ფიქრობ რომ გიჟის ვარ არა? ვარ!
ყოველთვის მიჭირდა საკუთარი ადგილი მეპოვნა ამ სამყაროში... ახლაც მიჭირს... თითქოს ზედმეტად უცხოც კი ვარ აქაურობისთვის, და ეს რეალობაც ზედმეტად პრიმიტიულია ჩემთვის, მართლაც... ალბად უკვე ფიქრობ რომ გიჟის ვარ არა? ვარ! კი... მჯერა ეგრედ წოდებული რეინკარნაციის და მჯერა იმის რომ დედამიწაზე უსამართლობას ადგილი არ აქვს მაშინაც კი როცა ადამიანს უსამართლოდ ექცევიან.... განა რა ფასი აქვს ამ ცხოვრებაში არსებულ „მატერიალურს“, როცა არსებობს უფრო მეტი ვიდრე უბრალოდ სხეულზე ლამაზად მორგებული ძვირადღირებული კაბები და სამკაულებია... თუმცა ადამიანები რომელიც ასეთ წვრილმანებში პოვებენ სიხარულს უფრო მეტად ბედნიერები არიან ვიდრე მე... ბედი? ბედიც ხომ რეინკარნაცის შედეგია და იმ ცოდვებზე პასუხის გებაა, ცხოვრებიდან რომელიც ჩვენ აღარ გვახსოვს... დღევანდელობაში მე წარმოდგენადაც კი მტკივა საყვარელი ადამიანების დაკარგვა , არა... სრულიად ადამიანურია კვდომა , მაგრამ გააზრება იმისი რომ ჩვენ მათ ვეღარასდროს ვნახავთ..? აი აქ ჩნდება არაადამიანური ტკივილი, არადა ყველაზე მეტად მეშინია რომ ოდესღაც სული ზუსტად აი ასე ამტკივდება.. იმ ცხოვრებაში შევხვდებითო.... მძულს ეს ფრაზა , იმ ცხოვრებაში ჩვენ, ჩვენ აღარ ვიქნებით, თუნდაც რომ შევხვდეთ.. მქონია ის უჩველო შეგრძნება უცნობთან , რომელსაც თითქოს მთელი ცხოვრებაა ვიცნობდი მაგრამ სულაც არ ვიცოდი საიდან, და მართლაც ვინ იცის იქნებ მიყვარდა კიდეც, ვუყვარდი კიდეც, და იქნებ რამდენი სიგიჟე ჩავიდინე მის გამო .. მაგრამ ეს „იქ, იმ დროს“ , ახლა ის „აქ“ მხლოდ უცნობია რომელთანაც უბრალოდ მსიამოვნებს საუბარი... ფიქრობ რომ გიჟის ვარ არა? ვარ! ამის გამო უამრავ ეზოთერიკულ შემეცნებით სტატიას გიჟივით ვეცნობი, აი ახლაც... თუმცა რა შუაშია აქ „ვით“. ვეძებ საკუთარ თავს და იმ აზრით ვბედნიერდები რომ ვიღაცას ესმის ჩემი, რომ ასეთი გადარეული მხოლოდ მე არ ვარ აქ დედამიწელთა შორის. ჩემს თანატოლებს ყავთ უკვე ოჯახები, ყავთ შვილებიც და საყვარელ საქმეს აკეტებენ , ფეხი აუწყვიათ ამ ცხოვრებისთვის, და მე? მე თითქოს ისევ მეშინია, და ისევ ვერ ვერგები ამ სამყაროს. სილამაზე? ეს ერთ-ერთი რამაა რისიც შეიძლება ოდესღაც ყველაზე მეტად შემშურდეს, ხო... შურიანი ვარ , ლამაზად მშურს აი ისე რომ ამით არავის ვვნებ, ვეტრფი ლამაზ სახეს და უფრო მეტად კი ლამაზი სულის პატრონს, რას ვინატრებდი? ბედ-იღბალს ,,, და სულაც არ მომინდებოდა მერე ალბად არც სულიერი და არც ფიზკური სილამაზე. შიში? როგორც უკვე ვთქვი ეს საყვარელი ადამიანების დაკარგვასთან ასოცირდება, საკუთარი გარდაცვალება? ეს ყველაზე საინტერესო და აღმატებული მოვლენაა ამ ისედაც ზედმეტად ცხოველურ და მატერიალურ სამყაროში. ფიქრობ რომ გიჟის ვარ არა? ვარ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.