ხმაურიანი სუნთქვა
მისი დაჟინებული მზერა ვიგრძენი. ცოტათი გავშეშდი, გულში სითბო ნელ-ნელა და ნაპერწკლად ჩამეღვარა.თანდათან ზურგი გამიხურდა, მივხვდი მიახლოვდებოდა. არ შევრხეულვარ და არ მივახვედრე,რომ ის ვიგრძენი. მარტო მისი მზერა კი არა, თავადაც ვიგრძენი მთელი სხეულით. ჟრუანტელმა დამიარა, მუცელში კიდევ პეპლებმა და ასე სულმოუთქმელად ველოდი როდის შემეხებოდა. ისე გაიწელა ეს დრო, რომ ცოტაც და შევტრიალდებოდი, ვეღარ გავუძლებდი ცდუნებას, მივვარდებოდი და ვაკოცებდი,გულში მხურვალედ ჩავიკრავდი და აღარასდროს გავუშვებდი.მინდოდა ასე მომხდარიყო, მაგრამ მისი სუნთქვა კისერთან ვიგრძენი. გამაჟრიალა, მთელმა სხეულმა შეუმჩნევლად ცახცახი დაიწყო, სიამოვნებისგან ვილტვოდი. თავბრუ დამახვია მისმა მხურვალე და ხშირმა სუნთქვამ.ცოტაც და მის დინებაში ჩავიხრჩობოდი. ოხ, ეს რა ყოფილა ცდუნება, ისე აგიყოლიებს, თავის ჭკუაზე გატარებს და თავსაც დაგაკარგვინებს. მისი თითის სათუთი და წამაქცეველი შეხება ვიგრძენი მკლავზე. ვიფიქრე, ამდენს ვეღარ გავუძლებ-თქო და ფიქრიც კი გამიწყდა. ძაფი, რომელზეც აგებული იყო მთელი ჩემი გონება, გაწყდა. აღარაფრის გაკეთება აღარ შემეძლო. ისე სუნთქავდა, რომ მეც სული მეკვრებოდა.მის სუნთქვას მივყვებოდი და ვეღარაფერს ვხედავდი გარშემო. რეალობას მომაშორა და შემიყვანა გაბრწყინებულ და მხურვალე მზის დისკოში. იქედან მხოლოდ მაშინ გამოვაღწევდი თუ ოდესმე სუნთქვას შეწყვეტდა, მაგრამ მე არ მინდოდა ეს მომხდარიყო. სხეულით შემიპყრო. როგორც იტყვიან სიყვარულით დავდნი, მეტყველების უნარი წამერთვა და ყველაფერზე უსიტყვოდ დავემორჩილებოდი.მთელი ტანით შემეხო და ნელ-ნელა მივყავდი. ფეხებს ვამოძრავებდი, მას მივყვებოდი, ოღონდ გაურკვეველ გზაზე, უფრო სწორად რომ ვთქვათ ვნების გზაზე ვიდექით და ვიძირებოდით მისი სიმხურვალით. ნაზი მელოდიის თანხლებით, ერთ ადგილას გამაჩერა. თავი მომაშორა, უკვე სუნთქვასაც ვეღარ ვგრძნობდი. თვალები გავახილე. მე და ის დავინახე. სარკეში ვიყურებოდით. ის უკან მედგა. ხელი ისევ ჩემ მკლავზე ადი-ჩამოდიოდა ჟრუანტლის და თავბრუსდახვევის თანხლებით. თავი თავზე მივადე. ხმას არ იღებდა, მხოლოდ ერთი და იგივე მოძრაობას იმეორებდა შეუჩერებლად და სასიამოვნოდ. არ ვიცი რამდენი ხანი ვიყავით ასე, მაგრამ მივხვდი, რომ რაღაცის თქმას აპირებდა. თან სარკეს თვალს არ აცილებდა. ისევ გააგრძელა ჩემ კისერთან გულმხურვალე სუნთქვა და მეც ყველაფრის უნარი დავკარგე. )))))))))))) ამ სამყაროში ისევ მისმა ტკბილზე ტკბილმა ხმამ დამაბრუნა. ისე ვნებიანად საუბრობდა,რომ ძლივს გამოვერკვიე იმ ბურუსიდან,რომელშიც ასე გამალებით და შეუჩერებლად შევყავდი. სარკეს თვალი მოაცილა და მე დამიწყო თვალიერება. მიყურებდა ასე, დაკვირვებით და ბოლოს მითხრა: -სარკეში რომ იხედები რას ხედავ? ცოტა არ იყოს კითხვამ დამაბნია, რისი თქმა სურდა ვერ მივხვდი, მაგრამ მეტყველების უნარი დამიბრუნდა თუ არა ვუპასუხე, რომ რა თქმა უნდა, ჩემ თავს ვხედავდი. -და როგორია ის?- უკან გადგა, მეც შევტრიალდი, ხელი მოვკიდე და გრძნობამორევით ვუპასუხე: -ისეთი, როგორიც მე ვარ. ცოტა ხანი ჩუმად იდგა, მერე ხელი ისევ სასიამოვნოდ და სულში შეღწევის მიზნით მომკიდა, სარკისკენ შემატრიალა და ყურში ჩამჩურჩულა: -კიდევ ერთხელ ჩაიხედე სარკეში. უყურე შენ თავს,სანამ არ გაარკვევ ვინ ხარ. ბოლოს კი მიხვდები,რომ ისეთი არ ხარ როგორიც ამ სარკეში მოჩანხარ.როცა მმასში იხედები, თავს ატყუებ,რომ ყველაფერი კარგად გაქვს და თითქოს საკუთარ მეს ეპრანჭები, რომ არ გაგიგოს სინამდვილეში როგორი ხარ. შენ..-სიტყვა გაუწყდა, სარკეში ჩემს ღია თაფლისფერ თვალებს უყურებდა და ძალას იკრებდა, რომ რაღაც ჩემთვის ეთქვა. მეც ცოტა არ იყოს, დავიძაბე. ასეთ სიტუაციას არ ველოდი. მის სუნთქვას უკვე ვეღარ მივყავდი დაუსრულებელ ტალღებში. მოუთმენლად და ხმისამოუღებლად ველოდი მის ხმას, რომელიც არსაიდან მოსულ,მაგრამ მაინც გაჩენილ ხმას წააგავდა. ჩაისუნთქა, მერე ისევ ამოისუნთქა. ძალა მოიკრიბა და გააგრძელა. -შენ, სულიერი მდგომარეობით უბედური ხარ, ძალიან უბედური მაგრამ ამის აღიარების არ გინდა. სარკე კი ამას არ გეტყვის, რომ შენ შეგიძლია, რომ არ ხარ სუსტი. შენ შენ თავს ატყუებ და იხრჩობი ამ ორმოში, რომლიდანაც მაშინ ამოხვალ როცა ისეთი იქნები, როგორიც სინამდვილეში ხარ და არა ისეთი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანხარ.შენ არ ხარ ის, ვინც ამდენი ხანია ამ სარკიდან მიყურებს. არა, სანამ ის არ იქნები ვინც ხარ, დაიტანჯები. ეშმაკი შეგიპყრობს და მერე წყალში ჩავარდნილივით, რომ იფართხალო, მაინც ვერ დააღწევ იმ ჭაობს, რომელშიც ღრმად ჩამალულხარ და არ გინდა ვინმემ ამოგიყვანოს. ცხოვრებამ კი არ დაგტანჯა, შენ დატანჯე ის და აღარ უნდა რომ მოგეხმაროს, მითითება მოგცეს და ''ხელი წაგკრას''. ნუ შეინიღბები, იმისთვის რომ უფრო კარგი გამოჩნდე. იმდენად პატარაა ცხოვრება, რომ ვერც კი მოასწრებ იმ ნიღბის ჩამოგლეჯას სახიდან, რომელიც მთელი ცხოვრება გტანჯავდა. ძალიან გთხოვ, ნუ დატანჯავ ცხოვრებას და ნურც შენ დაიტანჯები, ამ მასკარადის გამო. ხელები ძლიერად მომიჭირა, ერთი კარგად ჩამასუნთქა კისერთან და მერე გაქრა, წყვდიადში ჩაიკარგა, ვერ გავიგე სად წავიდა. უცებ უკან შევტრიალდი და ვეღარაფერი დავინახე უკუნის გარდა. ვიფიქრე, იქნებ სარკეში მაინც ჩანდეს-თქო, შემოვტრიალდი და სარკე ჩამტვრეული დამხვდა. თვალებზე ხელები ავიფარე და ძირს დავვარდი, სადღაც ვვარდებოდი. იქაც წყვდიადი იყო. სიბნელემ შემიპყრო. ხელებს აქეთ-იქით ვაქნევდი, თუმცა უშედეგოდ. სიბნელე მჭამდა და მისკენ მისრუტავდა. უნდოდა გავენადგურებინე და მეც მისი ნაწილი გავმხდარიყავი.. საწოლიდან წამოვხტი, სულ სველი ვიყავი. ოფლი წვეთებად მომდიოდა. ხმამაღლა ვსუნთქავდი, სანათი ავანთე და წამოვჯექი. გულის ფეთქვა ყურებში მესმოდა და მიწუოდა. ისე უმწეოდ და დაუცველად ვგრძნობდი თავს, რომ ცოტაც და ჩავიხუთებოდი. სინათლე საწოლის მეორე მხრიდანაც დავინახე და სწრაფად, შეშინებულად უკან მივბრუნდი. იქ, ბიჭი დამხვდა, რაღაცას მეკითხებოდა, ვერაფერი გავიგე. ყურებში წუილი არ მშორდებოდა. ფეხზე წამოვვარდი. ჯერ უკან-უკან დავიწყე სიარული, კარადას მივეჯახე. შიშისგან და ტკივილისგან დავიკრუნჩხე. ეს ბიჭი წამოვარდა, ჩემკენ მოდიოდა. მე კიდევ არ ვჩერდებოდი, უკან სვლით და ყვირილით იქაურობას ვანგრევდი, ძალიან მეშინოდა, ისე რომ ალბათ ვერც კი წარმოვიდგენდი ამხელა შიში თუ არსებობდა. კარს მივაგენი, ცოტა ხანი ვეჭიდავე, მაგრამ უშედეგოდ, ვერ გავაღე. ბიჭი მომიახლოვდა, მკლავებზე ხელები მაგრად შემომხვია და ჩემს საწოლში დაბრუნებას ცდილობდა. მე გავუძალიანდი, ბურუსმა შემიპყრო, ვეღარაფერს ვერ ვცნობდი. ყველაფერი უცხო იყო, ის ოთახიც და საერთოდ ეს ბიჭიც. ღმერთმა დასწყევლოს, რა ჯანდაბა მინდა აქ. მას ხელი ვკარი და კარს მივეჯაჯგურე. გავაღე, ფეხი გადავდგი და ისევ, წყვდიადით სავსე ორმოში ვვარდებოდი. დაუსრულებელი იყო ეს ყველაფერი. ხმას ვერ ვიღებდი, მაგრამ ვკიოდი, უხმოდ. კისერთან კი ისეთ ხმაურიან სუნთქვას ვგრძნობდი, რომ გონება მეთიშებოდა.იმდენად საშიში იყო ეს ჩემთვის, რომ გავითიშე. ძალა გამომელია. ემოციებმა მომკლა და გამანადგურა.. ჩემ სახელს იძახდნენ, ხელებს სახეში მილაწუნებდნენ და წყალს ასხამდნენ. თვალები გავახილე და ვიღაც უცხო კაცი დავინახე. ვიფიქრე, რაღა აზრი აქვს რამის გაკეთებას, ისევ სიზმარში აღმოვჩნდები. ველოდებოდი, როდის გავიღვიძებდი საბოლოოდ და მოვშორდებოდი ამ გაუთავებელ უსულგულო სიზმრებს. ის შეგრძნება, რომელიც კისერთან მხურვალე სუნთქვის შემდეგ დამრჩა არ მშორდებოდა. ხელი ყელთან მივიტანე და მისი ფრჩხილებით ხეხვა დავიწყე, მინდოდა მომეშორებინა საბოლოოდ და გამენადგურებოდა ეს შეგრძნება. ისე გიჟივით ვიქნევდი ხელებს, რომ კაცს ცხვირში მოვახვედრე. არაფერი მინდოდა მეტი, მხოლოდ ეს შეგრძნება მომშორებოდა. თავი დამეღწია ხმაურიანი სუნთქვისთვის და გამღვიძებოდა.. ამჯერად კი, საბოლოოდ! მართალია, საბოლოოდ გავიღვიძე, მაგრამ სიზმარში დარჩენა მინდოდა, ახლა ისე ძალიან მომინდა, რომ ვერაფერი გავაკეთე, ხელ-ფეხი შემეკრა. ექიმი მედდის ხმა გავიგონე, რომელიც აბების მიღებას გვაუწყებდ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი იზოლატორში ამოგვახრჩობდა. მისი ეს მუქარა ხესაც კი გაახმობდა. მეც სხვა რა გზა მქონდა, ჩემს მკურნალ ექიმს გავყევი და ვყლაპე ის აბები. მერე კი ფსიქიატრიულის კარში ის კაცი შემოვიდა, რომელმაც მისი სუნთქვით დამატყვევა და ეს გრძნობა გამიღვივა. ხელი კისერზე ვიტაცე. ის გრძნობა გავიხსენე და იმ კაცს მივვარდი. შენ ხარ-მეთქი ვყვიროდი. ის კი გაოცებული მომშტერებოდა. ფსიქიატრიულის დაცვის ბიჭებმა ხელში ამიტაცეს და უკან მექაჩებოდნენ, მე კი იმ კაცისკენ მივისწრაფოდი ასე ღრმად რომ ჩამებეჭდა გონებაში, მინდოდა გამეხსენებინა რას მეუბნებოდა სიზმარში, მაგრამ კისერში მხურვალე და ხმაურიანი სუნთქვის ნაცვლად ნემსის ჩარჭობის ხმა ვიგრძენი და ცხოვრებას მერამდენედ, მაგრამ ახლა უკვე დაუნდობლად ვემშვიდობებოდი. ყველა ის ნემსი და აბი, რომელსაც მე ვიღებდი მკლავდა და მანადგურებდა, ამას კი ვერავინ ხვდებოდა. ფიქრობენ, რომ გიჟი ვარ. ალბათ, ასეც არიც. იმედი მაქვს იმ კაცის სიტყვებს ოდესღაც გავიხსენებ, ან კიდევ ერთხელ ვნახავ სიზმარში სიზმარს და ისევ გადავიხვეწები მის სამყაროში, სადაც გიჟები ფსიქიატრიულს გარეთ თავისუფლად დაგოგმანობენ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.