგება.
ეს შენთვისაა.
გთხოვ, არაფერი თქვა თუ არ გესმის.
გავიგო რატომ მტკივა?
გითხარი რატომაც.
ასეთი დანაშაულია მტკიოდეს ამის გამო?
უფრო დრამატული მიზეზი მჭირდება?
უფრო კონკრეტული მიზეზი?
უკვე გითხარი.
არ მისმენდი?
ყველაფერი, რაზეც გაიმარჯვებ, შრამს არ გიტოვებს.
მსოფლიოსთან შეჯახება არასდროს იყო ჩემთვის განკუთვნილი.
დიდებით ცხოვრება არასდროს იყო ჩემთვის განკუთვნილი.
ეს არის მიზეზი რატომაც უფრო მეტად მტკიოდა.
იმიტომ რომ ცნობილი ვარ.
რატომ ავირჩე ეს?
სასაცილოა.
სასწაულია, ამდენ ხანს რომ გავძელი.
რა შემიძლია ვთქვა?
უბრალოდ მითხარი, რომ ყველაფერი კარგად შევასრულე.
თუ ჩემი გაშვების გამო გაღიმება არ შეგიძლია, გთხოვ, ნუ დამადანაშაულებ.
მე ყველაფერი კარგად გავაკეთე.
მე მართლა კარგად მოვიქეცი.
ნახვამდის.''
K.J.
08.05.1990 – 18.12.2017



№1  offline წევრი Natalo

აქაც თუ შემხვდებოდა ეს წერილი ვერ წარმოვიდგენდი...
RIP JONGHYUN :'(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent