შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაშვილები


19-01-2018, 21:40
ნანახია 1 412

თუკი ცხოვრებაში რამე დამიშავებია, ეს არის იმ უსუსური ბავშვის ცხოვრების დანგრევა, რომელმაც ჩემს ორგანიზმში მოიკალათა. არ მომიკლავს, მისი გული გასაჩერებლად ვერ გავიმეტე. სამაგიეროდ ადვილად მივაკერე სახელი "ნაშვილები", ისე რომ ხელიც არ ამტოკებია. ის ხომ მთელი ცხოვრება ატარებს ამ სახელს, მხოლოდ იმიტომ ,რომ მე პასუხისმგებლობას გავექეცი. არ დავუფიქრდი, თუ როგორ წამებში მოვაქციე ჩემი შვილი იმ ბავშვთა რიცხვში, რომელთაც ნაშვილებს ეძახიან. ადამიანური სისუსტე გამოვიჩინე და მეც ჩემს შვილთან ერთად დავიღუპე.
ერთადერთი რამ, რითაც თავს ვინუგეშებ, ის მამაკაცია, ვისგანაც ბავშვი ჩაისახა. ეს არ იყო ძალადობა ან ქალური სისუსტე, თუნდაც სიმსუბუქე. ეს ნამდვილი სიყვარული იყო. მე დღემდე ასე ვფიქრობ. პრობლემაც ხომ სწორედ ეს გახდა, ჩემი უსაზღვრო სიყვარული მეამიტობაში გადაიზარდა და დავუჯერე იმ ადამიანს, რომლისთვისაც ადამიანური ღირებულებები არაფერს წარმოადგენდა. ის მაშინვე გაიქცა და ახალი ცხოვრება დაიწყო, როგორც კი გაიგო, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. ეს ხომ ვაჟკაცობის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
სხვისი განკითხვის უფლება მე ნამდვილად არ მაქვს. მეც ისე მოვექეცი ჩემს შვილს, როგორც ის. არა ! მე უფრო საშინელი განაჩენი გამოვუტანე მას, ვიდრე მამამისმა.

მისი სახე არ დამინახავს. არც კი შევხებივარ. მხოლოდ მისი ტირილი ჩამესმოდა. ალბათ, ეძებდა დედას. დედას,რომელსაც უფლება არ აქვს ერქვას დედა. ერთი რისი გაგებაც მოვასწარი, ის არის, რომ გოგონა იყო. მთელი ცხოვრება ვოცნებობდი გოგო მყოლოდა, რომელსაც აუცილებლად, უცხო სახელს დავარქმევდი. ისეთს, რომელიც ყოველ მეორეს არ ერქვა. ასეთი კი, რაც პირველი მახსენდოდა კასი იყო. კასი-ყველაზე ლამაზი გოგო (ჩ.ბუკოვსკი).
ყოველ ღამით მისი ხმა ჩამესმოდა. აკვიატებული ფიქრები საშუალებას არ მაძლევდნენ, თუნდაც ერთი წუთი სხვა რამეზე მეფიქრა.
***
არ ვიცი რამდენი ხანი ვიწექი წყლით სავსე აბაზანაში, მაგრამ ჩემს შვილზე ფიქრები არ მშორდებოდა. დავყურებდი ჩემს სხეულს, რომელიც ალბათ ბევრისთვის მიმზიდველი და სასურველი იყო, თუმცა, ჩემში ზიზღის გარდა არაფერს იწვევდა. დავყურებდი საკუთარ თავს და ვხვდებოდი, რამდენად საშინელი ადამიანი ვიყავი. ჩემს ნამუსზე იყო, იმ ბავშვის ბედი, რომელიც მთელი ცხრა თვე მუცლით ვატარე. ვასმენინებდი ჩემს საყვარელ მუსიკას და ვუყვებოდი იმ ამბებს, რომლებსაც რეალურ სამყაროში ვერასოდეს მოვუყვებოდი.
გაშვილების ამბავი თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა. ოჯახი მე არ შემირჩევია. ყველაფერი ჩემმა მეგობარმა მოაგვარა. მე თვითონ მინდოდა არჩევა, თუმცა მეუბნებოდნენ, უფრო გაგიჭირდებაო. მეც აღარ შევეწინააღმდეგე მათ და ჩემი შვილის ბედი ნაწილობრივ მათაც მივანდე.
ღმერთო, როგორ ვნანობ ამ სულელურ ნაბიჯს. როგორ მინდა ახლა ჩემ გვერდით იყოს, მისი პატარა ხელი მეჭიროს და ვეფერებოდე, მის სურნელს შევიგრძნობდე. არასოდეს უნდა შეშინდეს ადამიანი, მისთვის გადაულახავი ბარიერი არ არსებობს. არც ჩემთვის იქნებოდა ბავშვი ბარიერი, მაგრამ მე შემეშინდა. თითქოს გავექეცი საზოგადობის ტალახს, სიმანდვილეში კი, დავკარგე მთავარი - სიყვარული.
არ ვიცი რამდენი ფიქრი მოდიოდა მაშინ თავში. არ ვიცი იყო თუ არა კავშირში ერთი მეორესთან, მაგრამ ფაქტი ერთი იყო: მე ვნანობდი. სინანული კი ძალიან გვიანი აღმოჩნდა. ან რას წარმოადგენდა ჩემი სინანული, მაშინ ,როდესაც ჩემი შვილი ალბათ მე დამეძებდა.
***
ყველაზე საშინელი ფიქრი იცით რა იყო? როდესაც წარმოვიდგენდი, "დედას", როგორ ეძახდა სხვა ქალს. როგორ შემოხვევდა თავის პატარა, რბილ და ფაფუკ ხელებს სხვას. ჩემი ცხოვრება კი ნაცრისფერ ფერებში გაგრძელდებოდა, ბოლოს დასრულდებოდა, წავიდოდი და შესაძლოა, არც არავის ედარდა ჩემს სულზე. ცრემლსაც ალბათ სხვების დასანახად თუ გადმოაგდებდნენ. მომართმევდნენ იაფფასიან ყვავილებს და ქელეხში ერთ-ორ ჭიქაში საერთოდაც დაავიწყდებოდათ ჩემი სახელი, გაიღიმებდნენ და ვინ იცის, იქნებ სიმღერაც კი შემოეძახათ.
კმარა !
რაღაც უნდა მემოქმედა. რაღაც უნდა მეღონა, რაღაც უნდა გამეკეთებინა. ჩემი შვილი უნდა დამებრუნებინა. იყო უამრავი ბარიერი საკუთარ თავთან, უამრავი წაბორძიკება და გადაულახავი შიში, მაგრამ ხელი უნდა გამენძრია. თავს ვიღუპავდი, ყოველ დღე თავს ვიკლავდი და ისევ ვცოცხლდებოდი. მაზოხისტობაც კი დავიწყე და საკუთარ თავს, ამოკვიატებული აზრებით ვიწამებდი. სად წავიდე? რა გავაკეთო? სად მოვძებნო? კარდაკარ შემოვიარო მთელი ქვეყანა?
დავიღალე. ამდენმა ფიქრმა ჩემი სხეული მთლიანად დაამძიმა. შვებას ვეღარსად ვპოულობდი, ვერც მუსიკაში, ვერც კითხვაში, ვერც წერაში. ამ ტკივილმა ჩემი თავი წამართვა. ამ ყველაფერმა ჩემი ცხოვრება შეიწირა, ჩემი პიროვნება გაანადგურა.
პირველი ნაბიჯი, რაც ჩემი რეაბილიტაციისთვის გადავდგი, სამსახურში დაბრუნება იყო. საქმეს, თანამშრომლებსა და ნივთებს ნორმალურად ვერც აღვიქვამდი. ვიჯექი კომპიუტერთან და რობოტივით ვაკეთებდი იმ საქმეს, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა, მანამ სანამ, ჩემს პატარას გავაშვილებდი. ყველაფერმა აზრი დაკარგა, ყველაფერმა ფერი იცვალა. რჩებოდა, მხოლოდ ერთი იდეა ჩემი ცხოვრებისა, მეპოვნა ის ბავშვი, რომელიც ყველაფერს გამიფერადებდა. ჩემი ცხოვრება დაემსგავსა იმ ოთახს, რომელშიც არავინ შედის, სადაც შეყარეს ძველი ნივთები, რომლებიც აღარავის სჭირდება და სამუდამოდ ჩაკეტეს მისი კარი.



MoonLady
დამძაბა.
არა, მომკლა.
სასუნთქი გადამიკეტა.
ისტორია რომ ყოფილიყო ალბათ ვერ გავუძლებდი, მაგრამ საინტერესოა როგორი იქნებოდა...

დღეს დაიდება გაგრძელება, იმედია გაგიმართლებს იმედებს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent