შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერილის აღმოსავლური სუნი(ნაწილი პირველი)


5-01-2018, 02:10
ავტორი ennenn
ნანახია 1 176

ისეთი აღმოსავლური ქარია,რომ მინდა ბედუინებს გავეკიდო,ცხელი ქვიშა ავყარო ფეხით,აქლემს შევაჯდე და ისე შორს ვიარო,ისე უსასრულოდ,როგორც ეს უდაბნოები ჩანს.ოქროსფერი,ქვიშისფერი,ქარვისფერი,აღმოსავლეთის ფერი.ორი კვირაა აქ ვარ და ვიცი, რა სუნიც აქვს ამ კულტრას,ამ შავ კაცებს,თმა რომ ყველას ერთ სიგრძეზე აქვს.ვიცი, რა სუნი აქვს მათ სახლში გაკეთებულ სუნელებს,რა სუნი აქვს მათი ხელიდან მოცემულ წყალს და როგორი სუნი მოგდის ახლა შენ,როცა ამდენი ხნის წინ გამოგზავნილ ჩემს წერილს წაიკითხავ,რომელიც მე ოცდაშვიდ ნოემბერს დავწერე,შენთან რომ სუსხი იყო შემოდგომის და მოკლე წინდების აწევას მუხლამდე ცდილობდი.ალბათ წერილი თვე მაინც დააგვიანებს და მე ამ უდაბნოს ელფერებს მოშორებული ვიქნები,ვიდგები დიდი შუშიანი შენობების წინ,ან სულაც თოვლიან ტროტუარებს დავუწყებ თვალიერებას,ვინ იცის.ჩემი აქლემის ტყავის საფულეში არც ისე ბევრი დარჩა.იცი,აქ რკინის ფულსაც სხვანაირი სუნი აქვს.ოფლის,პურის თავთავების,ოაზისის.რომ გამოგიგზავნო და დაყნოსო,ვიცი, ვერ იგრძნობ.იცი,აქ ხანდახან ისე კვდებიან, ზამთარს სულ ვერ ნახულობენ.მწვანილი სულ ახალია ჩემს სახლთან, კუთხის მაღაზიაში.მეც ვყიდულობ და გაურევხავს ვჭამ საათობით.
არ მინდა აღსარება ჩაგაბარო და მერე ისე დამიბეროს ქარმა შიგნიდან,რომ მთლიანად წამიღოს.არადა,ეს წერილი ირანში მიმავალი ქალის კი არა,ერთი სინდის დამძიმებული ადამიანისას ჰგავს.აქამდე ვერ მოგწერე,სამი თვე ისე ვიარე,რომ მარტო ვხედავდი,ვგრძნობდი და ვყნოსავდი სხვაადასხვა კულტურებს.იცი,რას დავაკვირდი?ყველა ქვეყანაში მწვანე თვალი სხვადასხვა ფერია,შენი კიდე ჯერ ვერცერთს მივუსადაგე.იცი,თურმე თვითმრინავები არ მყვარებია,კომფორტის ზონაში მამყოფებს.ხელები ქარვისფერი,ნამზეური გამიხდა და თმაც გამიმუქდა.
რატომ ვლაყბობ ამდენს,პირდაპირ უნდა მეთხოვა პატიება და მე საიდან სად წავედი.
მაგრამ რა ვქნა,მინდა მოგიყვე და შენც გაბრაზდე,თვალები ბრაზისგან აგენთოს,მერე საღამოს სანაპიროზე გახვიდე,ჩამოჯდე და სიგარეტს მოუკიდო.არც თოლიების ხმა ჩაგესმება და არც შორეული გემების სიგნალის.მერე დაგათენდება,გამოიტანს სინათლე ატრაქციონების ფერად გამოსახულებებს და სადღაც,ქალაქის ცენტრში,ცხოვრება აქაფდება,შენ კიდე იჯდები,ჩემს წერილს აქეთი-იქით გადმოატრიალებ და გაბრაზებული იფიქრებ,როგორ მიბედავს და მიყვება უსინდისო სამი თვის მოგზაურობასო.ფანჯარასთან ვწევარ,საწოლი მივაჩოჩე.ფირუზისფერი ხალათი მაცვია,რომელიც ძუძუებზე გადმომდის,თმა სველი მაქვს და შემოპარული ნიავი ფეხებში მიბერავს.ჩემ ქვემოთ დუქანში აღმოსავლური ჰანგები ამოდის და ცხვრის სუნი.ვიცი,კითხილობ,გინდა გაჩერდე და არაფერი გაიგო ჩემზე.
რომ წავედი,მწველი აგვისტო იდგა.ჩემოდანში სულ ბოლოს ნაქსოვი ქუდი ჩავაგდე და პორტისკენ წავედი.დიდი,თეთრი,მსუქანი გემი იყო,ღუზის ლურჯი ნახატი ნახევრად გადაქერცლილი ჰქონდა.მე და შენ რომ ვიყავით ბოსფორის სრუტეზე,იმ მოგზაურობას არ ჰგავდა.არც ხალხი ყაყანებდა სასიამოვნოდ და არც ბლითებს ვჭამდი,ვიჯექი და ისე სადისტურად იწელებოდა ზღვა,რომ დრო ამერია.ბოლოს ჩავედი თურქეთში და ათიათასობით სიტყვა ყურებში მეცა,დასავლეთი და აღმოსავლეთი ერთმანეთს შეეჯახა და სამ საათზე თაქსიმის გამზირზე აღმოვჩნდი.იმ წამსვე ჩაიკარგე ჩემში,აღარ გამხსენებიხარ.საკუთარ ანარეკლს ვარიდებდი თავს ვიტრინებში,იმ ხალხის ცხოვრებით ვცხოვრობდი,ცხარე სუნელებით და ხმამაღალი ლოცვით.დავდოდი მეჩეთებში,აია სოფიაშიც შევედი და თავი დიდ ბიზანტიელად წარმოვიდგინე რატომღაც.
ორი კვირა თურქეთს ვგრძნობდი და მინდოდა არასდროს გამხსენებოდი.
არასდროს მინდოდა გამხსენებოდა როგორ ეკვრის ჩემი თეძოები შენსას,ჩემი მუცელი და მკერდი როგორ გედება და როგორ მკიდებ წელზე ძარღვიან,ძლიერ ხელებს.არასდროს მინდოდა გამხსენებოდა შენი ოცდათვრამეტი ხალი,შენი რძით მოთხვრილი ტუჩები,ქერა წვერი,ბუსუსები ყურებზე,ზღარბის ეკლებივით ამოსული თმა,შენი ჭიქა.არასდროს მინდოდა მცოდნოდა რას ნიშნავს,როცა ღამის ოთხ საათზე,თვეში სამჯერ შენი სახლის სახურავთან მოდის ვარსკვლავი "სალომე",არასდროს მინდოდა მცოდნოდა რას ნიშნავს,როდესაც სულ ცარიელი ზიხარ,თბილ წყალს გასხამენ დაღლილ თავზე და თმას ძალიან ნელა,აუჩქარებლად გბანენ.არ მინდოდა მცოდნოდა და აღარც ვიცოდი.იცი,მე დავივიწყე როგორია შენი კანის სუნი ზამთარში,სიცივის,ბოლისა და კაკაოს ნაზავი .დავივიწყე სიცილისას თავს როგორ წევ უკან და წამით მიყურებ,თვალები ცრემლების და სიხარულის ატომებით გაქვს სავსე.დამავიწყდა,რომ შენი თეთრი ზეწრები ჩემი წითელი პომადითაა დასვრილი.
შენ რა გახსოვს?მინდა არ გახსოვდეს,ძალიან მინდა არ გახსოვდეს,როგორ მიყვარს არაქისის კარაქის ჭამა კოვზით,დილით,ფანჯრის რაფაზე შემომჯდარს.მინდა არ გახსოვდეს,როგორ გამოიყურება ჩემი სხეულის ღამის სილუეტი.არ მმინდა იცოდე,როგორია ჩემი სველი თმა ზურგზე ჩამოშლილი.არ მინდა გაგონილი გქონდეს ჩემი ვნებიანი ხმა,რომელიც შენს სახელს იმეორებს ბევრჯერ,უსასრულოდ.
შენ ჩემთვის არასდროს მოკვდებითქო,ხო გითხარი და ალბათ გინდა იცოდე,მანდ,ბათუმის ღამის სანაპიროზე ჩამომჯდარს,რატომ წავედი.
ალბათ გინდა იცოდე,რატომ ეწევი ახლა სიგარეტს მარტო და მე აქ,აღმოსავლეთის მზე მხრუკავს.
ალბათ გინდა იცოდე,რატომ ვგზავნი დღეს ამ წერილს,რომელსაც შენი ბრაზიანი ხელები მოჭმუჭნის,გადააგდებს,მერე ისევ აიღებს და გაშლის.
იბადებიან ადამიანები,რომლებსაც ვერ გააჩერებ,ვერ დააკავებ.რომლებსაც ვერ ეყოლებათ ხუჭუჭა,ოქროსფერთმიანი ლამაზი ბიჭები,პატარა გოგონები.სულ უნდა იარონ,ბევრი ფერი ნახონ და არასდროს შეაჩვიონ თვალი მილიონ,მაგრამ მაინც ერთსა და იმავე კენჭს.არასდროს უყურონ ერთ შავ ზღვას და არასდროს ისუნთქონ ერთი ქალაქის ჰაერი.არიან ადამიანები,რომელთა ხელებშიც უნდა გაიაროს ბევრმა დრამმა,იენმა,ევრომ.ადამიანები,რომელთა სხეულიც უნდა შევიდეს ბევრ ოკენეში და ნახონ როგორია სხვადასხვა ქვეყანაში ერთი და იმავე სახელის მატარებელი გოგონები.
მე ვართქო გეტყოდი ეგ ადამიანი,ოღონდ აქ არ დაასრულო კითხვა წერილის გაბზარებულმა.ესაა შეფუთვა ამ ჩემი მხდალი ხასიათის,რომელიც ყოველთვის სწრაფად გარბის და სანახაობრივი ცხოვრებით საზრდოობს.მე,რომელიც არც რიოს კარნავალზე დარჩება დიდხანს..მე ვარ,ამოარტყი ნაპასი და ამოისუნთქე.
ვერ წავედით ერთად,ვერც ყოველ დილით გისხამ რძეს შენს საყვარელ ჭიქაში და აღარც შენს ზეწრებს აქვთ ჩემი ლავანდიის სუნამოს სუნი.
შენს თვალებს კიდე,ვერცერთი ჰორიზონტი ჯობნის..


ოცდაშვიდი ნოემბერია,აქ ცხელა,შენ გცივა შენს აგურისფერ ქურთუკში.
შენი ტუჩები ყველაზე გემრიელი ჩაია და შენს კანს ყველაზე კარგი არომატი აქვს.
მაგრამ მე მაინც დავდივარ და ხარბივით ვისრუტავ იმას,რაც მავიწყევს,რომ მე ის ვარ,ვინც სულ მიდის.



და ერთხელ ,თუ გაექცევი შენს თავს,ეს წერილი გადაიკითხე.სევდით,უიმედობით,ჩემი თავით გაჟღენთილი.

ყველა ქვეყნაში დამყავხარ,უცვლელად,მუდმივად,
დამიჯერე რა..

ზღვის პირა ქალაქში მყოფ ქერა თმიან,ჩემს ადამიანს.



№1  offline წევრი ტომა

ძალიან კარგია!
აუცილებლად გააგრძელე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent